ნერვებზე მოთამაშე (6)
-რა.. შენ.. რა გააკეთე ჰა?-წამოიყვირა ბიჭიაშვილმა და ის-ის იყო სახეში უნდა გაერტყა ალექსანდრესთვის რომ ბიჭმა ხელი გაუკავა და გულ-მკერდზე აიკრა. -არ გახსოვარ ხომ?!-ეჭვნარევი ხმით ჩაილაპარაკა გულბანმა. -არა.. არ მახსოვხარ ადამიანო!-წმაოიყვირა გაკაპასებულმა და ადგილზე აფართხალდა,-ან საიდან უნდა მახსოვდე, მინიშნება მაინც მომეცი რამე! -ვერც სადღეგრძელომ მოგცა მინიშნება?!-კიდევ ნამიოკებით ელაპარაკებოდა ალექსანდრე. -ვერა..ვერ მომცა, იმიტომ რომ არ ვუსმენდი! -მერე, შენ არ იცი, სუფრაზე რომ ზიხარ, მარტო რომ არ უნდა ჭამო?!-წარბები შეკრა გულბანმა და ოდნავ მოუჭირა წელზე ხელები. -არა... არ ვიცი! და მე მარტო არ ვჭამდი! ეგ, შენს სადღეგრძელოს არ მოვუსმინე მარტო,-იხტიბარს ჯიუტად არ იტეხდა ბიჭიაშვილი. -მაგ რქებს დიდი სიამოვნებით მიგამტვრევდი, ჩემს სახლში რომ ვიყოთ..-ტუჩის კუთხე ნასიამოვნებმა ჩატეხა. -შენ რქებს ვერასოდეს მიმამტვრევ.. იცი რატომ?-თვალები მოჭუტა ბიჭიაშვილმა. -არა, არ ვიცი!-თავი გადააქნია უარყოფის ნიშნად გულბანმა. -იმიტომ, რომ მე არ მინდა! -შენ რა გინდა და რა არა არ მიკითხავს,-გაბრაზება დაეტყო სახეზე გულბანსაც. -მართლა? აწი მკითხე ხოლმე!-თავი ძლივს დაიხსნა მისი მკლავებიდან და აივნიდან გასვლა დააპირდა. -შენ რა, მართლა არ გახსოვს ვინ ცემა გოგა?! მართლა არ გახსოვს?! ისიც არ გახსოვს, შეწუხებული სახლში ვინ მიგიყვანა?! ისიც არ გახსოვს, ვინ გიპოვა ქუჩაში გულწასული?!-დაიყვირა მწყობრიდან გამოსულმა. სხეულზე ყველა ძარღვი დაებერა. ღრმად დაიწყო სუნთქვა და ბრაზისგან სახეზე წამოწითლდა. -არა.. არ მახსოვს,-ხმაგამტყდარმა მიიხურა კარები ბიჭიაშვილმა და პირდაპირ გარეთ გავარდა, ისე რომ არავის შეძახილებისთვის არ მიუქცევია ყურადღება. როგორ არ ახსოვდა? ალექსანდრე გულბანი როგორ არ ახსოვდა, უბრალოდ, ვერ გაბედა მისვლა და თქმა, რომ მას მერე უყვარდა რაც პირველად ნახა.. სამი წლის წინ.. სახლში ხელში აყვანილმა რომ მიიყვანა ვიღაც ბიჭმა.. ახლაც, როცა ძლივს გადაწყყვიტა რამე ეთქვა, ამ კოცნამ ყველაფერი ჩაშალა. მას საერთოდ სხვანაირად უნდოდა მომხდარიყო ყველაფერი. უნდოდა, ყვავილებით ხელში მისულიყო მასთან გულბანი და ეთქვა „მე შენ მიყვარხარ“.. მიხვდა, ეს ოცნება ფუჭი რომ იყო, რადგან ალექსანდრე ნამდვილად არ გავდა რომანტიკოს ადამიანს, რომელზეც იგი ოცნებობდა რამდენი წელია. ატირებულმა გამოიძახა ტაქსი და სახლში დაბრუნდა. ახლა არაფრის გაგონება არ უნდოდა საერთოდ. ძლივს სუნთქავდა. მხოლოდ რბილ საწოლს ნატრობდა მისი სხეული, გონება კი ალექსანდრესკენ მიიწევდა მაინც. წუთში მხოლოდ სამჯერ თუ ჩაისუნთქავდა. არა და სულ არ იყო ამდენად ამაყი, უბრალოდ ვერ აიტანა, მოვლენების დაჩქარება. ისიც არ მოეწონა, გულბანმა პირში რომ უთხრა, ჩემს ჭკუაზე გატარებ და იმას გააკეთებ, რასაც მე გეტყვიო. ტირილსა და სლუკუნში ჩაეძინა. მაგრამ ვაი იმნაირ ჩაძინებას. მეორე დილას მისმა გოგოებმა გააღვიძეს. -რა მოხდა გოგო გუშინ?-თქვა ნუციმ. -თვალები რას გიგავს აა?-დაამატა ოდიმ და გვერდით მიუჯდა ნამძინარევს. -ალექსანდრე გადარეული იყო..-ჩუმად ჩაილაპარაკა მარიამმა. -მაკოცა..-თქვა ჩუმად და თავი დახარა, თითქოს ამით სირცხვილის დაფარვას შეძლებდა. -რააა?-ერთხმად წამოიყვირა ოთხივემ და თვალები დაქაჩა. -ხო და, შენ რომ გაკოცა იმიტომ დათანხმდა ამერიკაში სამწლიან ვიზიტს??-გაბრაზებულმა წამოიყვირა ოდიმ. -რა-ა? რა თქვი.. ოდი.. რა? შენ.. ამერიკა? ის.. რატომ?-აბლუყუნდა უაზროდ და ამჯერად გული ლამის წაუვიდა, ისე მოთქმით ატირდა. ელლ.. ვიცი ამ თავს არ ელოდებოდი მაგრამ, უცებ დავწერე ახლა და მთლიანად შენ გეხება ;დდ ხვალაც დავდებ!! ყოველ დღე დავდებ აწი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.