შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღრუბლებში [4]


22-03-2015, 20:17
ავტორი Pessimist
ნანახია 1 953

დაუმსახურებელი პატიება ყველაზე მეტად ანერვიულებდა.ხვდებოდა,რომ მშობლების სიყვარულით ცუდად სარგებლობდა.ამდენი წლის შემდეგ გამოცხადება და ყველაფრის პატიება არარეალურობის შეგრძნებას უტოვებდა.ყველა იმ წუთს ნანობდა,რაც თავისი მშობლებისგან შორს ჰქონდა გატარებული.მაგრამ სანდროსთან ურთიერთობას როგორ ინანებდა?ეს ყველაზე წრფელი გრძნობა იყო მის ცხოვრებაში.სულ,რომ არაფერი ამ გრძნობამ აჩუქა პატარა.ჯერ არ დაბადებულმა შვილმა ბედნიერების ღიმილი მოფინა სახეზე.გაუაზრებლად დაიწყო ხელები მუცელზე და რაღაც გაურკვეველი ჩასჩურჩულა.იმის გააზრება,რომ რამდენიმე თვეში მას ხელში აიყვანა,აჭმევდა,ეთამაშებოდა ან თუნდაც მასზე იზრუნებდა გულს უთბობდა.უკვე ათასჯერ წარმოედგინა მისი შვილის სახე,თვალები,ტუჩები.ძალიან უნდოდა სანდროსნაირი ბუთხუზა ტუჩები რომ ჰქონოდა მათ შვილს...მაგრამ რეალურობის შეგრძნებამ ყველაფერი გააფუჭა.იმაზე მწარე იყო სინამდვილე,ვიდრე ამას წარმოიდგენდა.აშინებდა სანდროს თითოეული ნაბიჯი.არ იცოდა რა იქნებოდა მომავალში,ან როგორ გზას აირჩევდა,მაგრამ იმას დანამდვილებით ხვედბოდა,რომ ამდენი შეცდომის მერე,რაღაც კარგი უნდა გაეკეთებინა.პირველი რაც თავში გაივლო მშობლები იყვნენ.გაუაზრებლად გაიღიმა და თავი მძიმედ დადო ბალიშზე.
გურამ დოჩანაშვილის სიტყვები გავიხსენოთ : “ძილის წინ ყოველთვის არის გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით”...არ მეგულება დედამიწის ზურგზე ისეთი ადამიანი,რომელიც საკუთარ თავს ძილის წინ არ ჩაღრმავებია.ალბათ იმიტომ,რომ ღამე მარტო ვრჩებით,საკუთარ თავთან და ფიქრებთან.ყველაფერს გამწვავებულად ვგრძნობთ და გაასმაგებულად განვიცდით.
ლილეს გულში კი ქარბორბალა ტრიალებდა.ყველაფერზე ფიქრობდა,განსაკუთრებით კი სანდროზე.ხვდებოდა,რომ მისი დატოვება ყველაზე მწარე იყო სანდროსთვის,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.დედის ინსტიქტზე,რომ ვისაუბო ცოტა არ იყოს სასაცილო იქნება.და მაინც სად იყო ის დედის ინსტიქტი,როცა ადამიანურმა ჟინმა ყველაფერი გადაფარა.ან სად იყო დედა-შვილობა,როცა გაბრუებული და თვალებჩაწითლებული ხარხარებდა?!
აი ასეთები ვართ ადამიანები გვიყვარს ჩვენი შეცდომების სხვაზე გადაბრალება.იმდენად გვაქვს სისხლში გამჯდარი ეს თვისება,რომ უკვე ინსტიქტურად ვაკეთებთ.
***
დილით ტელეფონის გაუჩერებელმა ხმამ გააღვიძა.დამძიემბული თავი ძლივს აიღო ბალიშიდან და ტელეფონს თვალებდახუჭული დასწვდა.
-გისმენ.-გაგუდული ხმით ამოიხრიალა.
-როგორ ხართ?-ტელეფონში ნაცნობი ხმის გაგონებამ სასიამოვნო ჟრუანტელი მოჰგვარა ლილეს.ხმას ვეღარ იღებდა,იმდენად დაამძიმა სანდროს განადგურებულმა ხმამ,რომ საკუთარი თავი შეზიზღდა.
-ჩვენ არაგვიშავს.-ძლივს თქვა ლილემ.-შენ?შენ როგორ ხარ?
-ამას ყოფნა თუ ქვია,ვარ ლილეკო ვარ.-ძლივს მოაბა სანდრომ სათქმელს თავი.
-გინდა,რომ გნახო?-ვეღარ მოითმინა ლილემ.
-მინდა.
-ერთ საათში მოვალ.
საწოლიდან წამოფრინდა.იმის წარმოდგენა,რომ სანდრო ასეთ მდგომარეობაში იყო,გულს უღრღნიდა.ელოდა მისი მდგომარეობის სიმძიმეს ,მაგრამ ეს უკვე გადაჭარბებული იყო...
ათ წუთში გაემზადა და კიბეებზე ჩავიდა.მისაღებში მშობლები დახვდნენ.ისე ისე,როგორ რამდენიმე წლის წინ...გაეღიმა,მათთან მივიდა და სავარძელზე მოთავსდა.
-დილამშვიდობის!
-დილამშვიდობისა!-უთხრა დედამ და გაუღიმა.
-სალაპარაკო მაქვს თქვენთან.-ხმაჩამწყდარმა თქვა ლილემ.
-გისმენთ.-მაინც ნაწყენი ხმით უპასუხა მამამისმა.
-ვიცი,რომ ვსარგებლობ თქვენი სიყვარულით.იმასაც ვხვდები,რომ ჩემი თქვენდამი დანაშაული იმდენად დიდია ვერაფრით გამოვისყიდი.მაგრამ მე თქვენი მხარში დგომა მჭირდება.მე სანდრო მიყვარს და ისე თქვენი მოამვალი შვილიშვილის მამაა,იმედია მომცემთ იმის უფლებას,რომ ვნახო.-ნერვიულობისაგან თითებს ერთმანეთსი ხლართავდა ლილე და თან თავს მაღლა ვერ წევდა.
-შენთვის ჩვენი აზრი არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი და ახლა რატომ გვეკითხები ლილე?როგორც გინდა ისე მოიქეცი!-გაბრაზებულმა მამამისმა მისაღები ოთახი დატოვა.
აღარ იცოდა რა გაეკეთებინა ლილეს,მაგრამ იმას კარგად ხვდებოდა,რომ ახალა ახსნის დრო არ იყო.სანდროს ნახვა ისე უნდოდა,რომ უკვე სუნთქვაც კი უჭირდა.



***
ნაცნობმა გარემომ ყველაფერი ახლიდან გაახსენა.
იმდენად დამძიემბული ჰქონდა გული,რომ ფეხზე მყარად დგომა უჭირდა.
ძლივს გადადგა ნაბიჯი სანდრომდე.ვერც კი მოსაწრო გააზრება,ისე აღმოჩნდა სანდროს მკლავებში.
ოთახში გამეფებულ სიმშვიდეს,მხოლოდ ამ ორის გულის ცემა არღვევდა.
-მომენატრე ლილე.-მთელი ტკივილი ამოაყოლა ამ სიტყვებს სანდრომ.
-მაპატიე სანდრო.-ტირილისგან ხმაშეცვლილმა ძლივს მოაბა ამ ორ სიტყვას თავი.
-შენ რა უნდა გაპატიო ლილე?ვერ ხედავ რა მდგომარეობამდე მიგიყვანე?
-სანდრო არ აქვს მაგას მნიშვნელობა.მე მინდა,რომ ყველაფერი აგიხსნა.
-შემოდი.-ახლაღა მიხვდნენ,რომ კარში იდგნენ.
იატაკზე დაყრილი ნამსხვრევები...
დაფშვნილი შუშის მაგიდა...
გაოგნებული აცეცებდა თვალებს ლილე და თან სანდროს დასისხლიანებულ ხელს უყურებდა.
-და ამის შემდეგ კიდევ მეუბნები,რომ არ ვარ დამნაშავე?-გაგუდული ხმით თქვა ლილემ და სავარძელზე ჩამოჯდა.თავი ხელებში ჩარგო და თვალები ძლიერ დახუჭა.გაქცევა უნდოდა...ამ ყველაფრის წაშლა უნდოდა...
-ნუ ნერვიულობ რა!შემომხედე ჩემს გამო როგორ უნდა ინერვიულო?-ძლივს მოაბა სიტყვებს თავი სანდრომ.
-სანდრო არ გეგონოს,რომ მიგატოვე.არც ის გეგონოს,რომ მძიმე მდგომარეობაში დაგტოვე.ახლა მხოლოდ და მხოლოდ ბავშვზე ვფიქრობ რამდენიმე თვეში სანდრო...რამედნიმე თვეში მამა გერქმევა.პირველად დაიჭერ ამ პატარას,მაგრამ მე არ ვიცი მას თვალებში,როგორ შევხედავ.მას ძლიერი და ნორმალური მშობლები სჭირდება სანდრო.უნდა გამოსწორდე გესმის?ყველაფერი უნდა გააკეთო.უნდა იბრძოლო!მე უბრალოდ ვიცი,რომ ვეღარ გავეკარები ამ დამპალ აბებს ან თუნდაც მოსაწევს,იმიტომ,რომ მაშინ ჩემი თავი ისე შემზიზღდა,რომ წამლის ხსენებაზეც კი ცუდად ვხდები.იმდენად დიდი ჩემი სიყვარული ამ არსებისადმი,რომ ყველაფერზე უარი ვთქვი.შენც ასე უნდა მოიქცე სანდრო.უნდა დაანებო ამ ყველაფერს თავი.ვიცი,რომ შენ ჩემზე მძიმე მდგომარეობაში ხარ,იმაზე მეტად დამოკიდებული ხარ წამალზე ვიდრე მე,ამიტომ წადი რომელიმე კლინიკაში.-ამ სიტყვებს ამოაყოლა ლილემ მთელი გული და თვალცრემლიანმა ძლივს შეხედა სანდროს.
-გამოვსწორდები ლილეკო.-ამ მომართვაზე ლილეს სასიამოვნოდ გააჟრჟოლა.-მთავარია ვიცოდე,რომ მელოედბით!
-მე შენ ყოველთვის დაგელოდები!-თქვა ლილემ და წამოზრდილ წვერზე ხელი ჩამოსუვა.-მე იმდენი შეცდომა მაქვს დაშვებული,რომ თვალებში ვეღარავის ვუყურებ.ვეღარც შენ...მიგატოვე გესმის მიგატოვე?ახლა კი მოვდივარ და ისევ ისე გეფერები,როგორც ადრე.გახსოვს პირველი დღეს რა ვთქვით?
-ერთმანეთს შევპირდით,რომ ვიბრძოლებდით.
-ვერ შევასრულეთ.მე შენ მიგატოპვე სანდრო.ხედავ რა სუსტი ვარ?-აღარ ჩერდებოდა ლილე.
-შენ რომ არ წასულიყავი მე მოგთხოვდი წასვლას ლილე.თავს ნუ იდანაშაულებ.იმდენად გულქვა არ ვარ,რომ ვერ ვხვდებოდე რა არის საჭირო ჩვენი შვილისთვის.
-სანდრო გახსოვს მამიდაშენმა,რომ მოგვცა კლინიკის სავიზიტო ბარათი?
-კი.
-დღეს წავიდეთ,გთხოვ!-უთხრა ლილემ და თან ბავშვურად ყელზე ხელი გამოიწია.
-მე წავალ ლილე,არ მინდა იმ გარემოში იქ რომ იყო.-უთხრა სანდრომ და ხელი შემოხვია წელზე.
-მინდა,რომ შენს გვერდით ვიყო!
-არა ლილე,მარტო წავალ.-უთხრა სანდრომ და ტუჩებზე ნაზად დაეწაფა.
-იცი,როგორ მინდა ბედნიერი ოჯახი გვქონდეს?მაგრამ რეალობას,როდესაც ვუბრუნდები აღარაფრის სურვილი მაქვს.-ტირილით თქვა ლილემ და თავი სანდროს მხარზე დადო.
-ლილე ვერ დაგავმშვიდებ,ვერც იმას გეტყვი,რომ ყველაფერი კარგად არის.ვერ მოგატყუებთ...-ხმაჩახლეჩილმა ძლივს მოაბა სიტყვებს თავი.
-ვიცი სანდრო.გთხოვ დღესვე წადი.-მუდარით შეხედა ლილემ.
-წავალ.
-ყველაფერი გააკეთე რაც საჭიროა.შემპირდი,რომ ბოლომდე იბრძოლებ.
-გპირდები!-ძლივს თქვა სანდრომ ეს სიტყვა,იმაზე მეტად გაუჭირდა,ვიდრე მას ეგონა.არაფერია იმაზე საშინელება,როდესაც შენს საყვარელ ადამიანს,რაღაცას პირდები,მაგრამ იმის გააზრება,რომ შესრულების პერსპექტივა დაბალია,უფრო და უფრო გიყინავს სისხლს ძარღვებში.

***
სახლში სულიერად დამძიმებული დაბრუნდა.ლასლასით შევიდა სამზარეულოში.მშობლების მზერამ მიახვედრა,რომ ყველაფერი უნდა მოეყოლა.მძიმედ მოკალათდა სკამზე და მათ შეხედა.
-კლინიკაში მიდის.
-უნდა გიხაროდეს ლილე!-აღფრთოვანება ძლივს დამალა დედამისმა.-მიხარია მაგ შეგნებამდე,რომ დახვედით.
-მეც მიხარია,მაგრამ მის გარეშე გამიჭირდება.-ტირილით თქვა ლილემ და თვალიდან ცრემლი მოიწმინდა.
-ყველანაირად გვერდში ამოგიდგებით.-უთხრა მამისმა და ოდნავ გაუღიმა.
-დიდი მადლობა.იმაზე მეტად ამაყი ვარ თქვენით ვიდრე წარმოგიდგენიათ.დიდი მადლობა,რომ ისევ მიმიღეთ.-ვერ დამსახურებული ბედნიერება სულ უფრო და უფრო უტევდა ლილეს.
-შენ ჩვენი შვილი ხარ!-უთხრა მამამისმა და თავზე აკოცა.
ყველაფერი დატრიალდა.
ბოლოს აღარც კი ახსოვს მამამ,როდის აკოცა.სიხარულის ცრემლები წასკდა და რაღაც გარდამავალი იგრძნო.ალბათ იგრძნო პატიების გემო,ოდნავ გაუღიმა დედას და ნელი ნაბიჯებით გაემართა.სუსტი ხელები მაგრამ შემოხვია დედას და ყელში რამდენჯერმე აკოცა.

***




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent