შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსური გრძნობები (10)


22-03-2015, 00:58
ავტორი nia_93
ნანახია 3 550

-საერთოდ არ ვარ ხუმრობის ხასიათზე-ტუჩები უკმაყოფილოდ დაპრუწა ელენემ
-და საიდან მოიტანე რომ ვხუმრობ?-გაკვირვებულმა შეხედა ცოტნემ და წარბები მაღლა აზიდა
-წავალ,გარეთ დაველოდები ნანოს-ფეხზე წამოდგა ელენე და კარებისკენ წავიდა.
-ნელა გადი-ცოტნემ ჩაიფხუკუნა.ელენემ ყურადღება არ მიაქცია და გარეთ გასასვლელად გზა გააგრძელა
-ცოტნე, კარები რატომაა ჩაკეტილი?-გაბრაზებულმა დაუძახა ცოტნეს,როცა კარები ვერ გააღო
-გითხარი უკვე რაც ხდება. არ გჯერა და რა გიყო მე?-უდარდელად დაუბრუნა პასუხი და მხრები აიჩეჩა
-ცოტნე მეთქი!
-კარგი რა ელე, მორჩი ეხლა და ისტერიკების გამართვა არ დაიწყო.გითხარი რომ მოგიტაცე და უკვე ჩემი ცოლი ხარ-ელენესკენ წამოვიდა ცოტნე-ეს ყველაფერი დადგმული იყო, რომ შენ აქ ამოგვეყვანე
-მოიცა....შენ რა მართალს მეუბნები-თითქოს ეხლა გამოერკვაო ელენე და მსუბუქად წამოიკივლა. ის რასაც ახსნა ვერ უპოვა ეხლა ყველაფერი გასაგები გახდა. რატომ დააპირა დიმამ დაბადების დღის კოჯორში გადახდა,რატომ აუჩემა ნანომ აქ წამოსვლა,მერე მისი უეცარი ,,მოტყდომა’’,მერე მარტო ის და ცოტნე და სხვა არავინ, მერე ცოტნეს ,,,მოგიტაცე’’ და დაკეტილი კარები. ყველაფერი გასაგები გახდა.დაჯერება გაუჭირდა.ერთი პერიოდი მართლა იფიქრა რომ ეღადავებოდა ცოტნე,მაგრამ უკვე თავად დარწმუნდა რომ ის არ ხუმრობს და მართლა მოიტაცა.
-დაიჯერე ბოლობოლო?-გაუცინა ცოტნემ
-გააფრინე?-შეშფოთებულმა უთხრა
-აჰა, შენ გამაფრენინე.ხედავ? მოტაცებაც კი ვიკადრე და ავცეტდი ამხელა კაცი-გაეცინა
-მოვრჩეთ ამ სისულელეს და წავიდეთ აქედან-დასერიოზულდა ელენე
-შენ მე მგონი ვერ გაიგე რა ვთქვი არა?-დასერიოზულდა ცოტნეც-აქედან მანამდე არ წავალთ,სანამ არ შემირიგდები. ჩემი ცოლი უკვე ხარ,მაგრამ მინდა რომ შემირიგდე და აქედან წავიდეთ,როგორც ბედნიერი ცოლ-ქმარი,რომლებსაც ერთმანეთი უყვართ.
-ტყუილად გაისარჯე ცოტნე. მე აქ დარჩენას არ ვაპირებ,მითუმეტეს შენს ცოლობას.
-გირჩევ მალე შეეგუო ამ აზრს,რადგან შენ აქედან ვერ წახვალ და მეორე,უკვე ხარ ჩემი ცოლი.ასე რომ შენ ნუ გაირჯები ტყუილად წივილ-კივილში და გაქცევის მცდელობაში. ჩვენი მომკითხავი კაციშვილი არაა მინიმუმ 1 კვირა, ამიტომ აქედანვე შეეჩვიე ამ ყველაფერს.
-ცოტნე...
-არავითარი ცოტნე-გააწყვეტინა ცოტნემ-შეგიძლია უკვე მოირგო დასახლისის როლი და თავი ისე იგრძნო,როგორც საკუთარ სახლში. ჩვენს დროებით საძინებელ ოთახსაც გაჩვენებ,წამო-კიბეებისკენ უბიძგა ცოტნემ
-ცოტნე, ხელი გამიშვი-დაეჯაჯგურა ცოტნეს,რომელსაც მკლავში ჩაევლო მისთვის ხელი და კიბეებისკენ მიყავდა
-შენი ნივთები აი აქ დევს, ნანომ ყველაფერზე იზრუნა-უთხრა როგორც კი ოთახში შევიდნენ
-არანორმალურები ხართ. არა რამ გაგაგიჟათ ამხელა ხალხი? ნანოს რომ ვნახავ მაგრად ვცემ. ესე როგორ მომექცა?-აქოთქოთდა ელენე-არ ვაპატიებ, არ ვაპატიებ ასე რომ გამიმეტა. არც ერთს არ გაპატიებთ-ეხლა ცოტნეს მიუბრუნდა
-ნანოს ჩვენი ბედნიერება უნდა და ამიტომ დამეხმარა. კარგი იქნება შენც მალე თუ მიხვდები რომ ჩემს იქით გზა არ გაქვს-ბოლო სიტყვები ღიმილით უთხრა ცოტნემ და თმებზე ხელი ჩამოუსვა. ელენე წამით გაინაბა.ისევ გაახსენდა ძველი დრო ერთად რომ იყვნენ და ყოველი ჩხუბის და შერიგების შემდეგ ცოტნე რომ ეტყოდა ,,ჩემს იქით გზა არ გაქვს’’-ო და ბევრს,ძალიან ბევრს აკოცებდა. ცოტნემაც დრო იხელთა,თმებში ხელი შეუცურა და ელენეს ბაგეებს ეამბორა.მონატრებული ცოტნეს ალერსს,ელენეც აყვა. იმ წამს ვერ იაზრებდა რა მდგომარეობაში იმყოფებოდა და ეხლა რას შვებოდა.ცოტნეს შეხება გონებას უბინდავდა
-ცოტნე...რას...რას ვაკეთებთ?...-გამოერკვა ელენე და ცოტნეს მოშორდა
-იმას,რაც ორივეს გვინდა. რატომ ჯიუტობ ელე? რატომ მტანჯავ მეც და საკუთარ თავსაც?
-ცოტნე,მე დრო მჭირდება
-რა დრო ელე,რა დრო? ერთ წელზე მეტი საკმარისი დრო არ იყო? რით ვერ გადახარშე მომხდარი?
-მოდი რა აქედან წავიდეთ და ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც იყო-შეევედრა ელენე
-ელენე,მორჩი! საკმარისია! მე არ ვხუმრობ. გითხარი რომ უკვე ჩემი ცოლი ხარ და უკვე ისიც იცი როდემდე არ წავალთ აქედან,ასე რომ ტყუილად ლაპარაკობ უაზრობებს. აქედან არსად არ მივდივართ-ლამის დაუყვირა ცოტნემ და ოთახიდან გაბრაზებული გავარდა. არა რა, ნამდვილი ჩერჩეტია ეს გოგო. კაცი რას ეუბნება და ეს რეებს პასუხობს. გააგიჟებს აბა რას უზამს.ელენე საწოლზე ჩამოჯდა
-რა ჯანდაბა ვქნა?-თავისთვის ჩაილაპარაკა და თავი ხელებში ჩარგო

***
დიმას დაბადების დღე არ აღუნიშნავს.სამსახურის მერე პირდაპირ სახლში წავიდა,რადგან ეხლა დასვენება ყველაფერს ერჩივნა.შინ მისულს ელო სახლში არ დახვდა.ამისთვის დიდად ყურადღება არ მიუქცევია.სულ არ წყენია მისი არ ყოფნა,პირიქით,ცოტას დავისვენებო.გამოიცვალა. ცოტა საჭმელი შეჭამა.მერე ტელევიზორის წინ მოკალათდა და არხიდან არხზე უაზროდ დაიწყო გადართვა. კარზე ზარი დარეკეს.კარების გარაღებად წამოდგა და თან ტელევიზორისკენ ქონდა თვალები.არც უკითხავს ვინ იყო,პირდაპირ გააღო
-გილოცააავ-როგორც კი გააღო ეგრევე მიულოცა ნანომ და გადაკოცნა
-მადლობა ნანო-გაეღიმა დიმას და ნანო შიგნით შემოიპატიჟა
-ვბერდები და არ აღვნიშნავთო?-სიცილით უთხრა და საჩუქარი გაუწოდა
-რატომ შეწუხდი ნანო-მართლა შეწუხდა დიმა-მადლობა-საჩუქარი გამოართვა
-რა შეწუხებაა.იმედია მოგეწონება,ზომაც მგონი ზუსტად შევარჩიე-უთხრა და დივანზე ჩამოჯდა
-ძალიან მაგარია-დიმა ნანოს ნაჩუქარ პერანგს დაყურებდა და თან ტანზე იდებდა და იზომებდა-მართლა ძალიან მომეწონა
-ბევრი ვიფიქრე რა მეჩუქებინა. საათების და სუნამოების კოლექცია რომ გაქვს ეგ ვიცი-გაეცინა-ხოდა პერანგზე შევჩრედი
-მომწონს-მიანიშნა პერანგზე.დაკეცა და დივანზე პარკს დაადო ზემოდან-რას დალევ? ბევრ ვერაფერს შემოგთვაზებ. ნუ,ჩემი მდგმურის ბოსტნეულს თუ დაჯერდები გაგიმასპინძლდები-გაეცინა დიმას
-მართლა არაფერი არ მინდა,უბრალოდ მოსალოცად და საჩუქრის გადმოსაცემად მოვედი.მალე უნდა წავიდე.
-ნეტავ ისინი რას შვებიან?-დაიწყო ნანომ
-იმედია ყველაფერი კარგად იქნება-იმედიანად თქვა დიმამ
-იმედია.დარწმუნებული ვარ ეხლა მაგრა მლანძღავს ელენე,მაგრამ მერე მადლობებს გადამიხდის,როცა გაიაზრებს რომ ბედნიერია-გაეცინა
-ძალიან მინდა რომ შერგიდნენ,მართლა მთელი გულით-გულწრფელად თქვა დიმამ
-საოცარი ადამიანი ხარ დიმა-არანაკლებ გულწრფელად უთხრა ნანომ-შენს ადგილას ბევრი ეგოისტი და შურიანი გახდებოდა და ყველანაირად ეცდებოდა მათ დაშორებას. შენ კიდევ პირიქით, ხელს უწყობ მათ ბედნიერებას და გინდა რომ ერთად იყვნენ,თანაც არავის არ აგრძნობინებ და საერთოდ არ იმჩნევ როგორ გტკივა,ხო,გტკივა. დარწმუნებული ვარ რომ ძალიან გტკივა,მაგრამ შენ იმდენად მაღლა დგახარ შენი პიროვნულობით რომ ამას ვაჟკაცურად იტან. ერთია რომ არ მომწონს ელენე რომ შეგიყვარდა,მაგრამ ვაფასებ რომ არაფერს იმჩნევ. ძალიან მაგარი ადამიანი ხარ დიმა-დაასრულა მონოლოგი ნანომ და მის ნათქვამში ერთი სიტყვაც არ იყო ტყუილი,გულიდან იყო ყველა სიტყვა წამოსული და მართლა მასე ფიქრობდა დიმაზე
-ნეტავ ჩემი ნება ყოფილიყო ვინ შემყვარებოდა და ვინ არა-სევდიანმა თქვა დიმამ-ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ ძმაკაცის შეყვარებული შემიყვარდებოდა-დადუმდა-ნანო,მოდი ნუღარ გამიმეორებ ხოლმე რომ იცი ჩემი გრძნობების შესახებ კარგი? მე ვცდილობ,მართლა ყველანაირად ვცდილობ გეფიცები ყველაზე წმიდას,რომ ელენე დავივიწყო. მჯერა და დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი გამომივა და ამ ყველაფერს დავძლევ. ამისათვის მჭირდება რომ არ შემახსენო და არ მიმეორო ხოლმე ჩემს გრძნობებზე,კარგი?
-ამის შემდეგ სამარე ვარ. გპირდები ამ ამბავს დავივიწყებ.ვითომ არაფერი არ ვიცოდი-ტაში შემოკრა და გაეცინა
-რაც შეეხება იმას,რომ მაგარი ადამიანი ვარ, აზვიადებ ნანო-გაეცინა დიმასაც
-არ ვაზვიადებ,ზუსტადაც ისეთი ხარ როგორც აღგწერე,ასე რომ ნუ მედავებით ბატონო დიმიტრი და მოდი შენს 27-ე დაბადების დღეს ნუ ჩაიმწარებ ცუდი ფიქრებით. ისე დღეს ორმაგად კარგი დღეა,ერთი ის რომ შენი დაბადების დღეა და მეორე ის რომ ბიძაშვილი გამითხოვდა და შენმა ძმაკაცმა ცოლი მოიყვანა-გაეცინა-ასე რომ ეს დღე ისტორიული თარიღია-ხელები გაშალა და გაეცინა

ნანოს აცილებდა დიმა,ელო რომ მოვიდა, ზუსტად იმ დროს,როცა დიმამ ნანო გადაკოცნა,კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და გაუღიმა.ელო ცივად მიესალმა ორივეს,რადგან წარმოდგენა არ ქონდა ვინ იყო ნანო(იმ დღეს ელოს ნანო სახეზე არ უნახავს) და წაუეჭვიანა,ეგონა რომ დიმას გოგო ან ნაშა ან კიდევ რა იცის ვინ იყო. შიგნით შევიდა და დივანზე დაჯდა.იქვე პერანგსაც მოკრა თვალი და მერე ტელევიზორს უინტერესოდ მიაშტერდა.დიმამ ნანო გააცილა და მალევე ისიც შემობრუნდა სახლში.
-შენი შეყვარებულია?-პირდაპირ მიახალა ელომ
-ჩემი მეგობარია-მოკლედ მოუჭრა.
-მადლობას რისთვის უხდიდი?-ცოტა ხნის მერე ისევ შეეკითხა,რადგან ვერ მოისვენა ისე აინტერესებდა
-საჩუქრისთვის-კვლავ მოკლედ უპასუხა
-ეს პერანგი გაჩუქა?-პერანგს გადახედა და ხელში აიღო.დიმამ უბრალოდ თავი დაუქნია-რამე დღესასწაულია?-ინტერესით ჩაეკითხა
-ვაიმე ელენე,ჯერ არ მოსულხარ და უკვე რამდენი კითხვა დამისვი-მობეზრებულმა მიუგო-დღეს 27 წლის გავხდი და ეგ მომილოცა-გაარკვია ელო სიტუაციაში.ელო შეკრთა. არ იცოდა დიმას როდის ქონდა დაბადების დღე. ან საიდან უნდა ცოდნოდა,როცა სულ რაღაც 1 თვეა იცნობს
-გილოცავ. არ ვიცოდი-ფეხზე წამოხტა და დიმას ჩაეხუტა. მოულოდნელობისგან რა ექნა არ იცოდა დიმას
-კიდევ ერთი წლით დაბერდი-მის კისერში თავჩარგულმა ჩაილაპარაკა ელომ და დიმას სურნელი ღრმად შეისრუტა.მისმა უსასიამოვნესმა ოდეკოლონმა ცხვირი აუწვა,რაც ძალიან მოეწონა.კიდევ დიდხანს და სიამოვნებით იქნებოდა ელო ასე,დიმას რომ არ გამოეფხიზლებინა,რომელიც ფეხზე წამოდგა და ელოს ხელები ფრთხილად მოიშორა
-მადლობა ელენე-უთხრა,როგორც კი ელო მოშორდა
-ცუდია რომ ადრე ვერ გავიგე. საჩუქარს გაჩუქებდი,მაგრამ ეგ არაფერი,აუცილებლად გამოვასწორებ ამ შეცდომას-გაუღიმა
-საჭირო არაა, მოლოცვით ხომ მომილოცე?ხოდა ეგეც საკმარისია-გაუღიმა დიმამ და საძინებლისკენ აიღო გეზი
-რა უჟმური ხარ მაინც რა-თავისთვის ჩაილაპარაკა ელომ
-გავიგონე-მოაძახა დიმამ-მეტიჩარა-არც დიმამ დააკლო და საძინებელში შევიდა
-უჟმური კი ხარ,მაგრამ სწორედ რომ ასეთი უჟმური მიყვარხარ-დარწმუნებით თქვა თავისთვის ელომ და გაეღიმა.
საოცარი გოგოა რა. ერთი თვეა იცნობს მხოლოდ და უკვე უყვარს.დიმა კი დარწმუნებულია რომ უბრალოდ გატაცებაა ელოსთვის და ამ სახლიდან წასვლისთნავე გაუვლის,მაგრამ ამ გოგოს სათანადოდ ვერ აფასებს და ვაფასებთ. ელოს მართლა ძალიან შეუყვარდა დიმა.აი ასე,უბრალოდ,შეუყვარდა და მორჩა.მართალია ცოტა ქარაფშუტას შთაბეჭდილებას ტოვებს თითქოს,მაგრამ ეგეთი არაა.თავის გრძნობებში 100%-ით დარწმუნებულია.აი დიმას კი რა მოუხერხოს აზრზე არაა. ის ვიღაც ელენე უყვარს და გაუჭირდება მისი დავიწყება,მაგრამ ელო ყველანაირად ეცდება დიმას ელენე დაავიწყოს. ნუ ყოველშემთხვევაში ცდას არ დააკლებს.

***
ელენე მთელი დღე არ გამოსულა ოთახიდან და არც ცოტნე ასულა საღამომდე.აცადა დაფიქრება. დრო მისცა რომ თავის თავთან გარკვეულიყო. გვიან კი ააკითხა
-რას შვები?-კითხა ელენეს,რომელიც საწოლზე ზურგით იწვა და ჭერს უაზროდ მიშტერებოდა
-ბუზებს ვითვლი-ირონიულად მიუგო ელენემ
-არ გშია?-ელენეს ცინიზმი გაატარა -დიდი ხანია აქ ხარ,არ მოგშივდა?
-არაფერი არ მინდა
-იმედია შენც ბანალურად არ დაიწყებ ჭირვეულობას რომ არ გშია, არ გწყურია,არ გეძინება და ა.შ-მობეზრებულად უთხრა ცოტნემ-მგონი უფრო გააზრებულად უნდა მოეკიდო ამ ყველაფერს,ისტერიკების გარეშე-მშვიდად მიუგო
-არ ვჭირვეულობ და ისტერიკებს არ გიწყობ. ეგ რომ გამეკეთებინა ეხლა ამ სახლში რაც არის ყველაფერს თავზე დაგალეწავდი,მაგრამ ეგ არ მიქნია,ხომ ხედავ?-გაღიზიანებულმა უთხრა-უბრალოდ მართლა არ მშია. ეხლა მხოლოდ დაძინება და დასვენება მინდა-ლოგინიდან წამოდგა,საბანი გადასწია და ტანსაცმლიანად შეწვა შიგ
-ხოდა ძალიან კარგი,მეც ძალიან დავიღალე ფიზიკურადაც და სულიერადაც, დაძინება არც მე მაწყენდა,ხოდა მოდი და დავიძინოთ-საბნის მეორე მხარე გადასწია ცოტნემ,ფეხსაცმელი გაიძრო და ელენეს მიუწვა გვერდით-ელენემ გაფართოებული თვალებით გადმოხედა
-რას აკეთებ?
-რას უნდა ვაკეთებდე? შენთან ერთად ვიძინებ-უკნიდან ახლოს მიუჩოჩდა ელენეს,მუცელზე ხელები შემოხვია და თავი მის ყელში ჩაყო-მმ,ვგიჟდები ამ სურნელზე-ისე თქვა თავი არ აუწევია.
-ცოტნე, გადი და სხვაგან დაიძინე ან მე გავალ,გამიშვი-დაეჯაჯგურა ცოტნეს ხელებს,რომლებიც მარწუხებივით ქონდა შემოხვეული
-ნწ, არსად არ გავალთ არც ერთი. ასე უნდა დავიძინოთ,ასე რომ ნუ ფართხალებ და მოისვენე-უთხრა და ყელში აკოცა.ელენეს დენმა დაუარა სხეულში
-ცოტნე...
-ჩშშ.შენი ხმა არ გავიგო-გააჩუმა ელენე და უფრო მაგრა მიეკრო-მაინც არ გაქვს ჩემს იქეთ გზა-გაუცინა და კიდევ ერთხელ აკოცა ყელში.ელენეს აღარ გაუწევია წინააღმდეგობა,ამის ძალაც არ ქონდა და იცოდა რომ მაინც აზრი არ ექნებოდა ამ შემთხვევაში შეწინააღმდეგებას . უბრალოდ გაჩერდა.თავი ბალიშზე გემრიელად მოათავსა და თვალები დახუჭა.



№1  offline წევრი natia23

ვაიმე საყვარლები,, ახლა მომეწონა ბეზ ისტერიჩკა ელენე :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent