შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიება თუ...?!(თავი VI)


24-03-2015, 00:10
ავტორი Nina))
ნანახია 3 254

შეძლებს.რა თქმა უნდა,შეძლებს.აბა რისთვის ჩამოვიდა თბილისში,რისთვის განაგრძო წარსულის აჩრდილით ცხოვრება.რატომ არ დაივიწყა ტკივილი,და უბრალოდ რატომ არ განაგრძო ცხოვრება და რატომ არ დაიწყო ხელახლა.ისეა გამწარებული ერისთავებზე,შეუძლია სათითაოდ აქციოს ნაკუწებად..თითქოს და დიდი ბედნიერება იყოსო ისე მიაქვთ მასთანაც მოსაწვევი და სახეს ირევს რომ ,თითქოს და მოულოდნელობისგან გამწარებული გადავიდეს ერისთავებთან..

-ეს რა არის?!-გამწარებული ახეთქებს მოსაწვევს მაიას წინ,როგორც ჩანს შერიგებულან და ახლა უფრო მწარდება,უხარია რომ მალე დაშორდებიან
-მეც არ ვიცი,ნატალია,ჩვენც ახლა მოგვივიდა და ვინ გვეთამაშება არ ვიცი,რა წიგნია ასეთი,თვალადაც არ მინახავს და უკვე ყველა აგვანერვიულა-ურცხვად ტყუის მაია და გამჭოლ მზერას უმიზნებს ნატალიას.
-არ ვიცი,მაგრამ მწარედ ვანანებ! ვინმემ რომ ჩემი ოჯახის სახელს რამე არასწორად უთხრას ! მწარედ ვანანებ-გრაციოზულად ტოვებს იქაურობას და ცდილობს ტანსაცმელი შეარჩიოს,პრეზენტაციას ელიტური საზოგადოება დაესწრება,პრეზენტაციის შემდეგ ვახშამი გაიმართება,ანუ,ეს შავი elie saab_ის კაბა შესანიშნავია,მოღერებული გულ-მკერდით,რომელსაც ულამაზესი ყელსაბამი ამშვენებს.
როგორც სჩანს ერისთავებიც საჯაროდ მომზადებულან.ქალბატონი მაია თეთრ,შანელის კაბაში გამოწყობილა,არაფრით ჩამოუვარდება თამაზი,შავი შარვალი და შავი პერანგი ძალიან უხდება.აი,დამიანე კი საოცრებაა..ნამდვილი საოცრება,შავი შარვალი,თეთრი პერანგი და შავი პიჯაკი უზომოდ უხდება მის ხორბლისფერ კანსა და ღამისფერ თვალებს..პრეზენტაციის მსვლელობისას დემეტრე და ნატალია ერთად იდგნენ...ყველა დეტალი საჯაროდ გამჟღავნდა,როგორ ღალატობდნენ ერთმანეთს ერისთავები და როგორ ცდილობდნენ ამაღლობლენთან საქმის დაჭერას,რაც არ გამოსდიოდათ,ყველა დეტალი სათითაოდ აღწერა ნატალიამ და ჯერი ნატალიასა და დამიანეზე უნდა მიმდგარიყო თამაზის ურთიერთობის შემდეგ,მაგრამ მოულოდნელმა დარტყმამ ყველაზე ეფექტური შედეგი გამოიღო,მაიას თეთრი კაბა მალევე შეიღება წითლად და განწირულმა კივილმა ჩაანაცვლა წიგნის ზოგადი მიმოხილვის პროცესი,ბატონმა თამაზმა დამცირებას ვერ გაუძლო და შუბლში ტყვია დაიხალა,ისე,როგორც ოდესღაც ნატალიას მამამ! არა! რა ეგონათ,ეგონათ წართმეულ ბავშვობას აპატიებდა ნატალია?! ეგონათ ყველა ცრემლს,ყველა ტკივილს,ყველა დარდს აპატიებდა?! ნურას უკაცრავად!!
განწირულად კივის,და ვერავინ ინძრევა,ყველა შოკშია,ნატალია მოდის გონს და სასწრაფოს ურეკავს. ათწუთიანი ლოდინის შემდეგ სასწრაფოც მოდის და თამაზი საავადმყოფოში გადაყავთ,თუმცა ასეთ ჭრილობას ვერაფერი შველის და მანქანაშივე იღუპება..
თეთრს,სწრაფად ცვლის შავი ფერი და სამგლოვიარო ტანსაცმლით იმოსებიან ერისთავები,რისი ბედნიერებაც ნატალიას არ ჰქონდა! სამაგიეროდ გულითა და სულით გლოვობდა ოჯახს...

***
ყველაფერი ხდება..
თან წამებში.
წუთებში.
საათებში..
ერთ დღეში მთელი ცხოვრება იცვლება...
დაინგრა ბინძური ხელებით ნაშენები სახლი,ქონება,სახელი.ყველაფერი დაიმსხვრა და გაცამტვერდა..
წამებში შავმა ფერმა ჩაანაცვლა ფერადი ერისთავები...ყველაფერი წამებში დაიმსხვრა..
ახლა იგრძნობენ ალბათ ტკივილს.. ნამდვილს ტკივილს..როგორია, როდესაც ვიღაცას გართმევენ ისე რომ ჰაერის ჩასუნთქვის საშუალებასაც არ აძლევენ..
ბევრი იტანჯა ნატალიმ..ბევრს გაუძლო..დროა!, დროა ერისთავებმაც ისწავლონ ჭკუა!
***
ორი კვირა გავიდა..თოთხმეტი დღე-თოთხმეტ საუკუნედ გაიწელა.. გაწამდნენ ერისთავები..გლოვა არ წყდებოდა მათ სახლში,ოფისში..ყველგან...დამიანეს სურდა ნატალიას განადგურება! დამიანეს სურდა ამაღლობელის უკანასკნელი წევრის ამუდამოდ დამცირება და მიწასთან გასწორება! ერისთავს სურდა ამაღლობელზე შურისძიება და პირიქით,
ამაღლობელს სურდა ერისთავზე შურისძიება!
გამწარებული დადიოდა სხვადასხვა კლუბში და გამწარებული ჭიქას-ჭიქაზე ცლიდა..ხან ვისთან ათენებდა.. ხან ვისთან..
გონება დაკარგული და მიბნედილი იყო ნატალია..ასეთი ძლიერი ქალი ასე უცებ მოტყდა..გააწამა დამიანეს ტკივილმა..არ ეგონა ამ ქალს ასე რომ იგრძნკბდა დამიანეს,თორემ აქამდე არც გაიკარებდა ახლოს..გატყდა..განა მოჩვენებით..

***
ყველაფერს შველისო დრი ნათქვამია! ასეც არის... ყველაფერს გზა და გზა გავიწყებს,თანდათან დაგაშორებს..როგირ მეგონა! როგორ მეგონა ვეფხვი კურდღლად რომ გადაიქცეოდა და უბრალო გაფაჩუნებაც შიშს მოგვრიდა..როგორ მეგონა ბორიტებითა და შურისძიებით გავსებული სული,ასე თუ შეშინდებოდა..
სუყვარულია ყველაფრის მშველელი! მკურნალი..
და ერთიც არის..
ახლა რა ქნას..
რა უყოს თამაზ ერისთავის აჩრდილს..
თორნიკე ამაღლობელის გაწბილებულ თვალებს.როგორ აუარის ღამით კოშმრებს გვერდი..როგორ დაივიწყოს წითლად შეღებილი თეთრი კაბა და როგორ დაივიწყოს დამიანეს შეშლილი თვალები,ზიზღის მეტს არაფერს რომ არ ასხივებდნენ...
მიუხედავად წართმეული ბავშვობისა,მიუხედავად წართმეული მშობლებისა..ბედნიერებისა..სახლისა და ოჯახისა,მაინც შემორჩა ადამიანისათვის დამახასიათებელი ნიშნები..
სინდისი..სიყვარული.მიმედგაცრუება..სიბრალული...
ეს ყველაფერი შემორჩა და ახლა ოთხად მოკეცილი ზის ოთახის კუთხეში და შიშისგან კანკალებს..არ ეგონა..
დავიფიცებ არ ეგონა რომ ერისთავი თავს მოიკლავდა..
ყველაფერს ელოდა,მის სიკვდილს არა..
არ უნდოდა ადამიანის სიკვდილის საკუთარ თავზე აღება..
არ უნდოდა სხვის სისხლში ხელის გასვრა..
მითუმეტეს დამიანეს მამისა...
ახლა შეიშლება...
უნდა ადგეს და წავიდეს..
უნდა ნახოს.. თორემ გააფრენს,ჭკუიდან შეიშლება და ვეღარ გაუძლებს...

-მე..მეე,უბრალოდ,მინდოდა...-უაზროდ იქნევს ხელებს და უაზროდ ლუღლუღებს გაუგონარ და უაზრო ბგერებს.ცდილობს რაიმე თქვას და უთხრას მის წინ მდგარ დამიანეს,მაგრამ ვერაფერს ამბობს,სადღაც გაქრნენ გაბედული ჭინკები ნატალიას თვალებიდან და მორცხვი და შეშინებული ჭინკები აკიაფდნენ...-მაპატიე..არ ვიცი რა..მაგრამ მაპატიე-ისევ აუხსნელად ლუღლუღებს ახსნას და ლამისარი ტანზე შემოიძარცვოს თხელი,ჩითის სარაფანი,ნერვიულობისგან ებღაუჭება მის ბოლოებს და გულში სარაფანიც ლანძღავს ალბათ...
-შენი და შენი ოჯახის ბრალია-ღრიალებს უკვე უფროსი ერისთავი და ნატალია ნაბიჯით უკან იხევს,როგორ ეშინია,როგორ ეშინია არ მოკლას მამაკაცმა..სიკვდილის კიარა ასე ცოდვილს ეშინია აქედან წასვლის,არაფერი გააჩნია მაინც..არავინ და არაფერი..
-მე...-ისევ ალუღლუღდა ამაღლობელი,მაგრამ არაფერი აცადა ისე გაშმაგებული ეცა მის გავარვარებულ ბაგეებზ,მთელი გრძნობის დაუკოცნა ტუჩები და მერე გულზე მჭიდროდ აიკრო..
-არ ვიცი ვინ ხარ,რა ხარ,საიდან მოხვედი ასეთი,ერთ წამს მგონია პანტერა ხარ,მეორე წუთს კრავი ხარ..შენს თვალებში ხან უშიშარი,ხან გაუბედავი ჭინკები დააბოტებენ.არ ვიცი საიდან მოხვედი ასეთი..რატომ მოხვედი-მთები შეირხა დამიანეს ცივი ტონის მოსმენისას...-შენი ხორბლისფერი მთებიი..-უაზროდ გადაატარა დიდი თითები გოგონას მოშიშვლებულ მხრებზე-შენი ზოწისფერი გავარვარებული ტუჩები-ახლა ბაგეებს დაუყვა და თითები თვალებზე შეაჩერა-ეს..ეს თვალები გადამრევს..ეს ღამისფერი თვალები..-სათითაოდ ჩაუკოცნა ჯერ ერთი,შემდეგ მეორე თვალი და ხელახლა აიკრა გულ-მკერდზე,გახშირებული სუნთქვა ოროვემ დააიგნორა და ნაზად გადაწვნენ დამიანეს რბილ საწოლზე..
-ზოგჯერ ასე მინდა მოგიჭირო და მოგახრჩო-ხელი მხეცურად წაუჭირა კისერზე-ზოგჯერ კი უბრალოდ კოცნასა დანმოფერებაში ამოგხადო სული..-ფრთხილად გადაატარა თავისი უშველებელი თითები ნატალიას ლავიწზე და მხურვალე კოცნაც დაუტოვა..-ზოგჯერ მინდა რომ ასე უბრალოდ ვიწვეთ და მთვარესა და ვარსკვლავებს ვუმზერდეთ..ზოგჯერ კი..მმ..უბრალოდ მინდა რომ საწოლიც ვერ გვიძლებდეს-ხრიწიანად ამოიჩურჩულა მამაკაცმა სიტყვები და უმალვე კანში ეკლების სახით გაუჯდა ნატალიას ეს სიტყვები,მამაკაცმა მხოლოდ ჩაიღიმა,აი,ნატალიას კითხეთ..როგორი გაბადრული იყო ამ კაცის მოსმენით,უნდოდა ყველაფერი დაევიწყებინა და მხოლოდ ამ წუთებით ეცხოვრა... უნდოდა ყველაფერი დასრულებულიყო,ეს საიდუმლოებები...მკვლელობები..ბოროტება..

არ მკითხოთ..გეფიცებით, არ ვიცი როდის შეიცვალა ეს გოგო ასე..ნეტა რას იზამს..ნუთუ განაგრძკბს შურისძიებას..ნუთუ მის პირველ ძლიერ გრძნობას ზედ გადაუვლის..
ნუთუ ყველაფერს გაანადგურებს..
შეძლებს?
წარსულის აჩრდილით ცხოვრებას შეძლებს?!

რატომ არის ასეთი ცუდი გრძნობა შურისძიება.თან ასეთი რთული..ხომ შეიძლებოდა ყველაფერი მარტივად ყოფილიყო..ხომ შეიძლებიდა ეცხოვრათ ტკბილად და ბედნიერად,როგორც ზღაპურებშია..
თუმცა ეს ისტორია "იყო და არა იყო რა"-თი არ დაწყებულა და შესაბამისად არც "ჭირი იქა,ლხინი აქა-თი" არ დასრულდება ეს ხომ რეალური სამყაროა და აქ ხომ ბოროტება ყოველი ფეხის ნაბიჯზეა...

***
უსუსურად არის ჩაბღაუჭებული ერისთავის გულ-მკერდს და ხელს არ უშვებს,ისე სცხელათ,მაგრამ არცერთი უშვებენ ხელს...თითქოს ასე ინარჩუნებენ ერთმანეთს..თითქოს ასე ეკვრიან და გრძნობენ ერთმანეთს..ასე ითავისუფლებენ აზრსა და გონებას უხამსი და ბოროტების მქნელი ფიარებისგან თავს და თითქოს ხელის გაშვებით რომელიმე ან გადაიკარგება ან ჰაერი არ ეყოფათ და დაიხრჩობიან...არცერთს უნდა ერთმანეთისთვის ტკივილის მიყენება.ორი მკლავის შემოხვევისხელა ვერხლისფრად მანათობელ შავ ცაზე ჩამოკიდებულ ბურთს და მათ ირგვლივ საახალწლო ნათურის მსგავსად ჩაომოკიდებულ ვერცხლისფრად მანათობელ ვარსკვლავებს გასცქერენ და უბრალოდ ტკბებიან..
არ აქვთ დრო ბედნიერებისთვის,მაგრამ მაინც ბედნიერები არიან..წამიერად მაინც..
ახლა ხომ ღამეა..
ახლა ხომ მარტივია ყველაფერი..
ახლა ხომ შიშველია ფიქრები..



№1  offline წევრი Eternity8

ბოდიში მაინც მოიხადეთ ხოლმე ამდენი ხანი რომ აგვიანებთ:)

 


№2  offline მოდერი Nina))

არც მეგონა თუ კითხულობდა ვინმე,მაგრამ მაინც გავაგრძელე,იმიტომ რომ ჩემთვის ვწერ უპირველეს ყოვლისა და მერე თქვენთვის.
უკაცრავად,მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას.
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№3  offline წევრი Eternity8

353 ნახვა ( წინა თავის) ნიშნავს რომ 353-მა კაცმა წაიკითხა და სულ ცოტა, 100 მაინც გელოდებოდა. თუ იწყებთ ისტორიის წერას ესე დაგვიანება არ შეიძლება. ვისაც გვაინტერესებს და ველოდებით რა ვქნათ?! ბოდიშის მოხდაც არ უნდათ თურმე:)

 


№4  offline მოდერი Nina))

უკაცრავად რაა,რომ კოთხულობ და სიამოვნებას იღებ,ხომ შეიძლება ერთხელ დააკომენტარო,თუ მაინცდამაინც უნდა ვიმათხოვრო,არ ვთხოულობ და როდესაც მცალია მაშინ ვწერ,იმიტომ რომ ვფიქრობ რო არავინ კითხულობს,ერთის კომენტარიც კი უსაზღვრო სიხარუკს უდრის ჩემთვის,მკითხველის როლს რომ ირგებთ,მწერლის ხედვაშიც შემოიჭყიტეთ..
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№5  offline წევრი Eternity8

ეხლა გადავხედე და საკმარისად გიტოვებენ კომენტარებს ;)

 


№6  offline მოდერი Nina))

არასდროს მქონია პრეტენზია!
უბრალოდ ავღნიშნავ იმას რაც მწერალს სიამოვნებს..
წინა თავზე საერთოდ არ იდო კომენტარი,წესით მქონდა საბაბი მეფიქრა რომ არავინ კითხულობდა..
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№7  offline წევრი tamooo

didi xani daagviane magram kargia imedia agar daagvianeb da male dadeb shemdegs

 


№8 სტუმარი Kawia

Male gaagrdzeleeee

 


№9  offline მოდერი Nina))

მადლობა,გოგოებო,აუცილებლად ავტვირთავ დღეს. <3
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent