ძვირფასი განძი [13]
ჯვრისწერა დაიწყო, წყვილი ისეთი განათებული თვალებით შესცქეროდა ერთმანეთს, გულედანს ტირილი მოუნდა. თავის ჯვრისწერაზე ხომ არ ყოფილა ამდენი სიყვარულით მომზირალი სახე. საბა ახლა დედას მიკვროდა ფეხებზე. დინას მის თმებში აეხლართა თითები და ცერემონიას შეჰყურებდა. ზარანდია ცოლ-შვილის ყურებაში იყო გართული. ვერაფრით იტანს დინას ჩამქრალ თვალებს, მაგრამ თავსაც ვერაფერს უხერხებს, ვერც კი გამოელაპარაკა. ჯვრისწერის შემდეგ ტრადიციულად ფოტოები უნდა გადაეღოთ. აქაც ისევ ანიმ იაქტიურა, მიუხედავად გულედანის შეწუხებული სახისა, ორივე გვერდით მოიყენა და ისე გადაიღო. არც ერთს არ მისცა უფლება საერთო ფოტოები გამოეტოვებინათ. ხელიც მოაწერეს და რესტორანში წავიდნენ. თომა დინას პირდაპირ „აღმოჩნდა“. მორცხვად დახარა ქალმა თვალები და ხელები ნერვიულად აათამაშა. კიდევ კარგი გვერდით ანდრო და ანო მიუსხდნენ, ყურადღება მათკენ გადაიტანა. საბა კალთაში ჰყავდა, დროდადრო თავზე კოცნიდა. - რას საქმიანობ ანო? _ გაუღიმა გოგონას. - ვსწავლობ, პირველ კურსზე არქიტექტურაზე. - საინტერესოა, წარმატებებს გისურვებ. - მადლობა _ ჯერ ისევ მორცხვად იყო. - როგორ შეაყვარე ამ ანგელოზივით ბავშვს თავი? _ გაუცინა ანდროს. - რისი თქმა გინდა რომ მე ანგელოზი არ ვარ? _ სიცილით იწყინა. - ფრთებიღა გაკლია _ გაუცინა. - რატომ არ ცეკვავთ? _ სიცილით მიუახლოვდა პატარძალი მათ მაგიდას. - რავიცი აბა, მეწყვილეები არ ჩანან _ გაუცინა ანდრომ. - მეწყვილეების მეტი რაა, ჩაკიდე ანოს ხელი და იცეკვეთ. - მე არ ვცეკვავ _ დაიმორცხვა გოგონამ. - იცეკვებ, კარგი მანამდე მაშინ დინა აცეკვე. - ანი კარგი რა _ შეუბღვირა დინამ. - ხმა, დღეს ჩემი დღეა. რევერანსით გაუწოდა ხელი კილასონიამ, ქალმა ერთი კი გადააქნია თავი უკმაყოფილოდ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. საბა სკამზე დასვა და საცეკვაო მოედნისკენ გაჰყვა. მუსიკის ჰანგებს აყვნენ, თან საუბრობდნენ. - რა მაგარი იქნება რომ შერიგდეთ. - ანდრო გთხოვ რა, არ მინდა.. - რატომ დინა რატომ? - იმიტომ რომ სულელი ვარ, დრო თვითონ დაალაგებს ყველაფერს ალბათ. - აუცილებლად დაალაგებს, მაგრამ თუ თქვენც ხელს შეუწყობთ, უფრო სწრაფად მოხდება. - ჰო.. ვნახოთ რა მოხდება. - თუ ნებას დამრთავთ _ ალექსი მიუახლოვდა და ახლა მასთან დაიწყო ცეკვა. ანდრო უკვე თავის ანოს ეცეკვებოდა, ანი თომას. საბა კი ღიმილით ადევნებდა თვალს. - მოგონებები არ გაგიღვიძა დღევანდელმა დღემ? _ ღიმილით ჰკითხა ალექსიმ. - ახლა უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. - ექნება, დამიჯერე, ექნება. - იქნებ მეუღლე დამიბრუნოთ _ ღიმილით მიუახლოვდა მეორე წყვილი. არც დინას განწირული მზერისთვის მიუქცევია ყურადღება, თვალი ჩაუკრა და ალექსი დაიბრუნა, გულედანი კი თომას გადაულოცა. პირველი შეხებაც არ უგრძვნია ასე მძაფრად ქალს, მთელ ტანში დაუარა ჟრუანტელმა, ერთიანად დაცხა, ლოყებზე წამოწითლდა. თვითონაც მსუბუქად მოჰხვია კისერზე ხელები. არ შეუხედავს, სადღაც ხან სივრცეს, ხან იატაკს მისჩერებოდა, მაგრამ ზარანდიას არ უყურებდა. თომას სურვილი წვავდა მისი ღვინისფერი ბაგეები კიდევ ერთხელ დაესაკუთრებინა, მაგრამ ისევ ვერ სძლია წყენას. ნაზად მოეხვია ხელები ქალისთვის და მისთვისვე შეუმჩნევლად ეფერებოდა. იმასაც გრძნობს როგორ თრთის გულედანი. მუსიკა ისე დამთავრდა, ზედმეტად არც კი შეუხედავთ ერთმანეთისთვის. დასრულებისთანავე მოაშორეს ხელები და დინაც სწრაფი ნაბიჯით დაუბრუნდა მაგიდას. აღელვებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით, ოღონდ კი წინ მჯდომისთვის არ შეეხედა. პატარა მალე მოითენთა, გულედანსაც მიზეზი მიეცა წასასვლელად. წყვილს ღიმილით დაემშვიდობა მათი თხოვნის მიუხედავად კიდევ დარჩენილიყო და მის მკლავებში მძინარე საბაზე მიუთითა. - რითი წახვალთ? _ იქვე მდგომმა ანდრომ ჰკითხა. - ტაქსით წავალთ ანდრო, არ იდარდო. - მე გაგიყვანთ _ ზურგიდან მოესმა საყვარელი ხმა. უხმოდ მიტრიალდა, თითქოს თვალებით ეკითხებოდა დარწმუნებული იყო თუ არა. _ წავედით? _ უხმოდ დაუქნია თავი და გასასვლელისკენ წავიდა. მანქანასთან მისულებს, კარები გაუღო ზარანდიამ, დინაც უკან სავარძელზე მოკალათდა. გზა ისევ სიჩუმეში გალიეს, თომა სარკიდან აკვირდებოდა ორ საყვარელ არსებას და შეუმჩნევლად იღიმოდა. სადარბაზოსთან მისულმა კარები ისევ თვითონ გაუღო, საბა გამოართვა, დინაც გადმოვიდა და შეხედა. - მომიყვანე _ თავისთვის ჩაილაპარაკა და საბაზე ანიშნა. - მე ამოვიყვან _ ქალიც აღარ შეწინააღმდეგებია, კიბეებზე ავიდა, გასაღები მოძებნა, გააღო და შეატარა.. თომა პირდაპირ პატარას ოთახისკენ წავიდა, დააწვინა და უკან გამობრუნდა. უსიტყვოდ წავიდა სახლიდან. დინასაც ისევ გაეჩხირა ყელში ბურთი, ერთი-ორი ცრემლი ჩამოუგორდა და საბასთან შევიდა. ფრთხილად გახადა რომ არ გაღვიძებოდა და თავის ოთახს მიაშურა. ისევ ჩაეხუტა თომას ბალიშს, დღეს თითქოს თავიდან იგრძნო სიმარტოვე მთელი სიმძაფრით. ერთი სიტყვაც რომ ეთქვა ზარანდიას, სულ ერთი, თუნდაც უბრალოდ დამშვიდობებოდა, პირს მოაღებდა და ყველაფერს იტყოდა. მაგრამ მისგან ვერაფერს გრძნობს. თუმცა რას იგრძნობს როცა თომა შეგნებულად ნიღბავს ამ ყველაფერს. სახლიდან გასვლა მასაც ეძნელებოდა., სიამოვნებით დარჩებოდა. ისევ დაიძინებდა დინაზე მიხუტებული, მის ყელში დაკარგული, მაგრამ ვერ შეძლო. ქორწილის შემდეგ წყვილი სამოგზაუროდ წავიდა. დინა მხოლოდ ანდროსა და ანოს ხვდებოდა. ანოსაც დაუახლოვდა, ადამიანში ყველაზე მეტად გულწრფელობასა და უბრალოებას აფასებს. ანოც სწორე ასეთია, საოცრად უბრალო, მუდამ ღიმილიანი. ყოველ დილით ყურადრებით ათვალიერებს საკუთარ სხეულს და ცდილობს რაიმე განსხვავება შეამჩნიოს. ამჩნევს კიდეც, აშკარად მოპუტკუნდა. ღიმილით ისვამს მუცელზე ხელებს და პატარას ესაუბრება. ჯერ საბასთვისაც არ უთქვამს, ცდილობს სწორი დრო შეარჩიოს. ამ დროის შერჩევაში კიდევ ორი კვირა გავიდა, ალექსი და ანიც დაბრუნდნენ. მეგობრები თავისთან მიიპატიჟეს. დინა ისევ უარზე იყო, თუმცა კვლავ არ გაჭრა ანისთან და ახლა საბასთან ერთად მიდის მათთან. თავისუფალი სარაფანი და დაბლები მოირგო, ღიმილით მისეირნობდნენ დედა-შვილი. ნაზად დააკაკუნა კარებზე, სიცილით შეეგება ანი, თბილად ჩაიხუტა მონატრებული მეგობარი. მისაღებში შესვლისთანავე საბა თომასკენ გაიქცა. - მამიკოო _ ბედნიერი ჩაეხუტა. - გამარჯობა _ ჩუმად ჩაილაპარაკა დინამ. ყველა გადაკოცნა თომას გარდა და მისგან მოშორებით დაჯდა. უკვე მესამე თვეში იყო, ანიმ კარებშივე აღნიშნა რომ წონაში მოუმატია. ახლა იმას ფიქრობს თომა როდის შეამჩნევს, არ ეშინია, უბრალოდ ღელავს, მაგრამ თვითონაც იცის რომ მოუწევს ამის თქმა. რთული ორსულობა არ აქვს, არც ტოქსიკოზი კლავს, მაგრამ რაღაცებზე მაინც უჩნდება გართულებები. ახლაც ანიმ ხორცის სალათი რომ მოიტანა სუფრაზე, ზიზღის გრძნობა დაეუფლა. სწრაფად წამოდგა და სააბაზანოსკენ გაიქცა. თან მიჰყვა ექვსი წყვილი თვალი, შემდეგ ანი და თომა. - თომა მე მივხედავ _ გაუღიმა ანიმ. - რა დაემართა? - არ ვიცი, მივხედავ. წადი შენ _ როგორც იქნა გაუშვა მისაღებში _ დინა გამიღე, მარტო მე ვარ. _ სახეგაფითრებულმა გაუღო კარები. _ როგორ ხარ? - უკეთესად. - ისევ ცუდად ხდები? - რავიცი მაინცდამაინც არაფერზე მაქვს გართულება, მაგრამ იმ ხორცის სალათმა გამხადა ცუდად. - სულ ავიღებ სუფრიდან. - არა, შეეშვი, ყველა იეჭვებს. - თომა უკვე იეჭვებდა, აღარ მოგეშვება, სიმართლის თქმაც მოგიწევს. - ჰო ვიცი, ავუხსნი ყველაფერს. - ისე არაფერი გინდება ხოლმე? - ისე რა, დღე როცა მინდება ვყიდულობ, ღამით თუ მომინდა ვცდილობ დავიძინო, მომტანი არავინაა და საბას მარტო ვერ დავტოვებ. - გავიდეთ, უკეთესად ხარ? - კი _ გაუღიმა და მისაღებისკენ წავიდნენ.ეჭვის თვალით შეათვალიერა თომამ, თმის წვერიდან ფეხის თითებამდე. თვალს არ აშორებდა და როგორც კი სასურველ ცვლილებებს მიაკვლია, ისევ შეუბღვირა დინას. სუფრაზე არაფერი უჭამია გულედანს, როგორც კი წარმოიდგენდა, ცუდად ხდებოდა. მხოლოდ წვენს სვამდა. უკვე წასვლის დრო მოვიდა, თომამ რომ ანდროს რაღაც უჩურჩულა. კილასონიამ ჩაიცინა, საბას დაუძახა, ცოტახანს ელაპარაკა და გამოაცხადა მე, ანომ და საბამ ნაყინები უნდა ვჭამოთო. დინა დაეთანხმა და სახლიდან გავიდნენ. - შენ ჩემთან ერთად წამოხვალ _ ჩურჩულით უთხრა თომამ. გულედანს გააჟრჟოლა, თავი დაუქნია და მანქანაში ჩაჯდა. სახლში მივიდნენ, მშვიდი ნაბიჯებით შეაბიჯეს. - ყავას დალევ? ან ჩაის? _ ხმა ამოიღო ქალმა. - არ მინდა. სხვა რაღაც უნდა გავარკვიოთ. - კარგი, გასაგებია. - ალბათ ისიც გასაგები უნდა იყოს რისი გარკვევა მინდა. - ალბათ. - ჰო და გისმენ. - იცი... თომა... მე.. _ სათქმელს თავს ვეღარ უყრიდა. - არ უნდა ამდენი ლაპარაკი, პირდაპირ მიპასუხე კი ან არა, ორსულად ხარ? - კი _ ამოიკნავლა. - რამდენის? - მესამეში. - და რამდენი ხანია რაც იცი? - ერთი თვეა. - აქამდე მიმალავდი? როდის აპირებდი თქმა, რომ გაჩნდებოდა, სკოლაში რომ მიიყვანდი თუ ოჯახს რომ შექმნიდა? _ ირონიულ ტონს არ იშორებდა. - მე უბრალოდ შესაფერის დროს ვეძებდი. - რომელ შესაფერის დროს? - ურთიერთობას რომ გავარკვევდით აი იმ დროს. - ურთიერთობის გარკვევა კიდევ დიდხანს გაგვიჭირდება, რაც ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის. - ვიცი. - ახლა მომისმინე, არ ვაპირებ ჩემი შვილი უმამოდ გაიზარდოს. - არც მე ვაპირებ, ჩვენ ვერ დავლაგდებით როგორც ჩანს, მაგრამ შვილის ნახვას არ დაგიშლი _ ზარანდიას ჩაეცინა. - არა, ისევ ვერ ხვდები რისი თქმა მინდა. მინდა ჩემი შვილი ჩემს გვერდით იზრდებოდეს, დაბადებამდეც და დაბადების შემდეგაც. არ ვაპირებ დედის გვარზე იყოს უბრალო ფურცლების გამო, ამიტომ სასწრაფოდ მოვაწერთ ხელს, მე ისევ აქ დავბრუნდები, ან თქვენ გადმოხვალთ ჩემთან, არ გეცოდინება და გეტყვი რომ სახლი ვიყიდე. - ჩემი სახლი აქაა. - ჰო და ძალიან კარგი, მაშინ ისევ მე მომიწევს აქ დაბრუნება, მაგრამ ყველაფერი ძველებურად აღარ იქნება. ერთ ოთახში დავიძნებთ, თუმცა არაფერი შეიცვლება, შენი უნდობლობა ისევ მახსოვს. _ თითოეული სიტყვა გულზე ეკლად ესობოდა გულედანს, მაგრამ ხმას რა ამოაღებინებდა. _ ახლა მითხარი ექიმთან როდის იყავი? - ერთი კვირის წინ _ ჩაიბურტყუნა. - და როდის უნდა მიხვიდე ისევ? - ყოველ ერთ თვეში. - გასაგებია, შემდეგ ვიზიტზე მეც წამოვალ, საბამ იცის? - არა, ჯერ არ მითქვამს. - ერთად ვეტყვით, სხვებმა? - ანიმ. - სხვებსაც ერთად ვეტყვით. როგორ ხართ? რამე ხომ არ უნდა ჩემს შვილს? _ ბოლო სიტყვები გამოკვეთა. - ჯერ არაფერი _ ძლივს ამოღერღა და მაშინვე ოთახში შევარდა. ამდენ ხანს ყელში გაჩხერილი ბურთი ცრემლებით გადააგორა, ლოგინზე მოიკუნტა და თავისთვის, ჩუმად აქვითინდა. თითქოს თომასაც არ უნდოდა ასე მოქცეოდა, მაგრამ არსებულმა წყენამ და ბრაზმა თავისი გაიტანა, ამას ემატება ორსულობის დამალვა. დინას ნდობა უნდა ასწავლოს, მისი ნდობა. ჩუმად შეიხედა ოთახში, ლოგინზე მოკუნტული, მტირალი რომ დაინახა თითქოს ყელში რაღაცამ წაუჭირა. მშვიდად მიუახლოვდა ლოგინს და მისი მხრიდან ჩამოჯდა. - დამშვიდდი, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, ბავშვს ავნებს _ კიდევ უფრო ატკინა თომას სიტყვებმა, მხოლოდ შვილზე ზრუნავს. აღარ ქვითინებდა, მაგრამ სლუკუნი ვერაფრით შეიჩერა, სლუკუნშივე ჩაეძინა. დილით გაღვიძებულს თომა გვერდით დახვდა. ლოგინის განაპირა კუთხეში იწვა, მისგან ზურგშექცევით. გაუბედავად წაიღო ხელი მისი ბეჭებისკენ, მაგრამ მაშინვე უკან დააბრუნა. ნელა ადგა ლოგინიდან, ხალათი მოიცვა და საბას ოთახში გავიდა. პატარას უშფოთველად ეძინა. ფრთხილად აკოცა შუბლზე და სამზარეულოში გავიდა. მას შემდეგ რაც ორსულობის შესახებ გაიგო, დილით სულ საუზმობს. დღეს სამი ადამიანისთვის მოამზადა საუზმე, იცის საბა რა დროისთვის იღვიძებს. ზუსტად ათ წუთში პატარა ღიმილით გამოვიდა, თბილად ჩაიხუტა დინამ, მოამზადა და მაგიდასთან დასვა. თომაც გამოვიდა, საბას აკოცა, ქალისთვის ხმა არ გაუცია, მაგიდასთან მოთავსდა. - საბა მა, მე და დედიკომ რაღაც უნდა გითხრათ _ ინტერესით შეხედა პატარამ _ მა, მალე დაიკო ან ძამიკო გეყოლება. - მართლა? _ თვალები გაუბრწყინდა. - მართლა დე _ ღიმილით უპასუხა დინამ. - რა მაგარია ვეთამაშები _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა _ როდის მეყოლება დე? - რამდენიმე თვეში დე. - კარგია _ კმაყოფილმა მოკბიჩა კიდევ ერთი ლუკმა. - რამე ხომ არ უნდა პატარას? _ დინას გადახედა ზარანდიამ. - არა _ ჩუმად ჩაილაპარაკა. - არ მოგერიდოს, მე ჩემს შვილებზე ვზრუნავ მხოლოდ _ კიდევ ერთი ტკივილი მიაყენა. - ჯერ არაფერი უნდა პატარას _ აკანკალებული ხმით ამოთქვა და ჩაი მოსვა. - კარგი, დავურეკავ სხვებს და ახალი ამბავი ერთად ვახაროთ. - ან უფრო ცალ-ცალკე _ ჩაილაპარაკა. სუფრა აალაგა და მისაღებში ჩამოჯდა. - შუადღისთვის ამოვლენ _ მოშორებით დაჯდა თომა. - კარგი. - არ მინდა ასეთი დეპრესიული იყო, ბავშვზე ცუდად იმოქმედებს. - კარგი _ სიმწრით გაეღიმა და ტელევიზორს მიაჩერდა. გულწრფელი ღიმილით უყურებდა რაპუნცელს და ხალისობდა მის ცელქობაზე. თომასაც ეცინებოდა, თვითონაც მოწონდა მხიარული დინა. ქალისგან ის სიტყვები რომ მოისმინა, მთელ სხეულში დაუარა ბედნიერების ჟრუანტელმა. თავი ძლივს შეიკავა რომ არ ჩახუტებოდა, ემოციები არ გამოეხატა. მთელი ღამე არ ეძინა, დინას სუნთქვასაც კი აკვირდებოდა. სურვილი კლავდა შეხებოდა, ისევ თავის მკლავებში მოექცია, მაგრამ სურვილი სურვილადვე დარჩა. თვითონაც ვერ იტანს ასეთ ცივ ტონს, იმასაც ხვდება რომ გულედანს გულს ტკენს, თუმცა მაინც ასე იქცევა. თითქოს ცდილობს თავისი საქციელით აჩვენოს რა დაკარგა და როგორ ატკინა უნდობლობით. - მაღაზიაში ჩავალ, იმათი მოსვლისთვის რაღაცებს ამოვიტან. თქვენ რამე ხომ არ გინდათ? _ მულტფილმის ყურებას მოწყვიტა დინა. - ნაყინი მინდა _ მორცხვად ჩაილაპარაკა. - კარგი, საბა მა შენ რა გინდა? - მეც ნაყინი მინდა, არა ნაყინები ბევრი _ ხელით მოხაზა ბევრი და გაუცინა. - ანუ ჩემს პატარებს ნაყინები უნდათ.. როგორც კი თომა სახლიდან გავიდა, საბა გულედანს მიუსკუპდა. - დე მამიკო ხომ აღარ წავა? - აღარ წავა დე _ მიეფერა პატარას და მიიხუტა. - კარგია, მენატრებოდა. - ვიცი დე _ კიდევ უფრო დაამძიმა საბას სიტყვებმა. თომა მალე დაბრუნდა, ყველაფერი მზა მოუტანია, თან მიზეზიც აუხსნა, ჩემს პატარას გართულება აქვსო. შეგნებულად თუ შეუგნებლად ძალიან ტკენს ქალს, მეუღლეს, შვილების დედას. მეგობრების მოსვლამდე გაშალა სუფრა დინამ და კარებზე კაკუნის გაგონებისთანავე სახე გაუბრწყინდა. თითქოს მათთან ერთად ლაღად გრძნობს თავს, თითქოს კი არა, მართლა ძალიან ლაღია, რასაც თომასთან ნამდვილად ვეღარ ახერხებს. ბედნიერი ჩაეხუტა ყველას და შეიპატიჟა. - რა ქენი? _ უჩურჩულა ანიმ. - ყველაფერი რიგზეა _ გაუღიმა და დასხდნენ. - რაღაც სიახლე უნდა გითხრათ _ გაუღიმა თომამ ბავშვებს. - ყურადღებით გისმენთ _ გაუცინა ანდრომ. - მოკლედ, მგონი ხვდებით რომ შევრიგდით. _ „შევრიგდით, როგორ არა“ - უკმაყოფილოდ გაიფიქრა დინამ. _ კიდევ ერთი სიახლე, მალე მეორე პატარა გვეყოლება. - რა მაგარია, აუ ნათლული მეყოლება _ პატარა ბავშვივით აღტაცებული იყო ანდრო. _ გილოცავთ, რა მაგარია, აუ მეც მინდა. - შენც გეყოლება _ გაუღიმა დინამ. - ჰოდა მაშინ ჩემი შემოთავაზებაც მოისმინეთ, სიტუაციასაც მოუხდება. ამ ორსულ ძალს ამ სიცხეში ამ ქალაქში ხომ არ დავწვავთ, წავიდეთ ზღვაზე, ან მთაში, ან ორივეგან და დავისვენოთ. - კარგი იდეაა _ მოეწონა ალექსის. - კარგია, მაგრამ ჯერ უნდა გავარკვიოთ მგზავრობის საკითხი. გავარკვევთ და შევთანხმდეთ მერე. - და მაინც საით უფრო მიგვიწევს გული? - ორივე კარგი იქნება. - კიდევ ერთი საკითხია მოსაგვარებელი, ანოს მშობლებს უნდა დაველაპარაკო რომ ანოც ჩვენთან ერთად წამოვიდეს. - რა პრობლემაა, ყველა ერთად დაველაპარაკოთ _ გადაწყვიტეს თომამ და ალექსიმ. - ძალიან კარგი, ანუ ხვალ უნდა მოვაგვაროთ ყველაფერი.. ახლა კი თქვენი ოჯახის სადღეგრძელო უნდა შევსვა _ გაიცინა ანდრომ. მთელი საღამო მართლა ბედნიერი იყო დინა, მეგობრების განათებული თვალები ახარებდა, მაგრამ როგორც კი წავიდნენ ისევ მოიწყინა. კიდევ კარგი გვიანობამდე მაინც დარჩნენ. ახლა ოთახში შევა, დაწვება, დაიძინებს და თომას სახესაც აღარ დაინახავს. საბას ადრე დაეძინა, ზღაპარიც არ აქვს წასაკითხი. გაუფრთხილებლად წავიდა დასაძინებლად. ლოგინის განაპირას დაწვა და ღრმად ჩაისუნთქა. მალე შევიდა ოთახში თომაც. ჩუმად დაწვა თავის მხარეს და ძლივს გასაგონად ჩაიბურდღუნა. - ღამემშვიდობის. _ ხომ არაფერი? დინას მაინც აუფრთხიალდა გული. ესეც ორსულობას თანდართული ემოციურობა. - ძილინების _ ბედნიერმა ამოთქვა და თვალები დახუჭა. მოშორებით, ზურგშექცევით მწოლიარე ზარანდიამაც კი იგრძნო ხმაში გაჟღერებული ბედნიერება, გაეღიმა, კმაყოფილმა დახუჭა თვალები და ისევ გულედანის სუნთქვას მიუგდო ყური. ______________________ შოკოლადებო ესეც მეცამეტე თავი.. ბოდიში, ბოდიში, ბოდიში დაგვიანებისთვის, მაგრამ ჩემი ბრალი მართლა არ იყო, დენი არ მქონდა და ვეღარ ავტვირთე. იმედი მაქვს ეს თავი აინაზღაურებს დაგვიანებას.. კიდევ უღრმესი მადლობა, რომ იცოდეთ როგორ მახარებთ და მათბობთ თქვენი კომენტარებით.. ვიმედოვნებ ეს თავი მოგეწონებათ, ველი შეფასებას, კრიტიკას და ემოციების გაზიარებას.. პ.ს. მადლობა ლილიანას იდეისთვის.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.