შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფულზე ღირებული-9 თავი


27-03-2015, 00:06
ავტორი ელი
ნანახია 4 258

ცხოვრება?!ცხოვრება ერთი დიდი ხუმრობაა... გიჟი მარტი... ჩვენ არ ვიცით როდის გაგვახარებს და როდის გაგვთელავს ფეხქვეშ...მაგრამ!...ოდესმე ისევ გამოიდარებს. ადამიანმა არასოდეს უნდა ჩაიქნიო ხელი და თუ მაინც დანებდი გახსოვდეს,რომ ყოველ ზამთარს სიცივე ბოლოს უღებს ყველაფერს, არრემარეს მთლიანად სიცივე და ყინვა იცავს,მაგრამ!... მაინც ხომ გამოთბება?! მაინც ხომ ამოდიან ისევ ყვავილები მიწიდან,მაინც ხომ იშენებენ ჩიტუნები ახალ ბუდეებს?! არ დანებდე... არასდორს რა ადანებდე და გახსოვდეს, რამდენი დროც არ უნდა გავიდე, რამდენი დამღაც არ უნდა დაგასვას ცხოვრებამ მაინც, მაინც გამოიდარებს და შენი ბედნიერების დროც მოვა!... უბრალოდ გაუძელი ამ წაბილწურ წუთისოფლის სიავეს და გახსოვდეს შენთანაც მოვა ნათელი... ადამიანმა ბედნიერება არ უნდა ეძებო, ის შენ თვითონ უნდა შექმნა... თავს რომ თავისუფალს უწოდებთ რა გგონიათ ეს თავისუფლება?! არც კი გაგიშიფრავთ ეს სიტყვა?! თავის-უფალი... ყველაფერი შენ ხელთაა შექმენი შენი ბედნიერება... დილით ყელთან რაღაც უცნაური შეგრძნება რომ დაეუფლა თვალები გაახილა ეკომ... მარჯვნივ გადაიხედა და მძინარე დათო დახვდა,რომელსაც ეკოს ყელში ჩაერგო თავი და მშვიდად ეძინა... აი თურმე რა უღუტუნებდა ეკოს...ახლა მეორე მხარეს გადახედა და სანდროსაც ტკბილად ეძინა... ისევ ჟრუანტელი იგრძნო მთელ ტანში... ხელები უფრო ძლიერად მოუჭირა ყიფიანების ხელებს და იგრძნო თუ რა ძალიან გაუმართლა... იცით რა იყო ყველაზე გასაკვირი?! აღარ დარდობდა გუშინ მომხდარზე, უბრალოდ ახლა მისთვის მთავარი დათოს და სადნროს გვერდში დგომაა... ახლა მხოლოდ თუ შეეშინდება იმის შეეშინდება,რომ ბიჭებმა არასდროს დატოვონ... ახლა ვერც კი წარმოუდგენია დღე მათ გარეშე... სწორედ ამ ძმების სახიტ შეიძინა ძმა,რომელიც არასდროს ყოლია და...და შეიგრძნო რა არის სიყვარული... ხო აი ასე უბრალოდ შეუყვარდა ცხოვრებაში პირველად და წმინდა გრძნობით... -გაიღვიძე ეკუნ?-გულზე მიიკრა ეკო სანდრომ... -აჰამმ-ეკოსაც გაეღიმა. სანდრომ შუბლზე აკოცა და ცოტა ხანს გაისუსა. იცის ეკო რაზეც ფიქრობს ახლა სანდრო. ასე მცირე დროის მიუხედავად მაინც ძალიან კარგად გაიცნო სანდრო. -სან... კარგად ვარ შენ სიცოცხლეს გეფიცები...-უჩურჩულა ეკომ და თავი მის კისერში ჩარგო. -ჩემი ეკუნა...მათ ხომ არ იციან შენ რა სუფთა ხარ...-ამოიხვნეშა სანდრომ და კიდევ ერთხელ აკოცა საფეთქელთან. -ჩემთვის მთავარია რომ თქვენ მყავხართ...-ეკო. მარჯვენა ხელზე ოდნავ მოჭერა იგრძნო და მერე საყვარელი ხმაც მოესმა... -დილამშვიდობისა...-დათო. ეკო გასწორდა და დატოს ღიმილით გადახედა-დილამშვიდობისა -გაუღიმა ბიჭს... მაგრამ მის სახეზე თვალთან ჩალურჯებას რომ მოკრა თვალი სახე მოეღუშა და ხელი ფრთხილად წაირო მისკენ და მისი თლილი თითებით შეეხო... დათო გაშტერებული უყურებდა გოგონას მოქმედებას. -გტკივა?-ეკოს ლამაზ თვალებში ჩაძირული კვლავ ეკოს ხმამ გამოაფხიზლა. -ნწ-რაღაცნაირად გაუღიმა დათომ. -დღეს რაიმე განსხვავებული გავაკეთოთ რა...-ერთმანეთის თვალებს სანდრომ მოწყვიტა ეკო და დათო. -აბა გისმენ,რა გავაკეთოთ?-დათო -რა და ეხლა წავიდეთ მაღაზიაში და ვიყიდოთ ბევრი წვენი,ჩიფსები,პოპკორნი სასუსნავები და რამე ფილმს ვუყუროთ და გავერთოთ ჰა?-წარბები აათამაშა სანდრომ. -აუ... კი კაი აზრიააა-გაუხარდა ეკოსაც და ტაში შემოკრა. -ჩემი პატარა ბავშვიიი-სასაცილოდ მოუჭირა ცხვირზე ხელი სანდრომ და რომ აღარ და აღარ გაუშვა ეკომ წამოიძახა-სანდრო გამიშვიი-და ეს ისე სასაცილოდ გაისმა ცხვირზე მოჭერილი თითების გამო რომ დამივემ ერთდროულად მორთო სიცილი და ვეღარ ჩერდებოდნენ... იცით რა სასიამოვნო სანახავები იყვნენ?! წარმოიდგინეთ სამი ადამიანი იწვაერთ საწოლზე და ერთმანეთში გადახლარტულები ცრემლიანით თვალებით იცინოდნენ... უბრალოდ ისინი ერთმანეთს ავსებენ... რომ დაგენახათ ისე ლამაზად უბრწინავდათ ცრემლიანი თვალები... როგორ მინდა ახლა მეც მათთან მისვლა და სამივეს გულში მაგრად ჩაკვრა... ისინი ხომ ამ სამყაროში შემორჩენილი ნადვილი ადამიანები არიან, ისი ვინსაც ალალ-მართლად უყვართ ერთმანეთი... სიცილს რომ მორჩნენ სამივემ ღრმად ამოისუნთქა და მერე უბრალოდ სიცუმემ დაისადგურა... ეკოს მუცელზე დათოს ედო თავი,დათოს მუცელზე სანდროს,სანდროს მუცელზე კი ეკოს... ისეთი საყვარლები იყვნენ... სამივე ჭერს შესქეროდნენ...ალაბთ უკვე მიხვდებით მათ ფიქრებს...
ფიქრებში გარინდულმა ეკომ ვერც კი გააცნობიერა ისე დაუწყო დათოს თმაზე ფერება... სულ გააკანკალა დათოს
დათომ გოგონას ხელი ადგილს მიყინა,სედეგ ვემოთ სახესთან ჩააწევინა და ნაზა, ისე სათუთად შეეხო მის ხელს...თითქოს ამ კოცნით შეიძლება გოგონასათვის რაიმე ეტკენინებინა... მთელ ტაში ჟრუანტელმა დაუარა ეკოს... საერთოდ ამ ბოლო დროს როგორ ხშირად უვლის ეს ეშმაკუნა ჟრუანტელი?! ეხ სიყვარულო რა ვერაგი ხარ... -ხალხო ასე ყოფნა კი კარგია,მაგრამ დაგვრჩა გეგმები ისე...-დაიწუწუნა სადნრომ... -სადნრო ფილმი გინდა თუ საჭმელი?-გაეცინა ეკოს. -ნუ... ორივე...-შუბლზე აკოცა ეკოს.... -ვაიმეო ვინაა მშიერი ვინაოო-საყვარლად წაეთამაშა ეკო ოდნავ მოზრდილ წვერზე და თავი წამოწია-ვსიო ავდექით ახლა...-ეკო როგორც ერთადერთ მანდილოსანს და თანაც როგორ მანდილოსანს, მაშინვე დამორჩილდნენ და წამოდგნენ... ეკომ ბიჭებს უცებ ყიყლიყოები შეუწვა და სუფრასთან მიიპატიჟა... გემრიელად მიირთვეს ეკოს გლეხური,მაგრამ გულით მომზადებული საუზმე და შემდეგ საქმეებიც გადაინაწილეს. -მოკლედ მე სამსახურში უნდა გავიტანო საბუთები და სახლშიც გავალ და ნოუთბუქს გამოვიტან,მანამდე ფულს დაგიტოვებთ და თქვენ რაღაცეები იყიდეთ რა...კაი?-სანდრო. -აჰამ...-ეკო.
სანდრო პირველი გავიდა სახლიდან შემდეგ კი ეკო და დათოც გავიდნენ...
გრძნობდა,ნამდვილად გრძნობდა ნიჭის დაჟინებულ მზერას...აქამდე ასეთი რამ მხოლოდ წიგნებში თუ აქვს წაკითხული...იმ
წიგნებში მამას რომ მიჰქონდა...არც ბიბლიუსში რომ იყვნენ ნაყიდნი და არც სხვა წიგნის მაღაზიებში... არა... იმ წიგნებში ზურა რომ პოულობდა გადაყრილებს...რამდენჯერ უტირია ეკოს დაფლეთილი წიგნების ნახვისას...სულ თვითონ კინძავდა ახლიდან და შემდეგ სულ დიდი მოწიწებით ეპყრობოდა მათ...რამდენჯერ დაკარგულ ფურცელების ადგილას თავისი წარმოსახვა ჩაუქსოვია...ღამით სანთლის შუქზე რომ იჯდა და დიდი ინტერესით რომ კითხულობდა.როგირ ენატრება ის დრო... ისე რომ ციოდა სახლში როგორც გარეთ...უშუქობა,სიღარიბე... მხოლოდ იმიტომ რომ იქ მამა ყავდა...მაგრამ არც ახლანდელი ეთმობა.ახლა,აქ ხომ სანდრო და დათო ყავს...
-ეკო მივედით-ფიქრებიდან დათოს ხმამ გამიყვანა.
ისიც ღიმილით შებრუნდა მისკენ და მანქანიდან გადმოვიდა. მარკეტისაკენ მიდიოდნენ,როდესაც იგრძნო როგორ ჩაებღაუჭა მის ხელს დათო.გაკვიებებისაგან შედგა. დათო მისკენ მიიწია თავზე აკოცა და უფრო მაგრად ჩასჭიდა ხელი...
მთელი მაღაზია მოიარეს...დათო რასაც კი დაინახავდა ყველაფერს კალათში ყრიდა.
-დათო ამდენი რამ რათ გინდა?-ეკო.
-კაი რა ხო იცი სანდრო რა ტიპია მარტო ეგ შეჭამს ამას.თუ რა და შეინახავ რა...თან ხომ ხედავ სანდროს ბარათი გვაქვს-ეშმაკურად გაიცინა.
-სანდროს ბარათი რომ გაქვს ზუსტად მაგიტო უნდა იყიდო ცოტა-დაუნღვირა ეკომ.
რა ქნას.ის ასეთია...ისედაც სანდრო რომ წამიოყვანს ხოლმე პროდუქტების საყიდვლად სულ ეწოწიალება რომ ცოტა რამ იყიდოს.
დათოც მიხვდა მის საქციელს...ცუდი პიროვნება კი არაა...უბრალოდ ძმებს ძაან სხვანაირი ურთიერთობა აქვთ...იცით რა საყვარელია დათო...
უკან ორი დიდი პარკით გამობიდნენ...
სახლისაკენ მიმავალთ ისევ დათომ დაარღვია სიჩუმე.
-ეკო არ გინდა მე და შენ სხვა სკოლაში გდავიდეთ?-დათო.
-რატომ?-გაკვირვებულმა კითხა ეკომ.
-უბრალოდ გუშინ რაც მოხდა...არ მინდა ცუდად იგრძნო თავი...-დათო"
-არა დათო...მე არ მინდა სუსტი გამოვჩნდე...მთელი ცხოვეება ასეთ დამცირებებს ვუძებ.ახალც როგორმე გავიძლებ-მტკიცედ თქვა ეკომ და საქარე მინისაკენ მიაბრუნა თავი.
დათომ მისი ხელი აიღო თბილად აკოცა და შემდეგ ლოყაზე მიიდო-შენ თავს გეფიცები აღარავის მივცემ შენი დამცირების უფლებას...-დათო.
ეკოს არაფერი უთქვამს უბრალოდ ჩუმად მოიწმინდა ცრემლები.
უყვარს და თანაც როგორ?! ყველაფერზე მეტად უყვარს...უბრალოდ არ იცის რა იქნება შემდეგ...უპასუხებს თუ არა იგივე გრძნობით დათო,მაგრამ იმით ამაყობს რომ დათო შეუყვარდა...
სახლში მისულებს სანდრო უკვე ადგილზე დახვდათ...
-იპოვე რამე ფილმი?-დათო.
-ნწ-ეშმაკურად გაიღიმა სანდრომ-ეკუნ მოდი ჩემთანნნ-მხრებზე მოხვია გოგონას ხელი და მაგიდასთან მიიყვანა,სადაც საშუალო ზომის ბრონზისფერი ნოუთბუქი იდო.-მიდი ეხლა და თავად მოძებნე ფილმი....-სანდრო.
-არ ვიცი სანდრო მე გამოყენება და შენ მიძებნე რა...-უხერხულად შეიშმუშნა ეკო.
-ვიცი რო არ იცი და ამიტომ მინდა ისწავლო-ხმაურით აკოცა ლოყაზე სანდრომ.
-მოდი მე გასწავლი-გვერდით მიუჯდა დათო და კომპიუტერი ჩართო.ეკოს საჩვენებელ თითს სასაცილოდ ჩაებღაუჭა და სწავლება დაიწყო...
სანდრო უყურებდა მათ და თან გულიანად იცინოდა, ცალი ხელი სიცილისაგან ატკიებულ მუცელზე ედო ცალით კი ტელეფონი ეჭირა და ამ ყველაფერს იღებდა...
ისეთი ააყვარლები იყვნენ ეკო დათო...ეკუნას სახე უნდა გენახათ როგორ ჭმუხნიდა თუ რამეა არასწორად გააკეთრბდა,ხოლო თუ სწორად გააკეთებდა კოცნასაც ღებულობდა ჯილდოთ.
ბოლოს ყველა სასუსნავი მოიმარაგეს,საწოლზე გემრიელად მოკალათდნენ ეკო შუაში მოიქციეს და დაიწყეს ფილმის ყურება...ამდენი ცხოვრებაში არ უცინია ეკოს...იცით როგორი ბედნიერი იყო?! ძალიან...მეც კი გამაბედნიერა მისმა სიხარულისაგან მოელვარე თვალებმა.
-ეკო...-შუა ფილმის ყურებისას დაუძახა სანდრომ.
-ჰო-ფილმისთვის თვალი არ მოუშორებია ეკოს ისე დაუბრუნა ძმას პასუხი.
-მოკლედ ეს ნიუთბუქი მე და დათომ გიყიდეთ და იტოკში შენია რა...-სანდრო.
ეკო გაშეშდა.როგორ ასეთი ძვირფასი საჩუქრი მისთვის?!
ამას ხომ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა... გაახსენდა როგორ ოცნებობდა რომ კომპიუტერი ქონოდა,მაგრამ მხოლოდ ოცნებობდა.
-არ შეიძება ბიჭებო ასე... ეს ძალიან ძვირია-ეკო.
-ეხლა უკვე მაბრაზებ... ხომ გითხარი ჩემი დაიკო ხარ თქო... ხოდა ახლა მე ჩემ დას მინდა ეს ვაჩუქო და მეტი არაფერი გავიგო ახლა-წარბი ზევით აზიდა სანდრომ. ეკოც მიხვდა სანდროს რომ აწყენინა თავისი სიტყვებით...
-სანდრო ნუ ბრაზობ რა...უბრალოდ ხო იცი რომ ასეთი რამ ჩემთვის არავის უჩუქებია...-ჩაიჩურჩულა ეკომ და სანდროს მიეხუტა.ის კი ჯიუტად არ იღებდა ხმას.
-სანდრო.... ამხელა ბიჭი ხარ და რეებზე იბუტები?( არა მე.... მე რომ დავწერ ამას ხომ წარმოგიდგენიათ-დავირუსებული ავტორი)
-უთხარი ქალბატონო რომ საცუქარი მიიღე და მოკეთდება უცებ-ჩაერთო დათოც.
-კარგი რა დათო... ხო გითხარით ვერ ავიღებ-ეკო. მის სიტყვებზე დათოს სახის ცვლილება რომ დაინახა....-კაი დათო ახლა შენც არ გაიბუტო...-უთხრა მაგრამ დათომმგვერდი იცვალა... დარჩა ასე ეკო... აქეთ-იქეთ გაბუტული ყიფიანებით... სასაცილპოდ გამოწია ეკომ ქვედა ტუჩი... არც თავად აპირებდა დათმობას,მაგრამ ნახევაი საათი რომ გავიდა და ბიჭებმა ხმა არც კი გასცეს,იგრძნო როგორ დააკლდა მათი ხმაც კი... ერთი ამოიხნეშა...
-ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო ასეთი საჩუქრისთვის...-მორცხვად ჩაილაპარაკა.
ეკოს წინადადების დასრულება და ორივე მხრიდან ლოყაზე კოცნები ერთი იყო...
რა არის არა სიცოცხლე?! ერთ წამს ყველაზე უბედური ხარ,მმეორე წამს კი,ყველაზე ბედნიერი. სწორედ ასე იყო ეკოც...
მეორე დღეს სკოლაში დათომ წაიყვანა... ხელ გადახვეული შევიდნენ სკოლაში და მაინც გრძნობდა ეკო ყველას მზერას,მაგრამ უკვე აღარ აინტერესებდა...მთელი სკოლა ყიფიანზე და ეკოზე საუბრობდა... დათო?! მთელი დღე,ყოველ დასვენებაზე ეკოს კლასთან იყო და გვერდიდან არ შორდებოდა. ეკოც უსაზღვროდ ბედნიერი იყო,მაგრამ მაინც ტკენდა გულს ხალხის დაჟინებული მზერა და ჩურჩული... სიცილი...
ძალიან კარგად გრძნობდა თავს ბიჭებთან, დღითი დღე უყვარდებოდა ეკოს დათო...
ერთი თვე უყურეს ყიფიანებმა ეკოს ტანჯვას... ხან რას გამოუგონებდნენ კალსელები და ხან რას... ყიფიანი კი გაგლიჯავდა მათ,მაგრამ ეკომ თავისი სიცოცხლე რომ დააფიცა აი იქ გაყვავდა ყიფიანი. ეკოს ვერ გადააბიჯებდა. მის ფიცს ვერ დაარღვევდა. მოულოდნენლად რომ დაადგნენ ძმები ეკოს სახლში და მისი ნამტირალები თვალები რომ ნახეს იქ გადაეკეტათ ორივეს...
-3 დღეში მე და შენ გერმანიაში მივდივართ-მკაცრად ჩაილაპარაკა სანდრომ.
-რა გერმანია სანდრო რეებს ამბობ?-გაკვირვებული იყო ეკო.
-რაც გითხარი... მეურვეობის საკითხი უკვე მოგვარებულია. გერმანიიდან შემოთავაზება მაქვს, არ ვაპირებდი დათანზმებას,მაგრამ ასეთ სვეღარ გიყურებ გაიგე?! არ შემიძლია ასეთს გიყურო ჩემო ეკუნა... მე და შენ გერმანიაში გადავდივართ და იქ ვიცხოვრებთ გარკვეული დრო...-სანდრო.
გაკვირვებული იყო ეკო. არ იცოდა რა ეთქვა.
-შენ?-მიუბრუნდა დათოს.
-მე... მე ვრჩები.-დათო.
ეტკინა...იცით როგორ ეტკინა?! როგორმე გაძლებდა აქაურობის გარეშე. როგორმე კი არა ბიჭებთან ერ’თად გაუძლებდა ყველაფერს,მაგრამ დათო?! მის გარეშე თუ გაძლებს ეგ არ იცის...
თვალები აემღვრა ეკოს...-სანდრო არ წავიდეთ რა... შენ თავს გეფიცები აღარ ვიტირებ...-მიუბრუნდა სანდროს...
-არა ეკო... უნდა წავიდეთ-მკაცრი იყო სანდრო.
იმ საღამოს სულ ტირილში დაიძინა...არ უნდოდა დათოს გარეშე...
მეორე დღეს სანდროს თხოვნნით ბარგი ჩაალაგა... ყველაფერი წაიღო რაც მისთვის ძვირფასსი იყო...
ბოლო საღამოა მის სახში... რა იცის კიდევ როდის მოვა აქ... საწოლზე მოკუნტული იწვა... სანდრო სულ სამქეებზე დარბის. დათო კი მთელი დღეა არ გამოჩენილა...
ტირილში ისე იყო გაბრუებული რომ ვერც კი გაიგო კარის ხმა...თავზე ვიღაცამ ხელი რომ გადაუსვა მაშინ მოეგო გონს. დამფრთხალი გადმობრუნდა დათო რომ დაინახა ერთდროულად გაეხარდა და ეტკინა.
ბიჭი გვერდით მიუწვა ეკოს და მ,აგრად შემოხვია ხელები. მაშინვე ეცა ეკოს სასმლის სუნი...
-დათ მთვრალი ხარ?-უთხრა სრუტუნით.
-ხო...-სულ სხვანაირი ჩახლეჩილი ხმა ქონდა ბიჭს...
-არ მინდა წასვლა.-ისევ ამოიტირა გოგონამ.
-ჩუ ჩემო პატარავ...-თავზე აკოცა დათომ.
-უთხარი სანდროს... არ წავალ რა... არ მინდა...-ტიროდა ეკო.
-უნდა წახვიდე ჩემო პატარავ... ჩემო ანგელოზო...შენ ხომ არ იცი მე როგორ მიყვახარ...ჩემი გული ხარ შენ...ჩემი სულელი გოგო...ეს შენთვისაა საჭირო გესმის?!-შეატყო ეკომაც როგორ უკანკალებდა დათოს ხმა.
-მე შენც რო მჭირდები?!-ცრემლიანი თვალებით ახედა დათოს.
ხმა შეეყინა დათოს... იგძნო როგორ აეწვა თვალები.
-იცი... მე შენ არასდროს მეზიზღებოდი. უბრალოდ რო გიყურებდი, შენ ისეთი სუფთა იყავი. ისეთი სპეტაქკი,სადა... წყნარი.... შენ ყველაფერი ის იყავი და ხარ რასაც კარგი ქვია...უბრალოდ მე შენი მშურდა... მინდოდა მეც შემძლებოდა ასეთი მშვიდი ვყოფილიყავი...ისეთი ვყოფილიყავი ,ისეთი სუფთა როგორიც შენ ხარ... სწორედ ამიტომ გექცეოდი ასე საზიზღრად, მინდოდა შენც, ასეთ ღვთიურს რამე გტკენოდა... გვიან მოვეგე გონს ჩემო პატარავ და ვიცი ბევრჯელ გატკინე,მაგრამ შენ მაპატიე და ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი შენ სისპეტაკეში...შენნაირი არავინ არ შემხვედრია...შენ იმაზე მეტი ხარ ჩემთვის ვიდრე წარმოგიდგენია... უბრალოდ იცოდე რომ ძალიან მაგრად მიყვარხარ და ვერასდროს,ვერავინ ვერ დაიკავებს შენ ადგილს...-უფრო მაგრად მიიკრა ეკო გულზე და მისი ცრემლი ეკოს თმებში ჩამალა...
გულამოსკვნილი ტიროდა ეკო... მთელი ძალით ხვევდა დათოს ხელებს და შეიგრძნობდა მის სითბოს, იცოდა რომ იქ სულ გაეყინებოდა მთელი სხეული და სული, იმიტომ რომ ვერ იგრძნობდა დაათოს სითბოს....
თქვენ რა ფიქრობთ რომ დათოს არ უნდოდა წასვლა?! როგორ ასე ფიქრობთ?! არა! არა ჩემო ძვირგასებო... დათოს ახლა ისე ძლიერ უნდოდა ეკოსთან და სანდროსთან ერთად წასვლა,რომ მზად იყო სარფის საბაჟოზე დაჭერილი გოგონასათვის ბიებაძა ( ავტორი:-ავადმყოფობას რა ვუთხარი,ტელევიზორის ყურება დამაწყებინა)...მაგრამ არა.... არა კი არა ვერა. 12 კლასშია და ახლა ვერ წავიდოდა , თან დედას და მამას ასე ვერ მიანებებდნენ თავს... ხოდა დათოს დარჩენა უწევს... იცის რომ ძალიან გაუჭირდება,მაგრამ სხვა გზა არ აქვს...
მეორე დილით დათოზე ჩახუტებულს გამოეღვიძა...ჩუმად უყურებდა მძინარე დათოს და თან ტიროდა... დღს წავიდოდა და ვინ იცის რამდენ ხანს ვეღარ ნახავდა... კი უტოვებს გულსა და სულს,მაგრამ... ხომ ხვდებით არა?!
მალევე გამოეღვიძა დათოს, მომტირალ ეკოს რომ შეხედა გული მოუკვდა. კიდევ უფრო მიიკრა გულზე და მაგრად აკოცა.
-ჩემ თავს გაფიცებ არ იტირო თორე მოვკვდები-უჩურჩულა ეკოს.
-ეგრე ნუ ამბობ,ხო იცი რო ვერ შევიკავებ თავს.-ამოისრუტუნა ეკომ.
2 საათში თბილისის აეროპორტში იდგნენ სამივე... ჩასხდომა გამოაცხადეს და კიდევ უფრო აუფანცქალდა ეკოს გული.... მაგრად ძალიან მაგრად მოეხვია დათოს და ბევრიც იტირა მის მხარზე... მ,ერე დათოც მოეხვია და ესკალატორისაკენ გაემართნენ... ის-ის იყო ფეხი უნდა აედგა ესკალატორზე რომ უკან მიიხედა ეკომ და დათოს ცრემლიანი თვალები შენიშნა რომელიც უამრავ ხალხში გაუნძრევლად იდგა და თვალმოუშორებლად უყურებდა მათ...უცებ გაიქცა და ძალაინ მაგრად ჩაეხუტა დათოს... მეც კი ამეტირა მათ შემხედვარეს... ღმეღტო მათ ხომ ჯერ კიდევ არ იციან თუ რა ოდენ დიდი სიყვარულის პატრონები არიან...
-ეკუნ წადი...-უჩურჩულა დათომ.
-დათო მიყვარხარ ძალიან-ტირილით უთხრა ეკომ.
-დაგელოდები-დათო.
მაგრად აკოცა შუბლზე,მისი სურნერლი შეისუნთქა და მერე გაუშვა-უკან არ მოიხედო...-დაუძახა რამოდენიმე ნაბიჯ გადადგმულს... ეკო ახლა სანდროსაკენ გაიქცა ტირილით და ხელი მაგრად ჩასჭიდა.
გამოეთხოვა ეკო იმ მიწას სადაც უამრავი დამცირება აიტანა...სადაც უამრავჯელ ატკინეს და სადაც მხოლოდ მამის საფლავი და საყვარელი ბიჭი დატოვა... ჯერ სულ რამოდენიმმე წუთია და უკვე საშველო მონატრებს გრძნობს... შეუჩერებლად სდის ეკოს თვალებს მდუღარე ცრემლი...
მის გვერდით მჯდომ სანდროს სულ გული ეწვებოდა ასეთ მდგომარეობაში მყოფს რომ უყურებდა,მაგრამ იცოდა რომეს ეკოსთვის უკეთესი იყო...
მაგრად მოხვია ხელი... ეკომ მხარზე ჩამოადო ძმას თავი და კვლავ განაგრძო ტირილი.
-სანდრომ თავზე აკოცა ეკო მერე ყურთან მიუტანან ტუჩები და ძალიან ჩუმად ჩასჩურჩულა.
-ის შენ დაგელოდება...-ეკოს გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა....
როგორც კი უცხო ჰაერი შეისუნთქა ეკოს ფილტვებმა მაშინვე უგრნო უჰაერობა...
უცნაურია არა?! უბრალოდ საქმე იმაში რომ ეკოს მხოლოდ ის ჰაერი სჭირდებოა რომლითაც სუნთქვას დათო...
იმ ღამეს ახალ სახლში სანდროზე ჩახუტებულს ტირილში ჩაეძინა...
ხვალიდან იწყება ეკოს ახალი ცხოვრება!....


ნეტავ იცოდეთ როგორ მიხარებს გულს თქვენი კომენტარები...ძალიან მიყვარხართ და ველოდები თქვენს კომენტარებს,მგონი არავინ მოელოდით მოვლენების ასე განვითარებას,მაგრამ ჰოპ...აი ასეაა....



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

არა და როგორ გამიხარდა ჩემო. ..♥♥♥♥ ახლა ავივსები პოზიტივით... დამპალმა კრიტიკოსმა წაართვა რაც რამ ენერგია გამაჩნდა... ახლა კუ შევივსები

 


№2 სტუმარი elenkaa

Male dade ra sulmoutqmelad velodebi am istorias

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორ არა ვიცოდი... ვიცოდი ვიცოდი ვიცოდი ვიცოდი ვიცოდი... ხომ გითხარი ამ ბიჩს უყვარს და მიტომ ეუხეშებათქო??? თითოეულმა სიტყვამ ჩემში ნეგატივი ჩაკლა და პოზიტივით ამავსო... ახლა დიდი კრიტიკოსი დამხმარეებთან ერთად რომ მოვიდეს ჩემს დანახვაზე (კეფამდე გაკრეჩილი დავხვდები) უკან მიბრუნდება. წასვლა აუცილებელი ნამდვილად იყო... ელე იმ ერთადერთს გეფიცები ვიცოდი რომ გაუშვებდი... რომ ვკითხულობდი ვგრძნობდი რომ ასეთი რაღაც მოხდებოდა... არა შენ ის ხარ ვინც მე სახლში უნდა მყავდეს. ხო აუცილებლად დავანიშნინებ შენს თავს წამლად ექიმს. რომელიც გამოსაჯამრთელებლად მჩირდება...
♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥
ხო მართლა მას ხვალ ამოუღებენ ნაკერებს...

 


№4  offline მოდერი ელი

terooo
როგორ არა ვიცოდი... ვიცოდი ვიცოდი ვიცოდი ვიცოდი ვიცოდი... ხომ გითხარი ამ ბიჩს უყვარს და მიტომ ეუხეშებათქო??? თითოეულმა სიტყვამ ჩემში ნეგატივი ჩაკლა და პოზიტივით ამავსო... ახლა დიდი კრიტიკოსი დამხმარეებთან ერთად რომ მოვიდეს ჩემს დანახვაზე (კეფამდე გაკრეჩილი დავხვდები) უკან მიბრუნდება. წასვლა აუცილებელი ნამდვილად იყო... ელე იმ ერთადერთს გეფიცები ვიცოდი რომ გაუშვებდი... რომ ვკითხულობდი ვგრძნობდი რომ ასეთი რაღაც მოხდებოდა... არა შენ ის ხარ ვინც მე სახლში უნდა მყავდეს. ხო აუცილებლად დავანიშნინებ შენს თავს წამლად ექიმს. რომელიც გამოსაჯამრთელებლად მჩირდება...
♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥
ხო მართლა მას ხვალ ამოუღებენ ნაკერებს...



ჩემი გადარეულიიი !... ჩემი გიჟი !.,,ჩემი სუნთქვა!.... შენ!... შენ ვინ ხარ გოგო ჰა?!ესე როგორ შეგიძლია რომ სიცხიანი და ღონე მიხდილი აი ამ ერთი კომენტარით გამომაცოცხლო ჰა?!მაგიჟებ... დედას გეფიცები იცი როგორ მიყარხარ?! არ ვიცი ღმერთო რეებ ვბლყუნებ არ ვიცი,მაგრამ!... ტერო შენ ჩემში ხარ გაიგე?! ჩემო მონათესავე სულო!

ძალიან რომ მიხარია იმის კარგად ყოფნა ხო იცი...

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ვიცოდი რომ გაგიხარდებოდა და მოგწერე. მიყვარხარ ჩემო მშვენიერო. . .♥ ♥ ♥ აღარ მინდოდა მეთქვა რომ არაჩვეულებრივი ისტორია და შესანიშნავად წერ... მაგრამ უკვე გითხარი

elle.eli-bichiasdhvili
terooo
როგორ არა ვიცოდი... ვიცოდი ვიცოდი ვიცოდი ვიცოდი ვიცოდი... ხომ გითხარი ამ ბიჩს უყვარს და მიტომ ეუხეშებათქო??? თითოეულმა სიტყვამ ჩემში ნეგატივი ჩაკლა და პოზიტივით ამავსო... ახლა დიდი კრიტიკოსი დამხმარეებთან ერთად რომ მოვიდეს ჩემს დანახვაზე (კეფამდე გაკრეჩილი დავხვდები) უკან მიბრუნდება. წასვლა აუცილებელი ნამდვილად იყო... ელე იმ ერთადერთს გეფიცები ვიცოდი რომ გაუშვებდი... რომ ვკითხულობდი ვგრძნობდი რომ ასეთი რაღაც მოხდებოდა... არა შენ ის ხარ ვინც მე სახლში უნდა მყავდეს. ხო აუცილებლად დავანიშნინებ შენს თავს წამლად ექიმს. რომელიც გამოსაჯამრთელებლად მჩირდება...
♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥
ხო მართლა მას ხვალ ამოუღებენ ნაკერებს...



ჩემი გადარეულიიი !... ჩემი გიჟი !.,,ჩემი სუნთქვა!.... შენ!... შენ ვინ ხარ გოგო ჰა?!ესე როგორ შეგიძლია რომ სიცხიანი და ღონე მიხდილი აი ამ ერთი კომენტარით გამომაცოცხლო ჰა?!მაგიჟებ... დედას გეფიცები იცი როგორ მიყარხარ?! არ ვიცი ღმერთო რეებ ვბლყუნებ არ ვიცი,მაგრამ!... ტერო შენ ჩემში ხარ გაიგე?! ჩემო მონათესავე სულო!

ძალიან რომ მიხარია იმის კარგად ყოფნა ხო იცი...

 


№6  offline წევრი Eternity8

პირველ რიგში გამოჯანმრთელებას გისურვებ!

ძლიერი ადამიანია ეკო. შეყვარებული ვარ)) დათო დიდ ხანს არ დამიკარგო რა( არ გაიმეტო კიდევ ტანჯვისთვის ეს ხალხი)) <3 ძალიან მაგარი ხარ! :*
ძილინებისა წერის დედოფალო)) :* <3

 


№7  offline მოდერი ელი

Eternity8
პირველ რიგში გამოჯანმრთელებას გისურვებ!

ძლიერი ადამიანია ეკო. შეყვარებული ვარ)) დათო დიდ ხანს არ დამიკარგო რა( არ გაიმეტო კიდევ ტანჯვისთვის ეს ხალხი)) <3 ძალიან მაგარი ხარ! :*
ძილინებისა წერის დედოფალო)) :* <3


მადლობა კეთილი სურვილებისათვის იმიტომ რომ ჩემთან ხარ და რომ ასე მახარებ...

ძილინებისა "გულში ჩავარდნილო"

 


№8  offline წევრი bichinashvili ))

saocrebaa xarr eluu !! ubralod sityvebi ar myopnis <3 ramdeni matiree ici shen am shuagamisass :d )
--------------------
mariam 13

 


№9  offline წევრი SaLoOme

Saayvaarleeebiii ❤❤❤❤ sashinland Miyvars Ess Istoooriiiia ❤❤❤

 


№10  offline მოდერი MyLove

ხომ ვთქვი შურსთქო ჰააა?? ხომ ვთქვიი??
ღმერთო რამდენი მატირე იცი??
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№11 სტუმარი likuna

აუ არვიცი რა გითხრა.ვერც კი წარმოიდგენ ჩემთვის რას ნიშნავს ეს შედევრი♥ყველაზე მაგარი მწერალი ხარ შენ,არვიცი ასე ზუსტად როგორ შეგიძლია ემოციების გადმოცემა ♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥ჩემი უტკბილესი,უთბილესი,უნიჭიერესი და უშოკოლადესი ხარ♥♡♥♡♥♡♥♡♥♡♥♡♥♡♥♡♥♡

 


№12  offline მოდერი ელი

ვაიმე სულ ყველა ძალიან ძალიან მიყვარხართ დაყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით .... <3

 


№13  offline წევრი nukiiiiii

აუ რა აუუ რაა ელეე რა გაავაკეთ მითხარი რაა უკვე ტბა დავაყენე:( როგორ გულში მწვდება ეს ყველაფერი ვერ წარმოიდგენ....სამივე ისე შემიყვარდა რომ ჩემს გულში დაისადგურეს დიდი ადგილიი....მართლა მგონია რომ ეს პერსონაჟები არსებობენ ისე აღწერ თითოეული მომენტი და პერსონაჟი წარმოვიდგინე და საშინლად ამეტირა.......ბედნიერება შექმნეს ელე მათ დათომ სანდრომ და ეკუნამ ბედნიერება ხო მათი სიყვარულია ერთმანეთის მიმართ ეს ისტორია მართლა აი ვარდისფერ პერანგიანის მერეე ყველაზე ძაან მოქმედებს...იმდენად რეალური და ემოციურია რომ არარსებობს ადამიანმაა ეს წაიკითხო და აზრი არ გამოთქვა შეიძლება მერე გასკდე ემოციებისგან....მართლა არაჩვეულებრივი ხარ ელე უნიკალური დაქალი მეგობარი შვილი და და რავიცი ყველაფერი კარგი ხარ და იქნები დარწმუნებული ვარ რადგან ადამიანის ბუნება და სული შენი ნაწილიაა<3

 


№14  offline მოდერი ელი

nukiiiiii
აუ რა აუუ რაა ელეე რა გაავაკეთ მითხარი რაა უკვე ტბა დავაყენე:( როგორ გულში მწვდება ეს ყველაფერი ვერ წარმოიდგენ....სამივე ისე შემიყვარდა რომ ჩემს გულში დაისადგურეს დიდი ადგილიი....მართლა მგონია რომ ეს პერსონაჟები არსებობენ ისე აღწერ თითოეული მომენტი და პერსონაჟი წარმოვიდგინე და საშინლად ამეტირა.......ბედნიერება შექმნეს ელე მათ დათომ სანდრომ და ეკუნამ ბედნიერება ხო მათი სიყვარულია ერთმანეთის მიმართ ეს ისტორია მართლა აი ვარდისფერ პერანგიანის მერეე ყველაზე ძაან მოქმედებს...იმდენად რეალური და ემოციურია რომ არარსებობს ადამიანმაა ეს წაიკითხო და აზრი არ გამოთქვა შეიძლება მერე გასკდე ემოციებისგან....მართლა არაჩვეულებრივი ხარ ელე უნიკალური დაქალი მეგობარი შვილი და და რავიცი ყველაფერი კარგი ხარ და იქნები დარწმუნებული ვარ რადგან ადამიანის ბუნება და სული შენი ნაწილიაა<3



ჩემო თბილო და ტკბილი... არც კი ვიცი რა გითხრა,თავად იცი რომ აფერისტობა არ შემიძლია. უბრალოდ გეტყვი რომ ძალიან მიყვარხარ... ისიც კარგად იცი რომ ჩემი თითოეული პერსონაჟი ჩემთვის მართლაც რეალურია...მართლა არ მეგონა ვარდისფერ პერანგიანი ესე თუ მოგეწონებოდათ... ნუ შენ ხო იცი მაგის ნამდვილი ამბავი... უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა... შენი თითოეული ბგერა რო გულზე მხვდება ხო იცი...და იცოდე რომ არც მანძილი მაინტერესებს, არც დრო, არც ასაკი და აი საერთოდ არაფერი. ასე უბრალოდ ძალიან მიყვარხარ !... <3

 


№15  offline წევრი nukiiiiii

მეცცცცცცცცცცც....არაფერს არ აქ ელე მნიშვნელობა ხომ იცი ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები რომ მთავარი ისაა ადამიანი გიყვარდეს დანარჩენი მეათიათასე ხარისხოვანიააა....ტკიბლზე ტკბილო ჩემს ისტორიას არასდროს შეხედო ცუდად გოგოოოოო:დდდდდდმიკაქაააა<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent