*მამაკაცი ბნელი ჩიხიდან (თავი 6-7)
წინასწარ მინდა ვთქვა რომ ეს ისტორია მოზარდებზე არ გამითვლია. ამ რამდენიმე თავში კი, ალბათ საკამოდ "პიკანტური" მომენტები იქნება :დდ _____________________________________________________ -მეგონა უფრო ადრე მიხვდებოდი ყველაფერს…_ღმერთო ჩემო, არ მჯერა! ამდენი წლის შემდეგ... "ნაცრისფერი მზერა"! -შენ იყავი! შენ ხარ! _დენდარტყმულივით წამოვხტი სკამიდან. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი უკან დაბნეულობის ნიშნად და გაყინული მზერით მივაჩერდი ავალიანს, რომელიც მონადირე ვეფხვის ნაბიჯებით მიახლოვდება. ზანტი ნაბიჯებით მომავალ მამაკაცს შეშინებულმა შევხედე. ამ წამამდე მეგონა, ავალიანთან დაცულად ვიყავი, მაგრამ ახლა ვხვდები რომ ჩემთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ზუსტად ის წარმოადგენს... ___________________________________________________________ თავი დაბნეულად დახარა დემეტრემ, მეორე წამს კი ცეცხლოვანი თვალებით ამომხედა. მის მამაკაცურ ნაკვთებს ცბიერი ღიმილი კიდევ უფრო მომაჯადოვებელ ეფექტს უქმნის. ოხ, როგორ მომწონს ეს ყველაფერი! ხო მომწონს ასე ყოფნა. მომწონს მის დომინანტ თვალებში ყურება. მომწონს მისი მაცდური ღიმილის ცქერა სახეზე. მომწონს მისი თლილი თითების შეგრძნება, ახლა რომ დათამაშებენ ჩემს ათრთოლებულ სხეულს. ძლიერი მკლავები გვერდიგვერდ შემოაწყო მაცივარს, ისე რომ შუაში მე მოვექეცი. შეშინებული გამომეტყველებით გავხედე მის სახეს რომელზეც მხოლოდ თამაშის სურვილი აღინიშნება. -რა გინდა ჩემგან დემეტრე?_აკანკალებული ხმით ვკითხე წინ მდგარ მამაკაცს. საპასუხოდ კი მხოლოდ ერთფეროვანი გაღიმება და სულ რამდენიმე სიტყვა მივიღე. -ის რაც იმ ღამეს მინდოდა..._როგორც კი ჩემს ყურებს მამაკაცის იდუმალი ხმა მოწვდა გულმა გიჟივით დაიწყო ფეთქვა. ნუთუ ისიც ისეთივეა როგორც ყველა? იქნებ იმ ღამეს, როდესაც მის სახლში დავრჩი წინ რაღაც მაინც მოხდა ჩვენს შორის?..ისე რომ მე სულ აღარაფერი აღარ მახსოვს?! -დ..დემეტრე... გამიშვი გეხვეწები. გევედრები გამიშვი რა..._ვგრძნობ როგორ მიცრემლიანდება თვალები და თვალთახედვაც ნელ ნელა მიბინდდება. რატომღაც მისი გაყინული სახის უკან სინანულის და სევდის ულევი ნაკადის დანახვა შეიძლება... თუმცა თვალებს ცინიკური ღიმილით ხუჭავს. -არა ანა. არ გაგიშვებ. ვერ გაგიშვებ..._თითქოს სინანულის გრძნობა შეეპარა მის ტონს, მაგრამ მეორე წამს ის ვნება ათამაშდა ხმაში. უეცრად მომცილდა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან, ისე რომ ამოსუნთქვის შანსი მაინც მომეცა. მისი მისტიური ხმა ყურებში მაზოხისტური სიამოვნებით ჩამესმა. ზურგშექცეულმა მამაკაცმა მდიდრულ სამზარელულოს პატარა წრე დაარტყა და ისევ მე მომმართა საკმაოდ შემაცბუნებელი სიტყვებით. -როგორ მინდოდა შენი შეხება. მინდოდა ამ ნაზი კანის, ყოველი სანტიმეტრის გემოს შეგრძნება... ალბათ ვერც კი წარმოგიდგენია თუ როგორ გიჭირს როდესაც ნარკოტიკის გარეშე ცხოვრობ_ნაცნობი თემა წამის მეასედში შეცვალა და მეც მაშინვე გავფანტე ყურადღება. -ძნელია როდესაც შენი “ლომკის” წამალი წინ გიდევს მაგრამ ხელს ვერ ახლებ რადგან იცი რომ ისევ აყვები სურვილს და ალბათ ყველაფერს ვისევ წყალში ჩაყრი_ნუთუ ნარკომანია? ისე ლაპარაკობს რომ იფიქრებ ყველაფერს თავისი გამოცდილებიდან ამბობსო. დარწმუნებული ვარ არაა ისეთი როგორიც ერთი შეხედვით მგონია. ნეტავ გამაგებინა რას მალავთ ბატონო დემეტრე... -როგორ მინდოდა შენი გემო შემეგრძნო. შენი ტკბილი ხმა გამეგო ჩემს მკლავებში…_ქვეცნობიერი ანა ბიუსტჰალტერისა და ქვედა საცვლის ამარა ელოდება დემეტრე ავალიანის ქმედებებს. "მაკოცე...მაკოცე...ჯანდაბა, ავალიანო!" -მერედა რამ შეგიშალა ხელი?_აწითლებული ლოყების დამალვას თავჩახრით ვცდილობ. პფფ, ვინ იცის რა სულელურად გამოვიყურები. წეღან რამისაა შიშისგან გული წამოსვლოდა ახლა კი რას ვამბობ. -ჩემმა სადისტურმა ჩვევებმა რომლებიც ახლა მხოლოდ ჩემივე მტკივნეულ წარსულს წარმოადგენენ..._დანანაბით წარმოთქვა ავალიანმა რომელიც სულ რამდენიმე წამის წინ ნერვიულად დაბოდიალობდა ოთახში, ახლა კი ერთ ადგილზე მიყინული ნაღვლიანი თვალებით შემომციცინებს. -ახლა?_ჩუმი ხმით შევაპარე, მან კი მხოლოდ მოჭუტული მზერა დაადევნა ჩემს სიტყვებს,გაუგებრიბის ნიშნად. -ახლა რა გიშლის ხელს?_ისევ და ისევ ყოყმანის კვალი ეტყობა ჩემს გამოთქმას თუმცა ახლა ეს სულაც არ მადარდებს. ერთადერთი რაზეც ვფიქრობ და გაქვავებული გამომეტყველებით გავყურებ, დემეტრე ავალიანის მონადირე ვეფხვივით მომავალი სხეულია... ჰოდა, მეც ავიტუზე შეშინებული შველივით რომელიც ნადირის კლანჭებს რატომღაც დიდი სიამოვნებით ელის. "მშიერი" ვეფხვუნია წინ უზარმაზარი სვეტივით დამიდგა და როგორც იქნა მაღირსა თავისი "კლანჭების" შეგრძნობა. მალე ჩემმა გაგიჟებულად ათრთოლებულმა მკერდმაც შეიგრძნო მისი გულის იმპულსები. სასიამოვნო უხეშობით მიმაჯახა ცივ კედელს. ქვეცნობიერი ანა უკვე გულწასული მიეფინებოდა ავალიანს და ალბათ ძალიან ძალიან ( ყველაზე ძალიან) სასიამოვნო ღამეს გაატარებდა მასთან ერთად, მაგრამ უნდა მოგახსენოთ რომ ეს ქვეცნობიერი მხოლოდ და მხოლოდ ქვეცნობიერია! ასე რომ დღევანდელი ღამე ისეთივე ჩვეულებრივი იქნება როგორც ყველა გასული. -ახლა? არაფერი არ მიშლის ხელს... ერთადერთი რაც მაშინებს, შენ ხარ ანა._რაო, რაო? სხვათაშორის ახლა მე არ ვეკრობი გოგოს წებოსავით და მე არ ვუყურებ ასთი მომთოვნი თვალებით! -არ მიმიღებ ისეთს როგორიც სინამდვილეში ვარ. შენ შეგეშინდება და ზუსტად ეს მაშინებს... -გგონია იმ დღის მერე კიდევ რამის მეშინია? მითუმეტეს შენი, ადამიანის რომელსაც თვალდახუჭულად ვენდე?_ჩემმა თამამმა ტონმა ცოტა არ იყოს შემაკრთო. როდიდან გავხდი ასეთი ნეტა? ცალყბად ჩაიცინა დემეტრემ. "მხოლოდ ესაა? უჟმური ჩაცინება და მეტი არაფერი?!" -არა ავალიანო! შვიდი წყეული წლის განმავლობაში ვნანობდი იმ დღეს! ვნანობდი რომ ერთი თვალითაც ვერ დავინახე შენი სახე, ვერ გავიგე ვინ იყავი. არ გაქვს უფლება ახლა, აი ასეთ გაურკვევლობაში დამტოვო!_გაბრაზებულად ვიქნევ ხელებს და უსამართლობის გრძბობა მახრჩობს! არა იმიტომ, რომ მამაკაცი რომლის არსებობის შესახებ არაფერი არ ვიცოდი ახლა სულ რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით მიდგას. არც იმიტომ, რომ იგივე, საშინლად სექსუალურ მამაკაცს მასზე არანაკლებ სექსუალური ქალის ეშინია! ვბრაზდები იმაზე რომ ახლა, როდესაც დავინახე ჩემი "მაშველის" სახე და გავიგე ვინაა სინამდვილეში, ზუსტად ისევე მეპყრობა როგორც მე მოვეპყარი მას წლების წინ და მისი სახლიდან კურდღელივით გამოვიპარე. ჰო კარგით,კარგით ვიცი რომ იდიოტურად მოვიქეცი. -გინდა რომ პატიება გთხოვო? მაპატიეთ, მაპატიეთ ბატონო დემეტრე რომ იმ დღეს სულელი ქალივით გამოგექეცით სახლიდან ისე რომ ერთი თვალითაც არ შემოგხედეთ! მაგრამ ახლა გთხოვ იგივეს ნუ გამიკეთებ. არ დამტოვო სრულ გაურკვევლობაში დემეტრე..._აცეცხლებული მდგომარეობიდან მისმა ღიმილიანმა მზერამ გამომიყვანა. ბოლოს მეც მოვლბი და მოთენთილი მივენდე მის მკლავებს. -ანა... ჩემო ანა..._თბილად ჩამიღიმა თუარა ნაცრისფერი, უზარმაზარი თვალები შემომანათა. ვგრძნობ შეხებას შუბლზე და ვხვდები რომ ზუსტად მისი შუბლი მეხება. ასევე ვგრძნობ მის გავარვარებულ სუნთქვას რომელიც ლოყებიდან ნელ ნელა ქვემოთ მიიწევს... და აი... ჯეკ პოტი! ტუჩები რატომღაც უაზროდ მიბუჟდება. ტვინში ჭრელი პეპლები დაფრინავენ. გული კი მკერდს სასიამოვნო იმპულსებს უგზავნის. "მმმ! რა გემრიელი ყოფილა!" ნაზად მოწყდა ჩემს ტუჩებს. საჯაროდ გაილოკა სისხლივით წითელი ქვედა ბაგე. "აჰ, როგორ მინდა მისი კბენა..." ალბათ ცინიკური, თვალებში მალულად შეპარული ღიმილი რომ არა ვერ გავაცნობიერებდი რომ ახლა სრულიად იდიოტური სახით ვიბლიტები აქეთ-იქით. ვაღიარებ, ეს კოცნა ჩემს ინტერესებში ნაკლებად შედიოდა და ალბათ არც კი მიფიქრია ასეთ რაღაცაზე. უბრალოდ მეგონა თავის თავს უკეთ გამაცნობდა ვაჟბატონი, მან კი ასე ძალიან დამაბნია თავისი ერთი საქციელითაც კი (რომელიც პირველი ჯერისთვის ძალიან სასიამოვნო და გემრიელი იყო!) -წესით ახლა შენი მოქნეული ხელისგან ყბა უნდა მეწვოდეს_თვალებმოჭუტულმა მამაკაცმა ორიოდე ნაბიჯი გადადგა უკან და ამჯერად თავიდან ბოლომდე გამომწვევად ამათვალიერა. "ჰაჰ, უტაქტო.. ძალიან სექსუალური უტაქტო! " -არ ხარ ღირსი!_აბუზული ცხვირით ვეუბნები და ტუჩების ლოკვით დავყურებ სამზარეულოს კარადებში მოქექიალე დემეტრეს. -ვისაუზმოთ..._უემოციო ტონით გამომძახა. რამდენიმე წუთში უკვე მაგიდასთან გამძღარი ვზივარ და თეფშზე დატოვებული საჭმლის გახსენებაც ცუდათ მხდის. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. ჩემი სიჩუმის მიზეზი მომხდარის გადახარშვა და აწონ-დაწონვაა. ნეტავ გამაგებინა ის რაზე ფიქრობს ახლა... -ხვალ ექვს საათზე მზად იყავი. "ჰა?"_გულში ვუსვამ კითხვას ჩემს წინ მჯრად მამაკაცს, რეალობაში კი მხოლოდ დაბნეული სახით გავყურებ. -მოიცა, შენ კორპორატივზე არ მოდიხარ?!_მოჭუთული თვალებით მიყურებს და პასუხის მოლოდინში სიჩუმეში ისუსება. "ჯანდაბააააააა!" -ღმერთო ჩემო! დღეს უნდა მივსულიყავი ოფისში!_ფეხზე დაფეთებული ვხტები და დაღიმებულ დემეტრეს გაკვირვებულად გავყურებ. მოხლოდ ახლა მახსენდება ლალის სიტყვები... <<პარასკევს კორპორატივი გვაქვს წარმატებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ამიტომ ხუთშაბათს ზედმეტი საქმის მოსაწესრიგებლად გამოვალთ...>>_ლალის ნათქვამი, ერთი და იგივე წინადადებები თავში უაზროდ მიტრიალებენ. -დარწმუნებული ვარ გუშინდელი შენი კონცერტის შემდეგ კლუბში, მაინც ვერაფერს ვერ გააკეთებდი.._ისევ ეს ცინიკური ტონი! "ერთხელაც იქნება და რამეს ვესვრი ამ კაცს!" -დარწმუნებული ვარ, გუშინდელი ჩემი "კონცერტების" შემდეგ, დღეს შენთან კიარა ნიკას სახლში გავიღვიძებდი! თანაც ძალიან სასიამოვნო ღამის შემდეგ!_მისივე წინადადება ჩემს სასარგებლოდ შემოვატრიალე. "აი ესე გინდათ თქვენ ბატონო ავალიანო! ვინმემ უნდა დაგსვათ ადგილზე!"_დაბღვერილი სახით ვუყურებ თვალებში. ვნახოთ პირველი ვინ დანებდება! მისმა ფეხზე წამოდგომამ რატომღაც ზედმეტად შემაკრთო და კედელთან ავიტუზე. დასჯილი ბავშვივით გავხედე ჩემს წინ მდგარ ორმეტრიან მამაკაცს რომელსაც მძვინვარე მზერა დათამშებს სახეზე. "როგრც ჩანს ძალიან შორს შეტოპე ანანო!" -გეშინია არა?_ ცბიერი ღიმილით გამომხედა და ნაცრისფერი თვალები ცელქად აათამაშა. უარის ნიშნად თავი კი დავუქნიე მაგრამ ბავშვობიდანვე მაფრთხილებდა დედაჩემი, ტყუილების სფეროში შენი ადგილი არ არისო. -არ მეშინია! უბრალოდ მიჭირს ასე ადვილად ყველაფრის გადახარშვა. არ მინდოდა შენთვის ზედმეტი ტვირთი ვყოფილიყავი არც ახლა და არც მაშინ.. ვერ ვიგებ რას მთხოვ ან რას ელი ჩემგან დემეტრე._აწყლიანებული თვალების დამალვა ჩამოშლილი თმებქვეშ ვცადე. "არა, ჩემგან არც მატყუარა და არც მსახიობი არ გამოვა..." -გინდათ გამიცნოთ, ქალბატონო ანა?_თამაშით შემაპარა კითხვა. -დიახ ბატონო ჩემო მინდა გავიგო რამდენად საშიშ ადამიანთან მაქვს საქმე!_მეც მაშინვე გავმხიარულდი. დაბნეულობაც თითქოს დადღაც გაქრა. -იყოს თქვენებურად ჩემო ქალბატონო. ორშაბათს გაიგებთ ვინ ვარ და რას წარმოვადგენ სინამდვილეში_თვალებდახუჭულს როგოც ჩანს საკმაოდ უჭირს ამაზე ლაპარაკი. მაგრამ როგორც კი ახელს ამ თვალებს მაშინვე აზარტისგან გაშავებული მზერა მერეკლება სახეზე. გაკვირვებული სახით ვუყურებ და ვხვდები რომ უფრო და უფრო მიზიდავს ამ მამაკაცის ბნელი მხარე, რომელიც დარწმუნებული ვარ არც ისე სასიამოვნო ან მისაღებია, არამცთუ აკრძალული... -შაბათს?_სულ რამდენიმე წამის წინ ნათქვამი მხოლოდ ახლა გავიაზრე. ესეიგი შეხვედრაზე მიმანიშნებს? -დიახ ქალბატონო, შაბათს._გამჭოლი მზერა სტყორცნა ჩემს გაკვირვებაში ჩამალულ თვალებს.თავდახრილმა კიდევ ერთი ვნებიანი ღიმილი მტყორცნა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან და როგორც იქნა მეც მომეცა ამოსუნთქვის საშუალება, ჟანგბადის უზარმაზარი დოზა გულ-მკერდში უხვად შევუშვი. -აბაზანაში შევდივარ. შემომიერთდები? "დიდი სიამოვნებით!"_ ქვეცნობიერი ანა კი თანახმაა, მაგრამ აი მე ვგრძობ როგორ მივლის სახეზე გაყინული ტალღა და მიტკლისფერი მედება კანზე. დემეტრე? დემეტრე აპოლონის ღიმილით შემომცქერის და ვხვდები როგორ იღვიძებს მასში თამაშის სურვილი. დაუშვებელია! რა გონია მხოლოდ ერთი სექსუალური ჩაცინება და მისი ვარ??? არა, მხოლოდ ერთი გაღიმებით ვერ ჩამიგორებს ლოგინში! “როგორც ჩანს მეტად მოუწევს გარჯა…”_ ქვეცნობიერი ანა ბოროტულად იცინის და სუბნელეში უჩინარდება… -ესეიგი, მარტო მომიწევს შესვლა._ვითომდა მოწყენილი სახე შემომანათა ჩვენმა აპოლონმა, ჰაჰ, არადა თვალებში ჭინკები სასაცილოდ დაუხტიან. -ყველაფერი შენს განკარგულებაშია. ტელეფონი მაგიდაზე დევს._მითხრა სააბაზანოსკენ მიმავალმა დემეტრემ და მალევე კარების უკან გაუჩინარდა. "კატო! ვაიმე, სულ დამავიწყდა! როგორ შეიძლება ასეთი დებილი ვიყო! არც თაკოსთვის და ქეთევანისთვის არ მითქვამს არაფერი... სულელი ქალი ვარ!" -და კიდევ ერთი რამ._კარებიდან თავგამოყოფლმა დემეტრემ ახალგახსენებული ხმით გამომძახა დათავზე საყვარლად გადაისვა ხელი. -კატო ანასტასიასთან ერთადაა. დილით დავურეკე და ყველაფერი კარგად აქვთ. საღამოსკენ ლევანი გამოიყვანს... *** ტელეფონი მართლაც მაგიდაზე დამხვდა. ველურივით მივვარდი და ჭირვეული მახსოვრობით, ძლივს ძლივობით ავკრიფე ნაცნობი ნომერი. კატოს ხალისიანმა შემოგებებამ მეც შემომმატა სიხარულის გრძნობა. -ხო კარგად ხარ ნანანო?_მზრუნველი ხმით მითხრა დაიკომ. -კი ჩემო ლამაზო, კარგად ვარ. კატ ბოდიში რა, სულ დამავიწყდა დარეკვა. -არაუშავს გოგო. ტასოს სახლში ვართ. ის ვაჟბატონი არაა აქ ამიტომ რა გვიჭირს._ ამაყად ჩაილაპარაკა ეკატერინემ. როგორც მივხვდი "იმ ვაჟბატონში" ლევანს გულისხმობს. -კატ გამაგებინე ლევანთან რა პრეტენზიები გაქ?_სიცილით გავძახე ყურმილში, თვითონ კი პასუხი მოლოდინში გაკრეჭილი სახით გავისუსე. -ლევანთან არანაირი, უბრალოდ მისი სწერვა ძმაკაცი მიშლის ნერვებს. "რაო? დემეტრეზე ამბობს?!"_სიცილისგან რამისაა გავსკდე! ერთი გემრიელად გადავიხარხარე და ისევ კატოს მივუბრუნდი "სწერვა დემეტრეო!" -სწერვა და დიქტატორი!_გავიგე როგორ გამოსძახა ტასომ ყურმილში ისეთივე უკმაყოფილო ხმით, მეორე წამს კი ყურმილი დაიტაცა -არა დემეტრეს კიდე, ჰა, რამენაირად აიტან მაგრამ ეს დებილი თამთა ნერვებს მიშლის! ნეტავ განახა რამხელა რაღაც გონია თავისი თავი! ფუ, როგორ არ მიყვარს ასეთი ქალები! "ვინ თამთა?! ეს ვინღაა?" -როგორც ჩანს ყველა მამაკაცს ტვინი თავში კიარა შარვალში აქვს როგორ შეიძლება თამთას ნაირ ქალთან დაამყარო რაიმე ურთიერთობა?!_ ტასოს გაღიზიანებული ტონი კიდე ერთხელ მომხვდა ყურებში. ვაცნობიერებ როგორ მეყინება კანი, ერთდროს, გაღიმებული სახე კი ნელ ნელა სევდით იფარება. ესეიგი ყოლია ვიღაც დემეტრეს. რათქმაუნდა, მისნაირ ულამაზეს კაცს რომელი ქალი დატოვებდა მარტოდ? -მაგრამ რა მიკვირს იცი ანა? ჩვენგან რა უნდა? ახლაც აქ გდია. დემეტრე მომენატრა, ვურეკავ და არ იღებსო. ხოდა ლევანს მოაკითხა , შენთან ხო არააო. სისულელე არაა ახლა?! თუ არ იღებს ამ ჯანდაბა ტელეფინს ესეიგი შენგან დასვენება უნდა რით ვეღარ მიხვდი! ჰო, სხვათაშორის, გამარჯობა ანა..._ტასოს სასაცილოდ გაბრაზებულმა ხმამ და ემოციურმა ტონმა ღიმილი მომანიჭა. მაგრამ რა მაცინებს ნეტა? -გაგიმარჯოს ტასო._ვეცადე ცემი თავი ხელში ამეყვანა ამიტომ უხასიათობაც ზურგსუკან მოვისროლე. -ტას თუ ერთმანეთის მიმართ რაიმე გრძნობები აქვთ უნდა მოითმინო. იქნებ სულაც არაა ისეთი როგორიც შენ გგონია? -კარგი რა ანა. შენი და მართალი ყოფილა, ხალხში მხოლოდ კარგი მხარეების დანახვა შეგიძლია. როგორ ხარ ასეთი, ადამიანო?_ოდნავი შეკივლებით გამომძახა ტასომ და მალევე ეკატერინეს გადააწოდა ყურმილი. -ნანანო წავედით ეხლა ჩვენ თორე ის სწერვა მოყავს ლევანს. საღამომდე დაო._საჩქაროდ დამემშვიდობა კატო და მალევე ყრმილში მხოლოდ გამაღიზიანებელი ზუმერის ხმა ჩამესმა. ესეიგი ახლაც დემეტრეს ეძებდა ის ქალი. თამთა...წარმოვიდგენ როგორ კოცნის დემეტრეს გავარვარებულ ხორცს. წარმოვიდგენ როგორ ეხება მის ვნებამორეულ სხეულს და მალე მათ ჩაბნელებულ ოთახსაც მხოლოდ ორი ადამიანის გმინვა იპყრობს. "ბრრრ! შეწყვიტე ასეთ.. ასეთ იდიოტურ რაღაცეებზე ფიქრი ერისთავო!"_ყვირილით მეუბნება ქვეცნობიერი ანა და სახე აჭრილი მზერით აფრქვევს ცეცხლს. როგორ მინდა მეც შევიგრძნო მისი სხეული და მისი სიამოვნების მიზეზი ზუსტად მე ვიყო. სულ ერთხელ მაინც... ფიქრებში ჩაფლულს, აბაზანიდან ახალგამოსული, ჯერ კიდევ წყლის წვეტებით დაფარული დემეტრე ნელი ნაბიჯებით მიახლოვდება. მისი მოშიშვლებული, განიერი გულ-მკერდის დანახვისას სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა მთელს სხეულზე. ამჯერად აწითლებული სახის დამალვა არც კი მიცდია, პირიქით, ამაყად გავუსწორე თვალები მზერა-გაშავებული მამაკაცის სახეს. დაბღვერილი სახით, გვერდი ცხვირაბზეკით ჩავუარე გაკვირვებულ ავალიანს, თუმცა მისმა ძლიერმა ხელებმა წელზე კიდევ ერთხელ მომანიჭეს სასიამოვნო ჟრუანტელი. -რა მოხდა?_საეჭვო გამომეტყველება მიიღო და სველ მკერდზე მიმიკრა. -არაფერი. სახლში მინდა_ცხვირაბუზულმა ვუთხარი და თვალები ავარიდე. მეთვითონაც ვერ გამიგია რა მინდა. დემეტრე ხომ ჩემთვის სულ არავინაა. არც მეგობარი, არც შეყვარებული, არც ქმარი... -არა. -როგორ თუ არა?_გაკვირვება ვერ დავფარე როდესაც მისი მორიგი უცნაური პასუხი მივიღე. გადაირია ეს კაცი! -დღეს აქ ვრჩებით._თვენმა მზემ! ვნახოთ ვინ სად დარჩება. -არა._ამჯერად მე არ მოვიკელი სიმკაცრე. ვნახოთ ვინ მოიტეხავს პირველად რქებს ამ ჯიკაობაში! -ანა!_ვაღიარებ, მისმა ზედმეტად მკაცრმა ხმამ ცოტა არ იყოს შემაშინა მაგრამ მე რა ანა ერისთავი ვიქნები თუ ჩემი სიტყვა არ გავიტანე! -გისმენ დემეტრე? რამე არ მოგწონს?_უცოდველი შველის ხმა ამომვარდა ყელიდან, ვითომც არაფერი. -პირიქით. ძალიან მომწონს როდესაც ჩემთან ხარ. ამიტომ დღევანდელ დღეს აქ გავატარებთ._როგორც ჩანს ჩვენს ავალიანს მანიპულურების მეთოდები ჩემზე არანაკლებად სცოდნია. მკაცრი ხმიდან მალევე გადაერთო ტკბილ ტონზე და კიდევ ერთხელ დამაჯილდოვა აპოლონის ღიმილით. -ვნახავთ! "როგორ ვერ ვიტან როდესაც ჩემს გაკონტროლებას ცდილობენ! და დემეტრე ავალიანს გონია რომ ამის უფლებას მივცემ?! ჰაჰ, თუ ასე ფიქრობს მაშინ თავის ცხოვრებაში ყველაზე დიდ შეცდომას უშვებს!" იმ ოთახისკენ დავიძარი სადაც რამდენიმე საათის წინ პირველად გავახილე თვალები გუშინდელი "მთვრალი ღამის" შემდეგ. გაბრაზებულად მივხურე კარები და გაბუტული ბავშვივით, ხელებგადაჯვარედინებული დავეხეთქე ლოგინზე. არა ავალიანო! ასე ადვილად არ ვაპირებ დანებებას! ადამიანი, რომელსაც თურმე უკვე ყოლია სათამაშო ჩემს ლოგინში ჩათრევას ცდილობს, მასთან მიბრძანებს დღის გატარებას და კიდევ მას აქვს პრეტენზიები?! "მაგრამ აღიარე რომ ზუსტად ეს ადამიანი შენზე ყველაზე ძლიერი ნარკოტიკივით ან აფროდიზიაკივით მოქმედებს..."_ქვეცნობიერმა ანამ მორიგი ბრძნული, და სვათაშორის ძალიან მართალი წინადადება შემოაგდო ფიქრებში, თვითონ კი ისევ და ისევ გაქრა და ამჯერადაც მარტო დამტოვა. არა, მაინც არ მესმის რა მემართება როდესაც დემეტრეს მზერა მეჩეხება სახეში. თითქოს ადუღებული სისხლი წამში იყინება.წლების განმავლობაში გათოშილი გული ცეცხლით ივსება, საბოლოოდ კი ისევ მე ვიწვები. როგრც ვხვდები "ცეცხლი" ის დაუკობელი ვნებაა რომელიც დემეტრეს ჩემნაირად აიძულებს ასეთი გაუაზრებელი ქმედებების ჩადენას. აბა რომელი ნორმალური ადამიანი დარჩებდა თითქმის უცნობ მამაკაცთან და რომელი ნორმალური მამაკაცი ეცდებოდა ჩემნაირ ქალთან ურთიერთობის დამყარებას? ბავშვობიდანვე ყინულის დედოფალს უფრო ვგავდი ვიდრე ჩვეულებრივ გოგონას. ჩემს ასაკში ყველა თოჯინებით თამაშოდა მე კი სახლს ვალაგებდი და სამუშაოდან მოსულ მარტოხელა მამას სადილს ვახვედრებდი. ალბათ დედა ცოცხალი რომ ყოფილიყო ყველაფერი უფრო ნათელი იქნებოდა ჩემთვის. ნინას გამოცენამ კი შეცვალა ჩემი მდგომარეობა მაგრამ ტკივილისგან ნატანჯ სულს არამგონია რამე მოუხერხდეს. მითუმეტეს იმის მერე რაც იმ დღეს მოხდა, იმ ბნელ ჩიხში. თუმცა ალბათ ყველაფერს აქვს თავისი ახსნა. ის დღე და ის საზიზღარი მამაკაცი რომ არა დემეტრესაც ვერასდროს ვერ შევხვდებოდი. ვერ დავინახავდი როგორი გამაგიჟებელია და ვერ მივხვდებოდი როგორ ძალიან მინდა მისი სითბოს შეგრძნება. "მართალია! ძალიან, ძალიან მინდა!" საბედნიეროდ ჩემი "მინდა" ყოველთვის კანონი იყო რომელსაც ყოველთვის ქონდა სასიამოვნო შედეგები! იმედია ამჯერად ფიზიკურ სიამოვნებაზე უფრო იქნება გამახვილებული ყურადღება.. არა, არა, აღიარეთ რომ ჩემს ქალურ ცბიერებას არ აქცს საზღვარი! ახლა კი დროა ჩემი "მინდასკენ" პირველი ნაბიჯი გადავდგა... *** რამედიმე წუთიან უაზრო გაბუტვას, უსაქმურობისგან მობეზრებულმა მალევე დავანებე თავი და ჩემი საკუთარი იდეით დაკმაყოფილებული, უზარმაზარი ჰოლისკენ გავემართე. უცნაურია.. სად გაქრა ეს კაცი! ბოლოსდაბოლოს მისი შემოთავაზების საპასუხოდ მოვედი.... "არა, არც სამზარეულშია. არც ჰოლში. მმმ, აქ ხომ არაა? და-დაამ! ნწუ, არც აქ არ ყოფილა... " -მორჩა დავიღალე მისი ძებნით! მოუნდება და თვითონ მომძებნის!_გაბრაზებულად ჩავილაპარაკე თუარა ჩქარი ნაბიჯებით გავემართე ნაცნობი ოთახისკენ. ავალიანის მოცემულ ჩანთაში კიდევ ერთხელ ჩავძვერი და სასურველ ტანსაცმელს დავუწყე ძებნა... *** თავი 6 "მმმ, რა კარგი ყოფილა ცხელი წყალი!" უზარმაზარ აბაზანაში ვნებივრობ. თანაც როგორ ვნებივრობ! აი მხოლოდ ერთი რაღაც მაკლია. მუსიკას ვერ ვუსმენ. "ჰმმ, იქნებ აქ სადმე ვიპოვო აიპადი ან თუნდაც რაიმე ფლეიერი?" სავსე აბაზანიდან ზანტად წამოვწიე შიშველი ტანი და მალევე გავეხვიე პირსახოცშო რომელიც ძლივს ძლივობით მფარავს. კიდევ კარგი ის ვაჟბატონი არაა აქ. "ან იქნებ აქაა? იქნებ სადმე იყო წასული და ახლა მოვიდა?" შეშინებულმა გავყავი კარებში თავი. დამზვერავი პროცედურების შემდეგ ამაყად გავდგი უზარმაზარ ოთახში ფეხი. არა არ ყფილა აქ, მართლაც, წასულია ალბათ სადღაც. უსინდისო, მარტო დამტოვა, არადა კი ამბობდა ამ დღეს შენთან გავატარებო! ოთახში ვდგავარ და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ აიპოდის ძებნაში. "დავიჯერი ამხელა შენობაში ვერაფერს ვერ მივაგნებ?!.... აჰააა, ჯეკ პოტი!" ამაყი სახით გავემართე იქვე უზარმაზრი თაროსკენ, აიპოდს ხელი ასევე ამაყად დავტაცე და რაიმე განსაკუთრებული სიმღერის ძებნას შევუდექი. ოგოო! ჯეიმს ბრაუნი, It’s a man’s man’s man’s world! "მომწონს!" მწვანე ღილაკს დავაჭირე თუარა თითი ოთახიც მალევე ვნებიანმა ჰანგებმა გაავსო. ხმა ბოლომდე ავუწიე და ჩემს უტვინო ჭკუაში მეც ავაყოლე სხეული ჰანგებს. ხომ გინახავთ, ადამიანი ყველგან შარს რომ იკიდებდეს? ჰოდა გამიცანით მეც, ანა ერისთავი, ქალი რომელსაც ხიფათის გარეშე ცხოვრება არ გამოსდის! რწყილი ახტა დახტაო და მეორე ნაპირზე გადახტაო. ჰოდა აი ჩემი ისედაც მოკლე პირსახოციც აფრიალდა, აფრიალდა და იატაკზე დაფრიალდა, ისე რომ მეც ახალდაბადებული ბავშვივით, შიშველი დავრჩი. მატერიის ასაღებად კი ვიკუზები მაგრამ ეს უგრძელესი თმები სახეში მეჩეხებიან. როგორც იქნა შავ თმასაც მოვუხერხე რაღაც და ზურგსუკან ოსტატურად გადავფინე. ჯერ კიდევ სველი სხეულზე არასასიამოვნოდ მივლის სიცივე. პირსახოცისკენ ხელს ვიშვერ როდესაც ჩემს თვალთახედვაში კიდევ ერთი, დაძარღვული ხელი ჩნდება. შიშით სავსე თვალებს ნელ ნელა მაღლა ვაპარებ და გამოიცანით ვის მზერას ვაწყდები? დიახ დიახ, სწორი ბრძანდებით. დემეტრე ზემოდან ქვემოთ დამყურებს. ვაცნიბიერებ როგორ მფუფქავენ მისი ცეცხლოვანი თვალები, რომლებსაც ერთ დროს ნაცრისფერი ელფერი დაკრავდათ ახლა კი ვნებისგან გაწითლებულან. სირცხვილისგან სად წავიდე აღარ ვიცი. ჩამუხლული, ავტომატურად ვსწორდები წელში და ზანტი მოძრაობით ვდგები მამაკაცის წინ რომელსაც ჩემი პირსახოცი ჩაუბღაუჭებია ხელში. დაბნეულობის ვერაფერს ვერ შეატყობთ. პირიქით, როგორც ჩანს ძალიან აკმაყოფილებს ჩემი ასეთის ყურება. -როგორც ჩანს დროს უაზროდ არ კარგავდი_როგორ მაგიჟებს ეს ხავერდოვანი ხმა! ვხვდები როგორ მივლის სხეულზე სიცხე გული გაგიჟებით იწყებს ცემას... -რას აკეთებ?_თვალგაშტერებულმა საკმაოდ უაზრო კითხვას მისვამს. როგორც ჩანს ჩემს სახეზეა კონცენტრირებული და დიდი ნებისყოფით ცდილობს არ ამათვარიელოს თავიდან შიშველ ფეხებამდე. -ვბანაობ..._მეც ისეთივე გაქვავული ხმით ვპასუხობ. არც ერთი არ ვახამხამებთ და ვდრძნობ როგორ იძაბება ყველაფერი ჩვენს შორის. გრავიტაცია იზრდება და თითქოს ჩვენც გაუაზრებლად ვიზიდავთ ერთმანეთს როგორც მთვარე და დედამიწა. დღე და ღამე. ცა და მიწა. მისეული, მონადირე ვეფხვის გრაციოზული ნაბიჯებით წამოვიდა. ვუყურებ როგორ მიახლოვდება და გული ნელ-ნელა მკერდიდანაც მივარდება. ერთ დორს იატაკზე მიფენილი პირსახოცი, ახლა ხელში აქვს ჩაბღაუჭებული. ვერ ვხვდები როგორ მოვიქცე, ასე გაქვავებულად განვაგრძო მის წინ დგომა თუ ბლოსდაბოლოს გავინძრე და სიშიშვლე დავფარო რამენირად მაინც. მისი გაშავებული თვალების ყურება კიდევ უფრო მაბნევს და მეც ვნებდები ბედს... "რაც იქნება, ის იქნება..." დაძარღვული, გაყინული ხელების სიცივე სასიამოვნოდ მივლის ხერხემალზე. თითების კვალი ქვემოთ მისრიალებს და გავარვარეულ ანაბეჭდებს მიტოვებს სხეულზე.ზურგზე დაყრილ, სველ თმას გვერძე მიწევენ ოსტატური ხელები. კისერზე ჯერ შეუგრძნებლად მეხება მისი ტუჩები შემდეგ კი მზესავით მწველი შეხება სასიამოვნოდ იპარება კანში. თვალებს უკან ვაპარებ და ვგრძნობ რომ სისხლივით წითელი ბაგეები ჩემს კანს სასიამოვნოდ ზვერავენ. ცხელი შეგრძნება ისევ და ისევ ხერხემლისკენ მიიწევს, მაგრამ მალე ტუჩები მშორდებიან და ახლა მუცელზე დაცოცავენ გათოშილი ჭიანჭველები. ჯერ კიდევ სველი ზურგთ ვეკრობი მკერდზე. მუცელზე მორბენალი ხელების გაჩერებას არც კი ფიქრობს. გავგიჟდები ახლა...მწვავე კოცნა ამჯერად ყელისკენ ინაცვლებს. "ნუთუ მზად ვარ ამისთვის?" "რისთვის?"_გამომცდელ კითხვას მისვავს ქვეცნობიერი ანა. ვითომ არ იცის რაზე ვამბობ. ლოყებ აწითლებული ვუმკლავდები ავალიანის ტუჩების შემოტევას. არა მართლა, ასეთი ტემპით თუ გააგრძელა დემეტრემ მალე ლოგინამდეც მივალთ. კოცნა, ლოგინი, სექსი, ფეხმძიმობა, ბავშვი, "ნახვამდის თავისუფალო ცხოვრებავ", რუტინა... ბრრრ! საშინელება! იდიოტი ვარ. ვნებიანი დემეტრე ჩემს შიშველ სხეულს რამისაა ყოველი წერტილის უკოცნის მე კი ასეთ რაღაცეებზე მეფიქრება. არადა როგორ მინდა ახლა მისი ტუჩების გემოს კიდევ ერთხელ გასინჯვა.... “закон подласти“ – იტყვიან ხომე უკრაინაში, რაიმე კარგის გაპიქრება და ცუდის მოხდომა ერთია. ჰოდა ზუსტად ასე ვარ მეც. თვალის ერთ დახამხამბაში კანზე არც ხელების და არც ტუჩების კვალი აღარ იგრძნობა. ნეტარებაში მინაბულ თვალებს დაღლილად ვახელ და მაშინვე ავალიანის არეულ სახეს ვაწყდები. მკლავებში ჩაკუჭულ მოკლე პირსახოცს სასწრაფოდ მაფენს მკერდზე, და როგორც ჩანს ვნების დაოკებას ცდილობს. მეც ნერვიულად ვიხვევ პირსახოცს წელზე და მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ რა მოხდა სინამდვილეში. ღმერთო ჩემო! ლოყები მწიფე ვაშლებივით მიწითლდება, ჰაერი თითქოს ამოეტუმბათ ოთახიდან, ვეღარ ვსუნთქავ. დაბნეულად ვაცეცებ თვალებს აქეთ იქით, ოღონდ მას არ შევხედო. -ჩაიცვი._დომინანტი ადამიანის ხმა ვარდება ყელიდან. მტკიცე ბრძანებაზე არანაირი რეაგირება არ მაქვს. -ანა. წადი. ჩაიცვი._ისევ იმეორებს, როგორც ჩანს თავს ძლივს ძლივობით აკონტროლებს. -არ მინდა..._გაშტერებული აწითლებული ლოყებით ვპასუხობ და იმწამსვე ვნანობ. თუმცა არა, გატყუებთ. შინაგანი ანა ორმაგ სალტოს აკეთებს და ბედს საბოლოოდ ნებდება. ველურივით მოვარდნილ დემეტრეს შეხებებს რიტმულად ვაყოლებ ხელებს. კედელზე უხეშად მიჯახებული, სასიამოვნო ტკივილისგან გამოწვეულ გრძნობებს გასაქანს ვაძლევ და ყელიდან იმწამსვე კვესა მვარდება. მწველი ტუჩების შეხება სასიამოვნოდ მივლის კანზე. ხელები მომთხოვნად, მოუთმენლად ჩააცურა წელისკენ, შემდეგ კი ბარძაყებისკენ. მუხლები თეძოებზე შემომაწყობინა თვითონ კი ჩემი სხეულის დაზვერვა განაგრძო. ამჯერად პირსახოცით დაფარული მკერდი თვითონ მოაშიშვლა და გაყინული ტუჩებით დამიწვა ჯრუანტელ დაყრილი კანი. ოთახს ისევ კვნესა აყრუებს. როოგრც ჩანს დემეტრეს ჰორმონებზე ეს მეტად მოქმედებს. კიდევ ერთხელ მაჯახებს ცივ კედელს. ისევ კვნესა. რატომ მოწონს ასე ძალიან?! -ანა...მ..მაგიჟებ... "მეც მაგიჟებ დემეტრე ავალიანო!"_გულში ვპასუხობ, რადგან სიტყვიერად წარმოთქმის თავი არ მაქვს სიამოვნებაში მინაბულს. მკერდზე მაგრად მიკრობს და კოცნით მიფარავს გულს. შუალედებში, კბილების შეხებას ვგრძნობ ყელზე, მკერდზე. სასიამოვნო ტკივილი ისევ და ისევ ძვლებამდე ატანს, მაგრამ ტკივილის ყოველი ახალი იმპულსი კოცნებით იფარება. -ეს გინდოდა არა?_ღრენით ამოთქვა დაქანცულმა დემეტრემ. -გინდოდა გაგეგიჟებინე არა? მაგიჟებ ანა!_მისმა სიტყვებმა კიდევ უფრო გამთიშეს. უხეშად ამიტაცა ჰაერში და წელზე ფეხებშომეხვეული წამიყვანა უცნობი ოთახისკენ. შიშველი მე და ჩაცმული დემეტრე, უცნაურობაა არა? მალევე ოთახის კარები ზურგით შეაღო ისე რომ ჩემი მკერდისთვის ტუჩები არ მოუშორებია. ლოგინზე გადამაწვინა და თვითონაც გადმომყვა. გავარვარებული ტუჩებიც და სხეულიც ერთდროულად მომაცილა. ლოგინის პირას დადგა, ისე რომ რამდენიმე წამით მზერა არ აუცილებია ჩემთვის. თვალის დახამხამებაში მაისური ხელის ერთი მოძრაობით გაიძრო და ქაოსურად მიაგდო იატაკზე. ჩემს ზემოდან მოქცეული ამჯერად შარვლის ელვას წამის მეასედში იხსნის და მალევე მხოლოდ ქვედა საცვალში რჩება. დაკუნთული თეძოებისკენ ვაპარებ თითებს... ქვეცნობიერი ანა მიყუჟული იყურება აქეთ იქით. დემეტრე ავალიანი, თვით აპოლონი, ამჯერად სრულიად შიშველი დგას ჩემს წინაშე. ჩემი ლოყები ისევ წითელ ვაშლებს ემსგავსება. ჰო სხვათაშორის, ოთახში ნამდვილად დაცხა თუ მარტო მე მხცელა? ჰაერი! ჰაერი მჭირდება! -ანა...რას მიკეთებ ანა..._დახშული ხმა ზერელედ ჩამესმა ყურებში. მუხლებზე შეხება ვიგრძენი თუარა გულმა "სოს" სიგნალების გაშვება დაიწყო მთელს სხეულში. ნაზი მოძრაობით გამაშლევინა მუხლები და რატომღაც გამომცდელი მზერით დამაკვირდა სახეზე. მის თვალებში ერთდროულად ვნების, სიამოვნების და სინანულის დანახვაც კი შემიძლია. ნუთუ მზად ვარ ამისთვის? სექსისთვის ალბათ მზად ვარ, მაგრამ ასეთი ურთიერთობისთვის? ჩემი უფროსია ბოლოსდაბოლოს. არ მინდა ეგონოს რომ მისი ეკონომიური მხარე მიზიდავს. ეს ხომ სულაც არაა ასე?! მთრგუნავს ეს ყველაფერი. ასე რომ... "არა! არ ვარ მზად!" -არ ხარ მზად ამისთვის არა? ჯერ ადრეა.. _ ჩემს აზრებს კითხულობს თუ რა ხდება? ყურზე ნაზად მომადო მადისაღმძვრელი ტუჩები და დახშული ხმით ჩაილაპარაკა. -ჩემო ანა..._მივხვდი როგორ ჩაიღიმა პატარა ღიმილით. მეც მაშინვე დავდნი ადგილზე. დადნობაღა მაკლდა, გადამრია ქალი სულ! საბოლოოდ მაკოცა მკერდზე, შემდეგ კი ნელი მოძრაობით გადაწვა გვერდით. -დემეტრე... -არა, ანა. არ გინდა არაფრის თქმა. ყველაფერს აქვს თავისი დრო._თბილი ღიმილით მომეალერსა სახეზე და კიდევ ერთხელ გამისინჯა ტუჩების გემო. -მაგრამ რატომღაც მგონია რომ ეს "საჭირო დრო" ორშაშაბათს მოვა_ცბიერად ჩამიკრა თვალი ჩემს გრევდით იდაყვზე დაყრდნობილმა ავალიანმა. ნუ რათქმაუნდა, ორშაბათს ჩვენ ხომ შეხვედრა გვაქვს! ნუთუ შაბათს ვიქნები ამისთვის მზად? ამ მამაკაცთან სექსზე ახლაც არ ვიტყვოდი უარს უბრალოდ მის შემდეგ მოყოლილი პასუხისმგებლობა მაშინებს. პასუხისმგებლობა და გაუგებრობაც... უეცრად ფეხზე წამომდგარი დემეტრეს სრული სიშიშვლის დანახვამ კიდევ უფრო დამაბნია. მაგრამ აი ქვეცნობიერი ანა შედარებით "ჯანმრთელად" ეკიდება ამ საკითხს და ტუჩებსაც გემრიელად ილოკავს. თხელი გადასაფარებელი ერთიანად გადააფრიალა და ენერგიული მოძრაობთ გაემართა კარებისკენ. ოთახიდან ისე გაუჩინარდა რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს. რატომღაც გული საცოდავათ შეიკუმშა. დამტოვა. ჰაჰ, აბა რა მეგონა, მხოლოდ ჩემი ლოგინში ჩაგორება უნდოდა აქამდეც. როგორც ჩანს დღეს არ გამოუვიდა, ახლა ალბათ სულ დაივიწყებს ჩემს არსებობას. მწყინს? არა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს არ მწყინს, ზედმეტად მივეჩვიე მარტოობას და ალბათ ამიტომაც მაშინებს ყველანაირი სახის ურთიერთობაც. თუმცა, ვინ იცის ალბათ ასე უკეთესიცაა... *** -იცი, მომშივდა რატომღაც_საყვარელი ხმით შემომეგება ოთახში ახლად შემოსული დემეტრე. "ოჰო, დაბრუნდა!" "რათქმაუნდა დაბუნდა იდიოტკავ, შიშველი სად წავიდოდა?! ამ გოგოს სიდებილე გადამრევს მალე!"_მობეზრებული ხმით მეუბნება შინაგანი ანა, არადა მართალიც კია. -სულ ცოტა ხნის წინ არ ვისაუზმეთ?!_გაორმაგებული თვალებით გავხედე. მხოლოდ ახლა ვამჩნევ რომ ხელში რაღაც დიდი ჭრელი კოლოფი უჭირავს. -ვიცი ეხლა ნამდვილად არაა შესაფერისი მომენტი, მაგრამ რატომღაც მგონია რომ უარს არ მეტყვი…_ ჰმმ, ამჯერად რაღა მოიფიქრა? მადისაღმძვრელი თეძოების მოხვრით წამოვიდა ლოგინისკენ და, ლოგინის პირას მიმჯდარს,თვითონაც გვერდით დამიჯდა. სიშიშვლის დაფარვას არც კი ცდილობს. მიკვირს როგორ შეიძლება იყო ასეთი უკომპლექს და გახსნილი... მმმმომწონს! ჩემს გაკვირვებას ალბათ საზღვარი არ მოეძებნა როდესაც კოლოფს ახადა თავსაფარი და მეც როგორც იქნა გავიგე რას მალავდა. სასწრაფოდ წამოვჯექი და მუხლებ მოკეცილი მოვთავსდი ლოგინზე. ცელქი გოგოსავით ავარხიე ტუჩები და გაკრეჭილი ღიმილი შევაგებე მის ცბიერ თვალებს. სიცილით აგუგუნებულ გულს ვეღარ ვაწყნარებ! როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი მბრძანებლური, დამთმობი, სერიოზული და ბავშვური იყოს ერთდოულად! -რა გაცინებთ ქალბატონო ანა?!_დაბღვერილად გამომხედა და ყუთი ლოგინზე დადო. -თქვენი საოცარი ხასიათი ბატონო ჩემო!_სიცილის საბოლოო ხმა ამომვარდა ყელიდან. თითები ცელქად გავაპარე კოლოფისკენ. -დამჯერი გოგო თუ იქნები ცოტა შენც შეგხვდება!_თითებზე ხელი გამკრა და ეშმაკური სახით გამომხედა. მე კიდე ორი წლის ბავშვივით ავბუზე ტუჩები! გაინტერესებთ რა არის ყუთში არა? დარწმუნებული ვარ ვერც კი გამოიცნობთ! მოემზადეთ... -იცი, პატარა რომ ვიყავი, ისეთი რამის კეთების მერე, რაც ძალიან მომწონდა და მსიამოვნებდა, ყოველთვის შოკოლადს ვჭამდი. ჰოდა ვიფიქრე, სულ რამდენიმე წუთის წინ ზუსტად ასეთი "საქმით" ვიყავი დაკავებული თქო, ამიტომ ახლა დესერტის დროა._ჭრელი ყუთი ლოგნზე გადმოაპირქვავა. შოკოლადი! ტკბილეული! აი რა იდო ყუთში სულ თავიდან. "არა! აღარ შემიძლია მეტი!"_სიცილისგან აჩქარებული გულის დაწყნარებას ვცდილობ და დემეტრეს ღიმილიან სახეს თბლი მზერით გავყურებ. დიდი პატარა ბავშვები ვართ ამწუთას, რაც სხვათაშორის ორივეს ძალიან გვახალისებს. სრულიად შიშველი, ჩემს გვერდით მოკალათდა. აწითლებული ლოყებით გავხედე და მაშინვე მოჭუტულ მზერას შევეჩეხე. როგორც ვხედავ მასაც ძალიან მოსწონს ჩემი დაბნეულობა. ცელქი გამომეტყველებით იფარებს თხელ გადასაფარებელს წელზე და შოკოლადიისკენ აპარებს ხელს. -ფიქრობ რომ სუსულელეა არა?_ტკბილეულის ხროვისკენ მანიშნებს, თვითონ კი შოკოლადის პატარა ნატეხს იგდებს პირში. დარწმუნებული ვარ, სისულელე რომც მეგნოს ეს ყველაფერი, დემეტრე ავალიანს ეს ნაკლებად დააინტერესებდა. და ზუსტად ეს თვისება მომწონს მასში. ცხოვრობს ისე როგორც თვითონ უნდა! -არა!_სიცილით ვეუბნები და თეთრი შოკოლადის ნატეხს გემრიელად ვაგემოვნებ. -იცი, ბავშვობაში ლეიბის ქვეშ ვმალავდი ყველანაირ სასუსნავებს. რამდენჯერმე დამავიწყდა რომ იქ იყო ყველაფერი, ხოდა მერე თურმე დედაჩემს უპოვია დამდნარი შოკოლადები ლოგინის ქვეშ._ოდნავ აწითლებული ლოყებით გავყურებ. მოგონებებში ჩაფლულს, სიცილის ხმა მაფხიზლებს. ვაკვირდები მის ნათელ სახეს, გემრიელ ტუჩებს და კანზე ჟრუანტელი მივლის. "რა საოცარია როცა იცინის!" -არაა სასაცილო!_ვითომ დაბღვერილი სახით ვუყურებ მის გაშავებულ თვალებს. -შენ გეცინება მაგრამ მე იმ დღეს ძალიან მწარედ მომხვდა!_ბოლოს მეც მეღარ ვიკავებ თავს და კისკისი მვარდება პირიდან. მორიგ სასუსნავს ვიღებ როდესაც შოკოლადის პატარა ნატეხი მეცემა მკერდზე. უხერხულად ვიშმუშნები და ახლა უკვე შოკოლადის დამდნარი წვეთის მოცილებას ვცდილობ კანიდან. მხარზე თბილ შეხებას ვგრძნობ რომელიც ნელ ნელა ყელისკენ მიიწევს, შემდეგ კი ლავიწის ძვლებს უერთდება. წამის მეასედში ლოგინზე ზურგით ვწევარ, თვალებჩაშავეული დემეტრე კი ზემოდან დამყურებს. ოთახში თითქოს ისევ მატულობს დაძაბულობა. ნაზათ მაცლის თხელ გადასაფარებელს სხეულიდან. გულზე სასიამოვნო სითბო მივლის. სითბო რომელიც მისი ტუჩების შეხებამ გამოიწვია. ნელი მოძრაბით მიკოცნის შოკოლადის წვეთიან კანს და საჯაროდ ილოკავს ტუჩებს. -ასეთი ტკბილი ქალბატონი ჯერ კიდევ არ შემხვედრია არსად!_ღიმილიანი ხმით ამბობს დემეტრე, ჰოდა მეც მაშინვე ჟრუანტელი მაყრის. -ძალიან გემრიელი ბრძანდებით ქალბატონო ანა_ ეს ვნებიანი ტონი გადამრევს! ტუჩებს, მკერდიდან მუცლისკენ მიაცურებს, ხელებს მუხლებზე აცეცებს. ჟრუანტელი კიდევ ერთხელ მაკითხავს. კბილების შეხება კანზე კიდევ უფრო მთენთავს... გარყვნილებაა ეს ყველაფერი! გარყვნილება, რომელიც საუბედუროდ ძალიან მომწონს! *** რაც არ უნდა გასაკვირვი იყოს შემდეგი ერთი საათის განმავლობაში აღარ მომკარებია. "შოკოლადის" მერე აბაზანაში გავიქეცით. ცალ-ცალკე! ცალკე მე, ცალკე დემეტრე. არადა როგორ მესიამოვნებოდა მისი ხელების შეგრძნება კანზე კიდევ ერთხელ. "ნუთუ სწორედ ვიქცევი? მზად ვარ ამ ყველაფრისთვის?"_ ჩემს თავს რიტორიკულ შეკითხვას ვუსვავ, თუმცა ქვეცნობიერი ანა მაშინვე მოქრის ცხელ-ცხელი პასუხით. "კი, მზად ხარ!"_მეუბნება ქალბატონი. მაგრამ მან რა იცის რომ ყველაფერი ისეთი ადვილი არაა როგორც ჩანს. მომწონს დემეტრე, მომწონს მისი "წიკები"... ალბათ ნამდვილად ყველაფერი ეს გარყვნილებაა მაგრამ... "დათოსთან ასე ვიყავი?"_არა, ალბათ მაშინ ყველაფერი სულ სხვანაირი იყო. მართალს ამბობდა ქეთო, ჩემი და დათოს ურთიერთობა ლოგინს არ გასცდენია. პირველი და საკმაოდ მტკივნეული "ცხელი ღამის" შემდეგ მხოლოდ კოცნით თუ ვიფარგლებოდით. ისე რა უცნაურია არა? დავწექი ისეთ მამაკაცთან ვის მიმართაც არანაირი გრძნობა არ გამაჩნდა. არადა მეგონა რომ მიყვარდა დათო. მაგრამ ზუსტად იგივენაირად არ ვიქცევი ავალიანის შემთხვევაში? სრულიად უცნობია, იდუმალია. მას ისეთი ქალი სჭირდება ვინც გაათბობს და საკუთარ სიცოცხლეს ჩააბარებს. ისეთი ქალი ვინც დღისით მხარში ამოუდგება, ღამით კი გააგიჟებს. "მე ასეთი ვარ?"_ისევ რიტორიკული შეკითხვა რომელზეც, სამწუხაროდ თუ საუბედუროდ ქვეცნობიერ ანას ამჯერადაც აქვს პასუხი. "ნწუ, არ ხარ ასეთი" "ჰოდა საქმეც ზუსტად ამაშია" ალბათ ყოველთვის ზედმეტად ადამიანი ვიყავი. არასდროს არ მაინტერესებდა სხვისი აზრი, და არც სხვა. ბრილიანტის გალიას ყოველთვის უაზრო თავისუფლებას ვარჩევდი. ახლაც ასე ვარ. "ეს ცუდია? თუ კარგი?"_ამჯერად რეალურ კითხვას ვუსვავ შინაგან ანას რომელიც სამწუხაროდ გაჩუმებული სახით იცქირება ასეთ-იქით... *** -ვიფიქრე კატო დღესაც ხომ არ დარჩენილიყო ლევანთანთქო_მისაღებში გასულს დემეტრე შემომციცინებს თვალბში თავისი ვნებიანი მზერით. -რატომ?_გაკვირვებული სახით ვეკითხები. -მარტო ხომ არ იქნება სახლში? -რათქმაუნდა არა. მეც ხომ იქ ვიქნები? -დღეს არა. -რას ქვია დღეს არა?_თვალებგადიდებული ვუყურებ და ვცდილობ გავერკვე რას მთხოვს დემეტრე ავალიანი. -როგორც უკვე მოგახსენეთ ჩემო ქალბატონო, დღეს მე და შენ აქ ვრჩებით._მტკიცე ხმით მპასუხობს. "ისევ შენსას აწვები არა ავალიანო?!" -როგორც უკვე მოგახსენეთ ბატონო დემეტრე... არა!_იხტიბარს არ ვიტეხ და დაბღვერილი თვალებით, ნაპერწკლებს ვაფრქვევ. "გადაირია ეს ტიპი!" -კი ბატონო. კარები მარცხნივაა. შეგიძლია წახვიდე_სხარტე მოძრაობით ეხეთქება უზარმაზარ დივანზე და თვალებ მოჭუტული მზერით მათვალიერებს. მე კი ხელებ გადაჯვარებინებული ვუდგევარ წინ, ბავშვურად დაბღვერილი სახით. -ოღონდ გაითვალისწინე რომ თბილისის ცენტრამდე ფეხით მოგიწევს სიარული, რადგან მე არ გაგიყვან._სრუალიად წყნარი ხმით მეუბნება ვაჟბატონი და საოცრად მიმზიდველი ღიმილით მაჯილდოვებს. "როგორც ჩანს ჩვენს ბატონ ავალიანს მანიპულირების ყველა მეთოდი სცოდნია..." *** სავარაუდოთ ღამის ორი საათია. რათქმაუნდა სახლში ვერ დავბრუნდი. ვწევარ. წესით უნდა მეძონოს მაგრამ ახლა რა მომაკარებს ძილს? ცივ კედელს ვეკრობი და ვცდილობ რამენაირად მაინც გავგრილდე. ვინ იცის გარეთ როგორ ცივა, მე კიდე რამისაა სიცხისგაგან დავდნე. მხარს ზანტი მოძრაობით ვიცვლი და უზარმაზარ ლოგინში ვტრიალდები. გაინტერესებთ ალბათ მარტო ვარ თუ არა. რათქმაუნდა მარტო ვარ! "იმ დიქტატორთან რა დამაწვენს! არადა როგორ მინდა..." "ჰა ჰა ჰა ჰა ჰააააააააა!"_ბოროტული სიცილით მეგებება ქვეცნობიერი. რა უნდა ნეტა რას გადამეკიდა? თვითანოც ხომ იცის რომ საშინლად მიზიდავს ავალიანი? ალბათ ძინავს. მმმ როგორ მინდა სულ ერთი წუთით მაინც შემოვიდეს. ერთხელ მაინც მაკოცოს. არასწორად ვიქცევი არა? ვიცი რომ ყავს ვიღაც ქალი, არ ვიცი შეყვარებულია თუ საყვარელი. მაგრამ ვიცი რომ მაინც ყავს ვიღაც... იქნებ იმ გოგოს ძალიან უყვარს დემეტრე, მე კი ამ სიყვარულს ვართმევ? არაა ეს სწორი... მოწყენილი სახით გავყურებ ცაში დაკიდებულ ვერცხლისფერ მთვარეს და ნელ-ნელა მხედველობაშიც ბურუსი მიწვება... ახლა მხოლოდ ძილის დროა... *** ვგრძნობ როგორ მეხებიან გაყინული ხელები მოშისვლებულ მხარზე. ვიღაცის თითები სახეზე ჩამოყრილ თმებს მიწევენ უკან და ყელზე კოცნის მწველი კვალი მრჩება. -ანა..._ნაზად ვახელ თვალებს და მზის სხივებიც მაშინვე სახეზე მეფინებიან, მამაკაცის ხავერდოვანი ხმა კი ჟრუანტელს მგვრის კანზე -დილამშვიდობისა ანა_თბილ მზერას აგებებს ჩემს დაბღვეილ სახეს. -ისევ გაბუტული ხარ არა?_ღიმილიანი სახით მაწვდის ჭიქაში ჩასხმულ ალუბლის წვენს. რატომღაც ასეტ ქმედებას მზრუნველობად ვთვლი და მეც მაშინვე მილბება გული. -არ ვარ გაბუტული. უბრალოდ არ მომწონს როცა ცემს გაკონტროლებას ცდილობენ!_ლოგინზე წამომჯდარი გემრიელად ვსვავ წვენს. რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყო, მისი სახის დანახვისას მაინც ვდნები სანთელივით. -უნდა მიეჩვიო. ამ დღიდან ძალიან ხშირად მოგიწევს კონტროლის ქვეშ ყოფნა._თავისი ვნებიანი სახით მიკრავს თვალს და უკანმოუხედავათ გადის ოთახიდან. "დიქტატორი..ტირანი!" -და კიდევ ერთი რამ… ჩაიცვი. თბილისში ვბრუნდებით._ოთახში ნახევრად შემოსული ავალიანი, ორიოდე სიტყვას მაყრის და ისევ კარების უკან უჩინარდება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.