შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულს გავცვლიდი შენს ერთ კოცნაში ... 17


24-03-2015, 19:37
ავტორი northern light
ნანახია 3 125

ყველაფერი გამახსნდა და ძალიან მომინდა საკუთარი ხელით მომეკლა დათო , დარწმუნებული ვარ ისე მოვკლავდი ხელი არ ამიკანკალდებოდა. გამახსენდა როგორ ამოიღო დანა და როგორ მომიახლოვდა, მერე ის ტკივილიც გამახსენდა ცივი საგნის მოხვედრამ რომ გამოიწვია და ერთიანად შემაჟრჟოლა. გვიანი იყო მაგრამ ვერაფრით დავიძინე. დედა და მამა არ მინახია რადგან გვიან გამეღვიძა და სახლში ყოფილან წასულები. გუკამ მითხრა ადამიანებს აღარ გვანანო, მომენატრა ჩემი ლამაზი დედიკო და ბავშვივით ცანცარა მამიკო. მათ გახსენებაზე და იმაზე თუ როგორ განიცდიდა თითოეული ჩემი მეგობარი მომინდა სათითაოდ ჩავხუტებოდი ყველას მაგრამ ისე ვიყავი დასუსტებული, კიდურებს ძლივს ვამოძრავებდი. ახლაც გუკას თავი მუცელზე მადევს და ასე მოკუნტულს მაინც მშვიდად სძინავს. ვინ იცის რამდენი ხანია ტკბილად არ სძინებია, ვუყურებ მის სახეს და ვხვდები რომ ამ ადამიანისთვის საკუთარ სიცოცხლესაც კი დავთმობ ! ფრთხილად დავუწყე თმაზე ფერება და მანაც მაშინვე თვალები გაახილა
-არ მინდოდა გაგღვიძებოდა - ჩახლეჩილი ხმით ჩავილაპააკე და ოდნავ გავუღიმე
-ასე აღარ შეგვაშინო კარგი?- ჩემთან ახლოს მოიწია და შუბლზე მაკოცა .
-მხოლოდ ერთხელ დამარტყა დანა , ამდენ ხანს რატომ ვიყავი ასე? - დავინახე დანის ხსენებაზე როგორ დაეძაბა კისერზე ძარღვები და გამაკანკალა
-ღვიძლი დაზიანდა ცოტა რომ დამეგვიანა ... - კბილები ისე დააჭირა ერთმანეთს მეგონა მალე დასცვივდებოდა
-ახლა აქ ვარ და კარგად ვარ - ხელზე მაგრად მოვუჭირე ხელი და ოდნავ მივიწი მისკენ . მანაც არ დააყოვნა და სწრაფად მომხვია ხელები .
-მეშინია რამე არ გატკინო , თორემ ისე მინდა ჩაგეხუტო ... - გამიღიმა და ლოყაზე ხმაურით მაკოცა
-ბავშვები მოდიან - კარებისკენ გავიხედე და ოდნავ წამოვიწიე . ყველა განადგურებული სახით შემოვიდა . ქეთო ჩემსკენ წამოვიდა და გუკამაც ადგილი დაუთმო
-დე - ხმადაბლა ჩავიჩურჩულე და მისკენ გადავიწიე , მანაც არ დააყობნა და ცრემლით დამასველა
-როგორ შემაშინე - თმაზე მეფერებოდა და ფრთხილად მხვევდა ხელებს . მერე გამიშვა და მამაც ჩამეხუტა . არ ტიროდა მაგრამ სახეზე ეტყობოდა როგორ უხაროდა ჩემი გამოჯანმრთელება
-მამიკოს სუპერ გოგო ხარ - ღიმილით მითხხა და ცხვირზე წამეთამაშა . ვერარ გავჩერდი დიდხანს წამომჯდარი და ისევ დაბლა ცავიწიე
-ხო კარგად ხარ? - ღიმილით მაკოცა აკომ შუბლზე და სახეზე მომეფერა
-დავიღალე
-არაუსავს კრასოტკა , მიდი ვეტყვით ექთანს და გავალთ ჩვენ - ლუკამაც თავზე მაკოცა და გუკას გადახედა . იკა და ელენე ვნახე უკვე და ბევრიც ვატირე ორივე . ირაკლი ცრემლებს მალავდა და ბოლოს მაინც გადმოსცვივდა . ლემ ერთიკი დასცინა მაგრამ ისეთი სახით შეხედა მგონი სულ ადეკარგა ელენეს სიცილის სურვილი .
-გამოვალ მალე - გუკამამ თქვა და მამაჩმს გადახედა. მიკვირდა მამამ ასე მალე რომ მიიღო ჩემი და გუკას ამბავი მაგრამ ის ხომ ზურაა , ჩემი ბატონი ზურაბი . მამამაც ოდნავ გაუღიმა და ქეთოსტან ერთად გავიდა ოთახიდან . ყველა რომ გაიკიფა ისევ გუკა მომიხალოვდა და ახლა საწოლტან ჩაიმუხლა . ტავი ჩემს მხაზრე ჩამოსდო .
-იცი უფერულია უშენოდ გაზაფხული - ღრმად ამოიოხრა და მისი სუნთქვა კისერზე რომ ვიგრძენი ერთიანად შემაკანკალა . როგორ მომნატრებია , გამახსენდა მისი კოცნა და ხელმეორედაც შემაკანკალა
-ხომ კარგად ხარ?-თვალებში ჭინკებათამაშებულმა გადმომხედა სახე ახლოს მომიტანა
-სასიამოვნო ფაქტები გამახსენდა - მეც მისი სიახლოვით გათამამებულმა ვთქვი და პასუხად გუკას ტუჩები ვიგრძენი ჩემს ტუჩებზე . ისედაც მისუსტებული ორგანიზმი სულ მიმებნიდა . მალე მომშორდა და თვალდახუჭულმა ჩაილაპარაკა
-რა მაგარი გემო აქვთ ტოო - მის ხმაზე ხმამაღლა გამეცინა და ცხვირზე ვუჩქმიტე
-არ წახვიდე რა
-დასვენება გჭირდება - სახეზე მომეფერა
-ვერ დავისვენებ
-მაშინ მოგიწევს შევიწროვდე - სიცილით მითხრა და საბნის ზემოდან მომიწვა . მისი სითბო მალევე გადმომედო და ერთიანად გავთბი . მის გულზე მოვიკალათე და მაგრად დავხუჭე თვალები . მომნატრებია მისი სურნელი, მისი სითბო და მისით გაბრუებულს ტკბილად ჩამეძინა .
***
ერთი კვირა გავიდა და დღეს უკვე სახლში ვბუნდები , მომენატრა ჩემი " ბიბლიოთეკა " , ჩემი ფუმფულა საწოლი და ყოველ დილით ქეთოს გაღვიძება . გუკას მანქანაში მოვკალათდი და ღვედი გადავიჭირე
-რო მოგიტაცო არ გეშინია? -სიცილით მომიჯდა გვერდით და მანქანა დაქოქა
-მე რომ მოგიტაცო? -სიცილით გავხედე და მანაც გამიცინა
-უკუღმა ხარ დაბადებული - თავისქნევით ჩაილაპარაკა
-რა შუაში იყო ახლა ეგ?
-თავში იყო ჩემო მაშოო . - მართლაც ლამაზი იყო გაზაფხული, თან როგორც გავიგე გუკას ზალიან უყვარს წელიწადის ეს დრო, თან მაისში დაბადების დღეა აქვს და არც კი იცის რას ვუმზადებ , მტელი ერთი თვით ადრე დავგეგმე ყველაფერი. ჩემს ფიქრებზე გამეცინა და გუკამაც გაკვირვებულმა გადმომხედა
-რა გაცინებს?
-ლამაზია გაზაფხული
-შენ უფრო ლამაზი ხარ - თვალებში შემომხედა და მერე ისევ გზას გახედა .მეც იგივე გავაკეთე და ისევ ფანჯრიდან დავიწყე გაფურჩქნული კვირტების და ამწვანებული ბალახის ყურება . კორპუსთან გააჩერა და გადასვლაში დამეხმარა . სალხლში შვედი და იმხელაზე დავიკივლე მეგონა ხმის იოგები "მომძვრებოდა". კეკე და ლია დეიდას ისე მოერთოთ ჩემი ოთახი რომ თავი ღუბებში მეგონა . უამრავი ბუშტები ლენტები უმულა სათამაშოები და კედელზე ლამაზი წარწერა " დაბრუნებას გილოცავთ " მაინც წამომცვივდა თვალებიდან ცრემლები და ყურებამდე გაღიმებულ გუკას ავხედე . მეე ლიასკენ წავედი და მაგრად ჩავეხუტე
- ჩემი ლამაზი გოგო - ხელები მაგრად შემომხვია და ლოყაზე მაკოცა მეე კეკეც მაგრა ჩამეხუტა და ყოჩივარდების პატარა კონა მომაწოდა. გამეცინა მის კაბაზე, სულ ყვავილებით იყო მორთული და გაზაფხულის ფერიას გავდა . მერე იკა , ელე, ლუკა და აკოც მოვიდნენ და აი აქ დაიწყო ქეიფი და ხორხოცი, რამაც ნერვები მომიშალა , აშკარად არ აპირებდნენ დაშლას გუკას რომ არ ეთქვა მაშო დაიღალა და დავისალოთო. ძალიან მიყვარს ყველა მაგარამ ისე ვიყავი დაღლილი ხმაურის თავი ნამდვილა არ მქონდა . გუკა უბრალოდ დამემშვიდობა რამაც უარესად მომიშალა ნერვები და ბუზღუნით წავედი ჩემი ოთახისკენ , პიჟამა ჩავიცვი და ლოგინში შევწექი . მაშინვე ვიგრძენი დაღლილობა მაგრამ ნერვებმოშლილს ძილი არ მეკარებოდა . აი აივანზე ჩხაკუნი რომ გავიგე ამაზე სულ დავპანიკდი და იქვე მდგარ ვაზას დავავლე ხელი. ისევ დათო მეგონა და ისე შემეშინდა მუხლბი საშინლად მიკანკალებდა . კარი გაიღო და გაღიმებული გუკა რომ დავინახე ლამის თავში ჩავარტყი ის ვაზა
-ლამის გული გამისკდა იდიოტო - ერთი ამოვიოხრე და ვაზა თავის ადგილას დავაბრუნე
-რომ არ ცაგეხუტე ისეთი თვალებით მიყურებდი რა დამაძინებდა - ჩურჩულით მითხრა და ჩემს გვერდით მოკალათდა
-მე არ მომიცია უფლება ჩემს ლოგინში დაიძინო - საბანი გადავაძრე და ზურგი ვაქციე
-ნუ სულელობ - საბანი თავისკენ წაიღო და ზურგიდან ამეკრო
-კარებიდან ვერ შემოხვიდოდდი? -მისმა სითბომ სულ დამავიწყა ყველაფერი და მისკენ გადავტრიალდი
-ზურას არც ისე მოვწონვარ კარებიდან რომ შემოვეშვი - სიცილით დამკრა ცხვირზე ხელი და ხელები მაგრად მომხვია
-დათო? - ცოტახნის დუმილის შემდეგ მაინც გავბედე და თვალდახუჭულმა ზიზღით ვუთხარი სახელი
-იმალება
-დამპირდი რომ არ ჩაერევი - შეშინებულმა ავხედე და ოდნავ წამოვიწიე
-ვერ დაგპირდები მაშო, იმ არაკაცმა ლამის ყველაზე ძვირფასი წამართვა და არ შევარჩენ - მკაცრად ჩაილაპარაკა და ისევ გუკლზე მიმიკრო
-შენც დაგისავებს რამეს - უკვე ვეღარ ვიკავებდი ცრემლებს . ჩემი სახე ხელებში მოიქცია და იმ კუპრივით შავი თვალებით თვალებში დამიწყო ყურება
-იმ არაკაცის გამო კიდევ ერთხელ რომ იტირო მაშო შენ თავს ვფიცავარ ჩემი ხელით მოვკლავ - დამაჯერებლად ჩაილაპარაკა და ცრემლები მომწმინდა
-უბრალოდ მეშინია - ისევ ჩავეხუტე და ისევ გადმომცვივა ცრემლები
-მე შენთან ვარ და არაფრის უნდა გეშინოდეს! - ტავზე მაკოცა და მეც მასზე ჩახუტებულს ტკბილად ჩამეძინა


საშინლად მტკივა თავი, არც კი ვიცი რეები ვიბლუყუნე , გადახედვასაც ვერ ვასწრებ ... ბოდისით პატარა თავისთვის შემდეგს აუცილებლად გავძლებ პირობას გაძლევთ <3 ველი თქვენს შეფასებას და ალბად 2-3 თავში დავამთავრებ <3



№1  offline წევრი tamooo

auu rapatara iyoo maara mainc kargi xaar :D

 


№2  offline წევრი aniko:)))))

magari xar male dade shemdegi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent