შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსური გრძნობები (დასასრული)


27-03-2015, 00:43
ავტორი nia_93
ნანახია 4 215

1 თვე გავიდა რაც ელო გადავიდა დიმასგან. ამ ხნის განმავლობაში საერთოდ არ შეხმიანებიან ერთმანეთს. ელო შედარებით ნაღვლიანი იყო ,ვიდრე ოდესმე. ეგონა რომ დიმა ერთხელ მაინც დაურეკავდა,მოიკითხავდა ან რამე მსგავსი,მაგრამ არაფერი! არც ერთი ზარი არ განხორციელებულა და ელოც დარწმუნდა რომ დიმასთვის ის არაფერს არ წარმოადგნს,საერთოდ არაფერს და ამის გააზრებამ გული საშინლად ატკინა. ცდილობდა არ შეემჩნია,მაგრამ მისი დაქალები მაინც ხვდებოდნენ ელოს ცვლილებას.მუდამ მხიარული ელო,ძალიან ხშირად ჩაფიქრებული და სევდიანი დადიოდა.
ცვლილებები დიმასთანაც იყო. რაღაცნაირად თითქოს დანაკლისს გრძნობდა.სახლში მისული ინსტიქტურად ელოს ოთახისკენ იხედებოდა იმ იმედით,რომ ეხლა გამოვიდოდა და დიმას გაუღიმებდა,ლაქლაქს დაუწყებდა,ყავას შესთვაზებდა და ა.შ. რაღაცნაირად მოენატრა კიდეც მისი გაუჩერებელი ლაპარაკი.აქამდე თუ სიმშვიდეს და სიმყუდროვეს იყო მიჩვეული,ელოს დროებით გადმოცხოვრებამ მასთან სულ შეცვალა.ეხლა ეს სიჩუმე უშლიდა ნერვებს.მიუხედავად ამისა,არც ერთხელ არ დაურეკავს ელოსთვის და მოკითხვითაც არ მოუკითხავს,რა ქნა?როგორ მოეწყო ბინაში?ხომ ყველაფერი რიგზე აქვს? არა! თავი ზედმეტად არ შეუწუხებია. სამაგიეროდ ამ ხნის განმავლობაში ერთი მაგარი ამბავი გაიგო. ელენე და ცოტნეს ელაპარაკებოდა სკაიპში და მას ძალიან სასიხარულო ამბავი უთხრეს. ელენე ფეხმძიმედაა და მათ რამდენიმე თვეში შვილი ეყოლებათ,დიმას კი ნათლული. საოცრად გაუხარდა.მთელი დღეები გაღიმებული დადიოდა ამ ამბის გაგების შემდეგ.გარდა ამ სიახლისა,მან ერთი დიდი აღმოჩენა გააკეთა საკუთარ თავში-ელენეს მიმართ გრძნობები არ გააჩნდა.აღარ უყვარდა ისე,როგორც ქალი,ეხლა უკვე როგორც და,ახლობელი,ნათესავი, მისი მეგობრის ცოლი,მისი მომავალი ნათლულის დედა ისე ფიქრობდა მასზე და ისეთი გრძნობით უყვარდა,როგორც ჩამოთვლილი სტატუსების მქონე ადამიანები უყვართ ხოლმე. ამ აღმოჩენამ ძალიან გაახარა.განთავისუფლდა!მიხვდა,რომ ელენე მისთვის ერთგვარი აკვიატება იყო.თავიდანვე მოხიბლა და მერე ჩარჩა გულში,ეხლა კი საბოლოოდ დარწმუნდა,რომ ელენე როგორც ქალი აღარ აინტერესებს.თავისი აღმოჩენის შესახებ ნანოს რომ უთხრა,იმანაც ცალკე ამოისუნთქა,თითქოს დიდი ლოდი მოხსნეს მხრებიდან.მართლა განიცდიდა ამ მდგომარეობას,ეხლა კი დიმას წილი ბედნიერება ცალკე უხარია,რადგან თუ დიმა ელენეს ვერ დაივიწყებდა,ის სამუდამოდ უნდა დატანჯულიყო,ამისთვის კი ნანოს არ ემეტებოდა დიმა.
ასე თუ ისე დიმა დამშვიდდა.სულის სიმშვიდე მოიპოვა,თუმცა...თუმცა...იყო ერთი თუმცა,რომელიც ხელს უშლიდა ბოლომდე მშვიდად ყოფილიყო და ეს ,,თუმცა’’ ელო იყო,რომელზე ფიქრიც აეკვიატა და ვერაფრით მოერია მასზე ფიქრებს.ერთ საღამოს ერთი საინტერესო გადაწყვეტილებით მიადგა სახლში. ელომ დიმა რომ დაინახა ზღურბლზე თვალები ლამის ბუდიდან გამოცვივდა.კარგა ხანი იდგა კარებთან და იაზრებდა მის წინ მართლა დიმა იდგა თუ არა.
-გამარჯობა ელო. არ შემომიშვებ?-ბოლოს დიმამ ამოიღო ხმა,რადგან მიხვდა რომ ელო ხმის ამომღები არ კი არა ვერ იყო
-ა,ხო, მოდი-დაბნეულმა ჩაილაპარაკა და შიგნით შეატარა-ეხლა დიმას გარდა ნებისმიერს ელოდა.პრეზიდენტი რომ დადგომოდა ამ დროს თავზე ის არ გაუკვირდებოდა იმდენად,რამდენადაც დიმას ნახვა
-როგორ ხარ?-მოიკითხა დიმამ,მერე მზერა ოთახს მოავლო და დივანზე დაჯდა
-არამიშავს.შენ?-როგორღაც გონს მოეგო და დიმას წინ ჩამოჯდა
-მე კარგად. კარგი ბინა გაქვს-კიდევ ერთხელ მოათვალიერა და გაეღიმა.ელო ჩუმად იჯდა
-შენ? არაფერს არ მეტყვი?-ეხლა ელოს მიუბრუნდა-რას შვები? რა ხდება შენს ცხოვრებაში ახალი?-ხელები დივნის საზურგეს გადაადო და ელოს თვალებში მიაშტერდა. ელომ მხრები აიჩეჩა
-საინტერესო არაფერი.მესამე კურსი დავხურე
-ეგ კარგია,ძალიან კარგია-თავისთვის ჩაილაპარაკა-შენთან წინადადება მაქვს-პირდაპირ საქმეზე გადავიდა-მოკლედ, 2 კვირით მივდივარ ბათუმში,ჩემს სახლში,ხოდა მინდა რომ შენც წამოხვიდე, რა თქმა უნდა თუ წინააღმდეგი არ ხარ და სურვილი გაქვს-ელოს პასუხს დაელოდა.ელო დიმას ნათქვამმა გააოგნა.
,,ჩემს წინ მართლა დიმა ზის?’’გაიფიქრა გონებაში.დაუჯერებელია მისთვის რაც ესმის დიმასგან.მგონი სიზმარშია
-დიმა,სიცხე ხომ არ გაქვს?ან რამე მოწიე?-გაკვირვებულმა კითხა
-რატომ?-არანაკლებ გაიკვირვა დიმამ
-რა რატომ? შენ მოდიხარ ჩემთან და მთავაზობ ბათუმში წამოვიდე შენთან ერთად,ეს შენი მხრიდან ნორმალურ საქციელს არ გავს.სულ თავიდან მიშორებდი და ეხლა რაღა მოხდა?-ინტერესით ჩააჩერდა თვალებში
-აუ ელო კარგი რა-თავი გააქნია-მე მართლა მინდა რომ წამოხვიდე და თხოვნით მოვედი შენთან,თუ არ გინდა ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია,მე ვერაფერს დაგაძალებ-მხრები აიჩეჩა-თანაც, სულ,სულ ცოტათი მომენატრე-გაუცინა.ელო შეკრთა. ეს დღე ისტორიაში უნდა შევიდეს.დიმა მივიდა მასთან და ბათუმში დაპატიჟა,მერე კიდევ მომენატრეო. ხომ მშვიდობა აქვს ამ ბიჭს ნეტავ?
-გიყურებ და კიდევ ვერ ვიჯერებ,რომ შენგან მსგავსი რამ მესმის-ჩაეცინა ელოს
-ხდება ხოლმე-გაუღიმა-ჰა და რა გადაწყვიტე?მოდიხარ?
-არ ვიცი. რატომ გინდა რომ მაინცდამაინც მე წამოვიდე?სხვა ვინმე ვერ ნახე რომ წაიყვანო?-გამომცდელად ჩაეკითხა
-არა,როგორ არ არის,მსურველების მეტი რა იქნება,მაგრამ მე მინდა რომ შენ წმოხვიდე.აი ასე,უბრალოდ,მინდა და მორჩა
-დარწმუნებული ხარ რომ არ ინანებ?
-არა რა თქმა უნდა!-მტკიცედ უპასუხა.ელო რამდენიმე წუთი ჩაფიქრდა,თითქოს რაღაც უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას იღებდა
-კარგი,მაშინ თანახმა ვარ-ბოლოს გადაწყვიტა და გაუღიმა.დიმამ ამოისუნთქა,რატომღაც ეგონა რომ ელო უარს ეტყოდა.ამ ხნის განმავლობაში ხომ ერთხელაც არ დაურეკავს მისთვის და არ მოუკითხავს.ეხლა კი პირდაპირ ამ წინადადებით დაადგა თავზე.
-ელო,მეჩვენება თუ კაცის ოდეკოლონი გახსია?-ცხვირით დაყნოსა იქაურობა-მოიცა, ეს tom ford-ის black orchid არაა? მე რომ ვხმარობ ის ოდეკოლონი?-გაკვირვებულმა კითხა დიმამ
-კი,ნამდვილად ეგაა-გაუღიმა ელომ
-მერე? კაცის ოდეკოლონი რად გინდა?-გაეცინა
-შენი სუნია, ხოდა ამას რომ ვისხამ მგონია რომ ჩემთან ხარ.შენს სიახლოვეს ვგრძნობ-ოდნავ დასერიოზულებულმა მიუგო ელომ.დიმას ვერ გეტყვით რა გრძნობა დაეუფლა ამ დროს.თან გაეცინა,თან რაღაცნაირი სითბო იგრძნო,თან...თან...მაგრამ თითქოს რაღაცნაირად ეგოისტურად გაუხარდა,რომ ელო მაინც მასზე ფიქრობს და დარწმუნდა რომ ელოსთვის უბრალო ახირება არ არის.ვერ არის ეს ბიჭი. აქამდე დამივიწყე შენთვის აჯობებსო,ეხლა კიდევ უხარია რომ ისევ ახსოვს. მოკლედ,რას გაუგებ.
-რა სასაცილო ხარ ელო-გაუღიმა-ძალიან სასაცილო
-არ დამცინო ეხლა-თვალები დაუბრიალა
-არა,არა არ დაგცინი-ხელები მაღლა ასწია-ძალიან საყვარელი ხარ
-თერმომეტრს მოვიტან. მგონი შენ სერიოზულად ავად ხარ-გაეცინა
-შეიძლება,შეიძლება..-თავისთვის ჩაილაპარაკა დიმამ.

***
უკვე ოთხი დღეა რაც ბათუმში ჩამოვიდნენ და თავს შესანიშნავად გრძნობენ.დილით ადრე დგებიან და ზღვაზე გადიან.ელომ,მაგრა რომ არ გავირუჯო ისე აქედან ფეხის გამდგმელი არ ვარო.ხოდა ეხლაც პლიაჟზე წევს და ირუჯება.
-აუ დიმ, ის კრემი წამისვი რა ზურგზე-თხოვა დიმას.სათვალე გაისწორა და იდაყვებს დაეყრდნო.დიმა მორჩილად დაყვა მის ნებას და კრემი ხელზე დაისხა,მერე ელოს ზურგს გადაუსვა.ესიამოვნა მის ნაზ კანზე შეხება.კრემს ფრთხილად უსვამდა,როცა ერთმა ბიჭმა გაიარა მათ გვერდით და ელოს ხარბი მზერა გამოაყოლა.ელოს ეს არ დაუნახავს,რადგან ზურგით იწვა,აი დიმამ კი მშვენივრად დაინახა და ნერვები მოეშალა
-წამოჯექი ელო-მკაცრად უთხრა.
-რა?-გაკვირვებულმა კითხა
-ხო,წამოჯექი,ან რამე მოიფარე, ან საერთოდ გეყოფა დღეს რუჯის მიღება და წავიდეთ სახლში-გაღიზიანებულმა მიუგო
-რა დაგემართა?-ვერ გაეგო დიმას ასეთი გაბრაზების მიზეზი
-ხამი მამაკაცები დამემართა-აღრენილი იყო დიმა აშკარად
-რას გულისხმობ?-მართლა ვერ მიხვდა
-თმები შეიღებე მაგრამ მაინც,,ქერა’’ ხარ რა-ხელი აიქნია დიმამ-წამოდი წავედით-თქვა და უბიძგა ელოს რომ წამომდგარიყო.ელომაც მოფხიკა თავისი ნივთები და დიმას უკან აედევნა
-მაინც ვერ მივხვდი რა გეტაკა-სახლში შევიდნენ თუ არა თავისთვის თქვა ელომ
-რა მეტაკა კი არა, ისეთ მზერას გაყოლებდნენ მამაკაცები,იქ რომ არ ვყოფილიყავი დაგესეოდნენ ბუზებივით-თვალებდაქაჩულმა უთხრა დიმამ.ელომ ჯერ გაკვირვებულმა შეხედა,მერე კი გულიანად გადაიხარხარა
-მოიცა...-თან იცინოდა და თან ხელს მუცელზე იჭერდა-იმიტომ გამომაქციე პლიაჟიდან,რომ მამაკაცების ხარბი მზერა მწვვდა?
-დიახ!-კატეგორიული იყო დიმა
-მერე რა დიმ, ე.ი მათი მოწონება დავიმსახურე, ეს პირიქით, არაა ცუდი-ეშმაკურად გაუღიმა ელომ
-ჩემს ნერვებზე არ ითამაშო ძალიან გთხოვ-ცდილობდა დიმა მშვიდად ეთქვა
-რატომ? ცუდი ბიჭები არ დადიან,შეიძლება რომელიმესთან რამე გამომივიდეს-მხრები აიჩეჩა უდარდელად და დივანზე გაიშოტა-არჩევა შესაძლებელია
-ელო,მორჩი მეთქი-დაუყვირა დიმამ-სანამ ჩემთან ერთად ხარ წესიერად მოიქცევი,გასაგებია?
-და არაწესიერს რას ვაკეთებ?
-სხვა მამაკაცებს ნუ ათვალიერებ-მშვიდად მიუგო და სამზარეულოსკენ წავიდა.ელოც უცებ წამოხტა და უკან მიყვა
-ვისაც მინდა იმას ვათვალიერებ. პირიქით, ძალიან კარგია. შენ მაინც არ გიყვარვარ და მარტო მე რატომ დავიტანჯო თავი? ვინმესთან ვცდი რამეს-სპეციალურად აღიზიანებდა დიმას,რადგან მიხვდა რომ აშკარად არ სიამოვნებს ეს ფაქტი და გულში ფეიერვერკები დაანთო ამის გააანალიზებისას
-შენ მე გიყვარვარ და მაგას ვერ იზამ.სხვას ვერ შეხედავ ისეთი თვალებით,როგორითაც მე მოყურებ-ელოს მიუახლოვდა და თვალებში ჩააჩერდა
-მაგას დრო გვიჩვენებს-დაიჩურჩულა ელომ,რადგან ლაპარაკი ლამის დაავიწყდა,დიმას სახე მის სახესთან ახლოს რომ იგრძნო-მთელი ცხოვრება ცალმხრივ სიყვარულს არ შევეწირები
-შენ სხვასთან ვერ იქნები ელო-მის ტუჩებთან დაიჩურჩულა და მერე ფრთხილად შეეხო ტუჩებზე-რადგან მე გიყვარვარ-წამით მოწყდა ტუჩებს და კვლავ გაუმეორა იგივე,მერე ისევ აკოცა
-ასე...ასე რა...რატომ მექცევი დიმა?-ამოილუღლუღა ელომ-შენ ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ და იმედს რატომ მაძლევ?-ძლივს მოაბა სათქმელს თავი
-მართალი ხარ,არ მიყვარხარ,მაგრამ საოცრად მიზიდავ და კიდევ მენატრები ხოლმე-კვლავ მის ტუჩებზე დაიჩურჩულა დიმამ
-დიმა...-დიმამ კოცნით გააჩუმა.
მართლა ვერ ხვდება დიმა რა ხდება მის თავს.სრული ქაოსი აქვს.ელენე დაივიწყა,ამაში 100%-ით დარწმუნებულია. მერე ელოზე დაიწყო ფიქრი.რაც მისი სახლიდან წავიდა უჩვეულოდ გძნობდა თავს. მერე დროთა განმავლობაში მიხვდა რომ ეს უჩვეულო გრძნობა ,,მონატრება’’ იყო. მიხვდა თუ როგორ კარგად და თავისუფლად გრძნობდა თავს ელოსთან.მოენატრა ელოს სილაღე და სიწრფელე,რომელიც სულ იმას ამბობს რასაც ფიქრობს და გრძნობებს არ მალავს. არ უტყდება პირველი უთხრას ბიჭს რომ უყვარს და მისთვის ყველაფერი გააკეთოს.ელოც ასე იქცეოდა,უბრალოდ მერე დიმასგან საპასუხო რომ ვერაფერი მიიღო იძულებული გახდა ზედმეტად არ შეეწუხებინა,მაგრამ...თურმე ელოს ამდენმა ცდამ შედეგი გამოიღო. ენატრება, დიმას ელო ენატრება და მასზე ფიქრობს ხოლმე. ეს უკვე დიდი პროგრესია.
ეხლა სწორედ ამ მონატრების გამო ისვენებენ ერთად ბათუმში და ამ წამს ერთმანეთს კოცნიან
-დიმა...რას ნიშნავს შენი საქციელი?-ძლივს კითხა,როგორც კი მის ტუჩებს მოწყდა
-იმას რომ მენატრები ხოლმე
-მაგრამ მაინც არ გიყვარვარ-დანანებით ჩაილაპარაკა ელომ-ისევ ელენეზე ფიქრობ?-ჩუმად კითხა და თვალებში ჩააშტერდა
-კი,ელენეზე ვფიქრობ,მაგრამ ეს ელენე ეხლა ჩემს წინ დგას და მე მეკვრის-გაუცინა და ცხვირზე ხელი მოუჭირა
-დიმა..
-გადამიყვარდა-დაიწყო დიმამ-მივხვდი რომ არც არასდროს არ მყავრებია.რომ მყვარებოდა ასე უბრალოდ ვერ გადავიყვარებდი.ეხლა კი ვგრძნობ რომ ის მხოლოდ როგორც და ისე შეიძლება მიყვარდეს.მეტი მართლა არაფერი.
-მართლა?-თვალები გაუბრწყინდა ელოს-მართლა აღარ გიყვარს?
-არა,როგორ არ მიყვარს-ელოს თვალები ჩაუქრა-მაგრამ,როგორც ახლობელი და არა როგორც ქალი-თვალი ჩაუკრა დიმამ და ელოს სახეზე გაეცინა
-საზიზღარი ხარ-მხარზე უჩქმიტა-გსიამოვნებს რომ მტანჯავ და ჩემს გრძნობებზე თამაშობ.ბოროტი ხარ-გაიბუტა და მისაღებში გავიდა.დიმაც უკან მიყვა
-კაი რა ელო,ეხლა ამაზე არ გამებუტო
-რა მნიშვნელობა აქვს რომ ელენე გადაგიყვარდა?მე მაინც არ გიყვარვარ-მხრები აიჩეჩა და სავარძელში ჩამოჯდა
-მაგრამ მენატრები ხოლმე მეთქი,ხომ გითხარი-გაუცინა
-ნუ მეღადავები დიმა
-არ გეღადავები,მე მართლა რაღაცას ვგრძნობ შენს მიმართ,ოღონდ ჯერ სახელი არ ვიცი რა არის-დასერიოზულდა დიმა
-ანუ?აწი რა მოხდება?-ინტერესით კითხა-თბილისში რომ დავბრუნდებით მერე რა იქნება?
-დრო გვიჩვენებს.მაგრამ მანამდე ერთი რამ უეჭველი ვიცი,რომ შენ ვერ დაგკარგავ.შენთან თავს ძალიან მაგრა ვგრძნობ ელო,შებოჭილი არ ვარ.მსიამოვნებს შენს გვერდით-ელოს ეს სიტყვები საშინლად გაუხარდა.მერე რა რომ დიმას ჯერ არ უყვარს? მთავარია რომ ენატრება ხოლმე და მის მიმართ რაღაცას გრძნობს.ამ ჯერზე ესეც აკმაყოფილებს მას.გაუღიმა და მაგრა ჩაეხუტა
-ჩემს მიმართაც ინტერესი რომ დაკარო როგორც ელენეს მიმართ?-ფრთხილად კითხა
-ის სულ სხვა თემა იყო,ეს სულ სხვაა. ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ერთმანეთის მიმართ ინტერესი არ დავკარგოთ-უთხრა და საფეთქელზე აკოცა
-არ მეგონა ოდესმე შენგან მსგავს რამეს თუ მოვისმენდი-გულწრფელად უთხრა ელომ-მე მართლა ძალიან მიყვარხარ-მის ყელში ჩაყო ცხვირი და აკოცა-როგორ ვგიჟდები ამ სუნზე-კიდევ ერთხელ აკოცა
-ელო, მასეთი გამომწვევი საცურაო კოსტიუმით აღარ გახვიდე რა ზღვაზე-ცოტა ხნის შემდეგ მუდარით უთხრა დიმამ.ელოს გაეცინა-არა,მე პრობლემა არ მაქვს ჩემს წინ მასე იტრიალო,უბრალოდ მამაკაცების ხარბ მზერას რომ ვხედავ ეგ არ შემიძლია უბრალოდ-მტკიცედ მიუგო დიმამ და ელო გულზე მიიკრა
-კარგი, აწი მხოლოდ შენს წინ ვიტრიალებ მასე-გამომწვევად უთხრა ელომ და ტუჩზე ფრთხილად აკოცა-ჩვენ რა სტატუსი გვექნება დიმა?-ცოტა ხნის მერე კითხა ის,რაც ას ძალიან აწუხებდა
-ერთად ვიქნებით და სტატუსს ჯერჯერობით არანაირი მნიშვნელბა არ აქვს.მაგრამ თუ მაინცდამაინც ვინმეს გაუჩნდა კითხვა და არ მოგასვენეს,უთხარი რომ შეყვარებულები ვართ-მხები აიჩეჩა დიმამ და ყელში აკოცა ელოს.
ასე გრძელდებოდა მათი ურთიერთობა. 2 თვე გავიდა რაც ერთად არიან,როგორც შეყვარებულები.დიმა ჯერ არ გამოტყდომია სიყვარულში,მაგრამ თავს ისედაც კარგად გრძნობენ,ზედმეტი სიტყვების გარეშე. საქციელით ამტკიცებენ თუ როგორ სჭირდება ერთმანეთი ამ ორ ადამიანს. ისინი ერთმანეთს ავსებენ.
-შენი ქერა თმები მომენატრა-ერთ დღეს უთხრა დიმამ და თმებზე წაეთამაშა-შავ თმებში უფრო სექსუალური ხარ,მაგრამ შენ ქერა ხარ და გიხდება-ტუჩები ლოყაზე გაუხახუნა
-შენ რომ ქერები არ მოგწონს?
-მართალი ხარ,ქერები არ მომწონდა არასდროს და არც მომწონს,მაგრამ ერთმა ქერამ ძალიან შემაყვარა თავი და ის ერთადერთი გამონაკლისი ქერაა,რომელიც მიყვარს-მტკიცედ უთხრა დიმამ და ტუჩებში აკოცა.ელომ თვალები დაჭყიტა ,,მიყვარს’’-ის გაგონებაზე.რომ გაიაზრა რაც უთხრა დიმამ,თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა
-შენ რა,ტირი?-გაოგნებულმა კითხა.ელომ თავი დახარა ცრემლები რომ დაემალა და მის კისერში ჩაყო.
-ელო,შემომხედე,შემომხედე მეთი-ნიკაპზე ხელი მოკიდა და თვი ააწევინა-სიყვარული აგიხსენი და რა გატირებს სულელო?-გაუღიმა და შუბლზე აკოცა
-ზუსტად რომ ეს მატირებს-ამოისლუკუნა ელომ-შენგან ამ სიტყვის თქმას თუ ოდესმე მოვესწრებოდი არ მეგონა-კვლავ წამოუვიდა ცრემლები
-რომ მცოდნოდა ასეთი რეაქცია გექნებოდა,საერთოდ არ გეტყოდი-გაუცინა და შუბლზე ჩამოყრილი თმები უკან გადაუწია
-არა, კიდევ გამიმეორე,სულ გამომეორე ხოლმე რომ გიყვარვარ.ამის მოსმენა არასდროს მომბეზრდება შენგან.უსასიამოვნესი მოსასმენია შენი პირიდან წარმოთქმული ეს სიტყვები-ცრემლები შეიმშრალა და გაეღიმა-უზომოდ მიყვარხარ დიმა-ჩაეხუტა და ყელში აკოცა
-მეც მიყვარხარ ელო-ელომ გულზე მიადო თავი და გაიტრუნა.ყველაზე სასიამოვნო მელოდიას უსმენდა,დიმას გულის ფეთქვას და ეღიმებოდა
-ელო,ცოლად გამომყვები?-მოულოდნელად კითხა.ელომ სწრაფად წამოყო თავი და თვალები დაჭყიტა.ეგონა მომესმაო.ხოლო როცა დიმას სერიოზულ სახეზე ღიმილი შენიშნა,დარწმუნდა რომ ნამდვილად არ მოესმა-ვიცი რომ ძალიან არაორიგინალური ვარ და ასე საშინლად გთხოვ ხელს,მაგრამ მაპატიე,ხომ იცი მე და რომანტიკა როგორ ვართ ერთმანეთთან-გაეღიმა
-მოიცა დავფიქრდე-ეშმაკურად ჩაეცინა ელოს
-ელო,გულს ნუ მიხეთქავ და ნუ მანერვიულებ-ცხვირზე ხელი დაკრა და თმები აუჩეჩა
-არ მჭირდება მე შენი რომანტიკა არაფერში-უცებ უპასუხა ელომ-მე ისეთი შემიყვარდი და მიყვარხარ როგორიც ხარ-ცოტა პაუზა გააკეთა-ამ ქვეყნად ყველაზე უჟმური,არარომანტიკული და არაპროგნოზირებადი ქმარი მეყოლება მე-პაუზის შემდეგ უთხრა დიმას და ჩაეცინა-თანახმა ვარ გამოგყვე ცოლად-დაასრულა წინადადება და დიმას თვალებში აკიაფებული ბედნიერების სხივი ნათლად დაინახა.
ჩემო თბილებო და ტკბილებო! დავასრულე ეს ისტორია და იმედია იმედები არ გაგიცრუეთ თუ სხვანაირ დასასრულს ელოდით.ისტორიასთან ერთად, ასევე დავასრულე ამ საიტზე ჩემი მოღვაწეობაც. მინდა ყველას, აბსოლიტურად ყველას ძალიან დიდი,უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ იმ რამდენიმე თვისათვის,რაც ჩემს გვერდით იდექით.აზრს გამოხატავდით,მიზიარებდით შთაბეჭდილებებს და მწერდით წერილებს და რაც მთავარია კითხულობდით ჩემს ნაჯღაპნს.ძალიან მიხაროდა თქვენი თითოეულის კომენტარი და წერილი და საოცრად ვბედნიერდებოდი თითოეული თბილი სიტყვით.საოცარი განცდა იყო თუნდაც ერთ კომენტარს რომ ვნახავდი ჩემს სიახლეზე.ძალიან,ძალიან,ძალიან კარგები ხართ.
მოკლედ,წავედი ამ საიტიდან როგორც მწერალი და მხოლოდ მკითხველის ამპლუაში ყოფნას დავჯერდები,ისე როგორც თავიდან დავიწყე.სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა. კიდევ ერთხელ დიდი, დიდი, დიდი მადლობა ყველას.
მიყვარხართ მე თქვენ!!





№1  offline წევრი tawka_tamunia_tako

შენ FBზეც დადე სტატუსიი ხო?? ეს ნაჯღაპნი სყლაც არაა. შესანიშნავი უსტოტიაა. და ძალიანაც მნეწონა. მართლა განსხვავებულია არავის ეწერა ესეთი და ძალიან, ძალიან მომეწონა. გირჩევ რომ გააგრძელო. და კვლავ გახდე არამარტო მკითველი, არამედ მწერალუც რადგან მართლა ძაან მაგარი ისტორია იყო. და მე მჯერა შენუ. მსურს რომ გააგრძელი. მსურს და ველოდები იცოდე ახალ ისტორიას. და ხო ბოდიში რიმ კომენტარს ვერ ვწერდი წინა თავებზე <3

 


№2  offline წევრი Heartbeat

უზომოდ მიყვარს შენი ყველა ისტორია შენი ერთგული მკითხველი ვარ დიდი მადლობა იმ წუთებისთვის,ცოტა რომ გაგვილამაზე და შენი "ნაჯყაპნი"-თ გვასიამოვნე...ძალიან მაგარი ხარ და ყველაფერში წარმატებებს გისურვებ!!!❤️❤️❤️❤️
შენი ჰართბითი!
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№3  offline წევრი Overthinking

dzalian dzalian kargi istoria iko ... vafaseb dimasnair adamianebs , elo kide dzaan sakvarelia. elene da cotnec kargi wkvilia ... sabolood dzalian kargi da saintereso istoria gamovida. sheni wina istoriebic momwons da sheni saxit dzalian kargi mwerali daakldeba saits da mkitxvels. martla dzaan kargad wer da girchev gaagrdzelo :-*:-*:-*

 


№4  offline მოდერი nia_93

Overthinking
dzalian dzalian kargi istoria iko ... vafaseb dimasnair adamianebs , elo kide dzaan sakvarelia. elene da cotnec kargi wkvilia ... sabolood dzalian kargi da saintereso istoria gamovida. sheni wina istoriebic momwons da sheni saxit dzalian kargi mwerali daakldeba saits da mkitxvels. martla dzaan kargad wer da girchev gaagrdzelo :-*:-*:-*

ძალიან,ძალიან დიდი მადლობა <3<3

 


№5  offline წევრი prettygirl

Dges wavikitxe yvela tavi <3 aghfrtovanebuli vat <3

 


№6  offline მოდერი sopiko

აიიი ზუსტად ასეთ დასასრულს ველოდი, ეს ერთადერთი ისტორია მაქვს წაკითხული შენი და აუცილებლად სხვებსაც წავიკითხავ თუ გაქვს. არ ვიცი როგორ გთხოვო რომ წერა გააგრძელო winked

 


№7 სტუმარი Likuna

Dzaalian magari gogo xar sheni kvela istoria mak wakitxuli <3 kvela dzalian momwons, gansxvavebulia sheni istoriebi koveltvis. Dzalian mewkina rom agar agrdzeleb weras :((

 


№8  offline მოდერი nia_93

კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველას! <3<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent