შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*მამაკაცი ბნელი ჩიხიდან (თავი 9)


27-03-2015, 01:23
ავტორი Lulu
ნანახია 2 889

ჯერ სიმღერა ჩართეთ...


__________________________

სტუმრები ნელ ნელა იშლებიან. თითქმის აღარავინაა, მოლოდ ახლო ნაცნობები.
ქეთო ლევანთან ერთადაა მთელი საღამოს განმავლობაში. ახლაც ვუყურებ როგორ სეირნობენ ბაღში და არემარეს ქეთევანის გულიანი სიცილი აყრუებს. თაკოსაც გაუმართლა, მათე ყურადღებას არ აკლებს. აი მარტო მე ვარ ასე. მომბეზრდა მარტოობა უკვე.

"არადა მომწონს მარტო ყოფნა, თავისუფლება ყველანაირი პასუხისმგებლობისგან.."

წყალწაღებულად უიმედო გგონივართ არა? იქნებ მართლაც ასეა? უბრალოდ მაშინებს ყველანაირი ურთიერთობა, მაგრამ მაინც ვითხოვ სითბოს. არ მინდა სიყვარულ,ი მაგრამ მინდა რომ სხვების გულებს ვიპყრობდე.

"რა დაბალ დონემდე დაეცი ანა..."_მოწყენილი ხმით მჩურჩულებს გულის კუნჭულში მიმჯდარი ქვეცნობიერი. "ძალიან ბანალურები გავხდით ამ ბოლო დროს. რამე ისეთი გვჭირდება, ჭკუიდან რომ გადაგვიყვანოს. აი ისეთი, ადრენალინი რომ გვახრჩობდეს... გიჟური!"

ეჰ, "გიჟური" ჩემ ცხოვრებაში მხოლოდ სკოლიდან შატალოზე წასვლა იყო. პფფფ, მართალიან მეორე მე... ძალიან ბანალური გავხდი...

აი თუნდა ეხლა. ისევ მარტო ვარ. ილია დიდ დარბაზში დავტოვე, მე კი ამ ოთახში ამოვიპარე, მეორე სართულზე. როგორც ჩანს პატარა ბიბლიოთეკასავითაა. მხოლოდ წიგნის თაროები და ხის მასიური მაგიდა დგას, თავისივე ორი სკამით.
თვალები მოწყენილი მთვარისკენ გამირბის. ცაში დაკიდებული ვერცხლისფერი ბურთი ლამაზად ანათებს ჩაბნელებულ არემარეს. ოთახის აივნიდან ულამაზესი ხედი იშლება, ამიტომ მეც თავს ვანებებ წიგნების თვალიერებას და ზანტი ნაბიჯებით გავდივარ ცივ ჰაერზე.
გათოშილი, დახორკლილი კანის გათბობას ხელებით ვცდილობ. სიცივიის მიუხედავად მაინც ნორმალურად ვგრძნობ თავს. მოწყენილობას თუ არ ჩავთვლით...


-ამ გოგოს შენს გამო თუ რაღაც დაემართა ჩემი ხელით დაგახრჩობ. ნათესავური კვანძები არ შემაჩერებენ იცოდე დემეტრე...

"რაო?!"_გაკვირვებული ქვეცნობიერი პირდაღებული ხტება ადგილიდან.

თვალებს აივნის ქვემოთ ვაპარებ. სახეზე მხოლოდ განრისხებული ლალის თვალები და დემეტრეს "სულ ერთია" მზერა მერეკლება.

"ოღონთ არ დამინახონ! ოღონთ არ დამინახონ!"_ტვინი მაშინვე შიშით ივსება. გაუგებრობა მკლავს და მეც მაშინვე ვკარგავ მოსვენებას.
"ვიზე ამბობენ ნეტა? ან სულაც რა ნათესავურ კვანზებზეა ლაპარაკი?!"

-ლალი გაჩუმდი. არ იცი რას ლაპარაკობ და არ ვაპირებ არაფრის ახსნას._დემეტრეს მტკიცე ხმა ცოტა არ იყოს მაშინებს. როგორც ჩანს, ლალის ბრაზისგან გათეთრებული სახე ძალიან ცუდზე მეტყველებს. დღეს სულ არ დამინახავს. ალბათ მოგვიანებით მოვიდა..

-ბიჭო გაგიჟდი შენ? ნორმალური თუ ხარ?_რამისაა თვალებიდან ცეცხლი აფრქვიოს ქალმა. ასეთი გაბრაზებული ჯერ არასდროს არ მინახავს. -ჯერ ამ შენ თამთას რანაირად ექცევი? გოგოს რამისაა შენზე ჭკუა დაეკარგოს, შენ კიდე რას უკეთებ? მოხლოდ და მხოლოდ იყენებ, შენივე საკუთარი სიამოვნებისთვის. გინდა ანაც ასეთივე გახდეს, გინდა ეს გოგოც განადგურდეს და შენს მონას დაემსგავსოს? დემეტრე გაიხსენე სოფო. მის გამო მაინც დაანებე ამ სისულელეებს თავი._ქალის ხმა რბილდება. უფრო წყნარი ჩანს. თვალებს ამჯერად დემეტრესკენ ვაპარებ. სიბნელის მიუხედავად, მთვარის შუქზე ვხედავ როგორ ეძაბება სხეული "სოფოს" ხსენებისას. გაწითლებული თვალებით გაჰყურებს ლალის.
მისი საზარელი ხმა ადგილზე მიჩერებს გულს.

-ლალი. სოფოს კიდევ ერთხელ ახსენებ და ჩემ თავს ყველაზე ცუდი რაღაცის ჩადენის უფლებას მივცემ._მისი ტონი, უფორო გაცოფებული მგლის ღრენას გავს ვიდრე ჩვეულებრივი, ადეკვატური ადამიანისას. კანზე მაშინვე უსიამოვნო ჟრუანტელი მაყრის. -დედაჩემს კი გადაეცი რომ მისი ახლანდელი გულისტკივილი ვეღარაფერს ვერ შეცვლის._ვხვდები როგორ ეპარება სევდა ხასიათში თუმცა მის ხმაში მაინც დომინირებს უსაზღვრო სიბრაზე.

"სოფო ვინღაა?! ვინმემ გამაგებინეთ რა ხდება რა..."_თვალებ აცრემლებილი შინაგანი ანა ბნელ კუთხეში საცოდავათ მოკუჭულა. მისი რეაქცია გულს მინაღვლიანებს.

"ან იქნებ ეს სულ არაა ჩემი საქმე? დემეტრე ჩემთვის სულ არავინაა. მაგრამ ჩემი სახელი რომ ახსენეს? ან იქნებ სულ სხვა ანაზეა საუბარი? იქნებ მე სულ არაფერ შიაში არ ვარ?"_კითხვები მახრჩობენ. გული გიჟივით ფანცქალებს.

ლალის უეცარი მოძრაობა მაფხიზლებს. სასწრაფოდ შორდება კედელზე ზურგით მიყუდებულ დემეტრეს, რომელიც გაშმაგებულად ისუნთქავს ჰაერის დიდ დოზას ფილტვებში. წამის მეასედში საზარელი, წითელი თვალები მაღლა იწევენ. სხეულზე შიშის უზარმაზარი ტალღ ცინამივით მეჯახება. დაფეთებული მოძრაობით ვშორდები აივანს და ცივ კედელს ვეჯახები ზურგით. ტკივილი არასასიამოვნოდ მივლის ბეჭებზე, მაგრამ ამჯერად ფიზიკური გრძნობები სულ არ მანაღვლებენ. ახლა ჩემი ტვინი მხოლოდ ჩაწითლებული თვალებითის გაღიზიანებული გამოხედვთაა მოცული.

"იდიოტკავ!"_ფეხზე წამომხტარი, შიშისგან აკანკალებული ქვეცნობიერი ყვირილით მიყრუებს ყურებს. ესღა მაკლდა! ისედაც რამისაა გამისკდეს გული.

"რამე რომ ქნას? იქნებ მანიაკია? სერიული მკვლელი? იქნებ ის სოფო მოკლა და ახლა თამთას შეწირვას ცდილობს? შემდეგი მსხვერპლი კი შენ ხარ?!"_დახმარების მაგივრად შინაგანი ანა უფრო მეტად მაშინებს. გადამრევს ეს გოგო!

აგურის უხეშ კედელს როგორც იქნა ვაშორებ ზურგს. ამჯერად ვცდილობ დავაწყნარო გაგიჟებული გული, რომელიც რამისაა მკერდიდან ამომვარდეს. ოთახში გადიდებული თვალებით ვვარდები და აივნის კარებს ხმაურიანად ვკეტავ.
იქვე მდგარ მაგიდას ვეყრდნობი. ნერვიულად გადავწიე თავი უკან და ხელებით მივებჯინე ავეჯს.

"დაწყნარდი ანა, დაწყნარდი. ყველაფერი კარგად იქნება!"_ვცდილობ ჩემი თავი რამენაირად მაინც გავამხნევო. სამწუხაროდ შედეგს ვერ ვაღწევ. თავში ისევ მხოლოდ და მხოლოდ ავალიანის საზარელი გამოხედვა მიდგას.

კარების უსიაოვნო ჭრიალი გულს საცოდავათ მიკუმშავს. კანი მიტკალივით გაფითრებულ ფერს იღებს და მეც მაშინვე მიბინდდება ტვინი. შველის თვალებით გავყურებ ზღურბლთან მდგარ მამაკაცს რომლის თვალები მხოლოდ დაუნდობლობას ირეკლავენ.
დარეტიანებული მოძრაობით ვწევ დამძიმებულ ტანს და კედელს პატარა უსუსური არსებასავით ვებჯინები.

-გეხვეწები, არაფერი არ მიქნა რა..._აცრემლებული თვალებით გავყურებ ადამიანს რომელიც თავისი ბნელი საიდუმლოების მიუხედავად საოცრად მიზიდავს. ვინ იცის რა სულელურად გამოვიყურები.
-გეშინია, არა?_დამცინავი ხმა ვარდება ყელიდან. თვალებს თავის ცბიერ გამოხედვაში ავიწროვებს.
-ძალიან მეშინია_ავტომატურად ვპასუხობ იმას რასაც სინამდვილეში ვგრძნობ. ვგრძნობ როგორ მეკუმშება ყველაფერი სხეულში. კუნთები წამიერ ატროფიას განიცდიან. მისი მხრიდან წამოსული სიცივე კი ძვლებამდე ატანს. სახეზე ბოროტული ჩაცინება უელვებს. თავს მობეზრებულად ხრის და ნელი ნაბიჯებით იწყებს მოახლოვებას. ჩვენს შორის დისტანციის შემოკლება და ჩემი აკანკალება ერთია. კედელს მთელი ძალით ვეწებები. წამები საუკუნეებათ იქცევა, წუთები უსასრულობათ... მტანჯველად წელავს დროს. მალევე ვგრძნობ როგორ მივლის ტანზე მაზოხისტურად სასიამოვნო უსიამოვნება. ცივი ხელები წვრილ წელზე დაცოცავენ. მისი გული ჩემსას ეხება. გაშავებული თვალები სულამდე აღწევენ და ყველაზე ბნელი ფანტაზიების ამოკითხვას ცდილობენ. ვნებისგან გაყინული, წითელი ტუჩები შუბლისკენ იპარებიან. ერთი წამიც და მის შეხებას ვგრძნობ.
კიდევ ერთხელ მაკითხავს ჟრუანტელი.

-დემეტრე_დაბნელებული თვალებით ვცდილობ გავარჩიო მისი სახის გამომეტყველება. თვალებში მოლოდ სევდა და სურვილი ვხედავ.
-ანა, ჩემო ანა...ჩემო ანა.._ბუტბუტი ძლივსძლივობით მწვდება ყურებამდე. შუბლს შუბლზე მადებს. თვალებდახუჭული ავალიანის სუნთქვა სახეზე გემრიელად მეფინება. რატომაა ასეთი? რატომაა ასეთი ვნებიანი და ცივი, მზრუნველი და გულგრილი, სევდიანი და ასეთი ხალისიანი...
-ანა არ დამტოვო რა.._უაზრო წინადადებებს წინდუხედავად ისვრის. არ იცის რამდენად მტკენენ ეს სიტყვები გულს.

იკითხავთ რა არი ამაში ასეთიო.

უბრალოდ, დაუსრულებელი მარტოობის განმავლობაში ყველა გრძნობა უცხო ხდება შენთვის. ცდილობ ყველაფრისგან ჩაიკეტო. იხსენებ შენს თავს პატარაობაში. ადრე ასეთი სათუთი, გულუბრყვილო იყავი. ხალხის ტკივილი შენი ტკივილი იყო. ხალხის ცრემლები შენი ნაწილი. მაგრამ გავიდა დრო და ცხოვრებამ შენი შეცვლაც გადაწყვიტა. და მართლაც, წამის მეასედში ძველი "შენ" გაქრა. თითქოს მეორედ დაიბადე, მაგრამ ამჯერად მხოლოდ უგულო, უემოციო არსება მოევლინა ისედაც გახრწნილ სამყაროს...

სითბო, მზრუნველობა... ეს ყველაფერი უცხოა ჩემთვის. ალბათ ჩემ ოჯახზეც მხოლოდ და მხოლოდ ქალური ინსტინქტების გამო ვდარდობ. გგონიათ მათ მიმართ რამეს ვგრძნობ? მხოლოდ მიჩვევას. მიჩვევას, რომელიც ხალხს სიყვარული გონია...

-დემეტრე.. გეხვეწევი...გამიშვი რა. გევედრები გამიშვი შენი ცხოვრებიდან. გეხვეწები დემეტრე..._საცოდავი ბუტბუტი ამომდის ყელიდან. ვგრძნობ როგორ მეწვება გაყინული ლოყები. მფუფქავი წვეთები კანზე სანთელივით მეღვენთება დაბინდული თვალებიდან.

ქვეცნობიერი ანა ერთ ადგილზე გაშეშებული შემომყურებს და ფიქრობს თურამდენად გახრწნილ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები...

"ტირის... ჩემი ანა ტირის..."_მესმის შინაგანი ხმა რომელიც ნელ ნელა ბურსში უჩინარდება.

-გეხვეწები დემეტრე...თუ გინდა მეჩხუბე, მიყვირე. ოღონდ ერთადერთს გთხოვ, ამომშალე შენიდან რა.._ჩემივე ჩახლეჩილი ხმა არასასიამოვოდ მხვდება გულზე.

"ნუთუ ასეთ დაბალ დონემდე დაეცი ანა?"

-გგონია ასეთი ადვილია?_ცრემლებისგან დამწვარ ლოყებზე, გაყინული ტუჩების შეხება მაზოხისტურ ნეტარებას მანიჭებს. კოცნა ერთი ლოყიდან მეორეზე ინაცვლებს. ჩქარი მოძრაობით მაშორებს ცრემლებს სახიდან და სევდიან ღიმილს აგებებს ჩემს დაბინბულ მხედველბას. -გგონია ასეთი ადვილია იმ ადამიანის დავიწყება ვისთვისაც სიცოცხლეს გასცემდი?_ოდნავ ღიმილში არხევს ტუჩებს. შუბლს ისევ შუბლზე მადებს და ნაცრისფერი თვალებით ცდილობს გამაგებინოს თუ რას გრძნობს სინამდვილეში.

ვხედავ მხოლოდ მიზიდულობას, სითბოს, სიყვარულს...ნამდვილ სიყვარულს, რომელიც აქამდე მხოლოდ ვნება მეგონა...

-დემეტრე!_ოთახი საცოდავი ადამიანის ბღავილმა დააყრუა. ვცდილობ, გულიდან წამოსული ცრემლები, თვალების ერთმანეთზე დაჭერით დავაკავო. წყალწყალა სუბსტანცია მაინც პოულობს თავის გზას. უძლურ ხელებს, მამაკაცის სევდისგან დაძაბული სხეულისკენ ვაპარებ და ძლიერად ვეხვევი ყელზე. მის მკლავებში თავჩარგული, გემრიელი ოდეკოლონის არომატს ფილტვებში უხვად ვუშვებ. ვგრძნობ როგორ მივლის ჟრუანტელი და გულში უცნაური, უცნობი გრძნობა მიწისძვრას იქვევს...

ნუთუ ასეთი უბრალოა ეს სიყვარული?!

***
... სიბნელით გავსებულ ოთახს მხოლოდ ქალის დაღლილი ბუტბუტი ავსებს. მამაკაცის წყნარი სუნთქვა ყელზე გემრიელად ეფინება. ეს უკანასკნელიც, ძლიერად უჭერს ხელებს წვრილ წელზე. ალბათ სიზმარშიც კი ეშინია მისი დაკარგვის. ღრმა ძილში ჩაძირულმა, რა იცის რომ ეს ქალი სულაცა არაა ის, ვის გამოც სიცოცხლეს თვალებდახუჭუად დათმობდა...
***

მათეს მიერ მოჩენილ ოთახში ობოლი ბავშვივით გამოვკეტილვარ. სარკმლის რაფაზე უემოციოდ წამომჯდარი გავყურებ მოწყენილ მთვარეს. ალბათ მასაც მობეზრდა უაზრო მხიარულობა და ამიტომაცაა ასეთი, ჩემსავით მოწყენილი, ცივი....

თვალებიდან უნებურად წამოსულ ცრემლებს ვერაფერს ვერ ვუხერხებ. ანდაც, უბრალოდ დავიღალე ამ ყველაფრით.

დემეტრეს ტუჩებს ისევ ვგრძნობ სახეზე. მისი ხელები თითქოს ისევ დაცოცავენ ჩემს წელზე, თითქოს ისევ წინ მიდგას და სევდიანი ღიმილით მაშორებს ცრემლებს სახიდან.

ბურუსით მოცულ ტვინში კი მხოლოდ რამდენიმე საათის წინ მომხდარი ამბავი ტრიალებს...

ჩემი ნათქვამი სიტყვები კი ექოსავით ჩამესმის ყურებში...

***
"არა დემეტრე, გეხვეწები. არ მინდა, არ მინდა არაფერის გრძნობა. არ მინდა კიდევ ერთხელ მეტკინოს გული"
"არ დამტოვო ანა. არ წახვიდე"
"მარტოობას ზედმეტად მივეჩვიე. არ შემიძლია აქ ყოფნა დემეტრე"
"არ გაგიშვებ ანა. ვერ.. არ შემიძლია"
"თამთა გელოდება"
"მხოლოდ შენ მინდიხარ"
"არ მინდა შენთან რაიმე საერთო მქონდეს"..."არ მიყვარხარ"..."წადი"
"მოვა დრო და ინანებ..ინანებ რომ შენ თავს ასე მოექეცი"...

შემდეგ მხოლოდ ყვირილი. მხოლოდ საზარელი თვალების გამოხედვა.
კარები მთელი ძალით იხურება. ჩემი გაყინული, ტკვილილით დამძიმებული სხეული კი ერთ ადგილს ეყინება მკვდარივით.
თვალებს ცრემლები აკითხავენ...
***

ფანჯრის რაფაზე ვაგრძელებ ჯდომას. ალბათ ძალიან გვიანია. თუმცა რა აზრი აქვს. მთავარია რომ მთვარე აქაა, შემიძლია დაველაპარაკო, ჩემი ტკივილი გავანდო. ვუთხრა რამდენად სულელი ქალი ვარ... ქალი ,რომელმაც რამდენიმე საათის წინ, ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერება გაუშვა ხელიდან. ქალი რომელმაც ბედნიერება უბედურებაში გაცვალა...

***

ბრაზი ახრჩობს. ალბათ თავისი თავისთვის ნება რომ მიეცა ახლა წავიდოდა და იმ სულელ უგონო არსებას საკუთარ ხელებით მიახრჩობდა!
მაგრამ არ შეუძლია. რატომ? არ იცის. ალბათ იმიტომ რომ იზიდავს, მისი სურვილი კლავს. მისთვის სისხლის ბოლო წვეთს გასცემს. მთებს მოანგრევს და ციდან ვარსკვლავების თაიგულს ჩამოუტანს. მზეს და მთვარეს აჩუქებს.

ნუთუ უყვარს? სოფიოს მერე მას ხომ აღარასდროს არ ყვარებია? მის მერე გული არცერთხელ არ აფანცქალებულა მკერდში. ერთ დროს, სოფიოთი ცხოვრობდა და სუნთქავდა, ის იყო მისი სიცოცხლე. მაგრამ მერე სოფიომაც დატოვა. წავიდა. რათქმაუნდა არ უნდოდა წასვლა, და ალბათ შანსი რომ ქონოდა ამ ავალიანთან უსასრულობას გაატარებდა, მაგრამ ხომ იცით, ცხოვრებაა ასეთი. ჰოდა სოფიოსაც ასეთი ცხოვრება ერგო. არა, უფროსწორედ წაერთვა. ჰო, ჰო წაერთვა! ის ხომ სამუდამოდ წავიდა და დატოვა ასე უგულოდ.
მის მერე არ ყვარებია, მის მერე ბედნიერება არ უგრძვნია...

მაგრამ თითქოს ამ სულელი გოგოს დანახვამ ყველაფერი შეცვალა.
მაშინ, როდესაც იმ ბნელ ჩიხში ვიღაცის გმინვა შემოესმა...

ბარიდან მოდიოდა. ლევანთან და მათესთან იყო. გლოვობდნენ, სამივე ერთად… სოფიოს წასვლამ მათ გულებში დიდი ტკვილი გაკვალა. ახსოვს რომ არ დაულევია, ქალს არ უყვარდა რომ სვავდა. ჰოდა ეხლა გგონიათ ალკოჰოლს მიაკარებდა პირს? არა, არა, ერთადერთი სიყვარულის ხსოვნას არ უღალატებდა.
ბნელ ქუჩაში მარტო მიაბიჯებდა ავტოსადგომისკენ, თან ფიქრობდა. ერთი ორი ცრემლიც გადმოყარა, მაგრამ მერე თქვა კაცი ძლიერი უნდა იყოსო, ამიტომ თავი ხელში აიყვანა და ამაყი მოძრაობებით გააგრძელა სვლა.

გმინვა შემოესმა, ქალის საცოდავი გმინვა.

ახსოვს როგორ აიტაცა ხელში უძლური სხეული. ახსოვს როგორ მიიყვანა თავის სახლში და თავისივე ლოგინში თბილად გაახვია. მთელი ღამე უყურებდა, ის ხომ ასეთი უცოდველი და ბავშვური ჩანდა. განა მაშინ იგრძნო მის მიმართ რამე? არა. უბრალოდ აინტერესებდა ვინ იყო ან საიდან გაჩნდა იმ საზიზღარი მამაკაცის მკლავებში.
იფიქრა საუზმეს მაინც მოვუმზადებო, მაგრამ როგორც კი ოთახში დაბრუნდა ვეღარსად ვერ მიაგნო მის კვალს. მხოლოდ თავდახრილად ჩაიცინა და ცხოვრება განაგრძო...

წლები კი გადიოდა, მაგრამ ტკივილი თითქოს ისევ იქ იყო. სოფიოს დაკარგვა ვერ გადახარშა ბოლომდე.... სანამ ერთი გადამწყვეტი მომენტი არ დადგა მის ცხოვრებაში.

კიდევ ერთხელ დაინახა!

ახსოვს მაშინ ლევანის ოჯახი ჩამოვიდა ამერიკიდან რამდენიმე კვირით, დასასვენებლად. ელიტურ სასტუმროში დაბინავდნენ. ჰოდა ესეც იქ იყო წასული, მეგობრის სანახავად. ტასოს სულ პატარა იყო მაშინ. მეგონარი გაუჩენია და ჭკუაზე არ ბრძანდებოდა. გადაეკიდა, გინდა თუ არა შენ და ლევანმა პარკში გამიყვანეთო. ჰოდა რა ექნათ? ადგნენ და წაათრიეს ეს ცელქი ქაჯანა გარეთ. თავისი პატარა დაქალიც გააცნო, კატო ქვია და უკრაინიდანაა ჩამოსულიო. მორცხვი გოგო იყო ეს კატო, ქართული კარგად არ იცოდა ამიტომ სულ დაფაციცებით იყურებოდა აქეთ იქით. ლევანის დის უაზრო ბუტბუტმა ცოტა მოიყვანა აზრზე. მაგრამ "ბატი ტასიკოს" ბლუყუნით ისე გაერთნენ რომ საქანელებიდან გაადინეს ზღართანი. კატო ცხვირით გაფრინდა მიწისკენ. ტასო ზურგით მოჯდა, მაგრამ არ უტირია. ლევანთან და დემეტრესთან გაიქცა შველის სათხოვნელად. ბიჭები იმ წამსვე კი წამოხტნენ, მაგრამ ვიღაცამ დაასწრო. ვიღაც ქალს მოკრეს თვალი, ატირებულ კატოს გულში თბილად იკრავდა და ცრემლიან სახეს სევდიანი ღიმილით უკოცნიდა.

მოიცა, მოიცა... ეს "ბნელი ჩიხის ქალი" არაა?! წლების წინ რომ ნახა?! ისაა! უეჭველი ისაა... რა ლამაზი გამხდარა, როგორი სათუთი და უცოდველი...

დღემდეც ღიმილით იხსენებს იმ მომენტს. მას მერე დაიწყო ამ ქალზე ფიქრი. რამდენიმე კვირის განმავლობაში სულ ხედავდა, მაგრამ ერთ დღეს ვერც მას და ვერც კატოს ვერ მიაგნო. ტასოსგან გაიგო რომ უკრაინაში დაბრუნებულან...

მაგრამ გგონიათ ამან შეუშალა ხელი? მაინც იცოდა სად იყო. იცოდა ვინ იყო, სად ცხოვრობდა. შეუყვარდა? პფფფფ...არა რათქმაუნდა! უბრალოდ აზარტის გამო დააინტერესა, უნდოდა თავისი გაეხადა. უნდოდა დაესაკუთრებინა...

დრო რათქმაუნდა ისევ გადიოდა. კვირები, თვეები, წლები. მაგრამ
ბედი არ გინდა! ისევ იპოვა! ამჯერად უკვე სამსახურს ეძებდა ქალბატონი. "სი ვი" გამოუგზავნია მის კომპანიასა და კიდევ ორ სხვაში. ამ შანსს ხელიდან გაუსვებდა?! სასწრაფოდ დაბლოკა დანარჩენი კომპანიების საბუთები, ამიტომ მხოლოდ "ეს პი აიში" თუ მიიღებდნენ. ჰოდა ისევ შეხვდა... ახსოვს მათეს გაკვირვებული სახე, პირველად რომ დაანახა დემეტრეს "ბნელი ჩიხის ქალი". მაშინვე ყველაფერს მიუხვდა მეგობარი.
მოკლედ... იპოვა რა! ამდენი წლის შემდეგ ისევ იპოვა!


ანა. ანა. ანა. მის სახელს გულში გაუჩერებლად იმეორებს. მხოლოდ მასზე ფიქრობს. ლალის ნათქვამის არ იყოს, თამთასთან მხოლოდ გასართობადაა. უბრალოდ, მხოლოდ მასთან შეუძლია თავისი სურვილის მიხედვით იმოქმედოს და გააკეთოს ის რაც თვითონ უნდა. ჰაჰ, ანა ამის საშუალებას ხომ არ მისცემს? არავითარ შემთხვევაში! ვერ ხედავთ როგორი დამოუკიდებელი და თავისუფლების მოყვარე არსებაა? ამ ქალის გალიაში გამოკეტვის ცდა ძალიან ძვირად დაუჯდება ავალიანს. ასე რომ, ურჩევნია, ეს თავუსუფალი ჩიტუნია რამენაირად მაინც შემოიტყუოს თავისი გულის კლანჭებში.

მაგრამ ახლა ძალიან გვიანია. ხვალ ანახებს იმ სულელს სეირს! ამჯერად მხოლოდ თამთას უაზრო კვნესით შემოიფარგლება...

... სიბნელით გავსებულ ოთახს მხოლოდ ქალის დაღლილი ბუტბუტი ავსებს. მამაკაცის წყნარი სუნთქვა ყელზე გემრიელად ეფინება. ეს უკანასკნელიც, ძლიერად უჭერს ხელებს წვრილ წელზე. ალბათ სიზმარშიც კი ეშინია მისი დაკარგვის. ღრმა ძილში ჩაძირულმა, რა იცის რომ ეს ქალი სულაცა არაა ის, ვის გამოც სიცოცხლეს თვალებდახუჭუად დათმობდა...
____________________________________________

იცით, ეხლა დავფიქრდი და მივხვდი რომ ამ ისტორიას მხოლოდ ჩემი თავისთვის ვწერ. მომწონს წერა და საკუთარი ემოციების გადმოცემა. და ეს ისტორიაც მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზნით დავიწყე...
უბრალოდ ერთი ზოგისთვის საინტერესო, ზოგისთვის უაზრო ისტორიაა. ზოგისთვისაც სხვა ისტორიების გავლენა აქვს მაგრამ მიზანი თავიდანვე მხოლოდ ერთი იყო... საკუთარი აზრების, გრძნობებისა და ემოციების გადმოცემა.

ჰო და კიდევ ერთი, შეიძლება ეს ამჯერად ყველაფერი არეული გეგონოთ, უბრალოდ მთლიან ისტორიას თავიდან გადაავლეთ თვალი და ყველაფერს გაიხსენებთ..



№1  offline წევრი anna777

ძალიან კარგი ისტორიაა
--------------------
სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს

 


№2  offline წევრი S.likuna

veraferi ver gavige 5jer wavikitxe da es tavi ar momewona ai wina tavebii ai dzalian momewona da aq ver gavige veraferi da ravi velodebi axal tavs <3

 


№3 სტუმარი meli...

მე ვერ დაგეთანხმები,ეს შენი გრძნობები სხვაზეც გადმოდის,იცი როგორია შეფასება რომ არ აქვს,შეფასების უფლება რომ არ გაქვს,ესაა ჩანახატი მთელი გრძნობით გადმოცემული..ვერ ახვწერ და ვერ დაგიწერ იმას რასაც ამის კითხვისას განვიცდი მე არ ვიცი სხვისი მაგრამ მე მთელი გონებით,სულით შევისისლხორცე ეს და გული დამწყდება ერთ დგესაც რო წავიკითხავ "დასასრული".. ძალიან კარგი გოგო ხარ,და გააგრძელე იმის გადმოცემა რასაც გრდზნობ ამ გრძნობით მე პირადად დიდ სიამოვნებას ვიგებ რომ ვკითხულობ..მადლობა დიდი მადლობა შენ ავტორო

 


№4  offline წევრი ely and baby

ვფიქრობ ეს ისტორია სხვებისაგან განსხვავებულია,პირადად მე ძალიან მომწონს,ამ თავში გავიგე ყველაფერი და ძალიან საინტერესოა,საერთოდ ვერ ვგჰრძნობ სხვა ისტორიების გავლენას,მე ძალიან მსიამოვნებს მისი კითხვა. ასევე გავიგე,რომ ერთ-ერთი კინოს სიუჟეტს გავს,მაგრამ მე კინო არ მაქვს ნანახი და ველოდები შემდეგს მოუთმენლად,ეს არის ისტორია,რომელსაც ათჯერ მეტი მკითხველი ეკუთვნის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent