ჩემი აგვისტოს ხუთი დღე 6
ვიგრძენი როგორ გამომეცალა ძალა, ფეხზე წამოდგომა მინდოდა მაგრამ ვერ ვახერხებდი. წყლით სავსე ჭიქა, ხელის კანკალით ავიღე და ერთი ამოსუნთქვით გამოვცალე. გულს რომ რაღაც ცივი მოხვდა თითქოს მხურვალებაც ჩაცხრა, რაც კი რამე ძალა კიდევ მქონდა სხეულში შერჩენილი, მოვიკრიბე და ოთახიდან გამოვედი, სუფთა ჰაერმა თითქოს გამომაფხიზლა და ახლაღა გავაანალიზე რომ სკოლა სადაც ვსწავლობდი, სადაც ჩემი ბავშობა მქონდა გატარებული და სადაც კიდევ უამრავი დრო უნდა გამეტარებინა ახლა ჩამოშლილიყო. იქვე კიბეზე ჩამოვჯექი და ხელები ჯიბეებში ჩავყავი, ზაფხულია, არ უნდა ციოდეს! მაგრამ მე მცივა, ტკივილისგან მცივა, იმდენად დიდი და ძლიერი ტკივილია რომ არ ძალუძს ჩემს სხეულს გამკლავება! ოთახიდან ბაჩოს ხმა გამიგე. -დედა შეხედე ჩვენი სპორტ დარბაზი სულ დანგრეულია. თვალები ძლიერად დავხუჭე და ცხელმა ცრემლება დაიწყეს დენა, მხოლოდ ცრემლებიღა შემრჩენოდა თბილი. ჩემს ოთახში უნდა ავიდე. ჩემი?! არა, ეს ჩემი არაა. ჩემი აქ არაფერია! ლოგინზე მოწყეტით დავეშვი, ბალიში გულში ჩავიხუტე, მინდოდა მთელი ჩემი ტკივილი მასზე გადასულიყო მე კი, გავთავისუფელულიყავი ყველანაირი ცუდისგან. თვალები ძლიერად დავხუჭე ალბად იმ იმდეით რომ როდესაც თვალს გავახელდი, ჩემს საწოლში ვიქნებოდი ხოლო ეს ყოველივე საშინელი სიზმარი იქნებოდა, სიზმარი რომლის დამთავრებაც მთელ ქვეყანას გაუხარებდა გულს. მე... მე ჩემს სახლს, სკოლას, და მოგონებებს ვგლოვობ, ხოლო დედები შვილებს რომლებიც ომმა შეიწირა, ცოლები ქმრებს და ბავშვები მამებს! ღმერთო მიეცი მათ ძალა იმისა, რომ გაუძლონ ამ ტრაგებიას. უაზრო და აზრ მოკლებული ბრძოლა! რომელიც, კლავს ადამიანს და ანადგურებს მათ ახლობლებს. განა ეს მიწია ღმერთმა ყველას არ მოგვცა?! განა მიაკუთნა რომელიმე ერს?! თუ გნებავთ განმკიცხეთ მაგრამ მე ამაოს ვუწდებ ამ ყოველივეს. ნუთუ მიწების სიდიდეს მოაქვს ბედნიერება? რისთვის ვწირავთ ჩვენს სიცოხლეს?! ომით ხომ გამარჯვებული არავინ რჩება! ყველას ღმერთის გწამს, მასზე ვამყარებთ იმედს, მაგრამ ნუთუ არ ვიცით რომ ადამიანის მოკვლა ეს ყველაზე დიდი ცოდვა? და თუ ჩვენ, ჩვენი კულტურის და, ადათ-წესების დაცვა გვსურს ნუთუ გვაიძულებს ვინმე დავარღვიოთ? -თიკუშ ადქი მდინარეზე წავიდეთ. -მაიკო, არ მაქვს მდინარის წასვლის განწყობა. -მისმინე, ვიცი რომ განიცდი და ძნელია მაგრამ, თავს უნდა მოერიო! ყველამ დავტოვეთ ჩვენ-ჩვენი სახლი. -მაიკო ჩემი თვალით ვხედავ როგორ ნადგურდება, ყველაფერი რაც მიყვარს. -მეც, თიკო. ამყოველივეს კი ეხლა შენც ემატები! მუ მტანჯავ ადექი გთხოვ. -თავზე მაკოცა და სითბოთი სავსე თვალებით შემომხედა -კარგი. მოვწესრიგდები და ჩამოვალ. -გადასარევად გამოიყურები, თუ არ ჩავთვლით ოდნავ შეშუპებულ თვალებს. -ოდნავ მაიკო? -კარგი მარი გველოდება. წავედით. თათია და მარიკო გზაში შევამჩნიე რომ არ მოდიოდნენ, მაიკომ დამნაშავეს გამომეტყველებით მითხრა რომ ეძინთ და აღარ გააღვიძა. ჩემ გაბრზებულ სახეს რომ შეხედა ბოდიში-ო მოაყოლა. მარი, როგორც მაიკომ მითხრა უკვე გველოდებოდა, დაგვინახა თუარა ჩვენსკენ წამოვიდა ჩაგვეხუტა და მადლიერი თვალებით გვითხრა. -კარგია რომ წამოხვედით თორემ ყველას ეზარებოდა-ო. მაიკომ გადმომხედა თითქოს მითხრა -შენ კიდე წამოსვლა არ გინდოდა. ჩვენი დიდი და „საყვარელი“ დაღმართისკენ გავეშურეთ, მარიმ სიარულისას გვითხრა. -გოგაც ძლივს დავიყოლიე რომ წამოსულიყო. აღმართიც დამთავრდა, გოგაც გამოჩნდა მომღიმარი სახით. ნუთუ ეს ბავშვი სულ ესეთ კარგ ხასიათზეა. მივუახლოვდით და მისი სიცილ ნარევი ხმაც გავიგეთ. -თქვენც დაგიყოლიათ? არა, რა. ჩემს მაროს უხულავი ნიჭი აქვს. მარის ხელი გადახვია და მიიხუტა ზუსტად ისე როგორც მე, ამან გამაბრაზა, მაგრამ რატო? არავითარი უფლება მაქვს ამის. გოგას მეგობრებიც გზაში წამოგვეწივნენ და ჩვეული თბილი მხიარული ატმოსფერო შექმნეს. მე კი მხოლოდ მათ ვუსმენდი. შიგადაშინ ოდნავ გავიღიმებოდი და სულ ეს იყო. გიორგიმ და გოგოებმა ხმამაღლა გაიცინეს და თვალის დახამხამებაში ადგილს მოსწყდენ. გოგა გვერში ამომიდგა ჩვეული ხავერდოვანი ხმით მითხრა. -ალბად ნაყინი უნდათ ისევ. -თავზე ხელი მოხდენილად გადაისვა და ბავშურად გაიღიმა. -შეიძლება. -ოდნავ შესამჩნევად გავიღიმე. -ცუდ ხასიათზე ხარ? -არა, რატო? -სულ სოტახანია რაც გიცნობ მაგრამ ამას ვხვდები. -ხომ, სულ ორი დღე. - მაგრამ გუშინ რომ თიკო იყო ის სად წავიდა? -აქაა, შენს გვერდით -და მისი თვალები? -რა? -გუშინდელივით აღარ ანათებენ. -გუშინაც არ უნდა გაენათებინათ. -ცრემლები ჩავყლაპე, და ხმა შეცვლილმა ვუპასუხე. -ამას რატო ამბობ? -გოგა, აქ მე დასასვენებლად არ ჩამოვსულვარ! იძულებული გავხდი, ბობებს გამოვექეცით! დავტოვეთ ყველაფერი რაც გაგვაჩნდა, და არც ვიცით როდის დავბრუნდებით. ჩემს თვალწინ ნადგურდება ყველაფერი, გუშინ კი ვნახე როგორ არის ჩამოშლილი ჩემის სკოლა! ნუთუ მაქვს გართობის, სიცილის და კარგ ხასიათზე ყოფნის უფლება?! არა! გავჩუმდი თუარა ტირილი დავიწყე თავს ვერ ვიყვანდი ხელში.ვცდილობლი გავჩუმებულიყავი მაგრამ უფრო და უფრო მორბოდნენ თვალებიდან ცრემლები. მე ხომ ყოველთვის ვმალავ მათ ახლა რა მჭირს! გოგა შემობრუნდ, ძლიერად ჩამიკრა გულში, თმაზე ხელი ნელა დამისვა და ყურთან ოდნავ გასაგონად მითხრა. -მაპატიე. გთხოვ დაწყნარდი. მე მის განიერ ბეჭებს ვიყავი შემოხვეული. მისი გულისცემა ყველაზე თბილ სიტყვებად ჩამესმოდა რაც კი ოდესმე მქონდა მოსმენილი. ოდნავ უკან გამწია, ჩემი სახე ხელებში მომწყვდია, ცრემლებს ცერა თითით ნაზად გადაუსვა და შუბლზე, მისი თბილი ტუჩებით შემეხო. -დაწყნარდი, კარგი? - ისევე მაგრად ჩამეხუთა როგორც პირველად. -გოგა?! სად ხარ შე****მა. უიმაპატიეთ! გიმომ ხელები სიცილით მაღლა ასწია -ბიჭო მაცემინებ თავს შენ. ხელი, ხელზე მომკიდა. -წავედით? -აჰაამ. -თავი დავუქნიე და გავყევი. წყალში შესვლის სურვილი არ მქონდა, ამიტომ იქვე ბალახებზე მოვსკიპდი, გარემოს ვათვალიერებდი, გამახსენდა ის ადგილი სადაც გოგოები იყვნენ ასულები, ფეხზე წამოვდექი და ნაძვებისკენ გავეშურე. სასიამოვნოდ გაოცებული დავჩი. კიდევ რამდენი რამით არის გასაოცარი აქაურობა, მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით წავედი, სუფთა წყლის ჩუხჩუჩი და ჩიტების ჭიკჭიკი კიდევ უფრო მომხიბლელს ხდიდა აქაურობას, დიდ და ხავსიან ქვას ფეხი დავადგი, შემდეგ მეორეს მესეამეს და ასე გადავედი მდინარის მეორე ნაპირას, ყვავილები კი სამოთხისებურ პირობებს ქმნიდა. ისეთი მონუსხული ვიყავი ამყველაფრით უბრალუდ ვუყურებდი და ვუყურებდი! დიდი და მოხუცი ხეები თავზე დამყურებდნენ, ნაძვების სურნელი, გამაბრუებელი იყო. რა ლამაზია! -თიკო! -გული! -არაა, გული არა გოგა ვარ. -კიდევ კარგი შემახსენე, გული გამიხეთქე. საერთოდ შენ ხშირად იჭრები ჩემს მყუდროობაში. შენი დევიზი რა არის? დავურღვიო თიკოს მყუდროება? -მჰ, ძირითადად, არა, მაგრამ არაუშავს იყოს ეგეც. -სიცილით მითხრა და მომიახროვდა. -რატომ არ ხარ მდინარეზე? -ეჭვით სავსე თვალებით შევხედე. -აბა ეს რა არის? -ხელით მანიშნა წყალზე რომელიც ჩემს წინ მოედინებოდა. -კარგი. ქვაზე დავჯექი და პატარა ქვას წყალში გადავუძახე, გოგაც გვერძე მომიჯდა. ასე ჩუმად ვიჯექით, გვქონდა კი სალაპარაკო? არ ვიცი მაგრამ, რატომღაც ორივეს სიჩუმე გვერჩივნა. თმებზე ხელის შეხება ვიგრძენი და სწაფად შევხედე გოგას, ის კი მშვიდი სახით თმაში ყვავილს მიკეთებდა. -გიხდება. დაბნეულმა შევხედე, მერე კი გამეღიმებულმა, ისევ წყალს გავუსწორე თვალი. -ადექი! ადექი! -რააა? რა მოხდა. -გველი! -რა? სააად? შეშინებული ამოვეფარე გოგას, თვალები დავხუჭე და თავი ბეჭევზე დავადე, ორიოდე წამის შემდეგ მისი ღმამაღალი სიცილი გავიგე. -კარგი, კარგი გეხუმრე. -რა?! შენ.. შენ. ერთხელაც მართლა გამიხეთქავ გულს. ხელები ცივად გავუშვი და ბავშვებისკენ წავდეი სწრაფი ნაბიჯით. -ნეტა ესეთ ხუმრობებს სად სწავლობ?! -გზას ვაგრძელები. გოგა გამომედევნა ხელზე ხელი მომკიდა და თავისკენ შემაბრუნა. -კარგი რა, ვიხუმრე. წამოდი -სად? -ჩანჩქერზე. -აბა ახლა სად მივდიოდი? -არაა, დიდ ჩანჩქერზე, ნამდვილ ჩანჩქერზე! -იცოდე თუკიდე მეხუმრები... -ნუ... თუ არ გინდა. -ხელი გამიშვა და ბავშვებისკენ წავიდა. -არა! მინდა, მინდა! -კარგი, რას ვიზავთ ასეთი კეთილი გული მაქვს. წავედით! -კი როგორ არა. -არა? -კი, კი. -ვიცი მე როგორი „კიც“ თქვი. -არ გეკამათები. გზას დავადექით. გოგამ იმაზე მეტად შეიფერა, რომ მე გზა არ ვიცოდი ვიდრე მეგონა. -მანდ ფრთხილად... ეხლა მაგ ქვაზე გადახტი...! ფრთხილად მანდ დიდი ჯოხია. -გოგა ვერ ამოვდივარ, რამხელა ქვაა, არა ეს კლდეა უფრო. -მოდი ჩემთან! -ხელის ერთი მოძრაობით ამიტაცა ჰაერში. ახლა უკვე მის ხელებში ვიყავი, მე კი ორივე ხელი კისერზე შემოვჭიდე. ყველაზე კომფორტულად ვიყავი ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. სხეუული გამიცხელდა, ამ ყველაფერს მისი საოცრად თბილი სხეული ემატებოდა. ფრთხილად შევხედე მის სახეს და დავინახე როგორო საყვარელი ღიმილით მიყურებდა. -ესეც ჩვენი ჩანჩქერი. ფრთხილად დამაბრუნა ძირს. ჩემს უკან დადგა, მთელი სხეულით მომეკრო და ხელებით მიმიხუთა, კინაპით კი ჩემს მხაეს დაეყრდრო. სასიამოვნოდ დამიარა ჟრუანტელმა, ეს არ იყო რეალობა, მე სამოთხეში ვიყავი, სამოთხეში სადაც გოგაც მახლდა. სრული ქაოსისა და ყოველგვარი შიშისგან შორს. ნუთუ შეუძლია ადამიანს, ინატროს მეტი ვიდრე ეს ყველაფერი! ალბად არა. მე კი ახლა ყველაფერი მაქვს. არ მინდა ეს წამი დამთავრდეს და საერთოდ არ მინდა აქედან არსად წასვლა. -მოგწონს? -კი! კი! საოცარია. მადლობა. -არ იბანავებ? -მმ არაა, არ მინდა. -კარგი როგორც გინდა. მაისური გაიხადა და წყალში გადაეშვა. თითქოს მეც მინდოდა შესვლა მაგრამ რაღაც ხმა მაკავებდა, მეუბნებოდა, არა! არ უნდა შეხვიდე! გულს თუ გონებას? გონებას უნდა უსმინო თიკო, ის არასდროს სცდება, გულს კი ყველაფერი სურს დაშვებულია ეს თუ არა. მაგრამ წყალში შესვლით რა შავდება? შენ სრულიად უცხო ბიჭთან ერთად იქნები წყალში! მაგრამ მე ტყეში ვარ ამ ბიჭთან ერთად, მაგრამ მაინც არა. -თიკო! იცოდე ბევრს კარგავ შემოდი. იმედია მოგეწონებათ. მადლობა რომ კითხულობათ. ვეცადე რაგაღეები გამეთვალისწინებინა და მგონი კარგი გამოვიდა, არ ვიცი თქვენ შეაპასეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.