შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი თამაში..! (ნაწილი IV)


22-03-2015, 20:24
ავტორი ნინი-21
ნანახია 3 453

გუშინდელი, ბატონი რეზის შენიშვნა, გველის ნაკბენივით დამამახსოვრდა და ალბათ ამის ბრალიც იყო დილის 6 საათზე დაჭყეტილი რომ მქონდა თვალები. დიდხანს ლოგინში წოლა არ მიყვარს, მითუმეტეს თუ არ მეძინება და საქმე თავზე საყრელად მაქვს. ლოგინიდან მკვირცხლად წამოვხტი და ცხელი შხაპი მივიღე, აი ისეთი გამოსვლისას ოხშივარი რომ აგდის. ასეთი შხაპი ყოველგვარ დააღლილობასა თუ დისკომფორტს მიხსნის. ბევრი ვიბოდიალე მაგრამ დრო ვერაფრით გავიყვანე.
-რომ გინდა ხომ მაშინ ვერ გავა რა...
ჩავიბრუტუნე უკმაყოფილოდ, წიგნებით დატვირთულ თაროს მივადექი და არჩევანი შტეფან ცვაიგის ,,მოუთმენლობა გულისა“ზე შევაჩერე, ეს სათაური იმ მომენტში ძალიან ახლოს იყო ჩემთან.
არა რა სად წიგნი და სად კომპიუტერი ?! ვიცი ეს მეტად საჭირბოროტო და დღევანდელობისათვის ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია, მაგრამ რომ არ შევეხო არ შემიძლია. ვერ გამიგია ხალხის, არა რა მართლა ვერ გამიგია, ვისაც ბალზაკის ,,შაგრენის ტყავის“ (ან იყოს სხვა რომელიმე არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა)წაკითხვას, ჩათავი ურჩევნიათ. მათზე შეურაწყოფის მიყენება არც მიფიქრია, უბრალოდ ჩემი აზრი მომინდა ღიად დამეფიქსირებინა.
მოკლედ ჩემი მორალით თავს დიდხანს არ შეგაწყენთს, ერთს გეტყვით, წიგი უძლიერესი ,,ვეშია", რომელსაც ვერც დრო და ვერც მიუწვდომლობა ვერაფერს დააკლებს. წიგნმა ისე გამიტაცა რომ კვლავ დაგვიანების პრეცენდენტი გავხდი. ძვლივს დავაღწიე გრძნობების სამყაროს თავი, წიგნი დავხურე და საათს დავაცქირდი. 10ის ნახევარი. სასწრაფოდ მოვეგე გონს გარდერობი გამოვაღე. საბოლოოდ არჩევანი მაღალ წელიან, შავ შარვალზე, თეთრ ,,საროჩკასა“ და შავ მაღალძირიან ფეხსაცმელზე შევაჩერე. თმები გავიშალე, ჩანთა ავიღე და სამსახურისკენ გავეშურე.
ორმაგი თამაში..! (ნაწილი IV)

-აი სასწაულიც ამას ქვია.
გზები ცარიელი იყო, არანაირი საცობი.
-დღე საკმარისზე კარგად დაიწყო.!
ჩავილაპარაკე ჩემთვის და გზა გავაგრძელე. 5 წუთში უკვე შენობასთან ვიყავი, მანქანა დავტოვე და ჰოლისკენ გავემართე. შეუმჩნევლად ავიარე კიბეები და კაბინეტისკენ წავედი, უკვე შესული ვიყავი, ზურგს უკან დამცინავი, ირონიით აღსავსე, ბოხი ხმა რომ მომესმა.
-ისევ დააგვიანე.
წამსვე შემოვტრიალდი და თვალებში ჩავხედე, არანაირი სითბო მხოლოდ სიმკაცრე და სიცივე გამოსხივოდა მისი თვალებიდან, ისეთი სიცივე რომ მეც კი შემამცივნა
-ჰმმ... ასე ზუსტად ვერ ვიტყოდი.
-დარწმუნებული ხარ?
ეს სიტყვები და მისი მაჯის საათზე დახედვა ერთი იყო.
წამსვე ამოვიღე ტელეფონი და თვალის წინ ავუფრიალე
-ხედავ ! 10 უკლია ერთი წუთი, ეს კი ნიშნავს, რომ არათუ დავაგვიანე არამედ ერთი წუთით ადრეც მოვედი, ახლა კი თუ შეიძლება დაგტოვებთ, მეჩქარება, უფროსი არცთუისე კეთილ განწყობილია ჩემ მიმართ, შეხვედრამდე.
ვუთხარი და კარებისკენ შევტრიალდი
-ცნობისთვის : კეთილ განწყობას დამსახურება უნდა !
მომესმა ზურგს უკან მისი ხმა.
,,კეთილ განწყობას გიჩვენებ შენ !“
გავიფიქრე, თქმით კი არაფერი მითქვამს, კარები გამოვაღე და კაბინეტში შევედი.
მთელი დღე რასაც ქვია დაუღალავად ვიღვაწე, ხარჯაღრიცხვებიდან თავი არ ამიწევია, მაგრამ ყველა საქმე მოვამთავრე და სავარძელში დაღლილმა ჩავესვენე. წამსვე აწკრიალდა ტელეფონი.
-ესენი ხომ არ მოგასვენებ რაა..
წავედი ბურტყუნით და ყურმილი ავიღე.
-ქალბატონო ანასტასია, დარბაზში კრებაზე გიბარებენ.
-ახლავე მოვალ.
ვუთხარი, ტელეფონი დავკიდე, საბუთები ავიღე და დარბაზში შევედი. თანამშრომლები თავიანთ ადგილებზე ისხდნენ, მეც ჩემი ადგილი დავიკავე. ერეკლე არსად ჩანდა.
-დღეს ერეკლეს დააგვიანდება ამიტომ მის გარეშე დავიწყებთ.
განაცხადა რატიმ და კრება გახსნილად გამოაცხადა. დავსახეთ მთელი წლის სამოქმედო გეგმა. ამ გაცხარებულ კამათში ვიყავით, კარები ერეკლემ რომ შემოაღო, დაგვიანებისთის ბოდიში მოიხადა და თავისი ადგილი დაიკავა. კრება მისი მოსვლიდან ნახევარ საათში დამთავრდა, ამ დროის მანძილზე ვგრძნობდი ერეკლეს დაჟინებულ მზერას და რატომღაც ვკომპლექსდებოდი. კრება როგორც კი დასრულდა ყველამ ჩვენ ჩვენი საბუთები ავიღეთ და წასვლა დავაპირეთ.
-ერთი წუთით მოიცადეთ ყველამ.
ჩვენც შეფის სიტყვას დავემორჩილეთ და ჩვენჩვენი ადგილები დავიკავეთ.
-ახლა საერთაშორისო კრებიდან მოვდივარ, თქვენ გევალებათ წარადგინოთ პროექტი თემით: ,,როგორ გავუწიოთ კომპანიას პოპულარიზაცია“ თქვენ გევალებათ დაწეროთ პროექტი, დასახოთ ღონისძიებები. დაწერილი პროექტებიდან სამი პროექტი შეირჩევა რომელიც დაფინანსდება, შესაბამისად ამ პროექტის ავტორებიც საკადრისად დაჯილდოვდებიან, ერთი თვე გაქვთ ამ პროექტის დასაწერად, ყველას წარმატებას გისურვებთ.
გვითხრა და გაგვიღიმა.
-ხო მართლა დღეს კორპორაციული წვეულებაა 9ზე რადისონში. არ დაიგვიანოთ. ახლა თავისუფლები ხართ.
კრებიდან გამოვედი, სამუშაო დღე უკვე დამთავრებული იყო, კაბინეტში შევიარე, ჩანთა ავიღე და სახლში წავედი. გზაში მერიმ დამირეკა
-გოგო დღეს რა ვქნათ წამოხვალ კლუბში?
-გოგო დღეს კორპორაციული წვეულება მაქ სამსახურში და იქ უნდა წავიდე.
-შენი სამსახურის გამო ვერსად ვეღარ მოდიხარ.
-გპირდები გამოვასწორებ, გკოცნი წავედი.
-კაი მიდი.
მითხრა და ყურმილი დავკიდე, სახლში მივედი და კარგად დავნაყრდი, უკვე რვა საათი იყო, ამიტომ გარდერობი გამოვაღე და სამოსის შერჩევა დავიწყე. ისეთს ვეძებდი სადას ზედმეტი მორთულობების გარეშე. ბოოს არჩევანი ერთ, თეთრ, მუხლამდე კაბაზე შევარჩიე. თმები კოსად გავიკეთე, ძალიან რბილად გავიკეთე მაკიაჟი (ზედმეტი შპაკლის გარეშე, კლაჩი ავიღე და მისაღებში გავედი.

-რა ლამაზი ხარ მამ
ი, მომტაცებს ვიღაც შენ თავს !
მითხრა თენგომ და თბილად ამათვალიერა.
-დატრიალდი აბა !
მამას დედა აჰყვა. მეც მათ ნებას დავყევი და დავტრიალდი.
-დიდი ბზიალებისგან თავი შეიკავე !
მითხრა თენგომ და დედას ხელი გადახვია.
-კარგი რა მამა, იქ ისეთი საზოგადოება იქნება, რომ მსგავსი არაფერი მემუქრება.
ვუთხარი ორივეს ლოყაზე ვაკოცე და სახლი დავტოვე. როგორც ყოველთვის ისევ დავაგვიანე ოღონდ ამჯერად 10 წუთით. მანქანა სადგომზე ჩავაყენე და შენობაში შევედი. საკმაოდ დიდი, გემოვნაბიანი დარბაზი იყო, სასიამოვნო გარემოთი, თვალებით ჩვენი თანამშრომლები მოვძებნე და მათკენ გავემართე. თვალები ჩემდადაუკითხავად ღამის ბიჭუნას ეძებდნენ, მაგრამ უშედეგოდ არსად ჩანდა. მანამდე რეზი მოვიდა ჩვენთან ერთ ძალიან ლამაზ გოგოსთან ერთად, როგორც გავიგე მისი ცოლი ყოფილა. არადა საერთოდ არ ეტყობოდა მაგას ცოლიანის. მაგრამ ეს გოგო მართლა ძალიან კარგი ჩანდა, საუბრაში ამყვა და ბოლოს გამოვიდა რომ უკვე კარგახნის ნაცნობებივით ვიყავით, ხო მართლა ეილინი ჰქვია.
-ტასო მოგწონს შენი სამუშაო?
-რათქმაუნდა ! შეუძლებელია აკეთო ის რაც არ მოგწონს.
-ხო მეც მანდ ვარ.
ზურგს უკან მომესმა ბოხი, ხრიწიანი ხმა და კანი სასიამოვნოდ დამეხორკლა.ცხვირი ამიწვა Chanel N5 სურნელმა. უკან მივიხედე და სახტად დავრჩი მის გვერდით მდგომ ქალში ნინო, რომ ამოვიცანი. ვინატრე მიწა გამისკდეს და შიგ ჩამიტანოს მეთქი, მაგრამ სულ უბრალოდ. როცა ჩემ გაკვირვებულ სახეს გადააწყდა, მწარედ ჩაიცინა და ნინოს გადახედა.
-ხო მართლა ეს ნინოა ! ნინო ეს ანასტასიაა !
-ვიცნობთ ერთმანეთს.
ვუთხარი და ეილინისკენ შევტრიალდი.
-აი ეს კი ეილინია.
-სასიამოვნოა.
უთხრა ეილინმა და ნინოც ჩვენ მაგიდას მოუახლოვდა.
,,ეგ ღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის“
გავიფიქრე ჩემთვის და შამპანიურით სავსე ჭიქას დავწვდი. ეილინთან ლაპარაკი გავაგრძელე და მთელი ძალით ვცდილობდი, რომ მათკენ არ გამეხედა. მალე, მთელ დარბაზში სასიამოვნო მელოდია გაისმა და თვალებ მინაბული, უკვე საკმაოდ ნასვამი მივეყრდენი კედელს.
-ვიცეკვოთ?
მომიახლოვდა ერეკლე.
-წადი ნინოს ეცეკვე გელოდება.
-ჰმ.. ეგ რა იყო ახლა?
მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა და გონებაში ენა დავტუქსე ამდენს რა გატლიკინებს მეთქი. ის კი ამ ხნის მანძილზე ურცხვად დაატარებდა თვალებს ჩემ სხეულზე. ლამის ცეცხლი წამიკიდა.
-შენ მგონი ცეკვაზე მეპატიჟებოდი.
ვუთხარი მის ხელს ჩემი ხელი შევაგებე და საცეკვაო ადგილისკენ წავიყვანე. არც მე ვიცი ასე რამ ამაცერცეტა, ალბათ სასმელის ბრალია. ყველაფრისგან დაღლილმა თავი მხარზე ჩამოვადე და გავიტრუნე.
-სულ რო დალიო ხოლმე არა?
-რატომ ვითომ?
-დამიჯერე ასე უფრო საყვარელი ხარ.
მითხრა და ხერხემალს ხელი ნაზად ააყოლა. ამ ქმედებას სხეული შესაბამისად შეხვდა და კანი კვლავ დამეხორკლა.
-შენი სხეული ჩემ შეხებაზე სასტიკად რეაგირებს !
მითხრა და ვიგრძენი როგორ ჩაიცინა.
ამას მეც ვხვდებოდი, რომ ეს ბიჭი რაღაცას მიკეთებდა, არვიცი ეს რაიყო ჰიპნოზი, თუ ვნება მაგრამ გარე ეფექტები საკმაოდ მკაფიო ჰქონდა. მელოდია მალე დამთავრდა და ჩემ ადგილზე დავბრუნდი. გზაში შევამჩნიე ნინოს სახეზე მოდებული ალმური და სასიამოვნოდ ჩამეღიმა.
-ძალიან უხდებით ერთმანეთს !
მითხრა მაგიდასთან მისულს ეილინმა.
-ჩვენ წყვილი საერთოდ არ ვართ.
ვუთხარი და იქვე მდგომ ერეკლესა და ნინოსკენ გავიხედე.
-თუ ნინოს გამო ამბობ, არ იდარდო მაგ გოგოს სერიოზულად არ უყურებს.
მისი სიტყვები ძალიან მომხდა, არვიცი რატომ მაგრამ გული სიხარულით ამევსო. უკვე გვიანი იყო, საკმაოდ ნასვამი და დაღლილიც ვიყავი, ამიტომ შეუმჩნევლად გავძვერი მაგიდებს შორის და შენობა დავტოვე. მანქანასთან მივედი და კარები გამოვაღე.
-უკვე მიდიხარ?
მომესმა ზურგს უკან ნაცნობი ბოხი ხმა და სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.

უდიდესი მადლობა კომენტარებისთვის ! love
ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მახარებთ!
იმედია არც ახლა დაიშურებთ ტკბილ სიტყვებს <3
დაგვიანებისთვის ბოდიში wink



№1 სტუმარი orginal

აუუუ რა მაგარიაა.. მალე დადე რა შემდეგი გთხოვ ! <3

 


№2  offline წევრი knuwik

რა მაგარი ხარ რომ იცოდე დღეს რომ დადევი. აიი ძალიან გამახარე. <3 ვიწყებ კითხვას ვიცი ძალიან კარგი იქნება love

 


№3  offline წევრი მარგო ♥

რაღაც ძალიან ომოწნს ეს ისტორია, ეს თავი პატარა იყო, ველოდები შემდეგ თავს. ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ ♥

 


№4  offline წევრი The unknown

მომწონს მალე გააგრძელე რააა love

 


№5  offline წევრი teke08

Dzalian magaria male dade shemdegi tavi <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent