მკვლელობის საღამო(10)
ამ,,დაწესებულებაში,,უკვე 2 თვეა რაც ვიმყოფები..ამას უკავშირდება საქმის გამოძიება,სიკვდილთან შეჭიდება,დაბნეულობა,შიში,მაგრამ ყველაზე მეტად ეჭვი იმის შესახებ ვიქცევი თუ არა სწორად.ამ ერთხელაც ღირს გაბედვა,მაქსს და ჩემთავს ერთ შანსს კიდევ მივცემ.პირველს და უკანასკნელს. თვალებს ვისრესს და ბალიშიდან თავს ვიღებ,როცა მაქსის დის ხმა მესმის,უცნაურია მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ დავინტერესებულვარ მისთვის სახელი მეკითხა.ჩემს წინ დგება,სახეზე აწითლებულა ალბათ ბევრი ირბინა. -რა ხდება.. როგორღაც ვახერხებ ხმის ამოღებას. -დღეს..დღეს გადაყავთ.. დაღლილი სკამზე ჯდება და წყალს სვამს. -ვერ გავიგე რას გულისხმობ,დამშვიდდი და ამიხსენი. -ჩემი ძმა დღეს გადაყავთ. -დღეს?წესით ხვალ უნდა წაეყვანათ,რატომ დააჩქარეს მოვლენები.. -წარმოდგენა არ მაქვს,რამე უნდა მოვიმოქმედოთ. -ზუსტად რა დროს მიყავთ? -დაახლოებით 3 საათში. -კარგი,რამეს მოვახერხებთ.მთავარია ადგილი ვიცით სადაც მიყავთ,მაგრამ არ ვიცით პალატა სადაც ყავთ. -რაღაც მოვიფიქრე. -გისმენ. -შეგვიძლია იქ დავხვდეთ სადაც უნდა წაიყვანონ,მათზე პირველი დანიშნულების ადგილზე ჩვენ მივალთ და უფსს,..მაქს ჩვენ წამოვიყვანთ. -არის რაღაც რაც შენთვის არ მითქვამს. -უკაცრავად?ვერ გავიგე კარგად. -ერთი გოგონა,ისიც უნდა წამოვიყვანოთ.გთხოვ. -ჩვენ არ ვიცით რომელ მანქანაში ეყოლებათ. -მაქსი და ნინო ერთად იქნებიან. -საიდან იცი. -უბრალოდ მინდა რომ ასე იყოს,უბრალოდ გარისკვა ღირს,გპირდები თუ ერთად არ ეყოლებათ ნინოს გადასარჩენად თავად წავალ.შენ და შენი ძმა კი საიმედო ადგილზე შეაფარებთ თავს. -ყველაფერი გასაგებია,მაგრამ შენ აქედან როგორ გახვალ. -შენი დახმარებით. -ჩემი დახმარებით? -კი. ფეხზე ვდგები და შარვალს სწრაფად ვიცვამ,მაისურს ვარჩევ..სწრაფად ვიმოსები. -შენი სახელი არ გითქვამს. მივმართავ მას. -ნია. მასთან ერთად ოთახიდან გავდივარ.როგორც ჩანს არავინ ამდგარა,დაცვას გვერდს სწრაფად ვუვლი და გასასვლელ კართან ვჩერდებით. -გარეთ დაცვაა,დაახლოებით 5. -მერე,მე რა უნდა გავაკეთო კარს ვაღებ.. -გადი. გარეთ დაბნეული ნაბიჯით მიემართება.დაცვა ჩვენს წინ დგება. -გაგვატარე. მესმის ნიას შიშნარევი ხმა. -მაპატიეთ ქალბატონებო მაგრამ ამის უფლება არ მაქვს. -იცი რას გეტყვი.. დაცვისკენ ერთ ნაბიჯს ვდგამ. -მე და ეს ქალბატონი საქმეზე მივდივართ,უფროსმა გაგვაგზავნა.რომ გაიგოს არ გვიშვებთ საშინლად გაგიბრაზდებათ,თქვენ კი მგონი ეს არ მოგეწონებათ. -მაპატიეთ,მაგრამ ვერ გაგიშვებთ.უკან დაბრუნდით. -მგონი ვერ გაიგე.. გასროლის ხმა მესმის.ნია მიახლოვდება და იარაღს შუბლზე მადებს. -იარე.. თვალს მიკრავს..გაოცებული სიარულს ვიწყებ მასთან ერთად. -იცოდე ან გაგვატარებთ ან მას მოვკლავ. მიუთითებს ჩემსკენ.. რამოდენიმე მეტრს გავდივართ,,,შოუს,,გასალამაზებლად ორჯერ სახეში მითავაზა,ალბათ ამით უფრო მეტი ხიბლი შემატა..ის კი ვიცი რომ სახე საშინლად მტკივა ეს კი მისი დამსახურებაა.რამოდენიმე წუთში მანქანაში ვსხდებით,მანქანას სასწრაფოდ ძრავს. -ეს რა ჯანდაბა იყო? -რავი მე მომეწონა. -ცოტაც და ორივეს მოგვკლავდნენ,ამას თუ აპირებდი უნდა გაგეფრთხილებინე. -მერე რა რამეს შეცვლიდი? -კი უფრო სექსუალურად ჩავიცვამდი.. ამ სიტყვების გაგონებაზე ორივეს სიცილი გვიტყდება.ნია მართლაც რომ ძალიან გამბედავია. -ძალიან კარგი ახლა დანიშნულების ადგილზე წავალთ,მაგრამ მანამდე სადმე არ შევიაროთ? -მაგისთვის დრო არ გვაქვს,გართობა ცოტა ხნით უკან გადავდოთ. -კარგი,ახლა შენ დაგიჯერებ. ნახევარ საათში მანქანა ჩერდება.. -მოვედით? -კი,ახლა მათ უნდა დაველოდოთ. -რამდენი საათი დარჩა. -1 და 45 წუთი. -ძალიან კარგი.მანამდე რა ვაკეთოთ? -შენზე მომიყევი.. -ჩემზე? -კი. -არც ისე საინტერესო ცხოვრება მაქვს,არამგონია დაგაინტერესოს. -დრო ხომ უნდა გავიყვანოთ თან ერთმანეთს უფრო კარგად გავიცნობთ. -დავიბადე თბილისში,ასე თუ ისე შეძლებულ ოჯახში,მამას პატარა ბიზნესი ქონდა თან ჯარშიც მსახურობდა,დედა დიასახლისია,მამა თვლიდა რომ დედა ჩვენ უფრო გვჭირდებოდა ვიდრე მის სამხატვროს.დედა ხატავს,უფროსწორად ხატავდა მამას სიკვდილის შემდეგ არაფერი დაუხატავს,ალბათ იმიტომ რომ სოფელში გადავედით საცხოვრებლად იქ კი მაგის დრო არ ქონდა.ორი და მყავს ერთი ჩემზე უფროსია მეორე კი უმცროსი. -კარგია ალბათ და რომ გყავს. -იცი.ასეთ რაღაცებზე არ ვფიქრობ.ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.მე ახლა მარტო ვარ.შენზე რას მეტყვი. -მამა როგორც ვიცი შენს ოჯახთან ახლოს იყო,ყოველთვის ამბობდა რომ მის მეგობარს არაჩვეულებრივი ცოლ-შვილი ყავს,უნდოდა ერთმანეთი გაგვეცნო მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოახერხა.ალბათ ჩემმა ძმამ ჩვენზე მოგიყვა. -კი,ბევრი რამ გავიგე. -იმ ამბის შემდეგ ყველანი საშინელ დღეში ვიყავით. -რას გულისხმობ. -მამა დააპატიმრეს,დარდით ციხეშივე გარდაიცვალა. -რატომ? -არ იცი?მეგონა მაქსმა გითხრა. -მასეთი რამ არ უთქვამს. -მაშინ ჯობია გავჩუმდე. -ნია..მითხარი. -უბრალო გაუგებრობა იყო. -მოთმინებას ვკარგავ. -მამას იარაღიდან გასროლილი ტყვია რომელიც სხვისკენ იყო მიმართული მამაშენს მოხვდა. -რა?..დარწმუნებული ხარ რომ.. -კი,ვწუხვარ.მამა დამნაშავე ნამდვილად არ იყო. -ყველაფერი გასაგებია. -რა არის გასაგები. -რა და ის თუ რატომ სურდა მაქსს დამხმარებოდა,რატომ მიდგა ყოველთვის მხარში,რატომ ზრუნავდა ჩემზე.ამ ყველაფერს ერთი ახსნა აქვს.დანაშაულის გრძნობა,მამათქვენის გამო ის წუხდა.ეცოდებოდა გოგონა რომელსაც მამა მამამისმა მოუკლა. -ასე არ არის. -როგორ არა.მე კი მეგონა რომ მე მას მართლა ვუყვარდი.მინდოდა..თუმცა ახლა ამას რაღა აზრი აქვს. მანქანიდან სწრაფად გადავდივარ.ნია რამოდენიმე წუთში ჩემს წინ დგება აცრემლიანებული თვალებით. -გთხოვ,არ წახვიდე.ჩემი ძმა იმიტომ არ ზრუნავდა შენზე რომ თავს ვალდებულად თვლიდა,ამას სხვა ახსნა აქვს. -ნია,თავი დამანებე.შენი სიტყვები აზრს ვერ შემაცვლევინებს. -არ წახვიდე,გთხოვ..ჩემი ძმის გადარჩენაში დამეხმარე.მარტო ამას გთხოვ,უბრალოდ მას ნუ გაწირავ,მერე კი როგორც გინდა ისე მოექეცი. -კარგი,მაშინ მან არ უნდა გაიგოს რომ მის გადარჩენაში მე დაგეხმარე.მას უნდა უთხრა რომ მე ის მძულს. -კი მაგრამ,ხომ.. -მეტის მოსმენა არ მინდა..10 წუთში აქ იქნებიან.იარაღი აიღე და მანქანაში ჩაჯექი. -კარგი. მეც მასთან ერთად ვჯდები,მანქანის დანახვაზე..ნიას ვანიშნებ.მანქანას წინ უღობავს.იარაღით ხელში გადავდივარ..მძღოლს ვანიშნებ რომ გადმოვიდეს. -მიხედე. ვანიშნებ ნიას. მანქანაში შევდივარ..ნინოს,მაქსის და კიდევ ვიღაც გოგონას ვხედავ.მაქსს ხელს ვკიდებ მხარში და ჩვენს მანქანაში ვსვამ,ნინო ამჯერად ნიას მოყავს..დაცვა მიწაზეა გაწოლილი. -არ გაინძრე.. მივმართავ მას,ისიც თავს მიქნევს. -იქ კიდევ ვიღაცაა წამოვიყვანო? -კი. როცა საქმეს ვრჩებით მანქანაში ვსხდებით და სასტუმროსკენ ვიღებთ გეზს. -ახლა რას იზამ. მომმართავს ნია. -წავალ. -სად? -საზღვარგარეთ,იქ თავისუფლად შევძლებ ახალი ცხოვრების დაწყებას.აქ ამის საშუალება არ მომეცა. -ნინო და ეს გოგონა. -მათაც წავიყვან,მანამდე ყველაფერს გავარკვევ. -საკმარისი ფული გაქვს.? ჯიბიდან ჩეკს ვიღებ. -უფროსის ხელმოწერა მაქვს ამ ჩეკზე ასე რომ ჩემი გადასაწყვეტია რა თანხა დამჭირდება. -ყველაფერზე გიზრუნვია. -მეტი გზა არ დამიტოვეს. ახლა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია,მე ვირჩევ ,,მე,,ს რომელიც მათ აქციეს,ჩემთვის ღირებული მხოლოდ ჩემი სიცოცხლეღა დარჩა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.