შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსური გრძნობები (6)


18-03-2015, 00:38
ავტორი nia_93
ნანახია 3 436

ელენე გაშტერებული ერთ ადგილს მიყინვოდა და ვერ იძვროდა. მოსმენილისგან შოკში იყო. ფეხები ძლივს აამოძრავა და ისევ საძინებელში დაბრუნდა.არ უნდოდა შეემჩნიათ ნანოს და დიმას,რომ მათი საუბარი მოისმინა. ოთახში დაბრუნდა და საწოლზე ჩამოჯდა.უჭირდა იმის გააანალიზება რაც მოისმინა. ვერასდროს წარმოიდგენდა დიმას მის მიმართ რამე გრძნობები თუ გააჩნდა,მათ ისეთი ურთიერთობა ქონდათ,როგორც კარგ და-ძმას, ან საუკეთესო მეგობრებს აქვთ ხოლმე.არასდროს შეუნიშნავს დიმას მხრიდან რამე სხვანაირად.ეტყობა კარგად გამოსდის გრძნობების შენიღბვა,თუმცა ნანოს მახვილ თვალს და ინტუიციას ვერაფერი გამოაპარა დიმამ და ნანომაც სააშკარაოზე გამოუტანა მას თავისი გრძნობები
-ნანო,იმედია იმის თხოვნა არ დამჭირდება,რომ ეს ყველაფერი ჩვენს შორის უნდა დარჩეს?-გამაფრთხილებლად და ოდნავ სასოწარკვეთილმა კითხა დიმამ
-ნუ ღელავ დიმა. სამარე ვარ. ეს ყელაფერი ჩვენს შორის დარჩება-ტუჩზე თითები გადაიჯვარედინა იმის ნიშნად,რომ არაფრის მთქმელი არ იყო. დიმამ ოდნავ ამოისუნთქა
-ნანო?-როგორც იქნა ელენე გამოვიდა საძინებლიდან და ვითომც არაფერი ისე დაჯდა მათთან,თითქოს რამდენიმე წუთის წინ მას არ მოესმინა დიმას აღიარება. მიუხედავად ამისა,მაინც ცდილობდა დიმასთვის თავი აერიდებინა და ხშირად არ ჩაეხედა თვალებში
-რას გავხარ გოგო?-უსაყვედურა ნანომ-ამდენი რამ დაგალევინა ელენე?
-რანაირი გოგო ხარ მაინც ნანო?-წარბები უკმაყოფილოდ შეჭმუხნა ელენემ-თავი მისკდება ისედაც და დილიდან და შენი საყვედურებიღა მაკლია-ხელი მობეზრებულმა აიქნია
-ყავას გაგიკეთებ ელე-დიმა წამოდგა-შენც ხომ დალევ ნანო?-ეხლა ნანოს მიუბრუნდა.ნანომ უბრალოდ თავი დაუქნია.
ყავა დალიეს. ცოტა ხანი ისაუბრეს და მერე ელენე და ნანომ დიმას ბინა დატოვეს.ცოტა მორიდებულად დაემშვიდობა ელენე დიმას.დიმამ იფიქრა ეტყობა გუშინდელი საქციელის გამოო,აბა რას წარმოიდგენდა რატომ არიდებდა ელენე თავს.ელენეს კი გუშინდელი არაფერი ახსოვდა,გარდა იმისა,რომ უგონოდ მთვრალი იყო.
2-მა თვემ თვალის დახამხამებაში ჩაიარა. საინტერესო არც ერთის ცხოვრებაში არ მომხდარა,თუ არ ჩავთვლით იმას,რომ ნანომ თავისი სამხატვრო აკადემია გახსნა,როგორც ოცნებობდა ყოველთვის. ძირითადად ამ საქმეში იყო ჩართული.რაც შეეხება ელენეს და დიმას,ისე ხშირად არ კონტაქტობდნენ,უფრო სწორად ელენე არიდებდა თავს ყველანაირად,რადგან რცხვენოდა დიმასთვის თვალებში ჩაეხედა.უჭირდა მასთან სიმართლის გაგების შემდეგ ისევ ისეთი ურთიერთობა დაეჭირა. დიმას კი უკვირდა ელენეს ასეთი ცვლილება,მაგრამ ყველაფერი მაინც იმ კოცნას დააბრალა და აღარც ის არ გამოჩენილა ზედმეტად მის ცხოვრებაში. მხოლოდ თუ მოიკითხავდა ან 2 კვირაში ერთხელ შეხვდებოდა ცოტა ხნით.ეგ იყო და ეგ.
ამ დროის განმავლობაში კი ელენეს ძველმა ნაცნობმა შეახსენა თავი.
ტატო.
ელენეს უნივერსიტეტელი.
ტატოს ელენე იმ დღიდან მოწონდა,როცა ელენემ პირველად შეაბიჯა უნივერსიტეტში ფეხი და ერთ-ერთ კონფერენციაზე შემთხვევით მოკრა თვალი.ამ დროისთვის ელენე თავისუფალი იყო და ცოტნე არ არსებობდა მის ცხოვრებაში.
ტატო ელენეს დაუახლოვდა. ყველანაირად ცდილობდა ელენეს გულის მოგებას. ელენესაც მოწონდა ტატო, მხოლოდ მოწონდა. მოწონდა ის ყურადღება,რომელსაც მის მიმართ იჩენდა. ყველასთვის სასიამოვნოა როცა თაყვანისმცემელი გყავს,მითუმეტეს ისეთი,როგორიც ტატო იყო. ნამდვილად ვერ დაუწუნებდით ამ ბიჭს ვერც ფიზიკურობას და ვერც გემოვნებას. ყოველთვის საოცრად გემოვნებით შერჩეული სამოსი ეცვა და ძალიან მაგარ სუნამოს ხმარობდა. განსაკუთრებით,რამაც ელენე ტატოში მოხიბლა,მისი ზრდილობა და გაწონასწორებულობა იყო. ვერ იტყოდით რომ უყვარდა,არა. მას უბრალოდ სიამოვნებდა ტატოს გვერდით ყოფნა.მაგრამ...მაგრამ მერე გამოჩნდა ცოტნე, რომელმაც სრული ქაოსი დააყენა ელენეს ცხოვრებაში.თავგზა აუბნია და ელენე მის მეტზე ვერავიზე ფიქრობდა.მიუხედავად იმისა თუ როგორი კარგი და მაგარი ბიჭი იყო ტატო,ცოტნეს გვერდით ელენესთვის ის უფერულდებოდა.
ტატო განზე გადგა.
უფრო სწორად იძულებული იყო განმდგარიყო.
მანამდე, რამდენჯერმე შელაპარაკება მოუწიათ ცოტნეს და ტატოს. ცოტნე ვერ იტანდა ტატოს მზერას ელენესადმი მიმართულს და რომ ცდილობდა სულ მის გვერდით ეტრიალა. ერთხელ ისიც კი უთხრა ცოტნეს მისთვის ვიბრძოლებო. ამ დროს ამოასხა ცოტნეს ტვინში და გვარიანად შეალამაზა. იმ დღეს იჩხუბეს. ძალიან მაგრა. ელენემ ძალიან განიცადა.
ტატოს თვიდან ქონდა მცდელობები ელენე ,,დაეკერა’’,მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბოლოს ბედს შეეგუა და მათ ცხოვრებაში აღარ გამოჩენილა მანამდე,სანამ არ გაიგო რომ ცოტნე და ელენე დაშორდნენ.
ელენე სადარბაზოდან გამოდიოდა,როცა მოულოდნელად თვალები გაუფართოვდა.
არ ელოდა.
ვერ წარმოიდგენდა, რომ ამდენი ხნის მერე კვლავ მოუწევდა ტატოს ნახვა. ტატო ღიმილით დაიძრა მისკენ და გადაკოცნა
-როგორ ხარ ელენე?
-ტატო? შენ როგორ ხარ?-აშკარად გაოცებული მზერა ქონდა ელენეს
-მე კარგად. გცალია?-პირდაპირ კითხა-მინდა რომ ცოტა დავილაპარაკოთ,თუ რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ ხარ-გაუღიმა.ელენემ საათს დახედა
-საათნახევარში უნივერსიტეტში უნდა ვიყო ლექციაზე
-მოვასწრებთ. სადმე ყავა დავლიოთ.
ელენეს უნივერსიტეტთან ახლოს მდებარე კაფეში შევიდნენ და ყავა და ნამცხვარი შეუკვეთეს
-გავიგე შენ და ცოტნე დაშორებულხართ-ურცხვად მიახალა პირდაპირ.ელენეს ლამის ყავა გადასცდა.ყავის ფინჯანი თეფშზე დადო და ტატოს შეხედა
-ხო,დავშორდით-მოკლედ უპასუხა.
-სერიოზულადაა საქმე?
-საკმაოდ-მოკლე-მოკლე პასუხებს ცემდა,რადგან არ უნდოდა დაეკონკრეტებინა თუ რატომ დაშორდნენ და საერთოდ არ სურდა ვინმესთნ მასზე და ცოტნეზე საუბარი
-მოდი არ გვინდა ჩემზე და ცოტნეზე კარგი?შენზე მოყევი.რას შვები?რას საქმიანობ?-შეეცადა თემა გადაეტანა
-ვარ რა,ძველებურად. პირადში ყველაფერი ისევ ისეა,როგორც იყო.ძირითადად სამსახურზე ვარ გადართული
-ტატო,პირდაპირ გკითხავ, რატომ მომაკითხე?-ტატო უცებ დაიბნა
-არ დაგიმალავ.შენი და ცოტნეს დაშორების ამბავი დიდი ხანია გავიგე. მერე ბევრი ვიფიქრე მენახე თუ არა და აი შედეგიც, გნახე. იმედია წინააღმდეგი არ ხარ გნახო ხოლმე?-შეაპარა ტატომ.ელენე ცოტა ხანი დადუმდა,შემდეგ
-არაა პრობლემა ტატო-უთხრა და გაუღიმა.


ამ დღის შემდეგ,ხოლმე კი არა ძალიან ხშირად ხვდებოდა ტატო ელენეს.ზოგჯერ ვითომ შემთხვევით,ზოგჯერ გააზრებულად ურეკავდა და ისე თხოვდა შეხვედრებს. მოკლედ, ელენე და ტატო ძალიან ხშირად ჩნდებოდნენ ხალხში ერთად,რამაც ჭორები ააგორა,თითქოს შეყვარებულები იყვნენ
-მართალია რასაც ამბობენ ელენე?-გაბრაზებულმა ნანომ კითხა ერთ დღეს-შენ და ტატო ერთად ხართ?-ელენემ გაოცებისგან წარბები მაღლა აწკიპა
-არა,ერთად არ ვართ.უბრალოდ ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს
-აბა სულ ერთად რატომ მოძრაობთ?-არ ეშვებოდა ნანო
-რა დაკითხვებს მიწყობ ნანო?-გაბრაზდა ელენეც-ხო,ერთად ვმოძრაობთ,მაგრამ შეყვარებულები არ ვართ
-ტატოს მიმართ რამეს გრძნობ ელენე?სიმპათიები გაგაჩნია მის მიმართ?ამას რატომ გეკითხები, მაინტერესებს მართლა გინდა მაგასთან ყოფნა თუ უბრალოდ ცოტნეს ჯინაზე ხვდები მას?
-არ არის გამორიცხული რომ ჩემი ჭკუით ცოტნეს ,,დასჯა’’ იყოს ეს საქციელი. ისე უნდა ვაღიარო ტატოსთან თავს კარგად ვგრძნობ,მასთან მშვიდად ვარ და ვცდილობ ცოტნეზე არ ვიფიქრო.ეს ძალიან კარგი საშუალებაა ცოტა ხნით მაინც ცოტნეზე ფიქრს თავი დავანებო და ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. მარტო რომ ვიყო სულ ცოტნეზე ვიფიქრებ,მთელი ღამე ისედაც სულ ამას ვაკეთებ ნანო და მინდა დღისით მაინც,ცოტა ხნით მაინც არ ვიფიქრო მასზე.ძალიან ძნელია ჩემთვის-ნაღვლიანად უთხრა ელენემ-მენატრება-თქვა და ცრემლები წამოუვიდა
-შენი სიამაყის გამო ხომ დაკარგე ცოტნე ელენე?-არანაკლებ ნაღვლიანმა მიუგო ნანომ-რომ არა შენი პრინციპები ეხლა ერთად იქნებოდით. უკვე ერთი წელი გავიდა,რაც დაშორდით და შენს თვალებში ის სიხარულის ნაპერწკალი ამდენი ხანია არ შემიმჩნევია.მესმის, რომ შეიძლება ტატო კარგი პიროვნებაა და მასთან თავს კარგად გრძნობ,მაგრამ მის გრძნობებზე მაინც არ ითამაშო და თუ მის მიმართ არაფერს გრძნობ, იმედი არ მისცე ელე,დაიცავი დისტანცია მასთან
-რატომ არ უნდა ვცადო სხვასთან ურთიერთობა?იქნებ ეს არის შანსი რომ ბედნიერი ვიყო? ისევ რატომ ვკრა ხელი ბედნიერებას
-შენი აზრით ტატოსთან ბედნიერი იქნები?-გამომცდელად შეეკითხა ნანო
-არ ვიცი.მაგრამ ცდას არაფერი უდგას წინ-ცრემლები შეიმშრალა
-არ ინანო ელე. მე გაგაფრთხილე-თავზე ხელი დაუსვა და მარტო დატოვა.
მთელი ერთი წლის განმავლობაში ელენე სულ ნაღვლიანი იყო. მიუხედავად იმისა,რომ ცდილობდა გარეგნულად არ შეემჩნია,მის თვალებში დიდ ტკივილს ამოიკითხავდით. ცოტნეს მონატრების ტკივილს.თითქოს ცდილობდა და ცდილობს,რომ ტატოსთან ურთიერთობა ააწყოს. ტატომ შესთავაზა კიდევაც ერთად ვიყოთო,მაგრამ ელენემ დრო მჭირდებაო. ხოდა ეხლა სწორედ მაგას ფიქრობს,რომ შანსი მისცეს და სცადონ ურთიერთობის აწყობა.
რაც შეეხება დიმას, ისე ხშირად აღარ ეკონტაქტებიან ერთმანეთს. ისევ ცდილობენ თავი აარიდონ ურთიერთობას ზედმეტად. დიმა ხშირად მიდიოდა მივლინებით სხვადასხვა ქალაქებში და ესეც ხელს უწყობდათ რომ ხშირად არ ენახათ ერთმანეთი.ტატოს და ელენეს ერთად სიარულის ამბავი რომ გაიგო,მაშინ კი შეეხმიანა და მის ხმაში საყვედური გამოსჭვაოდა.
-მოგწონს ელენე შენი საქციელი?-უთხრა ერთ დღეს დიმამ
-რას გულისხმობ?-ვითომ ვერ მიხვდა
-თავს ნუ ისულელებ. ტატოს ვგულისხმობ. რა საქციელია შენი მხრიდან მასთან ერთად რომ ჩნდები ასე ხშირად?-გაბრაზებული ელაპარაკებოდა
-და შენგან უნდა ავიღო ნებართვა დიმა?-ირონიულად უთხრა. დიმას არ ესიამოვნა ელენეს ტონი
-ჩემგან ნებართვის აღება არ გჭირდება ეს მშვენივრად იცი და იმასაც მშვენივრად ხვდები ამას რატომ გეუბნები. შენი ჭკუით ცდილობ ცოტნეს სამაგიერო გადაუხადო. დარწმუნებული ხარ რომ ცოტნე გაიგებს და გული ძალიან ეტკინება. გინდა რომ ის გაამწარო. ამის მიღწევას ცდილობ შენი საქციელით-მტკიცედ უთხრა დიმამ
-რასაც არ უნდა ვცდილობდე, მე თავისუფალი ქალი ვარ და რასაც მინდა იმას გავაკეთებ და ვისთანაც მინდა იმასთან ვივლი.ეგ არავის საქმე არაა. მე და ცოტნე დავშორდით ერთმანეთს და სრული უფლება მაქვს ახალი ურთიერთობა დავამყარო,თუნდაც ტატოსთან. ეგ უკვე მხოლოდ ჩემი საქმეა
-არ იქცევი სწორად ელენე. ორივე ძალიან დაიტანჯებით,შენც და ცოტნეც. არ გინდა რა-დაღლილი ხმით მიუგო დიმამ
-მადლობა რომ ასე ზრუნავ ჩვენზე დიმა,მაგრამ არ ვარ ვალდებული შენი რჩევა გავითვალისწინო
-ვერ გცნობ, სულ სხვანაირი გახდი. მე ესეთი ელენე არ გამიცვნია-დანანებით ჩაილაპარაკა დიმამ
-შენს ძმაკაცს უმადლოდე-გაღიზიანებულმა მიუგო
-ის იქ იტანჯება,შენ აქ.როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?
-სულ ესე იქნება
-არ იქნება თუ მოინდომებ და შეურიგდები
-არამფერსაც არ მოვინდომებ. რაც წავიდა საერთოდ ერთხელაც არ შემხმიანებია. ალბათ უკვე დავავიწყდი კიდევაც. ვინმე ფრანგ ნაშას იპოვიდა და მაგასთან გაერთობოდა.ეგ არ გაუჭირდებოდა-ირონიულად თქვა ელენემ
-ასე არაა ელენე
-როგორც არ უნდა იყოს,არ მაინტერესებს. აღრ მინდა დიმა ცოტნეზე ლაპარაკის გაგრძელება-ასე დამთავრდა იმ დღვანდელი ელენე და დიმას საუბარი.მაგის ემრე დიმას აღარც უხსენებია ელენესთან ცოტნე და მითუმეტეს ტატოს და მისი ურთიერთობა.
ცოტნე სულ კითხულობდა ელენეს და დიმასგან გებულობდა ახალ ამბებს. ტატოზე რომ გაიგო კონაღამ გადაყვა ამ ამბავს.რამდენიმე დღე სრულ დეპრესიაში იყო და დარეკვითაც აღარ ურეკავდა არც თავის ოჯახის წევრებს და არც დიმას.
ასეა თუ ისე ტატო და ელენეს წყვილი შედგა.
ელენე დათანხმდა.
ყველა შოკში იყო მისი გადაწყვეტილებით,როცა გამოაცხადა რომ ტტო და ის ერთად არიან. ეხლა უკვე მათაც დაუდასტურეს ხალხს და ჭორები რეალობად აქციეს.
-ხვალ შეგეხმიანები-უთხრა ტატომ,როცა ელენე სადარბაზოსთან მიიყვანა და მსუბუქად აკოცა
-ხვალამდე-უთხრა ელენემ და მანქანიდან გადმოვიდა.
სადარბაზოში შევიდა და გამოძახებულ ლიფტს ელოდებოდა

-დავიჯერო ამხელა ქალაქში ტარიელის მეტი კაცი ვერ ნახე?-მოესმა ზურგს უკან მისთვის ასე ნაცნობი, ირონიული ხმა,რომელმაც ადგილს მიაყინა.

ძალიან მახარებთ მე თქვენ და ძალიან მადლობა ამისთვის.



№1  offline წევრი saliii

au ra kargii xar :* cotnestan datove raa dzaan monwons cotne

 


№2  offline წევრი malaizia

istoria kargia, magram imdenad araswori saqcieli aqvs am gogos rom tavistavac iwvevs gagizianebas, dzalian "utvino" gogosavit iqceva,nu es chemi piradi azria da imedia cudad ar miigeb da gamigeb :))

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

მალეე დადეე მაგარიაა ველოდები შემდეგს <3

 


№4  offline მოდერი nia_93

malaizia
istoria kargia, magram imdenad araswori saqcieli aqvs am gogos rom tavistavac iwvevs gagizianebas, dzalian "utvino" gogosavit iqceva,nu es chemi piradi azria da imedia cudad ar miigeb da gamigeb :))

ვიცი რომ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. ძალიან არეულია ელენე და იმედია მალე დაადგება საშველი :D ^_^ რა თქმა უნდა არ მწყენია. ეს შენი აზრია <3

 


№5  offline წევრი malaizia

wadmatebebi :))

 


№6 სტუმარი love

ქარაფშუტა გოგოა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent