შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებები გაფრინდნენ.[ 3 თავი]


24-03-2015, 21:40
ავტორი grifini
ნანახია 1 547

***
-ჰე,დავიწყოთ.-თქვა ნერვებ ათხრილმა ელომ.
-რა იყო ქა ? რა დაგეტაკა ?-ვკითხე სიცილით.
-არაფერი.-კბილებს შორის გამოსცრა და შემომბიღვირა,-დაიწყე,თორემ ან ერთი მეცემებით ან მეორე.
-ვუაიმე,დაიწყე ქალო შენ კიდევ ვაა...-მითხრა ლუციმ სიცილით.
მეც ერთი ღრმად ამოვისუნთქე და მოყოლა გავაგრძელე...

***
-სასიამოვნოა!-კმაყოფილად ჩაიღიმა იომ.
-ჩემთვისაც...-ჩაიბურტყუნა ნანომ და ტუჩის კვნეტით გახედა გაბრწყინებულ თვალება გოგონას.
თითქმის ორ საათზე მეტი ისაუბრეს,ძველი დრო გაიხსენეს.კვდებოდნენ სიცილით,იმაზე ეცინებოდათ ბიჭებს,რომ დასცინოდნენ ხოლმე.
მაინც მაგარი მომენტია,როდესაც ორი ნაცნობ-უცნობი ადამიანი ერთმანეთს ხვდება,წარმოგიდგენიათ ?! ამის შემდეგ,რომ ადამიანი იტყვის მეგობრობა მანძილს ვერ უძლებსო არ უნდა მოკლა ?! ამ სამის მეგობრობა საზღვრებს სცდება!
ბოლოს იცით როგორ დაემშვიდობნენ? თითქოს ბოლოჯერ ნახულობენ ერთმანეთსო,ან რომელიმეს ბოლო დღე აქვს და შემდეგ დღეს ავღანეთში მიყავთო.
არც ერთს ეთმობოდა ერთმანეთი.
იცით როგორ ჩაეხუტნენ ? მთელი მსოფლიო,რომ ჩაეხუტოს ისე ვერ ჩაეხუტებიან როგორც ეს ორი.არა,მართლა მაგარი მეგობრები იყვნენ.
კირილე ? კირილე უყურებდა მოტიტინე თათიას და გულში სითბო ეღვრებოდა.როგორ შურდა იმ წამს ნანოსი ნეტავი იცოდეთ...როგორ უნდოდა მის ადგილას ყოფნა,ოღონდ მას ჩახუტებოდა ისე მაგრად როგორც ნანოს და სიცოცხლესაც კი გაიღებდა.არა,მართლა არ სჯერა ერთი ნახვით შეყვარების მაგრამ,მართლა ძალიან მოეწონა ის პატარა ბავშვი,ის პატარა გოგონა რომელსაც უკვე თავისი დაარქვა.

***
როგორ ეზარებოდა სკოლაში წასვლა,თან იოანეც არ იყო სახლში.
ერთმანეთში ახლართული წამწამები ერთმანეთს დააშორა.დაამთქნარა,თან ისე რომ გადაგვყლაპავდა ყველას.საწოლზე წამოიწია,მოზუზუნე მაღვიძარას ხელი დაჰკრა და გააჩუმა,კიდევ ერთხელ დაამთქნარა და სააბაზანოში მოკურცხლა.იქიდან გამოსულს დიდ ხანს არ უტრიალია კარადასთან,ერთიანი კაბა გამოიღო და გადაიცვა შავი კედები ამოიცვა,ჩანთას ხელი დასტაცა და უკვე მზად იყო.
სამზარეულოში მოფუსფუსე დედას ლოყაზე აკოცა,შემდეგ მამას და მაგიდასთან დაჯდა ცხელი შოკოლადის მომლოდინედ.
-მა,გინდა მე გაგიყვან?-ჰკითხა ლევანმა.
-არა მა,წავალ მე თვითონ.-გაუღიმა გოგონამ და ცხელი შოკოლადიც ჩაამთავრა,-აბა წავედი ოჯახო.-სიცილით დასძინა ისევ დედას,მერე მამას ლოყაზე აკოცა და სახლის კარებიც გაიხურა.
ერთმანეთში გადახლართული ყურსასმენები ამოაძვრინა ჟაკეტის ჯიბიდან და გახსნა დაუწყო,ძლივ-ძლივობით გახსნა და ტელეფონს შეუერთა.მაშინვე გაისმა მისი საყვარელი სიმღერა “Asleep”.სიმღერას მთელი გულით უსმენდა და ნოტებს აკვირდებოდა,როგორ მოსწონდა მისი მელოდია.რამდენი ხანი უნდოდა მისი აწყობა და ვერა და ვერ მოიცალა.
სიმღერა ზარმა შეაწყვეტინა,სწრაფად დახედა ტელეფონს და ევას ზარზე გაეღიმა.
-რამ შეგაწუხათ?-ჰკითხა სიცილით.
-რამ შემაწუხა კი,არა ისეთი სიმპო ბიჭი დავინახე დავდნი.-ჩუმად ჩაიჩურჩულა ისე,რომ ტელეფონში ძლივს გაიგო თათიამ.
-უფ,-ჩაიფრუტუნა და ღიმილი გადაეკრა სახეზე,-ახალი ამბავი თქვი რა.
-აი,ეს მართლა ყველას ჯობია.-ირწმუნებოდა ევა.
-კაი მივედი სკოლაში.საღამოს დაგიკრეკავ შენ და მეორეს და მერე ვილაპარაკოთ.-უთხრა სიცილით.
-კაი ხო არევუა.-სიცილით ჩასძახა ტელეფონში ევამ.
-არივედერჩი.-თათიამაც ღიმილით უთხრა და ტელეფონი ჯიბეში შეინახა.
როგორ ვერ იტანდა თავის კლას და საერთოდ სკოლას,რამდენჯერ დაფიქრებულა ამ ქალაქში რამდენი მეგობარი ჰყავს და ვერა და ვერ აღმოაჩინა მეგობრები.ვერასდროს უგებდა ამ ბავშვებს,არასდროს არ ელეოდათ დასაცინი და ამაზე სულ ნერვები ეშლებოდა.როგორ შეიძლება ადამიანმა ვინმეს დასცინო მითუმეტეს თუ ეს მეგობარია.მეგობარი თუ არა კლასელი ხო მაინც არის ?არა,ვერ იტანდა ასეთ ხალხს და რა ექნა.
ჩუმი ნაბიჯებით შევიდა კლასში და ისევ ჩუმად დაჯდა თავის მერხზე,ტელეფონი მოიმარჯვა და ნანოს მისწერა.
„ევას ახალი ტიპი დაევასა “
„შენზე პირველი მე დამირეკა“
„რას მესწერვები გოგო ო.ო“
„კაი,კაი წავედი მერე მოგწერ “
ტელეფონი ღიმილით ჩაიდო ჯიბეში და მოსიარულე ტალახებს გახედა,ირონიული ღიმილით ჩაეცინა.სხვებს დასცინოდნენ და თვითონ რას გავდნენ.
გაკვეთილები მორჩა თუ არა მუსიკის კაბინეტისკენ გასწია,რადგან ფორტეპიანო იქ ეგულებოდა.
თმები უკან გადაიყარა და მთლიანად მელოდიის მორევში ჩაიძირა.მისთვის ეს იყო ცხოვრება.მუსიკა.რომ გეკითხათ შენთვის ცხოვრება რას უდრისო,დაფიქრდებოდა და გეტყოდათ, „ოჯახს,მეგობრებს და მუსიკას“.მისთვის ამ სამზე მეტი ღირებული არაფერი იყო.
მთელი გრძნობით უკრავდა ნაცნობ მელოდიას და იძირებოდა ამ სასიამოვნო მელოდიაში.მისთვის ეს მელოდია იმ წამს იყო ზღვაც,ბედნიერებაც,სიხარულიც,სიყვარულიც და საერთოდ ყველა საუკეთესო და კარგი გრძნობა იქ იყო.რომ მოგესმინათ იტყოდით ანგელოზი უკრავსო,მართლა ანგელოზს გავდა,ოღონდ არა სახით ან როგორც სხვები იტყოდნენ სხეულით.არა!არა!არა!ფიზიკურად კი არა სულიერად. სული ჰქონდა ანგელოზის,ის სათნო და ლამაზი სული ჰქონდა ანგელოზის.
ნელა დააუკრა ბოლო აკორდები და ხელები ჩამოუშვა.ღრმად შეისუნთქა ჰაერი,გაიღიმა და ისევ თავიდან დაიწყო.

***
ნელა მიაბიჯებდა სკოლის დერეფანში და მისკენ მომზირალ თვალებს „იგნორს ურტყამდა“.მის კლასში შეიხედა,როგორ იოანემ ასწავლა მაგრამ იქ ვერავინ დაინახა,მხოლოდ სამი გოგო,რომლებიც ჭკუაზე არ იყვნენ ისე იტყლარჭებოდნენ.
-უკაცრავად თათია თოდუა აქ არის ?-ჰკითხა კირილემ და ამაზრზენ გოგონას,რომელიც მისკენ მოემართებოდა ირონიულად გაუღიმა.
-და თქვენ ვინ ბრძანდებით?-ჰკითხა და ამაზრზენად გაუღიმა.
-მისი შეყვარებული!-უთხრა უკვე დასერიოზულებულმა და ისევ იგივე კითხვა გაუმეორა დაბნეულ მარიამს.
-არ,ვიცი მგონი მუსიკის კაბინეტში.-უთხრა აგდებით და მოშორდა.
რაღაც ჩაილაპარაკა გაბრიელმა და მუსიკის კაბინეტისკენ წავიდა.
მის ყურს ნაზი მელოდია მისწვდა.ნელა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი,თითქოს მისი სწრაფი მოძრაობით ეს მელოდიაც გაჩერდებაო.კარების შუშაში შეიხედა და თვალებ დახუჭული გოგონა დაინახა,რომელსაც ეტყობოდა,რომ მთელი გულით უკრავდა.სამი წუთის განმავლობაში უსმენდა თვითონაც თვალებ დახუჭული და დროის შეგრძნება დაკარგული ჰქონდა.ვერ გრძნობდა ვერაფერს,მხოლოდ ნაზი მელოდია ჩაესმოდა.

***
-ვაიმე,საყვარლები.-ამოიქსრუტუნა ელომ.
-რა გატირებს გოგო ?-თვალები დავუბრიალე სიცილით.
-აუუ,დღეს ტირილი მინდოდა და ამისრულდა.-ამოიქსრუტუნა ისევ.
-ამას არაფერი არ ეშველება.-ხელი სიცილით ჩაიქნია ლუციმ.
-კარგით,კარგით დამაცადეთ.-ვუთხარი სიცილით და ისევ გავაგრძელე მოყოლა...

***
რამდენიმე წუთი ისე იჯდა ფორტეპიანოსთან,უაზროდ იღიმოდა.მერე ჩანთას ხელი დაავლო და კარებისკენ შემობრუნდა,როდესაც კარებში თვალებ დახუჭული სხეული დაინახა ადგილზე შედგა და თვალები გაუფართოვდა.
-შენ...შენ აქ...რა გინდა?-ძლივს ამოთქვა დამფრთხალმა.
-შენს წასაყვანად მოვედი.-უთხრა უკვე,თვალებ გახელილმა ბიჭმა თბილი ღიმილით.
-რ...რატომ?-ჰკითხა უფრო დაბნეულმა თათიამ და ჩანთას უფრო მოუჭირა ხელი.
-იოანემ მითხრა.-ახლა მკაცრად უთხრა და გარეთ გასვლაზე ანიშნა.
უხმოდ გაჰყვა უკან და მანქანაშიც უხმოდ ჩაჯდა.
-ეხლა მე და შენ წავალთ და ნაყინებს შევჭამთ გინდა?-ჰკითხა ღიმილით.
-აარ...არ ვიცი...-მხრები აიჩეჩა დაბნეულმა თათიამ და სახეზე აწითლდა.
-სამაგიეროდ მე ვიცი და წავედით.-ერთხელ კიდევ გადახედა თბილი ღიმილით და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent