შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობის საღამო(15)


24-03-2015, 19:58
ავტორი april
ნანახია 1 864

ცხოვრება მარადიულია,მასში სიცოცხლე ყოველთვისაა,აქ მხოლოდ ხდება გარდაქმნები,საბოლოოდ ყველაფერი უბრუნდება საწყის მდგომარეობას.ადამიანები ცხოვრობენ,ქმნიან ოჯახებს მაგრამ როცა ისინი ,,ცოცხლების სამყაროს,,ტოვებენ აქ მხოლოდ რჩება მათი ნაკვალევი,რომელსაც მხოლოდ ის ამჩნევს ვისაც მართლა უყვარდათ.
ჩემს შემთხვევაში ყველაფერი ისეთი ჩახლართულია ვერ გამირკვევია,რა იქნება ჩემი დასასრული.ალბათ ეს იმ ადამიანებზეა დამოკიდებული ვისაც ჩემზე გული მართლა შეტკივა ასეთი ადამიანები კი მე არ მეგულება.ნინოს და თაკოს ცოტა ხანია რაც ვიცნობ,ამიტომ მათ ბოლომდე ვერ ვენდობი.ადამიანებმა გული იმდენჯერ მატკინეს რომ არ მინდა კიდევ დავუშვა შეცდომა,სჯობს ყველაფერი დავივიწყო და ჩვეულებრივი გოგონას ცხოვრებით ვიცხოვრო.ამ გადაწყვეტილებაში ხელს ის მიშლის რომ ნინოს ხმა მაღვიძებს,მობილურით ვიღაცას ესაუბრება.ფეხზე ვდგები და გარეთ გასვლას ვაპირებ რომ მისი გაჩუმება შევძლო.
-ჯერ ყველაფერი ადრეა,მისი ნდობა ბოლომდე უნდა მოვიპოვო,არ მინდა რამე იეჭვოს ხომ იცით,,უფროსო,,რომ ძალიან ფიცხია.
უფროსოს გაგონებაზე ძარღვებში სისხლი მეყინება..ადგილზე ვჩერდები და ნინოს ვუყურებ რომელიც ჩემს თვალწინ გეგმავს ჩემი მოტყუების ხერხებს.
უკან ვბრუნდები და ტანსაცმელს სწრაფად ვიცვამ,რამოდენიმე წუთში იარაღს ვიღებ და ნინოს ოთახში შევდივარ.
-რა ხდება თამთ?იარაღი რად გინდა?
-დროზე ჩაიცვი.
-არ მესმის.
-დროზე მეთქი,მორჩი ამდენი ტყუილების ხლართვას.
მაისურს იცვამს და ჩემთან ერთად გამოდის ოთახიდან.თაკოს ოთახში შევდივარ და ვაღვიძებ.
-მითხარი შენც?
-თამთა?რა ხდება..ამ შუაღამით რა არ გაძინებს..
-ადექი.
თმებზე ხელს ვკიდებ და ძალით გამყავს გარეთ.მაისურს და შარვალს ვესვრი.
-დროზე ჩაიცვი..
-არ მესმის,რა მოხდა?
-ნუ საუბრობ.
10 წუთში სახლიდან გავდივართ,გოგოებს მანქანაში ძალით ვაჯენ.მანქანას ვძრავ.
-სად მივდივართ?
-ნინო..ეს როგორ მოხდა,ყველაფერი დაგეგმეთ?ჰა?
-არა,გეფიცები..
-ნუ იფიცები უსირცხვილო,თვალებში მიყურებდი და მატყუებდი.ამისთვის რამდენი გადაგიხადეს..
-მართალს გეუბნები.
-ვნახოთ როგორ აჭიკჭიკდებით..
მანქანას ხრამის წინ ვაჩერებ..
-რის გაკეთებას აპირებ?
მესმის ნინოს შეშინებული ხმა.მისკენ ვტრიალდები.
-ან ყველაფერს მომიყვები ან კი სამივენი ერთად მოვკვდებით.არჩევანი შენზეა.
-მაზოხისტი ხარ.
-მორჩი...შენი კომენტარები არ მჭირდება.იცოდე მე ამის გაკეთება მართლა შემიძლია,მაინც არაფერი დამრჩა ამ ქვეყანაზე რისთვისაც ცხოვრების გაგრძელების სურვილი მექნება.
-ამას არ გააკეთებ..
-კარგი,როგორც გინდა..
მანქანას ვძრავ და სიჩქარეს ვაძლევ.
-აბა თქვი,კარგად,,.ეს შენი ბოლო სიტყვებია.
-კარგი,კარგი..გთხოვ ეს არ გააკეთო.ყველაფერს გეტყვი.
-ძალიან კარგი.
-მანქანა უკან გაიყვანე,მეშინია.
-ნერვებს მიშლი დროზე ამოღერღე.
-მათ იცოდნენ რომ შენ მე გადამარჩენდი რადგან ჩემს მეტი დამეგობრებით ვერავის დაუმეგობრდებოდი,რადგან ნდობა არავის მიმართ გქონდა.ამიტომ ყველაფერი დაგეგმეს.
-ავად იყავი?ეს ყველაფერი მართლა მოხდა?ექსპერიმენტებს მართლა გიტარებდნენ.
-მე არა,მაქსს კი.
-ექიმი?მან როგორ..
-აიძულეს.
-ამით მათ რას მიაღწიეს.
-მათ შენი სულიერად გატეხვა სურთ.
-რატომ?
-ეს ჩემთვის ცნობილი არაა,მე მხოლოდ მათ დავალებებს ვასრულებდი.
-შენ ამ ყველაფერზე დათანხმდი.
-მეტი გზა აქ მქონდა,გამიგე,ისინი მე მომკლავდნენ.
-მესმის თანაც ძალიან კარგად.
-მართლა?
-ისე კარგად რომ თანახმა ვარ მოკვდე.
-გთხოვ არ გინდა,არ მომკლა.
-რატომ? ხელს ვინ შემიშლის.'
-შენ მკვლელი არ ხარ.
-მაგრამ შემიძლია გავხდე.
-არა,არა...მაპატიე,გთხოვ..უბრალოდ შანსი მომეცი.
-წადი..
-რა?
-უბრალოდ აღარ დამენახო,იცოდე მეორედ რომ შეგხვდე ჩემი ხელით მოგკლავ.
კარს სწრაფად აღებს და გარბის.თაკოს სახეს სარკიდან ვაკვირდები,ცრემლები მის სახეს ყოველ წამს ეხება. ამით ყველაფერი ნათელია,იგი ერთადერთია ვისაც ჩემთვის არ უღალატია.
მანქანიდან გადადის და გარბის,მეც მივყვები და ვიჭერ.
-დამშვიდდი,ჰეი..ყველაფერი კარგადააა.
მიწაზე ეცემა მეც ვცდილობ რომ თავი მარტო არ იგრძნოს ამიტომ მასთან ერთად მიწაზე ვჯდები და მის თავს ჩემს ხელებს შორის ვიქცევ.
-არ შემიძლია..
-ყველაფერი რიგზეა,ჩვენ ახლა სახლში დავბრუნდებით...
სახლში ნახევარ საათში მივდივართ..საათს ვაკვირდები უკვე თენდება.თაკოსთან ერთად დივანზე ვჯდები..
თითქოს ეს ყველაფერი მეორდებოდა...
წუთები წუთებს მიყვება,საათი საათს,დღეები კი დღეებს..მე და თაკო ერთმანეთისთვის საყრდენი ძალა გავხდით..ის მე მაძლიერებს მე კი მას.ესაა რეალობა..მწარე რეალობა.მწარე იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება არაფერია თუ არა სასჯელი.ერთი კვირა გავიდა..რაც ნინოს შესახებ სიმართლე გავიგე,თავიდან ვითომ არაფერი მაგრამ ახლა ვხვდები რომ მწარეა როცა ადამიანს კარგავ,ადამიანს ვიზეც იმედები გქონდა დამყარებული.თითქოს უმისობას მივეჩვიე,მაგრამ ამის უფლებას ჩემი გული არ მაძლევს,თითქოს მას არ სურს მისი სამუდამოდ დავიწყება..
-კარზეა ვიღაც..
-გავაღებ.
-იჯექი მე გავაღებ,საუზმე ისედაც დავამთავრე.
ფეხზე ვდგები და კარს ვაღებ.როცა ნინოს სახეს ვხედავ გაკვირვებული ვიწყებ მის ცქერას.
-შენ?
-უნდა მომისმინო.
-აქედან გაეთრიე.
-გთხოვ,მომისმინე.შენი დახმარება მინდა.
-არ მჯერა.
-ხომ იცი რომ აქ არ მოვიდოდი შენი დახმარება რომ არ მინდოდეს.
-დარწმუნებული არ ვარ.
-შენ გამაფრთხილე რომ თუ კიდევ მნახავდი მომკლავდი,მე კი მაინც მოვედი.ეს არაფერს ნიშნავს.?
-კი,ნიშნავს რომ სულელი ხარ.
-5 წუთი მომეცი.
სახლში შემოდის და ჩემს წინ დგება.საბუთებს მაწვდს.
-ეს რაა?
-სიმართლე.
-უკაცრავად?
-აქ ყველაფერია რაც გაინტერესებს.
-ამიხსენი.
-მაქსს უყვარხარ.
-საკმარისია,შენი მოსმენა აღარ მინდა.წადი.
-კარგი..მაგრამ იცოდე რომ სინდისი მაწუხებს,ვიცი რომ უსამართლოდ მოგექეცი,იმედია როდესმე მოვახერხებ დანაშაულის გამოსწორებას..
სახლს ჩქარი ნაბიჯით ტოვებს.კარს ვკეტავ და საბუთებს მაგიდაზე ვდებ.
-ვინ იყო?
მესმის თაკოს ხმა.
-ნინო.
-ნინო?აქ რა უნდოდა.
-ეს მოიტანა.
ფურცლებისკენ მივუთითებ.
-არ წაიკითხავ?
-არ ვიცი.
-ჯობს წავიკითხოთ.ამდენი გაურკვევლობა ნერვებს მიშლის.
საბუთებს იღებს და კითხვას იწყებს.
-1974 წელი,თარიღი როდესაც მე მოვევლინე დედამიწას.ეს ერთის მხრივ ცუდია ადამიანებისთვის ვინც კი მიცნობს.ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავებით მე მეგობრის ღალატი შემიძლია.
-თავიდან დაიწყე?
-რაღაცეები გამოვტოვე.
-საერთოდ რა არის?
ხელიდან ვართმევ საბუთებს და კითხვას ვიწყებ...როგორც ჩანს მაქსის მამის დღიურია,მასში ამბებია მოყოლილი მის შესახებ.საინტერესო არაფერია,საერთოდ რაში მჭირდება მისი წაკითხვა.თაკო არ მომეშვა ამიტომ ფურცლები მივეცი ის ყოველდღე კითხულობს ცოტას მაგრამ სამწუხაროდ ხმადაბლა კითხვა არ შეუძლია,ყველაფერს დაწვრილებით და ხმამაღლა კითხულობს.ამის გამო შემიძლია,მთელი დღით გარეთ გავიდე,ეს ყველაფერი რომ არ მოვისმინო...
-ჩემი ცოდვები დიდი და გამოუსწორებელია,მე მას ჩავდივარ,შემდეგ კი ვფიქრობ..
-მოკეტე რა..
-ერთადერთს რასაც ჩემს თავს ვერ ვპატიობ არის ის რომ მე ის მოვკალი..
თაკო ჩუმდება.
-რატომ გაჩუმდი?
-შენ არ მითხარი?
-ამას ყოველდღე გეუბნები ,შენ კი არ მიჯერებ.
-საინტერესო არაფერია.
-მომეცია აქ.
-არა.
-მომეცი მეთქი.ვდგები და ფურცლებს ვართმევ.
-მე ის მოვკალი,იმიტომ რომ მეტი გზა არ მქონდა.დიახ,მე ამას ვაღიარებ ჩემი საუკეთესო მეგობარი მოვკალი,იმიტომ რომ მე ჩემი თავი მასზე მეტად მიყვარდა..
ყველაფრის ანალიზს ვასწრებ..აქ წერია რომ მან მამაჩემი მოკლა.ესეიგი ეს სიმართლეა.
-ამის გამო ვიტანჯები,გულში თითქოს ის ტყვია მაქვს რომელიც მას მოხვდა,ჩემი დამსახურებით..ვწუხვარ,უზომოდ განვიცდი უმისობას.ყველაზე მეტად კი გულს ის მტკენს რომ ეს ყველაფერი ნახა ჩემმა შვილმა,ის ხომ უცოდველია,მას ეს არ უნდა ენახა.ამისთვის არ უნდა გამემეტებინა..მაგრამ ასე მოხდა,ახლა ის ორმაგად იტანჯება.ვიცი,რომ მას ვეზიზღები,ამის ღირსი ვარ.დიახ,შენ.მაქსს..ვიცი ახლა ამ წერილს კითხულობ და იტანჯები..
-წერილი?
-ეს მამამისმა მიწერა მაქსს.?
-გააგრძელე,ვნახოთ რას წერს.
-ჩვენ მათ ურთიერთობაში არ უნდა ჩავერიოთ.
თაკო წერილს იღებს და კითხვას იწყებს.
-თუ ახლა ამას კითხულობ,ესეიგი მე ახლა ჩემს მეგობართან ერთად ვარ ზეცაში,არ ვიცი ამ ცოდვებს მაპატიებს თუ არა მაგრამ,შენ გთხოვ..მაპატიე,შენი წერილი ვნახე..ვიცი რომ მელოდი,მაგრამ მე დრო მჭირდებოდა.მესმის შენი,ძნელია გიყვარდეს გოგო,რომელიც არც კი გიცნობს..შენ ალბათ გგონია რომ მე არაფერი მესმის მაგრამ ცდები.როცა კი მის სახეს ხედავდი თვალები გიბრწყინავდა,არ ქონდა მნიშვნელობა მის სურათს ხედავდი თუ მის წინ იდექი და ჩუმად უცქერდი,ისე რომ მას არ შეემჩნია..ვიცი,მე ამას ვამჩნევდი..მე ხომ მამაშენი ვარ.ჩემზე მეტად არავინ გიცნობს,ამიტომ გირჩევ უბრალოდ იბრძოლო მისთვის,..ვიცი პასუხი ძალიან დავაგვიანე ახლა არ ვიცი რას ფიქრობ..მაგრამ ერთს გირჩევ..მას გაუფრთხილდი.სიყვარულით მამა.
-ჯანდაბა..
მესმის თაკოს შეძახილი.
-რა?
-ალაბთ შენ გგულისხმობდა.
-არამგონია.
-რატომ?შენ ხომ შენს შესახებ მომიყევი,თავად მითხარი რომ მაქსი შენ გაცილებით ადრე გიცნობდა ვიდრე შენ გაიცნობდი მას.
-ეს არაფერს ამტკიცებს.
-როგორ არა..
-არ მინდა ამ თემის განხილვა.
-რეალობას გაუსწორე თვალი,შენ იცი რომ მაქსს უყვარხარ.
-არაა სიმართლე.
-რატომ?
-იმიტომ რომ მას რომ ვყვარებოდი ასე არ მომექცეოდა..
-მან ხომ მიზეზი აგიხსნა.
-ეს არ ამართლებს.
-უნდა შეძლო მისი პატიება.
-არ შემიძლია.
-შენ თავს ატყუებ ვითომ არ შეგიძლია,გიცნობ..ვიცი რომ საკმარისად ძლიერი ხარ იმისთვის რომ მას აპატიო,უბრალოდ არ გინდა ეს.
-შენ მე ბოლომდე არ მიცნობ.
-მე ასე არ ვფიქრობ.
-არ ვიცი,უბრალოდ წარმოდგენა არ მაქვს რისი გაკეთება შემიძლია.
-რას ფიქრობ?
-ცოტა ხანი გავისეირნებ,ყველაფერზე დავფიქრდები..გადაწყვეტილებას მერე მივიღებ..
-კარგი,მაგრამ ერთი რამ გაითვალისწინე.სიყვარულის გარეშე სიცოცხლე გაგიჭირდება.
-კარგი.
ქურთუკს ვიცვამ და გარეთ ჩქარი ნაბიჯით გავდივარ.გარეთ კარგი ამინდია,ჩემთვის კარგია ამინდი როცა ნაწვიმია,როცა წვიმის სუნი დგას...რამოდენიმე წუთის შემდეგ ბიჭებს ვხედავ,მათი სახეები მეცნობა..ესენი ხომ ,,ღამის მანიაკები,,არიან..ასე შევარქვი,რადგამ მხოლოდ საღამოს გამოდიან გარეთ,მანამდე ალბათ სახლში არიან და სასმელს სვამენ.ვუახლოვდები და ვესალმები.
-გამარჯობა,ბიჭებო..
-აი,გმირი გოგოც.
მიღიმის ქერა,ამჯერად ისევ ქერად შეუღებია თმა.
-ეგ ფერი ყველაზე მეტად გიხდება..
-მადლობა..
-შენ როგორ ხარ,ვაშლი შეჭამე.?
ვტრიალდები მეორესკენ.
-კი,გმადლობ...კაიფის შემდეგ გემრიელია..
-აჰამ..კარგია,რომ გამოცდილება არ მაქვს.
-თუ გინდა..
-არა მადლობა.
-მარტო ხარ?
-კი,სასეირნოდ ყოველთვის მარტო გამოვდივარ.
-ჩამოჯექი..
ქერას გვერდით ვჯდები..
-რამე გაწუხებს?
-უბრალოდ ხანდახან მჭირდება ვინმე უცხოს დაველაპარაკო..
-ჩვენ აქ ვართ,ასე რომ შეგიძლია ილაპარაკო იმდენი რამდენიც მოგინდება.
-ერთი კითხვა მაქვს..თქვენ ძმები ხართ?
-კი..უცნაურია რომ მიხვდი.
-რატომ ერთმანეთს გავხართ.
-მართლა?ყველა ამბობს რომ ერთმანეთს საერთოდ არ ვგავართ,შენ პირველი ხარ ვინც ეს შეამჩნია.
-ერთნაირი თვალები გაქვთ.
-გმადლობ,რომ ეს შეამჩნიე.იმიტომ რომ ცოტაც და ვიფიქრებდი რომ სანდრო ჩემი ძმა არაა.
-შენ რა გქვია.
-მე საბა ვარ.
-საბა..ამ სახელთან კარგი მოგონებები არ მაკავშირევბს.
-თუ გინდა სახელს შევიცვლი..
-არა,შენ რა შუაში ხარ.
-მიგატოვა?
-არა.
-აბა შენ მიატოვე?
-არა.ერთად არც კი ვყოფილვართ.
-საბას გულისხმობ?
-არა,ის არა.
-გვითხარი ვინაა ის იღბლიანი.
-იღბლიანი...კარგი ნათქვამია,მაგრამ არამგონია ჩვენ ორიდან რომელიმე ვიყოთ იღბლიანი.'
-თუ ერთმანეთს იცნობთ,ესიგი ხართ.უბრალოდ თუ გიყვარს ყველაფერი დაივიწყე და მასთან წადი.
-არ ვიცი სად არის..
-ცუდია.
-ალაბთ ერთად ყოფნა არ გვიწერია,..
-ამას ნუ იტყვი,ასეთი არ მომწონხარ..უფრო მეტი ოპტიმიზმი დამანახე.
-მიხარია..
-რა?
-ის რომ ახლა აქ ვარ და თქვენ გესაუბრებით.თავიდან სანდრომ კი ამიშალა ნერვები..'
სანდრო ჩემი სიტყვების გაგონებაზე სიცილს იწყებს.
-უბრალოდ ცოტა მეტი მომივიდა.
-არაუშავს,ეგ არც კი მახსოვს.უბრალოდ მივხვდი რომ კარგი ადამიანები ხართ..ბიჭები რომლებიც გოგოებს უსმენენ ძალიან ცოტანი არიან,ამიტომ შემთხვევით ვსარგებლობ.
-ჩვენ მეტი საქმე მაინც არ გვაქვს.
-აქ ცხოვრობთ.?
-კი..
-ცუდი ახლა ჩემს დებს რომ ვერ ვხედავ..
-დამერწმუნე ერთ დღეს შენი სურვილები ასრულდება,იმედია მაშინ არც ჩვენ დაგვივიწყებ.
-თქვენს თავს რა დამავიწყებს..ახლა უნდა წავიდე..
ფეხზე ვდგები ისინიც დგებიან.
-იმედია კიდევ გამოგვივლი,ამ დროს ჩვენ სულ აქ ვართ.
-აუცილებლად..აბა კარგად..
ბიჭებს ვემშვიდობები და სახლისკენ მივაბიჯებ..იმედია მათი ნათქვამი გამართლდება..ხანდახან ხომ უცხო ადამიანებმა უფრო მეტი იციან ჩვენზე ვიდრე ჩვენ..უმჯობესია ხანდახან სხვას უფრო მეტი მოუსმინო ვიდრე შენი ოჯახის წევრს,ისინი შენ გიცნობენ ამიტომ ისე ვერ გაგამხნევებენ როგორც ადამიანები რომლებიც შენს მომავალს შენს თვალებში ამოიკითხავენ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent