შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობები შიშის გარეშე (9)


26-03-2015, 20:34
ავტორი lola
ნანახია 2 412

უფერული გათენდა მეორე დღე, წინა დღის დაძაბულობის გამო ,ვერ მოვახერხე დაძინება, ბებიაზე, ნიკოლოზზე, მშოვბლებზე და როგორი გასაკვირი არ უნდა იყოს კესოს ჯერ არ დაბადებულ შვილზე ვფიქრობდი.
კესოს ბავშვი ძალიან მეცოდებოდა,ერეკლე მას უსამართლოდ სჯიდა, ჯერ კიდევ უცოდველს მამის ნახვის და მასთან ცხოვრების უფლებას არ აძლევდა,ამიტომ გადავწყვიტე რომ როგორც ჩემი ასევე კესოს თავისუფლებისთვის მებრძოლა
ოთახიდან არ გავსულვარ, ველოდებოდი ერეკლე როდის მომაკითხავდა, დადანამდვილებით ვიცოდი რომ მოვიდოდა
კარები როგორც ყოველთვის შემომინგრია
-რა ველურივით იქცევი, ვინმე მოგდევს? ხმამაღლა ვუყვირე
-დღეს საქმეზე მივდივარ და იცოდე გაქცევა არც იფიქრო, თორე ამ ჯერად აღარ დაგინდობ
-ისევე როგორც თორნიკე არ დაინდე? ირონიით ვკითხე
-ცნობისთვის თორნიკე ჯერ კიდევ ცოცხალია, აი შენ კი მისსავით ბედი არ გაგიღიმებს, მაგრამ გარწმუნებ შენი სიკვდილი უფრო ადვილი და უმტკივნეულო იქნება.
-ძალიან დამავალებ.ნერვების მოშლა მინდოდა მისთვის ამიტომ მის ნერვებზე თამაში გადავწყვიტე
-იცი რა მაკვირვებს შენში,ცხოვრება არაფრად მიგაჩნია, სულ ფეხებზე გკიდია, არც იმაზე ფიქრობ მომავალში რა იქნება, მხოლოდ სიკვდილი გინდა, მეტი არაფერი. გაღიზიანებულმა მითხრა
-მომავალი? სასაცილოა, მომავალი არ მექნება, ვიცი რომ დიდი ხანი მომიწევს კიდევ აქ ყოფნა, ამიტომ სიკვდილია ერთადერთი გამოსავალი შენგან და ამ მეტად უსამართლო ცხოვრებისგან თავის დასაღწევად
-მამაშენთან ალბათ მალე მივაღწევ შეთანხმებას, ამიტომ გირჩევ რომ ცხოვრება შეიყვარო და სხვა თვალით შეხედო, შეიძლება აქედან წასვლის შემდეგ მთელი შენი ცხოვრება რადიკალურად შეგეცვალოს
-ნამდვილად შემეცვლება, შენი დაუძინებელი მტერი გავხდები და გეფიცები რომ ციხეში ყოფნა სანატრელი გაგიხდება.მასთან ახლოს მივიწიე,იმდენად ახლოს რომ თუ გავჩუმდებოდი მისი რიტმული და აჩქარებული გულის ცემას ნამდვილად გავიგებდი.ზიზღით ვუთხარი და თვალები მოვჭუტე
-აქედან წასვლის შემდეგ ჩემს სახელსაც დაივიწყებ და აქამდე გამოვლილ ყოველ დღეს. მკაცრად მითხრა
-ცდები, არც ერთ წამს არ დავივიწყები, არც ერთს, კარგად დაიმახსოვრე და ეცადე რომ წესიერად მომექცე, თორე გეფიცები ყველა წუთს სანანებელს გაგიხდი.მინდოდა მისი დახრჩობა და მისთვის ყველა ნეკნის ჩამტვრევა, მაგრამ რაც არ უნდა მეცადა, ვერაფერს ვუზამდი, ჩემზე უფრო ძლიერი და ჩემზე ბევრად დიდი იყო ტანით,მის კუნთებზე ხომ არარაფერს ვამბობ.
კარგად შევათვალიერე,მის კუნთებს რომ ვაკვირდებოდი დამცინავად მკითხა
-მოგეწონა? თუ გინდა ახლოდან გაჩვენებ. მაიკის გახდას აპირებდა მაგრამ იმხელაზე ვიყვირე რომ გაჩერდა,კმაყოფილი სახე მიიღო, მერე კი გაეღიმა
-ბევრი შენს ადგილას სიამოვნებით ნახავდა
-გულს მირევ, ახლავე გადი ჩემი ოთახიდან, დეგენერატო. კარები გავუღე და ვანიშნე რომ წასულიყო
-თუ გინდა სხვა დროისთვის გადავდოთ, არსად მეჩქარება.სიცილით მითხრა და ოთახი დატოვა
-არა ხარ შენ ნორმალური, ფსიქიატრიულში დასაწვენი ხარ, შეშლილიო.დავუყივლე და კარები მაგრად მივაჯახუნე
-დეა რამე მოხდა? შეშინებული კესო შემოვარდა ოთახში
-შენ ძმას ჯანმრთელობის ცნობა აქვს? მგონი რომ არა და ვფიქრობ რომ შეშლილია, გადარეული, ვერასდროს ვერ მიხვდები რას ფიქრობს და რის გაკეთებას აპირებს. გაბრაზებულმა ვუთხარი და კოპები შევკარი
-რამე დაგიშავა?
- საბედნიეროდ არა. მშვიდად ვუთხარი
-კარგი არაუშავს,მის გამოხტომებს ნუ მიაქცევ ყურადღებას, ზოგჯერ ზედმეტები მოსდის ხოლმე
-ზოგჯერ? გავიკვირე
-კარგი, ყოველთვის ზედმეტები მოსდის.სიცილით მიპასუხა
-იცი შენი ძმისგან რადიკალურად განსხვავდები, რაც ძალაინ მომწონს. კესოს თბილად ვუთხარი
-იცი სხვა სიტუაციაში რომ გაგვეცნო ერთმანეთი ნამდვილად მოხარული ვიქნებოდი. გამიღიმა
-ალბათ ღმერთს ასე სურდა, მაგრამ მაინც მიხარია, რომ ამ მძიმე სიტუაციაში გამომიგზავნა შენი თავი, ბევრი შენს ადგილას შემიძულებდა და ცუდად მომეპყრობოდა, მაგრამ შენ დამიმტკიცე რომ ყოველთვის უნდა გვჯეროდეს ადამიანების.
- შენნაირ გოგოს ჯერ არ შევხვედრივარ, მე შენს ადგილზე გავგიჟდებოდი.
-ცხოვრებამ მასწავლა რომ ყველაფერს უნდა გაუძლო, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს.
-და უნდა იბრძოლო როგორი რთულიც არ უნდა იყოს.
-რათქმაუნდა. გავუღიმე და ჩავეხუტე

კესო ძალიან მომწონდა, მართლაც სხვა დროს რომ გამეცნო უკეთესი იქნებოდა,ერეკლეზე კი რა მოგახსენოთ, მასთან საერთო ენას დარწმუნებული ვარ ვერასდროს გამოვნახავდი და ვერ გამოვნახავ,რადგან მისნაირი ყეყეჩების გაგება ძალიან მიჭირს


-კესო შეგიძლია ყველაფერი მიამბო, თუ შენთვის რათქმაუნდა რთული არ იქნება, მაინტერესებს რატომ გახდა შენი ძმა მკვლელი და რატომ ზის ახლა ციხეში. ვიცოდი რომ მისთვის არც თუ ისე სასიამოვნო შეკითხვას ვუსვამდი, მაგრამ მინდოდა ყველაფრის გაგება
-იცი დეა არ არის სასიამოვნო მოსასმენია ეს ყველაფერი. ყოყმანით დაიწყო
-არაუშავს, მაინტერესებს ამიტომ მზად ვარ რომ მოგისმინო.
-ყველაფერი მაშინ დაიწყო როდესაც მშობლები დაიღუპნენ, მაშინ მე 16წლის ვიყავი, ბიჭები კი ჩემზე უფროსები,სამივესთვის დიდი დარტყმა იყო, მით უმეტეს ჩემთვის, მართალია ბავშვი არ ვიყავი მაგრამ მაინც ძალიან გამიჭირდა ამის გადატანა, მათი გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი აირია, არ ვიყავით შეძლებული ოჯახი გვიჭირდა,ზურა ყველაზე უფროსი იყო ამიტომ გადაწყვიტა ჩვენი რჩენა, მალევე დაიწყო სამუშაო, მაგრამ არ გვეუბნებოდა სად, არც იმას ამბობდა ფულს საიდან შოულობდა, მოულოდნელად ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, სახლში ფული გაჩნდა, თითქოს არსაიდან მოდიოდა, მაშინ არც კი ვიცოდი რომ ზურას ნარკოტიკებთან ჰქონდა შეხება,ერთ დღეს კი მის ოთახში აღმოვაჩინე, კარგად გადამალული დიდი რაოდენობის ნარკოტიკი.
-მკვლელობაზე რას მეტყვი? რატომ მოკლა, თქვენი ცხოვრება ხომ შიცვალა და ფულიც გქონდათ.საუბარში ჩავერთე კესოს
-დეა, მე ჩვენი ცხოვრების მხოლოდ ნახევარი მოგიყევი, ახლა კი ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე მონაკვეთის მოყოლას დავიწყებ,
12ე კლასში ვიყავი, როდესაც ზურა პირველად დაიჭიეს,2წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს,ყველაზე საშინელი მომენტი მაშინ იყო, ერეკლე ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდა თავის ძმაკაცებთან ერთად დარბოდა მთელ ქალაქში,კვირაში ერთხელ თუ მოვკრავდი თვალს ისიც სრულიად შემთხვევით რომელიღაც სკვერში ან ქუჩის კუთხეში,ჩემი თავის რჩენა მე თვითონ მომიწია, კაფეში ღამის ცვლაში ვმუშაობდი, ანაზღაურება დაბალი მქონდა,მხოლოდ გადასახადებში მყოფნიდა, სკოლაში კარგი მოსწავლე ვიყავი ამიტომ მასწავლებებთან არ დამჭირებია მომზადება, ჩემით ვმეცადინეობდი,
ღამე სახლში დაღლილი და ერთიანად გაყინული მივდიოდი და ვსწავლობდი, ბევრჯერ უშუქობის გამო სანთლის შუქზეც მისწავლია.
-ერეკლე რას ფიქრობდა ამ დროს? გაღიზიანებულმა ვკითხე
-ერეკლე? ის მხოლოდ მეგობრებთან ერთობოდა, ყველა და ყველაფერი ფეხებზე ეკიდა.სევდანარევი ღიმილით მიპასუხა
-მერე რა მოხდა? მომიყევი
-სკოლა წარჩინებით დავამთავრე, სწავლის გაგრძელება მინდოდა მაგრამ უსახსრობის გამო ვერ შევძელი, 2ი წელი ძლივს გავძელი, მერე ზურაც გამოუშვეს და ცოტა ამოვისუნთქე,წესიერი სამუშაოს შოვნა გაუჭირდა, ამიტომ ხელი ისევ ძველ საქმიანობას მიჰყო, ძალიან არ მომწონდა რასაც აკეთებდა, ვეჩხუბებოდი, ვთხოვდი რომ თავი დაენებებინა, ის კი მხოლოდ სიცილით მპასუხობდა
"ნუ გეშინია არაფერ შარში არ გავეხვევიო", მისმა დაბრუნებამ ერეკლე სრულიად შეცვალა, ასე რომ ვთქვათ გამოასწორა,თავის ძმაკაცებს ჩამოშორდა, უკვე ყურედრებასც მაქცევდა,სახლშიც უფრო ბევრ დროს ატარებდა,მისი რადიკალურად ცვლილება ძალიან მახარებდა
-მერე როგორც მივხვდი ისევ აირია თქვენი ცხოვრება ხო?
-კი, ისევ აირია ცხოვრება როდესაც ზურას დაუდევრობას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 14 თებერვალი იყო,მისი დაბადების დღე მეგობრებთან ერთად აღნიშნა, დალიეს, საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში დაჯდა, ამას კი ფეხით მოსიარულეს სიცოცხლე შეეწირა
-მაშინვე არ დაუკაკვებიათ ხო? კესოს კვლავ გავაწყვეტინე საუბარი
-არა, თავისი მეგობრების რჩევით რამდენიმე ხნით საქართველო დატოვა და რუსეთში წავიდა,ამ დროს უკვე საკმარისად გვქონდა ფული, ამიტომ ცხოვრება არ გვიჭირდა, ერეკლეც მუშაობდა,ცხოვრება ყოველ დღე ახალ და ახალ რამეს გვასწავლიდა, როგორც კარგს ასევე ცუდს,თითქოს ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა, მერე ჩემი შეყვარებული გავიცანი, თავიდან ლადო როგორც ყველა ისე არ გამცნობია, პირველივე ნახვის დროს ყველაფერი პირში მითხრა,არ დაუწყია იმის ახსნა თუ რატომ მაქცევდა ამდენ ყურადღებას, თავიდანვე მითხრა რომ მოვწონდი
-როგორც ვიცი დაქორწინდით, მაგრამ ერთი რამ მიკვირს თუ კი გიყვარდა რატომ დაშორდით ერთმანეთს, ერეკლეს გამო?
-ერეკლეს ძალიან არ მოსწონდა ლადო,ყველანაირად ცდილობდა რომ
დავშორებოდით და აი ისე მოხდა რომ დსვშორდით.
-მაგრამ რატომ? გაკვირვებულმა ვკითხე
-დეა ძალიან მიჭირს ამის მოყოლა და გთხოვ ნუ დამაძალებ, არ მინდა ამის გახსენება
-კარგი, როგორც გინდა, მერე რა მოხდა
-მერე ზურა საქართველოში დაბრუნდა და მისი დაჭერა მოახერხეს, ამის შემდეგ კი თავად ჩემზე უკეთესად იცი

მისი ისტორია ძალიან განსხვავდებოდა სხვების ისტორიისგან, ერთი შეხედვით მხოლოდ იმას იტყოდით რომ ჩვეულებრივად ცხოვრებდა, არადა უმძიმესი ცხოვრების გზა ჰქონდა გამოვლილი, ვიცი რომ ბევრი ვერ გაუძლებდა ამ საშინელებას,ბერი შეიძლებოდა რომ გაგიჟებულიყო კიდეც
კესო როდესაც თავის ისტორიას მიყვებოდა, სახეზე დიდი ტკივილი და სევდა ესახებოდა, მის ადგილზე არასდროს არ ვისურვებდი ყოფნას, არც იმას რომ გამომეცადა ასეთი ტკივილი

-რამეს ნანობ? ხომ შეიძლება იმას ნანობდე რომ ქმარს დაშორდი, ან იმას რომ აქ ხარ და მე მიყვები ამ ყველაფერს. მშვიდად ვკითხე
-იცი საყვარელ ადამიანთან დაშორება ყველაზე მეტად მტკენს გულს,მაგრამ ჩემი შვილი მაძლიერებს. გულწრფელად გამიღიმა
-ალბათ შენი შვილიც შენსავით ძლიერი იქნება, გაუმართლა ასეთი დედა რომ ეყოლება.
ჩემს სიტყვებზე გაეღიმა
-კესო აქედან წასვლაზე არ გიფიქრია?
-კი მაგრამ ვიცი რომ ერეკლე მაინც არ გამიშვებს
-ვინ ეკითხება ერეკლეს, ეს ხომ შენი ცხოვრებაა, რომელიც შენ უნდა შექმნა და არა ერეკლემ, შეგიძლია გაიქცე, გავიქცეთ ორივე. მართალია ცოტა სასაცილოდ ჟღერდა ჩემი სიტყვები, მაგრამ მე მას გულწრფელად ვთავაზობდი გაქცევას
-შენ შეგიძლია გაიქცე მე კი არა. მშვიდად მიპასუხა შემდეგ კი ოთახი დატოვა


საღამომდე ოთახში მარტო ვიჯექი შემდეგ კი ერეკლე სახლში დაბრუნდა და მომაკითხა
თავიდან მშვიდად იდგა, ხმას არ იღებდა, არც მე ვცემდი ხმას
-არაფერს იტყვი? ბოლოს ისევ თვითონ დაარღვია ოთახში გამეფებული სიჩუმე
-რამე უნდა გითხრა?
-რავიცი, მეგონა რომ რამე გქონდა სათქმელი
-ხო, მაქვს ბევრი რამ მაქვს სათქმელი, უბრალოდ არ ვიცი საიდან დავიწყო. მშვიდად ვუპასუხე
-თავიდან დაიწყე. მშვიდი ტონით მითხრა
- პირველი გეტყვი რომ მძულხარ, მეორე შენი ატანა არ მაქვს, მესამე კი ის არის რომ არ მესმის ასეთი რატომ ხარ, არაფერი არ განაღვლებს, კესომ ყველაფერი მიამბო და ვერ ვხვდები ასეთი უგულო როგორ ხარ
-რა მოგიყვა კესომ? გაოცებულმა მკითხა
-ის რომ როცა მას ყველაზე მეტად სჭირდებოდი ფეხებზე გეკიდა, როცა შენი გვერდში დგომა სჭირდებოდა შენ შენს ძმაკაცებთან ერთად დარბოდი, აი რა მომიყვა, არ უარყო.
-ეს ყველაფერი ჩვენი ოჯახის საქმეა და შენ არავინ გკითხავს. გაბრაზებულმა მიპასუხა
-მართალია თქვენი საქმეა, მაგრამ გავიწყდება რომ კესოს თავის ცხოვრება აქვს, ამიტომ გირჩევ რომ თავის ქმართან დააბრუნო
-შენი რჩევები შენთვის შეინახე და გაჩუმდი. დამიღრიალა
-რატომ მიშლი საუბარს, არ მოგწონს სიმართლეს რომ ვამბობ?
-გოგო რა გინდა, ჩემი ერთადერთი და იმ მკვლელთან დავაბრუნო? ჯერ ეგრე არ გავგიჟებულვარ. მიყვირა და ოთახიდან გიჟივით გავარდა
მე კი გაშეშებული და გაყინული ჩემი ოთახის შუაგულში მარტო დამტოვა






---------------------------------------------------------------
ჩემი ერთგული მკითხველის შეფასებებს ველი love
ვეცადე რომ კარგი გამოსულიყო
იმედი მაქვს ისიამონებთ



№1  offline წევრი behappy

dzalian kargia, ogond cota ganavitare ra movlenebi:**

 


№2 სტუმარი nino

Moommewonnaa. Auu ecadee didii tavebi dado gtxov( mainteresebss dzallliian :*

 


№3  offline წევრი lola

nino
Moommewonnaa. Auu ecadee didii tavebi dado gtxov( mainteresebss dzallliian :*

behappy
dzalian kargia, ogond cota ganavitare ra movlenebi:**

მოვლენები უკვე საინტერესოდ განვითარდება,ვეცდები რომ შემდეგი თავი აღარ დავაგვიანო და მალე დავდო
მიხარია რომ კითხულობთ love

 


№4  offline მოდერი MyLove

მალე დადე რა.
მინდა თავებში ერეკლესა და დეას დიალოგები და ურთიერთობა უფრო გაიზარდოს!!
კარგია
ველოდები შემდეჰს
ძალიან დააგვიანსე
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent