შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოულოდნელი დასასრული (11)


23-03-2015, 20:37
ავტორი flightless bird
ნანახია 3 061

ქეთის ცხოვრებაში ყველაზე თბილი დილა გათენდა, ჯერ გაეღიმა, გაიზმორა... მხოლოდ ამის შემდეგ ინება თვალების გახელა, თუმცა მალევე გააცნობიერა, რომ მეუღლე გვერდით არ ჰყავდა და სახეც მოეღუშა... თავიდან იფიქრა, ალბათ გვიანია და ადგომა დამასწროო, მაგრამ საათს, რომ გახედა მიხვდა ასე არ იყო. ჯერ მხოლოდ რვა საათი გახლდათ, ნიკა ასე ადრე არასდროს დგებოდა.
გადაწყვიტა გაერკვია რა ხდებოდა, ხალათი ჩაიცვა , საწოლი გაასწორა და პირველ სართულზე ჩავიდა. მისაღებში არავინ დახვდა, არც სხვა ოთახებში იყო ვინმე.
"ნეტავ რა მოხდა? " გაიფიქრა ქეთიმ... მალე სახლის ტელეფონმაც დარეკა, სწრაფად მივიდა და ყურმილი აიღო...
-გისმენთ...?!
-ქეთი შენ ხარ? თეკლა ვარ... ხომ არ გაგაღვიძეთ?
-არა თეკლა, მოხდა რამე?
-ისეთი არაფერი, დამხმარემ დარეკა ვერ მოვალ დღეს სახლის დასალაგებლადო... თუ გინდა მოვალ...
-არა თეკლა, რას ამბობ... იყავი სადაც ხარ.
-დარწმუნებული ხარ?!
-ჰო, ჰო...
-კარგი ქეთი, კარგად.
-კარგად გაერთეთ...
-მადლობა სიხარულო, ხვალ მოვალ.
-კარგი, კარგი...
ქეთიმ ყურმილი დაკიდა, და დივანზე დაეშვა... მთელი დღე ისე გავიდა ხელი არ გაუნძრევია, იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.... თუმცა ტეევიზორსაც უბრალოდ მიშტერდებოდა, ყურები და გონება კი კარისკენ ჰქონდა მიპყრობილი... ხანდახან თვალის გაპარებასაც ბედავდა, არავინ ჩანდა... ერთხელ ისიც გაიფიქრა ნიკას დავურეკავ, გავარკვევ რა ხდებაო, თუმცა მერე თავმოყვარეობამ სძლია და ისევ ძველ საქმეს მიუბრუნდა. რვა საათი იქნებოდა, ადგომა, რომ ინება... მალე კუჭმაც შეახსენა თავი, თავბრუსხვევა იგრძნო... დივანს, რომ არ მოსჭიდებოდა ალბათ წაიქცეოდა კიდეც... ნელა გავიდა სამზარეულოში, ფრთხილობდა... არ უნდოდა სადმე წაქცეულიყო. საქმე იმაშია, რომ ბავშვობიდან საკმაოდ სუსტი იყო, ხშირად ცივდებოდა, გულიც არაერთხელ წასვლია. ამ ყველაფერს ასთმის შეტევებიც ემატებოდა. ამის გამო ყველა ხელის გულზე ატარებდა, ყოველთვის უფრთხილდებოდნენ მამამისიც კი არ სცემდა ხმას ზედმეტად. ყველა თავს დაჰფოფინებდა, ოღონდ ეგ კარგად ყოფილიყო და ხელს არაფერზე აკიდებინებდნენ. სამზარულოში შესულს გული შეუღონდა, საჭმლის კეთება არ იცოდა და რა უნდა ექნა? გადაწყვიტა ისევ მადლიანი კარტოფილი გაეთალა და ის ეჭამა... მთელი საატი მოანდომა ვახშმის მომზადებას, საკუთარი ნახელავით აღფრთოვანებული დარჩა... კარტოფილის ნაჭრები ზუსტად ერთი ზომის იყო... ყველა მათგანი თანაბრად იყო დაბრაწული და მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა... ცოტა ხანს იცადა, იქნებ ნიკამ მომისწროსო, მაგრამ ვეღარ გაძლო და მაგიდის გაწყობას შეუდგა. ერთი ლუკმაც არ ჰქონდა გასინჯული, ზარი რომ შემოესმა. სიხარულით წამოფრინდა ფეხზე და კარი გააღო... ხელში გალეშილი ლაშა შერჩა. კი გაბრაზდა, მაგრამ წუწუნით და ლანძღვით გულს ხომ არ გაუწვრილებდა? თანაც იცოდა, რომ მასთან ჯიუტობით ვერაფერს მიაღწევდა. ხელი შეაშველა და მისაღებში გაიყვანა.
-ჩამოჯექი...
-ხელი გაწიე, არ მჭირდება შენი დახმარება... ისე ბუზღუნებდა ქეთიმ თავი ვერ შეიკავა და ჩაიფხუკუნა.
-ლატომ ალ გინდა ჩემი დახმარება?
-რა ენას მიჩლექ?
-პატალა ბავშვივით ლაპალაკობ და მაგიტომ...
-გეყოს აფერისტობა, დამანებე თავი... რა მხრუნველი ცოლივით დამტრიალებ თავზე.
-არ ვარ მზრუნველი ცოლი?
-არა!
-როგორ არა, იცი? ვახშამი მოგიმზადე.
-რა მომიმზადე?
-შემწვარი კარტოფილი, მეტი აბა არაფერი ვიცი და.
-საჭმლის კეთებაც არ იცი, სულელი ხარ!
-ნიკა რა გინდა?
-შენგან რა უნდა მინდოდეს? ერთი უქნარა გოგო ხარ.
-მგონი შენგან ეგეთი მოპყრობა არ დამიმსახურებია...
-დაიმსახურე!
-არა მეთქი!
-დაიმსახურეთქო! ნიკამ იღრიალა და იქვე მდგარ ჟურნალის მაგიდას წიხლი ჰკრა. მსხვრევის ხმამ გოგონა შეაშინა, მისდაუნებურად წამოიკივლა.
-რა გაკივლებს? გეშინია? ჩემი გეშინია შე ჩერჩეტო?!
-ჰო ! შემშინდა!
-ტირანს ვგავარ? ნუთუ უგრძნობი ურჩხული გგონივარ? არ მიცნობ ქეთი?
-მე შენი კი არ მეშინია, უბრალოდ მსხვრევის ხმამ შემაშინა.
-ჩემი არ გეშინია არა? აბა რას გავს შენი გუშინდელი საქციელი? ჩემთან თუ არ გინდოდა უნდა გეთქვა გაიგე? და აბაზანაში არ უნდა გამოკეტილიყავი, მემგონი არც ისეთი იდიოტი და ურჩხული ვარ, რომ შენზე მეძალადა.
-ნიკა თავადაც არ იცი რას ბოდავ, წადი და დაიძინე.
-არ მეძინება! არა! ჯერ ბოლომდე მომისმენ... გუშინ ორჯერ გამოვედი , ორჯერ დაგიძახე... შენ კი პასუხის გაცემაც არ იკადრე.... ვიფიქრე არ ესმის და შემოვათქო... გელოდე, გელოდე და ჩამეძინა. ეგრე თუ გეშინოდა ჩემი რას შემომიძვერი საწოლში? დარჩენილიყავი იმ შენს საბანში... იმის აღარ შეგეშინდა, რომ გამეღვიძებოდა? ! ნუთუ ისეთი სასურველი გგონია საკუთარი, თავი რომ შენს გამო ჩემს კაცობას გადავაბიჯებ? ერთი უბრალო გოგო ხარ... გეთქვა, თუ არ გინდოდა... რას იმალებოდი?
-ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გგონია, გაიგე?
-აბა როგორ არის?! არარაფრის მოსმენა აღარ მინდა.
-ნუ მიყვირი!
-ჩემი სახლია, მინდა ვიყვირებ და თუ მოვინდომებ ყველაფერს დავლეწავ გაიგე გოგო? შენც ჩემი ხარ, ჩემი ცოლი ხარ! მინდა შენთან დავწვები, მინდა ძვლებში დაგამტვრევ! ხომ გგონივარ ტირანი? ძალიან კარგი, ახლა ნახავ, როგორია ტირანი ნიკა რობაქიძე! ლაშა მისკენ გაიწია, თუმცა ქეთიმ მოასწრო და გაიწია, ბიჭი ისეთი მთვრალი იყო წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და შუშის მაგიდის ნამსხვრევებზე დაეცა, ბლანტმა სითხემ მისი ხელიდან სწაფად იწყო დენა.
-პათოლოგთან ერთად ინვალიდიც ყოფილხარ! ეს ვის ხელში ჩავვარდი ღმერთო! შენ უნდა შეიწირო ჩემი ცხოვრება? სულ შენი გულისთვის რატომ უნდა ვტიროდე მითხარი რატომ?
-რა გატირებს მერე?
-ის მატირებს, რომ იდიოტი ხარ... ხან შენ იგდებ თავს საფრთხეში ხანაც მე მაგდებ... რაც არ უნდა იყოს ყოველთვის მე ვზარალდები!
-ხელი მე მაქვს გაჭრილი და შენ როგორ დაზარალდი ერთი? ბავშვივით გაიბუსხა ნიკა.
-რას ქვია როგორ? ვნერვიულობ ადამიანო, ვნერვიულობ!
-რას თამაშობ ერთი? ახლა მაინც ვართ მარტო.
-არ ვთამაშობ, მართლა ვღელავ. ქეთი მეუღლესთან ჩაიმუხლა და მისი ხელი თავისაში მოიქცია... მაჯა ჰქონდა გაჭრილი, თუმცა არც ისე ღრმა ჭრილობა ჰქონდა.
-შემეშვი! დაუყვირა ნიკამ და ხელი წაართვა.
-ჭრილობას შეგიხვევ და მერე შეგეშვები , იდიოტო!
-არ მჭირდება მეთქი!
-აქ დაეტიე, მალე მოვალ!
ქეთი სამზარეულოში გავიდა და აფთიაქის ყუთი ჩამოიღო, მალე ბრახუნი მოესმა... "ახლა რაღა მოხდა? " მისაღებში გაიქცა და კიბესთან წაქცეული ნიკა დაინახა, როგორ უნდოდა სერიოზული სახე მიეღო, მაგრამ სიცილს ვერ იკავებდა. ფრთხილად მიუახლოვდა მეუღლეს და კიბეზე ჩამოსვა, ამ უკანასკნელმაც მყარად, რომ დაიგულა თავი ისევ გადიდგულდა.
-რამდენჯერ გითხრა, შემეშვითქო.
ქეთიმ ყურიც არ ათხოვა, ადგა და და ჭრილობის დამუშავებას შეუდგა... ქმრის ბუზღუნს ყურადღებას არ აქცევდა, როგორც შეეძლო უყვავებდა და ეფერებოდა...
-როგორ აკეთებ ამას?
-რას?
-როგორ აიგნორებ ჩემს ლანძღვას? მოთმინებით არასდროს გამოირჩეოდი.
-ხშირად ისეთ რამეებთან გვიწევს შეგუება, რასაც ადრე ვერ წარმოვიდგენდით.
-ჰო, ეგ მართალია... აი მაგალითად მე შენთან მიწევს შეგუება...
-გეყოს! ერთხელ მაინც იყავი სერიოზული...
-სერიოზულობა, აქამდე მიმიყვანა... ეს თქვა და ნატკენი ხელი კიდევ ერთხელ დაანახა მეუღლეს.
-მაგაზე კიდევ ვილაპარაკებთ, ახლა კი კეთილი ინებე და დაიძინე!
-არ მეძინება...
-მე გკითხე გეძინება თუ არათქო?! დროზე ადექი!
წინააღმდეგობის გაწევა აღარ უცდია, ქეთის ხელი გადახვია და მასთან ერთად ავიდა მეორე სართულზე... საწოლში ჩააწვინა და საბანი გაუსწორა... ის იყო გასვლა დააპირა, რომ ნიკამ დაიჭირა.
-დარჩი რა...
-მშია...
-გთხოვ, მალე ჩამეძინება და გადი...
-რავი, წეღან იმაზე მეჩხუბებოდი ენას რატომ მიჩლიქავო... ახლა კი მარტო დაძინების გეშინია?
-იცი? რაც გაგიცანი იმის მერე სულ მენატრები ხოლმე... მართლა გეუბნები... როცა ვსვამ მაშინ განსაკუთრებულად მენატრები... ამიტომაც ძალიან იშვიათია, რომ სადმე დავლიო...
-ნუ ბოდიალობ რაღაცას...
-არა არ ვბოდიალობ.
-მაშინ ნუ მეაფერისტები...
-არც გეაფერისტები... სიმართლეს ვამბობ.
-კარგი, დავრჩები...
ქეთიმ საბანი აწია და მეუღლეს გვერდით მიუწვა, ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა და თავი გულზე დაადო... ქეთის სუნთქვა გაუხშირდა... გულისცემაც გაუორმაგდა, ბიჭმა ჩაიხითხითა, მისი პირიდან გამონთავისუფლებული ცხელი აირი ყელზე მოელამუნა გოგონას, ახლა უარესი დაემართა... მთელს ტანზე ბუსუსები დაეყარა...
-ეს მომწონს... ჩაილუღლუღა ნიკამ და თვალები მილულა.
-მეც მომწონს... დაიჩურჩულა გოგონამ და თითები მეუღლის თმებში გადახლართა...
არჩ ვახშამი გახსენებია და არც ტანსაცმლის გახდა, მალე მასაც ჩაეძინა, მთელი ღამე გვერდი არ უცვლიათ... დილასაც იმავე პოზაში გაეღვიძათ, ამჯერადაც ნიკამ დაასწრო გაღვიძება, თუმცა არსად აღარ წასულა, პირიქით უფრო მაგრად ჩაეხუტა ქეთის... მალე გოგონასაც გაეღვიძა, ისევ იმ ნეტარების ღიმილით დაიწყო დილა, თუმცა მალევე მოიშორა სახიდან... წარბები შეკრა და ნიკას უჯიკა.
-შენ გგონია დამავიწყდა რაც მოხდა? დაიწიკვინა ქეთიმ...
-არც მე დამვიწყნია რა მოხდა... შეუღრინა მეუღლემ და საწოლიდან წამოხტა.
-ჰოდა ძალიან კარგი, კრეტინო!
-ჩერჩეტო! სწრაფად ჩაიცვა და კარი მიიხურა, სულ ლანძღვა-გინებით ჩავიდა პირველ სართულზე... ქეთის გაეცინა, ძილის შებრუნება სცადა, თუმცა არ გამოუვიდა...
"ნეტავ ნიკა სად არის? "
"ჯობია ჩავიდე და ვნახო"
დიდი წვალებით გამოძვრა თბილი საწოლიდან, ასეთივე წვალებით გაასწორა იგი, ტანსაცმელიც გამოიცვალა და გეზი პირველი სართულისკენ აიღო...
-ნიკა სად ხარ?! მართალია პასუხი არ გაუცია, თუმცა გოგონამ მაინც მიაგნო... უფრო სწორად სახლში დატრიალებული სურნელი დაეხმარა მიგნებაში. ნიკას წინსაფარი გაეკეთებინა და სამზარეულოში ფუსფუსებდა...
-მმმ, რას აკეთებ?!
-ვერ ხედავ? გიტარაზე ვუკრავ...
-კარგი შეეშვი, ნუ აწვალებ იუმორს...
-გავიცინო პატარავ?!
-სასაცილო რა ვთქვი?
-თქმით არაფერი, უბრალოდ შენ თვითონ ხარ სასაცილო...
-იდიოტო! ქეთიმ გასვლა დააპირა, თუმცა ნიკას ხმამ ადგილზე გააშეშა.
-დაეგდე და ჭამე...
-არ მშია!
-ორი დღის უჭმელი ხარ, რას ქვია არ გშია?
-რა იცი , რომ უჭმელი ვარ?
-მაცივარში ხელი არაფერზე გიხლია და საყოფაცხოვრებო ნივთებს თუ ჭამ შეგიძლია პირდაპირ მითხრა... გაგიგებ, მეუღლე ხარ მაინც...
-აჰაჰააა... მთელი მისი ირონია ჩააქსოვა ამ "სიცილში" , შედეგმაც არ დააყოვნა, ნიკა წამის მეასედში გამოძვრა დახლიდან და ქეთი დაიჭირა...
-გამიშვი...
-ჯერ ბოდიში მოიხადე...
-ბოდიში რისთვის მოვიხადო?!
-იმისთვის, რომ ერთი ტუტუცი და გაუზრდელი გოგონა ხარ!
-რომ არ მოგიხადო?!
-გაკოცებ! ნიკას დიდი იმედი ჰქონდა, რო ქეთი ბოდიშს არ მოიხდიდა და მისი "დასჯა" მოუწევდა, თუმცა მწარედ შეცდა... გოგონამ ბოდიში მოუხადა, თან ენაც გამოუყო...
-ახლა რას მიბრძანებთ დიადო ნიკავ?!
-დაჯექი და ჭამე!
-როგორც ინებებთ დიდო მბრძანებელო... გოგონა უხმოდ ჩამოჯდა სკამზე... მერე მის წინ დადებულ თეფშს ამრეზით გახედა და მზერა ისევ ნიკაზე გადაიტანა- შენ ხომ იცი, რომ ადამიანის განზრახ მოწამვლა კანონით ისჯება?!
-ნუ მაბრაზებ!
-კარგი ჰო...
გოგონამ გასინჯა თუ არა ნიკას ნახელავი გაეღიმა...
-მმმ, გემრიელია...
-ჩვენ ორს შორის ვინმემ ხომ უნდა იცოდეს საჭმლის კეთება, უქნარავ!
-დამადლებული საჭმელი რად მინდა! იდიოტო! გოგონას თვალები ცრემლებით აევსო... ფეხზე წამოხტა და გაქცევა დააპირა, თუმცა ნიკამ ისევ სკამზე დააბრუნა.
-დაჯექი და დროზე ჭამე!
-არ შევჭამ!
-ჰოდა მე გაჭმევ!
-ვერ მაჭმევ, პირს არ გავაღებ...
-მაგასაც ვნახავთ, ცალი ხელით დაიჭირა, მეორე კი ცხვირზე მოუჭირა...
-იდიოტო, პირი კი ღია მაქვს, მაგრამ როგორ მაჭმევ?!
ნიკა მიხვდა, რომ არასწორად მოქმედებდა. გოგონა შემოაბრუნა, ფეხები მუხლებით დაუჭირა, მარცხენა ხელით ხელები გაუკავა, მარჯვენათ კი ჩანგალი მოიმარჯვა.
-პირი დამიღე პატალა გოგოვ...
-არა!
-დამიღე მეთქი... ხელი მოუჭირა, ქეთის კანი აეწვა... ვეღარ მოითმინა და წამოიყვირა.
-ჭამე!
-გამიშვი და ჩემით შევჭამ...
-არა, მე უნდა გაჭამო...
-ხელი მაინც გამიშვი... მტკივა...
-კარგი... ახლა ვინ ალის პატალა?
...
-ვინ ალის მეთქი?
...
-ვინ ალისთქო გოგო?
-მეეე... პატარა ბავშვივით დაიჭყიპინა და მეუღლეს შეუბღვირა.
-აი ასე ჯობია... ახლა დამჯერი გოგო ხარ.
დიდ ხანს იჯიკავეს, ქეთის აჭამა თუ არა თავსაც მიხედა... გოგონამ უქმად ყოფნას სახლის დალაგება ამჯობინა... დამხმარეს გადაურეკა შეგიძლია არ მოხვიდეო და მთიანად საქმეში გადაეშვა...
* * *
როგორია? ბოდიში დაგვიანებისთვის... ვიცი ზარმაცი ვარ, უპასუხისმგებლოც, მაგრამ პირობას ვდებ რომ დღეიდან ყოველდღე დავდებ თითო თავს და მალევე დავამთავრებ ... მადლობთ, რომ კითხულობთ <3



№1  offline წევრი vighaca

Dzalian magaria

 


№2  offline წევრი flightless bird

Madlobaa <3
--------------------
თ.ნ.

 


№3  offline წევრი aniko:)))))

magaria male dade shemdegi

 


№4  offline წევრი flightless bird

Xval davdeb :D sul rom movkvde mainc davdeb :D miza dabrunda nuu :D
--------------------
თ.ნ.

 


№5  offline წევრი tamooo

dzaan kargia male dadee :) )

 


№6  offline წევრი flightless bird

Madloba <3
--------------------
თ.ნ.

 


№7  offline წევრი ელენე12

კარგი იყო, გელოდები დღეს

 


№8  offline წევრი ელენე12

საერთო ჯამში ეს ისტორია ძალიან კარგი. მე პირადად მინდა რო წავიკითხო მაგრამ ნუ აკეთებ ამხელა შუალედებს . შეიძლება შენ გონნია რომ არ კითხულობენ ამ ისტორიას მაგრამ ბევრი კითხულობს და დადე რა

 


№9 სტუმარი hdhshsh

Rato ar deb ramdenjerac shemivdivar imdrnjer micruvdeba imedi dade raa malee

 


№10  offline წევრი Nialler

დადეთთთთთ რააააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent