შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსური გრძნობები (4)


16-03-2015, 00:30
ავტორი nia_93
ნანახია 3 495

-რა თქვი?-თვალები ლამის გადმოკარკლა დიმამ -რა..რა უთხარი ცოტნეს?-ელენეს ნათქვამისგან დამბლადაცემულივით იყო

-მაპატიე დიმა, ვიცი რომ სისულელე ჩავიდინე,მაგრამ იმ წამს ისეთი გამწარებული ვიყავი, რაც ენაზე მომადგა ეგ ვუთხარი-დამნაშავედ ჩახარა თავი ელენემ და ცრემლები წამოუვიდა

-აზრობ მაინც შენი ნათქვამის სიმძიმეს?ელენე გააფრინე?ეს..ეს რამ გათქმევინა?-ემოციებში იყო დიმა და ლამის ყველაფერი დაელეწა

-ნათქვამის მერე გავიაზრე რაც წამოვროშე. ჩერჩეტი ვარ. მაპატიე რა-ცრემლები ნაკადულივით მოსდიოდა-მივალ ცოტნესთან და ყველაფერს ავუსხნი. ვეტყვი რომ მოვატყუე. ესე...ესე მეც არ შემიძლია. წარ..წარმოდგენა არ მაქვს რატომ მოვჩმახე მსგავსი რრრამ-სიტყვებს ვერ აბამდა ერთმანეთს

-აუ ჩემი...-თავზე ხელები შემოიწყო დიმამ-მე მის ადგილას მართლა შემომაკვდებოდა ჩემი თავი. ვაიმე ელენე...რატომ ელენე? რატომ? რაღა მაინცდამაინც ეს ტყუiლი ჰა?-საშინლად განერვიულებული იყო დიმა

-მაპატიე. გემუდარები მაპატიე. ეხლავე წავალ ცოტნესთან და ყველაფერს ავუხსნი-თქვა და უკანმოუხედავად გავარდა დიმას სახლიდან.პირდაპირ ცოტნეს სახლისკენ წავიდა. კარებზე დიდი ხანი აბრახუნა,მაგრამ არავინ გაუღო. ტელეფონზეც ტყუილად ურეკა.მშვენივრად იცოდა რომ არ აიღედა,მაგრამ მაინც ცადა.

-აუცილებლად დაგელაპარაკები ცოტნე. ვერ მოვისვენებ სანამ სიმართლეს არ გეტყვი-თავისთვის ჩაიბურტყუნა და სახლში წავიდა,რადგან გადაწყვიტა რომ გვიან კვლავ მოსულიყო ცოტნესთან და რადაც არ უნდა დაჯდომოდა სიმართლე ეთქვა მისთვის.
სახლში უგუნებოდ მივიდა და ყველამ შეამჩნია მისი ცუდ გუნებაზე ყოფნა.დედამისს არაფერია უბრალოდ დავიღალეო უთხრა და თავის ოთახში შევიდა. ნანომ რა თქმა უნდა არ დაიჯერა და უკან მიყვა ელენეს

-რა მოხდა ელ?-შეწუხებული სახით მიუჯდა გვერდით საწოლზე

-ცუდად ვარ ნანო.ძალიან ცუდად-ამოიოხრა ელენემ

-არ მომიყვები რა გჭირს?-უთხრა და თავზე მიეფერა. ელენეს არაფერი უთქვამს,ცრემლები წასკდა. ნანო ამშვიდებდა და გულში იკრავდა. ცოტა რომ მოიოხა გული და დამშვიდდა, ვეღარ გაძლო ამ საიდუმლოს შენახვა და ნანოს ყველაფერი მოუყვა ცოტნეს ღალატით დაწყებული თავისი საქციელით დამთავრებული. ნანო ყბადაღებული უსმენდა და სიტყვას ვერ ამბობდა

-ცოტნემ გიღალატა? თამთასთან...? აუ არ მჯერა ელ-გაოგნებული იყო ნანო

-ჩემი თვალით რომ არ მენახა არც მე დავიჯერებდი,მაგრამ პირადად შევესწარი ამ სცენას

-ეხლა რას აპირებ?შენს საქციელს ვგულისხმობ-ცოტა მკაცრად კითხა ნანომ,რადგან საშინლად არ მოეწონა ელენეს საქციელი, ცოტნეზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

-მასტან ვიყავი სახლში რომ სიმართლე მეთქვა,მაგრამ არ დამხვდა. დღეს საღმოსაც წავალ და აუცილებლად ვეტყვი რომ მოვატყუე. ძალიან ვნანობ ჩემს მონაროშს.

საღამოს ელენე კვლავ წავიდა ცოტნესთან და მანამდე აკაკუნა კარებზე სანამ ნახევრად მთვრალმა ცოტნემ არ გაუღო კარები. ფეხზე ძლივს იდგა, კედელს ეყუდებოდა. პერანგის ცალი მხარე ამოჩაჩვოდა შარვლიდან.მის თვალებში საოცარი სევდა და ტკივილი დაინახა ელენემ და თავისი თავი დაწყევლა ცოტნეს ამ მდგომარეობაში ნახვის გამო.ცოტნემ ცივად შეათვალიერა ელენე

-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?-აგრესიულად მიმართა

-შენთან სალაპარაკო მაქვს, ოღონდ შემომიშვი-ხმჩახლეჩილმა უთხრა ელენემ და ოთახში შეაბიჯა. მისაღებ ოთახში ჟურნალის მაგიდაზე სხვადასხვა ალკოჰოლური სასმლის ცარიელი ბოთლები ეყარა, მხოლოდ ბოთლები და მეტი არაფერი. რაოდენობამ ელენე შეაცბუნა

-ამდენი როგორ დალიე ცოტნე?-შეშფოთებული მიუბრუნდა მას

-შენი საქმე არაა. რისთვის მოხვედი თქვი და აქედან მიბრძანდი-ცდილობდა მტკიცედ ეთქვა ცოტნეს და ენა არ არეოდა, რადგან სასმელი უკვე მოკიდებულიყო

-მე..მე აქ..იმის სათქმელად მოვედი რომ...-ენა დაება ცოტნეს შემხედვარეს,რომელიც ცივ მზერას არ აშორებდა მას-მე მოგატყუე-უთხრა დ ამოისუნთქა

-რა?-ვერ მიხვდა ცოტნე რას ეუბნებოდა

-ხო,მოგატყუე რომ... რომ მე და... რომ მე და დიმა.. ნუ ხომ ხვდები-თავი დახარა,რადგან თვალებში ვერ იხედებოდა.ცოტნეს თვალები გაუფართოვდა

-რრა თქვი?ანუ...ანუ ის.. არ ყოფილა თქვენს შორის?-გაოგნებულმა ამოილუღლუღა.ელენემ თავი დაუქნია

-არაფერი ყოფილა. შენზე გამწარებულმა რაც ენაზე მომადგა ის გითხარი,რადგან მინდოდა შენც დატანჯულიყავი ისევე როგორც მე-უთხრა და ეხლა თვალებში შეხედა. ცოტნეს სახეზე სხვადასხვა ემოციები მონაცვლეობდნეს.სიხარული,ბრაზი, სევდა, ზიზღი.ელენე შეკრთა. ვერ გაეგო ცოტნეს რა რეაქცია ქონდა, რადგან სახის გამომეტყველება უამრავჯერ შეეცვალა და ხმის ამოღებასაც არ აპირებდა ჯერჯერობით.უბრალოდ იდგა და ელენეს თვალებში უყურებდა ჩასისხლიანებული თვალებით

-შენ-თითი მისკენ გაიშვირა-შენ მომატყუე მე-ეხლა მისკენ მიაბრუნა თითი-რომ...რომ ჩემს ძმაკაცთან, საუკეთსო მეგობართან, რომელიც ჩემთვის ძმასავითაა სექსი გქონდა?-ხმაჩახლეჩილმა კითხა. ელენემ უბრალოდ თავი მსუბუქად დაუქნია

-შენ გოგო ნორმალური არ ხარ?ეს..ეს..ასეთი რამ როგორ მომატყუე? ეს როგორ მოიფიქრე?-მასთან მივარდა,მხრებში ხელი ჩაავლო და შეანჯღრია. დასაშვებზე მეტად უჭერდა მკლავებში ხელს და მთელს ხმაზე ღრიალებდა-მითხარი რა ადამიანი ხარ შენ?ა? მიპასუხე მეთქი გოგო ეს როგორ მომატყუე? ხომ იცოდი დიმა ჩემთვის ვინც იყო ჰა?რაღა მაინცდამაინც დიმა გოგო?-ღრიალს განაგრძობდა ცოტნე

-ცოტნე..მეტკინა-ამოიტირა ელენემ და შეეცადა მისი მკლავებიდან თავი დაეღწია

-მე? მე არ მეტკინა შენი აზრით ასეთი რაღაც რომ მომიჩმახე?რანაირი ადამიანი ხარ ელენე? მე შენ ასეთს არ გიცნობდი. ასე როგორ დაეცი?საერთოდ რატომ გაივლე გონებაში რომ მსგავსი რამ გეთქვა? მაკვლევინებდი გოგო ადამიანს ,რომელთან ერთადაც გავიზარდე? მიპასუხე მეთქი?-უკონტროლო იყო ცოტნე -ცხელ გულზე რომ შემომკვდომოდა დიმა მერე სად მიდიოდი?

-ვიცი და მესმის რაც ვთქვი,მაგრამ მაშინ მართლა გაუაზრებლად გითხარი. იმ წამსვე ვინანე როგორც კი გაცხარებული გავარდი-ტიროდა ელენე.

-შენ რომ იცოდე რა ვიგრძენი იმ წამს და საერთოდ მაგის მერე...-ხელები გაუშვა ელენე და ცოტა დამშვიდებულმა უთხრა-მე იმ წამს სულიერად მოვკვდი,დავცარიელდი.ვიგრძენი რომ მხოლოდ ხორცი ვიყავი,უსულო არსება. რატომ ელენე?რატომ?-ერთი და იგივეს იმეორებდა-შენ სხვანაირი იყავი. ეგეთი ბოღმა არ ყოფილხარ არასდროს

-ეხლა ის ენუ მოიქცევი რომ დამნაშავედ მხოლოდ მე გამომიყვანო ცოტნე.შენი ბრალია. შენ დაიწყე. შენ მაიძულე ასე მოქცევა. ისე მინდოდა შენც გამემწარებინა, დაუფიქრებლად მოგახალე მსგავსი ტყუილი

-წადი ელენე! აქედან წადი სანამ რამე ცუდი მითქვამს შენთვის. რომ მახსენდება რაც მითხარი...-სიტყვა გაუწყდა-თანაც ვიგებ რომ მომატყუე...-პაუზა გააკეთა და ამოისუნთქა-შენსას მიაღწიე. ხომ გინდოდა მოგშორებოდი? ხოდა მიიღებ. არ ვაპირებ შეგეხვეწო. მიყვარხარ და შენც მშვენივრად იცი,მაგრამ მეც მაქვს თავმოყვარეობა და ნახვეწნი და ნათხოვნი სიყვარული არაფერში მჭირდება. შენი საქციელით მივხვდი რომ ჩემთან დაბრუნება არ გინდა. რომ გნდომოდა ასეთ რამეს არ იტყოდი. ისე გინდოდა თავიდან მოგეშორებინე, ამაზრზენ ტყუილზეც არ თქვი უარი-ტკივილიანი ხმით ლაპარაკობდა ცოტნე

-მე ხომ აგიხსენი რომ დაუფიქრებლად....

-მთავარია რომ მოგაფიქრდა. ისიც არ ვიცი დიმას თვალებში როგორ შევხედო ჩემი საქციელის მერე

_დიმას ყველაფერი ვუთხარი. შენ არაფერში გადანაშაულებს. აქ დამნაშავე მხოლოდ მე ვარ

-რა გულისხმიერი ხარ მაინც ელენე-ირონიულად უთხრა.

-ცოტნე...

-ნახვამდის ელენე. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, არ ვაპირებ შენთვის ვიბრძოლო, რადგან შენი მხრიდან არანაირ სურვილს არ ვხედავ რომ ჩემთან დაბრუნება გინდოდეს. კარგად იყავი-ელენეს გული მოუკლა ცოტნეს სიტყვებმა. მას ძალიან უყვარდა და უყვარს ცოტნე, მაგრამ რა ქნას რომ თავის პრინციპებს ვერ ღალატობს და არ შეუძლია ცოტნეს პატიება. ცრემლიანი თვალები მიანათა ცოტნეს. ერთხანს უყურა. მერე კი უხმოდ დატოვა მისი ბინა.
მიუხედავად იმისა,რომ ელენე და ცოტნე ერთმანეთს დაშორდნენ,მაინც მძიმე მოსასმენი იყო ელენესთვის ცოტნეს მიერ ნათქვამი ,,წადი ელენე’’, ,,არ ვაპირებ შენთვის ვიბრძოლო’’. გამუდმებით ეს სიტყვები უტრიალებდა თავში და ცრემლებს ვერ აჩერებდა.
კიდევ ერთხელ განადგურდა.

***
მეორე დღეს ცოტნე დიმას მიადგა სახლში და დამნაშავესავით თავი ჩახარა. დიმა ელოდა კიდეც რომ მოვიდოდა ცოტნე,ამიტომ თვითონ მას არ დაურეკავს და არც მისულა, რადგან დაფიქრების საშუალება მისცა.

-ბოდიშის მოსახდელად მოვედი-დაიწყო ცოტნემ და დიმას თვალი გაუსწორა-დამნაშავე ვარ შენს წინაშე

-მესმის შენი ცოტნე. უბრალოდ არც მკითხე რამე ისე მომვარდი და მუშტი-კრივი გამიმართე. მაგრამ,ალბათ შენს ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი.

-როგორც კი ეგ მითხრა ელენემ,გონება გადამეკეტა. ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი და ჩემს საქციელებზე პასუხისმგებელი არ ვიყავი. მადლობა ღმერთს უფრო ღრმად არ შევტოპე,თორემ წარმოდგენაც არ მინდა რა შეიძლება მომხდარიყო-ხმა გაუწყდა ცოტნეს

-როგორ იფიქრე რომ შეიძლება ეს მართლა მომხდარიყო?

-ეგრევე ვიფქრე რომ მატყუებდა,მაგრამ ისე დარწმუნებით მითხრა რომ მერე კონტროლი დავკარგე. მაპატიე რა-თავი დახარა

-დავივიწყოთ ცოტნე. მესმის შენი,მართლა-მხარზე ხელი დაკრა-აღარ გავიხსენოთ ეგ ამბავი

-მადლობა დიმა. ძმა ხარ.

-შენ და ელენე რას აპირებთ?-ცოტა ხნის მერე შეეკითხა

-რას უნდა ვაპირებდეთ? მორჩა უკვე ჩვენს შორის ყველაფერი-ტკივილიანი ხმით ამოილაპარაკა ცოტნემ

-ასე უბრალოდ?

-რა ვქნა დიმა? მას არ უნდა მაპატიოს, მე კიდევ არ შემიძლია სიყვარული ვიმათხოვრო რამდენადაც არ უნდა მიყვარდეს. ერთხელ ვცადე მასთან დალაპარაკება და მისი შემორიგება, ორჯერ ვცადე,სამჯერ,ოთხჯერ.. მაგრამ არაფერმა არ გაჭრა. ჯორზე ზის.ხოდა იყოს როგორც მას უნდა. აღარ შევაწუხებ ჩემი არსებობით

-კი მაგრამ ცოტნე...

-არაუშავს დიმა, არაუშავს. როგორმე გავუძლებ-სევდიანად გაუღიმა და ფეხზე წამოდგა-მოკლედ, კიდევ ერთხელ მაპატიე. ძალიან მრცხვენია ჩემი საქციელი

-მეორედ აღარ დამელაპარაკო მაგაზე-მკაცრად გააფრთხილა დიმამ

-კაი აბა მაგრად

-აბა შენ იცი ცოტნე-ცოტნე გააცილა და კარები დამწუხრებულმა დახურა

-მე მაინც არ ვიცოდე როგორ დაიტანჯები ელენეს გარეშე-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა დიმამ და საძინებლისკენ წავიდა.
მადლობა რომ კითხულობთ.
ყველანაირად ვეცდები ისე დასრულდეს ეს ნოველა,რომ მოგეწონოთ და ნასიამოვნები დარჩეთ.ყოველშემთხვევაში ყველანაირად ვეცდები.



№1 სტუმარი Anyshki123

Momkali da cotnestan minda iyos au shearige gtxov

 


№2  offline წევრი Sweetiko

ყველას გემოვნებას მაინც ვერ მოერგებიდა ისე დაწერე როგორც ჩაფიქრებული გაქვს,ფრიად გეაჯები

 


№3 სტუმარი Mia ♥

უჰუუუ პირველე ვარ :D ^.^ ხო ისტორია არაჩვეულებრივია ))) გააგრძელე მომწონს <3

 


№4  offline მოდერი nia_93

რა თქმა უნდა როგორც ჩაფიქრებული მაქვს ისე დავასრულებ ^_^

 


№5  offline წევრი Anuuc^.^

თან მინდა დიმასთან რომ დარჩეს თან არა...ძალიან კარგია
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent