შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნერვებზე მოთამაშე (7 დასასრული)


17-03-2015, 21:05
ავტორი MyLove
ნანახია 5 030

სუნთქვაშეკრული, ვერც კი იაზრებდა იმას, რომ მისი სიჩერჩეტის გამო, შეიძლება ალექსანდრე, ასე ერთი ხელის მოსმით დაეკარგა. უბრალოდ, გაშტერებული მისჩერებოდა ერთ სრულიად უაზრო წერტილს, ამ წამს, უცხო ადამიანს რომ დაენახა, უეჭველად გიჟად შერაცხავდა ბიჭიაშვილს. ვინ რას ფიქრობდა მასზე, ყველაზე ნაკლებად იმ წამს აინტერესებდა.. გული შემზარავ დარტყმებს აგზავნიდა გულ-მკერდის არეში, სუნთქვაც კი უჭირდა, ერთი რომ ამოესუნთქა, შეიძლება სული ჩაეწვებოდა, ყოველი ნაწილი ფერფლად ექცეოდა, ხელისგულები სრულიად დაეოფლა და წკარა-წკურით ეცემოდა ბამბის მატერიას.. დაბუჟებულს, ცრემლებიც კი აღარ გადმოდიოდა, აქამდე ულამაზეს, უმანკოდ მოციმციმე თვალებში. უნდოდა, ისე მაგრად ეტირა, მთელი სამყაროს ცრემლი თვითონ დაეღვარა, ბოლო ხმაზე ეყვირა გაურკვეველი სიტყვები, ბგერები, ან უაზრო ღმუილი ამოეშვა. გოგონები ხმას ვერ იღებდნენ, გაკვირვებულ-გულნატკენები მისჩერებოდნენ ელენეს, რომელიც პირვანდელ პოზაში იყო და ხმას არ იღებდა.
-როდემდე უნდა იყო ასე, ელენე?-ვეღარ მოითმინა ოდიშელიძემ და ჩუმად დაიჩურჩულა.
ბიჭიაშვილმა ისე დააკვესა თვალები, თითქოს პირველად მოესმინა მის ყურს ადამიანის სიტყვა.
-რას ნიშნავს, როდემდე?! მე რა შემიძლია...-ამოიკნავლა ხმაწართმეულმა და სატირლად დაბრეცილ ტუჩებს ძლივს გაუწია წინააღმდეგობა, იცოდა, ცრემლს ვერ დაღვრიდა, არა იმიტომ, რომ ამაყი იყო, არამედ იმიტომ, რომ ვერ შეძლევდა ამას, გული ცემას შეწყვეტდა იცოდა, ახლა ტირილი რომ ეცადა. სული აუკივლდებოდა, უბრალოდ, ჰაერს ვერ ამოუშვებდა პირიდან, ყველა გრძნობა შეეზღუდებოდა.
-ელენ.. მომისმინე, აშკარად ეტყობოდა ალექსანდრეს, რომ ნერვიულობდა, თვალებით საპირისპიროს ამბობდა, ენით კი_სხვას, არც მას უნდა წასვლა,-ხმა ამოიღო ნუციმ, როდესაც, თვითონაც შეწუხდა დაქალის მდგომარეობით.
-აბა, რატომ მიდის? რატომ? თუ არ უნდა, რატომ მიდის?-ყვირილის ხმაც კი არ ქონდა, არც თავი. ნერვები უტოკავდა, ხვდებოდა, თავს ვერ დაიმორჩილებდა რამდენიმე წამში. სახლში რომ ყოფილიყო, რამეს აუცილებლად დალეწავდა, მის ტკივილს სხვა რამეზე აუცილებლად გადაანაწილებდა.
-ალექსანდრე ასეთია.. სულსწრაფი და მოუთმენელია.. ვერ შეძლებს, შორიდან გიყუროს, ისედაც, ამდენი ხანი გაცადა გაზრდა, ახლა კი შენი ჭირვეულობა ყველაფერს უსპობს..-აუხსნა სიტუაცია ელენეს მარიამმა.
-რა ვქნა?! უკვე წავიდა ხომ?.. გაფრინდა ამერიკაში?-მონოტონურად დაიჩურჩულა.
გოგონებს რომ არ სცოდნოდათ მისი გულჩვილობის ამბავი, ნამდვილად ფსიქოლოგიურ აშლილობას მიაწერდნენ მის ასეთ საქციელს.
-დღეს დილას, შვიდ საათზე გაფრინდა,-თქვა ჩუმად მაკომ და გოგონებს ანიშნა წასულიყვნენ,-შენთვის, ერთი ბილეთი დატოვა, ყოველი შემთხვევისთვის, თუ გადაიფიქრებს, ჩამოვიდესო..-თეთრ კონვერტი ხელში მიაჩეჩა და გოგონებთან ერთად დატოვა სახლი,-ფიქრი არ უნდა მაგას! გადაარჩინე შენი ბედნიერება,-მიაძახა კარში გასულმა.
ამჯერად თეთრ კონვერტს დააშტერდა.
რა უნდა ექნა? წასულიყო?! გაუშვებდა კი ამხელა ბედნიერებას ხელიდან? ასე უცებ მიატოვებდა ჯერ არ ჩამოყალიბებულ გრძნობას?
ხელის კანკალით გახსნა კონვერტი და რეისის თარიღი წაიკითხა. „5 ნოემბერი. რეგისტრაციის დრო: 14:00.პირდაპირი რეისი თბილისი-ნიუ იორკი“
მოტიკტიკე საათს გახედა იმ იმედით, რომ ერთი საათი მაინც ექნებოდა დარჩენილი, მაგრამ სულ ტყუილად, ციფერბლატი 13:35 წუთს უჩვენებდა.
საერთოდ არ უფიქრია ბარგზე, უბრალოდ სიფრიფანა კაბა გადაიცვა, პირადობა და პასპორტი პატარა ჩანთაში ჩაჩურთა და სახლი კისრისტეხით დატოვა.
ტაქსი მილიონჯერ დააჩქარა, რეგისტრაციაზე თუ დააგვიანებდა, წასული იყო მისი საქმე.
წუთი წუთზე მიუსწრო და მალევე ჩაჯდა თვითმფრინავში. ხალხი „უბარგო მგზავრს“ გაკვირვებული უყურებდა, თუმცა ბიჭიაშვილი არ დარდობდა მათზე, მისთვის მთავარი იყო, დროზე ჩაეღწია ნიუ იორკში და კონვერტის უკანა ფურცელზე ამოტვიფრულ მისამართზე მისულიყო, გაკრული ხელით რომ იყო ნაწერი. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ გულბანის ნაწერია.
რამდენიმესაათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ, უზარმაზარ ქალაქში ჩავიდა. აეროპორტში არავინ დახვედრია, რა თქმა უნდა.
უიმედოდ გავიდა უზარმაზარ ქუჩაში. თბილისის პატარა საცხოვრებელი, საერთო ბინები ნამდვილად, მილიონჯერ პატარა იყო ამ მინის, უზარმაზერ ცათამრჯენებთან შედარებით.
ქალაქის დათვალიერებისთვის ნამდვილად არ ცხელოდა ბიჭიაშვილს, ყვითელ ტაქსს ხელი დაუქნია, რას წარმოიდგენდა ადრე, ამერიკის მიწაზე თუ დადგამდა ფეხს. მისი და ალექსანდრეს ურთიერთობა რომ არა, ალბათ მაგელანზე მეტად გაუხარდებოდა ამ მიწაზე ფეხის დადგმა.
-Hello,(გამარჯობა)-მიესალმა სუსტ მძღოლს, სათვალეებიდან თბილად რომ უყურებდა.
-Hello, sweet. Where are we going?(გამარჯობა საყვარელო.სად მივდივართ?)-ნამდვილი ამერიკული აქცენტით ჩაილაპარაკა.
-Houstone street, House N159.(ჰოსტონის ქუჩა, სახლი ნომერი 159)
-Okey! Where are you from? I think you’re not American..(კარგი! საიდან ხართ თქვენ? მე ვფიქრობ, არ ხართ ამერიკელი)
-I’m from Georgia, Tbilisi. Do u know about it?(მე ვარ საქართველოდან, თბილისიდან. იცით რამე მის შესახებ?)
-Yes, my wife is Georgian..(დიახ, ჩემი ცოლი ქართველია)
-Really?(მართლა?)-გაკვირვება ვერ დამალა ბიჭიაშვილმა, არა და არც არაფერი იყო ამაში გასაკვირი, ხომ შეიძლება ამერიკელს ქართველი ცოლი ყავდეს? ქართველი ქალი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია, მსოფლიოს ქალებს შორის.
-Really, really. She’s from Shatili. Georgia is very beautiful! (მართლა, მართლა. ის არის შატილიდან. საქართველო ძალიან ლამაზია.)
-Cool!(მაგარია!)
-My daughter is 14 years old. Her name is Kesane, Georgian name..(ჩემი ქალიშვილი 14 წლისაა, მისი სახელია კესანე, ქართული სახელი..)
-I like Kesane. It’s flower name, in Khevsureti.(მომწონს კესანე. ყვავილის სახელია ხევსურეთში)
-And what is your name?(და შენ რა გქვია?)
-My name is Elene.(ჩემი სახელია ელენე.)
-You’re very beautiful. I’m Shawn.. Shawn Lorren..(ძალიან ლამაზი ხართ. მე შონი ვარ.. შონ ლორენი)
-Nice to meet u.(სასიამოვნოა შენთან შეხვედრა.)
-Here we are!(მოვედით!)
-Okey. Good bye Mr.Shawn!..(კარგი. ნახვამდის ბატონო შონ!)
სულ კანკალებდა ბიჭიაშვილი. სანამ კარზე დააკაკუნებდა, ლამის უკან მობრუნებაც კი გადაწყვიტა, მაგრამ ამხელა გზა იმისთვის გამოიარა, რომ ალექსანდრე ჯერ კიდევ დაუკარგავად დაებრუნებინა.
აკანკალებული ხელის მტევანი მუშტად შეკრა და რკინის შავ კარზე გაუბედავად დააკაკუნა.
რამდენიმე წამში კარს მიღმა მდუმარე სივრცე ახმაურდა. კედლის მეორე მხრიდანაც გრძნობდა ალექსანდრეს სუნთქვასა და გულის ფეთქვას. როგორც ჩანს, ისიც ბიჭიაშვილივით ნერვიულობდა.
კარები ნელა გაიღო. გულისცემა ყელში მოებჯინა ელენეს. მუცლის არეში, თითქოს კვანძი შეეკრაო, ისეთი ტკივილი იგრძნო, ალექსანდრეს აბურძგნულ თმასა და ოდნავ ჩაშავებულ თვალებს რომ მოკიდა თვალი.
რამდენიმე წუთი, ასე ჩუმად იდგა ორივე.
პირველი ნაბიჯი ისე გადადგა ბიჭიაშვილმა, არც კი დაფიქრებულა. წვრილი ხელები განიერ მხრებზე გაბედულად შემოხვია.
გულიდან ყველა ლოდის მოხსნა ერთდროულად იგრძნო.
იგრძნო, მართლაც, როგორ გაქრა ირგვლივ გარესამყარო და როგორ გამოეთიშა რეალობას.
გულბანმაც მაგრად შემოხვია წელზე განიერი ხელები და მონატრებული სხეული გულზე მიიხუტა. თვალდახუჭულმა ღრმად ჩაისუნთქა გრილი თმის სურნელი, ასე რომ აგიჟებდა და ჭკუას აკარგვინებდა, უკვე ხუთ წელზე მეტია.
-რატომ ხარ ასეთი ჯიუტი?-ჰკითხა ჩახლეწილი ხმით და სახლში ჩახუტებულმა შეიყვამა სიფრიფანა სხეული.
-გპირდები, აღარ ვიქნები ასეთი ჯიუტი!
-სულ.. სულ ასეთი ჯიუტი იყავი, მახსოვს, როგორ იტანდი შენსას სულ, პატარა რომ იყავი... გიცნობ, ხუთ წელზე მეტია ვიცი ვინც ხარ.. არ გიცნობდი, არ ვიცოდი ვინ იყავი.. მაგრამ ჩემი სული ხარ.. ჩემი ნათელი სხივი ხარ იცი?! შენი მზისფერი ღიმილი როგორ მსიამოვნებს.. ღმერთო, როგორ მაკარგვინებს ჭკუას.. შენთან სიახლოვის დროს, როგორ მინდა მაგრად ჩაგეხუტო და ძვლები აგატკივო.. როგორ მინდა სახის თითოეული ნაკვთი გახელებით დაგიკოცნო და ჩემად დაგიგულო.. შენ ჩემში იყავი სულ.. მაშინაც, კი რომ დავიბადე.. უბრალოდ, არ ვიცოდი ვინ იყავი.. არ ვიცოდი რა გერქვა..უსათუოდ გგრძნობდი.. მიუხედავად მილიონი ქალისა, მაინც ვიყავი დარწმმუნებული იმაში, რომ ჩემი ცოლი ყველაზე სუფთა იქნებოდა.. მეგონა, რომ ეს მოჩუქურთმებული სიტყვები არ მეხერხებოდა, უბრალოდ შენმა რამდენიმესაათიანმა მონატრებამ პიკს მიაღწია.. პირში გეტყვი, რომ ვერ ვძლებ უშენოდ..
ცრემლწამსკდარი ბიჭიაშვილი ნაზად შეეხო ბიჭის ათრთოლებულ ბაგეს.
მისი ოცნებაც ახდა!
888
-დე..დედიკო!-პატარა ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი გოგონა სწრაფად შეტანტალდა და ელენეს ფეხზე აეკრა.
-რა მოხდა ტასუნა?-საჭმლის კეთებას თავი მიანება ბიჭიაშვილმა და მოტიტინე გოგონა ხელში დაიჭირა.
-ანდლოს უთქალი ლამე.. მაჩინებს..
-რას გეუბნება?!
-ზოლო ვალო.. და ნუ მიკულებ ზოლოს ცქენივითო,-წყაროსავით ჩამოურაკრაკა „საშინელი“ ამბავი ანასტასიამ დედას.
-ანდრო! ზოროს ცხენივით ყურება რა ზრდილობაა?-გასძახა შვილს, რომელიც მამამისთან ერთად რაღაცას თამაშობდა.
-მამიკომ, ჩვენ დროს ეგ ხუმრობა იყო მოდაშიო!-დაასმინა მამამისი ანდრომ, საპასუხოდ ალექსანდრეს გაკრეჭა მიიღო ელენემ.
-ხანდახან მგონია, შენში არის რაღაც სერიოზული!-ჩაიქირქილა ელენემ და ისიც შეუერთდა საოჯახო რიტუალს, რომელიც ბალიშებით თამაშს მოისაზრებდა.

THE END
ეძღვნება ელენე ბიჭიაშვილს.
888888888888888888888888888888888888888

მოკლედ... ესეც ერთი ისტორია მივახრჩე!.. იმედია ისიამოვნეთ და მოგეწონათთ!!
ძალიან, ძალიან მიყვარხააააააართ!
ხო ამ კვირის ბოლოს დაგიბრუნდებით....
ვაგრძელებ „ჩემს მინდას მიგაჩვევ“-ს! ^^^



№1 სტუმარი anka

Au au dzaan kargi iyo martla dzaan momwonda DA did I siamovnebit vkitxulobdi jer imitom ROM aleqsandre saxelze chkva meketeba very warmoidgen rigor DA istoria co vabfshe ♥♥♥♥♥♥

 


№2  offline წევრი mariami21

კარგი იყოო,, მომეწონა ეს ისტორია და მეგონა წინას არ დაასრულებდიი, კარგია თუ შევცდი, გელოდებიიი

 


№3 სტუმარი elena svani

რაფერი კაი ხარ იცი გოგო შენ??? იმფერი იმფერიიიიი....<3

 


№4  offline მოდერი ელი

ჩემი გოგო!
ელენე ბიჭიაშვილს ძალიან მაგრად უყვარხარ ჩემო ბუშტო...
ძალიან დიდი მადლობა მ ისტორიისათვის...
ძალიან მაგარი გამოგივიდა მიყვარხარ ბუშტიიი

 


№5  offline მოდერი MyLove

მადლობას გიხდით ყველას! :)
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№6  offline წევრი NA NO

მართლა კარგაად მიახრჩეე :d კაიი იყოოოო

 


№7  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra kargi xar

 


№8  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra kargi iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent