"მომაკვდინებელი სიცხე"(3)
^ ^ ^ –თავისუფლები ხართ შეგიძლიათ ყველა თქვენს საქმეს დაუბრუნდეთ.რაც შეხება დღევანდელ საღამოს მოგიწოდებთ,რომ ყველანი გამოცხადდეთ.სულ ეს იყო –რათქმაუნდა ყველანი მოვალთ ასეთ მნიშვნელოვან საღამოს თქვენს გვერდით უნდა ვიყოთ და პირველ რიგში კომპანის გვერდით მოკლედ მოუჭრა თათბირზე მჯდომმა არქიტექტორმა. უხმოდ დატოვა ყველამ სათათბირო ოთახი.ღრმად ჩაისუნთქა ბურდულმა და დღევანდელი საღამოს ანალიზს შეუდგა რომ არ წავიდეს მართლა არ გამოდის უცხოელ კომპანიებთან აფორმებს ხელშეკრულებას და ვერ გამოტოვებს ვერც შეხვედრებს და ვერც ივენთებს ასე,რომ სხვა გზა არ აქვს.ახლა მხოლოდ ისღა დარჩენია დღევანდელი საღამოსთვის კაბა შეარჩიოს. ისე იყო ფიქრებში წასული ვერც კი შენიშნა ოთახში მდივნის შემოსვლა რომელიც მის წინ ატუზულიყო საბუთებით ხელში და უფროს მიშტერებოდა. –რამე გინდოდა ნინი?–დაბალი და წყნარი ხმით დაუსვა კითხვა მდივანს. –ქალბატონო ლიდია თქვენთან სტუმარია და თქვენს ნახვას ითხოვს.კი მითხარით არავინ შემაწუხოს და თუ ვინმემ მიკიტხოს უთხარით გასული ვარო,მაგრამ ის ადამიანი დაჟინებით მოითხოვს თქვენს ნახვას ამბობს,რომ თქვენთან სერიოზული საქმე აქვს. ისეთი აღშფოთებული საუბრობდა ნინი,რომ ეტყობა მართლა სერიოზული საქმე იყო თორემ აქამდე ნინის უფროსისთვის იმედები არასდროს გაუცრუებია.–კარგი შემოუშვი!ოღონდ უთხარი,რომ დიდ დრო არ მაქვს.–საბუთები დატოვე და ხელს მოვწერე მერე კი,შეგიძია წაიღო. –კარგით!–როგორც იტყვით სწრაფი სვლით დატოვა სათათბირო ოთახი ნინიმ,და კარი გაიხურა. ვერც კი შენიშნა,როგორ შემოვიდა ვიღაც ოთახში ისე იყო საბუთებში ჩარგული და გაფაციცებით აწერდა ყველაფერს ხელს. მხლოდ მაშინ მოვიდა გონზე და შეხტა,როცა კითხვა დაუსვეს: –ასეთი დაკავებული ხარ,რომ სალაპრაკოდ არ გცალია მითუმეეტს ჩემთვის?იხტიბარს არ იტეხდა ხელაია და დაჟინებულ მზერას არ აშორებდა ბურდულს. ერთი ახედა ბურდულმა ხელაიას და გაუცინა კვლავ საბუთებს მიუბრუნდა.–შენ წარმოიდგინე და კი . –ხომ შეიძლება დაისვენო?მაინც არ ეშვებოდა ხელაია ბურდულს და ყველანაირად ცდიილობდა მისი ყურადღების მიბყრობას თუმცაღა ყველაზე მეტად ის აღიზიანებდა,რომ ამას ვერ ახერხებდა, –ერთი ყურადღების მოდუნება და ყველფერი მიწასთან გასწორდება!სრულიად ურიაგიროდ გასცა პასუხი ხელაიას გრძნობდა,რომ არ სიამოვნებდა კაკის მისდამი ასეთი დამოკიდებულება,მაგრამ სხვა გზა არ იყო. –როდის შეიცვალე ასე?სკამი ხმაურით გამოსწია ხელაიამ და ბურდულის წინ დაიკავა ადგილი. ფრთხილად აწია თავი ბურდულმა და მზერა ხელაიას გაუსწორა ხელებზე დაეყრდნო და ხმაგაპარულმა ამოილაპარაკა.–ხუთი წელი,მგონი დიდი დროა. –საკმაოდ!ისეთი დიდი დრო,რომ მგონი დაგავაიწყდი კიდეც ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია. –რა სისულელა!–მობეზრებულმა გაიქნია ხელები და თავი გაკანტურა.–თუ ღმერთი გწამს კაკი შენ როგორ უდნა დამავიწყდე. –რას გრძნობ ჩემს მიმართ?–გაუაზრებლდა დასვა კითხვა კაკიმ და კითხვის მოლოდინში ბურდულს მიაშტერდა. ოდნავ წამოიწია სკმიდან ბურდული და კაკის პირდაპირ გაჩერდა ტუჩები ყურთან მიუტანა და დაბალ ბარიტონზე ჩასჩურჩულა.–სიბრალულს! კვლავ უკან დახია ბურდულმა და ადგილი დაიკავა კაკის ჩაუღიმა და მის ანთებულ თვალებს შეხედა,რომლებიც ლამის იყო იქვე აფეთქებულიყვნენ.კაკი გიჯივით წამოვარდა სკამიდან და წინ აესვეტა,ბურდულს. –შეუძლებელია საერთოდ არაფერს,გრძნობდე.ფრთხილად შეხო ხელზე და ბურდული ფეხზე აყენა უფრო ახლოს მიივიდა ამსთან და ზედ აიკრა.რატომ გიჩერდება კვლავ სუნთქვა როცა გეხები? ხელები ყელზე შემოხვია ბურდულმა და მთლიანად ზედ აეკრა ხელაიას შუბლი შუბლზე მაიდო და თვალები დახუჭა ცოტახანს ასე იდგა მასთან მერე კი უბრაოდ ამოილააპრაკა.–მეცოდები! –როდის გახდი ასეთი ბოროტი?! არც ახლა გრძნობ არაფერს?–ხელი ნელა ასრიალა ბურდულის წელზე და კვლავ იგრძნო კაკიმ ბურდულის ტაო დაყრილი სხეული დ უფრო მჭიდროდ აეკრა ზედ.ქალმა ხელების საშულაებით თავისკენ მოქაჩა მამაკაცი ხელაია გიჯივით დაცხრა აქამდე მონატრებულ ბაგებს და მონაცვლეობით და გაშმაგებით დაუწყო კოცნა ჯერ ზედა შემდეგ კი ქვედა ტუჩზე ბოლოს კი მონაცვლეობით.ფრთხილად შემოსვა ქალი მაგიდაზე და მის ფეხებს შორის მოთავსდა ოდნავ მოუჭირა ხელები თეძოებზე კაბის ქვეშ შეუცურა ხელი როდესაც კარები გაიღო და ოთახში ნიკა შემოვიდა.. ღიმილი სახეზე შეაშრა როცა ასეთ სიტუაცია დალანდა და მხოლოდ ახლა მოვიდა გონს,ბურდული როდესაც გიჯივით აგავრდა კარებში ნიკა.ფრთხილად მოშორდა მაამკაცს და წარბაწეულმა გასცა კიტხვაზე პასუხი. –კითხვას უპასუხოდ ვტოვებ.შეგიძლია წახვიდე მუშაობაში ხელს მიშლი და მაცდენ.და საერთოდ სამსახურში აღარ მოხვიდე აქ სამუშაო ობიექტია და არა გრძნობების გამახსენებელი ცენტრი ან რრაიმე ფილიალი. ^ ^ ^ საშინლად არ ესიამოვნა დღეს კაკის გამოჩენა სამსახურში თავი ძლივს შეიკავა რამე,სისულელე,რომ არ ეთქვა.ეტყობოდა მამაკაცს,რომ ასეთი ბურდული არ მოსწონდა.არც მაშინ მიუქცევია დიდი ყურადღება, როცა მამაკაცმა აკოცა და არც მაშინ,როდესაც ნიკამ დაიანახა.გუშინდელ დღეს ართვლის დაკარგულად რადგან სიამოვნება მიიღო და მხოლოდ ეს იყო.და საერთოდ თვლის,რომ გუშინ კაკის დანახვამ მასში არანაირი გრძნობა არ გამოიწვია.ყველფერი კი რაც აქ მოხდა უბრალოდ ნერვების ბრალი იყო ცდუნებას ვერ გაუძლო და ნერვებს აყვა.არ აპირებს ამ თემის ვინმესთან განხილვას,რდგან უკვე საკმარისად დიდია იმისთვოს,რომ თავის ცხოვრებაში არავინ ჩარიოს.არც ნიკასთან აპირებს ამ თემის განხილვას და საერთოდ ერთხელ და სამუდამოდ ხო უნდა ენახა კაკი?ხო და ნახა მართალია ამ ფორმით მაგრამ მაინც ხომ ნახა არა?!თან საუბრითაც მიახვედრა მამაკაცი,რომ მასთან არანაირი<<ურთიერთობას>>არ აპირებს ! მობეზრებული წამოდგა ფეხზე და კაბინეტი დატოვა..გასვლისას ნინის დაუბრა,რომ არ დაეგვიანა ივენთზე და დროზე ადრე მისულიყო ადგილზე.მანქანების სადგომზე გავიდა თან თავისთვის მელოდიას ღიღინებდა იმდენად იყო გასაღების ძებნაში გართული ვერც კი შეამჩნია მის მანქანასთან მდგომი ბექა,რომელიც ასეთი სერიოზული აარსდროს ენახა.ნელ–ნელა მიუახლოვდა მას და გაკვირვებულმა შეათვალიერა ბექას წარბიც კი არ შეურხია ეგ კი არა თვალიც კი არ დაუხამხამებია. –მოხდა რამე?–ხმა გაპარულმა დასვა კითხვა და კიდევ ერთხელ ათვალიერა მის წინ მდგომი ბექა,რომელსაც მამისმკვლელი მზერა ჰქონდა. –მეკითხები კიდე არა?–ტონს აუწია ბექამ და რგოორც იქნა მოშორდა მანქანას და ბურდულს წინ აესვეტა. უბრალოდ სიცილი ვერ შეიკავა ლიდიამ და ისტერიული სიცილი აუტყდა მუცელზე მიჭდო ერთი ხელი მეორე ხელით კი მანქანას მიეყრდნო მერე უბრალოდ მალევე დასერიოზულდა და უბრალოდ კითხვას გასც პასუხი.–არა! მანქანის კარები გამოაღო და შიგნით ჩაჯდა და წამსვე მიეფარა თვალს გიჯივით მოსწყდა მანქანა ადგილს და ადგილზე მხლოდ კვამლი და მანქანის გამაყრუებელი საბურავების ხა დატოვა.ბექა ჯერაც გაკვირვებული იდგა და ადგილიდან არ ინძრეოდა ვერც კი ხვდებოდა ახლა რა მოხდა მის წინ უბრალოდ მხოლოდ ერთი სიტყვა<<არა!>>და უბრალოდ ადგილს მოწყვეტილი ლიდია ბურდული. სწრაფად ამოაძვრინა ჯიბიდან ტელეფონი და თათიასთან გადარეკა.მალევე გაისმა თკბილი და წკრიალა ბარიტონი ყურმილში. –რა სჭირს შენს მეგობარს?–გაღიზიანებულმა ამოილაპარაკა კილასონიამ.არც თათიას გამორჩენია ბექას ასეთი დაძაბული და გაბრაზებული ხმა. –ვის გულსიხმობ?–კვლავ განცვიფრებაში მყოფმა დასვა კითხვა თათიამ და გაიტრუნა. –მისმინე ნიკას დაურეკე და ერთ საათში ამოდით ჩემთან სალაპრაკო მაქვს.ისეთი კატეგორიული იყო კილასონია,რომ თათიას გააჟრიალა ტანში და თანხმობის ნიშნად თავი დაქნია თითქოს ბექა დაიანხავდა,მაგრამ სანამ გონს მოვიდა და გაიაზრებდა მომხდარს ყურმილი უკვე გათიშული იყო.სასწრაფოდ გაადრეკა ნიკასთან და სთხოვა,რომ გამოევლო მისთვის. ^ ^ ^ ბექას ამ უაზრო გამოხტომამ ცოტა არ იყოს გაღიზიანა ბურდული და გუნება წაუხდინა მერე უბრალოდ გაეღიმა არასდროს უნახავს ასეთი გაბრაზებული და კატეგორიული ბექა.მანქანა სახლის წინ გაჩერა და მანქანიდან გადავიდა.სახლში არავის ელოდებოდა,მაგრამ მისდაუნებურად ეკა სახლში იყო,ჯერ ჩანთები შეათვალიერა მერე კი დედამისი და კითხვის ნიშნით სავსე თვალები მიაბყრო დედამის. –სადმე მიდიხარ?!დაბალი ხმით დასვა კითხვა და რბილად დაენარცხა მდივანზე. –ერთი კვირით მივდივარ ესპანეთში სამსახურიდან და იმედია ჭკვიანად იქნები..კარგი წავედი ეხლა მაგვიანდება და იცოდე,რომ ჩავალ დაგირეკავ!– შვილს მოეხვია ეკა და მალევე თვალს მიეფარა.მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს ბურდული,როცა მანქანის ხმა გაიგო.სახლში მარტოა და უაზრო კითხვებით არავინ არ შეაწუხებს ამაზე დიდი ბედნიერება გინახიათ?ალბათ კი,მაგრამ ახლა ბურდულს ყველაზაე მეტად ეს გაუხარდა.სირბილით აირბინა კიბები და თავის ოთახში შევარდა,ინერცით დაენარცხა საწოლზე და ღრმად ამოისუნთქა,მერე ფრთხილად წამოდგა ფეხზე და საბაზანოში შეიკეტა. ნელ–ნელა ეცემოდნენ ცხელი წვეთები კანზე და სასიამოვნოდ აჟრიალებდა ბურდულს ფრთხილად გაუსვა ფეხის წვივები ერთმანეთს და გაირინდა.თვალები მაგრად დახუჭა და ყველფრის ანალიზი დაიწყო.ჯერ კაკიმ მიაკითხა სამსახურში და ცეცხლოვანი შოუ მოუწყო მერე ნიკა შემოვიდა და უფრო დაიძაბა სიტუაცია ბოლოს ბექამ დაგვირგვინა ყველფერი და საბოლოდ მიღო დასკვნა,რომ აქედან არცერთი არ არის<<ნორმალურ და საღად მოაზროვნე>>.მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს,როდესაც მის აცეკვებულ ტელეფონს დახედა კაკი იყო. –გისმენ!–ტელეფონშიც კი შეამჩნევდით ბურდულის საშინელ და ამავე დროს ცივ ხმას,რომლის გაგონებაზეც კი ჟრუანტელი დაგივლიდათ ტანში. –საღამოს შენი ნახვა მინდა!–გაისმა მამაკაცის მაღალი და ბოხი ბარიტონის ხმაც. –ოღონდ ახლა არა! –მობეზრებულმა გათიშა ტელეფონი და ჯაკუზში ჩააგდო და მხოლოდ იმით დაიმშვიდა თავი,რომ<<იმედია მიხვდებიან,რომ არ უნდა შემაწუხონ>>ყოველშემთხვევაში დღს მაინც.სველი ტერფებით ფრთხილად შეეხო ცივ იატაკს და გაჟრიალა სველ ტანზე ფრთხილად შემოიხვია პირსახოცი სველი თმები კი უკან გადაიყარა საიდანაც წვეთები პირდაპირ იატაკზე ეცემოდა.კარგახანს იტრიალა სარკესთან და ბოლოს მაინც მიახწია იმდენს,რომ სასურველი შედეგი მიეღო წითელი ტანზე მჭიდროდ მომდგარი კაბა მისი სხეულის თითოეულ კონტურს და მოხაზულობას მკვეთრად აჩენდა.წითელი პომადა ფრთხილად წაისვა ტუჩზე და უკვე მზად იყო.სარკეში კიდევ ერთხელ შეათვალიერა თავი და იქიდან მიმზიდველი სექსუალური და მზარდად შეცვლილი ქალი იყურებოდა,რომელიც ამაყობდა საკუთარით თავი.ჩანთას დავლო ხელი და ოთახი დატოვა. საღამო მშვენივრად მიდიოდა წითელი და თეთრი ფერის კონდრასტი საშინელ წყნარ და მშვიდ საღამოს ქმნიდა ბურდულმა მოძებნა თავის თანამშრომლები და მათთან ერთად შეუდგა დროის გატარებას.ყველფერი კარგად მიდიოდა უცხოელ სტურებსაც შეხვდა რომლების დიდ ინვესტიციებს ჰპირდებოდნენ მის კომპანიას.არ მოელოდა ასეთ მზარდ შემოთავაზებას მაგრამ რათქმაუნდა დასთანხმდა აბა დებილი უნდა ყოფილიყო ასეთი შემოთავაზებაზე, რომ არ დასთანხმებოდა,რაც მისივერ კომპანიისთვის საშინლად საჭირო იყო.სახლში საკმაოდ გვიან დაბრუნდა უკვე ორი იყო დაწყებული ფრთხილად შეაღო კარი და მაშინვე იგრძნო დაძაბული აურა ეგრევე იგრძნო,რომ მარტო არ იყო მისაღები ოთახის გადაკვეთას აპირებდა,როდესაც შუქი აინთო და მისაღებში სამი ადამიანი დალანდა სვლა შეანელა და მზერა სათითაოდ მოვალო ყველას მერე კი სავარძელში მოკალათდა ფეხიფეხზე გადაიდო და ისიც სიჩუმეს შეუერთდა ნიკასთან თათიასთან და ძარღვებ დაბერილ ბექასთან ერთად,რომელიც არცერთი წუთით და წამით არ აშორებდა მზერას ბურდულს. –როგორი დრო გაატარე?–ისევ ბექამ დასვა კითხვა და მზერა ბურდულს გაუსწორა. –ფრთხილად წამოდგა ფეხზე ბურდული და ვისკი ჩამოისხა მერე ისევ ადგილზე დაბრუნდა ერთი ყლუპი მოსვა და კვლავ კითხვაზე ჩაფქრდა.–შესანიშნავი! –როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას?!–მკაცრი და გაღიზიანებული ხმით იკითხა ნიკამ და ბურდულს აესვეტა წინს. –ფრთხილად წამოდგა ფეხზე ბურდულიც და ახვლედიანს წინ აესვეტა.კიდევ ერთხელ მოსვა ერთ ყლუპი და ნიკას გაუსწორა მზერა.–რის გაგრძელებას? –ღმერთო ჩემო რა დაგემართა გოგო?ასე რა ჯანდაბამ შეგცვალა?ვეღარ გცნობ ლიდია შენ აღარ ხარ ისეთი როგორიც იყავი მე კიდევ ის ლიდია მჭირდება და არა ეს სისხლისმსმელი ქალია გესმის?წყობილებიდან გამოსულმა დაიყვირამ ახვლედიანამა და მაჯაში ჩაფრინდა ბურდულს.ხმა ამოიღე გესმის?და ილაპარაკე ნუ დგახარ ესე და სულ მთლად ნუ მაგიჟებ კიდევ ერთხელ აუწია ხმას ახვლედიანმა.ხმა ამოიღე გოგო ნუ გადაგყავარ ჭკუიდან. –ბურდულმა მზერა გაუსწორა ახვკლედიანს და თვალებში ჩააშტერდა, რომლებიც საშინლად იყო ჩაწითლებული ფრთხილად დამანჭა ტუჩები ბურდულმა და სიმწრით ხელი ჭიქას მოუჭირა წამსვე გატყდა ჭიქა და ნამსსხვრევები ძირს მიმოიფანტა.ბურდულის ხელიდან კი ნიაღვარივით იწყო სისხლმა დენა.ამის დანახვისას ორმაგად გაუფართოვდა თვალები ახვლედიანს.ფრთხიალდ გადაბიჯა ნამსხვრევებს ბურდულმა და გაჩერდა. –შეგიძლიათ ამაღამ აქ დარჩეთ საკმარისად გვიანია უკვე!–მაინც არ კარგადვდა ბურდული სერიოზულობას.ფრთხილად აიარა კიბები და მალევე თვალს მიეფარა. ოთახში გიჯივით შევარდა კარები დიდი ინერცით მიაბრახუნა აქეთ–იქით დაიწყო ნერვულად სიარული..სიარულით, რომ დაიღალა და ჩამოჯდ მხოლოდ მაშინ შეამჩნია ხელზე სისხლი და სასწრაფროდ ხელის დამუშავებას შეუდგა ფრთხილად შემოისუფთავა ხელი მერე კი ნამსხვრევების ამოღებას შეუდგა ბოლოს კი ბინტით გადაიხვია.ძალა გამოცლილი მიწვა ლოგინზე საცვლების ამარა და ჩაეძინა საამურ ფიქრებში და სიზმრებში იყო წასული,როდესაც კარების ხმა მოესმა თუმცაღა იფიქრა,რომ უბრალოდ მოეჩვენა და კვლავ ძილის სამყროში გადაეშვა.მალევე იგრძნო სხეულზე ცხელი ხელების შეხება იგრძნო როგორ დაუწვა გვერდით ვიღაც და ზედ აეკრო მის სხეულს ეგრევე შეუღიტინეს რეცეპტორებმა ცხვირში და იმწამსვე იცნო <<ბოსსი>>და რაღათქმაუნდა ნიკუშა.მაგრად აეკრა ზედ და ცხვირი მის ყელში ჩარგო ფეხი მის ფეხში ახლართა და მთლიანდ აეკრო ზედ ისე თითქოს მის წართმევას ვინმე უპირებსო.მლევე გაითიშა მაგრამ მაინც გრძნობდა როგორ ეთამაშებოდა ნიკა თმებზე მოთენთილობამ მაინც თავისი,ქნა და ჩაეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.