ყვავილების გამყიდველი (ნაწინი მეთორმეტე)
პირველ რიგში მინდა გითხრათ რატომ დავაგვიანე. ორსულობა გამირთულდა და ეს ერთი კვირა ძალიან ცუდად ვიყავი . სესაბამისად წერის თავი საერთოდ არ მქონდა . ეხლაც უკვე ძალიან შერცხვენილმა დავწერე ეს თავი . შეიძლება გაბრაზებულებიც ხართ ჩემი "დაკარგვის" გამო ,მაგრამ რავიცი მგონია ,რომ გამიგებთ . იმედია იმის გამო ,რომ ამდენი ხაი არ დავდე კითხვას თავი არ დაანებეთ . ახლა ძალიან მჭირდება თქვენი მხარშI დგომა.ნუ რავიცი რა.იმედია ისამოვნებთ. *** დათოსგან გვიან წამოვედით. იმ საღამოს გაბრიელს გვერდიდან არ მოვშორებულვარ ვაიდა არაფერი მკითხონ ისეთი რაზეც პასუხი არ მაქვსთქო. გოგოებმა ამის გამო სიცილითაც გადმომძახე „ნუ გეშინია არავინ წაგართმევსო“ ამაზე წითელი ფერი მედებოდა სახეზე და ძალდატანებით ვიცინოდი. როცა საშუალება მომეცემოდა გაბრიელს ვუბღვერდი კიდევაც. „არა რა, რამე უნდა მოვიფიქრო თორე დამღუპავს ეს ბიჭი მე“ -გავიფიქრე შეწუხებულმა გულში. ისე იქცეოდა გეგონება მართლა ერთმანეთზე „გადაკვანძული“ შეყვარებულები ვყოფილიყავით. ბოლოს როგორც იქნა მოიფიქრა თვითონაც და „ჩვენ უნდა წავიდეთო“. ღიმილით დავემშვიდობეთ ყველას და წამოვედით. მთელი გზა დაბღვერილი ვიჯექი და ასე ვეღარ მოვიქცევითთქო ისიც კი ვუთხარი . ის იჯდა და ხმას არ იღებდა. კორპუსთან ,რომ გამიჩერა მანქანიდან დაუმშვიდობებლად გადავხტი. სადარბაზოში შევდიოდით უკვე გაბრიელის ხმამ ,რომ გამაჩერა. -ტასო ერთი წუთით-მეც მობეზრებული გამომეტყველებით შევბურნი მისკენ და „რა გინდას“ გამომეტყველებით მივაჩერდი. -იცი რაზე დავფიქრდი ?-დაიწყო ისევ მან -აბა რაზე -რაზე და შეგიძლია ეს ერთგვარ სამსახურად ჩათვალო -ვერ გავიგე ? -პირი ჩამომივარდა მე -უფრო მეტს გადაგიხდი -რას მთავაზობთ -ხმა ჩამიწყდა ლამის -შენ ჩემი შეყვარებულის როლს მოირგებ გარკვეული პერიოდი, შემდეგ კი დავშორდებით და შენ შენ გზაზე წახვალ მე ჩემსაზე . -დამცინით ? -ძლივს ამოვილუღლუღე და ცოტაღა მაკლდა ცრემლები ,რომ არ წამომცვენოდა. -რამდენსაც მეტყვი იმდენს გადაგიხდი -მომისმინეთ -ხელი ზევით ავწიე იმის ნიშნად ,რომ ენა ჩაეგდო მუცელში.-მე შენ იმის გამო არ დაგხმარებივარ ,რომ რამე მინდოდა შენგან . არაფერი .საერთოდ არაფერი არ მჭირდება. შეყვარებული შეგიძლიათ სხვაგან „დაიქირავოთ“. მე თავი დამამნებეთ.არ მინდა ვინმეს ვატყუებდე. მითუმეტეს ისეთ ადამიანებს ,როგორებიც შენი მეგობრები არიან . მე არც თქვენი „პირადი მდივანი“ ვარ და მითუმეტეს აღარც შეყვარებული . ახლა შეგიძლიათ მდივანიც ეძებოთ და შეყვარებულიც „დაიქირაოთ“ მეგობრების მოსატყუებლად. ჩავილაპარაკე საშინლად გაცეცხლებულმა და კიბეები სირბილით ავიარე. ძლივს გავაღე კარები და შემოსასვლელში დავყარე ყველაფერი. არა რა სიკეთე ყოველთვის ცუდად რატომ მიბრუნდება. ფულს გადამიხდის თურმე მაგის შეყვარებულის როლს თუ მოვირგებ.მერე კი ყველაფერი „ტყაპან“. ტელეფონი გამწარებულმა გამოვრთე და საბანში უფრო მაგრად გადავეხვიე. „მეტის ღირსი ხარ ტასო , მეტის“ . ვილანძღებოდი ჩემი თავის მისამართით და კედელს უაზროდ მივშტერებოდი. *** მეორე დილას იმ იმედით გავიღვიძე ,რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო ,მაგრამ რათ გინდა . ყველაფერი წვრილმანებში გამახსენდა და გაბრიელის მოკვლის სურვილი გამიჩნდა . უაზრო ვარ . სულ ჩემი ბრალია. ამის საშუალება არ უნდა მიმეცა და არც არაფერს შემომთავაზებდა. „მორჩი ტასო თვითგვემას და ადექი ფეხზე“ შემოვუძახე ჩემ თავს და ძლივს წამოვდექი ლოგინიდან. ტანსაცმლით რატომ დავიძინე-ჩავილაპარაკე შეწუხებულმა და ძვლების ტკაცატკუცმა ყურები ამატკია. სამზარეულოში ფეხშიშველი გავტანტალდი და მაცივარი გამოვააღე. „არაფერია.ჯანდაბა“ „არადა როგორ მშია“ . ვლაპარაკობდი ჩემთვის და თან მოსალოდნელ მაღაზიაში ჩასვლაზე ვფიქრობდი . იქვე მიგდებული ჯინსი ამოვიცვი და ზევიდან ნაქსოვი ჟაკეტი მოვიცვი . გასაღები ავიღე და კარები გადავკეტე. უკვე კიბეებზე ჩავდიოდი ჯიბეზე ხელი ,რომ მივიდე და ჰაიდა. „სადაა ჩემი საფულე“ მაღაზიაში ჩასვლას უფულოდ ვაპირებდი .-ჩავილაპარაკე ბუზღუნით და სახლში ავბრუნდი . *** „ეს მინდა, ეს არ მინდა , ეს არმიყვარს ..“-ვფრუტუნებდი ჩუმად ჩემთვის და საწირო ნივთებს ურიკაში ვყრიდი. ბოლოს მთელი მაღაზია ,რომ შემოვირბინე და რატომღაც ბრინჯი ვერ ვიპოვე ტუჩისკვნეტით მივადექი კონსულტანს. -უკაცრავად ბრინჯი რომელ სექციაშია ? -აი იქით -ხელის მოძრაობით ამიხსნა და „ბრინჯის ადგილმდებარეობა“ და მეც ღიმილით წავედი იქითკენ. ყველაფერი რომ ვიყიდე „ვაი დედას“ ძახილით წავედი ჩემი კორპუსისკენ. ტრადიცია არ დავარღვიე და კვლავ „ ვაი დედას“ ძახილით ავიარე კიბეები . კარებისკენ ღიმილით წავედი და ისიც კი გავიფიქრე სახლი ხომ არ მეშლებათქო . წამწამები ორჯერ დავაფახუნე და ჩემ წინ მდგარ ლიკას და ნათიას (დათოს ცოლს) გავუღიმე. -გამარჯობათ გოგონებო-ჩავილაპარაკე გაკვირვებულმა. უფრო სწორად ამოვილუღლუღე. -როგორ ხარ ტასო ? -მომიკითხეს შინაურულრად -რავიცი არამიშავს . სახლში შევიდეთ -ვუთხარი ისევ „ვერ მოშორებული“ ღიმილით და კარები ძლის გავაღე. სამზერეულოსკენ გავუძეხი გოგოებს და პროდუქტით სავსე პარკები იქვე მაგიდაზე შემოვალაგე. -ხომ მშვიდობაა?-დავიწყე მე -ჩვენკენ კი და თქვენკენ ? -მკითხა ლიკამ -ჩემკენ მშვიდობაა -გუშინ გაბრიელი იყო პაპუნასთან -მერე ? -მერე გაგიჟებულმა დარეკა დათოსთან უჩხუბიათ ტასოს და გაბრიელსო და ესე ამბობს აღარ შემირიგდებაო. „რა მსახიობია ღმერთო ჩემო „ წამომცდა ლამის , მაგრამ ენას კბილი დროზე დავაჭირე . ესეიგი აღარ შემირიგდებაო. -ვიცი ჩვენი მოსვლა სწორი არაა ,მარა ძალიან განიცადა -განიცადა ? -სიცილი ძლივს შევიკავე მათ ნათქვამზე -ჩვენ ვიცით არ უნდა ვერეოდეთ ,მაგრამ -ტუჩის კვნეტით დაიწყო ნათიამ -მოდი ყავა დავლიოთ გოგოებო . ამაზე საუბვარი დღეს არ მიდნა -„ვითომ ძაან გავნიცადეს“ სახე მივიღე და ჩაიდანი გაზზე შემოვდე. *** გოგოები ღიმილით გავაცილე .კარების მიკეტვის თანავე ჩემ ოთახში გავვარდი. არა რა . ეს რეებს იგონებს. თურმე ვიჩხუბეთ და აღარ შევურიგდები. ღმერთო გაძლება მომეცი. მთელი ოთახი გადავქექე.ჯერ ლოგინი ამოვატრიალე ,მერე ჩანთა .მარა რათ გინდა .ვერ ვიპოვე ტელეფონი . ბოლოს მუხლებზე დაჩოქილმა ლოგინის ქვეშ შევიხედე და ჩემი Huawei იატაკზე დანარცხებული აღმოვაჩინე. ტელეფონი ჩავრთე და გამოტოვებულ ზარებს შევხედე. ნუთუ ამდენჯერ მე დამირეკა გაბრიელმა ? გაკვირვებულმა გავიფიქრე და წარბი ოდნავ ავწიდე ზევით . მერე ღრმად ამოვისუნთქე და სათქმელი ტექსტიც მოვამზადე. ერთხელ გავიდა. მერე ორჯერ . არადა არ აიღო. ამ ბიჭს ტელეფონი სად აქვს? უკვე გათიშვასაც ვაპირებდი „გისმენო“ ტელეფონის მეორე მხრიდან ,რომ მომესმა . -შენ რა სპეკტაკლებს დგამ? -გაბრაზებულმა მივახალე პირში -რას გულისხმობ ტასო -რას რას ვგულისხმობ. გუშინ მე მივედი პაპუნასთან და რაღაცეები მე ვილაპარაკე ? -ეგ შენ საიდან იცი ? -საიდან ვიცი და დღეს ნათია და ლიკა იყვნენ ჩემთან .ძალიან შეწუხებულები „ჩვენი“ დაშორებით. -მინდა დაგელაპარაკო.დღეს შევხვდეთ . -მე შენთან ლაპარაკი არ მინდა. -და ახლა რას შვრები ? -მითხრა სიცილით -აღარ მინდა შენ სპეკტაკლებში ვმონაწილეობდე . არ ვიცი რას თამაშობ მაგრამ მე თავი დამანებე. -ხუთი წუთი იქნებ მომცე ,რომ რაღაც გითხრა ? -გისმენ -კარები გამიღე და გეტყვი . კარები გამიღეო ,რომ გავიგე თვალები შუბლზე ამივიდა. ის რა ჩემ კარებთან დგას . მოიცა .. მგონი ვერაა ეს დალაგებული. -ტასო გესმის ? -კი მესმის -ხოდა გააღე კარები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.