წვიმას თუ არა თავს მაინც შეგაყვარებ (11 თავი)
-შენ რა გინდა ჩემთან? -რა კარგია რომ გაიღვიძე! გაიღვიძე! ღმერთო ეხლა ჩაგეხუტები! 2 დღით ადრე. *** ჭკუაზე არ იყვნენ მდინარეზე. ლიკა და ლაშაც კი უბედნიერესები იყვნენ ისეთი გარინდული იყო ელენიკო. ლუდი, მდინარე და ახლო მეგობრები აკვდებოდა ნუცას ლამაზ ტანს ზედ. კარგად „დოზაზე“ მყოფებმა მიაღწიეს სახლს და შემდეგ ის „დოზას გადასცდნენ“ თავზე დაიმხეს რამის მთელი რაჭა ისეთი ამბები ჰქონდათ. საბოლოოდ კი ძლივს მიაღწიეს საწოლებამდე და მალევე დაეხეთქნენ ზედ. დილით ყველას უსკდებოდა თავი პატარა ელენიკოს გარდა. ნუცა მთელ სახლში თავშზე ხელებ შემოხვეული დადიოდა და გამაყუჩებელს ეძებდა მაგრამ 1 აბიც ვერ იპოვა. -ღმერთო ერთი გამაყუჩებელი რა გახდა? - დაიყვირა ბოლოს და შეამჩნია რომ მხოლოდ მას ეღვიძა და ვერავინ ვერ გაიგონებდა. მხოლოდ ნინა ბებია შემოვიდა მეზობელი სახლიდან ხელში რაღაც პარკით. -ვაიმე, შვილო, რა გაყვირებს. თავი გტკივა? - ნუცამ მანჭვით დაუქნია თავი. -აი, იმის ბრალია ესეთი პატარა გოგო ამდენს რომ სვამ. -კისკისი დაიწყო ნინამ. -კარგი რა ნინა ბებო, პატარა არა დიდი კიდე. - თქვა და დივანზე წამოგორდა. -აი შვილო წამალი, მოდი დალიე და გაგივლის. - უცებ წამოფრინდა ნუცა და უწყლოდ გადაყლაპა 3 აბი დიკლოფეროლი. შემდეგ აქო და ადიდა ნინა ბებია. სანამ ნუცას თავის ტკივილი გაუვლიდა, ლიკუნას და ლაშას ოთახის კარი გაიღო და იქიდან ელენიკო გამოიყვანა მარიამმა. მაშინვე გამოართვა მომავალი ნათლული ხელიდან ნუცამ და მთელს სახლში სეირნობა დაუწყო. ბავშვს დიდი ცისფერი თვალები და ჟღალი თმა ჰქონდა. ბავშვი კი არა ანგელოზი იყო! -დღეს! - დაიყვირა გიორგიმ და დივანზე დაეგდო. -მივდივართ, სად? - ჰკთხა სამზარეულოდან ახალგამოსულმა ნუცამ. -გახსოვს, 13-ის რო ვიყავით, ბაბუაჩემს ავყავდით ტაძარში. აი კლდეები და ტყეები და ერთი ამბები. - სიცილით თქვა გიორგიმ. ახსოვდა ნუცას ეს ადგილი. გიორგის ცხონებულმა ბაბუამ წაიყვანა ერთხელ. გრძელი გზა კი ჰქონდათ გასავლელი და კლდეც მაღალი კი იყო, მაგრამ იმ სილამაზისთვის მართლა ღირდა. -როგორ არ მახსოვს! ე, რა მაგარია! -შორია? - იკითხა მარიამმა. -კი, ძაან მარა ღირს, ისეთი ლამაზია პროსტა. -თან საშიში იქნება და ელენიკო? - იკითხა ანამ. -კაი რა, მანქანით წავალთ და კლდიან გზაზე კიდე რომელ დებილს უნდა დაუვარდეს ბავშვი. - თქვა დათამ. -რომელს და ნუცას. - ხარხარი ატეხა თინამ. -გეუბნები, სულ ზემოთ და ზემოთ ამოდიხარ, აი ყელს რომ დასაცდები, მერე არც შენი შეყვარებული დამაინტერესებს და არც მეგობრები. გაფრთხილებ. ნუ გგონია რო ეგრე მოგცევა ჩემთან შეგრჩება. - უთხრა საშინლად გაბრაზებულმა ნუცამ და ოთახიდან გავარდა. თავადაც არ ესმოდა ამდენს როგორ უთმენდა. ძალიან მალე ამოუვიდოდა ყელში და მართლა ბაყაყს გახდიდა იმ დიდთვალება, მდაბიო იდიოტს. გოგონებმა ამოაკითხეს და მისი დამშვიდება დაიწყეს. „არ ღირს ხო იცი რა“ „ვის გამო ბრაზდები აზრზე ხარ?“ „ნუცა ვერ გცნობ როგორ ბრაზდები მაგ მახინჯზე“ რათქმაუნდა არ ჩამჯდარა გაგას მანქანაში. სულ მიწა რომ გასკდომოდა მაინც არ ჩაჯდებოდა იქ მეორედ. გიორგის მანქანით მივიდნენ კლდემდე და ელენემ ტირილი რომ დაიწყო, ვერავინ ვერ გააჩერა. იმასაც ფიქრობდა ლიკა, დავრჩები მე და ადით თქვენო მაგრამ რომელი დატოვებდა იქ? ნუცამ გამოართვა ბავშვი და ისიც იმ წამს გაჩერდა. კი გაუკვირდათ, მაგრამ უფრო გაუხარდათ. კლდეზე ძალიან, ძალიან, ძალიან ნელა ადიოდა ნუცა. კუს ნაბიჯებით. თან ორი წყვილი მშობლის თვალი მიაცილებდა და ყველა მოქმედებას უკონტროლებდა. მან კი იცოდა რომ თავად მოკვდებოდა და ამ პატარა არსებას არაფერს დამართებდა. -ამას ბავშვს როგორ ანდობ ლაშ? დაგიგდებს რამეს უზავს. - კისკისით უთხრა თინამ ლაშას. ამაზე ნუცა ისე გამწარდა ლიკას დაუყვირა ელენე გამომართვიო. მზად იყო იმ კლდიდან დაეგორებინა. თანაც უკვე საკმაოდ მაღლა იყვნენ და გარანტირებული ჰქონდა ტვინის შერყევა ან უკეთესი, სამოდამოდ მოკეტვა. -აი, პროსტა აზრზე არ ხარ ვინ აიკიდე. - დაუყვირა თინას და მისკენ წავიდა, თუმცა გზად გაგა აეფარა და გააჩერა. -რა გინდა? - ჰკითხა ისევ უემოციო ტონით. -რა მინდა? დამცველი გამოუჩნდი? მაშინ რატომ არ აკონტროლებ სიდამპლეებს რომ ამბობს? - უღრიალა. -შენ აკლებ? - არც გაგამ დააკლო და უფრო ხმამაღლა უყვირა. -და შენ ვინ გეკითხება საერთოდ? -ვინ და ის რო ჩემი შეყვარებულია. -ზუსტად ადასტურებს იმას, რომ ზუსტად მისნაირი ხარ. უგემოვნო, იდიოტი და ბრმა! -მგონი გირჩევნია დაწყნარდე სანამ თავით გადაგიშვი! -ჯერ არ მიცნობ და ვერ ხვდები რო შეილება შენ გადაეშვე აქედან თავით! - დაუღრიალა ნუცამ და მხოლოდ მაშინ შენიშნა რომ გაგა კდილს პატარა კიდეზე იყო ატუზული. ნახევარი ნაბიჯი და... ღმერთო! კი ამბობდა, მაგრამ მართლა ამას კი არ გულისმობდა! -პატარა, იდიოტი ბავშვი ხარ. - ისევ უღრიალა გაგამ და... ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი... თითქოს მიწა გამოეცალ;ა ფეხქვეშ. არა თითქოს, არა მართლა. ის კდლის ძალიან პატარა ნაწილი მოტყდა და ამხელა ბიჭიც თან ჩაიყოლა. ძალიან, ძალიან, ძალიან შეშინებულ ნუცას სულ წამის მეასედი ჰქონდა იმის მოსაფიქრებლად, რომ გაგასთვის ხელი უნდა მოეკიდებინა და ზუსტად იმ წამს, როდესაც ეს ქნა. იგრძნო როგორ დაიწყო ფრენა. ძალიან, ძალიან მაგრად, მთელი ტანით ეკვროდა გაგას. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. სულ 2 წამში იგრძნო როგორ დაენარცხა. თავად ისეთი არაფერი სტკენია, მაგრამ გაგას დანახვისას ჩავარდა შოკში. სულ სისხლიანი იყო. პანიკაში ჩავარდა, მთელი სხეული აუკანკალდა. ზემოდან წივილის ხმები გაიგონა და უცებ შედრკა. გაგას თავი წამოაწევინა. გონზე საერთოდ არ იყო. მადლობა ღმერთს გული უცემდა. სისხლის გუბე დგებოდა... ნუცა კი ნელ-ნელა იაზრებდა რომ ეს მისი ბრალი იყო და უფრო უარესად ხდებოდა. გიორგი როგორც კი ჩამოხტა და გაგას გადაეფარა, ღრიალი აუტყდა ხმამაღალი. ასე არასდროს არ ეტირა. არასდროს ენანა მისი გადაწყვეტილება. მისი სიტყვები, არაფერი. ახლა კი ყველაფერს ნანობდა! ყველა მწარე სიტყვას რაც კი გაგასთვის ოდესმე უთქვია. ყველაფერს... აზრზე მაშინ მოვიდა ნიას თბილი ხელები რომ იგრძნო. უკნიდან მოხუტებოდა. გაგას კი ბიჭები მანქანისკენ მიათრევდნენ. სულ სირბილით 5 წუთში ჩაირბინა კლდე რომელზეც ნახევარი საათი ამოდიოდა. ბიჭებს ძლივს დაეწია. გაგა აზრზე არ მოდიოდა, სისხლი კი ისევ მოსდიოდა. ესმოდა თინას კივილი და წივილი. თავად კი ცრემლები არ უშრებოდა... -დროზე, დროზე ჩასვი! - გადაუძახა დათამ ლაშას რომელმაც სწრაფად გამოაღო კარები. -მოიცადე, მოიცადე, დამელოდეთ! - დაიყვირა ნუცამ და რამის ხრამში გადაგორდა იმხელა სისწრაფით მივარდა მანქანას. -თბილისში უნდა წავიყვანოთ? - ამბობდა დათა და მანქანას საშინელ გზაზე მიაქროლებდა. -სანამ თბილისში ჩავა იქნებ გამოგვეცალოს ხელიდან ტო... სახლში ვუზამ რამეს. ღმერთორ აზე ფიქრობდით ნუცა! - მაინც ვერ შეიკავა თავი გიორგიმ და წინა სავარძელზე მჯდომ ნუცას დაუღრიალა. მასაც თითქოს ეს უნდოდაო ზუსტად, უფრო უარესად დაიწყო ღრიალი და თავი ფეხებში ჩარგო.. სახლში რომ შეიყვანეს, ნინა ბებიას დაუძახეს მაგრამ ვერაფერი. სოფელში კი ექიმიც არ ჰყავდათ ნორმალური. არ იცოდნენ რა ექნათ. თბილსში ჩასვლას 3 საათი უნდოდა. იმ დროში შეიძლება სისხლისგან დაცლილიყო. უეცრად გიორგის თავში იდეამ დაარტყა: -შენ! - ხელი გაიშვირა თითი ნუცასკენ რომელიც შიშისგან შეხტა. -სკოლაში სამედიცინოს პრაქტიკებზე დადიოდი! – „ღმერთო, სულ გამოვშტერდი“-თავში ხელი შემოიტყა ნუცამ და უცებ მივიდა გაგასთან. საფეთქალს სულ ცოტათი იყო აცილებული საკმაოდ ფართო ჭრილობა იქიდან კი თქრიალით მოსდიოდა სისხლი. სახე სულ ოფლიანი ჰქონდა და მაინც არ კარგავდა თავის სიპატიურობას. ნუცამ თავი ხელში ძლივს აიყვანა და ბიჭებს უთხრა: -ტილო მინდა სველი, სპირტი არაყი ან რამე და... - დაიმანჭა. - ნემსი და ძაფი. -შეგიძლია ამის გაკეთება! შეგიძლია დაწყნარდი! - მხრებზე ხელი მოჰკიდა ანამ და მეგობარს შემართება გაუნაწილა. თავად ნუცა კი ისე იყო დაბნეული და შეშინებული, ეშინოდა უფრო უარესად არ გავხადო და მართლა არ მოვკლაო. თავის თავს ვერ პატიობდა, ამდენს რას ყვიროდა... ძლივს აყვანეს გაგა თავის ოთახში და საწოლზე დააწვინეს. ნუცამ სველი ტილო ჭრილობაზე დაადო და მოუსუფთავა. შემდეგ დაუმუშავა კიდეც ისე ძალიან ეშინოდა უფრო არ ეტკინა... -აუ ჯობია გავიდეთ ხო? - ჰკითხა ნიამ როდესაც უკვე გაკერვა უნდა დაეწყო. ხელები უკანკალებდა და ღრმად სუნთქავდა. -ნუცა, მისმინე. - არ გასულა ნია. მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა. - მისი სიცოცხლე არის დამოკიდებული შენზე. ვიცი რომ სულ ნევრებს უჭამდით ერთმანეთს მაგრამ სიცოცხლე არაა სახუმარო. შენ შეგიძლია რომ გაარჩინო. - ნუცას ცრემლი ჩამოგორდა რომელიც ნიამ უცებვე მოსწმინდა და მიეხუტა. შემდეგ გავიდა... ყველა გავიდა... ხელები ისევ უკანკალებდა, ძლივს მიიტანა ნემსი თავთან და შიგნით ჩაასო. გაგა შეტკოკტა. ცრემლები რიგრგობით ჩამოუგორდნენ ნუცას სახეზე. მეორე ნაკერი... მესამე... მეოთხეც... არ ეგონა ამდენად ძლიერი თუ იყო. ნაკერების დადება რომ დაამთავრა, თავი ბინტით შეუხვია და მოწყვეტით დაენარცხა სკამს. გაგას ჭრიობები ჰქონდა ხელებზე, ზურგზე. თუმცა იმდენად იყო ემოციებისგან დატვირთული ნუცა, საერთოდ ვეღარ ინძრეოდა. საწოლის გვერდით, სკამზე იყო და თვალს არ აშორებდა უგონოდ მწოლიარე გაგას. ძლივს მოიკრიბა იმის ძალა რომ ამდგარიყო და გარეთ გასულიყო. ის კი გაკაპასებული ძაღლივით დახვდა თინა. -რამის მოკალი! - დაუწივლა თავისი წვრილი ხმით. ნუცას საერთოდ არ ჰქონდა ლაპარაკის თავი მაგრამ მაინც უთხრა: -მოშორდი აქედან თორე უკან მიყვები და ამისგან განსხვავებით შენზე არ ვინანებ. ... მთელი ღამე სიცხე ჰქონდა და მთელი ღამე არ მოშორებია გვერდიდან. ნანობდა.. ყველაფერს ნანობდა. იმას რომ უყვიროდა, რომ ნერვებს უშლიდა. რომ ამას შეგნებულად აკეთებდა. რომ ის გახდა იმის მიზეზი, რომ გაგა ახლა იქ იწვა. ცრემლებად იცლებოდა. არასდროს არ უყვარდა ტირილი. ფიქრობდა, ტირილი სუსტების საქმეა და მე რომელი სუსტი ვარო. არა და მთელი ღამე ტიროდა. უყურებდა, ახსენდებოდა რომ მისი ბრალი იყო ყველაფერი და უნებურად ეტირებოდა. -შენ რა გინდა ჩემთან? - გაიგონა ბიჭის სუსტი ხმა და დაფეთებული წამოხტა. უბედნიერესი იყო. ისეთი, რომ წამოსრორილი სიტყვებიც ვერ გააკონტროლა: -რა კარგია რომ გაიღვიძე! გაიღვიძე! ღმერთო ეხლა ჩაგეხუტები! - იცოდა, რომ ამას ნამდვილად ინანებდა მაგრამ არ შეჩერებულა. დაიხარა და ხელები ფრთხილად მოხვია. უკვე მეორედ შეიგრძნო ის განსაკუთრებული სითბო რომელიც ბიჭის სხეულიდან მოდიოდა და გაეღიმა. ბედნიერი იყო... უბედნიერესი! გაგა ცოცხალი იყო და ის მან... ჰო! მან გადაარჩინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.