შურისძიება თუ...?!(თავი VIII)
მატყუარაა ბედნიერება,მატყუარაა.. დღეს თუ უზომოდ ბედნიერი ხარ ხვალ უკვე შესაძლოა ყველაფერი თავზე დაგექცეს. დღეს თუ თვალებ გაბრწყინებული იღიმი ხვალ უკვე ცრემლებით იხრჩობი. დღეს თუ გიხარია. ხვალ აღარაფრის თავი გაქვს.. და მაინც როგორი კატყუარაა ბედნიერება... როგორი... *** განწირული კივილით გამოიღვიძა მთელმა ქუჩამ და ყველა ამაღლობელის სახლში შეიკრიბა.. იქ დატრიალებული სანახაობა კი ყველასთვის შოკური მოვლენა იყო... ერთმანეთზე აკრულები იწვნენ ნატალია და დემეტრე.. ნატალია კიოდა... დემეტრე უსულოდ იწვა..ნატალიას თეთრი მაისური წითლად იყო შეღებილი..სისხლის გუბეში ცურავდნენ ორივე.. ტიროდა ნატალია,კიოდა,ბღაოდა..უსულო სხეულს ანჯღრევდა..-დემე..გეხვეწები,გაიღვიძე,დემე,მარტო არ დამტოვო.ნუ მატყუებ! ნუ ცდილობ ბავშვური ოინებით ჩემს გულის ტკენას..-ანჯღრევდა და ანჯღრევდა.. დემეტრე კი უსულოდ იწვა და არ ინძრეოდა.. სისხლს ცრემლები უერთდებოდა და საზარელ სანახაობას ქმნიდნენ.თეთრი სავარძელიც წითლად შეიღება... საშინელება იყო ნატალიასთვის ეს ყველაფერი..საშინელება..ალბათ არასდროს ამოუვა ეს უკანასკნელი დარტყმა გულიდან..გონებიდან... როგორც კი უფროსმა ეროსთავმა ნატალია ასეთ მდგომარეობაში იხილა წამებში გაარბია უაზრო ხალხის ბრბო,და აბღავებული ნატალია ხელში აიტაცაა და ღრიალით სცადა ხალხის მიმოფანტვა,თუმცა პოლიციის სირენების ხმა გაისმა... -ნატალია უნდა წავიყვანოთ-ბოხი ხმით გასცა ბრძანება -მე წამოვიყვან!-არანაკლები მკაცრი ტონით თქვა დამიანემ. -არანაირად ხელბორკილებით დატოვებს აქაურობას -თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ?! ქალი ასეთ მდგომარეობაშია და თქვენ რაზრ საუბრობთ,ხვდებით როგორ მდგომარეობაში შეიძლება ჩავარდეს ის?!-დამიანე,შეეშვი,ეს ქალი ამად არ ღირს -მაია,შენ ნუ ერევი-მკაცრად წარმოსთქვა ერისთავმა-ნატალია კი ჯერ ექიმთან წავა და შემდეგ განყოფილებაში-დაუსმელად გაიარა ხალხის კოლიდორი და მანქანაში ჩასვა უგონო მდგომარეობაში ნატალია და მთელი სიჩქარით მოწყდა იქაურობას. *** -შოკურ მდგომარეობაშია,დიდი სტრესი მიიღო ალბათ და ცოტახანი მოცდა მოგვიწევს... -რას ქვია მოცდა?!ვერ მოვიცდი! ვერ მოვიცდი!-აღიალდა დამიანე-ექიმო,საფრთხე ხომ არ ემუქრება?! -არ ვიცი,ბატონო,ყველაფერია მოსალოდნელი -ახლა როგორ არის? -დამამშვიდებლები გავუკეთეთ,სძინავს.. -ნახვა შეიძლება?! -მიბრძანდით.. მძინარე ნატალიას დაჰყურებს და გული ეკუმშება ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავს..მძინარეც თრთის და ცრემლები სდის,სასწაულია არა?! როგორ განიცდის,როგორ უნდა გრძნობდე ადამიანი-ადამიანს ასე რომ ასე ღრმად შემოაღწიოს ტკივილმა.. ცრემლებს წმენდს და ძარღვები ეჭიმება ყელზე.. -აუცილებლად ვიპოვი მკვლელს,გეფიცები,აუცილებლად!-ჩურჩულებს მის თავთან და ნაზად ეხება მის საფეთქელს..-არ შემიძლია შენი ასეთ მდგომარეობაში ხილვა.არ შემიძლია..არ ვიცი რა გამიკეთე.. როგორ შემოაღწიე ჩემს ცხოვრებაში.. -უნდა წავიყვანოთ -შოკშია,თქვენ კარგად თუ ხართ?!-ღრიალებს დამინე -ერთადერთი ეჭვმიტანილია!აუცილებლად უნდა წავიყვანოთ! -ბატონ დამიანეს ვეთანხმები,არ შეიძლება მისი აქედან წაყვანა,შეგიძლიათ თქვენი თანამშრომლები გამოგზავნოთ და მისი პალატის კართან დააყენოთ,ყოველ წუთს შეიძლება შეტევა განმეორდეს..-მკაცრად წარმოსთქვა ხანში შესულმა ექიმმა და იქაურობა ქუსლების კაკუნით დატოვა.. *** -სად იყავით თორმეტი საათიდან დილის ცხრა საათამდე?! -მე და დემეტრე ერთად ვიყავით,მისი დაბადების დღე იყო და..-ხმა გაუწყდა ნატალიას,ცრემლები ნიაღვრის მსგავსად ჩამოსდიოდა ლოყებზე..გარეთ ბოლთას სცემდა დამიანე..-ჩემთან მოვიდა,ერთადერთი ვყავდი დარჩენილი,სულ ერთად ვიყავით,ჩემი ბავშვობის მეგობარია..მერე სიყვარულში გამომიტყდა და...-ისევ სიტყვა გაუწყდა ნატალიას,ამჟამად ვეღარ განაგრძო საუბარო,ვეღარც დამშვიდდა და დამამშვიდებელი გაუკეთეს.. ისევ მის თავთან იჯდა დამიანე და მძინარეს ცრემლებს წმენდდა..თმებზე ეფერებოდა და მთელ სახეს უკოცნიდა..ისევ ეფიცებიდა მკვლელის პოვნას,თუმცა უშედეგოდ... *** -რატომ მოკალით,დემეტრე. -არ მომიკლავს. -რატომ მოკალით? -არ მომილლავს. -მწყობრიდან ნუ გამოგყავართ! რატომ მოკალით დემეტრე დადიანი -არ მომიკლავს -რატომ მოკალით-მუჭი დაარტყა მაგიდას გამომძიებელმა -არ მომიკლავს-კივილი მორთო ნატალიამ.. ისევ დამამშვიდებელი. ისევ სიშავე.. ისევ დამიანე.. *** -ჩემს ეზოში..ჩემს ეზოში სათვალთვალო კამერებია..იქ..იქ იქნება რაიმე..-ისევ გაითიშა ნატალია.. საშინელებაა,როდესაც შენს ნაწილს გართმევენ,როდესაც მასთან გამომშვიდობის საშუალებას არ გაძლევენ,საშინელებაა ამდენი მოგონება რომ გრჩება,ადამიანი კი-არა! საშინელებაა მის გაყინულ სხეულთან ერთად გაღვიძება,მაშინ,როდესაც წინა ღამით მასი სხეულისგან გამოყოფილი სითბოთი თბებოდი.. საშინელებაა.. საშინელება.. *** -იმ საღამოც თქვენთან ერთად ვიღაც იყო,ოღონდ კარგად ვერ გავარჩიეთ ვინ,სამწიხაროდ თქვენ ერთადერთ მთავარ ეჭვმიტანილად რჩებით. -გთხოვთ დამიჯერეთ,არ მომიკლავს..ერთადერთი იყო ვინც ჩემთან ერთად გამოიარა ჩემი ტკივილი,რატომ არ გჯერაათ-ცრემლებმა იჩინეს თავი ნატალიას თვალებზე და მყისიერად დაუნამეს ღაწვები. ცამაც იქუხა.. ისე გაწვიმდა,როგორც იმ საღამოს..იმ დაწყევლილ საღამოს.. რომ ახსენდება როგორ გრძნობდა მის გულისცემას,როგორ გრძნობდა მის სუნთქვას,მის ცხელ სხეულს..როგორ გრძნობდა მისი თითების რიტმულ მოძრაობას ხერხემალზე..როგორ უკოცნიდა ლოყებს,თვალებს,ბაგეებს..ყველაფერი ზიზღდება..საკუთარი თავიც,რომ ცოცხალია,რომ მისი ნაწილის სიკვდილის შემდეგ ისევ ცოცხლობს...-მე არ მომიკლავს,გეფიცებით,არ მომიკლავს..-დაპროგრამებულივით ერთი და იგივეს იმეორებდა და შეუჩერებლივ ტიროდა,თან ირწეოდა სკამზე,ეს რომ დაინახა დამიანემ კარები შემოგლიჯა და ნატალიას ხელი დაავლო,გულზე მიიკრა და პალატაში დააბრუნდა,ნაზად ეფერებოდა თმებზე და ცრემლებს წმენდდა -დამიჯერე,ვიპოვნი მკვლელს,ვიპოვნი და ყველაფრისგან დაგიცავ-ფრთხილად არწევდა უგონო მდგომარეობაში მყოფს და გული უჩერდობოდა მისი ასეთ მდფომარეობაში დანახვისას.. -აუცილებლად წავალ! -არ შეიძლება! -თქვენ ვერ დამიშლით მასთან გამომშვიდობებას,სიცოცზლია ფასადაც რომ დამიჯდეს წავალ! -მოკალით და ახლა გამომშვიდობება მოგინდათ? -წესიერად მესაუბრეთ,თორემ თვალებს დაგთხრით-აბღავლდა ნატალია,როფორც ჩანს დარდს მოერია და დანებებასა და უკან დახევას არ აპირებს. -დიახ თქვენ მოკალით-მისკენ გაექანა ნატალია,როდესაც ჰაერში აფარფატდა,დამიანეს ჰყვდა მუცლით დაჭერილი,ის კი არ ცხრებოდა და მისკენ მიიწევდა -ძალიან გთხოვთ,გამომძიებელო,მისთვკს ეს ძალიან ბევრს ნიშნავს-თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა გიგამ-გამომძიებელმა დამიანეს -ოღონდ ხუთი პოლიციელი თან გამოგყვებათ და მეც იქ ვიქნები -საჭირო რომ იყო მაშინ არ ჩაგიტარებიათ მსგავსი გამოძიებები-ზიზღით ჩაიბუტბუტა ნატალიამ.. შავი დემეტრეს ნაჩუქარი კაბა ჩაიცვა,შავი ქურთიკი გადმოაცვა,შავი ბოტები შავი სათვალე გაიკეთა.მზად იყო,ერთადერთო რამ ავიწყდებოდა,დემეტრეს ნაჩუქარი სამაჯური, D, N, და ანგელოზებით გაფორმებული სამაჯური... ცრემლები გადმოსცვიცდა.. როგორ ენატრება..როგორ ტკივილამდე ენატრება.. დემეტრეს სასახლესთან ჩამუხლილი ნატალია ნაზად ეფერება დემეტრეს უგონო მდგომარეობაში მყოფ სხეულს და ცრემლები ღაპა-ღუპით სცვივა,ნაზად და ფრთხილად კოცნის შუბლზე,ცხვირზე,ლოყაზე,ბაგეებზე და ის საღამო ახსენდება,როგორი ბედნიერი იყო..როგორ ეგონა რომ ეს ბედნიერება უსასრულოდ გაგრძელდებოდა..როგორ ეგონა რომ ერთხელ მაინციგრძნო ამდენი წლის შემდეგ ბედნიერება,თანაც გულწრფელი.. -დემე,ჩემო,დემე-ცრემლები..-აქ ვარ,შენს უსულო სხეულთან,არ ინძრევი,თვალებს არ ახელ,მაგრამ ვიცი რომ აქ ხარ,ჩემს გვერდით,ხან თმებს მიწეწავ,ხან მეფერები,ხანაც მკოცნი,ხანაც მუჯლუნგს მკრავ და შენებური ღიმილით მასაჩუქრებ,ახლა კი დარწმუნებული ვარ ცრემლებს მწმენდ და თვალებს მიკოცნი..რატომ დამტოვე,დემმ,-ჩახლეჩილიხმით ჩურჩულებს..-ხომ იცოდი რომ ერთადერთი ცოცხალი არსება იყავი,ვინც ბავშვობიდანვე ჩემთან იყო..ხომ იცოდი..დემე..აღარ შემიძლია უშენობა..წამითაც,გესმის,აუტანელია უშენოდ ყოფნა.. ჩვენს ერთობლივ მიზანს ბოლომდე მივიყვან და მეც საბოლოოდ მოვალ შენთან..ჩემო დემე..ჩემო ერთადერთო..-საბოლოოდ ეამბორა მის გაყინულ ბაგეებს და თვალები დახუჭა,რომ არ ენახა,როგორ აყრიდნენ მის უკანასკნელ იმედს მიწას.. *** -წინასწარი დაკავების იზოლატორში უნდა გადაგიყვანოთ. -კი,მაგრამ ფირზე ხომ ნახეთ რომ სხვაც იყო?-შეედავა დამიანე -ხო,მაგრამ ბოლომდე ვერაფერი გავარკვიეთ,უნდა ვიპოვოთ ნაკვალევი,რომ მესამე პირიც იყო იქ,შესაძლოა კვალის ასარევად გარეთ გამოვიდა და შემდეგ მოკლა.. -აღარ გაიმეროთ იცოდეთ!-დაემუქრა ნატალია-აღარასდროს თქვათ რომ მე ის მოვკალი გესმით? -ნუ ბღავიხართ,თქვენი არავის ეშინია-ხელბორკილები დაადო და წინასწარი დაკავების საკანში გაამწემსა ნატალია,ბოლოჯერ მოკრა დამიანეს თვალი და მანაც ვერ მოითმინა,მის ბაგეებს მოწყურებული მგზავრიცით ეძგერა..შუბლი შუბლზე მიადო -გეფიცები,ყველაფერს ვიზამ რომ აქედან გამოგიყვანო..-ნაზად დაუკოცნა თვალები და ნაყალია და გიგა თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ... *** როგორ ფიქრობთ,ადვილია ამ ყველაფრის გადატანა ერთი ციდა გოგოსთვის? სიფრიფანა გოგოსთვის.. როგორი რთულია რომ იცოდეთ... ჯერ მშობლებს გართმევენ,მერე ბავშვობას..მერე ცხოვრებას..და საბოლოოდ იმასაც გართმევენ ვინც ამ ყველაფერს შენთან ერთად გაუძლო,ვინც სულ შენს გვერდით იყი,ჭირსა თუ ლხინში,სიკეთესა თუ ბოროტებაში.. როგორ შეიძლება ერთ წუთს ასეთი ბედნიერი იყო,მეორე წამს კი ასეთი უბედური.. როგორ შეიძლება ასეთი საზარელი სიკვდილით ვინმეს სიკვდილი.. თუმცა დამნაშავეა! დემეტრე მართლაც რომ მან მოკლა.. მის ბოროტებასა და შურისძიებას ემსხვერპლა.. მას ემსხვრპლა და არასდროს აპატიებს ამას მის თავს...არ აპატიებს ასე რომ გასწირა ერთადერთი მგობარი! არ კიარა უბრალდო ვერც აპატიებს..აქეთ სცდილობდა მის დაცვას,არადა თურმე დემეტრე ყოფილა დასაცავი.. ასე ხდება.. ასე ხდება მაშინ,როცა ბოროტებას ჩადიხარ,საპასუხოდაც ბოროტებას იღებ.. მაშინ,როდესაც ასეთ ძლიერ მტერს,როგორიც მაია ერისთავია ებრძოლები და ტკივილს აყენებ,საპასუხო დარტყმისთვის მზად იყო,თუმცა ღამის ალერსში ჩაფლულებს აღარაფრის აზრი აღარ ჰქონდათ,გარდა იმ მიზიდულობის ძალისა,რომელიც მათ შორის სულ უფრო და უფრო იზრდებოდა... და საბოლოოდ ყველაზე საშინელი შედეგიც მიიღო.. თუმცა ასეა,ბოროტებას ბოროტება სდევს თან.. ახლა კი მზად არის შური იძიოს ერისთავებზე! მიზანში კი მაია ერისთავია,დარწმუნებულია,ჩანაფიქრს მიუხვდა და დემეტრეთი დაიწყო ნატალიას განადგურება,რა თქმა უნდა,ყველაზე დიდი დარტყმაც მიაყენა!... თუმცა არ აპირებს დანებებას.. მას აღარაფერი შერჩა.. ერთადერთი ვინც ჰყავდა დემეტრე იყო,ახლა კი შურისძიების ცეცხლით არის გაჟღენთილი... ბოდიშით,უნამუსო ვარ,მაგრამ საშინლად გადატვირთული გრაფიკი მაქვს,ცეკვა,გადაღებები,მასწავლებლები,ყველაფერი ერთმანეთს ერწყმის და მეც ვეღარ ვახერხებ ხოლმე წერას,რაც შეეხება კომენტარებს,არ ვჩივი,მიხარია ერთი მაინც რომ კითხილობს,თუმცა დასანანია,რომ კითხულობთ სიამოვნებას იღებთ და სულ გავიწყდებათ რომ თქვენი ერთი კომენტარი ჩემთვის უდიდესი სტიმულია. სიყვარულით,ნინუცი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.