შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმას თუ არა თავს მაინც შეგაყვარებ (14 თავი)


16-03-2015, 21:16
ავტორი once upon
ნანახია 5 600

ვერასდროს ვერ წარმოიდგინდა რომ იგძნობდა. არასდროს ისურვებდა და ეგონა არასდროს იზამდა! ფიქრობდა სიყვარული სისულელეა შეყვარებულები სულელებიო. ადამიანი რომელსაც ახლა ეცეკვებოდა და რომლის შეხებაზეც ჟრუანტელი თავიდან ფეხებამდე უვლიდა, მისი ნერვების პირველი მტერი იყო და ვერასდროს, არასდროს ვერ და არ წარმოიდგინდა რომ იგრძნობდა! იგივეს რასაც ლაშა და მარიამი, ნიაკო და გიო გრძნობდნენ ერთმანეთის მიმართ. ეღადავებოდა ცხოვრება. თან-მწარედ. ადამიანი შეუყვარდა რომელზეც ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა! რომელსაც მიუხედავად იმისა რომ ‘სიმპატიურს’ ეძახდა, მაინც უამრავი „თბილი“ სიტყვით ამკობდა. შეუძლებელი იყო... მაგრამ გრძნობდა და.
სიმღერის დასრულების თანავე გაისმა ტაშის ხმა და ნუცას გაეღმა. ისევ მაგიდასთან დაჯდა და ტელეფონს ჩახედა. იმდენი ემოციით იყო სავსე რომ ზუსტად იცოდა ლოყები აწითლებული ჰქონდა. მესიჯი ჰქონდა ქეთასგან. ეკითხებოდა რას შვებიო. ნუცას თავის თავზე გაეცინა როდესაც მიწერა: “imas razec sxvebs yoveltvis davcini” ლიკუნამ დაქალის აღელვებული სახე და გაწითლებული ლოყები რომ შენიშნა, უცებ დაუსკუპდა გვერდით ელენიკოსთან ერთად და ყურში ჩასჩურჩულა:
-რა იყო ნუციკო, ისეთი სახე გაქვს მგონია ვიღაც შეგიყვარდა. - ნუცას ამაზე იმდენად ხელოვნური ხარხარი აუტყდა რომ თავადაც არ დაიჯერა. იცოდა რომ ლიკა საკმარისზე კარგად იცნობდა და ტყუილში ამხელდა მაგრამ იმ წამს სხვა გამოსავალი ვერ იპოვა. ჯერ ვერავის ეტყოდა რომ ასე მწარედ შეუყვარდა.
-ტვინის საღი ნაწილი გაბერილ მუცელს დააყოლე, ლიკ. - ხუმრობაში გაუტარა კითხვა და გიორგის დაუგდო ყური რომელსაც ხელში შამპანური მოემარჯვებინა და ჩვეული, თბილი თუმცა ნუცასავით მწარე მწვანე თვალებით ათვალიერებდა გარშემომყოფთ.
-დათა, ვიცი, აქ მყოფი ხალხი გაჩუქებდა უამრავ სხვადასხვა საჩუქარს. აი, მაგალითად ნუცა აუცილებლად გიყიდიდა „Eau de GAGA“-ს. ანა საათს რომელიც ისეც საკმარისზე მეტი გაქვს და ასე შემდეგ. თუმცა, დაფიცება შემიძლია რომ ჩემზე მაგარ საჩუქარს უბრალოდ ვერცერთი ვერ გაჩუქებს! - გაიცინა გიორგიმ და წარბები აათამაშა. ეტყობოდა რომ თავის საჩუქარი თავადაც ძალიან უხაროდა.
-ჰო და შეგიძლიათ რომ გაიხედოთ მარცნივ, საიდანაც ერთი ბიჭი შემოვა. ზოგს გეცნობათ, ზოგს არა. მაგრამ ვიცი რომ ვისაც ეცნობა, ისე გაუხარდება რომ დათას საჩუქარს თავის თავზე მიიღებს. - გიომ „გამოსვლა“ მელოდიური სიცილით დააგვირგვინა. უამრავი თვალი მიაჩერდა მარცხნივ, რესტორანში შემოსასვლელ კარებს რომელიც ის-ის იყო გაიღო და იქიდან ძალიან კარგად ჩაცმულმა, ქერა თმიანმა, თაფლისფერთვალება ბიჭმა შემოაბიჯა. დიდი დრო იყო გასული მას შემდეგ რაც „გიჟთა სასტავმა“ ის ბოლოჯერ ნახა, თუმცა მიუხედავად გერმანიაში რამდენიმე წლიანი ცხოვრებისა, ქართული ეშხი მაინც ჰქონდა და ამით სრულიად ადვილად შეიძლებოდა მისი ცნობა. უცებ წამოიშალნენ, პირველი დათა მივარდა მონატრებულ მეგობარს და მაგრად ჩაეხუტა. ვერავინ ვერ იჯერებდა რომ ლუკა ბრეგვაძე წინ ედგა. მარიამი, ანა, ლიკა, ნია, დათა, ლაშა, თვით გიორგი და ბოლოს ნუცაც ძალიან მაგრად ჩაეხუტნენ ბავშვობის თავგადასავლების განუყოფელ პერსონაჟს. სანამ ლუკამ ხელში არ აცეკვა ელენიკო, იქამდე არ დაჯდა მაგიდასთან.
ნუცა სულ დავიწყებულ ქეთას მესიჯზე: „არ გამაგიჟო მიწეპდი?“ პასუხს უბრუნებდა: „
-ნუციკო კიდე არ გათხოვილხარ, არა? - სიცილით ჰკითხა ნუცას ლუკამ და ტელეფონიდან თავი ამოწია.
-შენ კიდე ბევრჯერ გამოთხოვდი, ხო? - რას შეარჩენდა, თავისი გველგესლას მხარე წარმოაჩინა და წაკბინა. ლუკას სახეზე ცინიკური ღიმილი დაისახა რომლის მიღმაც საშინელი სიცილის სურვილი იმალებოდა. მთელი მაგიდა ახარხარდა. მართალიც იყო, ლუკამ სამჯერ მოიყვანა სამი გერმანელი ქალბატონი, თუმცა ყოველ მათგანთან დაშორების წინ ამბობდა, ვერ გიგებთ ამ გერმანელებსო და განქორწინების საბუთს ხელს აწერდა. სულ ამბობდა, მე რომ ქართველი ოჯახის ქერა, ცისფერთვალება გოგო არ მოვიყვანო, ბაბუაჩემი საიქიოდან დაბრუნდება და გვარის შერცხვენის გამო უკან გამიყოლებსო.
-არ მევასებიან ეს გერმანელები რა. - გაბრაზების ნიშნად დაპრუწა ტუჩები და ლაშას ელენიკო გამოართვა. ნუცას კი ახალი მესიჯი მოუვიდა:

-შენ ლამაზი ცოლები მაინც გყავდა, ის უნდა ნახო როგორი ლამაზი ცოლი ეყოლება გაგას. - ხარხარით უთხრა ლაშამ ლუკას და ნუცას უეცრად წაეშალა სახე თუმცა სანამ ვინმე შეამჩნევდა, უცებვე მიიღო ჩვეული ცინიკური გამომეტყველება და გაგას შეხედა. შუბლი ჰქონდა შეკრული, თვალები ღია ცისფერიდან მუქ ლურჯად შეცვლოდა. ტუჩები მოკუმული ჰქონდა. აშკარად არ ესიამოვნა ლაშას ნათვამი სიტყვები და ამდენი თვალიერება ამის მიხვედრას არ სჭირდებოდა.
-რა გინდათ თინასგან, ტო! - დაიცვა ბიძაშვილი გიორგიმ. არადა ხმაში შესანიშნავად ეტყობოდა ირონია.
-ჯერ სახელი რა აქვს, თავად რა იქნება! - ხარხარი აუტყდა ლუკას. ნუცა ხან გიოს უყურებდა, ხან ლაშას, ხან ლუკას მაგრამ ყველაზე მეტს მაინც-გაგას.
-ქერაა და ცისფერთვალება, სხვათაშორის. შეუძლია გაგიცვალოს. - სიცილით თქვა ლიკამ და ახლა იმას შეხედა გაგამ მკვლელი მზერით.
-რა გინდათ თინას სახელისგან, ან თინასგან? მშვენიერი არსებაა. - ძლივს შეკავებული სიცილით თქვა ნუცამ და წამში დაიჭირა გაგას გაოცებული სახე.
„-ნუცა?“; „ეე, გოცირიძე, კარგად ხარ?“ „ნუციკო ვინ ჩაგისახლდა, არ გადამრიო.“ „საწყალი გოგო სულ გადარია ამ სამსახურმა.“ - ამ შინაარსის უამრავი შეძახილი ისმოდა სანამ ნუცამ არ დაიწყო ხარხარი.
-არსება თქო, ბაყაყია მშვენიერი, ადამიანი თუ არ ხარ ლამაზი, შეგიძლია ბაყაყი იყო! - თქვა და ხარხარი ატყდა. აბა რა ეგონათ, მაგ საზიზღარ არსებას დაიცავდა? მიუხედავად იმისა რომ ძალიან, ძალიან, ძალიან ცდილობა გაგა სერიოზული სახის დაჭერას, მაინც გაეღიმა თუმცა სულ 1 წამით. თავისი კერპი, უჟმური სახე მაინც ავლენდა ეფექტებს.
-სად გყავს? - ჰკითხა ლიკამ.
-რაჭაში. - უპასუხა გიორგიმ გაგას ნაცვლად.
-აუ არაა ეგ სამართლიანი ბავშვებო რა, ნერვებს კი უშლის ნუცას სულ მაგრამ უყვარს ჩემ სიმპატიურ მაზლს და თუ ჩემი მაზლუნა თქვენი მეგობარია, მისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ და თინასთან ერთად! - თქვა ნიამ ღიმილით გახედა გაგას. მან მადლიერი თვალებით გახედა და გაუღიმა.
-ჭკვიანი რძალი მყავს, რა ვთქვა. - ნუცამ ის საყვარელი (ეს სიტყვა მისთვის ძალიან უცნაურად ჟღერდა) და სასიამოვნო სიცილი გაიგო, მხოლოდ გაგას რომ ჰქონდა და თავადაც გაეღიმა. უნებურად..
მთელი კვირა დღე კომპიუტერთან გაატარა. წინა დღის ამბების გახსენებაზე ხარხარი უტყდებოდა თუმცა ნიას სიტყვები ნამდვილად არ სიამოცნებდა მის ყურებს.
უკვე იცოდა. გაგა უყვარდა. თუმცა ეს არ შეიძლებოდა. გაგას ჰყავდა საშინელი შეყვარებული, მითუმეტეს იმის ბიძაშვილი იყო, ვისაც მეჯვარეობდა ქორწილში. ეს თითქმის ნათესავობას უდრიდა. ნათესავი უყვარდა? გაგიჟდა, გადაირია! ტირილამდე ცოტაღა აკლდა! ბედი ნამდვილად არ სწყალობდა, პირიქით, მწარედ ეღადავებოდა.
მთელი 24 წელი არავინ შეყვარებია. მთელი ოცდა ოთხი! ახლა შეუყვარდა და ვინ? გაგა ნუცუბიძე...
საღამოს ქეთამ ამოაკითხა და ყველაფერი მოაყოლა. იცოდა რომ თავის გოგონებს ვერაფერს ეტყოდა და გაუხარდა ქეთას მაინც რომ გადაუშალა გული. შემდეგ კარებზე დარეკეს ზარი და ხარხარით შემოლაგდნენ დათა და ლუკა. თითქმის სულ ჰქონდა დავიწყებული რომ ლუკა მის კორპუსში ცხოვრობდა.
-ვა, ნინიკო. - ღიმილით გადაკოცნა ლუკამ მეგობარი. რომელსაც სულ არ ეღიმებოდა.
-ადამიანო, ბევრჯერ უნდა განგიმარტო ჩემი სახელი ნინო კი არა ნუცა რომაა?
-აბა, მაკას კითხე!
-მაგას საერთოდ ვინ ეკითხება! - უხეშად უთხრა და ბიჭები მისაღებში შეიყვანა.
-ჯერ კიდე ვერ მოაგვარეთ ურთიერთობა? - იკითხა ლუკამ და დივანთან, პატარა მაგიდაზე მდგარ რომანს ხელი დაავლო.
-და სასიყვარულო რომანებს როდიდან კითხულობ, ანტი შეყვარებული არ ხარ? - ნუცამ თვალები აატრიალა და თმა უხეშად აიწია ზემოთ.
-ჭორები არ გინდა ნუც? არა ხო იცი არ ვარ ჭორიკანა ბოლო-ბოლო დათა ვარ მესხი. - სიცილით თქვა დათამ მაგრამ უცებვე შეეცვალა ხასიათი. - გაფრთხილებ არ მოგეწონება, მაგრამ გეტყვი.
-მიდი, ჰა, დროზე! - დაუყვირა და სამზარეულოში გავიდა ყავის გასაკეთებლად.
-კაროჩე, გაგა და თინა ქორწინდებიან რა...
მეოლოდა... იცოდა რომ ეს ოდესღაც მოხდებოდა. ოდესღაც გაგა და თინა დაქორწინდებოდნენ, ბედნიერები იქნებოდნენ, იქ კი გვერდით, ჩრდილში იჯდებოდა და მხოლოდ მისი რეპლიკებით შეახსენებდა მათ თავს. იცოდა რომ გაგასთვის არაფერს ნიშნავდა. ფიქრობდა, არასწორი იყო მისი სიყვარული და ეს დათას სიტყვებმაც განამტკიცა. საკუთარ თავს ვერ უჯერებდა. ასე დაბლა როგორ დაეშვა? გაურკვევლობაში იყო და საშინლად სტკიოდა გული. მიუხედავად იმისა რომ იცოდა ეს ოდესმე მოხდებოდა! ბოლო დღე სულ ოცნებაში გაატარა და არცერთი ოცნება არ ყოფილა ცუდი დასასრულით. ცუდი დასასრული კი ზუსტად ცხვირწინ ედო. თვალები აეწვა. საშინლად ეტკინა გული. ასე არასდროს სტკენია. გამოუვლია ბევრი ცუდი. მშობლების დაშორება, უყურადღებობა დედისგან მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო. აი, ისეთი სიტყვებით რომ ვერ ახსნი. ტკივილმა ფეხებიდან დაიწყო და ნუცას მთელი სხეული მოიცვა ტვინის ჩათვლით. მის წინ მსხდომი დათა და ლუკა გაქრნენ. მხოლოდ უსასრულობა და ტკივილი დარჩა...
-ნუციკო რა იყო ისე ძალიან გეწყინა რომ ენა ჩაგივარდა? - გაიცინა ლუკამ და ნუცა აზრზე მოიყვანა. თავი გააქნია ნეგატიური აზრების გასაფანტად და ცინიკური სახე მიიღო.
-ქორწილის პირველ მოსაწვევს ხომ მე მომცემენ? - შეეცადა სიცილით გადაეფარა ის რომ საშინლად უნდოდა ტირილი. სჭირდებოდა თავისი გოგონები, რამდენიმე ლიტრი არაყი და ღრიალი.
-ეგეთი მახინჯია? - გაიკვირვა ლუკამ.
-ჰო, ჰო! - უთხრა დათამ. ნუცამ ცივი ყავა ჭიქებში ჩამოასხა და ოთახში გაიტანა.
-ძაან დიდი სიამოვნებით მოგიტანდით ლუდს პროსტა...
-კაი, ვიცით ხვალ სამსახურში ხარ. - გაეღიმა ლუკას. ყავის ჭიქა აიღო და მოწრუპა.
-არა რა, დრო გადის და ყავის ტექნიკა არ იცვლება! - შეაქო ნუცა და მასაც გაეღიმა. ყველაზე სულელური ღიმილით ცხოვრებაში.
ტელეფონის ხმა გაისმა და ნუცამ ნიას ნომერს უცებ უპასუხა.
-ხო ნი. - შეეცადა ჩვეულებვრივი ხმა ჰქონოდა.
-გაიგე გაგაზე და თინაზე? გავგიჟდი გოგო ეს ბიჭი რამ გააგიჟა!
-ჯადო გაუკეთა იმან. დაგირეკავ მერე რა. - აღარ შეეძლო თინაზე და გაგაზე საუბარი და შეეცადა ნიასგან თავი დაეღწია.
-უიმე მგონი სერიოზულად გეწყინა. - კისკისი აუტყდა ნიას და გაუთიშა. ბიჭებიც მალე წავიდნენ.
ასე ძალიან მარტო დარჩენა არასდროს გახარებია. ლანას სიმღერა ისევ აამღერა კომპიუტერში და სახლის დალაგება დაიწყო. სიმღერა ბოლოსკენ მიდიოდა და თითქოს თვალწინ, დოკუმენტური ფილმივით ხედავდა იმ დღეს, პირველად რომ ნახა მისი სულში ჩამწვდომი გამოხედვა. შემდეგ მანქანის დასაყენებელი ადგილი რომ „აახია“ გიოს დაბადების დღეზე და თავადაც გამოცხადდა იქ. გაახსენდა, გიომ რომ თქვა ეს ჩემი ბიძაშვილია, გაგაო, რა გრძნობა დაეუფლა. შემდეგ ვენდისში კარგად რომ გამოლანძღა და რომ გაიგონა როგორ თქვა: დაბადების დღეს გილოცავ ჭირვეულო ბავშვოო. მანქანაში რომ ისხდნენ და რომ აღმოაჩინა მათი ერთნაირი მუსიკალური გემოვნება. მდინარეზე მისი მწველი მზერა, შემდეგ კლდე, ფრენა და მის თავთან გატარებული ყველაზე საშინელი ღამე... შემდეგ თვალები რომ გაახილა, თავად გრძნობები ვერ მოთოკა და ჩაეხუტა. მისი სხეულის სითბო არავისას გავს! მხოლოდ ერთი გაგა ნუცუბიძე იყო დედამიწაზე. მხოლოდ ერთ გაგა ნუცუბიძეს ჰქონდა მკვლელი გამოხედვა, ერთადერთ გაგა ნუძუბიძეს ჰქონდა ყველაზე მაგარი ხმა დედამიწის წურგზე, მხოლოდ მისი ჩახუტება იყო ასეთი თბილი, მხოლოდ ის იყო ასეთი უხეში, უგემოვნო და ყველაზე საყვარელი. მოხლოდ ერთი გაგა ნუცუბიძე იყო და მხოლოდ ის ერთი უყვარდა ნუცა გოცირიძეს! იცოდა სხვას ვერ შეიყვარებდა. 24 წელი დასჭირდა ერთი ადამიანის შეყვარებას. ერთი ამდენი მის გადაყვარებას დასჭირდებოდა და კიდევ ერთი ამდენი სხვის შეყვარებას. არა, მერე უკვე ვის რა ჯანდაბად უნდოდა ჟღალთმიანი, ლამაზთვალება ნუციკო.
სიმღერა სულ ბოლოსკენ რომ წავიდა და ლანას სევდიანი ხმით: “ and I still love him, I love him” რომ გაისმა, დაჰიპნოზებულივით აუტყდა ღრიალი. ტიროდა და ყველაფერი სტკიოდა. მთელი გული... მოუწევდა მთელი სიცოცხლე ეყუებინა იმისთვის, თუ როგორ ბედნიერად ცხოვრობდნენ გაგა და თინა. ნიაკოს და გიოს ბავშვი რომ ეყოლებოდათ, იქაც ნახავდა ბედნიერ წყვილს. ახალ წელს, დაბადების დღეებსა თუ სხვა დღესასწაულებზე. მოუწევდა ეყურებინა ადამიანისთვის რომელიც მთელი არსებით უყვარდა და თან სცოდნოდა რომ ის არასდროს გახდებოდა მისი.
ისეთი უაზრო გახდა ნუცას ცხოვრება, წესიერად არც ჭამდა და არც სვამდა. არავის ეკონტაქტებოდა. ისევ დაიბრუნა რუტინა: სახლი და სამსახური. თავს ისე გრძნობდა, თითქოს დედამიწას რამდენიმე სანტიმეტრით გამოეყო.
„სიყვარული ადამიანებს რადიკალურად ცვლის!“
არ ეგონა ნუცა ამ გამოთქმის შინაარსს ოდესმე საკუთარ თავზე თუ გამოცდიდა. ეგონა რომ არასდროს შეიცვლებოდა. არც უნდოდა შეცვლა. ცანცარა, მხიარული, გიჟი ადვოკატი იყო რომელსაც არაფერი უნდოდა მეგობრებთან ყოფნაზე მეტი. თუმცა ახლა არაფერი უნდა იმაზე მეტი, მას რომ მოკრას თვალი.
2 კვირა გავიდა იმ დღიდან რაც „დიდებული ამბავი“ გაიგო და რამდენიმე კილო დაიკლო. ადრე ძალიანაც რომ ეცადა ამას ვერ იზამდა ახლა თავისთავად იკლებდა წონაში. სხვა დროს ეს გაახარებდა, ახლა სულ არ ადარდებდა.
როგორ შეუძლია ადამიანს ასე შეცვლა? სიყვარული ყველას და ყველაფერს ცვლის და არ გვეკითხება გვინდა ეს თუ არა. შეუძლია სერიული მკვლელი ელეგანტურ მაჩოდ, ხოლო მხიარული, ამაყი გოგონა მელანქოლიურ, უბედურ არსებად აქციოს.
ანამ ისევ დაურეკა და ისევ გაუთიშა. შემდეგ იგივე ქნა ლიკაზე და მარიამზეც. ნიაც უკან მიაყოლა მაგრამ გიორგის მესიჯი მაინც წაიკითხა:

იცოდა რომ სერიოზულად ამბობდა. მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი უნდოდა იმ წამს სახლიდან გასვლის გარდა. მაინც ადგა და გამოიცვალა. უბრალო ჯინსის შარვალი, კეტები და შავი მაისური გადაიცვა. თმა ისე ჰქონდა გაწეწეილი, იფიქრა საგიჟეთიდან გამოსული ვეგონებიო და მხოლოდ ამიტომ ჩამოივარცხნა. ჩანთა არც აუღია. ტელეფონი ჩაიდო ჯიბეში და მანქანის გასაღები შემოიცვა თითზე. სახლის კარი ჩაკეტა და გიოს სახლისკენ გაეშურა.
იცოდა რომ გაგა იქ იქნებოდა და მთელი გზა ემზადებოდა ფსიქოლოგიურად და ცინიკურ სახესაც იკრავდა თუმცა ისეთი დამაჯერებელი არ გამოსდიოდა როგორიც ადრე. ადრინდელი ნუცასგან ერთადერთი წითელი თმა იყო დარჩენილი. ის მომწვანო თვალებიც გასცრეცოდა, გაგამ ლამაზი რომ უწოდა. ამის ყოველ გახსენებაზე ეღიმებოდა. “national anthem”-ის მოსმენინას კი ტიროდა. ტირილის განსაკუთრებული მიზეზი არც სჭირდებოდა. უბრალოდ გრძნობდა რომ ემოციებისგან საშინლად სავსეს, მათგან განთავისუფლება სჭირდებოდა და ცრემლის გამჭვირვალე ბურთულებიც არ აყოვნებნენ, გაუთავებლად მოდიოდნენ. ზოგჯერ ტანსაცმელს ასველებდნენ. უფრო ხშირად კი-ბალიშს. ბალიში ყველაზე მეტად იყო გრძნობებით სავსე. მთელი გაგას სიყვარულით და ყველაფერი ამგვარით.
მანქანა გაჩერდა. პულსი კი-აჩქარდა. კანკალით გადმოვიდა მანქანიდან და ძლივს დაკეტა კარები. თითქოს საუკუნე დასჭირდა მეხუთე სართულამდე ასასვლელად და ზარის დასარეკად. კარის გაღებისთანავე ყაყანი და ხმაური შეწყდა. ნია გაშეშდა. აშკარად არ ესიამოვნა ასეთი ნუცას ნახვა.
-შემოდი ნუც. - უთხრა დაბნეული ხმით და კარებს მოშორდა. ნელა შევიდა ნუცა სახლში და სასტუმრო ოთახში ბავშვებს მოავლო თვალი. „იმის“ თვალები პირველი შეამჩნია და დაბნეულობისგან თავი ჩახარა. ჩუმად იყვნენ. ყველა. არც-ერთი არ იღებდა ხმას.
-ენა გადაყლაპეთ? - იკითხა ნუცამ.
-ნუც! - წამოვარდა ანა და მაგრად ჩაეხუტა მეგობარს. ძალიან ენატრებოდა და ნერვიულობდა თავის წითელთავიან დებილზე. თითქოს სულ გაუცხოვდა მათთვის ბოლო დროს და ეს საშინლად უშლიდა ნერვებს. თუმცა ასეთ შეცვლილ ნუცას არანაირად არ ელოდა და ძალიან შეეშინდა.
-დაჯექი და მომისმინე! - მკაცრად უთხრა გიორგიმ. არ დამჯდარა.
-ნუცა დაჯექი!
-ისეთი რამე უნდა მითხრა რო წავიქცევი? - ჩაეცინა.
-რა მოგივიდა?
-არაფერი მშვენივრად ვარ, არ მეტყობა? რა მოხდა? ააფეთქეთ ტელეფონი და მოვედი, ჰა, გელოდებით! - ხმას აუწია. ვერ ხვდებოდა ასეთი უხეში რამ გახადა, თუმცა უნებურად გაგასკენ და მის გვერდით მჯდომი ბაყაყისკენ რომ გაეხედა მიხვდა.
-დაჯექი! - ახლა ლაშამაც უთხრა.
-შენ დაუსხი! - მიუბრუნდა ცოლს. ნუცას გაეცინა და გიორგის გვერდით დაჯდა.
-ჩვენ უნდა აღგვენიშნა ბედნიერება! მაგრამ გაგვახსენდა რომ ბედნიერების ერთი ნაწილის მთავარი ჩამამწარებელის გარეშე არაფერიც არ მოხდებოდა. ეხლა კიდე ვუყურებ ცოცხალ მკვდარ, გამხდარ მეჯვარეს და ვაფშე რა სიკვდილი გჭირს? - დაუყვირა გიორგიმ.
-რა გაყვირებს, არ იცოდე შენზე ხმამაღლა რომ დავიყვირებ! - ჩვეულებვრივად უთხრა ნუცამ და ლიკას ჩამოსხმულ სასმელს უბრალოდ დახედა. დალევა აზრადაც არ გაუვლია.
-2 კვირა სად დაიკარგე? - ხმა ამიოიღო ლუკამ.
-შენს დაბლა ვცხოვრობ, შეგეძლო გენახა. - ჩაეცინა. - რავი სასამართლოში ვიყავი. - თქვა და მთელ მაგიდას მოავლო თვალი. მთელ მაგიდას 2 ადამიანის გარდა. გაკვირვებულები და აშკარად გაბრაზებულები იყვნენ ყველა.
-ამას რა სჭირს ტო? - იკითხა ლაშამ.
-მე ვიცი! - თქვა ლუკამ.
-მერე...?
-არ გეტყვით! - წარბები აათამაშა ლუკამ და ნუცას ტელეფონზე ანიშნა. მანაც უცებ დახედა და მესიჯი წაიკითხა: “
-კარგი, მოკლედ! - თქვა ნუცამ, ლიკას დასხმული არაყი გადაჰკრა, დაიჭყანა და წამოდგა.
-ძალიან გადატვირთული კვირა მქონდა და საბუთებიდან თავი მხოლოდ ლოგინში დასაგდებად ამოვწიე. ბოდიში, ვიცი დამნაშავე ვარ. ვიცი რომ მაპატიებთ. - გაიღიჭა ნუცა. - ჰო და რას ავღნიშნავთ? - ძლივს თქვა. გიორგის გაეცინა და ნუცას ხელი-ხელზე დაურტყა.
-აი, ესაა ჩემი გველგესლა და არა ის უჟმური გოგო! ისე ლიკუნას უთხარი მერე შენი დიეტა. - ხარხარი ატეხა გიომ. ნუცასაც გაეცინა, ლიკამ კი ჯერ ერთს შეუბღვირა მერე-მეორეს.
-გაგა და თინა ქორწინდებიან! დარწმუნებული ვარ ძალიან უნდათ რომ მათ ქორწილში იყო. - იმდენი იცინა ლაშამ რომ ბოლო სიტყვები ნუცამ ძლივს გაარჩია. მთელი მაგიდა აყაყანდა. მხოლოდ ნუცას არ ეცინებოდა. ძალიან, ძალიან, ძალიან ცდილობდა გაღიმებას მაინც მაგრამ მხოლოდ ტირილი და ყველაფრის დალეწვა უნდოდა!
-რა ვთქვა. არ მეგონა ეგეთი უგემოვნო თუ იყავი. - კისკით უთხრა გაგას. - მაგრამ ბედნიერებას გისურვებთ. - თქვა და მოწყვეტით დაენარცხა სკამს. გაგასთვის თვალი არ მოუშორებია. ამაზე უემოციო სახე არასდროს ჰქონია... არადა მან ხომ იცოდა რომ ამ უემოციო ადამიანის მიღმა მართლა კარგი ბიჭი იმალებოდა.
-მადლობა ნუცა, დიდად დამავალებ თუ ქორწილში მოხვალ. - წვრილი ხმით უთხრა თინამ. მაინც ეტყობოდა ირონია.
-დიდი სიამოვნებით გამოვტოვებდი, მაგრამ შენი ნერვების მოშლის კიდევ ერთ საშუალებაზე როგორ ვთქვა უარი? - ჩაეცინა. გაგას მაინც შეეპარა სულ პატარა ღიმილი. ზუსტად იცოდა ნუცამ რომ მხოლოდ მან შეამჩნია. სწორედ ეს პატარა ღიმილი უყვარდა. ისე იშვიათად იღიმოდა... თან ისე შეუმჩევლად.... თითქოს ფიცი ჰქონდა დადებული სულ სერიოზული სახის ჭერაზე მაგრამ მაინც ეღიმებოდა ხოლმე და ნუცა სულ ამჩნევდა. პატარა ბავშვივით დაიწყებდა კისკისს, მაგიდასთან რომ არ მჯდარიყო.
10 წუთის შემდეგ ნიას ხმამ დაჭექა:
-ქორწილის თარიღი დათქვით!
-ეხლავეე! - კისკისი აუტყდა თინას. - გაგ, შენი მშობლები ხო 3 კვირაში ჩამოვლენ? ჰო და სადღაც... - თინას სიტყვა ნუცამ გააწყვეტინა რომელმაც ტელეფონის ზარი მოიმიზეზა და ოთახიდან შურდულივით გავარდა.
თითქოს გულში ტყვია ესროლეს. სასიკვდილოდ დაჭრეს თუმცა-სისხლი არ მოსიოდა.
მანქანით სწრაფად მოწყდა ადგილს. ესმოდა როგორ ეძახდნენ მაგრამ უკან არ მობრუნებულა. არაფერი ადარდებდა. 1 თვეში იმას საბოლოოდ დაკარგავდა რაც არასდროს ჰქონია...
სახლში სირბილით შევარდა და ოთახში ყველაფერი დალეწა. ყველაზე დიდი საშინელებაა საკუთარ თავზე კონტროლს რომ კარგავ. იმას რომ აკეთებ რაც არ გინდა, რასაც არ თვლი სწორად მაგრამ როცა გჭირდება... მაშინ ვერაფერს აკეთებ. უბრალოდ იმ წამინდელ ემოციას და სურვილს იჭერ და სასწრაფოდ ასრულებ.
სწორედ ერთ წამში დაჭერილი სურვილი გახდა იმის მიზეზი, რომ ნუცამ მანქანა სილამაზის სალონთან გააჩერა. იქიდან ნელა გადავიდა და სალონში შეაბიჯა.
გაახსენდა თავის ფიქრები, ძველი ნუცასგან მხოლოდ თმის ფერი დარჩაო და იფიქრა, დროა ესეც მოშორდესო. უყოყმანოდ და ჩუმი ცრემლის ღვრით გახდა ჟღალთმიანი გოგო- შავგრემანი...
სტილისტები ეწინააღმდეგებოდნენ, ცოდოა შენი თმაო მაგრამ თავის კაპრიზს ყველა შემთხვევაში დაიგმაყოფილებდა იმ შემთხვევაშიც, გაგა რომ დასდგომოდა წინ და ეთხოვა ნუ შეიღებავო. ამაზე უარს იმიტომ იტყოდა, რომ იცოდა, ეს არასდროს მოხდებოდა.
ძალიან რთულ სიტუაციაში იყო. როდესაც სარკის წინ დადგა. თავის თავი ვერ იცნო და გაუხარდა. აღარ იყო ნუცა.
არა, ნუცა იყო,
ის ნუცა-აღარ.
გადაირია ყველა ვინც „რიჟა“ ნუცას იცნობდა. ცალ-ცალკე ჩაუტარეს ლექციები გოგონებმა სახლში, თანამშობლებმა სამსახურში და ქეთამ ორივეგან, თუმცა ერთი ყურიდან შედიოდა და მეორედან გამოდიოდა. ხალხის აზრი საინტერესო კი იყო, მაგრამ თავისი უფრო მოსწონდა.
ერთ საღამოს ლუკამ დაუმესიჯა, ამოეთრიე ჩემთანო. სხვებთან არ მიდიხარ, ნუ მიდიხარ, მე ხო 2 სართულით ზემოთ ვარო და ვერ გაუტეხა. იცოდა, ამას უფრო საშინელი რეაქცია ექნებოდა თმაზე მაგრამ მაინც გარისკა და მეთერთმეტე სართულზე ავიდა...
-ნუციკოო! - ჩვეულად გადაკოცნა ლუკამ. ნუცამ წარბი აწია და სალხში შევიდა. იფიქრა გადავრჩიო მაგრამ როდესაც თმაზე მოქაჩა და დაუყვირა: შენ სულ გარეკეო, მიხვდა რომ შეცდა.
-ღადაობ ხო? თმამ რა დაგიშავა? - ღრიალებდა ლუკა. - გასაგებია რაღაც პრობლემა გაქ მარა შენ ის არ იყავი ჯერ შენი თმები რო გიყვარდა და მერე სხვები? როგორ შეიღებე თმა?
-ეგრე ძალიან თუ გიყვარს, შემიძლია შენ გირჩიო სალონი თმის წითლად შესაღებად. - ცინიკურად უთხრა და სასუმრო ოთახში დივანზე დაენარცხა.
-მხედველობა კარგად გაქვს? - გაიგონა ის ყველაზე მაგარი ხმა და უცებ შებრუნდა.
-რა? - დაიყვირა გაგას დანახვაზე. - ვერ დაგინახე... - უთხრა მშვიდად და თავი ჩახარა. რამდენიმე დღე იყო გასული მისი ბოლო ნახვიდან და მხოლოდ მაშინ მიხვდა რა საშინლად მოენატრა...
-თმებს რა... - დაიწყო გაგამ, ფეხზე წამოხტა და ხელი მხარში მწარედ მოჰკიდა ნუცას.
-რა? - დაუყვირა უცებ. გაგამ ნუცა ფეხზე წამოაყენა და სახლიდან ისე გაათრია, გოგონამ გააზრებაც ვერ მოასწრო რა მოხდა.
-ნორმალური ხარ? - დაუწყო ყვირილი როცა კიბეზე ჩასვლა დაიწყო. ხელს მაინც არ უშვებდა. ისე მაგრად კიდებდა, ფიქრობდა დამილურჯდებაო.
-გაგა გამიშვი! - შეწინააღმდეგება სცადა მაგრამ არაფერი გამოუვიდა. წელზე ბუმბულივით მოიგდო და სახლში შეიყვანა. შემდეგ კარებიც გადაკეტა მაგრამ ხელი მაინც არ გაუშვია.
-ადამიანო ხო არ გარეკე? - მორთო ღრიალი ნუცამ. ასეთი გაბრაზებული გაგა მაშნაც არ ენახა, კდლიდან რომ ჩამოაგდო.
-ეს შენს თავს კითხე ხო? - არც იმან დააკლო და ორმაგი ხმით უთხრა.
-ეს რა არი? - თქვა და თმა წინ გადმოუყარა. საშინლად იყო გაკვირვებული ნუცა.
-ბოდიში, დამავიწყდა რომ დამერეკა და შემეთანხმებინა, თმის შეღებვას რომ ვაპირებდი! - ადრე ისეთი უმწეო იყო ფიქრებში, ფიქრობდა რომ ამდენს ვერ უყვირებდა, თუმცა საკუთარმა თავმა თავად გააკვირვა. გაგას სახეზე დაბნეულობა აღებეჭდა.
-რატო შეიღებე? შეგჭამა? - შედარებით დაბალი ხმით, მაგრამ მაინც ყვირილით უთხრა.
-და შენთვის რატო უნდა მეკითხა? შენ ცოლს რო უკონტროლებ თმის ფერს რომელი შენი ცოლი მე მნახე?!
-რატო შეიღებე, ხო გკითხე?
-მინდოდა და შევიღებე! - გაჯიუტდა. - ვინ გეკითხება შენ? - უყვირა.
-ასეთი ჯიუტი როგორ ხარ? სიყვას არ შეარჩენ ადამიანს?
-მე გიპასუხე ეხლა ან მიპასუხებ ან კიდე შენი ნებით დაახვევ ქედან! - დაიყვირა. - რაში გაინტერესებს ჩემი თმა. - ტონს დაუწია. კედელს მაგრად მიანარცხა გაგამ და ხელები გაუკავა. - და საერთოდ ვინ გეკითხება ჩემზე რამეს? ხომ გყავს ბაყაყი სახლში, იდექი და აკრიტიკე, ხომ ძალიან გიყვარს! - ბოლო სიტყვები ისეთი წიწღით თქვა რომ ჟრუანტელმა დაუარა. გაგა წამოენთო, მუშტი გაშალა, ერთ წამს შეეშინდა არ დამარტყასო, მაგრამ ამის შემდეგ რაც დაიღრიალა, იმან თითქოს ძალა სრულიად გამოაცალა და ძირს დააგდო.
-რომ არ მიყვარს მაგიტომ მაინტერესებს! შემიყვარდი, ჯანდაბა, შემიყვარდი!

-----
გიიიგანტური თავი ;დ იმედია ამაზეც არ იტყვით პატარააო. ამის შემდეგი ბოლოა <3
ველოდები შეფასებებს.



№1  offline წევრი Unnamed

Sayvarlebi :*

 


№2  offline წევრი nia^_^

Vaimeee... aii dzaan magaria raaa.. lamis vitire raa

 


№3  offline წევრი lilearchvadze:)

ძაან მომწონს!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent