შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობის საღამო(16)


26-03-2015, 20:53
ავტორი april
ნანახია 1 970

ჩვენს ცხოვრებაში ყოველდღე ხდება რაღაც ცუდი,მაგრამ ამის გადატანა რომ შევძლოთ უნდა დავინახოთ მისი დადებითი მხარეებიც.ოპტიმიზმი რომ არა ადამიანები ცხოვრებას ვერ გავაგრძელებდით..ალბათ საკმარისად გავუგე ცხოვრებას..,ბევრი ტანჯვა,ბევრი ცრემლი,ბევრი,,არა,,მაგრამ ბოლოს ირჩევ იმას რაც მოგცემს საშუალებას ცხოვრება განაგრძო.
ნინო სახლში შემორბის და ფიქრებიდან გამოვყავარ..ფეხზე სწრაფად ვდგები და მის შეშინებულ სახეს ვაკვირდები,თითქოს მოჩვენება დაინახაო ისეა გაფითრებული.
-აქ რას აკეთებ..
-მისმინე,მაქსს უყვარხარ..უბრალოდ დაუბრუნდი.
-ამას ახლა რატომ მეუბნები.
-იმიტომ რომ ერთმანეთის გარეშე დაუცველები ხართ.ერთად ვერავინ დაგამარცხებთ.
-ეს ყველაფერი საიდან მოიტანე.
-უბრალოდ მოძებნე და მასთან ერთად ახალი ცხოვრება დაიწყე.
-შენი რჩევები ყელში ამომივიდა.
-მაქსი ხვალ კლუბში იქნება,7 საათზე იქ მიდი.ეს შენი უკანასკნელი შანსია.
-რას გულისხმობ..?იქნებ საერთოდ მატყუებ.
-ამ ერთხელაც მენდე,გეფიცები არ გატუებ.უბრალოდ წადი.
სახლს ჩქარი ნაბიჯით ტოვებს და კარს ხურავს.გაკვირვებული და დაბნეული ადგილზე ვშეშდები.კითხვა პირველი:კარი როგორ გააღო,მე ხომ ჩავკეტე?პასუხი:როგორც ჩანს გასაღები ჰქონდა.კითხვრა მეორე:ამ დროს აქ რატომ მოვიდა.პასუხი:ალბათ მნიშვნელოვანი საქმე ქონდა.და ბოლოს კითხვა მესამე:რატომ სურს რომ მე მაქსთან წავიდე,რატომ ფიქრობს ჩემზე?პასუხი:წარმოდგენა არ მაქვს.
კარს გასაღებით ვკეტავ და დასაძინებლად ჩემს ოთახში შევდივარ..დილით კოშმარი მაღვიძებს,ეს ისე მთრგუნავს რომ ნახევარი საათი უბრალოდ ვწევარ და ვფიქრობ..ვერ გადამიწყვეტია წავიდე თუ არა მაქსთან.საუზმეზე თაკოს ვუყვები ყველაფერს,იქნებ მან მაინც შეძლოს მომცეს სწორი რჩევა.
-სჯობს წახვიდე,ნინო ასე არ მოიქცეოდა,მართლა რომ არ ზრუნავდეს შენზე და თავის საქციელზე რომ არ წუხდეს.
-არ ვიცი,იქნებ კვლავ მატყუებს.
-კიდევ ერთხელ გარისკვა ღირს.
-რადგან შენ მირჩევ წავალ.
-რომელ საათზე გითხრა?
-7ზე,კლუბში.
-მანამდე თუ გინდა მაღაზიებში გავიაროთ და რამე ტანსაცმელი ავარჩიოთ შენთვის.
-არ ღირს.
-აბა მთელი დღე აქ დარჩენას და ფიქრებით გაგიჟებას აპირებ?
-კარგი წავიდეთ.ოღონდ ფეხით გავისეირნოთ.
-კარგი..
ნახევარ საათში ვემზადებით და გარეთ გავდივართ.დაახლოებით ერთი საათი დაგვჭირდა მაღაზიაში მისვლამდე. ტანსაცმელს დიდი გემოვნებით და ყურადღებით არჩევს თაკო.
-ვარდისფერი?კარგი რა მეღადავები?
-ლამაზია.
-ხო მაგრამ ბავშვური.
-მაშინ წითელი.
-ჰმ,არა არც ეგ.ძალიან გამომწვევია.
-მუქ ლურჯზე რას იტყვი?
-მოიცა კარგად შევათვალიერო..მგონი ეს უკეთესია.
-ძალიან კარგი ეს ვიყიდოთ.
მაისურს ვყიდულობთ და მაღაზიიდან კმაყოფილი სახით გამოვდივარ რასაც ვერ ვიტყვი თაკოზე.
-კარგი იქნებოდა ახალი შარვალიც გეყიდა.
-არა,შარვლების კოლექციას ხომ არ ვაგროვებ,სახლში ისედაც ბევრი მაქვს..
ბოლო სიტყვებს ჟღერადობს ვმატებ,ჩუმად ვიცინი და თაკოს რეაქციას ველი.
-როგორც გინდა,ქალბატონო...
სახლში მისვლისთანავე საათს ვაკვირდები.2 ხდება.მოღუშული დივანზე ვჯდები.
-რა დაგემართა?
-მგონი არ წავალ.
-მოიცა შენ გინდა თქვა რომ ამ მაისურს არ ჩაიცვამ?
-თაკო..
-კარგი ვხუმრობ.
-ვერ გადამიწყვეტია როგორ მოვიქცე,ვნერვიულობ..
-უბრალოდ ყველა გრძნობა დაივიწყე გარდა სიყვარულისა,გულს უსმინე..დარწმუნებული ვარ ის გეუბნება რომ უნდა წახვიდე,მაქსი ნახო და უთხრა რომ გიყვარს.
-ზედმეტად რომანტიული ხარ.
-ვიცი.
-და შენ ეს კომპლიმენტად მიიღე?
-რატომაც არა.
ნახევარი საათი ვანდომებ ტანსაცმლის ჩაცმას,ცოტა დროის გაწელვას ვცდილობ..მობილურის ხმა ფიქრებს მიფანტავს,სასწრაფოს ვპასუხობ როცა ვხვდები რომ ნინოა.
-ალბათ იმის კითხვას აპირებ წავალ თუ არა მაქსთან.არა?
-ზუსტად გამოიცანი.
-რამე მოხდა?
-უბრალოდ მაინტერესებს რა გადაწყვიტე.
-ბოლომდე არ მომიფიქრებია.
-შენს გულს მიენდე.
მობილურს თიშავს,მისი სიტყვები ისე მხვდება გულში რომ ცოტაც და ავტირდები.ემოციებს ვიკავებ და საწოლზე ვჯდები..დრო ფიქრებით გამყავს თითქოს დღეს ჩემთვის გადამწყვეტი დღეა..საღამოც ახლოვდება მაგრამ სახლში გაჩერება აღარ შემიძლია,მართალია ჯერ 6ია მაგრამ სახლიდან მაინც გავდივარ,მანქანაში ვჯდები და კლუბისკენ მივემართები.სარკიდიან ვხედავ რომ უკნიდან მანქანა მომდევს,სიჩქარეს ვუმატებ,მაგრამ ახლა წინ მიდგება ვიღაც.მანქანას ვაჩერებ და გადავდივარ.შეიარაღებული პირები მიახლოვდებიან.
-წამომყევი..
ხელს მკლავში მკიდებენ და მანქანაში მაჯენენ..15 წუთში მანქანა ჩერდება.მანქანიდან გადავდივარ,დაცვა ვიღაცისკენ მიმათრევს.წინ უფროსის და ნინოს გამოსახულებებს ვხედავ.ნინოს შეწუხებული და დადარდიანებული სახე აქვს,უფროსი კი სიცილსაც ვერ იკავებს.
-ჩემი ორი პრინცესა..ნინო,თამთა.მიხარია რომ ორივე ჩემთან ხართ..
-აქ რატომ მომიყვანეთ?
-უბრალოდ მოგვენატრე,რამდენი ხანია მე და ჩემს ბიჭებს არ გვინახიხარ.
-რატომ გიყვარს ადამიანების წამება?.
-მოკლედ რომ ვთქვა ეს ჩემი ჰობია.
-როგორც ჩანს კარგი ჰობი არ გქონია.
-ზედმეტად ახალგაზრდა ხარ იმისთვის რომ რჩევები მომცე.მოდი ახლა მთავარზე გადავიდეთ.აქ ორივე იმისთვის შეგკრიბეთ,რომ თავად მიიღოთ გადაწყვეტილება.როგორც გავიგე ნინოს შენთან კავშირი არ შეუწყვეტია,მიუხედავად იმისა რომ მე ეს ავუკრძალე.დღეს არ ვიქნები ბოროტი ამიტომ მოგცემთ უფლებას რომ შეთანხმდეთ,რომელი მოკვდებით და რომელი გააგრძელებთ ცხოვრებას.პრემიის სახით ის ვინც გადარჩება ჩემგან სამუდამოდ თავისუფლდება.
-რა,..?რას ამბობ,ეს რა სისასტიკეა.ამდენი ბოროტება გულში როგორ გიდევს.
-გირჩევნიათ ორივე მოკვდეთ?
-არა.
ისმის ნინოს ხმა.
-რამის თქმა გინდა საყვარელო?
-მე,მე ვიქნები მსხვერპლი.
-რას ამბობ,შენ არ მოკვდები..
-რა გულის ამაჩუყებელია..
ისმის უფროსის უაზრო კომენტარი ჩვენს საუბარზე.
-მე მაინც არ მაქვს სურვილი განვაგრძო ცხოვრება,ოჯახი არ მაქვს.შენ მყავდი,მაგრამ შენც დაგკარგე,რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას თუ ისევ უნდა ვიტანჯო..არა,თამთა.მე ეს არ მინდა,შენ კი გყავს დედა,დები,ნათესავები და რაც მთავარია ადამიანი რომელიც გიყვარს და უყვარხარ.ეს მე უნდა მაპატიო,რომ გული გატკინე.
-არა..დღეს არავინ მოვკვდებით,იქნებ,,უფროსმა,,აზრი შეიცვალოს.
-არ ვაპირებ საყვარელო.
მესმის მისი პასუხი..
-მე ვარ მზად.
-არა,ნინო,ეს არ გააკეთო.გთხოვ..
-გახსოვს?ერთხელ გითხარი რომ დანაშაულს გამოვასწორებდი.მგონი ეს დროც მოვიდა..
ნინოს შესაჩერებლადმივრბივარ,მაგრამ დაცვა მაჩერებს..
-არა,ნინო..არა,გთხოვ.
-ერთს დამპირდი..უბრალოდ წადი მაქსთან და ჩემზე არ იდარდო..ეს ორივესთვის ხსნაა.არ მაფიქრებინო რომ თავს ტყუილად ვწირავ,არ დანებდე და ყველაფერზე უარი არ თქვა,იბრძოლე სიყვარულისთვის და პერიოდი რომელიც აქ გაატარე დაივიწყე..
-არა...ნინო..
ნინოს წინ იარაღით შავებში გამოწყობილი კაცი დგება და იარაღს უმიზნებს..ნინო ჩემსკენ იხედება და მიღიმის..გასროლის ხმა მანიშნებს რომ ნინომ დამტოვა..გამწარებული ხელებს ვითავისუფლებ და ნინოსკენ მივრბივარ..პულსს ვუსინჯავ..გადარჩენის შანსიც არ არსებობს..ნინოს თმებზე ვეფერები და ცრემლებს ვიწმენდ.
-გილოცავ..დღეიდან ახალ ცხოვრებას დაიწყებ..
უფროსი მიღიმის და მის ბიჭებთან ერთად გვტოვებს მე და ნინოს..ეს იყო საღამო როცა მოხდა მკვლელობა,მაგრამ მეორეს მხრივ დაიწყო ახალი ცხოვრება...ამით მე გავცოცხლდი,მისი ენერგია თითქოს ჩემში გადმოვიდა...მობილურის ხმა მესმის და ვპასუხობ..
-გისმენ თაკო..
-რა ხდება?რა გატირებს..რამე მოხდა?
-მოკვდა
-ვინ?
-ნინო.
-ნინო?
-მოდი გთხოვ და წაიყვანე...
მისამართს ვაძლევ და მობილურს ვთიშავ.საათს ვაკვირდები უკვე 7ია.ნინოს თავს მიწაზე ფრთხილად ვადებინებ..ტაქსის ვაჩერებ და კლუბისკენ მივიწევ,არ მინდა მაქსიც ისევე დავკარგი როგორც ნინო..მართალია მან მიღალატა,მაგრამ რაც ახლა გააკეთა ვერასოდეს წარმოვიდგენდი. იგი ჩემს გულში სამუდამოდ აღიბეჭდა.აღიბეჭდა როგორც გმირი.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ძვირფასო მკთხველო....ვუახლოვდებით უკვე ფინალს.ალბათ შემდეგი თავი უკვე დასასრული იქნება,ასე რომ დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ როგორც ეს თავი ისე დასასრული <3



№1 სტუმარი natia

კომენტარი es tavi dzalian patara iyoo sheecade istavi ufro gazardo daa meti sashroebit iyos moculi

 


№2 სტუმარი natia

კომენტარი ratom ardeb axal tavs moutmenlad veli ukve sami dgea veliodebi dzlian maitresebss :/

 


№3  offline წევრი april

რაღაც პრობლემების გამო ვერ მოვახერხე..შევეცდები მალე დავამატო..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent