წვიმას თუ არა თავს მაინც შეგაყვარებ (დასასრული)
15 თავი „შემიყვარდი, შემიყვარდი, შემიყვარდი, შემიყვარდი“ იმეორებდა და იმეორებდა გონებაში და გაგიჟების პირას იყო. ერთბაშად იმდენი ემოცია შემოაწვა რომ ვერ გაუძლო და ჩაიკეცა. შეეშინდა, გაუკვირდა, გაოგნდა, ენა ჩაუვარდა მაგრამ ყველაზე დიდი დოზით ერთი რამ იგრძნო... მთელს ძვალ-რბილში დაუარეს გაგას სიტყვებმა და სულ დააჟრიალა. გაუხარდა! გ ა უ ხ ა რ დ ა ! იმაზე მეტად გაუხარდა, ვიდრე გამოცდების ჩაბარება, ადვოკატობა, ნიაკოს წორწილში მეჯვარეობა, ელენიკოს დაბადება, ლუკას ჩამოსვლა. სულ სხვანაირი ბედნიერება და არეულობა იგრძნო. ისიც იცოდა, არასწორი რომ იყო, მაგრამ ამას მაინც ვერაფერს უხერხებდა! ყველაზე ბედნიერი იყო, თუმცა სიტყვები ჯერ ბოლომდე გააზრებული არ ჰქონდა. მხოლოდ გაცეცხლებულ, მისი შეშინებული სახის დანახვაზე უარესად შეშინებულ გაგას უყურებდა და ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა. ვერც იმას ხსნიდა რა ატირებდა, უბრალოდ საშინლად სჭირდებოდა ტირილი და ტიროდა. -რ-რა გ-გ-ატირებს? - შეშინებული ხმით ჰკითხა გაგამ და მასთან დაიხარა. - შეგაშინე? დარტყმას არ ვაპირებდი! ხელი გატკინე... - ანერვიულდა და თვალები აევსო. - ბოდიში რა, ნუცა არ მინდოდა, ბოდიში რა.. ძალიან გტკივა?- ნუცამ უცებ გააქნია თავი. -მაშინ რა გატირებს? ნუ გამაგიჟე რა გატირებს? - ნუცამ თავი წამოწია და გაგას თვალებს შეხედა. მის ანარეკლში საკუთარი თავი დაინახა და გაეღიმა. -სერიოზულად თქვი? - იკითხა ისე რომ მზერა არ მოუშორებია გაგას თვალებისთვის. თავი უნდა ჩაეხარა მაგრამ ნუცამ ხელებით სახე დაუჭირა და მზერა გაუსწორა. - მიპასუხე რა, გთხოვ. - თქვა და იგრძნო როგორ ჩამოუგორდა კიდევ ერთი ცრემლი. გაგამ ნელა დაუქნია თავი. ტირილს კიდევ უფრო უმატა. -არა! - წამოდგა ნუცა. - არ შეილება, ცოლი მოგყავს. - ირიონიულად თქვა. - არ უნდა გიყვარდე მე! - ამბობდა და გრძნობდა როგორ ეპობოდა გული. -აბა მაშინ რა გატირებს? - ისევ გაამკაცრა სახე. ამაზე პასუხს ვერ ეტყოდა. -სულ-ერთია. - თქვა უაზროდ. -არ არის! -არის! -ნუცა... - დაიწყო გაგამ. -მე თუ გი...- დაიწყო მაგრამ ვერ დააბოლოვა. - მოიცადე მე რანაირად შეგიყვარდი. - თავის სიტყვებზე გაეცინა. გაგასაც გაეღიმა. -აი ისე, შენ რომ შეგიყვარდი მე! - სიცილი დაიწყო გაგამ. -ნათელმხილველს არ გავხარ. - წარბი აწია გოგონამ. -ტირილის მიზეზები ვიცი ხოლმე. - თვალი ჩაუკრა გაგამ. -ჰო და ცდები! მისმინე გაგა არაა ეგ სწორი. ცოლი თუ მოგყავს მე რანაირად გიყვარვარ არ შეილება. მიუხედავად ყველაფრისა... მგონი ხვდები რასაც ვგულისხმობ ყველაფერში. თინა უბრალო გოგოა, რომლის საქმროც შენ ხარ და არ იმსახურებს იმას, რომ მის საქმროს მე ვუყვარდე... - თქვა და ცრემლები წასკდა. -ნუ ტირიხარ! - მკაცრად უთხრა. -ეხლა მაინც მოიშორე ეგ სიმკაცრე! - დაუყვირა... -მაშინ ტირილს მორჩი! - არც მან დააკლო. ტელეფონის ზარმა უხერხული სიჩუმე დაარღვია. დახედა თუ არა გაგამ ნომერს მაშინვე გამორთო. ნუცას ჩაეცინა. -ხედავ? ესაა რასაც ვამბობ. არ გვიწერია მე და შენ ერთად ყოფნა. შევეგუე უკვე. შენც შეეგუები მალე. არასწორია ჩვენი სიყვარული. - ირონიულად თქვა და მხოლოდ მაშინ შენიშნა რომ ლუკა გამწარებული აკაკუნებდა კარებზე და იგინებოდა. -კარგად ვარ ლუკა ნუ გეშინია. - უთხრა და კაკუნი შეწყდა. ისევ გაგას გახედა. გაშეშებული იდგა. -რატო არ მეკითხები მე თუ გიყვარვარ თინაზე რატომ ქორწინდებიო? - ჰკითხა დამშვიდებული ხმით. -უგემოვნო ნამდვილად ხარ! - გაეღიმა. - მაგრამ არამგონია ამდენად იყო. რამე იქნებოდა.. - თქვა და თავი ჩახარა. -შემილია რო გენდო? - ნუცამ თავი დაუქნია. -არ ღირს თქმა. - დაამატა შემდეგ. თავადაც გაუკვირდა და გაგას სახეზეც იგივე ამოიკითხა. შემდეგ? გაგა წავიდა... თავად ისე ღრიალი მორთო. ოღონდ ვერ გაეგო ბედნიერების თუ უბედურების. მგონი ორივეს. რა აზრი ჰქონდა რომ უყვარდა, მაინც ვერ იქნებოდნენ ერთად და უნდა დატანჯულიყვნენ. ერჩივნა ის სცოდნოდა რომ არ უყვარდა და არც შეუყვარდებოდა, ვიდრე ახლა რომ იცოდა ისიც მისავით იყო და მისავით ენატრებოდა. ოქტომბრის ბოლოს, უკვე საგრძნობლად აცივდა. წვიმაც უფრო ხშირად მოდიოდა და ნუცას ისედაც გაფუჭებულ ხასიათს უფრო აფუჭებდა. ციხიდან მოდიოდა, პატიმარი ნახა და რაღაცეები გამოჰკითხა, როდესაც გზა ვიღაცამ გადაუჭრა. იმ ვიღაცაში მალე გაგას მანქანა იცნო და თვალები გაადიდა. სარკეში უნებურად ჩაიხედა. ცუდად არ გამოიყურებოდა მაგრამ ეს რა შუაში იყო? თავად არ უთხრა, ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლებაო? იგრძნო რომ შუა გზაში გაგა ძალით შეეჩეხა და მაქანა გააჩერა. გვერდით დაუყენა მანქანა გაგამაც. -თმა მაინც არ შეიღებე ხო? - გაუკვირდა ნუცას ეს კითხვა და უნებურად აუტყდა სიცილი. -ნწ. - გააქნია თავი და სიცილი შეწყვიტა. - ქორწილის მოსაწვევი როდის მომივა? - ირონიულად ჰკითხა. -არ მოგივა. -ხო იცი როგორ ეწყინება შენ მახინჯ ცოლს რომ არ დავგესლო. -უნდა გელაპარაკო ნუცა. -არ მაქვს სალარაკო არაფერი. -მე მაქვს! -მე არა! - დაჯიუტდა და მანქანა დაძრა. არც გაგა ჩამორჩა და უკან გაეკიდა. მანამ მიყვა სანამ სამსახურთან არ გააჩერა ნუცამ მანქანა. შემდეგ აორთქლდა... იმ საღამოს ლიკასთანნ ავიდა, ელენიკო საკმაოდ გაზრდილიყო ბოლო დღეების მანძილზე. ნათლიასავით ჟღალი თმაც ეზრდებოდა და ნუცა ამაყობდა, ვისი ნათლულია ლამაზი რომ არ იყოსო. -ნუცა... - დაიწყო ლიკამ და წინ ყავა დაუდგა. „რაო?“ თვალებით ჰკითხა ნუცამ. -ძაან შეიცვალე ბოლო დროს... ძალიან კარგად გიცნობ. იმას ვხედავ რასაც სხვები ვერ ხედავენ. -მაინც? - ჰკითხა ნუცამ. ხასიათი სულ წაეშალა. -გაგა გიყვარს. - ჩაეცინა, ლიკას ახედა. -საიდან...? - დაიწყო თუმცა გოგონამ შეაწყვეტინა. -გაგახსნო ყველაფერი? აი ისე კარგად გიცნობ, შენ რომ არ იცნობ მასე შენ თავს! -ესე ძაან მეტყობა? - დანაღვლიანდა. -ძალიან გიყვარს? - თავი დაუქნია. -არ უთხრა რა... გთხოვ ვიცი რო არაა სწორი საქციელი მარა გეხვეწები ლიკა რა... - გოგონამ თავი დაუქნია და მაგრად ჩაიხუტა აქვითინებული დაქალი. სახლში რომ მივიდა, ლუკა იქ დახვდა. ძალიან ცდილობდა ნუცას ხასიათზე მოყვანას და მხოლოდ თავისი ცოლების ისტორიებით შეძლო. ფეისბუქზე მათ სურათებს ათვალიერებინებდა, ერთი-მეორეზე უკეთესები იყვნენ, ამ დებილს კიდევ ქართული სილამაზე ჰქონდა ატეხილი. -უიმე რა ქართული სილამაზე, რის ქართული სილამაზე. ერთი შენც კარგად გაქვს ტვინში საქმეები რა! - ხარხარით უთხრა მეგობარს და მხარი გაჰკრა. -ოჰ, ნუცუბიძეების სიმპატიურობასავით არიან ხო? - წაკბინა ლუკამ. -სახლში გაგვიანდება! - მკაცრად უთხრა მაგრამ მაინც გაეცინა. შემდეგ დილას, კარზე ზარის ხმამ გააღვიძა. ზოზინით წამოდგა და კარი გააღო. ვერავინ დაინახა, თუმცა კარის დახურვა რომ დააპირა, პატარა კონვერტი შენიშნა და კანკალით აიღო ხელში. კარი ძლივს მიხურა, დივანზე წამოჯდა და კონვერტი გახსნა. „თინა ხმალაძე და გაგა ნუცუბიძე ეპატიჟებიან ნუცა გოცირიძეს მათ ქორწილში.“ გაუკვირდა, არ უტირია. იცოდა რომ ადრე თუ გვიან მოუვიდოდა ეს მოსაწვევი. იმას ვერ ხვდებოდა ქორწილში როგორ უნდა წასულიყო... შაბათი იყო და სამსახურში არ მიდიოდა. ქორწილი ოთხშაბათს ჰქონდათ... გოგონები ამოვიდნენ სრული შემადგენლობით. შემდეგ ლუკაც ჩამოვიდა ზემოდან. ერთად განიხილავდნენ გაგას და თინას ქორწილს. ვინ რას ჩაიცვამდა, თავად პატარძალს როგორი კაბა ეცმეოდა მისი მოკლე ფეხები რომ დაემალა და რამდენ მეტრიან ქუსლებზე შედგებოდა. მხოლოდ ნუცა იყო ჩუმად და მხოლოდ ქეთა, ლიკა და ლუკა ხვდებოდნენ ამის მიზეზს. ერთი ყურსასმენი ჰქონდა ყურში გაკეთებული და წიგნს კითხულობდა. გეგონება ამდენი ხალხი არ ყოლოდა გარშემო. ყველა იყო უკვე შეჩვეული ნუცას ხასიათის საოცარ ცვლილებას და ყურადღებას აღარ აქცევდნენ. მხოლოდ მაშინ მოიხსნა ნუცამ ყურსასმენი, რომ ჰკითხეს ხომ მოდიხარ ქორწილშიო. ამაზე პასუხი მართლა არ იცოდა. თავს საკმარისად ძლიერად არ თვლიდა რომ ეყურებინა როგორ ირთავდა ცოლად მისი საყვარელი ადამიანი ვიღაც მახინჯს. ლამაზი მაინც ყოფილიყო თინა, იტყოდა, ჯანდაბას, ლამაზია შეუყვარდა და კარგი გოგოა, ბედნიერები იქნებიანო. მაგრამ როგორ მოესვენა როცა იცოდა რომ გაგას არ უყვარდა? და როგორ მოესვენა როცა ასეთ „ანგელოზივით“ ბიჭს გვერდით ასეთი სულით ხორცამდე ნაგავი ედგა? -ნუცა აქ ხარ? - ფიქრებიდან მარის ხმამ გამოიყვანა. თავი დაუქნია. -რავი. - მხრები აიჩეჩა. -რა რავი? -არ მინდა წამოსვლა. -რატომ? -ქორწილი არ შევარგო იმ მახინჯს? - გაიცინა. -რო არ უნდა შეარგო, ზუსტად მაგიტო უნდა წამოხვიდე! - უთხრა ლუკამ და თვალი ჩაუკრა. შაბათს, საღამოს, მარტო იყო სახლში და წიგნის დაძაბულ მომენტს ისე კითხულობდა, გეგონება თავადაც იმ ციხეში იყო და თვითონაც პატიმართან ერთად იპარებოდა. ტელეფონის ვიბრაციამ შეახტუნა და რამის წიგნი ძირს დაუვარდა. გაბრაზებულმა შეხედა ტელეფონს და ლათინური ასოებით დაწერილი სახელი გაგა რომ ამოიკითხა თვალები გაუდიდდა, გულისცემა აუჩქარდა, ძლივს მოხსნა ტელეფონს პაროლი და მესიჯი წაიკითხა: „unda gnaxo” ნახევარ საათში გაგასთან ერთად მთაწმინდისკენ ადიოდა. სიტყვა არ უთქვამთ ერთმანეთისთვის. ორივეს გული უჩერდებოდა, ან ძალიან სწრაფად უცემდა. ძალიან ენატრებოდათ ერთმანეთი, იცოდნენ რომ არასწორი იყო მაგრამ ახსენდებოდათ, გულს ვერ უბრძანებო და სხვა გზა არ ჰქონდათ, ემორჩილებოდნენ. სიჩუმე მაინც ნუცამ დაარღვია. -რა გინდოდა? - თავის ხმის გაგონებაზე თავად შეიშმუშნა, იმაზე ჩუმად გამოუვიდა ვიდრე ელოდა. გაგა შეიშმუშნა. გაჩერდა და თვალებში ჩახედა. -მოსაწვევი... -მომივიდა. - გააწყვეტინა. -რაღაც უნდა გითხრა და დამპირდი რო არ გამაწყვეტინებ. - ნუცამ თავი დაუქნია. -არ მიყვვარს თინა. - ირონიულად დაიწყო. - არც არასდროს მყვარებია და არც შემიყვარდება. ჩემი და თინას ქორწილი მამაჩემის დადგმული სცენაა აქციების საყიდლად. თინას მამა და მამაჩემი ერთმანეთის ბიზნეს-პარტნიორები არიან და კამათი ჰქონდათ, კომპანიის მეწილეები არიან და პროცენტებს ვერ იყოფნენ. ჰო და იფიქრეს მე გასათხოვარი გოგო მყავს მე კიდე უცოლო ბიჭიო. - ნუცას ჩაეცინა. რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ გაგამ არ დააცადა. - ხო დამპირდი არ ვიტყვი არაფერსო. - გოგონა დაემორჩილა. - ფიქტიური ქორწინება უნდა გვქონოდა, ჯერ კიდევ ნიუ-იორკში ვაპირებდით დაქორწინებას მაგრამ ისე ჩანდა რომ უბრალოდ მეგობრებიც კი არ ვიყავით. იმდენი ლამაზი გოგო იყო ნიუ-იორკში, რაღა ეგ მახინჯი შემიყვარდებოდა. თუმცა ისე მოხდა რომ იმას შევუყვარდი. თბილისში დავბრუნდით. აღმოჩნდა რომ თინას მამის წილი უფრო მეტი იყო კომპანიაში, თან მამაჩემი გაკოტრების პირას იყო და თუ თინას დავშორდებოდი... -კომპანიას დაგაკარგავდით. - ვერ მოითმინა და მაინც თქვა. გაგა არ გაბრაზებულა. მშვიდად განაგრძო თხრობა. -ძალიან ბევრჯერ მითქვამს არ მიყვარხარ მეთქი მაგრამ ვერ დავშორდი, ხო გესმის? ასე მგონია ბოლო დონის ნაგავი ვარ. სუ სხვა მიყვარს და სუ სხვაზე ვქორწინდები და ეს მთელი ცხოვრება უნდა გაგრძელდეს. ყველაზე საშინელი კი ისაა რომ უნდა გიყურო! სულ უნდა გიყურო! დედამიწის დასალიერშიც რომ წავიდე მაინც სულ თან გამომყვები. გიოს და ნიას დაბადების დღეებზე, ახალ წელს, შობას, ნებისმიერ დროს რადგან შენ მათი მეჯვარე ხარ მე კიდე ბიძაშვილი... მამაჩემს ბოლო დროს იმდენჯერ ვუყვირე რამის ინფაქტი დავმართე. სხვა გზა არ გაქვს უნდა მოითმინოო.. ბოდიში ნუცა, ბოდიში! - ტირილს იწყებდა. ერთდროულად ასეთი გაბრაზებული, ასეთი გულნატკენი და უმწეო არასდროს ენახა ნუცას. ვერ მოითმინა, ისევ გულს დაუჯერა და ძალიან მაგრად ჩაეხუტა. ორივე ატირდა... როგორ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და როგორ სტკიოდათ რომ ბედნიერი დასასრული არ ელოდათ. -მოგიტაცებდი, მართლა მოგიტაცებდი... -მე კიდე გამოგყვებოდი. - სიმწრისგან გაიღიმა ნუცამ. -ოღონდ თუ თმებს შეიღებავდი. - სიცილი დაიწყო გაგამ. სადარბაზოსთან დატოვა, ერთხელ კიდევ ჩაეხუტა და წავიდა... სამშაბათ დღეს, საშინლად იყო ნუცა. ესეთ დეპრესიაში ცხოვრებაში არ ყოფილა. თმის შეღებვაც გაიფიქრა რამდენჯერმე მაგრამ ისევ გადაიფიქრა. სამშაბათს, საღამოს თინა ხმალაძე რომ დაადგა სახლში რამის თვალები გადმოვარდა. -აქ რა გინდა? -ნუცა შემომიშვებ? - თავი დაუქნია და კარებს მოშორდა. -რა მოხდა? -არ გამაწყვეტინებ? - არასდროს ენახა ნუცას თინა ასეთი სევდიანი და სერიოზული. თავი დაუქნია და მისაღებში შეიყვანა. დივანზე დასხდნენ. თინამ დაიწყო: -იცი გაგას სიყვარულმა რა მასწავლა? - ნუცამ თავი გააქნია. ისე იყო თითქოს ნემსებზე იჯდა. - ის, რომ როდესაც ადამიანი გიყვარს, მის ბედნიერებაზე უნდა იფიქრო. როდესაც შეუყვარებული ხარ, საკუთარ თავზე კი არა იმაზე ფიქრობ. შენი ბედნიერება კი არა- იმის გაღელვებს. ვიცი რომ საშინელი ადამიანი გგონივარ. რაღაც მხრივ მართალი ხარ. სიყვარული აბრმავებს ადამიანებს. მეც დამაბრმავა მარა მერე გაგამ მითხრა როგორ ძალიან უყვარდი და არ შემეძლო რომ ესე გამეგრძელებინა. ვერ იქნები იმ ადამიანთან ბედნიერი რომელსაც სხვა უყვარს ხო? ჰო და გადავწყვიტე დამემტკიცებინა რომ არ ხარ ჩემს შესახებ მართალი. ქორწილი გავაუქმე ნუცა. უყვარხარ და მირჩევნია რომ სხვასთან იყოს ბედნიერი ჩემი საყვარელი ადამიანი ვიდრე ჩემთან და უბედური. - არასდროს ყოფილა ასეთი გაოგნებული! პირი დააღო, თვალები გაადიდა. ჯერ თვალები დაამხამა, ხო მართლა თინა ზის აქო, მერე ბედნიერებით და მადლიერებით აივსო. -კიდე დიდხანს გექნება პირი დაღებული? - სიცილით ჰკითხა თინამ. -მოიცადე მეღადავე ხო? - ჯერ კიდევ გაოგნებული იყო ნუცა. -ხო იცი სიყვარული რეებს შვება, აი ბაყაყი კეთილ ფერიად გადამაქცია. - კისკისი აუტყდა თინას. ნუცასაც გაეცინა. პირველად შეხედა ამ გოგოს კარგი თვალით. -მადლობა თინა. - მხოლოდ ამის თქმა შეძლო, არადა უნდოდა ჩახუტებოდა, სერიოზულად. -მიდი, დროზე ჩაიცვი სალონში მივდივართ. -რა ? - წამოიყვირა ნუცამ. -გოგოები გელოდებიან დაბლა. აბა ქორწილში მაგ თმებით რო წამოხვიდე გაგა საკურთხეველთან მიგახრჩობს. - კისკისი აუტყდა თინას. ნუცამ კი უარესად დააღო პირი. -რააა? - უფრო ხმამაღლა დაიყვირა. -ხო რა იყო აბა ხვალ მე კი არ ვქორწინდები გაგა ნუცუბიძეზე! ასე ეგონა სიზმარში იყო და ყველა დაქალს ცალ-ცალკე სთხოვა მიჩქმიტეო. საბედნიეროდ არ იღვიძებდა და ეს არწმუნებდა რომ რეალობა იყო. ------ საშინლად წვიმდა... მაისის თბილი წვიმა მის ჟღალ თმაზე ეცემოდა და ნელ-ნელა ასველებდა. გევრდით მდგომი ადამიანისგან კი ენით აუღწერელ სითბოს გრძნობდა. წვიმაზე თბილს. უკვირდა როგორ დაითანხმა წვიმაში გარეთ სეირნობაზე, იფიქრა ამ ორსულობამ სულ გადამრია, აბა რომელი ნორმალური ნუცა ნუცუბიძე (დიახ, ნუცუბიძე და არა გოცირიძე!) დადგებოდა შუა მაისში, წვიმის ქვეშო? -პირველად როცა მივხვდი, რომ შემიყვარდი, საკუთარ თავს პირობა დავუდე.წვიმას თუ არა, თავს მაინც შევაყვარებ -თქო. თავი შეგაყვარე, ეხლა წვიმის შეყვარებაზე ვიზრუნოთ! - თქვა და ცოლი ხელში აიტაცა იმანაც კისკისი და ყვირილი დაიწყო: ვერ ეღირსები, ვერაო... დასასრული ძალიან დიდ მადლობას გიხდით რომ კითხულობდით და მოგწონდათ <3 იმათაც კი ვისაც არ მოგწონდათ <3 იმედია დასასრულს თქვენთვის იმედები არ გაუცრუებია... ველოდები თქვენს შეფასებებს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.