შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაყიდი სილამაზე [8 თავი]


29-03-2015, 00:08
ავტორი tamro
ნანახია 9 453

საავადმყოფოში შესვლისთანავე ანა გაფართოებული თვალებით მომვარდა და მაგრად გადამეხვია. მაქსიმალურად ვცდილობდი თვის შეკავებას. მეც მთელი ძალით მოვეხვიე და თავი მის თმებში ჩავმალე, რომ როგორმე აცრემლებული თვალები დამემალა.
-ევა.. _ ხმა გაუწყდა. - ვერ ვიტან იმ კაცს! მძულს! მეზიზღება! _ აცრემლებული თვალებიდან ლამის ცეცხლი გადმოეფრქვია ანას.
-გთხოვ... არ მინდა მაგ თემაზე საუბარი. _ ძლივს ამოვილუღლუღე. -დედა როგორაა? რა თქვა ექიმმა?
-ოპერაციას უკეთებენ. ლაშას ვუთხარი ფულს მოიტანს მეთქი.
-კარგია. შენი მშობლები სად არიან?
-მამამ თინა ბებო წაიყვანა სახლში. დედა იქვე ზის.
-რამე ხომ არ...
-გაგიჟდი? რა უნდა მეთქვა. ვუთხარი ევას ერთი მეგობარი ყავს და მასთან წავიდა ფულის გამოსართმევად მეთქი.
-მადლობა ანა. _ მაგარდ გადავეხვიე მეგობარს.
-როგორ მინდა, რომ რამით მაინც დაგეხმარო მაგრამ...
-შენ ყოველთვის მეხმარები. სულ ჩემს გვერდით ხარ. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
-ევა.. _ ჩუმად ამოისლუკუნა და მაგრად გადამეხვია.
**********************
ოპერაციამ კარგად ჩაიარა. დედა ჯერ გონს არ მოსულიყო, თუმცა ექიმების თქმით მდგომარეობა სტაბილური იყო. მთელი დღე საავადმყოფოში ვიყავი და სიახლის მოლოდინში ნერვიულად დავდიოდი წინ და უკან. ნინო დეიდა და ანაც ჩემ გვერდით იყვნენ და მთელი ამ დროის განმავლობაში წუთითაც არ მტოვებდნენ. ასეთ წუთებში ადამიანს საყვარელი ხალხის გვერდში დგომა ძალიან ეხმარება. მათი უზომოდ მადლიერი ვიყავი.
ჩემი დაჟინებული თხოვნით ნინო დეიდაც და ანაც საღამოს სახლში წავიდნენ. ისედაც მთელ დღეებს აქ ატარებდენენ. მიუხედავად იმისა, რომ ლაშა მეც მთხოვდა სახლში წავსულიყავი, მის თხოვნას საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას. ამ მომეტში სახლში ვერანაირად ვერ გავჩერდებოდი. მთელი ღამე თეთრად გავათენე. თვალი ერთი წუთითაც არ მომიხუჭავს. როგორც კი თვალს დავხუჭავდი თავში მაშინვე უსიამოვნო მოგონებები იშლებოდნენ. ამ ყველაფრის გახსენებაზე მთელ ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა. ძილს სიფხიზლე მერჩივნა.
***
-ევა.. ევა გაიღვიძე _მხარზე ვიღაცის მსუბუქი შეხება ვიგრძენი. დენდარტყმულივით წამოვვარდი ფეხზე და ჩემი უეცარი ქმედებით დამფრთხალ ანას წინ ავესვეტე.
-დამშვიდდი გოგო მე ვარ. შენ რა მთელი ღამე ამ სკამზე გეძინა?
-არა. ცოტა ხნის წინ ჩამეძინა. ალბათ. _ თვალები მოვისრისე. -რომელი საათია?
-ცხრა. ევა იქნებ სახლში წახვიდე და ცოტა ხნით დაისვენო. საშინლად გამოიყურები.
-არ შემიძლია. ახლა ვერ წავალ. _სკამზე ჩამოვჯექი.
-ნელი დეიდა როგორაა?
-ისევ ისე.
-ევა.. _ მცირე პაუზის შემდეგ დუმილი ანამ დაარღვია.
-რა
-იმ კაცს... რა უთხარი ფული, რომ გამოართვი _ შეპარვით დაიწყო ანამ
-არაფერი. ვუთხარი ფული მჭირდება მეთქი.
-მერე..
-არც უკითხავს რისთვის მჭირდებოდა. მხოლოდ ის მითხრა, რომ ფულს მანამდე ვერ მივიღებდი სანამ მასთან არ დავწვებოდი _ ნერწყვი მძიმედ გადავაგორე.
-არამზადა! _კბილებშორის გამოსცრა ანამ.
-ანა გთხოვ...
-რას მთხოვ ევა?! ნამდვილი არამზადაა! გარეწარი! _ მაინც ვერ ცხრებოდა.
-ანა ცუდად ვარ. მეტის გაძლება არ შემიძლია... _ჩუმად ამოვისლუკუნე და სახეზე ჩამოგორებული ცრემლები ხელის ზურგით მოვიწმინდე.
-დამშვიდდი ძალიან გთხოვ. აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება. _მაგრად გადამეხვია.
მთელი დღე საავადმყოფოში ვიყავით. სიახლის მოლოდინში ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი. მალე ლაშამ დედას ნახვის უფლებაც მომცა. მართალია ცოტა ხნით მაგრამ მაინც. ნელი ჯერ კიდევ სუსტად იყო. თუმცა ყველაზე ცუდი უკან დარჩა და იმედია მალე ბოლომდე გამოკეთდება კიდეც. საღამოს სახლში წავედი. თავი მოვიწესრიგე და კვლავ უკან დავბრუნდი. დიდი ხნით მაინც არ შემეძლო ნელის მოვშორებოდი. ის შიშები რომლებიც ადრე მუდამ თან დამყვებოდა, ბოლომდე ახლაც არ მაძლევდნენ მშვიდად ყოფნის საშუალებას. ყოველ წუთს რაღაც ცუდის მოლოდინში ვიყავი. ეს შიშები უკვე პარანოიად მექცა. ბოლოს ალბათ ჭკუიდან შევიშლებოდი.
მეორე დღეა რაც საავადმყოფოში ვიყავით. ნელის მდგომარეობა კი უცვლელი იყო. მისი ნახვის უფლებას იშვიათად მაძლევდნენ. გონს ჯერაც არ მოსულიყო, რაც ცოტა არ იყოს მაშინებდა. მართალია ექიმები ყურადღებას არ აკლებდნენ მაგრამ მაინც.
ლაშა თითქმის ყოველი შეხვედრისას მთხოვდა სახლში წავსულიყავი და ცოტა ხნით მაინც დამესვენა. ნინო დეიდა და ანაც იგივეს მეუბნებოდნენ, მაგრამ მაინც დარჩენას ვამჯობინებდი და ახალი ამბების მოლოდინში ვიყავი.
***********************
კიბეები სწრფად აირბინა და ზარი დარეკა. კარი ერეკლემ გაუღო.
-კიდევ არ ხართ მზად?
-გვანცა ტასოს აცმევს.
-ექიმს უკვე დაურეკეთ?
-კი. გველოდება.
-ერეკლე მოდი ტასო გამომართვი. _ოთახიდან გვანცა გამოვიდა ტასოსთან ერთად. - გამარჯობა სანდრო. როგორ ხარ?
-კარგად ვარ, კარგად. _ სანამ ერეკლე ნაბიჯს გადადგამდა თვითონ უკვე გვანცას წინ იდგა -მოდი ტასუნა ჩემთან _ სწრაფად გამოართვა ბავშვი და მაგრად დაუკოცნა ბუთხუზა ლოყები.
-ცანდლოო _ ნათლიის ნახვით გახარებულმა წამოიკივლა და პატარა ხელები მაგრად მოხვია.
-სანდრო გამოადგი ახლა ფეხი, თორემ დავაგვიანებთ და მომიყვანე ბავშვი.
-გადი რა. მთელი დღეა შენთანაა, მადროვე ახლა. _ უფრო მაგრად მოხვია ბავშვს ხელები და სწრაფად გავიდა სახლიდან.
***
-ვერ არის ეგ ქალი კარგად ხო იცი შენ! _ გაბრაზებული ხელების შლით გამოვიდა საავადმყოფოდან. - იმხელა ნემსი გაუკეთა ბავშვს და იტირებდა აბა რას იზამდა! ბავშვს კი არა მე შემეშინდა რომ დავინახე!
-კაი გეყოს ნუ აზვიადებ. _სიცილით დაკრა ხელი მხარზე ერეკლემ და აცრემლებულ ტასოს ლოყაზე ფრთხილად აკოცა. -რაო მა, შეგაშინა ექიმმა? _პატარა ცხვირზე ოდნავ ჩამოკრა თითი
-ალ მინდა ექიმი _ საწყლად ამოიკნავლა ბავშვმა და მამის ყელში ჩამალა თავი.
-გვანცა სადაა?
-ექიმს ელაპარაკება. სანდრო.. ევა ნახე?
-ორი დღეა არ მინახავს.
-მერე?
-არაფერი. ჯერ ველოდები როდის გამოჩნდება, მერე უკვე მე თვითონ მივაკითხავ. მისი ფეხით მოვიდა ჩემთან და გონია ასე ადვილად გავუშვებ?
-ისე მე თუ მკითხავ, რაღაც ვერ არის კარგად.
-რას გულისხმობ?
-გოგო აქამდე ახლოს არ გიკარებდა და უცებ შუა ღამისას სახლში გაკითხავს.
-ფული ჭიდებოდა და მაგიტო? _მხრები აიჩეჩა
-ხო მაგრამ არ დაგაინტერესა რისთვის?
-იმ დროს სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი _ ეშმაკურად ჩაიცინა.
-მა, ევა ვინ ალის? _ თავი წამოყო ტასომ. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და ხმამაღლა სიცილი დაიწყეს.
-ერთ ლამაზი გოგოა მა. _ლოყაზე მაგრად აკოცა შვილს ერეკლემ - იმდენად ლამაზი, რომ ბიძაშენსაც დააკარგია ჭკუა.
-რეებს ლაპარაკობ ბავშვთან! _თვალები დაუბრიალა ალექსანდრემ
-ოჰ, ისე ამბობ თითქოს ყველაფერი ესმოდეს სამი წლის ბავშვს რა.
-ცანდლოს ევა უყვალს _ ხმამაღლა წამოიძახა ბავშვმა.
-არ უსმინო ტასო მამაშენს. რაღაც სისულელეებს ამბობს. _ლოყაზე მსუბუქად უჩქმიტა ბავშვს.
-ლექსო! _წამოიძახა ერეკლემ _ ეს ევა არაა? _ ხელი წინ გაიშვირა. ალქსანდრეც წამში შეტრიალდა და მართლაც დაინახა მოშორებით მდგომი გოგონა.
-კი ევაა. _ თვალები დააწვრილა.
-და ის ბიჭი ვინაა, რომ გადაეხვია?
-მე რა ვიცი! _ბრაზმორეულმა გამოსცრა.
-სიტუაცია დაიძაბა _ ჩაიფხუკუნა ერეკლემ.
-ერეკლე თქვენ წადით. _ ტასოს ლოყაზე აკოცა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა გოგონასკენ.
*********************
-ევა ისევ აქ ხარ?
-ხო.
-ხომ გითხარი აქ ყოფნას არავითარი აზრი არ აქვს. დედაშენის მდგომარეობა კვლავ უცვლელია. თუ რამე შეიცვლება გპირდები მაშნვე შეგატყობინებ.
-კი მაგრამ ლაშა...
-ევა, მესმის, რომ ნერვიულობ მაგრამ შენი აქ ყოფნით ნამდვილად ვერაფრით ვერ დაეხმარები. თანაც მთელი დღეა აქ ხარ. დაღლილი ხარ და შენც დასვენება გჭირდება. საკუთარ თავზეც უნდა იფიქრო. ჯობია სახლში წახვიდე. დაისვენე და ხვალ მოდი.
-კარგი, მაგრამ იქნებ წასვლამდე მენახა...
-ევა..
-ხო კარგი._ბოლოს მაინც დავთანხმდი. ფეხზე წამოვდექი და საავდამყოფოდან გამოვედი. მართლა ძალიან დაღლილი ვიყავი. ერთი სული მქონდა როდის მივიდოდი სახლში.
-ევა. _ ზურგსუკან ვიღაცის ხმა მომესმა. სწრაფად მივტრიალდი და ჩემსკენ მომავალი გაღიმებული ბექა შევამჩნიე.
-როგორ ხარ? _ თბილად გადამეხვია.
-კარგად, შენ?
-მეც კარგად. აქ რას აკეთებ?
-ეე.. ისა.. ანა რაღაც ცუდად იყო და ანალიზების გასაკეთებლად გამოვყევი. _სწრაფად ვიცრუე.
-თვითონ სადაა? _ ირგვლივ მიმოიხედა.
-წავიდა უკვე. მე ექიმის კაბინეტში ჩანთა დამრჩა და მაგიტო დავბრუნდი._კიდევ ერთი ტყუილი მოვიფიქრე.- შენ რას აკეთებ აქ?
-მეგობარი მოვინახულე. სახლში მიდიხარ?
-ხო.
-წასვლამდე ყავა ხომ არ დაგველია?
-ბექა, მაპატიე მაგრამ, ახლა არ გამოვა, მე..
-კარგი, კარგი არაუშავს. სხვა დროს იყოს. ოღონდ იცოდე შემდეგში ვერ გადამირჩები. _სიცილით დამიქნია საჩვენებელი თითი.
-კარგი. შეხვედრამდე. _დავემშვიდობე
-მოიცადე. მე წაგიყვან. _ მანქანისკენ გამიძღვა.
-არ არის საჭირო! ევა ჩემთან ერთად წამოვა! _მოულოდნელად ზურგსუკან ნაცნობი მკაცრი ხმის გაგონებისას შევკრთი და სწრაფად მივტრიალდი კოპებშეკრული ალექსანდრესკენ. მთელ ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
-უკაცრავად? _ გაუკვირდა ბექას.
-რა არის გაუგებარი. გითხარი ევა ჩემთან ერთად მოდის მეთქი! _კიდევ უფრო გაუმკაცრდა ხმა.
-შენ ვინ ხარ?! _ბექასაც შეეპარა ხმაში სიმკაცრე.
-მე ევას...
-მეგობარია. _სწრაფად ვუპასუხე, სანამ ალექსანდრე რამეს იტყოდა. ჩემს ნათქვამზე ტუჩის კუთხეში ცინიკურად ჩაეცინა.
-ევა დაჯექი წაგიყვან _მანქანის კარი ისე გამიღო, ალექსანდრესთვის ცივი მზერა არ მოუშორებია.
-მგონი გარკვევით ვთქვი, რომ ევა ჩემთან ერთად მოდის! _მივხვდი თუ სწრაფად არ ვიმოქმედებდი აქ „ცუდი“ რამ მოხდებოდა.
-ბექა ძალიან გთხოვ წადი. _ მუდარით სავსე თვალებით მივაჩერდი. ალექსანდრეს შემხედვარე სისხლი გამეყინა. ნერწყვი მძიმედ გადავაგორე.
-ევა ვინ არის ეს კაცი? _ მკაცრი ხმით მკითხა ბექამ.
-მეგობარია. _ვუპასუხე და კვლავ ალექსანდრეს მივუბრუნდი. -წავიდეთ _სწრაფად დავემშვიდობე ბექას და ალექსანდრეს მკლავში ჩავავლე ხელი, რომ როგორმე ამ ადგილიდან მომეშორებინა. ერთმანეთს მზერით ბურღავდნენ. არცერთი არ აპირებდა ადგილიდან ფეხის მოცვლას.
-ალექსანდრე წამიყვანე სახლში! _რაც შემეძლო მტკიცე ხმით ვუთხარი. მზერა მაშინვე ჩემზე გადმოიტანა. ოდნავ შემახო ზურგზე ხელი და თავისი მანქანისკენ წამიყვანა. სწრაფად გამიღო კარი. არ მინდოდა ზედმეტი აურზაურის ატეხა, ამიტომ უხმოდ ჩავჯექი მანქანაში.
-ვინაა ეგ ბექა?! _ გზისთვის თვალი არ მოუშორებია ისე მკითხა.
-ძველი მეგობარია.
-რაღაც მეგობარს არ გავს. ისე ეხვევი, რომ..
-უკვე გიპასუხე! _ ხმას ავუწიე.
-ხმადაბლა ილაპარაკე! მეც შემიძლია ყვირილი! _ ხმის ტონი კიდევ უფრო გაუმკაცრდა - დიდი ხანია იცნობ?
-რაში გაინტერესებს?! _მისი ეს ცნობისმოყვარეობა გამაღიზიანებელი იყო.
-როცა გეკითხები მიპასუხე! _თვალები დამიბრიალა
-არ ვაპირებ შენთან ჩემი მეგობრების შესახებ საუბარს!
-არ მიყვარს ერთ რამეს ბევრჯერ, რომ მამეორებინებენ! _თვალს არ მაშორებდა
-სულ არ მაინტერესებს შენ რა გიყვარს და რა არა! _ მზერა გავუსწორე. ჩემ სიტყვებზე უფრო გაღიზიანდა. წამში გადააყენა მანქანა და მოწყვეტით დაამუხრუჭა. თავი ძლივს შევიკავე.
-რას აკეთებ?! სულ გადაირიე?!! _ გულგახეთქილმა წამოვიყვირე. ჩემი ყვირილისთვის სულ არ მიუქცევია ყურადღება. მთელი ტანით მომიბრუნდა და მკლავში ხელი მაგრად ჩამავლო.
-მეტკინა იდიოტო! _სიმწრისგან წამოვიკვნესე
-თუ ჭკვიანად არ იქნები უფრო გეტკინება! _ მის ხმას აშკარად ეტყობოდა მუქარის ტონი. შეშინებული ავეკარი სავარძლის საზურგეს.
-რა გინდა?! დამანებე თავი, მტკივა... _შეშინებულმა ამოვიკნავლე და შევეცადე მისი ხელისგან ჩემი მკლავი გამენთავისუფლებია.
-ჩემს კითხვებზე არ გიპასუხია! _კვლავ დაბალ ხმაზე შემომიღრინა.
-გითხარი უკვე მე და ბექა მეგობრები ვართ მეთქი. მეტი რა გინდა?!
-დიდი ხანია იცნობ?!
-უნივერსიტეტიდან.
-აი ეს მომწონს. მიყვარს დამჯერი გოგონები _კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ჩემსკენ გადმოიხარა საკოცნელად. სწრაფად შევატრიალე თავი.
-ოხ ევა, ევა! _ ხელი გამიშვა და კვლავ საჭეს მიუბრუნდა. შვებით ამოვისუნთქე და ნატკენი ხელი მოვისრისე.
-საავადმყოფოში რა გინდოდა?
-მეგობარს მოვყევი. _თავი ფანჯრისკენ შევატრიალე, რომ ჩემი აცრემლებული თვალები არ შეემჩნია.
-რომელ მეგობარს?
-ანას.
-ეგ ანა, შენი საუკეთესო მეგობარია?
-კი.
-რა სჭირს?
-რა უნდა სჭირდეს? _ მისმა კითხვამ დამაბნია
-ხომ თქვი საავადმყოფოში მას გამოვყევიო.
-აა.. ისა.. თავს ცუდად გრძნობდა ეს დღეებია და მაგიტო. _სწრაფად მოვუყარე ტყუილებს თავი.
-რამე სერიოზულია? _ მისი ასეთი დაინტერესება მაკვირვებდა.
-არა.
-მშობლები გყავს? _მოულოდნელად შეცვალა კითხვა.
-არ ვარ ვალდებული მაგ კითხვაზე გიპასუხო. ჩვენ შევთანხმდით, რომ არანაირი კითხვები არ იქნებოდა.
-ეს კითხვა ჩვენს ურთიერთობას არ ეხება. _ სახეზე ფერები მეცვალა. ნერვიულად დავიწყე ტუჩის კვნეტა.
-არ მინდა, რომ ჩემი ცხოვრების შესახებ ზოგადად რამე იცოდე.
-რატომ?
-იმიტომ. ესეც შედის ჩემს პირობებში _სწრაფად მოვაშორე მზერა.
-ეგ შენი პირობები არასდროს არ გავიწყდება? _უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
-არც დავივიწყებ.
-სწავლას რატომ დაანებე თავი?
-არც მაგ კითხვაზე არ ვარ ვალდებული პასუხი გაგცე. _ დავინახე, როგორ დაებერა კისერზე ძარღვები.
-ის ტიპი, ბექა, მოგწონს? _მცირე ხნის პაუზის შემდეგ მკითხა
-საიდან მოიტანე?!
-მას მოწონხარ.
-არ მინდა მაგ თემაზე საუბარი.
-კარგი, ნუ ვისაუბრებთ. მაგრამ შეგახსენებ, რომ მომდევნო ერთი წელი მოგიწევს ყველანაირ ურთიერთობაზე ფიქრების ამოგდება თავიდან.
-ნუ ღელავ არ დამვიწყებია! _ შევუბღვირე.
-ძალიან კარგი. _ ქუჩაში მოძრავ სილუეტებს თვალს არ ვაშორებდი. შევამჩნიე, რომ სულ სხვა გზით მივდიოდით.
-სად მივდივართ?
-სახლში. _მშვიდად მიპასუხა.
-რომელ სახლში?
-ჩემს სახლში. _ მის პასუხზე ცივმა ოფლმა დამასხა. ვიგრძენი, როგორ ამიცახცახდა სხეული. შევეცადე თავი ხელში ამეყვანა.
-რა ხდება ევა? ხომ არ ნერვიულობ? _ ცინიკურად ჩაიღიმა. პასუხი არ გამიცია. თვითონაც მშვიდად განაგრძო გზა.
********************
როგორც კი სახლის კარი შეაღო მთელ ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. გონებაში იმ ღამის ყოველი დეტალი ამომიტივტივდა. თავი გავაქნიე, რომ უსიამოვნო აზრები მომეშორებინა.
-დალევ რამეს? _ ფიქრებიდან ალექსანდრეს ხმამ გამომაფხიზლა -ზედმეტად დაძაბული ხარ. _ მაცდურად გამიღიმა და ვისკის ბოთლს თავი მოხადა.
-არა.
-რატომ?
-არ მინდა და იმიტომ. _ დივანზე ჩამოვჯექი და საკუთარ ხელებს დავაჩერდი.
-ხვალ საღამოს მივლინებაში მივდივარ რამოდენიმე დღით. _ სიჩუმე თვითონ დაარღვია და ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა.
-მერე მე რა? _მისმა სიტყვებმა საოცარი შვება მომგვარა. ის, რომ ალექსანდრესგან კიდევ რამოდენიმე დღით ვიქნებოდი შორს უფრო და უფრო მახარებდა.
-არაფერი. უბრალოდ გითხარი. _ ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა. „საოცარი ღიმილი აქვს“. ჩემს თავზე გავბრაზდი. როგორ შემიძლია მსგავს რამეზე ვიფიქრო! მითუმეტეს ჩემს სიტუაციაში!. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და სამზარეულოსკენ წავედი.
-საით? _თვალი გამომაყოლა.
-წყალი მინდა. _უკანმოუხედავად მივაძახე. სწრაფად შევედი სამზარეულოში.
მოშვებულ ონკანთან ვიდექი და საკუთარი თავის დამშვიდებს ვცდილობდი. ნაბიჯების ხმის გაგონებაზე ერთიანად დავიძაბე. ონკანი სწრაფად დავკეტე და ჭიქა თავის ადგილას დავაბრუნე.
ვიგრძენი, როგორ ფრთხილად შემახო მუცელზე ხელი, მისკენ მიმიზიდა და უკნიდან ზედ ამიკრა. ტანში ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა. ოფლით დაცვარულ ყელზე ხელისგული გადავისვი. ღრმად ჩავისუნთქე, რომ როგორმე თავი ხელში ამეყვანა. ყელში გახურებული ტუჩების შეხებისას ერთიანად გამაცახცახა. ჩემს რეაქციაზე მაცდურად ჩაეღიმა და თავისკენ მიმატრიალა. ვნებისგან ანთებული თვალებით მიყურებდა და თითქოს თავისი მზერით ცდილობდა ჩემი სახის თითოეული ნაკვთის შესწავლას. თეძოებზე მაგრად მომიჭირა ხელი და თვალის დახამხამებაში სამზარეულოს მაგიდაზე შემომსვა. გული ლამის საგულედან ამომივარდა. პულსი ამიჩქარდა. ფრთხილად დააცურებდა ტუჩებს ჩემს ყელზე და ცხელ სუნთქვას მაფრქვევდა. გონება სულ მთლად გამეთიშა. ხელები მაისურის ქვეშ შემიცურა და შიშველ სხეულზე ნაზად აასრიალა თითები. რაც არ უნდა არასასურველი ყოფილიყო ალექსანდრესთან ყოფნა ჩემთვის, მისი ასეთი ალერსი მე კი არა ნებისმიერ ქალს გადაიყვანს ჭკუიდან. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი მისთვის ეს მხოლოდ საკუთარი ჟინის დაკმაყოფილება იყო მაინც სასიამოვნო ემოციებით ვიმუხტებოდი. ჩემს თავზე კიდევ უფრო გავბრაზდი. გაშლილი ხელისგულები მკერდეზე მივადე. შევეცადე ცოტათი მაინც მომეშორებინა და მაგიდიდან ჩამოვსულიყიყავი. სათანადო წინააღმდეგობას მაინც ვერ ვუწევდი. ჩემს ქმედებაზე უკმაყოფილოდ შეიშმუშნა. ხელები გამიკავა და უფრო მაგრად მიმიკრა მკერდზე. სახეზე ჩამოყრილი თმა გადამიწია და ხარბად დაეწაფა ჩემს ტუჩებს. თანდათან მისი კოცნა უფრო მოთხოვნი ხდებოდა. ვერც კი გავიაზრე, როგორ შემოვხვიე ხელები კისერზე, მაგრამ ცხადია, რომ ჩემი ქმედება ძალიან ესიამოვნა. წამის მეასედში შემომისვა მუცელზე და საძინებლისკენ გამაქანა.

********
კიდევ ერთხელ ბოდიში დაგვიანებისთვის. იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი nestanuka13

არც ველოდი დღეს რომ დადებდი ისე დაგვემშვიდობე :D

 


№2 სტუმარი qeta

Mm momwons <3

 


№3  offline წევრი human

კარგია კი
დღეს აღარ დადებ?

 


№4 სტუმარი mia

როგორ გამიხარდა ახალი თავიიი.....

 


№5  offline წევრი S.likuna

dzalian kargiaaaa dgesac dadee raa kide sagamos <3 ogond didi tavi :D

 


№6 სტუმარი basii ))

მალე დადეთ ძაან მაგარი ისტორიაა )))

 


№7  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Dzalian kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent