შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობები შიშის გარეშე (6)


22-03-2015, 14:49
ავტორი lola
ნანახია 2 477

"ტყუილად ამბობენ სიკვდილი ყველაფრის დაბოლოებააო, სიკვდილის შემდეგ იწყება სიცოცხლე"

პირველი რაც ვიგრძენი იყო ტკივილი, აუტანელი ტკივილი მარცხენა ფეხში, მეწოდა, მინდოდა თვალები გამეხილა და მენახა ჩემი ფეხი, მაგრამ წამწამები იმდენად იყვნენ ერთმანეთზე ჩაბღაუჭებულნი რომ ვერ შევეწინააღმდეგე
-გონზე მოვიდა. გოგონას ხმა გავიგონე
-ყველაფერი რიგზეა. თბილად მითხრა მერე კი თავის გაყინული ხელი სახეზე მომადო
ცხვირის ნესტოები მეწოდა,ოთახში სისიხლის და მედიკამენტების საშინელი სუნი იდგა, სისხლის სუნი ყოველთვის ცუდად მხდიდა, ამიტომ არც ახლა ვიყავი კარგად
ნახევარი საათი ლოგინში გაუნძრევლად ვიწექი, დროდადრო რამდენიმე ექთანი შემოვიდა და ვენაში წამლები შემიყვანეს.
თვალების გახელა ძალიან გამიჭირდა მაგრამ მაინც მოვახერხე, ჩემს ოთახში ვიყავი რომელიც პალატას უფრო ჰგავდა ვიდრე საძინებელ ოთახს. ექთანი და ორი ახალგაზრდა დავლანდე ოთახში
-დეა როგორ ხარ? ბიჭმა მკითხა რომელიც ჩემთან ახლოს იდგა
-ვერაფერს ვგრძნობ, მხოლოდ ფეხი მტკივა.ჩუმად ვუპასუხე
-ეგ დამამშვიდებლების და ტკივილგამაყუჩებლების ბრალია,დროებით ვერაფერს იგრძნობ, ფეხი კი ცოტა გეტკინება ხოლმე. ექთანმა მშვიდად მიპასუხა და კიდევ ერთი წამალი გამიკეთა ვენაში
-ფეხზე ნაკერები მადევს?
-ოთხი, მაგრამ არც ისე ცუდად გამოიყურება სიცილით მითხრა უცნობმა გოგონამ
-როდის შევძლებ ფეხზე გავლას? ექთანს ვკითხე რომელიც უკვე გასვლას აპირებდა ოთახიდან
-ჯერ უნდა მომჯობინდეთ,ჭრილობები შეგიხორცდეთ და მერე ვისაუბროთ მაგაზე
-გავლას შევძლებ?
-დიახ რათქმაუნდა, უბრალოდ ეს დროის საკითხია
-დაახოებით რამდენ ხანში შემეძლება სიარული?
-ერთ თვეში
-ერთ თვეში? დამცინით? მანამდე?
-მანამდე უნდა დაისვენოთ. მკაცრად მითხრა და გავიდა ოთახიდან
-დეა შეგიძლია მოგვიყვე რა მოხდა? ერეკლემ არაფერი არ გვითხრა. ბიჭმა მკითხა მერე კი გოგონას გახედა, რომელიც როგორც ჩემი მეხსიერებიდან გამომდინარე მახსოვდა, ერეკლეს და უნდა ყოფილიყო
-არ მინდა ამის მოყოლა
-ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თუ გვიამბობ
-თქვენ მე ვერ დამეხმარებით. სწრაფად ვუპასუხე
-ვერ დაგეხმარებით იმიტომ რომ არაფერი არ ვიცით, თუ გვიამბობ......................
-არა არ მინდა ამაზე საუბარი, თქვენთვისაც და ჩემთვისაც უკეთესი იქნება თუ არ გეცოდინებათ. მკაცრად ვუპასუხე
-კარგი როგორც გინდა.მშვიდად მითხრა ბიჭმა მერე კი გოგონას მიუბრუნდა
-კესო ერეკლესთან ერთად ვიქნები და თუ რამე დაგჭირდათ დამიძახეთ.
-კარგი. მშვიდად უპასუხა

სრული ბედნიერებაც ახლა მეწვია, მეორე ბაბლუანთან მარტო რომ დამტოვეს
-რატომ არ გვიყვები რა მოხდა?
-იმ მკვლელს რატომ არ ჰკითხეთ? მისი კითხვა ვუარყავი და მე დავუსვი შეკითხვა
-ვის გულისხმობ?
-თორნიკეს. მისი სახელი ზიზღით წარმოვთქვი
-მან დაგიშავა რამე? გაკვირვებულმა მკითხა
-კესო გთხოვ არ მინდა საუბარი ამაზე, ცუდად მხდის
-თუ მეტყვი რა დაგიშავა.............
-გთხოვ. საცოდავი სახით ვუთხარი
-კარგი როგორც გინდა.

ალბათ კესო რაღაცას გრძნობდა, რადგან მთელი დღე არ მომშორებია, როდესაც ექთანმა ნახვევები შემხსნა ცუდად გავხდი,
4უშველებელი ნაკერი, ცუდად არ გამოიყურებოდა,უბრალოდ შემზარავი იყო, იმდენად შემზარავი რომ გონების დაკარგვაც შესაძლებელი იყო.
-კესო ერეკლე გეძახის. ოთახში ის ახალგაზრდა შემოვიდა რომელიც დილით უკვე იყო
-დეას მარტო ვერ დავტოვებ, თუ შეგიძლია მასთან შენ დარჩი.
-რათქმაუნდა. თავი თანხმობის ნიშნად დაუკრა, დაიცადა სანამ კესო ოთახს დატოვებდა მერე კი ჩემს საწოლთან ჩამოდა და საუბარი დამიწყო
-აბა ქალბატონო დეა, მომიყევით აქ როგორ აღმოჩნდით.
-უკაცრავად, მაგრამ ვინ ბრძანდებით?
-ლევანი ბურდული. სწრაფად მითხრა და ხელი ჩამომართვა
- კიდევ ერთი ბურდული, რა უბედურებაა. ჩემთვის ჩავიჩურჩულე
-ახლა ჩამოვედი აქ, ამიტომ საერთოდ არ ვიცი რა ხდება და თუ არ გეზარება მოკლედ მომიყევი
-კარგი,მოკლედ ერთ მშვენიერ დღეს მომიტაცეს და აქ გამომკეტეს, მერე შეშლილი დამეხა თავს და დამჭრა, შეკითხვები ხომ არ გაქვს? ირონიით ვკითხე
-კი ერთი შეკითხვა მაწუხებს, უფრო მოკლედ რომ მოგეყოლათ არ შეგეძლოთ?
-კი, "ჯოჯოხეთში ვარ"
-აჰ, ეს უფრო გასაგებია
-კიდევ გაქვთ შეკითხვები? ვკითხე
-ქორწილი როდის არის დაგეგმილი? სიცილით მკითხა
-უკაცრავად?რა ქორწილი?
-აბა მოტაცებული ვარო ხო მითხარი. დაბნეულობა დაემჩნა სახეზე
-მოტაცებული, ვარ ოღონდ საცოლე კი არა ერეკლეს მსხვერპლი ვარ, რომელსაც ალბათ მალე თავს წამაცლიან. გაბრაზებულმა ვუთხარი
-აჰ, ეს უფრო გასაგებია, ისე საინტერესოდ ჟღერს "ერეკლეს მსხვერპლი"
-თან შემზარავადაც
-რატო მოგიტაცა ერეკლემ, თუ არც მისი საცოლე და არც მისი შეყვარებული არ ხარ
-თვითონ ჰკითხე, აჯობებს ყველაფერი თვითონ მოგიყვეს.
-კარგი, მაშინ ის მომიყევი სანამ მოგიტაცებდა ვინ იყავი, ან რაას აკეთებდი? არ მომეშვა ლევანი
-რაში გაინტერესებს, ერთი უბრალო გოგო ვარ, რომელსაც ბედი არასდროს არ მწყალობს, მთელი ცხოვრება ამირიეს და ვინ იცის აქედან ცოცხალი თუ გავაღწევ.
-ხო და უფრო საინტერესო ცხოვრება გქონია ვიდრე სხვებს. სიცილით მითხრა
-მე ეგრე არ ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებას უბრალოდ უაზრობას დავარქმევდი, რომელიც მინდა რომ მალე დასრულდეს
-სიკვდილი გინდა?
-კი
-მერე ხელს რა გიშლის? თავის მოკვლის იმდენი საშვალება არსებობს.
-ხელს მხოლოდ ერეკლე მიშლის, ბევრჯერ აღმოვჩნდი სიკვდილის პირისპირ, მაგრამ არ დამაცადა, არ მაღირსა სამუდამო სიმშვიდე, არ მეშინია რომ მოვკვდები, არც იმის რომ ვიღაცას გულს ვატკენ, ჩვენ ყველა დავიხოცებით, არ აქვს მნიშვნელობა ეს ახლა მოხდება, თუ 20ი წლის შემდეგ, მთავარია რომ მოხდება.
-იცი შენი ნაამბობოდან გამომდინარე, მივხვდი რომ მამაცი ხარ
-სიმამაცე კარგად დამალული შიშია. ჩემს სიტყვებზე ჩამეღიმა
-შიშის დამალვა ცოტას თუ შეუძლია, ანუ ცოტა თუ მოიძებნება ქვეყანაზე მამაცი. ღიმილით მიპასუხა, მერე კი ოთახი დატოვა

ყოველთვის ვცდილობ რომ ჩემი შიშები დავმალო, რაც ნამდვილად კარგად გამომდის, იცით მეც მეშინია იმის რომ მარტო დავრჩები, მეშინია საყვარელი ადამიანების დაკარგვის, მეშინია რომ ვიღაცა ისეთს არ მიმიღებს როგორის ვარ, ხო მეც მეშინია, შიში ეს არ არის სირცხვილი


უკვე გვიანი იყო, ამიტომ ექთანმა დამაძინებელი გამიკეთა და მეც ძილისთვის მოვემზადე
-ერეკლემ ყველაფერი მომიყვა, ისიც თუ რატომ ხარ აქ. კესომ მითხრა სანამ დაიძინებდა
-ესეიგი მოასწრო ყველაფრის მოყოლა. გამეცინა
-იცი მის საქციელს არ ვამართლებ, შენ არაფერ შუაში ხარ, ყველაფერი ჩემი ძმის ბრალია, მისი აკვიატებული სურვილის ბრალი, რომ არა გამდიდრების სურვილი დღეს ციხეში არ იჯდებოდა და შენც არ იქნებოდი აქ, რეალობის შეცვლა რომ შეიძლებოდეს.............
-რეალობა ყოველთვის მწარეა, აუტანელ განსაცდელში ამოვყე თავი, რომლისგანაც დაღწევა ძალიან მინდა, მართალია ამბობენ ღმერთი ადამიანს იმდენ განსაცდელს უგზავნის, რამდენის გადატანაც შეუძლიაო, მაგრამ მე ალბათ გამონაკლისი ვარ, ბედისგან დაჩაგრული გამონაკლისი. წყნარად ვუთხარი და თვალები დავხუჭე



ბურუსში გახვეული ტყე, საშინელად გაყინავი ხმები რომლებიც ძალიან ახლოდან მესმოდა, ცივი ქარი რომელიც სიცივეს მთელ სხეულში ატარებდა და თორნიკეს კმაყოფილი სახე, რომელზეც ბოროტული ღიმილი დასათმაშებდა, ყველაფერი ეს იმას მეუბნებოდა რომ უნდა გავქცეულიყავი
გავექცე თორნიკეს რათა თავი გადაირჩინო, გავიქცე რათა არ მომკლას და შემზარავი ყვირილი, რომელიც იმას მოასწავლებდა რომ წავაგე თამაში,სისხლისნი ფეხი და გულში ნასროლი ტყვია
დილით კივილით გავიღვიძე, შეშინებულას მინდოდა წამოვხტარიყავი, მაგრამ ფეხს ვერ ვანძრევდი
-დეა დამშვიდდი, ყველაფერი რიგზეა, ეს სიზმარი იყო მეტი არაფერი. კესომ მაშინვე მოირბინა ჩემთან და თბილად მითხრა
-თორნიკე, ის... ის ჩემს მოკვლას ცდილობდა.
-დეა ეს მხოლოდ სიზმარი იყო, მხოლოდ სიზმარი.
დაწყნარება ძლივსს მოვახერხე, რაშიც კესო ძალიან დამეხმარა



შუადღე იყო უკვე ოთახში რომ ლევანი ეტლით შემოვიდა
-აბა ქალბატონო დეა გასეირნებაზე რა აზრის ხართ? სიცილით მკითხა
-მაგ ეტლში უნდა ჩავჯდე? საცოდაცვი სახით ვკითხე
-უფრო სწორად რომ ვთქვათ უნდა ჩაგაჯინო.
ფრთხილად ამიყვანა ხელში და ეტლში ჩამსვა
-ახლა რას
-პირველ რიგში სამზარეულოში უნდა გავიდეთ, რომ კესოს გაკეთებული საჭმელი მივირთვათ
-ერეკლესთან საუბარი მინდა სახლშია? სამზარეულოში შესვლის თანავე კესოს ვკითხე
-გასულია და ალბათ მალე დაბრუნდება
-მანამდე ფილმის ყურებასაც მოვასწრებთ. მშვიდად გვითხრა ლევანმა
-ბიჭები სად არის? კვლავ ვიკითხე
-ერეკლეს ძმაკაცებს გულისხმობ?
-კი.
-ორი დღეა წავიდნენ. წარბ შეუხრელად მიპასუხა კესომ

ფილმს მე და ლევანი ვუყურებდით მხოლოდ,როდესაც ერეკლე სახლში დაბრუნდა
-რატომ არის ეს აქ? მგონი წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული. მკაცრი ტონით იკითხა ერეკლემ როდესაც სასტუმრო ოთახში ეტლში მჯდომი დამინახა
-კარგად ვარ. წყნარად ვუპასუხე
-მგონი რომ შენთვის არ მიკითხავს. მკაცრი მზერა მესროლა
-ვიფიქრე გახალისდებოდა და ამიტომ თავის ბუნაგს ცოტახნით მოვწყვიტე, არ შეიძლებოდა? ლევანი დაიძაბა
-აქ მე ვწყვეტ ყველაფერს, ამიტომ სანამ რამეს გააკეთებდეთ მე უნდა შემითანხმოთ
-მგონი რომ არაფერი დაგვიშავებია ბატონო. გაბრაზებულმა ვუპასუხე
-გოგო შენ უკვე გითხარი ხმას ნუ იღებ მეთქი.მიყვირა, მერე კი ჩემს ეტლს დაავლო ხელი და ჩემი ოთახისკენ წამიყვანა
-შენ არ ხარ ჩემი ან რომელიმე ჩვენგანის უფროსი რამე რომ გვიბრძანო.
-დიახ ვარ და შეეგუე იმ აზრს რომ სანამ აქ იქნები მე უნდა დამემორჩილო.უხეშად ამიტაცა ხელში და ლოგინზე დამსვა
-მეტკინა ცოტა ფრთხილად. დავიწუწუნე
-თუ არ გაჩუმდები და ბევრს იტლიკინებ უარესიც მოგივა. ოთახიდან მაშინვე გავიდა და კარები მაგრად დააბრახუნა
-ხეიბარიც გავიქცევი.გონებაში გავიფიქრე და გავიღიმე


---------------------------------------------------------------
ახალი თავი მე პირადად ძალიან მომწონს, მგონი რომ გუშინდელი ყველა რჩევა გავითვალისწინე
ჯერი თქვენზეა შემიფასეთ wink
ხო და კიდევ ყველას გთხოვთ, ვისაც არ გეზარებათ თქვენი აზრი გამოხატეთ,
ვისაც გეზარებათ კიდე არაუშავს, მთავარია მოგწონთ და კითხულობთ, მე ამითაც კმაყოფილი ვარ love



№1 სტუმარი ...

მაგარი იყოო წარმატებები და გააგრძელე

 


№2  offline მოდერი MyLove

არც კი ვიცი რა ვთქვა..
ისე ვარ ახლა კომენტარის წერაც მეზარება.. ახლა სუნთქვაც მეზარება, მაგრამ ძალაუნებურად უნდა გავაკეთო ეს ორი მოქმედება. 1. უნდა ვისუნთქო, 2. კომენტარი დაგიწერო.
იმედი მაქვს მალე დადებ შემდეგ თავს.. სულმოუთქმელად ველოდები..
მეც მომწონს ახალი თავი.. ყოველი ახალი თავი მომწონს! თანაც ძალიან!
არ დააგვიანო რა. იცოდე არის ერთი გოგონა, რომელსაც გადატვირთული რეჟიმის გამო ზოგჯერ ღამითაც არ ძინავს და ელოდება შენს ისტორიას!
ჩემი "დასაწუნი" არაფერი არ ჭირს შენს ისტორიას..
გრამატიკული შეცდომები კი გაქვს უხვად მაგრამ ეშველება მაგასაც!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№3 სტუმარი Bingo_013

ვუაიმეეე.... LOLA პროსტა არ იცი როგორ გამახარე შენ...რო ვკითხულობდი თან ვცეკვავდი :D გიჯი ვარ მარა არაუშავს,შენ გამაგიჯე... აუ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ჰეფიენდი არ მინდა :// რატომღაც გამორჩეულად მინდა დაამთავრო,აქედანვე გეუბნები,ისე ჯერ ადრეა, +30 თავი მინდააა... ბევრს ვითხოვ? :D
ლოლა მაგარი ხარ რა...
უბრალოდ ვერაფერს ვიწუნებ...
შენიშვნებს ვერ მოგცემ,იმიტო რო ბრილიანტ!!
მალე დადე მეთქი რო გითხრა გაბრაზდები? ^_^
------------

 


№4 სტუმარი nino

Didxans nu gvalodineb xolme ggttxoovv :*dzalian momwoons magarii xarr lola :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent