ქაოსური გრძნობები (11)
დილით ელენეს ცოტნეზე ადრე გაეღვიძა.პირველი რაც თვალში მოხვდა ცოტნეს შემოხვეული ხელები იყო მუცელზე.სასიამოვნოდ გააჟრჟოლა და გაეღიმა. როგორც არ უნდა იყოს თავს მშვიდად და წყნარად გრძნობს და ყველაფრის მიუხედავად მაინც ბედნიერია რომ მასთან ერთად გაეღვიძა -ასეთ პირველ ღამეზე ვერც ვიოცნებებდი-ნამძინარევი,სიცილნარევი,დაბოხებული ხმით უთხრა ცოტნემ,რომელსაც გაღვიძებოდა და კიდევ უფრო მაგრად მიეკრო მთელი სხეულით-რას ვიფიქრებდი ჩემს ცოლთან ტანსაცმლიანად თუ დავიძინებდი პირველ ღამეს-გაეცინა და ელენეს ზემოდან მოექცა და შეეცადა მისკენ მოებრუნებინა -მეტის ღირსი არც ხარ-შეეცადა სერიოზულად ეთქვა ელენეს,მაგრამ მაინც გაეპარა ღიმილი ტუჩის კუთხეში -რომ არ კივიხარ ხელები მომაშორეო,ეს უკვე პროგრესია-გაეცინა ცოტნეს -რამეს შეცვლის ჩემი კივილი ან ისტერიკები?-დაღლილმა კითხა ელენემ -ნწ,არაფერს-უთხრა ცოტნემ და ელენეს ტუჩებისკენ დაიხარა და მსუბუქად აკოცა.ელენეს კვლავ დაუარა ჟრუანტელმა -რა თავისუფლად იქცევი ვაჟბატონო? მე შენთვის თანხმობა არ განმიცხადებია და არც მიპატიებია-ეშმაკურად უთხრა ელენემ -ეგ არაფერი,მთვარია რომ აქ ხა და ჩემთან ხარ,დანარჩენს მოევლება-მაგრა მოხვია ხელები კისერზე და ცხვირი მის ყელში ჩაყო-რატომ მაგიჯებ ასე,ჰა? მიყვარხარ ელე-თნ ყელზე კოცნიდა და თან ელაპარაკებოდა.მერე ტუჩებსაც მიადგა და კვლავ დაუკითხავად აკოცა -ცოტნე...-ამოილურლუღა ელენემ -მშია-თქვა და სიცილი წასკდა -რა მომენტებს მიფუჭებ რა-უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა ცოტნემ და საწოლიდან წამოდგა-ისე მეც მშია,ოღონდ მე შენ მშივხარ-მაცდურად გაუღიმა და ისევ მისი ტუჩებისკენ დაიძრა.ელენემ თითი დაუხვედრა მის ტუჩებს -ამ დილით გეყოფა-უთხრა და წამოდგომა დააპირა -არაუშავს,ავანაზღაურებთ -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და გაეცინა.ელენესაცშეუმჩნევლად გაეღიმა და მერე საწოლიდან წამოდგა. -როგორც ვიცი ჩემი ნივთები აქ არის ხო?-კითხვით მიუბრუნდა ცოტნეს,ცოტნემ თავი დაუქნია-მაშინ გაბრძანდი ეხლა ოთახიდან და მაცალე რომ გამოვიცვალო,თორემ ამ ტანსაცმლით ვერ ვიმოძრავებ-უკმაყოფილოდ დაპრუწა ტუჩები და ტანზე წოლისგან მიჭმუჭნილ ტანსაცმელს დახედა -ჩემთან რისი გრცხვენია ელ?გაუცინა-სხვა სიტუაციაშიც მომიწევს შენი ნახვა და დამიჯერე ის ბევრად უხერხული იქნება-გადაიხარხარა -გარყვნილი ბიჭი ხარ!-ეცადა მკაცრად ეთქვა-ეხლა გადი რა მართლა,უნდა გამოვიცვალო-შეეხვეწა ელენე. ცოტნემაც დანებების ნიშნად ხელები ასწია ამ ერთხელ დაგითმობო და ოთახიდან გავიდა.სანამ ელენე ჩამოვიდოდა გაზზე ჩაიდანი შემოდგა და ყავა ჭიქებში ჩაყარა. საქმეს წინ წაიგდებს ელენეს მოსვლამდე,ისაუზმებენ და მერე ერთმანეთით დატკბებიან.ნუ თუ რა თქმა უნდა ელენე ისევ არ დაიწყებს გაჯიუტებას და ცოტნესთვის თავის არიდებას,მაგრამ ცოტნე არ აპირებს დაუთმოს და ყველანაირად შეეცდება მაქსიმალურად დატკბნენ ერთმანეთით ამ მცირე დროში,მერე კი ქალაქში როგორც კი დაბრუნდებიან ხელს მოაწერენ და ჯვარსაც დაიწერენ. ამ ფიქრებში იყო წასული ცოტნე,ელენე რომ ჩამოვიდა. სამზარეულოში შემოვიდა და მაგიდასთან მოკალათდა.ცოტნეს უკვე გაეწყო მაგიდა- კარაქი,ყველი,პური, ძეხვი, კრუასანები,რასაც გამზადება არ ჭირდებოდა ისეთი რამეებით -რაც არის იმას დავჯერდეთ საუზმედ და მერე რამე მოვამზადოთ. ამ დილით მეტი ვერაფერი ვნახე-თავი მოიქექა ცოტნემ -ისე მშია, მნიშვნელობა არ აქვს რა არის,მთავარია საჭმელია-გაუცინა ელენემ და პური და ძეხვი აიღო, პურს ზემოდან დაადო და მადიანად ჩაკბიჩა.ცოტნე ღიმილით უყურებდა თუ როგორ ილუკმებოდა ელენე -შენ არ ჭამ? -მე მხოლოდ ყავა-გაუცინა და ყავა მოსვა. გაგიკვირდებათ და ელენეს ნახევარი დღის განმავლობაში არ დაუგესლავს ცოტნე და მკვახედ არ უთქვამს არაფერი,პირიქით,ცოტა მოლბა.ერთად მოამაზადეს სადილი და გემრიელად შეექცნენ. იმედია დროებითი არაა ელენეს სიმშვიდე და ისევ არ წამოუვლის მისებურები. ცოტნე ყურებამდე გაღიმებული იყო ელენეს შემხედვარე. არ ელოდა მის ასე მალე შემობრუნებას და ასეთ ცვლილებას,პირიქით, შიშით გაღვიძება არ უნდოდა,ელენეს რეაქციის გამო,მაგრამ იმაზე უკეთესად იქცევა ელენე,ვიდრე ცოტნეს წარმოედგინა რომ მოიქცეოდა.ეგონა ისევ დაიწყებდა რომ ეს ყველაფერი სისულელეა,რომ მალე უნდა დააბრუნოს ცოტნემ სახლში და მორჩნენ ამ ფარსს,მაგრამ ელენეს ჯერჯერობით მსგავსი რამ არ უთქვამს.ეხლაც დივანზე ცოტნესთან ერთად ზის,მის გულზე აქვს თვი მიდებული და ორივენი ტელევიზორს შესცქერიან უინტერესოდ,ვითომ ორივე უყურებს და აინტერესებთ რა ხდება მანდ,არადა არც ერთი აზრზე არაა ეხლა რა გადის ტელევიზორში.მათი ფიქრები მხოლოდ ერთმანეთს დასტრიალებს. -ელე-ძლივს ამოთქვა ცოტნემ.ელენემ უბრალოდ ახედა კითხვისნიშნიანი თვალებით-მაინტერესებს შენი ასე ყოფა დროებითია და ისვ უნდა ველოდო როდის დაიწყებ ჭირვეულობას,თუ უკვე შეეგუე ამ ფაქტს?-გაუცინა.ელენე ჩაფიქრდა.ერთ ხანს დუმდა -და შენს იქეთ გზა მაქვს?-ბოლოს კითხვითვე უპასუხა და ამით ყველაფერი ნათელი გახდა. ცოტნეს გაეღიმა .ელენე გულში მაგრა ჩაიკრა და მხურვალედ აკოცა ტუჩებზე. *** დიმა სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა.მისაღებში იჯდა ყავის ჭიქით ხელში და თან ტელევიზორს უყურებდა. ყოველ დილით სულ ასე აკეთებს. ყავა აუცილებლად უნდა დალიოს,რო მერე უფრო შემართებით იყოს ხოლმე, ყავის სმის დროს აუცილებლად ტელევიზორს უყურებს.ნახევარი საათი გრძელდება დაახლოებით ეს პროცესი.მერე სამსახურში მიდის. ამ დილითაც დივანზე მოკალათებული ყავას მიირთმევდა,სააბაზანოდან პირსახოცშემოხვეული ელო რომ გამოვიდა.დიმას თვალები შუბლზე აუვიდა ელოს ასეთ მდგომარეობაში დანახვისას -უი,დიმა ჯერ არ წასულხარ?-ვითომ სახლში არ ეგონა -ჯერ არა და როგორ დადიხარ?-წარბაწეულმა კითხა? -მაპატიე,არ მეგონა სახლში თუ იყავი-თვალები სასაცილოდ აუფახულა.მერე მის წინ ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო,დიმას ამინ დანახვაზე ლამის ყავა გადასცდა. მართალია ელოს მიმართ არანაირ ინტერესს არ გრძნობს,მაგრამ კაცია და აბა როგორია ქალი ასეთ მდგომარეობაში რომ გამოგეცხადება,თან ელოსნაირი გოგო. საოცრად მადისაღმძვრელი გოგოა და უნდა აღიაროს დიმამ რომ მართლაც უნაკლო სხეული აქვს,მიუხედავად იმისა თუ როგორ უშლის ელო ნერვებს.დიმა შეეცადა თვალი აერიდებინა და ტელევიზორს მიუბრუნდა,არადა ცალი თვალი მაინც ეპარება. ელოს ჩაეცინა.მიხვდა რომ გამოუვიდა და დიმას ყურადღება დაიმსახურა მისმა სხეულმა. ესეც ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. როგორი თამამი გოგოა. სულ არ რცხვენია დიმას წინ ნახევრად შიშველი რომ მოძრაობს. მხოლოდ ერთი პირსახოცი აქვს შემოხვეული,რომელიც საჯდომსაც ძლივს ფარავს. დიმა ცდილობდა ცხელი ყავა რაც შეიძლება მალე დაელია და მალე წასულიყო სამსახურში.უცებ ელო წამოდგა და დიმას გვედრით მიუჯდა.ჭიქა ხელში გაუშეშდა,როცა ელენეს ხელი მის ფეხზე დაინახა.უცებ ყავის ჭიქა ამოიყირავდა და ყავა ფეხზე გადაისხა.დიმამ უცებ წამოყვირა და ფეხზე წამოდგა -აუ ჩემი-დაიყვირა გამწარებულმა -ჩქარა გაიხადე-დაუყვირა ელომ და მის შარვალს წაეტანა რომ გაეხადა -რას აკეთებ?-გაოცებულმა უყვირა დიმამ -შარვალს გხდი-ვითომც არაფერიო ისე უპასუხა ელომ და ელვაშესაკრავს მიადგა.დიმამ ხელი დაუჭირა -გააფრინე? მე თვითონ გავიხდი-უთხრა და თავისი ოთხსიკენ აიღო გეზი,რომ რაც შეიძლება მალე გამოეცვალა დასვრილი შარვალი,თან ფეხი ეწვოდა, საკმაოდ ცხელი ყავა გადაესხა.თან გულში ელოს ლანძღვდა,ეგ რომ არა,ეხლა მშვიდად დაამთავრებდა ყავის დალევას და სამსახურის გზას დაადგებოდა,მაგრამ ნამდვილი ტუტუცი გოგოა.ელოს ლანძღვაში იყო საძინებელში რომ შევარდა, სასწრაფოდ გაიძრო შარვალი და კარადიდან სხვა შარვალი გამოიღო.ამასობაში ელო შემოვიდა მის ოთახში -ეხლა რაღა გინდა?-თვალებგაფართოებულმა დაუყვირა -დამწვრობის მალამო მოგიტანე,წაისვი და აღარ აგეწვება-უთხრა და მისკენ დაიძრა-მოდი მე წაგისვა-მალამოს თავი მოხადა და დიმას მიუახლოვდა-მიდი ჩამოჯექი-საწოლისკენ მიანიშნა.ტრუსის და პერანგის ამარა დარჩენილი დიმა ინსტიქტურად ჩამოჯდა საწოლზე. ელომ ფრთხილად წაუსვა მალამო და სული შეუბერა -არ იყო საჭირო-მკვახედ უთხრა დიმამ-მაგრამ მადლობა-თქვა და წამოდგომა დააპირა,რომ ელომ გააჩერა.ერთხანს უყურა -ეხლა რომ არ გაკოცო მოვკვდები-ჩქარ-ჩქარა მიაყარა და მოწყურებულივით დაეწაფა დიმას ტუჩებს.დიმა გონს ვერ მოეგო,რა ხდებოდა.მისი გონება იმ წამს ვნებამ მოიცვა,ხელი კისერზე მოკიდა და თვითონაც დაუბრუნა საპასუხო კოცნა.მაინც კაცია და უჭირს ასეთ დროს თვის შეკავაბე,მითუმეტეს როცა ნახევრადშიშველი გოგო დგას მის წინ.რამდენიმე წამი კოცნიდნენ ერთმანეთს,მანამ სანამ დიმა არ მოეგო გონს და გველნაკბენივით არ მოიშორა ელო -ეს..ეს..რა ჯანდაბას ვაკეთებთ?-დაიყვირა ხმამაღლა-აქედან გადი და მეორედ მსგავსი რამ არ გაიმეორო-მკაცრად დაუყვირა -გინდოდა გეთქვა მესამედო-მხრები აიჩეჩ ელომ და გაუცინა,მაგრამ დიმას სახეს რომ გადააწყდა მიხვდა რომ სიცილის დრო არ იყო-კარგი,რა მოხდა მერე,დიდი ამბავი თუ გაკოცე. რა გოგოსავით იქცევი,რომელსაც პირველი კოცნა მოპარეს-ტუჩები უკმაყოფილოდ დაპრუწა ელომ -ელენე გადი-თითით კარებისკენ მიანიშნა -კარგი,კარგი გავდივარ-ხელები მაღლა ასწია-მაგრამ მე მაინც ძალიან მომეწონა,ტკბილი ტუჩები გაქვს-მიაძახა სიცილით და სანამ დიმა რამე სეტყოდა მანამდე გავიდა ოთახიდან. -ამას მაგრა აკლია-ხმამაღლა ჩაილაპარაკა და შარვალს ხელი დასტაცა-სამსახურშიც ვაგვიანებ-უკმაყოფილოდ თქვა და რაც შეეძლო სწრაფად მოწესრიგდა და სამსახურში გავარდა. *** ელენე და ცოტნე იმაზე კარგად გრძნობდნენ თავს,ვიდრე ორივეს წარმოედგინა.ელენე უპრეტენზოდ იყო. მე მგონი ბოლობოლო შეეგუა იმ ფაქტს რომ ცოტნესთან უნდა იყოს და არ აპირებს ბედნიერებას ხელი კრას და თავისი სიჯიუტის გამო მთელი ცხოვრება უბედური იყოს.თანაც ხედავს თუ როგორ ნანობს ცოტნე თავის საქციელს და როგორ უყვარს ელენე.საბოლოოდ დანებდა და გადაწყვიტა დატკბეს ცოტნესთან ყოფნით. -ამდენი დრო რა ტყუილ უბრალოდ დავკარგეთ უერთმანეთოდ ელე-ყურთან ახლოს უჩურჩულა ცოტნემ, როცა დივანზე ისხდნენ და უბრალოდ საუბრობდნენ -მე მჭირდებოდა ეს დრო რომ ყველაფერი გადამეხარშა,ამის გარეშე ეხლა ერთად ვერ ვიქნებოდით-ჩუმად უპასუხა ელენემ.ისე ხმადაბლა საუბრობდნენ,თითქოს ვინმეს უნდა გაეგო მათი საუბარი -აწი ვერ დააღწევ ჩემგან თავს, ვერასდროს-უთხრა და საფეთქელზე აკოცა -არც ვაპირებ შენგან თავის დაღწევას.მინდა რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიყოთ-უპასუხა და ყელში აკოცა.ცოტნეს გაეღიმა -ჩემი ცხოვრება ხარ შენ.უშენოდ ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. ეს 1 წელი იყო ყველაზე მძიმე ჩემს ცხოვრებაში -ჩემთვისაც არ იყო მარტივი ცოტ, გული საშინლად მტკიოდა -ორივე იმაზე მეტად დავიტანჯეთ,ვიდრე ამას ვიმსახურებდით და ეს ყველაფერი ჩემი ბრალია-ნაღვლიანად თქვა ცოტნემ -მოდი აღარ გვინდა ამაზე ხო? დავივიწყოთ საერთოდ ეგ ამბები,გახსენებაც კი არ მინდა-თავი გულზე მიადო და აკოცა -მართალი ხარ. აღარ გვინდა უსიამოვნო თემებზე საუბარი.ვისაუბროთ უფრო სასიამოვნო თემებზე,მაგალითად როგორც კი ჩავალთ ჯვარს დავიწერთ და ხელს მოვაწერთ -ქორწილი არ გვინდა-თითის აწევით გააფრთხილა -ვიცი და არ გაძალებ.უბრალოდ ხელი მოვაწეროთ და ჯვარი დავიწეროთ -ჩვენებსაც გავაგებინოთ რომ ყველაფერი მოგვარდა,დარწმუნებული ვარ ნანო და დიმა ინტერესით კვდებიან აქ რა ხდება-გაეცინა და ტელეფონი ჩართო -ნანო მაინც ვერ გადამირჩება-სასაცილოდ დაიმუქრა ელენე ნანოს მისამართით -რას ერჩი ადამიანო? პირიქით მადლობელი უნდა იყო მაგისი. პირადად მე მთელი ცხოვრება ვერ ამოვალ მისი ვალიდან-გაუცინა ცოტნემ და შუბლზე აკოცა.მერე დიმასთან გადარეკა და ამცნო სიტუაცია.დიმა გაგიჟდა სიხარულისგან მათი ამბავი რომ გაიგო,არც ნანო იყო გამონაკლისი,ლამის ტელეფონიდან გამოძვრა იმდენი იკივლა სიხარულისგან..ელენე და ცოტნეს გაეცინათ მის კივილზე -ამას მგონი ჩვენზე მეტად გუხარდა-როცა ტელეფონი გაუთიშა ნანოს ელენეს მიუბრუნდა -გიჟია გეფიცები,გიჟი-გაეცინა ელენესაც -უეჭველი ნანომ უნდა მონათლოს ჩვენი შვილი.ნანო და დიმა იქნებიან ჩვენი პირველი შვილის ნათლიები-მტკიცედ თქვა ცოტნემ და ელენეს ტუჩებზე აკოცა -არ ვარ წინააღმდეგი.მე ცმინდა რომ ეგ ორი იყოს-გაუღიმა და ეხლა ელენემ აკოცა. პირველი ღამე. ეს იმაზე უფრო სასიამოვნო და უკეთესი იყო,ვიდრე ელენე წარმოიდგენდა ოდესმე. ცოტნე ნაზად და ფრთხილად ეპყრობოდა და ცდილობდა ყველაფერი ისე გაეკეთებინა პირველ ჯერზე,რომ ელენეს ნაკლები ტკივილი განეცადა. მხოლოდ წამიერად ერთი ცრემლი გადმოუვარდა ელენეს ტკივილისგან.მერე კი ეს ტკივილიც გაქრა და ცოტნეს მკლავებში ბედნიერი მიესვენა. ყველაზე დასამახსოვრებელი და ლამაზი ღამე იყო მათ ცხოვრებაში და დარწმუნებულები არიან რომ კიდევ უამრავი ასეთი ღამე ელით წინ, ერთობლივ ცხოვრებაში. *** დიმა ისეთი გახარებული იყო ელენე და ცოტნეს ამბით,რომ სახლში შამპანიურის ბოთლი გახსნა. -ელო, ელო-დაუძახა გახარებულმა ელოს,რომელიც თავის ოთახში იყო. ელომ პირველად გაიგონა დიმას მიერ დაძახებული ელო და ტანში სასიამოვნოდ გაცრა. როგორც კი დაუძახა ეგრევე გამოვარდა საძინებლიდან და კითხვისნიშნიანი მზერა მიაპყრო.დიმამ ელოს ჭიქა გაუწოდა -გამომართვი-აჟიტირებული იყო დიმა.ჭიქა ელოს გაუწოდა და შამპანიური ჩამოუსხა -რას აღვნიშნავთ?-თვალებგაბრწყინებულმა კითხა ელომ,რადგან დიმა ასეთი მხიარული ელოსთან ჯერ არ ყოფილა -ცოტნემ ცოლი მოიყვანა-უთხრა და ჭიქაზე ჭიქა მიუჭახუნა -მართლა? რა მაგარია-მართლა გაუხარდა ელოს,ოღონდ თვითონაც არ იცის რატომ-მაგრამ,მოიცა... მაგას ხომ ელენე... შენ რომ გიყვარს...-აქ გაჩუმდა,რადგან დიმას დასერიოზულებულ სახეს მოკრა თვალი -ხო,ცოტნე და ელენე დაქორწინდნენ და მე ეს საშინლად მიხარია.მათ ერთმანეთი უყვართ და ბედნიერებას იმსახურებდნენ,ასე რომ ზედმეტი კითხვების გარეშე მოდი და დავლიოთ-ცოტა მოლბა დიმა და შამპანიური ერთი მოყუდებით გადაუშვა ყელში. ელომაც მიბაძა და ჭიქა გამოცალა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,ელო და დიმა მშვიდად საუბრობდნენ ერთმანეთში და თან შამპანიურს სვამდნენ. 2 ბოთლი შამპანიური რომ გამოცალეს და მეტი შამპანიური აღარ დარჩათ,ეხლა კონიაკს მიადგნენ და იმის სმა დაიწყეს.სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე ამბობდნენ და თან გიჟებივით იცინოდნენ.რომ გეკითხათ რის სადღეგრძელოს ამბობდნენ,ვერც ერთი ვერ გაგცემდათ ნორმალურად პასუხს. ორივე საკმაოზე მეტად მთვრალი იყო. ერთმანეთს რომ შეხედავდნენ იმაზეც კი ეცინებოდათ. ელო ფეხზე წამოდგა და ბანცალით წავიდა დიმასკენ და გვერდით მიუჯდა,თავი მხარზე დაადო და ჭიქას გაუშტერა თვალი.დიმამ ლოყაზე დაუსვა ხელები.ვერც ერთი ვერ იაზრებდა რას შვებოდნენ. უფრო სწორად დიმა იყო საშინლად მთვრალი და ვერ აცნობიერებდა თავის ქმედებებს.ელოს ისედაც უყვარდა დიმა და სასმელი არ ჭირდებოდა სითამამისთვის. უცებ წამოენთო და ვნებამოერულმა დაუწყო დიმას კოცნა. დიმამაც თმაში ხელი შეუცურა და კოცნა უფრო გააღრმავა.გიჟებივით კოცნიდნენ ერთმანეთს.ალკოჰოლმა ორივეს სითამამე შემატა,განსაკუთრებით დიმას და ცდუნებას ვერ გაუძლო. ასე ჩვეულებრივ თუ გინდათ არაჩვეულებრივ, კოცნა-კოცნით აღმოჩნდნენ საძინებელში და ერთმანეთს ტანსაცმელს აფრცქვნიდნენ.არც ერთის გონება არ მუშაობდა.იმ წამს მხოლოდ ერთმანეთს ხედავდნენ და ერთმანეთის ალერსი ადარდებდათ. მოსახდენი მოხდა და დიმამ და ელომ ღამე ერთად გაატარეს. დილით დიმას თავი უსკდებოდა.თითქოს ვიღაც მთელი ძალით ჩაქუჩს ან მძიმე საგანს ურტყამდა.ცალი თვალი ძლივს გაახილა და ხელი გაშალა,როცა რაღაც სხეული იგრძნო,უფრო სწორად ეს რაღაც ვიღაც იყო. გვერდზე გაიხედა და ელოს რომ მოკრა თვალი მის საწოლში,თან შიშველს,თან...თან...თვალები შუბლზე აუვიდა და სწრაფად წამოხტა საწოლიდან .არეულ ოთახს თვალი მოავლო,სადაც იატაკზე ტანსაცმელი იყო მიყრილი.მერე მზერა ისევ საწოლზე გადაიტანა,სადაც ელო იწვა.იქვე თვალი მოკრა დალაქავებულ ზეწარს .შოკირებულმა თვალი საწოლს გუშტერა და ადგილზე გაიყინა -აუ ჩემი-თავზე ხელი შემოიწყო-ოღონდ ეს არა-ამოიგმინა და თვალები მაგრა დააჭირა ერთმანეთს. იმედია ეს თავი მაინც მოგეწონებათ. პ.ს ყველას დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ასევე ცალკე მადლობა facebook კომენტარების ავტორებს,მათ კომენტარებს ვერ ვპასუხობ და შესაბამისად არ მინდა უყურადღებოდ დარჩნენ.ძალიან კარგები ხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.