წვიმას თუ არა თავს წშეგაყვარებ (13 თავი)
ამოდიოდა და ჩადიოდა მზე... მიდიოდა დღეები და უაზროდ იწელებოდა ზაფხულის უკანასკნელი თვე. ბოლო დროს ისეთი ჩვეულებვრივი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული გახდა ნუცას ცხოვრება რომ თავის თავის უკვირს ამას როგორ ეგუება. არასდროს უცხოვრია რაიმე დადგენილი რუტინით. თუმცა, ზაფხულის უკანასკნელი თვეები სწორედ ამით გალია. ჭამა, მუშაობა, სახლი, ძილი. იშვიათად ხვდებოდა მეგობრებს, მხოლოდ ლიკასთან ჰქონდა 24 საათიანი კავშირი ელენიკოს გამო და ესეც მიწყდა ბოლო 2 კვირაა. იშვიათად რეკავდნენ ნია და გიო. ანა და მარიც არ იგიჟებდნენ თავს სულ მოწერით. დათა გადამკვდარი იყო სამსახურზე მასსავით და... იყო ასე. მარტო. თავისთვის. არც არავინ აწუხებდა და არც არავის აწუხებდა. არავის რომ არ აწუხებდა მაგიტომ დადიოდა სულ ნერვებმოშლილი. ვერ იტანდა ასეთ სიტუაციებს. უნდოდა რომ სულ უსასრულოდ გაწელილიყო დრო როდესაც ის მეგობრებთან ერთად ერთობოდა. ვერ იტანდა სამსახურს და სასამართლოში ყოველ მეორე დღეს სირბილს. უკვე იმაზეც ნერვები ეშლებოდა რომ ყველა საქმეში იმარჯვებდა. საშინლად სტკიოდა გული მეგობრების საქციელზე... ნუთუ არავის აინტერესებდა? ნუთუ არცერთი არ დაფიქრებულა, მოდი ნუცასთან ავიდეთო? არცერთს არ უნახავს ერთმანეთი და იქ მისი დანაკლისი არ უგრძვნიათ? არავის მონატრებია მისი მწარე ენა? ან წითელი თმა... ან უბრალოდ ის! მეგობარი რომელიც ნებისმიერს ყავდა გვერდით რთულ სიტუაციაში. ადამიანი რომელთანაც თავისუფლად შეეძლოთ ყველა თემაზე საუბარი... "არაფერია იმაზე უარესი, როცა გრძნობ, რომ არავის აღელვებს შენი არსებობა, არავის აინტერესებს შენი შეხედულება ცხოვრებაზე, რომ სამყარო უშენოდაც მშვენივრად გააგრძელებს სიარულს და შენი არარსებობა ოდნავადაც არ შეაკრთობს" - ხმამაღლა ამოიკითხა ფრაზა პაულო კოელის წიგნიდან და შიგნით საკუთარი თავის ცნობამ უარესი სევდა მოჰგვარა. ჩვეულად შევიდა სამსახურში მაღალქუსლიანის კაკუნით. ჩვეულად მიესალმა მდივანს ძალით. ჩვეულად ავიდა კაბინეტში და გადაკოცნა ქეთა. შემდეგ ისევ ჩვეულად ამოიღო ლეპტოპი და უაზროდ დაიწყო ფეისბუქის კედლის სრესა. ნიას პროფილზე ათვალიერებდა ქორწილის სურათებს და უნებურად ეღიმებოდა თავის სახეზე. ყველა სურათში იყო თითქმის და სულ იღრიჭებოდა. ხან ცეკვავდა და მაინც იღრიჭებოდა. ხან-სვამდა და ისევ იღრიჭებოდა. -რა გაღიმებს ნუც? - დაიყვირა ქეთამ გვერდითა მაგიდიდან და ისე შეეშინდა, შეხტა. -ნიაკოს ქორწილის სურათებს ვათვალიერებ და... -აუ იმათ არ ახსენდები არ ახსენდები, რა იცი რა ხდება, იქნებ უჭირთ რამე, შენ მიდი. შეიძლება რჩევა მოგცე? - ნუცამ უცებ დაუქნია თავი. - ჟღალთმიანი გოგონების ოცნებები, სურვილები ვერ ასრულდება უბრალოდ სამსახურში ჯდომით და იმაზე ფიქრით თუ როდის დაურეკავს ნია, როდის მისწერს ანა ან როდის გაიგიჟებს თავს გიორგი. სურვილი შენით უნდა აისრულო! - ნუციკოს გაეღიმა ქეთას სიტყვებზე. მართალი იყო ყველაფერი.. -ანუ რა თქვი ეხლა, დღეს საღამოს ნიაკოსთან ავიდე? - კისკისით თქვა და ქეთასაც გაეცინა. გაუხარდა მეგობარს რომ დაეხმარა. არ დასჭირდა ნუცას ნიასთან ასვლა. თავად მიაკითხა სახლში ისეთი ბედნიერი სახით, გეგონება მილიარდი მოიგო ლატარიაში. -ნუ ცა !!! - დაიყვირა და მეგობარს ჩაეხუტა. - როგორ ძალიან მომენეტრეეეეეეე! - ჩაჰყვირა. - ნუც რაღაც უნდა გითხრა... ცუდად ვარ ბედნიერებისგან აი ძააან ცუდად! -შემო, შემო რა მოხდა? - ჰკითხა დაბნეულმა ნუცამ. -ესეიგი... მოკლედ... ვაიმე! ტესტი გავიკეთე და... -რის ტესტი? - დაიყვირა ნუცამ. -ისა... კიდევ ერთი ლამაზი გოგო ან ბიჭი დაიბადება 9 თვეში. ყველა წყენა დავიწყებას მიეცა... იმდენად იყო გახარებული, იმდენად რომ ნიას მუცელს ხელებს არ აშორებდა. ნიას და გიოს შვილის დაბადება უდრიდა იმას რომ მას მალე ის არაბიოლოგიური უკვე მეორე დის შვილი ეყოლებოდა, რომელზეც ყოველთვის ნატრობდა. ყველას უნდა ვუთხრაო აიჩემა ნიამ და თავისთან შეკრიბა ყველა გაგას ჩათვლით. გაგას დანახვაზე ნუცას უცნაური შეგრძენებების კორიანტელი დაესხა თავს. იმ „ლამაზი თვალები გაქვს“-ის მერე საერთოდ არ უნახავს გაგა. უფრო გასიმპატიურებულაო გაიფიქრა და უცებვე ჩაკლა ეს აზრი. -გამარჯობა ნუცა. - ღიმილით უთხრა გაგამ და ერთადერთი ცარიელი ადგილი დაიკავა მაგიდაზე რომელიც ალბათ შესანიშნავად ხვდებით ვის გვერდითაც იყო. -გამარჯობა. - მიუხედავად იმისა რომ არ უნდოდა, მაინც ჩაეღიმა ნუცას და გვერდით მჯდომს თვალი მოაშორა. ერთი საათი იარა ნიამ თემის გარშემო და ნუცა რომ დაიღალა მოსმენით თავად დაიყვირა: -მალე კიდე ერთი დის შვილი მეყოლება! - სასწაული მომენტი იყო! გიორგიმ თვალები გაადიდა და პირი დააღო. ანას და მარის ცოტა აკლდათ აცეკვებამდე. ლიკა ბედნიერი სახით მისჩერებოდა ხან ნიას, ხან გიოს და ხან ხელში მწოლიარე ელენიკოს. დათა, ლაშა და გაგა კი რაღაცას ყვიროდნენ უბრალოდ თავად ვერ არჩევდნენ რას. აზრზე რომ მოვიდა გიორგი და მიხვდა რომ არც არავინ ეღადავებოდა და არც არავის ეხუმრებოდა, წამოდგა და ცოლს ბზრიალი დაუწყო. -აუ, ტო, მამა ვხდები! - დაიღრიალა და წავიდა სადღეგრძელოები განსხვავებულებით და ჩვეულებვრივებით. აი ის მომენტი იყო ყველას თვალებში ბედნიერების ნაპერწკლები რომ უთამაშებდა და ყველა ძალიან მაგრად რომ იყო. გაგა წამოდგა და ნიას ძალიან მაგრად ჩაეხუტა. ამაზე ნუცას გაეღიმა. არ ეგონა ეს ბიჭი ამდენად თბილი თუ იყო. -ნუციკო ან სვავ ნებითა შენითა ან კიდე ძალითა ჩვენითა! - დაუყვირა დათამ და სხვა გზა არ ჰქონდა. იმდენი დაალევინეს ბოლოს საჭესთანად ვერ ჯდებოდა და ისევ იმან მიიყვანა სახლში. -წამო, აგიყვან. - უთხრა როდესაც მანქანა გააჩერა. საყვარლად დაუქნია თავი ნუცამ და გამოწვდილ ხელზე ხელი შეაგება რათა წამომდგარიყო. -ნუცა რომელ სართულზე ცხოვრობ გახსოვს? - ისევ არაფერი უთქვამს, უბრალოდ თავი დაუქნია და სცადა დაეიგნორებინა ხელი რომელიც გაგას მის წელზე ჰქონდა შემოხვეული. -მეცხრე. - უთხრა როგორც კი ლიფტში შევიდნენ. -ამდენს რატომ სვამ? - გაეცინა გაგას. -ზედმეტად დიდხანს ვიყავი ფხიზელი. თან მალე ნიაკოს პატარა ეყოლება და ხო უნდა აღმენიშნა. -მერე 2-3 ჭიქა? -აუ, გაგა ხო ხედავ რანაირები არიან დამაძალეს. - გაიბუსა ნუცა და გაგას კარის გასაღები მიაწოდა. -მადლობა რო მომიყვანე. - თქვა და სახლში შევიდა. ისე ესმოდა თავბრუ, გაგას ხელი რომ არა აუცილებლად გაადენდა ზღართანს. -დაგაწვენ და წავალ მერე. - თქვა და ნუცა დერეფანში პირველივე კარში შეიყვანა. ისე იყო ნუცა დაბნეული და ისე ეძინებოდა, ისიც არ უკითხავს საიდან იცოდა მისი ოთახი რომელი იყო. ოთახში შეიყვანა. ფეხებზე მაღალქუსლიანები თავად გაიძრო. გაგამ საწოლზე დააწვინა და ზემოდან გადასაფარებელიც დააფარა. -კარგად ხარ ხო? - ნუცამ თავი დაუქნია და კარგად შემოიხვია გადასაფარებელი. -წავალ... - თქვა და ოთახიდან გასვლა დააპირა მაგრამ უნებურად წამოსცდა ნუცას: -გთხოვ, ცოტა დარჩი რა.. - იცოდა მეორე დღეს ამ სიტყვებს ინანებდა მაგრამ აბა მთვრალს ვინ რას მოკითხავდა. გაგა შემობრუნდა და ფეხებთან დაუჯდა. -კარგი ბიჭი ხარ, ძალიან.. არ გიმსახურებს ის მახინჯი. - გაგას ჩაეღიმა, თმაზე ხელი გადაუსვა და უთხრა: -დაიძინე, დაიძინე... მაღვიძარის ხმა არ გაუგონია მაგრამ მაინც ჭყიტა თვალები და საათს დახედა. თავი უსკდებოდა და თან საკმარისზე მეტიც უძინია. 3-ს აკლდა წუთები. ლოგინში წამოჯდა და რომ დაფიქრდა წინა ღამეს რა მოხდა სახეზე ხელები აიფარა. საკუთარი თავის შერცხვა ასეთი რაღაცეები რამ მათქმევინაო მაგრამ დროს ხომ ვერ დააბრუნებდა. უეცრად თავში დათას დაბადების დღემ დაარყა ჩაქუჩივით და სწრაფად წამოფრინდა ლოგინიდან და ნიასთან დარეკა. -დათას დაბადების დღე ეხლა რატომ მახსენდებააააა? - ჩაჰყვირა უცებ. -იმიტომ რომ გაილეშე გუშინ სიხარულო. - კისკისით უთხრა ნიამ. – 6-ზე ალაზანშიო და ნუციკოსაც უთხარიო. -6-ზე? ღადაობ? მოიცა 3 საათში საჩუქარიც უნდა გავჩითო და იქაც ვიყო? ღმერთო რომ მივალ მოვკლავ რას მალევინებდა ამდენს! - ჩაჰყვირა ნუცამ. -კიდე საწოლში რო გდიხარ მაგის ბრალია. 1 საათში გამოგივლი და წავიდეთ ერთად ვნახოთ რამე. -კარგი, გელოდები, მალე! - თქვა და გათიშა. ლოგინიდან წამოდგა და შხაპი მიიღო. მაინც ვერ გაეგო, როგორ უთხრა გაგას კარგი ბიჭი ხარო? ან ის დებილი რამ გახადა ისეთი საყვარელი წინა ღამით თმაზეც რომ ეფერებოდა. არ იცოდა რა ექნა მაგარამ ფაქტი იყო რომ ამის ყოველ გახსენებაზე მთელ ტანში ჟრუანტელი უვლიდა. ეს „აი ის“ ჟრუანტელი იყო თუ სირცხვილის, თავადაც ვერ გაეგო და არც უნდოდა გაგება. იცოდა რომ დათას სახლში იმდენი საათი ჰქონდა, ძლივს იტევდა. ამიტომ უკვე მესამე წელი იყო სულ საყვარელ სუნამოს ჰყიდულობდა და არც ეს წელი იყო გამონაკლისი. მოკლე, ტანზე მომდგარი შავი კაბითა და ამავე ფერის მაღალქუსლიანებით შეკაკუნდა რესტორანში და ღიმილით წავიდა იუბილარისკენ. -დათუჩააააააააააააა! - დაიძახა და ჩაეხუტა. - გილოცავ და ხო იცი როგორ ძალიან მიყვარხარ. - გაიცინა და ხელში სუნამო მიაჩეჩა. -ისევ Eau de GAGA? ეგ გაგას უნდა აჩუქო დაბადების დღეზე. - ხარხარი დაიწყო დათამ. ნუცამ ისე გააქნია თავი თითქოს არც გაეგო. -რას ვიზამთ დათ, შენ რომელი გაგა ხარ? - წაკბინა და ღიმილით წავიდა იმ მაგიდისკენ სადაც ყველა იჯდა. გაგას რომ მოკრა თვალი გიორგის გვერდით სახე წაეშალა. ლოყეი აუხურდა თავის საქციელის გახსენებისას და უნებურად დაეწყო ღიმილი. -რა გაღიმებს? - ჩასჩურჩულა ყურში ანამ. -აუ რატოა ეს აქ?- წაიტირა ნუცამ. -ნეტა საუკეთესო მეგობრები ხო არ არიან? -ნეტა... - ისევ იგივე ხმით თქვა გოგონამ. -რამე მოხდა? -აღარ დავლეეევ! - ეს ცოტა ხმამაღლა მოუვიდა და ყველას სიცილი აუტყდა გაგას ჩათვლით. მშვენიერი საღამო იყო, მაქსიმალურად ცოტას სვამდა ნუცა და 7 სადღეგრძელოზე მხოლოდ 2 ჭიქა ჩაცალა. უნებურად ეხედებოდა გაგასკენ და ვერც ხვდებოდა რა ჯანდაბა სჭირდა. ეხედებოდა და უცნაური გრძნობების კორიანტელი ისევ აწუხებდა. ჩვეულად უმაგრესად რომ დაიწყო საკმაოდ ნაცნობი და ნუცასთვის ყველაზე საყვარელი სიმღერა: “national anthem” სხვა გზა არ ჰქონდა, ნამუსზე აგდებნენ, უნდა ეცეკვა და წამოდგა. -იცეკვე კარგია, მარტო დავიწყო დებილივით ცეკვა? - გაიბუსა ნუცა. -არა რატო? აი ჩემი ბიძაშვილი გიჟდება ამ სიმღერაზე! ხომ ხედავთ საერთოც გაქვთ რაღაც. - კისკისით თქვა გიორგიმ და გაგაც სულელური ღიმილით წავიდა ნუცასკენ. საცეკვაო ადგილას რომ გავიდნენ, უეცრად ყველა გაჩერდა. მხოლოდ ისინი იდგენენ... ძალიან უცნაურად გრძნობდა ნუცა თავს როდესაც ხელები მისი მხრებისგან წაიღო და კისერზე შემოხვია. ტანში ჟრუანტელმა დაუარა როდესაც გაგამ ისევ შეაცურა ხელი მის წელზე. ისევ გრძნობდა მისი სხეულიდან წამომავალ განსაკუთრებულ სითბოს და თავიდან ბოლომდე უცნაური შეგრძნებები უვლიდა. ნელა მოძრაობდნენ. ერთმანეთს თვალებში შეჰყურებდნენ და ერთმანეთში იძირებოდნენ. ბოლომდე... სიმღერა დასასრულს რომ მიუახლოვდა ლანა დელ რეის ტკივილით სავსე, სევდიანი ხმა გაისმა: “And I remember when I met him, it was so clear that he was the only one for me. We both knew it, right away. And as the years went on, things got more difficult -- we were faced with more challenges.“ ესმოდა და საკუთარ თავს სცნობდა ამ სიტყვებში. სცნობდა და... ყველაფერი სამმა სიტყვამ დააგვირგვინა: „and I loved him. I loved him, I loved him, I loved him.“ უყვარდა. ნუცას უყვარდა... ------- ველოდები შეფასებას ^^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.