შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობები შიშის გარეშე (8)


24-03-2015, 21:07
ავტორი lola
ნანახია 2 423

“სიცოცხლე და სიკვდილი – ორი ერთმანეთზე გადაჯაჭვული სასწაული. სიკვდილის მუდმივი სიახლოვე გაძლევს საშუალებას იყო, ინანიებდე, დაეჭვდე, მოერიო, შეირგო ყოველი წვრილმანი, იფიქრო უკვდავებაზე და რაც მთავარია, გიყვარდეს…


ბებიას გარდაცვალების აბავი ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო, დიდი დანაკარგი და დიდი სიცარიელი გულში.
მიჭირდა ბებიას უკანასკნელი წუთების წაროდგენა,უკანასკნელი განცდების და ფიქრების, რომელიც ნამდვილად ვიცი ბაბუას უკავშირდებოდა.

ნიკოლოზის სახის წარმოდგენა როდესაც ბებიას ამბავს დედა მოუყვებოდა ნამდვილად არ მსურდა, ვიცი ბევრს იტირებდა, ისევე როგორც მე ვტიროდი მთელი ღამის განმავლობაში, ბალიში ჩემი ცრემლებით იყო დასველებული.
იმ წუთას ბებიასთან მინდოდა ყოფნა, მასთან უკანასკნელად საუბარი, მისი უკვე გაყინული სხეულის ჩახუტება, დამშვიდობება, მაგრამ ამის სანაცვლოდ გამოკეტილი ვიყავი ოთხ კედელში, მკვლელის გვერდით.
სიკვდილი- აი რა მინდოდა მაშინ, მხოლოდ სიკვდილი, რათა გავქცეოდი ამ მეტად მტკინვეულ რეალობას, მინდოდა წარსულში დაბრუნება.
იმ ბოლო დღეს ვიხსენებდი როდესაც ბებიას მაგრად ჩავეხუტე, ვგრძნობდი რომ მას ვეღარ ვნახავდი, ვგრძნობდი რომ სამუდამოდ ვშორდებოდით და მხოლოდ იმ ცხოვრებაში თუ შევხვდებოდით,ორივე მარადიულ საიდუმლოებას ზიარებული ერთმანეთს კვლავ ვიხილავდით.



ორშაბათი ჩემს ოთხში გავატარე,ოთახიდან არ გავსულვარ, არც პირი დამიკარებია რამისთვის,ჩუმად ვიჯექი ლოგინზე და ცრემლებს ვმალავდი, არ მინდოდა ვინმესთვის მეჩვენებინა, მაგრამ ძალიან გამიჭირდა მით უმეტეს მაშინ როდესაც კესო თბილად მესაუბრებოდა,
-დეა ყველაფერი გაივლის, განელდება ის ტკივილი რასაც გრძნობ.თბილი ხელები შემახო სახეზე
-არა, არ გაივლის. ჩუმად ვუთხარი
-მეც ეგრე ვფიქრობდი როდესაც მშობლები დავკარგე, სიცოცხლე აღარ მინდოდა, ხუთი თვის წინ ც ვცადე, მაგრამ ერეკლემ შემიშალა ხელი და დამარწმუნა რომ ჩემი შვილის გულისთვის უნდა მეცოცხლა.
-შვილი? აი ამან კი გამაკვირვა
-შვილი რომელიც ჯერ კიდევ არ დაბადებულა.სიცილით მითხრა და ხელით მუცელს შეეხე
-შენს ცხოვრებას ეგ ბავშვი და შენი ქმარი აძლევენ აზრს, ჩემს ცხოვრებას კი აღარაფერი.
-ქმარი არ მყავს. ნაღვლიანად მიპასუხა
-რა? გაკვირვებულმა ვკითხე
-ერეკლეს არ სურდა რომ ბავშვის მამასთან ერთად მეცხოვრა ამიტომ დავშორდით
-ერეკლეს გამო? მან დაგიშალა?
-არა მარტო ერეკლემ, თუმცა რა მნიშვნეობა აქვს, ბავშვს მაინც გავაჩენ და ისეთს გავზრდი როგორიც მინდა, ამაში ვერავინ შემიშლის ხელს. მშვიდად მიპასუხა
-კარგი რომ ვიღაცისთვის მაინც ცოცხლობ.
-შენც შენი ოჯახისთვის უნდა იცოცხო, მათ სჭირდები. თბილად მაკოცა ლოყაზე შემდეგ კი ოთახი დატოვა
იმ ღამით არ მეძინა, როგორ დავიძინებდი, როდესაც ვიცოდი რომ ოთხშაბათს ბებიას კრძალავდნენ, მე კი უკანასკნელ გზაზე მას ვერ ვაცილებდი.
ოთხშაბათს დილას კესო შემოვიდა ჩემს ოთახში და შავი მთლიანი კაბა შემოიტანა, შლიაპას თან მოაყოლა
-დეა მგონი უნდა მოგერგოს ეს კაბა, გაისინჯე. გამომიწოდა და გამიღიმა
-არ მინდა,მაინც არ გამიშვებს შენი ძმა დაკრძალვაზე
-ცდები,გუშინ დავითანხმე და წაგიყვანს, შორიდან შეგიძლია ბებიაშენის დაკრძალვას დაესწრო.
კაბა მაშინვე გამოვართვი და სწრაფად ჩავიცვი, შავი ფერი ყოველთვის მიხდებოდა, მაგრამ სამგლოვიარო ფერად მიმაჩნდა და ხშირად არ ვიცვადი
ცივი და სუსხიანი დღე იყო, ამას თოვლიც ემატებოდა, თბილად მეცვა, მაგრამ მაინც მციოდა, ერეკლემ თავის დაზღვევის მიზნით უკან დამსვა, მის გვერდით კი ლევანი მოკალათდა.

მანქანის მინებიდან კარგად ვაკვირდებოდი გზას,დამახსოვრებას ვცდილობდი, მაგრამ გონებით სხვაგან ვიყავი და ვერ ვახერხებდი,
ნახევარ საათში ქალაქში ვიყავით, ნამდვილად არ ვიცოდი რომელ ქალაქში, ამიტომ ყველგან ტრაფარეტებს ვეძებდი რომ ქალაქის სახელი ამომეკითხა, ბოლოს როგორც იქნა ვიპოვე,ქალაქის გასასვლელში დიდი ტრაფარეტზე, მსხვილი ასოებით ეწერა ონი

მანქანაში კარგად გამოვიძინე, ჯერ კიდევ არ იყო გათენებული ამიტომ მეძინებოდა.
-დეა გაღვიძების დროა. ლევანმა წყნარად მითხრა და ხელით ოდნავ შემანჯღრია
თვალები ნელა გავახილე,ბუნდოვნად ვარჩევდი ლევანის სახეს რომელიც მიღიმოდა
-თბილისში ვართ? ასე მალე? გაკვირვებულმა ვკითხე
-ტუ შენს 6საათიან ძილს და ერეკლეს მიერ მანქანის გიჟივით ტარებას არ ჩავთვლით უკვე ადგილზე ვართ. მშვიდად მიპასუხა და მანქანის კარები გამიღო
ცივი სუსხიანი ზამთარი თბილისსაც დამჩნეოდა,დიდი თოვლი იყო,
სასაფლაოს უკანა შესასვლელთან ვიდექით, ეს ადგილი კარგად მქონდა დამახსოვრებული რადგან აქ ხშირად დავდიოდი, ბევრს შეიძლება სასაფლაოების ეშინია, მაგრამ მე პირიქით, ბაბუასთან ხშირად მომქონდა ყვავილები და საკმაოდ დიდხანსაც ვრჩემოდი, შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ მაგრამ აქ თავს მშვიდად ვგრძნობდი.
უამრავი ადამიანი ირეოდა,ყველა შავებში ჩაცმული,ყვავილებით ხელში,მიხაკების თაიგულებით, რომელიც ყველაზე მეტად მეზიზღებოდა
-დეა ქუდი დაიფარე, შეიძლება ვინმემ გიცნოს. ქუდი ხელში მომაჩეჩა.
ერეკლე ყველაფრის მიუხედავად მხოლოდ თავის თავზე და თავის წამოწყებულ საქმეზე ფიქრობდა
-ერთი დღე მაინც რომ დამანებო თავი შეგიძლია? გაბრაზებულმა ვკითხე, მერე კი ქუდი ხელიდან უხეშად გამოვგლიჯე და დავიფარე
-კმაყოფილი ხარ?
-დამჯერი გოგო ხარ, რაც მომწონს. კმაყოფილი სახით მითხრა
მისთვის არ მეცალა,მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრებზე ვფიქრობდი, რომელებსაც ნათლად ვხედავდი.
ნიკოლოზი მამას გვერდით ამაყად იდგა და ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა,მამას გვერდით დედა იდგა, რომელიც მიუხედავად გლოვისა ელეგანტურად გამოიყურებოდა თავის შავ სწორ კაბაში,რომელიც ტანზე შესაშურად ადგა
დაკრძლვის ცერემონიის ყურება მეტად მიჭირდა,მინდოდა გავქცეულიყავი, ნიკოლოზ ჩავხუტებოდი და მასთან ერთად ბოლო ხმაზე მეტირა, მეღრიალა, ეს ტანჯვა ერთხელ და სამუდამოდ მომეშორებინა, მაგრამ ვერ შევძელი, არ მეყო გამბედაობა, ამიტომ ადგილზე დავრჩი.
-დეა წასვლის დროა უკვე. ერეკლემ გადმომჩურჩულა
-აქედან ფეხს არ მოვიცვლი სანამ ბებიას არ დავემშვიდობები და შენ ვერ მიბრძანებ რა გავაკეთო და რა არა, შენი მონა ნუ გგონივარ. ზიზღით ვუთხარი და თვალი მოვარიდე, რომ ჩემი ცრემლები არ დაენახა.
ძალიან გამიჭირდა ჩემი ცრემლების დამალვა,არ მინდოდა ვინმე იქ მყოფის ყურადღების მიქცევა, ამიტომ ჩემთვის ჩუმად ვტიროდი.
დაკრძალვის შემდეგ ყველა დაიშალა,აღარავინ დარჩენილა
-დეა ახლა რომ წავიდეთ არც მაგაზე ხარ თანახმა? ერეკლემ კვლავ მკითხა
-არა, ჯერ ბებიაჩემს დავემშვიდობები მერე კი წავალთ. დავუღრინე

დამშვიდობება იყო ყველაზე ძნელი რამ რაც ყველაზე მეტად გამიჭირდა,მინდოდა მასთან დიდ ხანს დარჩენა, მაგრამ ეს არ შემეძლო, არც ის შემეძლო რომ მას მოვფერებოდი, თუნდაც სულ ერთი წამით რომ მოვფერებოდი, ერთი წამითაც რომ მენახა ცოცხალი ვეტყოდი რომ ის მთელი ჩემი ცხოვრების აზრი იყო, რომელიის ნაწილიც გარდაცვალების შემდეგ თან გაიყოლა

ერეკლემ ძალით წამიყვანა
-ყველაზე უგულო ხარ, არავინ არ გიყვარს, არავინ არ გეცოდება, არც ის გადარდებს ვინ რას გრძნობს. ერეკლეს ვუყვიროდი როდესაც ხელში აყვანილი მანქანისკენ მივყავდი
-როგორ არა მიყვარს.მშვიდად მიპასუხა
-შენ რა იცი რა არის სიყვარული?დარწმუნებული ვარ არავინ არ გიყვარს შენი დაც არ გიყვარს
-ჩემი და სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.
-არა არ გიყვარს, მასზე საერთოდ არ ზრუნავ, არც ის გადარდებს რომ შეგიძლია მთელი ცხოვრება დაუნგრიო, შეგიძლია მოსპო ერთი ხელის მოსმით, თუ მართლა გიყვარს გაუშვი, წავიდეს თავის ქმართან, დავიჯერო რომ არ იცი ბავშვის მარტო გაზრდა გაუჭირდება.
-შენ საიდან იცი ბავშვისშესახებ? გაკვირვებულმა ხელები გამიშვა და ძირზე დამსვა
-ისიც ვიცი რომ არ გინდა კესომ ბავშვის მამასთან ერთად იცხოვროს, შენ არ გაქვს უფლება რომ მის მაგივრად გადაწყვიტო
-შენ არავინ გკითხავს. მანქანაში ჩამტენა
-შეგიძლია მე გამაჩუმო, კესოც გააჩუმო, მაგრამ ბავშვი გაიხსენე, ცოდოა მამის გარეშე. გაბრაზებულმა ვუთხარი
-უკეთესია თუ არ ეცოდინება ბავშვს ვინ არის მისი მამა და ამ თემის გარჩევას შენთან არ ვაპირებ. მკაცრად მითხრა და მანქანა ადგილიდან დაძრა
-იცოდე რომ კესოს ცხოვრებას უნგრევ
-მგონი უკვე გითხარი ერთხელ რომ შენთან ამ თემას არ გავარჩევ, ამიტომ მოკეტე და შენს ადგილას წყნარად იჯექი. გაბრაზებულმა დამიყვირა და მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა, ისე რომ წინ ლამის გადავარდი
-ერეკლე მოთოკე ნერვები. ლევანმა იყვირა მერე კი შეშინებულმა მე გამომხედა
-როგორ ხარ?
-კარგად. ჩუმად ვუპასუხე
-თუ კიდევ ბევრს იტლიკინებ.........................ერეკლემ აღარ დაამთავრა სიტყვა
-ნუ მემუქრები რა.
-გოგო ვერ ხვდები რომ უკვე ბევრი მოგდის, რაც გამოჩნდი ყველაფერი აურიე, ყველაფერში შენს პატარა ცხვირს ტენი. უხეშად მითხრა და მანქანა ადგილიდან დაძრა
აღარ მსურდა მასთან ჩხუბის გაგძელება ამიტომ გავჩუმდი


ერეკლეს გაბრაზებულ მზერას სარკიდან კარგად ვგრძნობდი, ნერვები ძალიან მოშლილი ჰქონდა, მაგრამ არც მე ვიყავი კარგ დღეში,რამე რომ ეთქვა ბომბივით ავფეთქდებოდი და ჩხუბს დავუწყებდი, მისდა სასიკეთოდ ხმა არ ამოუღია, არც მე მითქვამ მისთვი რამე.

მგზავრობა დამღლელი აღმოჩნდა,ახლა უკვე კარგად მოვახერხე გზის დამახსოვრება, ამიტომ გაქცევა ნამდვილად აღარ გამიჭირდებოდა.
სახლში მისულებს კესომ ყველას თბილი ყავა და ნამცხვარი დაგავხვედრა
-არ დავინახო მეორედ ამ გველს რამე მოუყვე თორე გეფიცები, რომ შენც და მასაც ენებს მოგაჭრით. ერეკლემ უყვირა კესოს
-გველი თვითონ უფრო ხარ. ჩავიჩურჩულე და ჩემი ოთახისეკენ წავედი
-გოგო უნდა მიმადლოდე რომ შეგიბრალე და ბებიაშენის დაკრძალვაზე წაგიყვანე თორე სულ არ მეხალისება ვიღაც ქალის გასვენებაში სიარული
-წესიერად მოიხსენი ის ვიღაც ქალი ბებიაჩემი იყო. გაბრაზებულმა დავუყვურე
-ნუ მიყვირი და ნუ მასწავლი ჭკუას, როგორც მინდა ისე მოვიხსენიებ
-ნამდვილად კაცთმოძულე ადამიანი ხარ, არ ვიცი ასეთ ადამიანებს რა ვუწოდო, უბრალოდ მეცოდები, საშინლად მეცოდები. ზიზღით ვუთხარი მან კი ყელში მტაცა ხელი და კედელზე ძლიერ მიმანარცხა
-შენს ადგილას ადამიანს თუ ტვინი ექნებოდა ენას კბილს დააჭერდა
-შენს ადგილას ადამიანი კი თავის დას ცხოვრებას არ დაუნგრევდა.
-მე არავის არ ვუნგრევ ცხოვრებას, პირიქით ვეხმარები ცხოვრების ახალად დაწყებაში
-იცი ზოგჯერ მაცინებ ხოლმე
-სასაცილოს ხედავ რამეს აქ? ყელზე უფრო მომიჭირა
-თუნდაც იმას რომ შენი უაზრო ქცევით სამუდამოდ ციხისთვის სწირავ შენს ძმას და შენს თავს
-გეფიცები დეა, რომ არ მჭირდებოდე ორ წუთში მოგკლავდი. ზიზღით მითხრა და ხელი გამიშვა
-ყველაზე მეტად ახლა გჭირდები, ცოტა გამიფრთხილდი. სიცილით ვუთხარი და ჩემს ოთახში შევედი





---------------------------------------------------------------
მგონი ჩემი მკითხველი პასიურობს, რაც ძალიან არ მომწონს sad
ძალიან გთხოვთ რომ ამ თავში თქვენი აზრი გამოხატოთ, ძალიან მაინტერესებთ რას ფიქრობთ
აბა ველოდები შეფასებებს feel



№1  offline წევრი anna777

აი ძალიან კარგია ძალიან კარგად წერ არ შეწყვიტო რა...
--------------------
სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს

 


№2 სტუმარი ana

ძალიან მომწონს არაჩვეულებრივი გოგო ხარ <33 ასე გააგრძელე

 


№3 სტუმარი nino

Mmm vveelodebi shemmdeg tavvs rogor mainteresebs tu rogor ganvitardeba movlenebi. Kargi xar lola :*

 


№4 სტუმარი bingo_013

me rrodis vipasiure? o.o ukomentarod ar gtoveb... au deas da eerekles mtroba kargad warmoachine ra dzaan gtxov,meti araferi ar minda,sxva danarcheni shenzea damokidebuli,didi madloba da ar daagviano kholme,tavebi kargia,magram tu daagvianeb ufro didi dade kholme :3 erekles chavklav -,- gavuyoleb deas bebiababuis gzas... keso kaia <3 ufro bevri rram minda gaigod deam ... dam ddam... siyvarulit me

 


№5  offline წევრი lola

აი ნადვილი კითხველები მყავხართ love დიდი მადლობა რომ ჩემს გვერდით ხართ
ვეცდები რომ მალე დავდო, მაგრამ თუ ვერ მოვასწრებ გპირდებით რომ ხვალ უფრო დიდის დავდებ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent