ქაოსური გრძნობები (5)
-ცოტნესთან ვიყავი-პირდაპირ უთხრა ელენემ ნანოს,რომელიც მის ოთახში იჯდა და ელენეს ელოდებოდა -მერე?-სულმოუთქმელად ელოდა ნანო ელენეს -სიმართლე ვუთხარი და მორჩა.გაგიჟდა.გადაირია. ესეთი რამ როგორ მომატყუეო. მოკლედ,ძალიან გაცოფდა -თქვენზე რა ილაპარაკეთ? -რა უნდა გველაპარაკა, ჩვენს შორის ისედაც ყველაფერი მორჩა -არ გთხოვა შერიგება? -ნწ. პირიქით, მითხრა რომ ჩემთვის აღარ იბრძოლებს და არ შემაწუხებს მისი არსებობით,რადგან ჩემგან საპასუხო რეაქცია არ ექნება-ხმა გაუწყდა ელენეს და ცრემლი ჩამოუვარდა -კარგით რა. ასე უბრალოდ?-სევდიანი იყო ნანო -რა ასე უბრალოდ ნანო? მიღალატა ნუთუ არ გესმის? ესაა უბრალოდ?-ნერვებმა უმტყუვნა ელენეს -ელენე ეხლა რაღაცას გკითხავ და არ გაგიჟდე,რადგან შენი ამბავი ვიცი-ერთ ხანს დადუმდა-ცოტნეს და შენ სექსი გქონდათ?-მოურიდებლად კითხა და თვალებში ჩააშტერდა -რა კითხვებს მისვამ ნანო?-გაბრაზდა ელენე-რა შუაშია ეხლა ეს? -შუაში კი არა თავშია. მიპასუხე,გქონდათ რამე თუ არა? -არა რა თქმა უნდა. შენ მაინც არ მიცნობდე როგორი ვარ-შეშფოთდა ელენე -მერე? არ გეწყინოს ელე,მაგრამ რა პრეტენზიები გაქვს ცოტნესთან? ცოტნე კაცია და ბუნებრივია სჭირდება ვნებების დაკმაყოფილება, რადგან შენთან ამის საშუალება არ ქონდა სხვა გზა მონახა და აქ გასაგიჟებელს რას ხედავ?-ელენეს თვალები გაუფართოვდა -მოიცა.. რა გინდა თქვა, რომ ცოტნეს საქციელს ამართლებ?-ხმამაღლა კითხა -მე უბრალოდ მისი მესმის. -მე ხომ ვუყვარდი არა? ხოდა დამლოდებოდა-მტკიცე იყო ელენე -რას ბავშვობ ეხლა? შენც ხომ იცი რომ აბსურდია ეს ყველაფერი? იმპოტენტი გინდოდა ქმრად? -რაღა მაინცდამაინც თამთასთან ნანო?რაღა მაინცდამაინც ჩემს მეგობართან..უკვე ყოფილ მეგობართან?დავიჯერო ბო*ი ვერ ნახა ვერსად? -და ეგ შენი თამთა წმინდანია? ეგეც ერთი უთავმოყვარეო გოგოა,რომელსაც პრინციპები და სინდის-ნამუსი არ გააჩნია. აბა სხვა შემთხვევაში მეგობრის შეყვარებულთან რატომ მივიოდა სახლში შესაბმელად? უსირცხვილო და გათახსირებული გოგოა ეგ შენი თამთა. რაღა ცოტნეს გადაატეხე მთლიანი ჯოხი თავზე? მე თუ მკითხავ ყველაფერი მაგის ბრალია.სპეციალურად გააკეთა ყველაფერი,რადგან როგორც შენ მითხარი ამჩნევდი,რომ ცოტნე მოწონდა -ვინ თქვა რომ თამთა არაფერ შუაშია? ზუსტადაც რომ შუაში,კი არა თავშია,მაგრამ ცოტნეს არ უნდა გამოეჩინა სისუსტე და ასე ადვილად არ უნდა დანებებოდა თამთას. რა გარანტია მაქვს რომ ყოველ ასეთ სიმთვრალეზე ვინმე ქალი რომ მივიდეს შესაცდენად ისევ არ შეცდება და მასთან არ დაწვება?მითხარი ნანო? სად მაქვს გარანტია? -როცა მისი ცოლი გახდებოდი,მას ყველაფერი ექნებოდა რაც სჭირდება და სხვა ქალთან არ დაიწყებდა ვნებების დაკმაყოფილებას ელენე. იქნებ დაფიქრდე ცოტა?-აშკარად გაღიზიანდა ნანო -რაც არ უნდა იყოს, მე მაინც ვერ ვპატიობ და რა ვქნა ნანო? არ შემიძლია. რომ ვიხსენებ მასთან ერთად რომ ვნახე...-სიტყვა გაუწყდა და ცრემლები წამოუვიდა-ძალიან მძიმე სანახავი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის -შანსს არ მისცემ?-ცოტა ხნის მერე კიითხა -არა.ვერა. თანაც უკვე მასაც აღარ უნდა ჩემთან. მობეზრდა ხვეწნა და მუდარა. მას რომ ისე ძალიან ვუყვარდე, ხელს არ ჩაიქნევდა და ყველანაირად დამიმტკიცებდა თავის სიყვარულს.ეხლა თავისუფალია და ვისთანაც უნდა იმასთან გაერთოს როცა მოუნდება მაშინ.ხელის შემშლელი არ ვეყოლები -გამაგიჟებ მე შენ ელენე-ხელები ზემოთ აღმართა ნანომ-უარს ეუბნები, ცდილობ თავიდან მოიშორო, ამის გამო ისეთი საზიზღრობა უთხარი ლამის მეგობარი მოაკვლევინე ადამიანს და ამის მერე კიდევ მაგას გაიძახი რომ ვუყვარდე არ დანებდებოდაო? რა ქნას გეკითხები და მიპასუხე? პატიებას რომ გთხოვდა და სულ კუდში დაგსდევდა არ მოგწონდა და თავიდან იშორებდი.ეხლა როცა თავს განებებს ეგეც არ გინდა.იძახი რომ ვუყვარდე თავს არ დამანებებდაო. მაპატიე ელენე მაგრამ ვერ გიგებ.შენ თავადაც ვერ გარკვეულხარ შენს თავში, რა გინდა. -ნანო ვერ ვხვდები ასე ძალიან რატომ იცავ ცოტნეს?-გაღიზიანდა ელენე,რადგან ნანოს სიტყვებმა მასზე იმოქმედეს -მე უბრალოდ ვცდილობ რეალურად დაგანახო ყველაფერი -მოვრჩეთ ამაზე. აღარ მინდა ამ საუბრის გაგრძელება. ჩვენს შორის ყველაფერი დამთვრდა-კატეგორიულად თქვა ელენემ. ნანომ თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ხელი ჩაიქნია. *** ამ ამბებიდან 3 კვირა გავიდა. ცოტნე არ გამოჩენილა ელენეს სიახლოვეს. ელენე ძალიან დარდობდა და განიცდიდა უცოტნეობას. ერთი სული ჰქონდა შორიდან მაინც მოეკრა თვალი,მაგრამ ცოტნე ჯიუტად არ ჩანდა. -დიმ, ის როგორაა?-კითხა ერთ დღეს ელენემ დიმას,როცა ვეღარ მოითმინა ცოტნეს გაუჩინარება -ცოტნე საფრანგეთში წავიდა 2 კვირაა-ვითომ არაფერიო ისე უთხრა -რა?-ელენეს ლამის ნერწყვი გადასცდა-რატომ?რამდენი ხნით? -1 წლით. კვალიფიკაციის ასამაღლებლად-მოკლედ მოუჭრა დიმამ -არც კი დამემშვიდობა ისე წავიდა-საოცარი ტკივილით თქვა ეს სიტყვები ელენემ -1 წელში დაბრუნდება-თავისებურად დაამშვიდა დიმამ -არ მაინტერესებს. რაც უნდა ის უქნია.თუ უნდა საერთოდ არ დაბრუნდეს-გაბრაზებულმა თქვა და დიმას არც კი დაემშვიდობა ისე გავარდა ბარიდან. 1 თვე გავიდა მას შემდეგ,რაც ელენემ ცოტნეს წასვლის შესახებ გაიგო. სულ მოწყენილი დადიოდა. ცხოვრების ხალისი ჰქონდა დაკარგული.ერთფეროვნება სუფევდა მის გარშემო და ცხოვრებას შავ-თეთრ ფერებში უყურებდა. ძალიან უჭირდა ცოტნეს გარეშე. -ვერ ხედავ ელენე მოსიარულე მკვდარს რომ დაემსგავსე? არ ჭამ, აღარ იღიმი,თითქმის არც ლაპარაკობ. როდემდე უნდა იყო ეგრე?-უსაყვედრა ერთ დღეს ნანომ-ან შენი მშობლები არ გეცოდებიან ასეთს რომ გიყურებენ?თან ვერ გაუგიათ რა გჭირს. როდემდე უნდა გააგრძელო ეგრე? -რა გავაკეთო ნანო? თავს ვერ ვერევი.არ მაქვს არაფრის ხალისი-უემოციოდ უპასუხა ელენემ -ასე რომ არ გაჯიუტებულიყავი და პრინციპები ცოტა ხნით უკანა ფლანგზე გადაგეწია,ეხლა ბედნიერი იქნებოდი და ასე აღარ დაიტანჯავდი თავს-არ ინდობდა ნანო და ყველაფერს პირში ეუბნებოდა -შენ მაინც შემეშვი რა ნანო. რატომ მიმძიმებ მდგომარეობას? ხომ ხედავ რომ ისედაც ცუდად ვარ? სულ რატომ დამჩხავი თავს რომ ჩემი ბრალია? მე ვარ დამნაშავე რომ მიღალატა?მას რომ არ ექნა ეს,არაფერიც არ მოხდებოდა. ისე რატომ გამოგყავს ყველაფერი თითქოს მე ვიყო დამნაშავე?რატომ ამიხსენი ნანო?-ნერვებმა უმტყუვნა და აყვირდა -რა ხდება ელენე დედა. ხომ მშვიდობა გაქვს?-აფორიაქებული შემოვარდა დედამისი ელენეს ოთახში -არაფერია დედა, ყველაფერი რიგზეა-ჩანთას ხელი დაავლო და სახლიდან გავიდა. -რა ეშველება ამ გოგოს ნანო?-გულისტკივილით კითხა ეკამ ნანოს. ნანომ ნაღვლიანად გააქნია თავი. სახლიდან წამოსული,მარკეტში გავიდა და რამდენიმე ბოთლი არაყი იყიდა. ეხლა რომ არ დაელია და გული არ გადაეყოლებინა არ შეეძლო. ოღონდ მარტო არ უნდოდა დალევა. რა თქმა უნდა სხვა ვინ გაუწევდა პარტნიორობას სმაში თუ არა დიმა. ხოდა პირდაპირ მასთან წავიდა. დიმა სახლში იყო. ელენეს დანახვა კი გაუკვირდა პარკებით ხელში და თვალებით კითხა ეს რა არისო. ელენემ ცელოფნები მაგიდაზე დადო და ბოთლები ამოალაგა. დიმამ გაოცებულმა შეხედა -ეს რად გინდოდა ელენე? -უნდა დავლიოთ მე და შენ-კატეგორიულად უთხრა -ელენე სიცხე ხომ არ გაქვს?-გაეცინა დიმას -სიცხე არ მაქვს,მაგრამ გული მტკივა და რომ არ დავლიო შეიძლება გამისკდეს.ხომ გამიწევ პარტნიორობას? მარტო არ დამალევინო ლოთივით რა-შეეხვეწა-შენს იქით გზა არ მაქვს ხომ იცი-გაუცინა,მაგრამ ამავე დროს ამ სიტყვების თქმაზე გული შეეკუმშა. გაახსენდა ცოტნე როგორ ეუბნებოდა ხოლმე ,,ჩემს იქით გზა არ გაქვსო’’,მერე გაუცინებდა და მაგრა აკოცებდა. კვლავ საშინელი ტკივილი იგრძნო გულის არეში. -კარგი რა ელე,მე და არაყი?-სახე დამანჭა დიმამ -ამ ერთხელ გამისწორე რა. ან თუ გინდა შენ არ დალიო. უბრალოდ დაისხი ჭიქაში.მთავარია კომპანიონობა გამიწიო და მელაპარაკო. დღეს უნდა გავილეშო-თითი მაღლა ასწია ელენემ და გაეცინა -როდის იყო შენ რომ სვამდი ელე?-თბილად კითხა დიმამ -გამონაკლისებსაც ვუშვებ ხოლმე დიმ. ასე რომ მოდი დავსხდეთ და დავიწყოთ,თორემ ვეღარ ვუძლებ ამ მდგომარეობას. დიმას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ჭიქები და თეფშები გამოიტანა სამზარეულოდან,თან მისაყოლებელი რაღაცებიც. მარტო ისე რომ დაელია ელენეს,მისი ორგანიზმი ამდენს ვერ გაუძლებდა,რადგან სმას მიჩვეული არ იყო და უცებ დათვრებოდა. დიმა არ სვამდა. მხოლოდ ჩამოისხა ერთი ჭიქა და უბრალოდ ელენესთან ერთად სადღეგრძელოებს ამბობდა.სმით კი მხოლოდ ელენე სვამდა. -ამ ჭიქით სიყვარულს გაუმარჯოს,რომელსაც დიდ ბედნიერებასთან ერთად ბევრი ტკივილი მოაქვს ადამიანებისთვის,-მოკლედ თქვა ელენემ და არაყი გადაკრა -გაუმარჯოს-დიმამ უბრალოდ ჭიქა ასწია -შენ ვაფშე არ დალევ?-უთხრა სახედაჭმუხნულმა ელენემ და მჟავე კიტრი ჩაიდო პირში -ვერა მართლა ელ. ხომ იცი რომ კუჭი მაწუხებს და რა არაყი დამილევია და რა შხამი. ორივე ერთი და იგივე იქნება ჩემთვის-გაუცინა.ელენემ უბრალოდ ხელი აიქნია და ჭიქა გაუწოდა დიმას ჩამოსასხმელად. მოკლე სადღგრძელოებს ამბობდა და პირდაპირ სვამდა. უკვე სათვალავიც აერია მერამდენე ჭიქა დალია,მაგრამ ფაქტი ერთი იყო,რომ ერთი ბოთლი არაყი გამოცალა,და ეხლა მეორეს მიადგა -ელე, საკმარისია მგონი-მის ჭიქას ხელი დააფარა დიმამ -კაი რა. ნუ ჟმოტობ ეხლა-ენაარეულმა უთხრა-მე გალეშვამდე უნდა დავლიო-თითი ჰაერში ასწია და დიმას ხელი მოაშორა ჭიქას -ისედაც ზომაზე მეტი დალიე უკვე ელენე -მე ვიცი რამდენიც უნდა დავლიო-გაჯიუტდა ელენე-არ დამიწყო ეხლა რა. სანამდეც შევძლებ ვსვამ და გაჩერება არც იფიქრო-ჭიქა აიღო და თვითონ ჩამოისხა,რადგან დიმა ამას არ აპირებდა კიდევ ერთი გადაკრა, ორი,სამი...უკვე საკმაოზე მთვრალი იყო ელენე.ფეხზე წამოდგა.დაბარბაცდა,მაგრამ მაინც გადადგა ნაბიჯი დიმასკენ და გვერდით მიუჯდა -საშინელი სანახავი ვარ ხომ მთვრალი?-ჩაიბურტყუნა ელენემ და თავი მხარზე მიადო -არც ისე-გაეცინა დიმას-უბრალოდ ძალიან სასაცილო ხარ -უფრო ჩერჩეტი ალბათ-ენას პირში ძლივს აბრუნებდა ელენე -რა სუნი გაქვს დიმ?-ცოტა ხნის შემდეგ კითხა და ცხვირი ყელში გაუხახუნა-მმმ, ვგიჟდები ამ სუნამოზე. ცოტნეს სუნს მაგონებს-თქვა და თვალები მილულა-ვაიმე,რატომ გაქვს ცოტნეს სუნი დიმა?-ძლივს ამოთქვა და ყელში აკოცა.მერე ყელიდან ლოყაზე გადავიდა -ელენე რას შვები?-ელენეს ქცევისგან გაოგნებულმა უთხრა დიმამ და შეეცადა ელენე მოეშორებინა -მონატრებას ვიკლავ-უთხრა და არაფრის თქმა არ აცალა დიმას ისე ეძგერა ტუჩებში-დიმას თვალები შუბლზე აუვიდა.წამით ისიც აყვა,მაგრამ რომ გაიაზრა რას შვებოდა წამში გამოფხიზლდა და ელენე მოიშორა -ელენე გონება გათიშული გაქვს და აზრზე არ ხარ რას აკეთებ-მკაცრად უთხრა.მიუხედავად იმისა,რომ ელენე ძალიან მთვრალი იყო,მაინც გაიაზრა რაც ჩაიდინა და ცრემლები წამოუვიდა -მე...მე..მაპატიე დიმა-ენის ბორძიკით უთხრა. სულელი,ვარ. ქარაფშუტა-თავისი თავის ლანძღვას მოყვა -მეტჯერ აღარ დალევ ელენე ამ დონემდე. ეხლა კი საკმარისია-კატეგორიული იყო დიმა. ელენე წამოაყენა და თავის ოთახში შეიყვანა, რომ დაეწვინა,რადგან უკვე ფეხზე ვერ იდგა. ძლივს მიიყვანა ოთახამდე და ლოგინზე დააწვინა.ფეხსაცმელი გახადა და საბანი მოაფარა. -მიდი და დაიძინე ეხლა-გააფრთხილა დიმამ,მაგრამ ელენეს არ გაუგია,რადგან უკვე თვალები დაეხუჭა და ძილს მიეცა. დიმა გონებაარეული გამოვიდა საძინებლიდან და ტახტზე ჩამოჯდა.სახეზე ხელები მოისვა და თავი ხელებში ჩარგო. მასზე ძალიან იმოქმედა ელენეს საქციელმა. ძალიან ძნელია კაცისთვის თავის შეკავება ასეთ დროს,როცა საყვარელი ქალი თავისი ნებით გკოცნის,მიუხედავად იმისა რომ ის აზრზე არაა რას შვება და მითუმეტეს შენი ძმაკაცის მონატრებას იკლავს ამ კოცნით და თითქოს მას კოცნიდეს. დიმას მაინც რაღაცნაირმა,სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და უნებურად გაეღიმა. იცოდა რომ მსგავსი რამ არასდროს არ განმეორდებოდა,არასდროს მისცემდა თავს მისი ძმაკაცის შეყვარებულზე მსგავსი რამეები ეფიქრა და განეხორციელებინა,რომ არა ელენეს წამიერი გამოხტომა.ამიტომ იმ წამით დატკბა,რომელიც მეტჯერ აღარასდროს განმეორდებოდა თავის ცხოვრებაში.მას შეუყვარდა, მართლა შეუყვარდა ელენე და ამის გამო თავის თავს წყევლის,მაგრამ რას იზამს როცა გულს ვერ უბრძანა და ის შეუყვარდა ვინც არ უნდა შეყვარებოდა?ის გულში ჩუმად,თავისთვის იკლავს ამ გრძნობას და იცის რომ ელენე მისთვის აკრძალული ხილია,რომ ის მისი არასოდეს არ იქნება და ამაზე არც ოცნებობს,რადგანის მისი საუკეთესო მეგობრის, მისი ძმის შეყვარებულია. მერე რა რომ ყოფილია? მათ ერთმანეთი უყვართ და ეს დიმასთვის საკმარისი მიზეზია რომ თავის გრძნობებს გამომზეურების საშუალება არ მისცეს. მისაღები მიალაგა.მერე ნანოს გადაურეკა და გააფრთხილა რომ ელენე მასთან იყო და გათიშულს ეძინა. საუბარს რომ მორჩ პლედი და ბალიში აიღო და დივანზე დაწვა. ბევრი ფიქრის შემდეგ მასაც მიეძინა. დილით ძლივს წამოიზლაზნა დიმა. პლედი დაკეცა და ბალიშზე დადო. აბაზანაში შევიდა.მოწესრიგდა და მერე ელენესაც შეაკითხა,რომელსაც კვლავ ეძინა. ფრთხილად გამოიხურა კარები და მისაღებში გამოვიდა. ამ დროს კარებზე ზარი დარეკეს. -კიდევ ძინავს?-პირდაპირ კითხა ნანომ და დიმა გადაკოცნა -ჯერ არ გაუღვიძია.ეხლა შევაკითხე და გათიშულს ძინავს-გაეღიმა -ბევრი დალია ხო?-შეწუხებულმა იკითხა ნანომ -საკმაოდ-არ დამალა დიმამ -ვერ ვცნობ ამ გოგოს საერთოდ. სულ სხვანაირი გახდა-დივანზე ჩამოჯდა. -მასაც გაუგე. ძნელია მის მდგომარეობაში ყოფნა ნანო.ძალიან მეცოდება-ნაღვლიანმა ჩაილარაპაკა დიმამ -დიმა-ცოტა ხნის დუმილის შემდეგ მიუბრუნდა კითხვით დიმას-ერთ რაღაცას გკითხავ, ოღონდ დამპირდი რომ არ გეწყინება თუ ეს სიმართლე არაა,კარგი?-უთხრა მორიდებით ნანომ. -გისმენ აბა ნანო,რა უნდა მკითხო ასეთი? -დიმა,ელენე გიყვარს?-პირდაპირ აჯახა და თვალები გაუსწორა. დიმა ადგილს მიეყინა. არ მოელოდა ნანოსგან მსგავს შეკითხვას. ნანოსგან კი არა არავისგან. საიდან მიხვდა?თავის თავს დაუსვა ეს შეკითხვა -სა..საიდან მოიტანე ნანო?-ხმა ჩაეხლიჩა დიმას და შეეცადა მზერა აერიდებინა მისთვის -მივხვდი.საერთოდ ადამიანის ამოცნობა კარგად მეხერხება.ასე არ არის?-ურცხვად არ აშორებდა დიმას თვალს -ნუთი ვერ ხვდები რომ სისულელეს ამბობ ნანო?-ანერვიულებულმა მიუგო -რატომ ანერვიულდი დიმა? მე ხომ უბრალოდ გკითხე?-გამომცდელად მიაჩერდა -უაზრობას მეკითხები და იმიტომ -შენც მშვენივრად იცი რომ უაზრობა არაა.შენ ელენე გიყვარს!-ჯიუტად იმეორებდა თავისას ნანო- შენს ყველა მზერაში მისადმი ჩანს დიდი სიყვარული. შენ ვერ ამჩნევ,ვერც სხვა,მაგრამ მე მშვენივრად ვამჩნევ როგორი სიყვარულით სავსე თვალებით უყურებ ხოლმე ელენეს და მასზე როგორ ზრუნავ. სულ მის გვერდით ხარ და ცდილობ მხარში დაუდგე, იმის მიუხედავად რომ ცოტნეს ძმაკაცი ხარ, ელენეზე უფრო შეგტკივა გული და მას ამხნევებ, როცა ცოტნეს გვერდით უნდა იყო და მას ემხრობოდე და ცდილობდე ელენე ცოტნეს მხარეზე გადაიყვანო,მაგრამ შენ ამას არ აკეთებ დიმა,რადგან შენ გაწყობს რომ ელენე ცოტნესთან არ იყოს!-მონოლოგი დაასრულა ნანომ და დიმას გაოგნებულ-გაბრაზებულ-გაცხარებულ სახეს შეხედა -აქედან მხოლოდ ერთი რამეა სიმართლე.ის რომ ელენე მიყვარს-ექოსავით გაისმა მისი ხმა ოთახში და ნანოს თვალები გაუფართოვდა. მიუხედავად იმისა რომ ხვდებოდა დიმას გრძნობებს, მაინც არ ელოდა ასე მალე თუ აღიარებდა დიმა ამას-მე ელენე დანახვისთანავე შემიყვარდა,მაშინ არც ვიცოდი რომ ცოტნეს შეყვარებული იყო. იქ, აეროპორტში ვიგრძენი მის მიმართ რაღაც უხილავი. როგორც კი გავიგე რომ ელენე ცოტნეს შეყვარებული იყო, მაშინვე უარი ვთქვი ჩემს გრძნობებზე და ჩემთვის,გულშ ვიკლავდი და ვიკლავ. ცოტნე ჩემი ძმაა ნანო. მე ის ძალიან მიყვარს და ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ რომ ელენესთან რამე სხვანაირად გავაკეთო და სხვანაირად მოვექცე. ყველანაირად ვცდილობდი ჩემი გრძნობების დამალვას და წარმოდგენა არ მაქვს შენ როგორ მიხვდი. რაც შეეხება შენს მიერ წარმოთქმულ ბოლო ბრალდებას,რომ მე მაწყობს ელენე ცოტნესთან არ იყოს ეგ აბსურდია-კატგორიული ხმით უთხრა დიმამ- მართალია მიყვარს ელენე,მაგრამ არასდროს გამივლია გულში რამე ცუდი რომ მე მაწყობდა ელენე და ცოტნე დაშორებულიყნენ და მერე ელენე ჩემთან ყოფილიყო. არა! ეს სისულელეა. პირიქით, ყველაზე მეტად მინდა რომ ელენე და ცოტნე შერიგდნენ და ერთად ბედნიერები იყვნენ. მე ამაზე მეტად არაფერი გამიხარდება. მშვენივარდ ვიცი რომ ელენე ჩემი არასდროს იქნება, თუნდაც ცოტნესთან აღარასდროს დაბრუნდეს. ის ყოველთვის ჩემი ძმაკაცის შეყვარებული იქნება და მე მას ისე შევხედავ როგორც ჩემს დას,მიუხედავად ჩემი გრძნობებისა!-მონოლოგი დაამთვრა დიმამ და ყბადაღებულ ნანოს მიაჩერდა. არანაკლებ შოკირებული და ყბადაღებული იდგა ელენე მისაღები ოთახის კართან და მათ დიალოგს ისმენდა,რომლებსაც საერთოდ არ ქონდათ იმის აზრი, რომ შეიძლებოდა მათი დიალოგი ვინმეს მოესმინა და მითუმეტეს ეს ვინმე ელენე ყოფილიყო. ძალიან მიხარია რომ კითხულობთ და თქვენს აზრს რომ მიზიარებთ. პ.ს დიმა არ არის ცუდი პიროვნება. ასე მალეც ვერ გავაქრობ. რაც შეეხება ცოტნეს,მალე დაბრუნდება. ვეცადე ცოტა მოზრდილი თავი დამედო და იმედია მოგეწონებათ.ახალ თAვს ხვალ,12ის მერე დავდებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.