ძვირფასი განძი [8]
დილა ბედნიერად დაიწყო. ისე ხომ კარგია და როცა ჩუმადაა, სულ ანგელოზია ეს გოგო. აი ახლაც, თმები უწესრიგოდ ყრია ბალიშზე, თვალები უხუჭია, ტუჩები გაბუსხული აქვს, მშვიდად სუნთქავს, აღარც ცქმუტავს თომას მკლავებში მოქცეული. კაციც დროდადრო ნაზად ახებს ტუჩებს, ისე რომ არ გამოაღვიძოს, თორემ მერე მოფერებას ვეღარ გააგრძელებს. როგორ უნდა ურთიერთობა ცოტათი მაინც დაალაგოს,დაათბოს. როგორ უნდა დინას ნდობა მოიპოვოს. თავს საშინლად გრძნობს როცა მის თვალებში ეჭვს ხედავს. მაგრამ იმასაც ხვდება როგორ მოწონს ქალს მისი შეხება, როგორ აბნევს. საკუთარ გრძნობებს დღემდე ვერ მოუძებნა სახელი. არაფრის დიდედბით არ უნდა იფიქროს რომ შეუყვარდა. როგორ ეძნელება მათი დატოვება, მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდეს ერთი-ორი კვირით. მიხუტებული სხეული შეიშმუშნა, ბოლო კოცნა დაუტოვა მხარზე და ტუჩები მოაშორა. - დილამშვიდობის - ჩუმად უჩურჩულა ზარანდიამ. - დილამშვიდიბის _ ჩაილაპარაკა დინამაც და მეუღლის სხეულს მოშორდა. - მე უნდა წავიდე _ დასერიოზულებული ხმით დაიწყო. - სად უნდა წახვიდე? _ გაკვირვებით იკითხა. - რუსეთში, რაღაც საქმეები დამრჩა მოსაგვარებელი. - რამდენი ხნით? _ გაპარული ხმით იკითხა. - ორი კვირით. - როდის? - დღეს საღამოს. - გასაგებია, გაქცევას არ ვაპირებ _ სარკასტული ტონით ჩაილაპარაკა. - ეგ არც მიფიქრია _ მშვიდად გაუღიმა _ საბა არ გაუშვა რა დღეს ბაღში, მომენატრება. - კარგი _ ცივად უპასუხა. „მარტო საბა მოენატრება“ - თითქოს რაღაცამ გაწიწკნა შიგნით. - გავიდეთ სადმე დღეს? თუ ვუთხრა სხვებსაც და აქ ამოვიდნენ? - აქ ამოვიდნენ ჯობს, საბაც გაერთობა ანდროსთან. - ეგ ხომ საბას ჭკუისაა _ გაიცინა _ კარგი, შევატყობინებ. - კარგი, გავამზადებ რამეს. - არ იწვალო მზა პროდუქტს ამოვიტან. - იყოს გავამზადებ, შეკვეთები არ მაქვს და თავისუფალი ვარ. - კარგი, მაშინ ერთად გავიდეთ მაღაზიაში და ვიყიდოთ რაც საჭიროა. - კარგი _ დაეთანხმა და ლოგინიდან წამოდგა. პირველად გაბედა საღამურებით ადგომა, მაგრამ მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა „სირცხვილს“, ბოლოსდაბოლოს ყოველ ღამე ასეთ ფორმაში ძინავს მის გვერდით. მაინც შემოიცვა სკამზე მიფენილი ხალათი და გაბურძგნული თმებით გავიდა სამზარეულოში. ფიქრებით ისევ თომასთან იყო, ისევ მის სიტყვებს ატრიალებდა გონებაში. მარტო საბა მოენატრება ბიჭს, მესამე ღამეა მასზე ჩახუტებულს რომ ძინავს ეგ არაფერია ხომ? რა ენაღვლება, ჩავა რუსეთში და არ მოიკლებს გულაობას, აქ კიდევ დინამ მონატრებისგან უნდა მოიწყინოს. „ეჭვიანობ“ - ჩაისისინა ალტერეგომ. „რა სისულელეა“- სწრაფად მოიშრა თავიდან. და მაინც, ასე არ გამოვა. ახლა გულედანის რიგია, მაგასაც ნახავს როგორ არ მოენატრება. ყავა ორივესთვის გაამზადა და ოთახში მწოლიარე ქმარს გასძახა. ღიმილით დაიკავა თომამ ადგილი მაგიდასთან. „თავბრუს დახვევის რეჟიმი გააქტიურებულია“ - კმაყოფილმა გაიფიქრა ქალმა და წინ ჩამოუჯდა. ცალი ფეხი სკამზე ასწია და ნიკაპი მუხლზე ჩამოდო. აზრადაც არ მოსვლია ხალათის გასწორება. კმაყოფილი მზერით უყურებს როგორ ჭამს კაცი თვალებით. ერთი ყლუპი მოსვა და ტუჩები მოილოკა. ეშმაკური ღიმილით დააკვირდა როგორ ხმაურიანად გადაყლაპა ზარანდიამ ნერწყვი. - ჩაიცვი და წავიდეთ. - საბას ძინავს ჯერ. - სანამ მოვემზადებით საბაც გაიღვიძებს _ გაუღიმა თომამ. ღიმილით ჩადო ფინჯანი ნიჟარაში და ნაზი მიხვრა-მოხვრით წავიდა ოთახისკენ. შორტები და ბრეტელებიანი ზედა შეარჩია, თხელი მოსაცმელი მოიცვა, კულულები უწესრიგოდ დაიყარა ზურგზე და მისაღებშ დაბრუნდა. - მე მზად ვარ. - ძალიან კარგი, მეც მოვემზადები და საბაც რომ გაიღვიძებს გავიდეთ. ლოდინი დიდხანს არ მოუწიათ, საბამაც მალე გაიღვიძა, მოამზადეს და გავიდნენ. მთელი მაღაზია შემოიარეს, დინა ცდილობდა ზედმეტი არაფერი ეყიდა, ზარანდიები პირიქით, ყველაფერს ყიდულობდნენ რაც მოეწონებოდათ. სალაროსთან ყველამ ერთად დაიკავა ადგილი, უმცროსი ზარანდია წინ იდგა, შუაში დინა და ზურგს უმაგრებდა უფროსი ზარანდია. - მე რომ წავალ აღარც ეს შორტი ჩაიცვა და აღარც ეს მაისური _ მკაცრად უჩურჩულა. გაკვირვებულმა ახედა გულედანმა და გულში პირველი გამარჯვება იზეიმა, თუმცა როცა იცვამდა, არც კი უფიქრია რომ მეუღლის შენიშვნას დაიმსახურებდა. - უკაცრავად, მაგრამ მე თავისუფალი ადამიანი ვარ _ გესლიანად უჩურჩულა. - ყოველ წამს უნდა გახსენო რომ ცოლ-ქმარი ვართ? თავისუფალი არ ხარ, ამ შორტით და მაისურით კი გარშემო მყოფი კაცების ყურადღების ცენტრში ექცევი. როცა ჩემს გვერდით ხარ შეიძლება, მაგრამ ჩემს გარეშე არა. - რა დღეში ვარ _ უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა და ნაყიდი პროდუქტის ამოლაგება დაიწყო. ყველაფერი ჩაულაგეს და წამოიღეს. სახლშ მისულს თავიდან მოუწია ამოლაგება, ყველაფერი დაახარისხა და შეინახა. - ახლა! ბიჭებო! თქვენ თქვენთვის იქნებით და სამზარეულოში ცხვირსაც არ შემოყოფთ _ გააფრთხილა მკაცრად. - გასაგებია _ გაუცინეს ორივემ და ტელევიზორის წინ მოკალათდნენ. დინამ სალათების მზადება დაიწყო. ამიტომ უყვარს ზაფხული, სულ მსუბუქად და ჯანსაღად იკვებება. ოთხ საათამდე დაფუსფუსებდა სამზარეულოში და ვერც კი ამჩნევდა მისაღებიდან მასზე მიშტერებულ თვალებს. უკვე ბოლო თეფში გაამზადა სუფრასთან მისატანად, ყელში რომ ირგძნო ცხელი სუნთქვა. - კიდევ ერთხელ ასე ჩაიცვამ და პასუხს აღარ ვაგებ საკუთარ ქმედებებზე _ ვნებიანი ტონით ეჩურჩულებოდა და ყელს უგემოვნებდა. - მომშორდი _ შეუვალი იყო დინა. - არ შემიძლია. - შეგაძლებინეს საკუთარი ძალებით თუ არ მომშორდები ახლავე. - შემაშინე _ მზერა სახეზე გადაიტანა და ირონიულად გაუღიმა. - ფაქტია რომ მომშორდი _ გამარჯვებული ტონით ჩაილაპარაკა და კარებზე ზარიც გაისმა. - გადაგარჩინეს _ გაუღიმა და კარების გასაღებად წავიდა. „მართლა გადამარჩინეს“ - გაიფიქრა და ჩაიფხუკუნა. წამებში ხმაური გაისმა და მეგობრებიც შემოცვივდნენ. - რძალო როგორ ხარ? _ სიცილით მოიკითხა ანდრომ და გადაკოცნა. - გამარჯობა _ გადაკოცნა ალექსიმაც. - დინაა, უკვე მომენატრე _ ბედნიერი ჩეხუტა ანი. - მეც მომენატრეთ, დასხედით და მოვალ ახლავე მეც. - მოგეხმარები მე. - იყოს ანო, გამზადებული მაქვს ყველაფერი ორ წუთში გამოვიტან. - მოგეხმარები და უფრო მალე გავიტანთ _ უცებ გაშალეს სუფრა და თვითონაც მოკალათდნენ. ღიმილით გადახვია ხელი ზარანდიამ, დინაც მხიარული ღიმილით მიეხუტა. ერთი კი ჩამოხედა გაკვირვებით, მაგრამ ჩათვალა თამაშში ამყვაო და შეეშვა. აბა რა იცოდა გულედანის „მზაკვრული“ გეგმების შესახებ. - რძალო როგორ უნდა გაძლო მეუღლის გარეშე? - რავი ანდრო, საბა მეყოლება და გავძლებ ეს ცოტა ხანი როგორმე. - მე გავგიჟდებოდი ალექსი რომ მიდიოდეს _ მიეხუტა ანი საქმროს. - რომ გავგიჟდე რას ვუშველი _ გაიცინა დინამ _ მალე ჩამოვა. - არა რა, როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი მშვიდი იყოს? _ უკვირდა ანის. - ჩემი იდეალური გოგოა _ თვალი ჩაუკრა თომამ და დინას სახე გაკვირვებულმა ღიმილმა მოიცვა. - რომელზე მიდიხარ? - რვაზეა ფრენა. - უნდა გაგაცილოთ? _ უჩურჩულა დინამ. - არა, იყავით სახლში. - ვნახოთ _ გაუღიმა. - თუ ასე დატკბები მზად ვარ ანი ჩვენთან გადმოვასახლო _ სიცილით უჩურჩულა და თავზე აკოცა. გულედანმაც გაუღიმა და სულ ოდნა შეეხო ყელზე. იგრძნო როგორ ჩაიღიმა თომამ და უკვე მეორე გამარჯვება იზეიმა. ძალიანაც რომ არ უნდოდეს, მაინც მოანატრებს თავს. მისი საქციელი ეგოისტი ბავშვის ახირებას ჰგავდა მაგრამ რა ქნას, ვერ აიტანს თვითონ ენატრებოდეს და მას არა. - ყავა ვის გინდათ? _ მხიარულად იკითხა დინამ და თვალი მოავლო საზოგადოებას. - ყველას _ ყველას მაგივრად უპასუხა ანდრომ. - კარგი, მაშინ ორ წუთში დაგიბრუნდებით. - მოგეხმარები _ წამოდგა ანი. - იყავი ანი, გავაკეთებ მარტო _ გაუღიმა და სამზარეულოსკენ წავიდა. - იყავი, მე მივეხმარები _ თვალი ჩაუკრა თომამ და სასურველ სილუეტს უკამ მიჰყვა. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა სამზარეულოს მაგიდასთან მდგარ გოგონას. - არ შემეხო თომა _ მკაცრი იყო დინა. - მართლა არ შემიძლია _ ჩაიცინა და ზურგიდან მოეხვია. - თომა გეყოფა. - ყველაფერს აკეთებ იმისთვის რომ გადამრიო და მერე გეყოფაო მეუბნები _ გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა. - არაფერს არ ვაკეთებ. - ჰო კარგი არ აკეთებ ნუ აკეთებ, მაგრამ ფაქტია შენც მოგწონს როცა გეხები _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და თავისკენ შეაბრუნა. - რა გინდა? _ უკვე დაბნეული ალუღლუღდა. - რომ გითხრა შემისრულებ? - გააჩნია რა იქნება. - კარგი, ახლა ყავას გავიტანთ, მე ოთახში გავალ და შენც მომყვები. - მიზეზი? - გამომყევი და დანარჩენი მიზეზები მერე. _ თავი დაუქნია და ყავის მომზადება განაგრძო. მეგობრებთან გაიტანა, დადგა და ეცადა შეუმჩნევლად წასულიყო ოთახისკენ. ოთახში შესული თვალის დახამხამებაში გახდა კოცნის ობიექტი, ტანაც როგორი კოცნის, ვნებიანის, მომთხოვნის.. სადღა ახსოვდა ზარანდიასგან თავის შორს დაჭერა, თავის დაფასება, ეს ყველაფერი ერთ წამში ჩამოიშალა და დარჩა დინა, დინა როგორც ქალი. ქალი, რომელსაც სასურველი კაცის ალერსი გონს უბინდავს. და რა უნდა გააკეთოს გულედანმა ამ შემთხვევაში? წარმოდგენაც არ აქვს, ინსტიქტურად აჰყვა კაცის კოცნას და კისერზე შემოჰხვია ხელები. კმაყოფილებისგან ჩაეღიმა ზარანდიას, კიდევ ერთხელ დარწმუნდა მთლად გულგრილი რომ არ იყო დინა მის მიმართ. ხელები ნელა აასრიალა მის ტანზე და რეაქციას დაელოდა.. შენც არ მომიკვდე! რეაქცია ნული იყო, არანაირი წინააღმდეგობა. კიდევ უფრო გათამამდა თომა და უკვე მაისურის შიგნიდან მიეფერა სასურველ სხეულს. კვლავ არანაირი წინააღმდეგობა, გულედანმაც ნელ-ნელა აამოძრავა ხელები კაცის ზურგზე და კიდევ უფრო გადარია. ის ბრეტელებიანი მაიკა რომ შემოაძარცვა და კედლიდან ლოგინზე გადაინაცვლეს, მხოლოდ მაშინ გაიაზრა რას აკეთებდა. როგორც კი ზარანდია მის ტუჩებს მოშორდა, მაშინვე ალაპარაკდა. - თომა, თომა გარეთ ბავშვები არიან _ ლუღლუღებდა ქოშინით და ცდილობდა კაცისთვის რამე შეესმენინებინა. - მერე რა _ სულ არ აინტერესებდა თომას არავინ, ახლა როცა სასურველი სხეულის დასაკუთრების საშუალება მიეცა, არ აპირებდა ამ შანსის ხელიდან გაშვებას. - თომა, თომა გაჩერდი _ მაინც თავისას იძახდა გულედანი და საბოლოოდ მოახერხა კიდეც თომას მოშორება. - რა გინდა რა? _ მობეზრებული ტონით ჩაილაპარაკა და თავიდან გააცოცა ტუჩები ქალის სხეულისკენ. - მორჩა, გადი ახლა და გამოვალ მეც _ აწითლებულ ლოყებს მაინც ვერ მალავდა. - რომ გავყარო დამელოდები? _ მართლა დაუფიქრებლად გაყრიდა გულედანისგან თანხმობის შემთხვევაში. - სულ გაგიჟდი ხომ? გადი და გამოვალ, გთხოვ _ თხოვნით დაითანხმა და ზარანდია გავიდა. ძლივს დაირეგულირა გულისცემა, მაგრამ კმაყოფილი დარჩა. ახლა დარწმუნებულია რომ ნამდვილად მოენატრება ზარანდიას, დავიწყებით ხომ თავისთავად არ დაავიწყდება. მაგრამ საკუთარ თავზე ბრაზდება სისუსტის გამო, ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა. სწრაფად გადაიცვა მაისური, თმებზე ხელი გადაისვა და ოთახიდან გავიდა, მეუღლის გვერდით მოკალათდა, აწითლებულმა შეხედა, თომას ირონიულ ღიმილზე თვითონაც ჩაეღიმა ირიბად და თვალი ყავის ჭიქას გაუსწორა. - სად დაიკარგეთ თქვენ? _ სიცილით იკითხა ანდრომ და აჭარხლებული დინას დანახვისას გადაბჟირდა. - არ დაგვაგვიანდეს, გავიდეთ ნელ-ნელა. - ჰო გავიდეთ.. ერთ მანქანაში მოთავსდნენ. საბა კალთაში ჩაისვა, დინა მიიხუტა და შუბლზე აკოცა. აეროპორტამდე ასე ისხდნენ. იქ შესვლისას კიდევ ერთხელ მიხვდა დინა რომ ორი კვირის გატარება მოუწევდა მის გარეშე და გულში რაღაც ჩაწყდა. საბა გვერდიდან არ შორდებოდა ძიას, ყოველ წამს ეკითხებოდა ხომ დაბრუნდებოდა. რეგისტრაცია გაიარა, მგზავრებს რომ უხმეს, სათითაოდ დაემშვიდობა თომა ყველას. „ტკბილი ლუკმა“ ბოლოსთვის მოიტოვა, სულ ბოლოს მივიდა დინასთან. კიდევ ერთხელ დააგემოვნა მისი ღვინისფერი ბაგეები და ჩაიხუტა, განსხვავებულად, ყველაზე თბილად, თითქოს ერთიანად ცდილობდა მომდევნო ორი კვირის ანაზღაურებას, ბოლოჯერ აკოცა და ესკალატორზე ავიდა. აცრემლიანებული თვალები მაგრად დახუჭა და კისერზე შემოხვეულ შვილს აკოცა. - ხომ ჩამოვა დე? - ჩამოვა დე, ჩამოვა _ უჩურჩულა პატარას და კიდევ უფრო მიიხუტა. ________________ ესეც მერვე თავი შოკოლადებო.. ვიცი რომ პატარაა, მორჩილად ვირებ საყვედურებს.. მაგრამ ვერ მოვახერხე მეტი, ბოდიში, ბოდიში შეცდომებისთვის, მაინც იმედია მოგეწონებათ.. ველი შეფასება, კრიტიკას და ემოციების გაზიარებას.. პ.ს. მადლობა ლილიანას იდეისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.