შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსური გრძნობები (7)


19-03-2015, 00:46
ავტორი nia_93
ნანახია 3 266

მუხლები აუკანკალდა და შებრუნება ძლივს გაბედა. როგორც კი მის თვალებს გადააწყდა, გულმა ბაგა-ბუგი დაიწყო. ამდენი ხანი არ უნახავს. ამდენი ხანი ელოდებოდა მის თუნდაც ერთხელ ნახვას ან ხმის გაგონებას, ყველაფრის მიუხედავად საშინლად ენატრებოდა. თვალები აუწყლიანდა
-ცოტნე...-ძლივს ამოიღო ხმა
-გამარჯობა ელენე-ირონიულ ტონს არ იცვლიდა ცოტნე-არ გკითხავ როგორ ხარ, ისედაც გეტყობა-წარბი მაღლა ასწია და ირონიულად გაიცინა,მერე კი მზერა ელენედან სადარბაზოს კედლებზე გადაიტანა
-როდის ჩამოხვედი?-სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა,პირდაპირ ეგ კითხა
-დღეს დილით -სიჩუმე ჩამოვარდა.ორივეს უჭირდა ლაპარაკი
-რაღა მაინცდამაინც ის ელენე?რაღა მაინცდამაინც ის?-დიდი გულისტკივილით კითხა ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ
-ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს შენთვის ეს ტატო იქნებოდა თუ სხვა?-ცოტა გაბრაზებულმა მიუგო ელენემ.წესით ცოტნე ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაბრაზებულიყო,როცა ელენეს სხვა კაცის გვერდით დაინახავდა,მაგრამ ტატოს გვერდით დანახვა ორმაგად უშლიდა ნერვებს ცოტნეს.
-ზოგადად მიჭირს შენი წარმოდგენა ჩემს გარდა სხვა კაცთან,მაგრამ ეს ფაქტი ასმაგად მტკივნებულია ჩემთვის
-რას ვიზამთ ცოტნე. ეს ცხოვრება ასეა. არავინ იცის ვის რას გვიმზადებს ბედი
-სისულელეა! ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია. ჩვენ თავად ვქმნით ჩვენს ბედისწერას
-შენთან ბედზე საუარს არ ვაპირებ,ძალიან დავიღალე და სახლში უნდა ავიდე-უთხრა და ლიფტის ღილაკისკენ მიბრუნდა და თითი მიაჭირა.ლიფტის კარი გაიღო
-აღარ გიყვარვარ?-ხელით გააჩერა ლიფტისკენ მიმავალი ელენე.ელენე ამ ისტყვებმა შეაკრთო და თვალები აუბრჭყვიალდა
-აღარ!-მისკენ არ შებრუნებულა ისე შევიდა ლიფტში და მე-7 სართულის ღილაკს მიაჭირა თითი. კარი დაიკეტა. ცოტნემ ერთ ხანს უყურა ლიფტის დაკეტილ კარებს და შემდეგ უკანმოუხედავად დატოვა ელენეს სადარბაზო.

***
-რომ იცოდე როგორ გამიხარდა რომ ჩამოხვედი-გადაეხვია დიმა ცოტნეს
-იგივეს ვერ ვიტყოდი-ამოიხვნეშა ცოტნემ-აქ არც თუ ისე კარგი ამბები დამხვდა-დიმა მაშინვე მიხვდა რასაც გულისხმობდა
-არ ვიცი რა გითხრა
-შენ რა უნდა მითხრა? რაც არის,არის-ხელი გაიქნია.ამ დროს დიმას ტელეფონმა დარეკა
-ბოდიში ცოტნე, დედაჩემია,უნდა ვუპასუხო-ცოტნემ რაზეა ლაპარაკიო და დიმამ ტელეფონს უპასუხა და ცოტა ხნით გარეთ გავიდა. ცოტნემ მიმტანს შეკვეთა მისცა.შეკვეთა რომ მოიტანეს, მანამდე დიმაც დაბრუნდა შეწუხებული სახით
-რა სახე გაქვს? მოხდა რამე?
-ნუ მკითხავ-ტუჩები უკმაყოფილოდ დაპრუწა დიმამ-დედაჩემი ხომ არ შეგარგებს ბედნიერად ცხოვრებას რა-დაიწუწუნა
_რა მოხდა?-გაეცინა ცოტნეს
-მაგის დაქალია რა ერთი. ჩვენთან ცხოვრობს ამერიკაში-დაიწყო დიმამ-მაგის შვილი ცხოვრობს აქ თბილისში. სტუდენტია. ხოდა ეხლა ბინაში რემონტი გადაწყვიტა ქალბატონმა და არ იცის სად წავიდეს.დედაჩემმა დაიჟინა რა პრობლემაა ჩვენთან იცხოვროსო დროებითო,სასტუმროში ფულს ტყუილად რატომ გადაყრისო-თვალები გადაატრიალა-ხოდა შემჭამა რა.სამ დღეში გადმოვა შენთან და იცოდე წესიერად მოექეცი და ბავშვი არ გამინაწყენოო.არც უკითხავს ჩემთვის მინდა თუ არა ვიღაცასთან ერთად ცხოვრება. მინდა ეხლა მე სიმყუდროვის დამრღვევი?-ჩაიცინა და ხელი აიქნია
-კაი შენც რა ავარდი.სამუდამოდ ხომ არ გადმოდის არა? 1-2 თვე გაიჭირვე შენც რამენაირად-უთხრა და ვისკი მოსვა
-2 თვე სახლში მისვლა მეზარებოდეს იქნება-გაეცინა და გაზიანი სასმელი მოსვა,რადგან ალკოჰოლს ვერ სვამდა
-ნუ აწიკვინდი ეხლა შენც ქალივით რა-ხელი აიქნია ცოტნემ-ჯერ არც გაგიცვნია ისე აითვალწუნე ადამიანი,ესე გაგონილა?
-ზუსტად ვიცი რა კატეგორიაც იქნება. ვითომ სვეტები,თავში ავარდნილები, ძაან ,,დონე’’ გოგოები რომ არიან,მხოლოდ ჩაცმა-დახურვასა და გართობაზე რომ ფიქრობენ,ტვინის მაგივრად ჩალა რომ უდევთ თავში აი მაგ ტიპის გათამამებული, გამეტიჩრებული გოგო იქნება ეგეც და უკვე მეშლება ნერვები -ხმა დაიწვრილა დიმამ ქალივით და თვალები გადაატრიალა-შემიძლია ეხლა მე ასეთთან ცხოვრება?-ნუ მოკლედ,ხოაზრზე ხარ არა?-გაეცინა.ცოტნე თვალებგაფართოებული უსმენდა დიმას,რომელმაც უცნობი ადამიანი ისე დაახასიათა და როლში შეიჭრა,თითქოს მისთვის ყველაზე საძულველ არსებას ახასიათებდა. სიტყვის ჩაკვეხებაც ვერ მოასწრო ისე მიაყარა დიმამ სათქმელი
-საიდან დიმ ამდენი აგრესია?-სიცილით კითხა.დიმამ ხელი აიქნია კაი ერთიო და წვენი დალია.
ბევრი ილაპარაკეს. ცოტნე იქაურ ამბებს უყვებოდა დაწვრილებით,დიმა აქაურს. ბოლოსკენ ცოტნე ისევ მოიღუშა.დიმამაც შეამჩნია მისი ეს ცვლილება და შეეცადა როგორმე გამოეკეთბინა ცოტნესთვის ხასიათი,თუმცა ამაოდ.

ელენე სახლში როგორც კი ავიდა,ეგრევე თავის ოთახს მიაშურა, თავი ბალიშში ჩარგო და აბღავლდა. არ ელოდა ასე მოულოდნელად ცოტნეს ჩამოსვლას და მითუმეტეს მასთან შეხვედრას. ჯერ კიდევ უჭირს მასთან ასე ახლოს ყოფნა და გრძნობების მოთოკვა. მართალია ერთი წელია არ უნახავს,არ შეხმიანებია, მის შესახებ არაფერი გაუგია და თითქოს უძლებდა უმისობას,თუმცა ფიქრებით სულ ცოტნესთან იყო. როცა ამდენი ხნის მერე კვლავ დაინახა,თან თვითონ მან მიაკითხა, გული აუფრთხიალდა და ლამის საგულედან ამოუხტა.
წარმოდგენა არ აქვს რა მოხდება მის ცხოვრებაში და როგორ განვითარდება მოვლენები

-ელენე,ტატოსთან მართლა აპირებ სერიოზული ურთიერთობის გაგრძელებას?
-აბა ვითომ?-გაკვირვებულმა კითხა
-რავიცი, მაინც ცოტნე დაბრუნდა და..-მხრები აიჩეჩა ნანომ
-რა შუაშია ცოტნეს დაბრუნება. მე და ტატო ერთად ვართ და ცოტნე ხელს სულაც არ მიშლის-გაღიზიანებულმა უპასუხა
-ნეტავ ვის ატყუებ? მე,ტატოს, ცოტნეს თუ შენს თავს?თუმცა რას გეკითხები. შენ ყველას ატყუებ ელენე,შენი თავის ჩათვლით.ტატოს ატყუებ რომ მისი შეყვარებული ხარ,სინამდვილეში კი მხოლოდ მოიაზრები და მეტი არაფერი შენ ის არ გიყვარს,მასაც ტყუილ იმედებს აძლევ, ცოტნეს ატყუებ რომ მის მიმართ არაფერს არ გრძნობ და ამას მიმტკიცებ მეც,ცოტნესაც და შენს თავსაც. დაფიქრდი და ისე მოიქეცი ელენე. მე გირჩევ რომ ბედნიერების შანსი არ გაუშვა ხელიდან.დაშორდი ტატოს და თუ ცოტნე ისევ მოვა შენთან წინადადებით,ხელი არ კრა-მონოლოგი დაამთავრა ნანომ.ელენე გაშტერებული უსმენდა
-პირდაპირ არ გითქვამს,მაგრამ მეუბნები შტერი ხარო-გაღიზიანებულმა დაიწყო-გგონია მე არ ვიცი რას და როგორ ვგრძნობ? რა არის ჩემთვის უკეთესი და რა არა?
-რომ არ იცი მაგიტომ გეხმარები რომ უკეთ გაერკვიო რა ხდება შენს ირგვლივ. ცხელ გულზე ნუ მოქმედებ ელენე. აწონ-დაწონე ყველაფერი და ისე მოიქეცი. ხომ იცი როგორ მიყვარხარ და შენთვის კარგი მინდა,ამიტომ გეუბნები პირში ყველაფერს და ხელს არ გისვამ თავზე და არ გეუბნები ყოჩაღ ელენე, კარგი გადაწყვეტილებაა,იყავი ტატოსთან და ერთად ბედნიერები იქნებით მეთქი. ეგ რომ გითხრა იქნება ტყუილი და მე ვიქნები ყალბი. ასე არ შემიძლია. ჩემი აზრი იცი და იმედია შენც მიხვალ სწორ დასკვნამდე. ერთხელ ყველა უშვებს შეცდომას. ცოტნეს კი ისეთი შეცდომა დაუშვია,რომლის გამოწორებაც და პატიებაც არ შეიძლება. რომ იცოდე როგორ მინდა რომ ისევ ერთად იყოთ-ელენეს პასუხი არ გაუცია.ნანოს ნათქვამმა დააფიქრა და ცრემლები წამოუვიდა.

****
დიმა ტელევიზორს უყურებდა, კარზე ზარი რომ დარეკეს. საათს დახედა,10 საათი იყო. ძლივს წამოიზლაზნა ფეხზე და კარების გასაღებად წავიდა. კარი რომ გააღო წარბები გაკვირვებულმა აზიდა მაღლა.კარებში 20 წლამდე,ქერა გოგო იდგა 2 ჩემოდნით. ერთხანს გაოცებულმა უყურა.მერე გაიაზრა რომ ეს გოგო ალბათ დედამისის დაქალის შვილია,რომელმაც მასთან უნდა იცხოვროს რამდენიმე ხანი.საერთოდ არ ახსოვდა რომ ამ დღეებში უნდა გადმოსულიყო. ,,დაერეკა მაინც? ან ასეთ დროს ვის გაუგია სტუმრობა?’’-უკმაყოფილოდ გაიფიქრა გონებაში
-გამარჯობა დიმა, მე რუსოს გოგო ვარ-გაუღიმა-ბოდიში რომ ასეთ დროს და გუფრთხილებლად დაგადექი თავზე,მაგრამ მთელი დღე ვალაგებდი-მიაყარა სათქმელი.დიმა ერთ ხანს მიაჩერდა
-გამარჯობა და არაუშავს-მიუგო მკვახედ,მერე კარებიდან გამოიწია,რომ სტუმარი შეეტარებინა. წესის გამო ჩემოდნების შემოტანაშიც დაეხმარა,თორემ სულაც არ ეპრიანებოდა ამ უპასუხისმგებლო გოგოს ჩემოდნების თრევა. ხომ იცოდა რომ უნდა გადმოსულიყო? წინა დღეს ვერ ჩაალაგა ბარგი?ქარაფშუტა-გემრიელად გამოლანძღა გონებაში-თუმცა რას ვერჩი?ქერაა-დაასკვნა. არ მოწონს ქერა გოგოები. ყველა იმ ქერა გოგოსთან,ვისთანაც შეხება ქონია,ყველა ბატი და ჩერჩეტი იყო. სწორედ ამან გაუმყარა არსებული სტერეოტიპები ქერებზე. ამ გოგოზეც ეგეთი შთაბეჭდილება შეექმნა-გადასარევია. მომიწევს ამის სიშტერეების ყურება გარკვეული პერიოდი-თვალები შეუმჩნევლად გადაატრიალა
-წამომყევი,შენს ოთახს გაჩვენებ...-აქ ცოტა შეყოვნდა,რადგან სახელი არ იცოდა
-ელენე, ელენე მქვია-მიხვდა რომ სახელით უნდოდა მიემართა დიმას და ამის გამო გააკეთა პაუზა.
,,ჰმ, კიდევ ერთი ელენე’’-უსიამოვნოდ გაიფიქრა გონებაში
-შეგიძლია ელენიკო დამიძახო, ან ელე,ელუსა,ელო,ელი ნუ მოკლედ, როგორც გაგიხარდება-მიაყარა სათქმელი და გაუღიმა
-კარგი ელენე, ეს იქნება შენი ოთახი-სტუმრებისთვის განკუთვნილ საძინებელში შეიყვანა და ჩემოდნები იქვე კუთხეში მიალაგა-იმედია კარგად მოეწყობი-უთხრა და ოთახიდან გავიდა.ელენეც უკან მიყვა.დიმამ გაკვირვებულმა შეხედა
-დღეს მაგეების ამოლაგების თავი არ მაქვს,ისედაც მთელი დღეა ვალაგებ. ცოტა ხანი აქ ვიქნები,თან გაგიცნობ-უთხრა და დივანზე ჩამოჯდა
-რამდენი წლის ხარ დიმა?-პირდაპირ კითხა. ეტყობა რომ ძალიან გახსნილი გოგოა და ადვილად შედის კონტაქტში. აბა სხვანაირად ჯერ მხოლოდ 5 წუთია,რაც დიმა გაიცნო და პირდაპირ დიმაზე ინფორმაციის შეგროვება გადაწყვიტა
-26-მოკლედ უპასუხა და მის გვერდით სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა
-5 წლით დიდი ყოფილხარ ჩემზე-ტუჩები გააწყლაპუნა-მუშაობ?
-კი ვმუშაობ-მშრალად უპასუხა
-სად?
-ადვოკატი ვარ
-ოჰო, კარგი პროფესიაა. ბავშვობაში მე მინდოდა იურიდიულზე ჩამებარებინა,მაგრამ მერე ჟურნალისტიკაზე გადავწყვიტე,რადგან მივხვდი რომ ეს ჩემი მოწოდებაა-აიკრიფა ელენემ და პირი არ გაუჩერებია
,,ნეტავ ეს გოგო სულ ამდენს ლაპარაკობს?’’-შეწუხებულმა გაიფიქრა დიმამ
-ხო,გეტყობა რომ ჯურნალისტი ხარ-ირონიულად მიუგო-ეგრევე კითხვები მომაყარე-ტელევიზორისთვის თვალი არ მოუშორებია ისე უპასუხა. ელენე მიჩვეულია რომ ხალხს თავს აბეზრებს თავისი ლაპარაკით,მაგრამ იმდენად უყვარს ლაპარაკი,რომ უჭირს გაჩუმება. ეგ კი საკმაოდ მუდო ტიპი ჩანს ელენეს გადმოსახედიდან
,,არადა ფიზიკურად რა შოკია’’-გაიფიქრა და ტუჩი კბილებშუა მოიქცია
-მე ძალიან მომწონს ჩემი პროფესია.ჯერ მხოლოდ მე-3 კურსზე ვარ,მაგრამ ტელევიზიაში პრაქტიკებს გავდივარ და ძალიან მომწონს-მაგარი ტიპია ეს გოგო, რაში აინტერესებს ეხლა დიმას რას აკეთებს და სად გადის პრაქტიკებს? ჯერ არ გადმოსულა და უკვე თავი მოაბეზრა
-ხოო,კარგია-ისევ მოკლედ უპასუხა. არ უნდოდა ზედმეტად უხეშად გამოსვლოდა,რადგან მაინც სტუმარია და არ უნდა ეუხეშოს.თან ახვედრებს რომ ბევრს ლაპარაკობს,მაგრამ ეს გოგო მაინც არ ჩერდება
-ყავა გაქვს?-მოილოდნელად სულ სხვა რამ კითხა
-მხოლოდ ხსნადი
-მე ნალექიანი მიყვარს-ტუჩები უკმაყოფილოდ დაპრიწა ელენემ-ეხლავე ამოვიტან-საძინებლისკენ გაიქცა და საფულე აიღო.დიმამ გაკვირვებულმა შეხედა ელენეს,რომელიც თვალისდახამხამებაში გავარდა სახლიდან და 5 წუთში ამოვალო მიაძახა დიმას. დიმა აზრზე ვერ მოვიდა რა მოხდა. ისიც კი ვერ მოასწრო ეთქვა რომ ის ამოიტანდა და ამ დროს გოგოს არ ჩაუშვებდა მარკეტში,მაგრამ მოასწრო რამე? ქარბორბალასავით გავარდა.
-ეს ვინ არის?-სიცილით ჩაილარაკა და თავზე ხელები მოისვა. ზუსტად 10 წუთში ელენე პარკებით ხელში დაბრუნდა.
-სად გაიქეცი ერთი? მე ვერ ჩავიდოდი?-უსაყვედურა დიმამ
-ჩემს საქმეზე შენ რატომ უნდა ჩასულიყავი? ყავა მე მინდოდა. პლიუს კიდევ მოვაყოლე ტკბილეულობა,რადგან დარწმუნებული ვარ შენ ესენი არ გექნებოდა-სხარტად უპასუხა და ცელოფნიდან ტკბილეულის ამოლაგება დაიწყო
-შენ არ დალევ ყავას?
-არა მადლობა-უთხრა დიმამ და ელენე სამზარეულოში მარტო დატოვა
,,მიხედავს თავის თავს,არ გაუჭირდება’’-ჩაიბუტბუტა თავისთვის და კვლავ ტელევიზორთან მოკალათდა.
მალევე ელენეც მიყვა უკან ყავით და ტკბილეულით ხელდამშვენებული
,,ასე უცებ როგორღა მოასწრო ყავის მოხარშვა’’? -დასვა გონებაში შეკითხვა
-ვგიჟდები ყავაზე. დღეში უამრავჯერ ვსვამ-კვლავ დიმას გვერდით მოკალათდა,ფეხები დივანზე აიკეცა და შოკოლადის ნატეხი გააქანა პირში და ტელევიზორს მიაჩერდა
,,გაძლება მომცეს ღმერთმა’’-კვლავ გონებაში გაიფიქრა დიმამ და ერთი მაგრად ამოიხვნეშა.
მადლობა,მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა რომ კითხულობთ.
პ.ს ჩემი აზრით დიმა ელენე I-ზე უკეთეს გოგოს იმსახურებს.



№1  offline წევრი Mkitxveli

გეთანხმები.
მიხარია,რომ დიმასთან არ ტოვებ,
ცოტნესთან რომ არ დარჩეს ელენე,მაინც ძალიან ცუდად გამოჩნდებოდა დიმასთვის დათმობა.

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

მერე ეს მეორე ჯობია? :)) მალე დადეე მაინც შენი გადასაწყვეტია და როგორც გინდაა ცოტა მალე ოგონდ

 


№3  offline მოდერი nia_93

რამდენად ჯობს ეს თქვენ გადაწყვიტეთ მერე. ყოველშემთხვევაში ძმაკაცის შეყვარებულთან დარჩენას მაინც ჯობს :)) რაც შეეხება მალე დადებას, ყოველდღე ვდებ, მეტის უფლება არ მაქვს. ხვალ 12ის მერე დავდებ შემდეგ თავს:)))

 


№4  offline წევრი terenti

meore elene ar momwonss uketesi sheurchieeee

 


№5  offline წევრი Despicable Me

ხალხოოოო ნუ გადამრიეთ რამდენჯერ უნდა შემოიყვანოსს ახალიი პერსონაჟი :დდ არავინ თქვენნ არ მოგწონთ. ავტორ ამათ ნუუ უჯერებბ რაა. შენნ როგორც გინდა ვისთანაც გინდა იმასთანნ დატოვე . :))) ანნ ძMაკაციისს ყოფილიიი შეყვარებულთანნ როო ვერანაირად იქნება ფაქტია. მითუმეტეს ისევ უყვარსს ცოტნესს. მოუწევს მაშინ ძმაკაცის დაკარგვაა. ესს ელენე კიდე ნერვებსს მიშლის რააა. თვითონ როო იუბედურებენნ თავვსს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent