გრძნობები შიშის გარეშე (10)
ყველაზე დიდი ფაქტორი სიკვდილთან დაომკიდებულებაში არის შიშის გრძნობა. მიწიერ განცდათა შორის ყველაზე საშინელი შიშის გრძნობაა, მისი ატანა უფრო მძიმეა ვიდრე სიღარიბე, ავადმყოფობა და სხვა. ვერ ვიტყვი რომ ღამე ცუდად მეძინა, უბრალოდ დილით მოულოდნელად დამადგა ერეკლე თავს და ადგომა დამაძალა -რა ხდება? ძილსაც აღარ მაცდი? გაბრაზებულმა ვკითხე -სწრაფად ადექი, მივდივართ. ჩემს ჩანთას დაავლო ხელი და ჩემი ნივთების შეგროვებას შეუდგა -სად მივდივართ? მე არსად არ ვაპირებ წასვლას,შენ კი სადაც გინდა იქ წადი. გავჯიუტდი და საბანი თავზე გადავიფარე, იმ იმედით რომ თავს დამანებებდა -ხომ გითხარი უკვე რომ მივდივართ, დრო არ გვაქვს ამიტომ დროზე ადექი თორე ძალით აგაყენებ. დამემუქრა -ჩემი ნების გარეშე გაგიჭირდება რამის გაკეთება. -მაგასაც ვნახავთ. ამაყად მითხრა, საბანი გადამხადა შემდეგ კი ხელში უხეშად ამწია ჩხუბი დავუწყე, მაგრამ მაინც არ გამიშვა ხელი, სააბაზანაში შემათრია, მერე კი ჩემი ტანსაცმელი შემომიყარა რათა ჩამეცვა -როდის უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი, უკვე აღარ შემიძლია ამ იდოტის ატანა. გაბრაზებული ვბუზღუნებდი და ტანსაცმელს ვიცვამდი -ბევრს ნუ ტლიკინებ და მალე. ერეკლეს ხმას გავიგონე კარები უხეშად გავაღე და დავეჯღანე -შენი ჩანთა აიღე და წავედით. ბრძანება გასცა უფროსმა მანქანაში უკან მოვკლათდი, თავის დაზღვევის მიზნით. -სად მივდივართ? ვკითხე როდესაც თავისი ადგილი დაიკავა და მანქაანა ადგილიდან დაძრა -სახლში გაბრუნებ. სეროზული სახით მითხრა -მართლა? გამიკვირდა -რათქმაუნდა არა. სიცილი ატეხა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ მისი მოკვლა ძალიან მინდოდა, ჭიაელასავით სიამოვნებით გავჭ....ტდი. -სად მივდივართ? კვლავ გავუმეორე შეკითხვა -სხვა უფრო დაცულ ადგილას.მშვიდად მიპასუხა -იქ ხო ვინმე გვაწუხებდა და ახლა უფრო დაცული ადგილი მოინდომა. ჩავიჩურჩელე ჩემთვის მაგრამ როგორც აღმოჩნდა გაიგონა, ამიტომ დამიბღვირა -შეგიძლია მითხრა რა უთხარი გუშინ ჩემ დას რომ გადარიე? -არაფერი არ მითქვამს. მშვიდად ვუპასუხე -გირჩევ სიმართლე მითხრა სანამ ძალით გათქმევინე. ისევ დამემუქრა -ტყუილად მემუქრები მაინც არაფერს არ გეტყვი -რატომ ცდილობ რომ ნერვები მომიშალო? -მე გიშლი ნერვებს?თვითონ რას აკეთებ? გავიკვირვე -ვცდილობ ჩვენს შორის უთანხმოება მოვაგვარო -მაგის დიდი იმედი ნუ გექნება, ჩვენს შორის მერწმუნე მშვიდობა არ იქნება. -ეს შენ არ გსურს რომ მშვიდობიანად ვიცხოვროთ რაღაც გარკვეული პერიოდი. -იმიტომ რომ შენს გვერდით ცხოვრება არ მინდა, თუნდაც რაღაც გარკვეული პერიოდი -რა არ მოგწონს ჩემში? ძალიან მოულოდნელი შეკითხვა დამისვა ერეკლემ, დავიბენი, ვერ მივხვდი რა მიმართულებით მიჰყავდა საუბარი, მაგრამ ამის და მიუხედავად აუღელვებლად ვუპასუხე -რომელ ერთი ჩამოვთვალო? -რომელიც შენ გინდა. -მაშინ დავიწყოთ იმით, რომ უხეშად მექცევი, არ მიმიჩნევ სულიერ არსებად, გეზიზღები,ჩემი მოკვლის სურვილი გახრჩობს, ახლა სადღაც მიმათრევ და ამას დავამატოთ ისიც რომ მკვლელი ხარ -მკვლელი არ ვარ. მკაცრი ტონით მითხრა -რაღაც დარწმუნებული არ ვარ. -არ მიცნობ, ამიტომ არ გაქვს უფლება მკვლელი გეგონო. -ახლა იმასაც მეტყვი ნარკოტიკებთან შეხება არ მაქვს და არც ვიცი რა არისო, არც გამისინჯავს და კიდევ ათას ზღაპარს შეთხზავ -ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ თითქოს ნარკომანი ვარ? გაკვირვებულმა და მომღიმარმა მკითხა -თითქოს არა დარწმუნებული ვარ რომ ხარ. გაღიზიანებულმა მისი ასეთი დამცინავი შეკითხვებით მკაცრად ვუთხარი -დეაჩკა რა ძალიან ცუდად მიცნობ. -შესწორებას შევიტან ცუდად კი არა საერთოდ არ გიცნობ -მაშინ უკვე დროა გავიცნოთ ერთმანეთი, ერეკლე ბურდული. ღიმილით მითხრა და ხელი გამომიწოდა -შენ გგონია რომ ამ ყველაფრით რამის შეცვლას მოახერხებ, უკვე გითხარი ჩვენ ერთმანეთს ვერ გავუგებთ. -მაშ კარგი როგორც გინდა, მე ყველანაირად ვეცადე რომ შენთან ურთიერთობა მომეგვარებინა, მაგრამ რაღან თვითონ არ გსურს იყოს ისე როგორც არის, დაე ვიყოთ მტრები. გაბრაზებულმა მიპასუხა და მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა -ახლა კი დროა ახალი ოჯახი გაიცნო. ზიზიღით მითხრა და მანქანიდან გადავიდა -ახალი ოჯახი? გაკკვირებულმა ვკითხე და მეც მისი ჟესტები გავიმეორე, მანქანიდან გადავედი დიდი წითელი აგურებით ნაშენები გალავანი სახლს გარშემო შემორტყმოდა,საკმაოდ დიდი ზომის იყო, მის უკან კი საერთოდ არაფერი მოჩანდა, ფაქტიურად რომ ვთქვათ ეს გალავანი გაერე სამყაროსა და მის უკან მდებარე სახლს შორის ერთგვარ ბარიერს ქმნიდა. კარებთან ორი შეიარაღებული ტიპი იდგა, აშკარად მცველები იყვნენ, ნამდვილად არ მქონდა წარმოდგენა სად ვიყავით. მხოლოდ კარგად გამჩხრიკეს შემდეგ გამიშვეს გალავნის მეორე მხარეს, ეზოში თოვლი იდო, თეთრი ქათქათა თოვლი, მთელ რიგზე მაღალი ხეები იყო ჩამწკრივებული, რაც ხელს მიშლიდა სახლის დანახვაში, პირქუშ ადგილად მომეჩვენა, ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებდა თითქოს მივიწყებული და მიტოვებული ადგილი იყო -სად ვიმყოფებით, ან რატომ არის ასეთი საშინელი ეს ადგილი? ერეკლეს ვკითხე რომელიც ჩემს უკან მშვიდად მოდიოდა -ჩემს რეზიდენციაში ვართ. -ნუ გასაკვირი არც არის რატომ არის ასეთი პირქუში. გასამწარებლად ვუთხარი და გზა გავაგრძელე სახლი კი იმაზე უფრო დიდი ზომის იყო ვიდრე მე ვფიქრობდი, ჩემდა გასაკვირად სახლის არც ერთი ფანჯარა არ იყო ჩარაზული, არც მთავარი შესასვლელის კარები იყო რკინის, ჩვეულებრივი მინის დიდი სასახლე იყო, თუ შეიძლება რომ ასე ვუწოდოთ -არ შეხვალ სახლში? ერეკლემ მკითხა როდესაც შესასვლელ კარებთან შევყოვნდი -არანაირი სურვილი და არც მოთხოვნილება არ მაქვს აქ შესვლის, ისევ იქ მირჩევნია ყოფნა სადაც ვიყავით -იქ აღარასდროს დაბრუნდები, ამიტომ აქ მოგიწევს ცხოვრება და შეწინაარმდეგებას აზრი არ აქვს, არც გაქცევის გეგმისთვის შეიწუხო თავი, მაიც არ გამოგივა. სახლში შევიდა მე კი გარეთ დამტოვა აუტანელი გრძნობა დამეუფლა, მინდოდა რომ მეყვირა, ეს ადგილი ნამდვილ ციხეს არაფრით ჩამოუვარდებოდა, არც საგიჟეთისგან განსხვავდებოდა რამით. დაახლოებით 5ი წუთი ვიდექი გარეთ, მერე კი ვიღაც ქალბატონმა გამიღო სახლის კარები -გოგონა აქ რატომ დგახართ? ახლავე შემოდით სახლში თორე სულ გაიყინებით. სახლში შემიყვანა, ქურთუკი გამომართვა და იქვე საკიდზე ჩამოკიდა -ბატონმა ერეკლემ გვითხრა გოგონას მოვიყვანო, ამიტომ თქვენი ოთახი უკვე მზად არის შეგიძლიათ დაისვენოთ. ქალმა მითხრა და მეორე პირველ სართულზე ჩემი ოთახისკენ გამაცილა -ერეკლე სად არის? ქალს ვკითხე როდესაც ჩემთვის განკუთვნილ ოთახში შემიყვანა -თავის ოთახშია ისვენებს, თუ რამე დაგჭირდებათ მე მომმართეთ. მშვიდად მითხრა მერე კი ოთახი დატოვა ოთახის დათვალიერება არც დამიწყია, გაბრაზებული ფანჯარასთან ავიტუზე, იმის მოლოდინში რომ ვირაც შემოვიდოდა ჩემს ოთახში დიდი ხანი ლოდინი არც დამჭირვებია, ვიღაც გრძელფეხება გოგონა შემოვარდა, გაკვირვებულმა შევხედე, მან კი თავი ისე დაიჭირა თითქოს ამ სახლის დიასახლისი იყო -ეი შენ რა გქვია? მედიდურად მკითხა ყველაზე მეტად ეს შეკითხვა მეზიზიღებოდა ამიტომ ჩვეულებრივად ვუპასუხე -ადამიანი -ჰაჰ, სასაცილოა ადამიანს სახელი არ გგქვია? -ჯერ ადამიანი უნდა გერქვას. მშვიდად ვუპასუხე -კარგი მაშინ ადამინო მე ლილე მქვია. -სასიამოვნოა ლილეკო. სწერვად გავუღიმე, მანაც იგივე ჟესტი გაიმეორა -ერეკლემ მთხოვა რომ მენახე, ხომ არაფერი გჭირდება? -კი თავისუფლება და აქედან წასვლა. სწრაფად ვუთხარი -მეც ვუთხარი რომ შენი აქ მოყვანა არ იყო კარგი იდეა, მაგრამ თუ რამე დაიჟინა ძნელია რომ გადააფიქრებინო. ნაწყენივით ჩაილაპარაკა -შენ ალბათ მისი.............. -მისი შეყვარებული, ანუ საცოლე. ამაყად მითხა საცოლე? აი აქ კი გამეცინა, ვინ წარმოიდგენდა რომ ერეკლეს საცოლე ეყოლებოდა,გულწრფელად შემეცოდა ის ყეყეჩი გოგო ერეკლეს ხელში, მაგრამ ერთმანეთს ადვილად უგებდნენ ალბათ რადგან უკვე საცოლე იყო, ისე არც გამიკვირდებოდა რადგან ეს გოგონაც ერეკლეს ჰგავდა, თავი ძალიან მედიდურად მოჰქონდა ცოტა კიდევ მეტლიკინა, რამდენიმე შეკითხვა დამისვა მერე კი ოთახიდან გავიდა ის ფაქტი რომ ერეკლეს ასეთი სახლი ჰქონდა ძალიან მაკვირვებდა, კესომ როგორც მიამბო თავიდან გაჭირვებულები იყვნენ, მაგრამ ეს სახლი სულ არ მოწმობს იმას რომ მათ უჭირდათ, გაურკვევლობაში კიდევ ერთხელ აღმოვჩნდი, რაც ძალიან არ მომწონდა. ალბათ 3ი საათისთვის ერეკლე შემოვიდა ჩემს ოთახში და ჩემდა გასაკვირად თავაზიანად მომიკითხა -როგორ მოეწყე? მოგეწონა ახალი სახლი? -არა, სულ არ მომწონს შენი "შუშის სასახლე" ისევ ის პატარა და მყუდრო სახლი მერჩივნა -იცი აქ ყველას არ შეუძლია მოსვლა, გამონაკლისი ხარ, ამიტომ გიხაროდეს -ერთი შეკითხვა მაქვს, ასეთი სახლის ყიდვა როგორ შეძელი? -ცოტაოდენი სიმამაცე და მოქნილობა, მეტი არაფერი. ღიმილით მითხრა -ანუ ვიღაცის გაძარცვა? გავიკრვირვე -უფრო სწორად რომ ვთქვათ ფარული საქმეები. -გასაგებად თუ ამიხსნი კარგი იქნება, ვერაფერი გავიგე, რა ფარული საქმეები? რა სიმამაცე? გაბრაზებულმა ვკითხე -დეაჩკა ნამდვილად ვერ გაიგებ რას ვგულისხმობ, ამიტომ გვეყოს ამაზე საუბარი -არა, ამიხსენი ნორმალურად, ფარულ საქმეებში ნარკოტიკებს გულისხმობ? ფარული შემოტანა საზღვარზე, ან უკანონო გაყიდვას? ჩავაცივდი -დაახლოებით, იმ საქმეებს ვაკეთებდი რაც ჩამოთვალე. -და ამით იშოვე ამდენი ფული? გაკვირვებულმა ვკითხე -ალბათ წარმოდგენაც არ გაქვს რამდენი ფული კეთდება, ამ საქმიანობით. ღიმილით მითხრა -ნამდვილად წარმოდგენა არ მაქვს. მშვიდად ვუპასუხე -არც გამკვირვებია, მოსამართლის ქალიშვილს საიდან ეცოდინება ასეთი რამეებია. დამცინავად მითხრა -სამაგიეროდ მოსამართლის ქალიშვილმა დამნაშავეების დასჯა ძალიან კარგად იცის. -კარგი დეაჩკა ჯობია რომ საუბარი დავამთავროთ. ოთახიდან გასვლა დააპირა -მოიცა, არ ამიხსნი აქ რატომ მომიყვანე? -შენმა მამიკომ ძალიან ბევრი გაიგო იმაზე თუ სად და როგორ იყავი, ამიტომ გადავწყვიტე რომ უფრო დაცულ ადგილას წამომეყვანე -თუ იქ მომაგნო, მაშინ აქაც მომაგნებს, ამიტომ გირჩევნია თვითონ მიმიყვანო მასთან, ასე უფრო ადვილი იქნება ჩემთვის და შენთვისას. -არა ჯერ ჩემი შეთანხმებას უნდა მივაღწიო მამაშენთან, მერე დავუბრუნებ თავის ტლიკინა ქალიშვილს უკან. -რა შეთანხმების მიღწევას ცდილობ? გგონია რომ შენს ძმას ციხიდან გამოუშვებენ? სასამართლომ მისი საქმე უკვე დაამტკიცა, ამიტომ მას მას ვერ შეცვლი. -მაგრამ გავასაჩივრებთ, მერე მამაშენი საქმეს განიხილავს და ზურას სასჯელს რამდენიმე წლით შეუმცირებს. -მამაჩემის მოსყიდვას აპირებ? გავიკვირვე -ძალიან მიხვედრილი გოგონა ყოფილხარ. -მამაჩემი არ დააგთანხმდება მაგაზე. ამაყად ვუთხარი -თავის საყვარელი ქალიშვილის გამო ყველაფერს გააკეთებს. სიცილით მითხრა -ნუ იქნები ეგეთი დარწმუნებული, აქედან გავიქცევი და ყველაფერი დასრულდება. -სცადე და ნახავ რაც მოხდება. ხმაში უკვე სიმკაცრე დაემჩნა -"ცდა ბედის მონახევრიაო" მშვიდად ვუპასუხე -ნამდვილად, მაგრამ გახსოვდეს რომ თვალს არ გაშორებ, ახლა კი სადილის დროა ამიტომ ჩემთან ერთად წამოხვალ.ბრძანებლური ტონით მითხრა და ოთახიდან გავიდა სასადილო ოთახში ლილე მომღიმარი სახით გვიცდიდა,ორივე გვერდი გვერ მოკალათდნენ, მე კი მათგან ცოტა მოშორებით დავჯექი -ადამიანო როგორ ხარ? ლილემ ვითომ თავაზიანობა გამოიჩინა -ადამიანო? ერეკლემ გაკვირვებულმა შეხედა ლილეს -ხო ადამინი მქვიაო და მეც ეგრე ვეძახი. ლილემ მაშინვე გაიმართლა თავი -დეა!!! ერეკლემ დამიბღვირა -სახელი ბევრს არაფერს ნიშნავს, ამიტომ მეც არ ჩავთვალე საჭიროდ რომ მისთვის ჩემი სახელი მეთქვა. მშვიდად ვუპასუხე სადილის დროს ვხედავდი როგორ მიყურებდა ლილე, თავი ცოტა უცნაურად ვიგრძენი, მეგონა რომ მომვარდებოდა და დამახრჩობდა -იცოდე თუ ერეკლეს წართმევას ეცდები.................... სადილის შემდეგ გამომიჭირა -მოიცა, რა წართმევაზე ლაპარაკობ? გამიკვირდა -გგონია ვერ შევნიშნე როგორ გიყურებს. კივილი დაიწყო -იცი რა ლილე შენი ერეკლე შენთვის შეინახე, არავის არაფერში სჭირდება და მე სხვის შეყვარებულებს,მით უმეტეს საქმროეებზე მონადირე არ ვარ. -აგაფრთხილებ, ახლოს არ გეკარო............. -მომისმინე ერთ რჩევას მოგცებ, თუ მართლა შენი საქმროა ნუ ფიქრობ რომ სხვას შეხედავ, თუ უყვარხარ სხვისკენ არც გაიხედავს, ამიტომ მშვიდად იყავი. უემოციოდ ვუთხარი და ოთახში შევედი -ლილეს გამოჩენაღა მაკლდა და მისი ისტერიკები, ამ ისედაც აწეწილ ცხოვრებაში. გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე --------------------------------------------------------------- ჩემს მკითხველს მინდა ვუთხრა რომ ძალიან ძალიან კარგები არიან მადლობა ყველას გუშინ აღარ დავდე 10ე თავი ,რადგან პატარა თავის არ მინდოდა დამედო ველი თქვენს შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.