ძვირფასი განძი [14]
გაიღვიძა თუ არა, თომას გადახედა. როცა დარწმუნდა რომ ეძინა, ჩუმად ადგა ლოგინიდან, სარკის წინ დადგა, საღამურის ზედა მუცელზე აიწია და ღიმილით შეავლო თვალი საკუთარ სხეულს. ერთი სული აქვს როდის გაეზრდება მუცელი, როდის იგრძნობს მის არსებობას. თომა ჩუმად უყურებდა ღიმილით, ეს მხოლოდ დინას ეგონა რომ ეძინა. აკვირდებოდა როგორ ისვამდა მუცელზე ხელებს და ბედნიერებისგან ეღიმებოდა. მამა გახდება, ამაზე მეტი ბედნიერება რაღა უნდა ინატროს. თვითონაც მთელი გულით ელის როდის დაიბადება მისი პატარა, როდის ჩაიხუტებს. სიტყვებით უჭირს ამ სიხარულის გადმოცემა, ემოციური არასდროს ყოფილა, არც გამოხატვა შეეძლო, მაგრამ ეს ის გრძნობაა, რომელსაც გულში ვეღარ იტევს. უკვე მეორე დღეა ყოველ დილას ამ მოლოდინით იწყებს, სულ რამდენიმე თვეც და ყველაფერი იდეალურად იქნება. არდადეგებიდან რომ დაბრუნდებიან აუცილებლად მოაწერენ ხელს. გულედანი ვერც კი ამჩნევდა რომ ეღვიძა, იმდენად იყო გართული მუცლის შესწავლით. - დილამშვიდობის _ ღიმილით მიესალმა ზარანდია. სწრაფად ჩამოიწია ზედა. - გამარჯობა _ მშვიდად უპასუხა. - შეგიძლია გააგრძელო _ გაუცინა. - შენი შვილი მაინც არ ჩანს და ჩემი ყურება არაა საჭირო _ ირონიულად გაუღიმა და ოთახიდან გავიდა. ზარანდიას ჩაეცინა, ადგა და უკან მიჰყვა. - ექიმს უნდა ველაპარაკოთ _ დინა მოულოდნელობისგან შეხტა. - დავურეკავ დღეს და ვკითხავ. - ანოსთან წამოხვალ? - გოგოებიც უნდა წამოვიდეთ? - კი, ალბათ. - კარგი წამოვალ. ყავა დაგისხა თუ ჩაი? - ყავა თუ არ შეწუხდები. - უფრო სწორად, შენი შვილი თუ არ შეწუხდება არა? - ჰო _ უკვე ეცინებოდა მის ბავშვურობაზე. - მიირთვი _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და ფინჯანი დაუდგა წინ. - შენ არ ისაუზმებ? - ბავშვს არ უნდა ჯერ, საბასთან ერთად ვისაუზმებ. - კარგი. ექიმს რომ დაურეკავ გამაგებინე რას გეტყვის. - აუცილებლად _ ჩაიფრუტუნა და სამზარეულოდან გავიდა. ოთახში შესულმა მიალაგა. კარადა გამოაღო, მოტკეცილი მაისური ჩაიცვა და კმაყოფილი დააჩერდა სულ ოდნავ წამოზრდილ მუცელს. შორტი ამოიცვა და საბასთან გავიდა. პატარას ეღვიძა, ლოგინში თავისთვის თამაშობდა. დედის დანახვაზე გაიღიმა და ხელები გაუშვირა. დინაც მაშინვე ჩაეხუტა, გვერდებზე მოუღიტინა და მათმა კისკისმა აიკლო სახლი. - წამო დე ვისაუზმოთ და მერე სხვაგან მივდივართ. - სად დეე? - სად და ანოსთან, ხომ იცნობ ანოს? - კი ვიცნობ. - ჰო და ანოსთან მივალთ. - მერე? - მერე ალბათ დასასვენებლად წავალთ დე. - რა კარგია. სად დე? - სად და ზღვაზე დე, ან მთაში დე _ გაუცინა და აკოცა. _ მიდი ჩაიცვი და გამო. მისაღებში ჩამომჯდარი თომასთვის არც კი შეუხედავს, სამზარეულოში გავიდა. ორივესთვის საუზმე მოამზადა. შვილთან ერთად მშვიდად ისაუზმა და ექიმს დაურეკა. თანხმობა მიიღო თუ არა, ქმარს წინ ჩამოუდგა, უკმაყოფილო მზერით შეხედა და „მოახსენა“ წასვლა შეიძლებაო. საღამომდე ბარგი ჩაალაგეს, ბიჭებმა ყველაფერი მოაგვარეს, ახლა მხოლოდ ანოსთან ასვლა და მისი მშობლების დათანხმებაღა დარჩათ. ყველა ერთად რომ შეგროვდნენ, დინამ საზოგადოებას თვალი მოავლო და ხმა ამოიღო. - ბავშვებო ამდენნი რომ ავიდეთ სირცხვილია, „მაყრიონის“ ხალხივით ვართ _ ჩაიფხუკუნა. - ასე უფრო დაგვთანხმდებიან _ გადახედა ანდრომ. - კარგი, მაგრამ ამდენს არამგონია გველოდნენ. - ეგ არაფერი _ გაუცინა და დაიძვრნენ. გზაში ბევრი იხალისეს ანდროზე. აქამდე უდარდელი კილასონია შესამჩნევად ნერვიულობდა. მართლა უყვარს ეს გოგო და რა გინდა რომ ქნას? ყველას უხარია მისი ბედნიერება, მათი კუპიდონის ბედნიერება. გაბრწყინებული სახეებით აუყვნენ კიბეებს. ფრთხილად დააკაკუნა ანდრომ, მომღიმარმა ანომ გაუღო, ყველა სათითაოდ გადაკოცნა და შეიპატიჟა. ანოს მშობლები სულაც არ იყვნენ ღიმილით სახეგაბრწყინებულნი. თავაზიანად მიესალმნენ ახალგაზრდებს. დასხდნენ, ანდრომ ჩაახველა და დაიწყო. - მგონი ჩემს შესახებ იცით, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. მე ანდრო ვარ, კილასონია, 25წლის, დასაქმებული _ ღიმილით წარუდგინა საკუთარი თავი. - დიახ, ვიცით _ მშვიდი იყო ანოს მამა. - პირველ რიგში უნდა მოგახსენოთ რომ თქვენს ქალიშვილთან დაკავშირებით სერიოზული მიზნები მამოძრავებს, არ ვარ პატარა ბიჭი რომ ვერ ვხვდებოდე თქვენს შიშს. მესმის რომ გარკვეული პრობლემები გაქვთ ჩემს ასაკთან, მაგრამ მგონი ძალიან დიდიც არ ვარ _ გაუღიმა _ ანო მართლა მიყვარს, მინდა რომ დავოჯახდეთ, მინდა ჩემი შვილების დედა იყოს, მაგრამ ისიც მესმის რომ ახლა ეს არ მოხერხდება, ამისთვის ჯერ ძალიან პატარაა. მესმის რომ ჯერ უნდა ისწავლოს, დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბდეს, მესმის და მისაღებია, მაგრამ უნდა გთხოვოთ რომ ურთიერთობის უფლება მოგვცეთ. ამდენი ხალხი მოვიყვანე მოწმედ _ სერიოზული საუბარი ღიმილით დაასრულა. ყველას გაუკრთა ღიმილი სახეზე. - ვაფასებ თქვენს საქციელს _ კვლავ დინჯი ტონით საუბრობდა მამა. _ ჩემი ნდობა მოპოვებულია _ გაუღიმა. - მადლობა, ახლა კიდევ ერთი რამ უნდა გთხოვოთ და იმედი მაქვს კადნიერებად არ ჩამითვლით. - გისმენთ. - სამეგობრო დასასვენებლად მივდივართ ერთად, რაჭაში, შემდეგ შეიძლება ზღვაზეც, მინდა რომ ანომაც დაისვენოს ჩვენთან ერთად. _ კაცი შეყოყმანდა. - ჩავერთვები თუ შეიძლება _ ყურადღება მიიპყრო დინამ. _ ამ სამეგობროს რძალი გახლავართ _ გაუღიმა ანოს მშობლებს _ ძალიან გვინდა რომ ანომ ჩვენთან ერთად დაისვენოს, ჩვენი მხრივ, მე და ანი პირობას გაძლევთ რომ თქვენს შვილს ჯანმრთელს და უვნებელს დაგიბრუნებთ ორი კვირის შემდეგ. ძალიან გთხოვთ. - მგონი არაფერი დაშავდება _ გაიღიმა დედამ. - კარგი, იყოს უმრავლესობის სურვილისამებრ _ დაეთანხმა მამაც და ყველას გაეღიმა. ცოტა ხანი კიდევ დაყვეს ანოს ოჯახში და სახლებში დაბრუნდნენ. ყველა კმაყოფილი იყო. ვერასდროს წარმოიდგენდნენ ჭკუამხიარულ კილასონიას ასეთ სერიოზულს, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა. მაღაზიასთან იყვნენ მისულები დინამ რომ ეშმაკური ღიმილით გადახედა ზარანდიას. არ გამორჩენია თომას, გაუღიმა და კითხვისნიშნებიანი მზერა მიაპყრო. - შენს შვილს შოკოლადი უნდა. - მარტო ჩემს შვილს? დედას არა? _ გაუცინა. - დედას რომ უნდოდეს აზრი არ აქვს, ასე რომ შვილს უნდა _ ნიშნისმოგებით გაუღიმა. - ბავშვივით იქცევი _ გაუცინა და მაღაზიაში შევიდა. უკან შოკოლადებით დატვირთული დაბრუნდა, დინამ და საბამ დაინაწილეს და სახლში ასულებმა გემრიელად მიირთვეს. - ბარგი მზად გაქვს? - ჩემი და საბასი მზად მაქვს. - ჩემი? - თვითონ ჩაალაგე, ბავშვი შეწუხდებოდა _ საკუთარი თავით კმაყოფილმა გაუღიმა. თომამ თავი გადააქნია და სიცილით შევიდა ოთახში. დღე მალე გავიდა, დილის მოლოდინით დაწვნენ. გულედანი განსაკუთრებულად ელის დილას, რაჭის ნახვა ყოველთვის უნდოდა, მაგრამ აქამდე არასდროს მისცემია საშუალება. ხვალ კი ოცნებას აისრულებს, საყვარელ კუთხეს ნახავს, მის ღირსშესანიშნაობებს. ღიმილით გადახედა თვალდახუჭულ მეუღლეს. დღეს ისე კარგად იქცეოდა, არ გაუბრაზებია. ასე თუ გააგრძელებს შესანიშნავი იქნება, ახლა თვითონ ეცდება ნერვები მოუშალოს, ნახოს ერთი როგორია. კმაყოფილი მზერით მოეფერა მუცელს და თვითონაც დახუჭა თვალები. - დინა, დინა _ თომას ხმა ჩაესმა ძილში _ დინა ვაგვიანებთ. - შენს შვილს არ უყვარს რომ აღვიძებენ _ ჩაიბურტყუნა და მხარი იცვალა. - დინა აღარ წაგიყვან რაჭაში _ მაშინვე წამოჯდა ლოგინზე. - ანდრო და ალექსი წამიყვანენ _ დაეჭყანა და ლოგინიდან ადგა. - თბილი ტანსაცმელი ჩაალაგე? - კი, ნუ გეშინია შენი შვილი უსაფრთხოდაა. _ სასურველი ტანსაცმელი მოირგო, თმები კოსად აიწია და ოთახიდან გავიდა. ღიმილით მიჰყვა ზარანდიაც. - საბა გააღვიძე, მე საუზმეს მოვუმზადებ _ დავალება მისცა და სამზარეულოში შევიდა. - დიახ ბატონო _ სიცილით დაეთანხმა და ოთახისკენ წავიდა. მშვიდად მოემზადნენ, ამასობაში სხვებიც მოვიდნენ და რაჭისკენ გაეშურნენ. ერთი მანქანით გადაწყვიტეს წასვლა, ცოტა სივიწროვე აწუხებდათ, თუმცა ბიჭები სულაც არ იყვნენ უკმაყოფილო. ბედნიერი სახეებით მიხუტებოდნენ მეორე ნახევრებს. საბა თომას კალთაში მოკალათებულიყო, დინაც მშვიდად სუნთქავდა თომას მხარზე მიყრდნობილი, თან ღიმილით შეუმჩნევლად ეფერებოდა მუცელს. გზადაგზა ისვენებდნენ, ჩერდებოდნენ, სურათებს იღებდნენ. რაჭამდე ისე ჩავიდნენ ენა არ გაუჩერებიათ, ყველა მხიარულობდა. იქ წინასწარ შეგულებულ სახლს ესტუმრნენ, დიასახლისი ღიმილით გამოეგება, დააბინავა. უკვე დანამდვილებით იციან რომ შესანიშნავი ერთი კვირა ელით. ეზოში ჰამაკია, ყველაფერი მწვანეა ირგვლივ, სიცოცხლის ხალისს რომ შეგმატებს ისეთი ბუნება და ამინდია. მაშინვე ჰამაკს მიაშურეს გოგონებმა, ბიჭებს ბალახზე მოუწიათ დაჯდომა. ქალიც ეზოში ფუსფუსებდა. - ქალბატონო ლილი, გიდი გვჭირდება და ხომ ვერ გვირჩევდით ვინმეს _ მიმართა ალექსიმ. - კი შვილო, კი. აგერ მეზობელ სახლშია, ვეტყვი და გამოვა. - ძალიან დაგვეხმარებით, მადლობა. ცოტა ხანში ახალგაზრდა ბიჭი მიუახლოვდა. ყველას მიესალმა, თვალი მოავლო, გულედანზე საკმარისზე მეტ ხანს შეაჩერა მზერა და იქვე ჩამოჯდა. - მე ვარ გიდი. - სასიამოვნოა, მე თომა, ანდრო, ალექსი, დინა, ანო, ანი და საბა. - სასიამოვნოა ჩემთვისაც. რაჭაში ბევრია სანახავი, მაგრამ ერთ კვირაში რასაც შევძლებთ ვნახოთ. აუცილებლად უნდა ნახოთ ნიკორწმინდა და ბარაკონი. - მაშინ დღეს უკვე დაგვიანდა და ხვალ დილიდან დავიწყოთ. - ძალიან კარგი, დილით ადრე შეგეხმიანებით და წავიდეთ. - კარგი. გიდი გააცილეს, ივახშმეს და ოთახებში დანაწილდნენ. დინას და თომას შუაში ეწვინათ მათი პატარა. ქალი თმებზე ეთამაშებოდა, ზარანდია კი ღიმილით ადევნებდა თვალს. საბას მალე ჩაეძინა, დინამ თომას ახედა, კაცმა გაუღიმა. მან შეუბღვირა და უკმაყოფილოდ დამანჭა სახე. - სქესს როდის გავიგებთ? - არ ვიცი. - დინა ცოტა თბილად რომ მიპასუხო არ შეგიძლია? - სითბო და სიტკბო ახლა მოგინდა? შენი შვილი არ არის სენტიმენტალურ განწყობაზე და დედაც ვერ გამოხატავს ემოციებს. - ღმერთო ჩემო _ ღრმად ამოისუნთქა _ ძილინების _ სიცილით ჩაილაპარაკა. - იმედია კოშმარები შეგაწუხებს _ კიდევ ერთხელ დაიგესლა დინა და კმაყოფილმა აქცია ზურგი. მეორე დილით შეთანხმებისამებრ ნიკორწმინდისკენ გაეშურნენ. გიდი უყვებოდა მის ისტორიას, ტაძარი ბაგრატ მესამის დროს აშენებულა, მისი არქიტექტურის შესახებაც მოუთხრო. სოფლის ყველა წერტილიდან ჩანს ეს დიდებული ადგილი, მაღლობზეა აშენებული. „რაჭის სიამაყე“ - ასე ახასიათებენ მას. ტაძარი მართლაც დიდებულია. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩუქურთმებმა, კარიბჭეებმა, ორნამენტებმა. ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო. უამრავი სურათი გადაიღეს, აღფრთოვანებულები დარჩნენ. იმავე დღეს გადაწყვიტეს ბარაკონის ნახვაც. ეკლესია ორ მდინარეს, რიონსა და ლუხუნს შორის მდებარეობს, მას თურმე პატარა სვეტიცხოველსაც უწოდებენ. მთაში, მწვანეში ჩაფლული ტაძარი გასაოცარი ემოციით ავსებდა მეგობრებს. ბიჭები ღიმილით ადევნებდნენ თვალს სახეგაბრწყინებულ გოგონებს. თომას კისერზე შემოესვა საბა და ისე დაატარებდა. ვარაუდი გამართლდა, დასვენების არაჩვეულებრივი დღე ჰქონდათ. თუმცა საღამოს ზარანდია უკმაყოფილო მზერით უცქერდა გიდს. ანდრომ მხარი გაკრა, არაფერიო ანიშნა და ეზოში შევიდა. - ხვალ საყინულე ვნახოთ _ გეგმა გააცნო გიდმა და დაემშვიდობა. ოთახში ასულმა დინას შეუბღვირა. - ეს გიდი არ მომწონს. - მე რა ვქნა? არ მოგწონს და ნუ მოგწონს _ მხრები აიჩეჩა დინამ და ლოგინზე მიწვა. - დაიღალეთ? - მე კი და შენი შვილი არა, არ ინერვიულო. - დინა გეყოფა _ გაბრაზდა ზარანდია. - თომა გეხვეწები შემეშვი რა, მეძინება და საბას მიხედე გთხოვ _ გაუღიმა და თვალები დახუჭა. ეს გოგო სულ გააგიჟებს. როცა მის გვერდითაა გაბრაზებასაც ვეღარ გრძნობს, არც ის უნდობლობა ახსოვს, ყველაფერი წარსულში რჩება. მის გვერდით მხოლოდ ოჯახი ახსოვს, სითბო და პატარის მოლოდინი. ხვდება რომ ქალბატონი მის გაბრაზებას ცდილობს. კი არ ცდილობს, გამოსდის კიდეც. უკვე ძალიან უშლის ნერვებს ამ „შენი შვილი“-ს ძახილით, მაგრამ თავისი ბრალია და ჩუმადაა. ღიმილით გაიხურა კარები და ეზოში მოცინარ მეგობრებს შეუერთდა. დილა ისევ ოჯახით დაიწყო, ფრთხილად შეაღვიძა ორივე და გააფრთხილა თბილად ჩაეცვათ. იცის რომ საყინულეში ცივა. რჩევას დაუჯერა და უკვე მომზადებული გამოცხადდა ეზოში. გიდი ღიმილით მიესალმა, თვითონაც ღიმილითვე დაუბრუნა პასუხი. - თქვენ ოჯახები ხართ? - კი, ოჯახები ვართ. - სამწუხაროა რომ გათხოვილი ხართ. - უკაცრავად? _ გაიკვირვა. - არა ცუდად ნუ მიიღებთ, სიამოვნებით შევქმნიდი ოჯახს თქვენნაირ მანდილოსანთან ერთად. - მაგრამ ყველაფერი დასწრებაზეა _ მკაცრი იყო ზარანდიას ტონი, დინას გვერდით ამოდგომოდა და ხელი მოეხვია. - მართალი ხარ _ გაუღიმა გიდმა და მოშორდა. - დიდი ხანია თვალებს გიჟუჟუნებს? - შენ სიცხე ხომ არ გაქვს? ადამიანი გუშინ ვნახე პირველად და დღეს დამელაპარაკა, რა თვალებს მიჟუჟუნებს. - მე გითხარი, აღარც თვალები რომ არ შერჩება და აღარც ძვლები, მერე იგიდოს. - თომა ძალიან გთხოვ რა, ყველაზე მეტად ეგ მაღიზიანებს, ჩემი გაღიზიანება არ შეიძლება, ბავშვს ავნებს ძვირფასო მამიკო _ უკმაყოფილო ტონით ჩაილაპარაკა და ჰამაკში ჩაჯდა. ცოტა ხანში საყინულისკენ დაიძვრნენ. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა გულედანში ეს ადგილი, მითუმეტეს აღწერილობის შემდეგ. ასეთი ადგილები ძალიან მოწონს. ბნელი, დაღმართიანი და ქვიანი ბილიკი, რომელიც გამოქვაბულის შავად დაღებულ თაღამდე მიდის. მის შიგნით ვრცელი დარბაზია, გამოქვაბულის ფსკერზე კი ტბაა, ყინულივით ცივი წყლით. როგორც კი ბილიკს მიადგნენ, თვალები გაუბრწინდა, თუმცა იმდენად ძნელად სავალი ჩანდა ცოტა შეეშინდა. - ჩვენ აქ მოგვიწევს დარჩენა _ უჩურჩულა თომამ. - რა თქვი? - ჩვენ აქ დავრჩებით, საბასაც გაუჭირდება ამ დაღმართზე და შენც. - არ გაგვიჭირდება. - შეიძლება არ გაგიჭირდეს მაგრამ არა, საშიშია, ფეხი რომ დაგიცდეს, რომ წაიქცე? - არ წავიქცევი. - დინა რატომ მაბრაზებ? - თომა ძალიან მინდა _ თვალები აუბრჭყვიალდა. - არა! _ კატეგორიული იყო თომას ხმა. - ხმა აღარ გამცე _ იქვე ჩამოჯდა და ასლუკუნდა. - დინა რა გატირებს, შენთვის გეუბნები ადამიანო. - დამანებე თავი. - დინა, ჩემო პატარა _ ისევ თბილი მიდგომა სცადა. - შენს პატარას სხვა სახელი ერქმევა _ ამოისლუკუნა. - დინა.. - დამანებე თავი. - ძალიან კარგი, ჩადი და მერე ვნახოთ. დაიმახსოვრე არ გაპატიებ რამე რომ დაგიშავდეთ. - შენს შვილს რომ დაუშავდეს რამე, მაგრამ შეგახსენებ რომ ჩემი შვილიცაა და არაფერი მოუვა. - ნუ ანერვიულებ თომა, საბას ჩვენ მივხედავთ, შენ დინას მიხედე და ნელ-ნელა ჩამოდით _ გაუღიმა ანდრომ და საბა ხელში აიყვანა. - ხედავ? ყველა შენნაირი ხისთავიანი არაა, დაუჯერე. - კარგი _ უკმაყოფილოდ დაეთანხმა და ღრმად ამოისუნთქა. _ ხელი მომკიდე _ დინას ხელი საკუთარში მოიქცია და ნელა დაუყვნენ ბილიკს. ყოველ ნაბიჯზე ფრთხილადო გაიძახოდა. - დავიღალე _ დაიწუწუნა. - ხომ გითხარი? - ნერვებს ნუ მიშლი. - აგიყვანო? - პატარა ბავშვს მხედავ? - კი, ჩემს შვილს ავიყვან ხელში _ თვითკმაყოფილმა გაუღიმა. დინასაც გაეცინა. ასე წვალებით მოიარეს საყინულეც, თუმცა ღირდა. კმაყოფილები იყვნენ, მაგრამ გადაწყვიტეს მომდევნო ორი დღე დაესვენათ, უბრალოდ მშვიდად მსხდარიყვნენ ეზოში და სხვა გასართობი ენახათ. სახლში დაბრუნდნენ თუ არა, დინამ ლოგინს მიაშურა. ძილი ისედაც უყვარდა, ახლა საერთოდ. თან ძალიან დაიღალა. დილით სასიამოვნო სუნმა გამოაღვიძა. დიასახლისი აშკარად რაღაც გემრიელს ამზადებს. ისე მოუნდა, ისე მოშივდა, ჩაიცვა და პირველ სართულზე ჩაირბინა. არ შემცდარა ქალბატონი ლილიც და გოგონებიც იქ იყვნენ, ლობიანებს აცხობდნენ. კმაყოფილებისგან სახე გაუბრწყინდა, უკვე დაჭრილს მიეპარა და ერთი ნაჭერი აიღო. - დილამშვიდობის _ ღიმილით მიესალმნენ გოგონები. - გამარჯობა, ძალიან გემრიელია _ კიდევ ერთი მოკბიჩა. - ჭამე ჭამე, ორის სამყოფი გაქვს საჭმელი _ გაუცინეს. - ბიჭებს ძინავთ? - ჩვენებს კი და შენები არ ვიცით. - ჩემებსაც _ გაუცინა. - ჩვენც მოვრჩით _ გააუღიმა ქალბატონმა ლილიმ _ რაჭული ლობიანების გარეშე ვერ გაგიშვებდით. - უგემრიელესია _ კიდევ ერთხელ აღნიშნა გულედანმა. ცოტა ხანში ბიჭებმაც გაიღვიძეს და ყველამ ერთად გადაინაცვლა ეზოში. ჰამაკში მხოლოდ დინა და საბა ისხდნენ, მალე მიუსკუპდა თომაც. დანარჩენი ორი წყვილი ერთმანეთს მიხუტებულები მოთავსებულიყვნენ ბალახზე. - ახლა რა ვქნათ? _ კითხვა დასვა ანდრომ. - დავტკბეთ სიმშვიდით _ გაუცინა დინამ. - სიმშვიდით სხვა დროს დავტკბეთ, ახლა რამით გავერთოთ. - დახუჭობანა ვითამაშოთ? _ გაუცინა ანომ. - ხომ გეუბნები ბავშვი ხარ, რა დახუჭობანა? _ თვითონაც გაუცინა შეყვარებულს და ცხვირზე წაეთამაშა. - აბა შენ მოიფიქრე მაშინ _ უცებ გაბუსხა ტუჩები. - ნუ მებუტები _ უჩურჩულა და ყელზე შეეხო, უცებ გახსნა სახე ანომაც. - მოიფიქრეთ რამე _ გადახედა თომამ. - შენ რას მიკეთებ? _ უკმაყოფილოდ გაეპასუხა დინა. - შენს თმებს ვეთამაშები. - არავის უთხოვია, ბავშვსაც არ სურს დედის თმებს ეთამაშებოდე. - კარგი რა, არ მოგბეზრდა? - არა _ ჩაიცინა. - ვითამაშოთ რა დახუჭობანა _ ითხოვა საბამაც და ყველას გაეცინა. - შენ და ანომ ითამაშეთ საბა, თქვენ ხართ ტოლები _ გაუცინა ანდრომ. ანო ისევ გაეუბუტა. - მაინც ვერაფერს ვიფიქრებთ და ვითამაშოთ დახუჭობანა რა მოხდება _ გაუცინა დინამ. - შეენც რძალო? _ გადახედა ალექსიმ. - ეგეც და მეც _ ფეხზე წამოხტა ანი. _ აბა დადექით მალე ვითვლიი _ გაიცინა და ყველა წრეზე დააყენა. _ რომელი გავითვალო? - ბებია ყიდის კევებს _ გაუცინა ანდრომ. - კარგი აბა, ბებია ყიდის კე-ვებს, ნაირ-ნაირ ფე-რებს, რომელი ფერიც გინდა შენ ამო-ირჩი-ე, დინა თქვი ფერი. - იასამნისფერი. - ი ა ს ა მ ნ ი ს ფ ე რ ი, ანდრო გადი, აბა თავიდან..... საბოლოოდ, დახუჭვა ალექსს მოუწია. ეზოში მიმოიფანტნენ, დაიმალნენ. „დაასტუკეს“, „დაასტუკა“, მერე სხვა დაიხუჭა და ასე გრძელდებოდა რამდენიმე საათი. მოუბეზრებლად თამაშობდნენ, ბავშვობას იხსენებდნენ. საოცარ სილაღეს გრძნობდნენ. დინას მეგობრები გაახსენდა, ზუსტად ასე თამაშობდნენ თავშესაფრის ეზოში, ყველა ერთად, მოუბეზრებლად. თუნდაც მხოლოდ იმიტომაა ზარანდიას მადლობელი რომ ეს ადამიანები გააცნო, მაგრამ სხვა უამრავი მიზეზიც აქვს. - აღარ შემიძლია, მე დავიღალე _ განაცხადა ხმამაღლა და მწვანე ბალახზე გადაწვა. - მეც დავიღალე _ მაშინე გამოეხმაურა ზარანდია და გვერდით მიუწვა. - მყუდროება რომ არ დამირღვიო ისე ვერ ძლებ. - ხელს არ გიშლი, ხმასაც არ ვიღებ. უბრალოდ შენ ვერ ახერხებ რომ არ შემიმჩნიო. - კი როგორ არა. - ზუსტად. - დამანებე თავი. - დანებებული მაქვს _ მშვიდად მოჰხვია მუცელზე ხელი. - დანებებული გაქვს ხომ? - მე ჩემს შვილს ვეფერები, შენთვის დანებებული მაქვს _ ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი და მის მუცელზე თითების თამაში გააგრძელა. _ ნეტავ გოგო იქნება თუ ბიჭი? _ ცნობისმოყვარედ ჩაილაპარაკა. - არ ვიცი, მაგრამ ბიჭი მგონია _ მაშინვე უპასუხა. - ინტუიცია? - დიახ. - სახელი? - მე ვიცი. - მეც რომ გავიგო? - თუ ბიჭი იქნება ლევანს დავარქმევ. - დინა.. - გისმენ. - დარწმუნებული ხარ? თუ ჩემ გამო.. - თომა, შენ სულ არ გიცნობდი ლევანი რომ იყო ჩემს ცხოვრებაში, ამ სახელს შენ გამო კი არა, ჩემი საუკეთესო მეგობრის, ძმის გამო დავარქმევ. - მაინც მადლობა. - არაა საჭირო, მაგრამ არაფრის. - ჩემი პატარა _ ნელა დაიხარა და დინას მუცელს შეეხო ტუჩებით. გულედანს გააჟრჟოლა, ეცადა არ შეემჩნია, თუმცა დახორკლილმა კანმა შესამჩნევი გახადა. ზარანდიას ჩაეცინა. კიდევ კარგი სხვები თამაშით იყვნენ გართულები და მათთვის არ ეცალათ, თორემ დინა ამის საშუალებას არ მისცემდა. კიდევ ერთხელ შეახლო მუცელს ტუჩები და ქალის რეაქციით ტკბობა დაიწყო. _______________________ ესეც მეთოთხმეტე თავი შოკოლადებო.. არც კი ვიცი ბოდიში როგორ გითხრათ, ისე მრცხვენია, უკვე მერამდენედ დავაგვიანე, ბოდიში, ბოდიში, ბოდიში.. უბრალოდ მართლა ვერ მიხერხდება...იმდენი მადლობა მინდა გითხრათ, ისეთი თბილები ხართ, ისეთი კარგები, ისე მახარებთ, მმუხტავთ...იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს თავი და მაპატიებთ დაგვიანებას, ველი შეფასებას, კრიტიკას და ემოციების გაზიარებას.. პ.ს. რაჭაში ნამყოფი არ ვარ, ვეცადე ინტერნეტის დახმარებით აღმეწერა ეს ადგილები, ამიტომ თუ რამე არ შეესაბამება რეალობას ესეც მომიტევეთ... პ.ს. მადლობა ლილიანას იდეისთვის.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.