შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილების გამყიდველი (ნაწილი მეცამეტე)


22-03-2015, 19:01
ავტორი Girlfromlondon
ნანახია 5 820

ძალიან გამეხარდა ,რომ არ დაგვიწყებივართ და ისევ გახსოვართ .თქვენმა კომენტარებმა გამახარა და დღესვე დამეწერინა ეს თავი. იმედია საინტერესოა ხოლმე . რავიცი მე უკვე ვეღარ ვხვდები. ძალიან მიყვარხართ და ველოდები თქვენ შეფასებას . ასე ,რომ მახარებს.
ხო თუ რამე არ მოგწონთ მითხარით ,რომ გამოვასწორო ^_^
MYLOVE -არც ისე დიდი ვარ ^_^ სულ რაღაც 20 წლის :D

***
-აქ რა გინდა ? -შევუტიე,როგორც კი კარები გამოვაღე
-არ შემომიშვებ ?
-არა -ვუთხარი მკაცრად და ხელები კარების სიგანეზე გავშალე
-ტასო ნუ ბავშვობ
-ტასო არა . ანასტასია-შევახსენე სახელი
-გუშინ არ მინდოდა მასე გამომსვლოდა
-მაგრამ გამოგივიდათ .თქვენ თავიდანვე ფიქრობდით ,რომ მე ანგარების გამო გეხმარებოდით.
-რა სისულელია ტასო
-ტასო არა ბატონო გაბრიელ.ანასტასია -დავუმარცვლე ჩემი სახელი
-ამახსნევინებ ? -გაბრაზდა აშკარად გაბრიელიც
-არ აგახსნევინებთ . უბრალოდ რაღაც ცირკებს დგამთ თქვენ მეგობრებთან
-გუშინ მინდოდა მეთქვა,რომ ამ დროის განმალობაში ძალიან შეგეჩვიე.
-მაგრამ მითხარით ,რომ უფრო მეტ ფულს გადამიხდიდით გარკვეული პერიოდი შენი შეყვარებულის როლი ,რომ მომერგო.
-ხო, იმიტომ ,რომ იდიოტი ვარ.
-არა ეს მე ვარ იდიოტი თქვენ არა . ადამიანებს ,რომ ვეხმარები ,მაგრამ რათ გინდა .ყველაფერი უკან ცუდად მიბრუნდება-გავილექსე მე და თან ხელების აქეთ-იქით ქნევა განვაგრძე.
-ჩვენ შეგვიძლია ვცადოთ
-რა ვცადოთ -ჩამომივარდა ყბა
-ურთიერთობა
-ხომ კარგად ხარ ? რა ურთიერთობა უნდა ვცადო მე შენ .. ანუ ჩვენ -დამებნა ენა
-ტასო თავს იდებილებ ? -გაბრაზდა გაბრიელი
-ტასო არათქო . ანასტასია -გავუბერე ისევ ჩემსას მე
-მე რას გელაპარაკები და შენ რას მეუბნები
-შენ რას მეუბნები თუ ხვდები
-მე არ ვამბობ ,რომ მიყვარხარ ან რამე მსგავსი -დაიწყო ახსნა.-უბრალოდ გეუბნები ,რომ მომწონხარ და მიზიდავ -განმიმარტა უცებ.
-მეც არ გეუბნები ,რომ მიყვარხარ ან რამე მსგავსი -მივბაძე მეც-უბრალოდ გეუბნები,რომ არც მომწონხარ და არც მიზიდავ.ასე,რომ შეგიძლია წახვიდე -გავბრაზდი უცებ და კარები ისეთი სისწრაფით მივხურე მეც გამიკვირდა ჩემი თავის.
ჯერ კიდევ გაუნძრევლად ვიდექი შემოსასვლელში და ვიაზრებდი.
ორი წუთის წინ ნათქვამს . კი არადა მის სიტყვებს.
„აშკარად ნასვამი იყო , ან სიცხე ქონდა“ დავასკვენი ბოლოს და ფეხების ფრატუნით სამზარეულოში გავედი.

***
მთელი დღე სახლიდან არ გავსულვარ . არც დედასთვის მითქვამს და არც მამასთვის სამსახურიდან წამოსვლის ამბავი.
ვიდექი ჩემთვის ლოგინში და ვჭამდი შოკოლადს.
შოკოლადს რა შოკოლადებს.
თან ვფიქრობდი ,რომ სწორად მოვიქეცი. ან არ მოვიქეცი.
მე ხომ არ მომწონს.თუ მომწონს.
ვერ გარკვეული ვეპასუხებოდი ჩემ თავს.
ბოლო ხმამაღლა გადავწყვიტე,რომ ზუსტადაც ასე მოუხდებოდა გაბრიელს .
ჩემ მექალთანე უფროსს. ნუ ყოფილ უფროსს.
ან მოვწონდი და ან არა .ვერ დავიჯერე მისი გრძნობების რეალურობა.
ან რა დამაჯერებდა ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ.

***
დილით საუცხოდ კარგ ხასიათზე „წამოვფრინდი“ ფეხზე.
სამზარეულოში გავვარდი და კარადიდან საყვარელი შოკოლადის შეკვრა გამოვიღე.
მადუღარა ჩავრთე და ჩასაცმელად გავედი ოთახში.ნაცრისფერი სპორტულები ამოვიცვი და ისევ სირბილით გავედი სამზარეულოშ.
უკვე გამზადებულ ყავას შოკოლადიც მივაყოლე.
დღეს უსაქმორობის დღე მაქვს ასე ,რომ რამე ხომ უნდა გავაკეთო ?
რამე უნდა გავეკეთო მაგრამ რა ?
აი უსაქმურობამ რა იცის .რომ ვმუშაობდი ვერაფერს ვერ ვასწრებდი , ეხლა თავზე საყრელი დრო მაქვს ,მაგრამ რა ჯანდაბდ მინდა.
ფიქრებში გართული და უკვე შეწუხებული ვიყავი ტელეფონი ,,რომ აწკრიალდა.
უცხო ნომერს წარბაწეულმა შევხედე და ყოყმანის შემდეგ ვუპასუხე
-გისმენთ
-ტასო ნათია ვარ
-ხო ნათია -გამიხარდა მე
-ესე დილაუთენია კი გაწუხებ ,მაგრამ დღეს შეგიძლია ჩემთან გამოხვიდე ? ვიცი არც ისე დიდხნიანი ნაცნობობა გვაკავშირებს მაგრამ დღეს დათოს დაბადების დღეა და სურპრიზის გაკეთება მინდა . მე და ნათია ვერ ვასწრებთ მარტოს და თუ გცალია დაგვეხმარები ?
-მე ..მეე-დამებნა ენა.ვიფიქრე რამეს მოვიტყუებითქო მაგრამ რათ გინდა.-კარგი გამოვალ.
-ეხლავე შეგიძლია ?
-კიკი გავემზადები და
-აი უღრმესი მადლობა-გაუხარდა ნათიას
-არაფრის -ჩავილაპარაკე მეც ღიმილით ჩემი საქციელით კმაყოფილმა.


***
გარდერობთან ტრიალს ისევ მოვანდომე დიდი დრო.
რა ჩავიცვათქო ვფიქრობდი და ვფიქრობდი.
ბოლოს გამახსენდა მიხმარება უნადთა იქ ტასო და რამე კომფორტული მოძებნე-თქო.
კარადიდან ჯინსის კომბინიზონი და მომწვანო ნაქსოვი ზედა გადმოვიღე.
თმა წევით ავიწიე და მრგვალად დავიგორგალევე.მერე „შპილკებიც“ შევაშველე და საბოლოო ჯამში კარგად გავიკეთე.
სარკეში ჩახედვისას „ნეტა რას იპრანჭბითქო“ დავცინე ჩემ თავს და სახლი სწრაფი ნაბიჯებით დავტოვე.


***
სულ მკითხაობით მივედი ნათიას სახლამდე .
მერე გამახსენდა საჩუქარი მაინც მეყიდათქო და თავი ათჯერ მაინც გამოვლანძღე.
უკან უნდა გავბრუნდეთქო მოვიფიქრე მე და ნათიას დავურეკე ცოტა ხანი შემაგვიანდებათქო.
„არაუშავსო“ მითხრა წკრიალა ხმამ ყურმილის იქითა მხრიდან.
ტაქს ხელი ავუქნიე და „თბილისი ცენტრალშითქო“ ვუთხარი.
“რა ვუყიდო ,რომ არ ვიცი ?“-გავიფიქრე და შუშას თავი მივადე.
„არა ტანსაცმელს ვერ ვუყიდი , არც ვიცი რა ზომა უნდა.“
„სუნამო ? ნუ კარგი ვარიანტია ,მაგრამ როგორ სუნამოს ხმარობს არც ეგ ვიცი.“
„საათი.საათი კარგი ვარიანტია.ყველა საქმიან კაცს ჭირდება.“-გავიფიქრე და გამარჯვებული ღიმილით გადავწექი სავარძელზე.

***
ღიმილით მივაწოდე ფული გამყიდველს და შეფუთული საათი ჩანთაში ჩავაცურე.
მერე ისევ გავაჩერე ტაქსი და უკვე დამახსოვრებული მისამართი ვუკარნახე.
როგორც კი დავეხმარები მაშინვე წამოვალ.
იქ გაბრიელიც მოვა ალბათ . ალბათ რა მოვა და არ მაწყობს მე.
ძმაკაცია ბოლოსდაბოლოს.მე რაღა მინდა იქ.
მივალ დავეხმარები და გამოვიქცევი .ვითომ თანუა ცუდად და იქ უნდა წავიდე.
დავგეგმე უცებ და ფიქრებიდან გამოფხიზლებულს მძღოლის მომლოდინე მზერა შევნიშნე
-მოვედით-მითხრა აქცენტით
მე უბრალოდ ფული მივაწოდე და ტაქსიდან გადმოვედი.


***

გოგოები ისე შემომეგებნდენ თავი დიდი ხნის სანაცნობოში მეგონა.
ლიკამ ისიც კი მითხრა აღარ მეგონა თუ მოხვიდოდიო.
რატოთქო გავიკვირვე მეც ჩემებურად.
მათ უბრალოდ გამიღიმეს და იქვე დივანზე ჩამომსვეს.
-თქვენ რა დაჯდომისთვის მომიყვანეთ აქ ? -ვუთხარი სიცილით და დოინჯი შემოვირტყი.
-რავიცი თითქმის ყველაფერი გავაკეთეთ და აღარ დაგსვრიდით.
-კარგით რა , მომეცი ეგ წინსაფარი -ხელით ვანიშნე ნათიას იქვე ჩემოკიდებულ წინსაფარზე.
-სალათა დაგვრჩა გასაკეთებელი და გააკეთე-ღიმილით მითხრა ლიკამ და მასალები მომაწოდა.
მეც არაა პრობლემათქო ჩავილაპარაკე და სალათის კეთებას შევუდექი.
ისე მალე გავიდა დრო აი ვერც გავიგე.
წინსაფარი მოვიხსენი და ნათიას ვუთხარი ჩემი წასვლის დროათქო.
„საჩუქარი შენ გადაეცი შენ ქმარს ჩემგანთქო „ ვუთხარი ბოლოს და შეფუთული საათი მივაწოდე.
უკვე ჩანთას ვიღებდი ხელში კარები ,რომ გაიღო და ბიჭები შემოლაგდნენ.
გოგოებმა ყვირილი დაიწყეს „გილოცავ , გილოცავო“
მეც ღიმილით ვუყურებდი იქვე მდგარ დათოს და მიკვირდა რატომ არ ეხუტებოდნენ მას.
წესით იუბილარი დათო იყო. ნუ მე ესე მეგონა.
მაგრამ თურმე მხოლოდ მგონებია.
იმიტომ რომ...
ყველა ერთად გაბრიელს ეხვეოდა და დაბადების დღეს ულოცავდა.
მე ვიდექი ... შეცვლილი გამომეტყველებით...



№1  offline წევრი grifini

ვაიმე რა კარგად გამეცინა :D კარგი იყო,ძალიან ძალიან ძალიან როგორ ყოველთვის :დ ძალიან მომეწონა და მალე ველი ახალ თავს ^_^

 


№2  offline მოდერი MyLove

ეხლა რატომ არ მეგონე ოცი წლის იცი?! wink
ძალიან ბავშვური და უშუალოა.. ძალიან თბილი და რაღაცნაირი! love
მომწონს, თანაც ძალიან, ძალიან!..
მე თავიდანვე მივხვდი დათოს დაბადების დღე რომ არ იყო და რაღაცას რომ აჭუკჭუკებდი, შე ეშმაკუნა wink
ყოველ თავს მოუთმენლად ველოდები!
უფალი გფარავდეს, შენც და შენს პატარასაც! love
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№3  offline მოდერი ლილიანა

ინტერესით ვკვდები რა მოხდება.
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4  offline წევრი londoner

ლიზა,ლიზუ,ლიზიკო შენ რა მაგარი ბარტყი და კურდღელი ხაარ^^ ჩემი ყურადღება "შპილკებით" აწეულმა თმამ მიიპყრო. ალბათ ტასოსაც უხდება, მაგრამ შენ რომ გიხდება ეგრე შანსი არაა:დ
ჩემო პოზიტიურობის განსახიერებავ ძალიან მომწონს შენი ნაწერები^^ ცუდ ხასიათზეც, რომ ვიყო მახალისებს. გაბერილოოო <3333

 


№5 სტუმარი Takko

აი ძაან მაგარო გოგო ხარ მართლაა <333 მაგარი იყო ძალან მომეწონაა იმედია შეძლებ და ხვალ ახალ თავს დადებ სულმოუთქმენლადველიიიიიიიიიი <3333333

 


№6  offline წევრი Annee

ძალიან კარგიაა.. ბოლოს ვიცინე კიდეც. :*:* ყოჩაღ!! ბედნიერებას გისურვებ შენ და შენს ჯერარდაბადებულ პატარას. :*:*

 


№7  offline წევრი Rija777

მალე დადე რა :((

 


№8  offline წევრი S T I L I N S K I

აუუუ არ მეყოო ((((

 


№9  offline წევრი S.likuna

ahhaah ra kaiaaa malee dadee raaa

 


№10 სტუმარი bu

kargia da kargi xar ^_^
,, tamilas,, nomeri momecit ra :D unarebis maswi minda.....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent