შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობები შიშის გარეშე (7)


23-03-2015, 20:38
ავტორი lola
ნანახია 2 394

ორი კვირა სრული საშინელება იყო, სიარული მიჭირდა, წამლებს ძალით მტენიდნენ, რაც მთავარი და ყველაზე საშინელება იყო რომ ერეკლე მის დაუკითხავად ოთახიდან ცხვირსაც კი ვერ ვყოფდი
ორი კვირის თავზე ექიმმა ნაკერები მომხსნა, მაგრამ სიარულის ნება მაინც არ მომცა და წოლითი რეჟიმები ისევ დამინიშნა, ვის ესმოდა ექომის? არც არავის, ისევ ჩემი გამქონდა სანამ ერეკლემ არ ამიკრძალა ლოგინიდან ადგომა
მახსოვს შაბათი საღამო იყო როდესაც ერეკლემ სახლი დატოვა და მანქანით სადღაც წავიდა, მაშინვე ვიხელთე დრო და ბურდულებს სასტუმრო ოთახში ჩევუერთდი
-მსხვერპლმა თავის ბუნაგიდან გამოსვლა მოახერხა, ეს უკვერ მიღწევაა. ლევანი აშკარად კარგ ხასიათზე იყო,ალბათ იმიტომ რომ ბოროტმა ერეკლემ ცოტახნით მაინც დატოვა სახლი
-მტაცებელი ჰორიზონტს გასცდა,ვიმედოვნებ რომ მალე არ დაბრუნდება, თორე აქ რომ დამინახოს მისი რისხვა არც ერთს არ აგვცდება, მით უმეტეს მე. სიცილით ვუთხარი და კესოს გვერდით მოვკალათდი
-ფეხი როგორ გაქვს?
-კარგად, უკვე სირბილიც კი შემიძლია, მაგრამ შენი ძმა სიარულის უფლებასაც კი არ მაძლევს.წყენით ვუთხარი
-არაუშავს მალე სრულიად გამოჯანმრთელდები, მერე უკვე შეგეძლება სიარულიც და სირბილიც. თბილად გამიღიმა
-ხო მართლა თორნიკე სად არის?ახლა გამახსენდა რომ მის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი, არც ის ვიცოდი რა ბედი ეწია, იმ დღის მერე მისი სახელიც კი არავის უხსენებია
-თორნიკე, ის.................ის. ყოყმანით დაიწყო კესომ
-ხო ის, შევეშველე
-ის.............., იცი სამზარეულოში გაზქურაზე დამრჩა ჩართული მგონი, აი ლევანის უთხარი და აგიხსნის. სწრაფად მოთხრა კესომ მერე კი ოთახიდან სასწრაფოდ გაიქცა
-კარგი თუ კითხვაზე პასუხის გაცემა არ გინდა არაუშავს, ახლა კი შენ გისმენ. ლევანისკენ შევტრიალდი
-მე მითხარით რამე? გაკვირვებულმა მკითხა
-დიახ, მაინტერესებს სად არის თორნიკე
-არ ვიცი. სწრაფად და აუღელვებლად მიპასუხა, მერე კი ტელეფონში თავი ჩარგო
-რატო არ მეუბნენით სად არის?
-არ ვიცი, ნამდვილად წარმოდგენა არ მაქვს და არის, ეგ ერეკლეს უნდა ჰკითხო.
-რაღაცას მიმალავთ შენც და კესოც.
-მე? როგორ გეკადრებათ, მე არაფერს არ გიმალავთ. ვითომ ძალიან შეშფოთებულმა მიპასუხა
-ტყუილად ცდილობ რომ როლში შეხვიდე და მომატყუო, მაიც არ გამოგდის თან წითლდები
-ვწითლდები? აქამდე რომ არ ვწითლდებოდი.მაშინვე ფეხზდე წამოხტა და სარკეში ჩაიხედა
-აჰა თვითონ გამოტყდი რომ მომატყუე, ახლა კი გისმენ მითხარი სად არის თორნიკე. კატეგორიულად მოვთხოვე და მედიდურად ავწიე ჩემი პატარა ცხვირი მაღლა
-არ იქნება ნამდვილად სასიამოვნო მოსასმენი.
-არაუშავს, გისმენ. მშვიდად ვუთხარი
-თუ არ ვცდები, რომელიღაც სასაფლაოზეა
-სასაფლაოზე, მოკვდა? ერეკლემ მოკლა? მთელ სხეულში გამეყინა სისხლი
-მთლად ეგრეც არაა. ურეაქციოდ მითხრა
-მოკვდა?
-არ ვიცი, მგონი რომ...................... აღარ დაამთავრა ლევანმა ბოლო წინადადება
-ესეიგი მკვდარია?
-დეა არ ვიცი, უბრალოდ ვიცი რომ მაგარი ნაცემია, მგონი რამდენიმე ჭრილობაც აქვს მიყენებული მუცლის არეში. მშვიდად მითხრა
-და მერე ასე მშვიდად დგახარ და უყურებ როგორ დადის ერეკლე თავისუფლად, არ გიფიქრია იმაზე რომ შეიძლება კიდე ვინმეს დაუშავოს რამე?
-დეა ის არაა დამნაშავე
-რა? კიდე მის მხარეს ხარ? გაკვირვებულმა ვკითხე
-არა, მის მხარეს არასდროს არ ვარ.თავი სწრაფად გაიმართლა
-იცი რომ თუ ერეკლეს დაიჭერენ შეიძლება შენც ციხეში აღმოჩნდე, როგორც მისი თანამზრახველი, არც კესოს დატოვებენ გარეთ მასაც დაიჭერენ, მერე კი რამდენიმე წლიან პატიმრობას მოგისჯიან
-ვიცი. კვლავ მშვიდად მიპასუხა
-რა? მერე როგორ ხარ ასე მშვიდად, არ გინდა რომ წახვიდე? არ გინდა თავს უშველო?
-რაც არ უნდა იყოს ერეკლე ჩემი ბიძაშივილია და მის გვერდით უნდა ვიყო
-მაგრამ ის დამნაშავე და ამავდროულად მკვლელიც არის, მე შენს ადგილზე რომ ვიყო მის გვერდით ერთ წუთსაც არ გავჩერდებოდი
-ვთქვათ შენი ძმა მკვლელია, მის გვერდით არ იქნებოდი?გასაჭირში გვერდში არ მოუდგებოდი?
-ჩვენ ახლა ჩემს ძმაზე არ ვსაუბრობთ
-არა დეას, მე დედისერთა ვარ და ერეკლე ჩემს ძმად მიმაჩნია, ამიტომ მე მის გვერდით ვიქნები, მასთან ერთად ჩავჯდები ციხეში თუ საჭირო იქნება, მაგრამ მას არასდროს დავტოვებ მარტო, ერთი დაიმახსოვერე ჩემგან არასდროს მოატოვო ადამიანი გასაჭირში, რადგან არიცი როდის დაგჭირდება მისი დახმარება. გაბრაზებულმა მითხრა მერე კი ოთახიდან გავიდა

ერეკლე გვიან დაბრუნდა,მაშინვე ჩემს ოთახში შემოვიდა რათა შეემოწმებინა იქ ვიყავი თუ არა
-რა იყო გეშინია რომ აქედან გავიქცევი?
-ბევრიც რომ ეცადო მაინც ვერ მოახერხებ. კმაყოფილი სახით მითხრა
-თუ გავიქცევი თორნიკესავით მომკლავ?
-რა?
-ვიცი რომ თორნიკე მკვდარია, ისიც კარგად ვიცი რომ მის სისხლში ხელები გაქვს გასვრილი
-ვინ გითხრა? მკაცრად მკითხა
-რთული მისახვედრი არც იყო. ცინიკურად ვუპასუხე
-ვინ გითხრა, რომ მკვდდარია? დამიყვირა,უკვე ემჩნეოდა დაძაბულობა და გაღიზიანება
-არავის არ უთქვამს და ნუ მიყვირი, იმის უფლება ნამდვილად არ გაქვს რომ დამიყვირო
-გოგო ნუ ცდი ჩემს მოთმინებას და ახლავე მითხარი ვინ გითხრა
-მგონი რომ არც უნდა იყოს ძნელი მისახვედრი
-ლევანმა? ხო აბა ვინ გეტყოდა,კესომ არაფერი იცის
-მაგრამ გაიგებს. წყნარად ვუთხარი
-ვინ ეტყვის? შენ? როგორ გამაცინე. ცინიკური ღიმილი გადაეკრა სახეზე
-სანამ დრო გაქვს იცინე,ციხეში რომ აღმჩნდები მაშინ მე გავიცინებ
-ოჰო, ის მაინც იცი რომელი მუხლით ისჯება განზრახ მკვლელობა, ან თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა?
-რათქმაუნდა, 108ე მუხლით განზრახ მკვლელობა, 143 მუხლით კი თავისუფლების უკანონოდ აღკვეტა, ამას ნარკოტიკებიც დაამატე, ზუსტად გეტყვი 20 წელზე ნაკლებს არ მოქცემენ. კმაყოფილმა ვუთხარი
-ალქაჯებისთვის ენის მოჭრა მერამდენე მუხლით ისჯება ისიც ხომ არ იცი? სიცილით მკითხა
-იცი რას გეტყვი, ჯერ ეგეთი მუხლი არ დაუწერიათ მაგრამ ვიზრუნებ მაგაზე,იმაზეც ვიზრუნებ რომ შენნაირებს ბოლო მოუღონ
-აბა შენ იცი წარმატებები.დამცინავად მითხრა და ოთახიდან გავიდა
-ნარცისიზმით დაავადებული ხარ და არამგონია რომ განიკურნო. ხმამაღლა დავუყვირე, ვიცოდი რომ გაიგებდა და არც შევმცდარვარ, საპასუხოდ კარები ჩამიკეტა
-სიმართლე მწარეა ყოველთვის. ისევ ჩავწანკლე და კმაყოფილი დავწექი ლოგინზე


კვირას გვიან გამეღვიძა, 12ი იყო დაწყებული ფეხზე რომ ავდექი,
კარები როგორც ყოველთვის ჩაკეტილი იყო,ახლაც როგორც უწინ ერეკლესთვის ყვირილი მომიწია, მაგრამ ამ ჯერად მალე გამიღო კარი
-რაო ერთ ადგილას ვეღარ ისვენებთ?
-შენ წარმოიდგინე და ვერა.
-თუმცა შენნაირები როდის ისვენებენ ერთ ადგილას, სულ დაძრწიან და ფეხებში გედებიან, ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიშორო
-როგორ მაინტერესებს ამ დილაუთენია რამ გიკბინა რომ უკვე ნერვები მოშლილი გაქვს, თუმცა გამახსენდა შენ არასდროს არ გაქვს ნერვები კარგ დღეში, ნერა რატო? ხო ესეც ადვილი შეკითხვაა, იმიტომ რომ შეიშლილი ხარ. სწრაფად ვუთხარი და სააბაზანოში შევედი, ერეკლემაც დააპირა შემოსვლა მაგრამ შევაჩერე
-აჰამ, იმის უფლებაც არ მაქვს მარტო შევიდე სააბაზანოში. გაბრაზებულმა ვუთხარი და კარები ცხვირ წინ მივუკეტე
-ლოდინი კართან უზრდელობაა, მადლობელი დაგრჩები თუ წახვალ. დავუყვირე ერეკლეს რომელიც ზუსტად ვიცოდი რომ იქ მიცდიდა.
ნახევარი საათი ჯინაზე ვიყავი სააბაზანოში და გეგმებს ვაწყობდი,გაქცევის გეგმაში შესწორებები შევიტანე,სიმართლე რომ ვთქვა ჩემი გაქცევის გეგმით ფრიად კმაყოფილი ვიყავი, რომელიც ვიცოდი რომ გაამართლებდა მხოლდ იმ შემთხვევაში თუ ვინმე ან რამე არ შემიშლიდა ხელს
სააბაზანოდან გასვლისას მთელი ტექსტი მომზადებული მქონდა რაც ერეკლესთვის უნდა მეთქვა, მაგრამ იქ აღარ დამხვდა.
კმაყოფილი სახით წავედი სამზარეულოსკენ
-ვინმემ მოქცა შენ აქ შემოსვლის ან ამდენი ხანი ფეხზე დგომის უფლება? ერეკლემ დამიბღვირა
-იცით დიდი ხანია მაინტერესებს, სუნთქვის უფლება მაინც მაქვს ამ სახლში?თუ როგორც თორნიკეს აღიზიანებდა ჩემი სუნთქვა ისე გაღიზიანებთ თქვენც. ერეკლეს კითხვაზე არ ვუპასუხე და მე დავუსვი ჩემთვის საინტერესო შეკითხვა
-დეა ნუ სარგებლობ ჩემი კეთილგანწყობით ბოროტად.
მისი სიტყვები არც მე და არც ლევანის სიცილად არ გვეყო, ლევანის უყურადღებობით ვისარგებლე და მისი ტელეფონი ჩუმად მოვიპარე, ისე რომ ვერავინ შეამჩნია
საუზმის დროს ერეკლე თვალს არ მაშორებდა, მის თვალებში ჩემი მოკვლის სურვილი იზრდებოდა, რაც ნამდვილად არ მანაღვლებდა.
საუზმის დამთავრების თანავე ერეკლეს ტელეფონზე დაურეკეს და სამზარეულოდან გავიდა, 15წუთი ესაუბრებოდა ვიღაცას შემდეგ კი გაფითრებული უკან დაბრუბდა
-რამე მოხდა? ლევანმა მაშინვე ჰკითხა
-არაფერი ყველაფერი რიგზეა.
-ხო აბა რა, მაგიტომ გადევს მკვდრის ფერი. ჩემთვის ჩავიჩურჩულე, მაგრამ აშკარად ყველამ გაიგონა და მე შემომხედეს
-ჩემს ოთახში ვიქნები. მშვიდად ვუთხარი და სამზარეულოდან გამოვედი
ჩემს ოთახში შევედი და მაშინვე მამას დავურეკე,10 წუთი მაინც ველოდე მაგრამ უშედეგოდ, არ მიპასუხა, მერე კი შეტყობინება დავუტოვე, რომელსაც ვიცოდი რომ აუცილებლდა ნახავდა.
ლევანისთვის ჩუმად მინდოდა ტელეფონის დაბრუნება ამიტომ, იქით გავწიე საიდანაც მისი ხმა მესმოდა
-დეას როგორ ერტყვი?
-არ ვეტყვი. მშვიდად უპასუხა ერეკლემ ლევინის
-რატო?
-კაი დამცინი, მივიდე და პირში ვუთხრა, დეა ბებია დაგეღუპა თქო, მოტვინე რა დაემართება, ისედაც ცუდ დღეშია. ერეკლემ გაბრაზებულმა მკაცრად უთხრა


სწორედ ახლა ჩაკვდა ის იმედის ნაპერწკალი რომელიც ოდნავ მაინც შემრჩენოდა,სასოწარკვეთილებამ მომიცვა, მთელი სხეული გამეყინა და ამიკანკალდა, თვალები ჩამიცრემლიანდა, საუბრის უნარი წამერთვა და ასთმის შეტევაც დამეწყო
ტელეფონი ხელიდან გამივარდა,ამან კი ორივეს ყურადღება მიიპყრო
ვიცი უბედური და საცოდავი გოგონა იდგა მათ წინ რომელიც იმ წუთებში სიკვდილს ნატრობდა




---------------------------------------------------------------
აბა შემიფასეთ
ვიმედოვნებ რომ მოგეწონებათ love



№1 სტუმარი Bingo_013

მალე დადე თორე მოგაკითხავ სახლში ნაჯახით bully

 


№2 სტუმარი ana

ძალიან კარგი იყოო მალე დადე შემდეგიი გთხოვ <333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent