შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი ნიღბით (ნაწილი III)


25-03-2015, 21:02
ავტორი მარიამი, N7
ნანახია 1 873

დაგვიანებისთვის მომიტევეთ და თუ ვინმე კითხულობთ, უმორჩილესად გთხოვთ, დააფიქსირეთ აზრი ღირს თუ არა გაგრძელება. მადლობთ.

–ტიტუ! ეს რა შემაფოთინა?! – დაიკივლა ნელიმ და თამარმა დაფეთებულმა გაახილა თვალები.
–ნელი დეიდა, კარგად ხართ? – მიცვივდნენ ცოლ–ქმარი მოხუცს, რომელსაც არაფერი ეტყობოდა ცუდად ყოფნის.
–წნევა მაქვს მგონი, შე ქალო, კარგად რომ ვიყო დავიყვირებდი?! – საყვედურით უთხრა და თავი გადაიქნია. – ტიტუ! როგორ დამესხნენ თავზე ვარსკვლავები?! – შეიცხადა კიდევ ერთხელ მოხუცმა.
–დამელოდეთ, ექიმს მოვიყვან ახლავე, – შეშინებული აკაკი ჩამწერისკენ გაიქცა.
აგერ უკვე მერამდენე წელია აკაკსა და თამარს ნელისა და გივის ატანა უწევთ. როგორი არის ორი იმერლის კარის მეზობლად ყოფნა, თანაც როგორი იმერლების?! რამდენჯერ არ დაამთავრებინა ნელიმ საქმე ცოლ–ქმარს, ის რომ არა, რა იცი, იქნებ ახლა პატარაც კი ყოლოდათ, მაგრამ არა! რამდენი ნახევარზე გავიდნენ, იმდენჯერ შეარყია ნელის ყვირილმა უბნის ძილი, საბოლოოდ კი თამარს ხელში წნევის აპარატი და მასზე აღბეჭდილი ნორმალური წნევა ხვდებოდა. ეს ჩვენი ნელი ისე შეიცხადებდა ხოლმე, შეუძლებელი იყო არ დაგეჯერებინა. ჰო და, როგორც ყოველთვის ახლაც ჩვეულ ხრიკებს მიმართა მოხუცმა ნელიმ, რომელიც სიცოცხლეს ჯან–ღონით უტევდა და არა მარტო სიცოცხლეს, როგორც გითხარით ახალგაზრდა წყვილსაც.
–ქალბატონო, წნევა მწყობრშია, – ამოიხვნეშა მისი გაზომვით გადაქანცულმა ექიმმა, რომელიც უკვე მეოთხეთ აკვირდებოდა გულისა და სისხლის წნევის აბსოლუტურ გამართულობას.
–უი, ნამუს გარეცხილი ხართ ყველა ექიმი! – გადავიდა სალანძღავ სიტყვებზე ნელი, რომელსაც იმხელა ღონე ქონდა, როგორც იტყვიან ირმისთვის რომ ჩაებერა უკნიდან, რქებს გაუსწორებდა. – ხალხს ვშველით, ხალხსაო და არ დამტოვეთ დენნაძუძგივით ეს ამხელა ქალი?! აფსუს, რა დრო იყო! მივიდოდი ჩემ ბეჟანასთან და გამაშლევინებდა ხელ–ფეხს მომარჩენდა და მიშვებდა?! ახლა ათასი პროდეცურა თუ რაცხა თარსობაა და მაინც რა? გაგაშანშალებენ უარესად! – ქოთქოთებდა მოხუცი.
–ნელი დეიდა, მგონი დროა გივისთან წაგიყვანოთ, – ძლივს დამშვიდდა მწყობრიდან გამოსული აკაკი, რომელსაც უბრალოდ აღარ შეეძლო ნელის მსგავსი მოვლენების ატანა.
–და ეს ბაღანა? – გაოცდა მოხუცი.
–ამ ბაღანას ექიმები მიხედავენ, – მკლავი მკლავში გამოსდო და გასასვლელისკენ სწრაფად წაიყვანა.
–შე კაცო, მეტკინა, – დაიჭმუჭნა ნელი და რომ ვერაფერს გახდა, ჩვეულ ტაქტიკაზე გადავიდა, – აიტ, შე მხეცო, შე გოლიათო! ხელი გამიშვი! ტიტუ! ტიტუ!
–გაჩუმდით, ისეც აღარ ვარ დარდით, – ტონს აუწია აკაკიმ და ნელის გააკანკალა, რადგან პირველად დაინახა ასე გაბრაზებული ეს მამაკაცი. რაღა ამოაღებინებდა ხმას მოხუცს?!
მარტო დარჩენილი თამარი სავაადმყოფოს ჰოლში ბოლთას სცემდა და ფრჩხილებს გამალებით იკვნეტდა. კატოსთან ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონია, მაგრამ მის ემოციურ მხარეს ძალიან ეცოდებოდა მომავალი მარტოხელა დედა. მის ოჯახშიც ხომ მსგავსი სიტუაცია იყო, დედა ჰყავდა მხოლოდ, რადგან მამამ თავიდანვე უარი თქვა, თუმცაღა დედის ის სითბო და მზრუნველობა, რომელსაც მთელი ბავშვობის განმავლობაში უხვად ღებულობდა, დღემდე სიზუსტით ახსოვს და შეშლამდე ენატრება.
–თქვენ პაციენტ აბაშიძესთან ხართ? – გაიგო ბარიტონი ზურგიდან და გააკანკალა.
–დიახ, კატოსთან, – ნელა მიტრიალდა ექიმისკენ.
–მე მთავარი ექიმი ვარ, ვახტანგ ნიკოლაძე. გადაუდებელი ოპერაცია დავჭირდა, რადგან ორსულის მდგომარეობა კრიტიკული იყო.. – ამოიხვნეშა და თამარს კიდევ ერთხელ დაუარა ცხელმა ტალღამ სხეულში. – საკეისრო გაკვეთა ჩავატარეთ და ბავშვის სიცოცხლე შევინარჩუნეთ, ისევე, როგორც პაციენტის. ჯერ–ჯერობით ნარკოზის ქვეშაა პაციენტი, ბავშვის გადაყვანა კი, დაუყონებლივ უნდა მოხდეს ინკუბატორში.. – ძლივს დაასრულა ექიმმა და თამარმაც შვებით ამოისუნთქა.
–გადაარჩინეთ პატარას სიცოცხლე, გთხოვთ, – ამოიკნესა თამარმა და ახლად მოსულ ქმარს აეკრო.
–ყველაფერს გავაკეთებთ, – თქვა ექიმმა და მათ გაშორდა.
–თაკო, ყველაფერი კარგად იქნება, ხომ იცი? – თავზე შეახო ტუჩები მამაკაცმა.
–და რომ არ იყოს? საშინელებაა პირველი შვილის დაკარგვა, შენ მაინც ხომ იცი..
თავში რამდენიმე წლის წინანდელი მოვლენა ამოუტივტივდა. ახსოვს როგორ დეპრესიაში იყო ჯერ კიდევ ოცი წლის გოგონა, რომელსაც მოულოდნელად მოსწყდა მუცელი. არც აკაკი აკლებდა ნერვიულობას, კინაღამ ორივე გადაყვა უნახავ ბავშვს, მაგრამ ტკივილი იმდენად დიდი იყო, რამდენადაც ნუ შეიგრძნობს ნურც ერთი დედა..
ნახევარი საათი ცდილობდა აკაკი თამარის დამშვიდებას, თუმცა არც მას ჰქონდა მთლად მოსვენებული სული. მის თავშიც ის საშინელი წელი ტრიალებდა და ისეც აბობოქრებულ სულს უმატებდა ტალღებს. მერე ექიმმა ახარა: პაციენტი გამოვიდა, შეგიძლიათ ინახულოთო.
ოთახში რომ შევიდნენ, კატოს თავი ფანჯრისკენ მიეტრიალებინა, მათი შესვლის გაგონებისთანავე კი მათზე გადმოიტანა მზერა და გაკვირვება გამოესახა სახეზე. სანამ რამეს გაიაზრებდა, მანამდე დაასწრო აკაკიმ.
–კარგად იქნები, კატო, – გაუღიმა.
თამარი ხმის ამოღებასაც კი ვერ ბედავდა, ვაი და რამე წამოსცდენოდა და სულ გაენადგურებინა ისეც განადგურებული ახალგაზრდა?! ძლიერად აჭერდა კბილებს ბაგეებს, რომ არ შეემჩნია კატოს მისი სიტუაცია, მაგრამ სულ ტყუილად.
–თამარ, დამშვიდდი, ყველაფერი მითხრა ექიმმა, – გაუღიმა.
–მართლა? – შვებით ამოისუნთქა ქალმა.
–კარგად იქნება, ღვთის წყალობით, – ისევ დაატანა თავს ძალა გაეღიმა.
–შენც კარგად იქნები, – თამარმაც ძალაუნებურად გაუღიმა, მაგრამ „ც“–ს გამოკვეთა გაუჭირდა, რადგან თავად ექიმებიც ვერ იძლეოდნენ გარანტიას და მას საიდან უნდა სცოდნოდა, ვაი და შემცდარიყო?
–დიდი ხანია აქ ხართ? – იკითხა კატომ მორიდებით და ცოლ–ქმარს გადახედა.
–არც ისე, – ხელები ააფრიალა თამარმა, – ზოგი ჭირი მარგებელიაო, – გაეცინა, – ჭირში ნელი იგულისხმე და მარგებლობაში ის, რომ დიდ ხმაზე ყვირილი შეუძლია.
–ნელიმ შეგაფხიზლათ? – გაეცინა კატოსაც.
–არა მარტო შეგვაფხიზლა, რამდენიმე დღე აღარც დაგვაძინებს. მისი ემოციურობის ამბავი რომ ვიცი, ორი დღე იკრუსუნებს „ტიტუ, როგორ შემაქანაო“, – სიცილით ჩაილაპარაკა აკაკიმ, თუმცა რა აცინებდა, მაინც მას მოუწევდა მოხუცის ხელით თრევა ოთახიდან–ტუალეტამდე და პირიქით. აბა გივის რა შეუძლია თავში ხელების რტყმის გარდა?!
პალატაში ექიმი შემოვიდა.
–ნემსის დროა, დატვირთვა ჯერ არ შეიძლება, – ცოლ–ქმარს მიახვედრა, რომ მათი გასვლის დრო იყო. კატოს დაემშვიდობნენ და გავიდნენ.
სახლში მოუწიათ წასვლა, რადგან უკვე კარგად დაგვიანებულიყო, კატო კიდე თუ დაიძინებდა, დილამდე მაინც ვერ მისწვდებოდნენ მას. ექიმს ნომრები დაუტოვეს, ვინცობააო.
მათდა გასაკვირად, ნელის არ შეუწუხებია არც ერთი. ალბათ ვერ გაიგო მათი დაბრუნება, თორემ აიკლებდა კიდეც საწყალ ხალხს.
ძლიერ ძილს შეეპყრო ორივე, ალბათ დილამდე არც ერთი გაიღვიძებდა, რომ არა ტელეფონის გაბმული წრიალი. თამარმა ნელა გაახილა თვალები და ხელი ტუმბოსაკენ წაიღო, ძლივს ჩასჭიდა თითები ტელეფონს და ყურისკენ გაიქანა.
–გისმენთ..
–ქალბატონო, შეგიძლიათ საავადმყოფოში მოხვიდეთ? პაციენტ აბაშიძეს თქვენი ნახვა უნდა.. – აღშფოთებული ხმა გაისმა ტელეფონში.
–მშვიდობაა? – აუკანკალდა ხმა თამარს.
–თუ მოახერხებთ, ახლავე გამობრძანდით, – გაისმა საბოლოო სიტყვები და კავშირი გაწყდა.
ტელეფონი ტუმბოზე მიაგდო და უგონოდ მიძინებულ ქმარს გადაწვდა.
–აკო, გაიღვიძე, აკაკი, – შეანჯღრია მთელი ძალით და მამაკაცმაც შეშინებულმა გაახილა თვალები.
–მშვიდობაა? – იკითხა ჯერაც ბურანში მყოფმა და სახეზე ხელები მოისვა.
–არა.. საავადმყოფოდან დამირეკეს..
–კატო და ბავშვი კარგად არიან? – დაფეთდა მამაკაცი.
–არ ვიცი, – ამოიკვნესა თამარმა.
ჩაიცვეს და საავადმყოფოში მივიდნენ.
მორიგე ექიმებს ნერვიულობა დასტყობოდათ. ჯგუფურად შეყრილ რამოდენიმე ადამიანს გაცხარებული საუბარი გაებათ. საიდანღაც თამარს მოესმა კიდეც: ნეტა როგორ მოხდა, იქ არავის უშვებდნენო, მერე კრიმინალი გავრცელდაო და სულ დაიბნა ქალი, შიშმა აიტანა.
–პაციენტ აბაშიძესთან ვართ, – ხმის კანკალით წარმოსთქვა მიმღებში და გვარის გაგონებაზე თითქოს მიმღებიც შეცბა.
–ისევ იმ პალატაშია, მთავარ ექიმს გამოვუშვებ თქვენთან, – ძლივსღა წარმოსთქვა და ტელეფონის ყურმილს დასწვდა.
აკაკიმ ხელი შემოხვია შეშინებულ ცოლს და გულზე მიიკრო. პალატისკენ წავიდნენ.
ვინ იყო კატო მათთვის, არც არავინ, არც არაფერი, ერთი ჩვეულებრივი ადამიანის, მეზობლის გარდა, რომელიც, როგორც თვითონ თქვა, გააუპატიურეს და ამ ინციდენტმა ბავშვი „აჩუქა“. გმირად მიიჩნევდნენ ქალს, რომელიც თავისას არ იშლიდა და ჩანასახს არ იშორებდა, რადგან ყველაფრის მიუხედავად ბავშვს არაფერი დაეშავებინა მისთვის.
სინამდვილე კი.. მხოლოდ ორმა იცოდა, მთელს დედამიწაზე..
პალატაში ფეხი შედგეს და წამიერად გაშეშდნენ, გაშრნენ. კატო იყო, ბავშვის პერანგი გულზე მიეკრო და თვალებიდან ზღვისოდენი სითხე სდიოდა. გაუჩერებლად ერთს იმეორებდა: ჩემი ადრიანე, ჩემი ადრიანეო.
შეშინებული მივარდა თამარი კატოს.
–რა მოხდა, კატო, ბავშვი აღარაა? – აუცრემლიანდა თვალები გულჩვილ გოგონასაც.
–აღარაა, მომტაცეს, ჩემი ადრიანე, – შოკირებული იმეორებდა ქალი.
თამარს ცხელმა ტალღებმა დაუარეს სხეულში, აკაკის მსგავსად, კატოს კი გული დაფლეთვოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent