ქაოსური გრძნობები (სრულად)
-კაი ცოტ,მერე დაგირეკავ, გავიქეცი ეხლა. ჩამოფრინდა უკვე რეისი-დაემშვიდობა შეყვარებულს და გათიშვის ღილაკს დააჭირა თითი.ტელეფონში რაღაცას ეძებდა ისე მიდიოდა, რომ ვერც შეამჩნია ვიღაცას მთელი ძალით რომ შეასკდა და ტელეფონი ძირს დაუვარდა -უკაცრავად, ჩემი ბრალია- გაისმა მამაკაცის ხმა და ორივე ერთდროულად დაიხარა ტელეფონის ასაღებად -პირიქით, ჩემი ბრალია, ეს მე არ ვიყურებოდი წინ-გაამართლა უცნობი ელენემ ისე რომ მისთვის არც შეუხედავს. ის იყო ტელეფონი უნდა აეღო რომ მამაკაცის ხელი მის ხელს მოხვდა და ელენემ საოცრად თლილი თითები შეამჩნია ,,რა მაგარი თითები აქვს, მე რომ მომწონს ისეთი’’-გაიფიქრა გონებაში და სწორედ ამ დროს იკადრა და ახედა მამაკაცს ,,რა სიმპათიურია’’-კვლავ გაიფიქრა და ოდნავ გაუღიმა ,,შენ სხვა მამაკაცებს ნუ უყურებ’’-გამოეპასუხა გონება ,,თვალებს ვერ დავიბრმავებ სიმპათიური მამაკაცის დანახვისას, თანაც მხოლოდ აღვნიშნე რომ სიმპათიურია და მეტი არაფერი’’-გონებაში ომი ქონდა გაჩაღებული ელენეს -ინებეთ-მამაკაცმა ელენეს ტელეფონი მიაწოდა და მანაც გაუღიმა -მადლობა და კიდევ ერთხელ ბოდიში-უთხრა ელენემ და გზა განაგრძო. მამაკაცი ღიმილით უყურებდა მიმავალ ელენეს. მერე კი თვითონაც შებრუნდა და აეროპორტის გასასვლელისენ გავიდა. -ვაიმე, არ მჯერა რომ ჩამოხვედი-სიხარულისგან გაჰკიოდა ელენე და ლამის მთელი აეროპორტი მას უყურებდა,რომელიც მონატრებულ ბიძაშვილს ეხუტებოდა. ნანოს ოჯახი უკვე 11 წელია რაც ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად. ამ პერიოდში რამდენჯერმე იყო ნანო ჩამოსული საქართველოში. ბოლოს 3 წლის წინ ჩამოვიდა. მის მერე კი ეხლა დაბრუნდა, როცა სწავლას მორჩა. -რომ იცოდე როგორ მომენატრე . მეც არ მჯერა რომ ჩამოვედი-ისე მაგრა ეხუტებოდა ნანო ელენეს, რომ ლამის ნეკნები ჩაუმტვრია -ჩემები გელოდებიან ერთი სული აქვთ როდის გნახავენ-უთხრა ელენემ,როცა ბარგი მანქანაში ჩადეს და თვითონაც მოკალათდნენ მანქანაში -სიგიჟემდე მენატრებოდით მართლა-სიყვარულნარევი ხმით ჩაილაპარაკა ნანომ -რამდენი ხნით ჩამოხვედი? -ჯერჯერობით უვაოდ ვარ ჩამოსული. სწავლას მოვრჩი და აწი ვნახოთ რა იქნება. იქნებ აქ ვიშოვო სამსახური და საერთოდ აქ დავრჩე -ამაზე მეტად არაფერი გამახარებს შენ თუ აქ დარჩები ნან-გაუღიმა ელენემ -მეც მინდა და ვნახოთ რა გამოვა. ისადა შენ და შენი რომეო რას შვებით?_ეშმაკურად გაუღიმა ნანომ -მე და ჩემი რომეო ძალიან მაგრა ვართ. რომ იცოდე როგორ მიყვარს-ბედნიერმა უპასუხა ელენემ-მის გარეშე დიდი ხანი ვერ ვძლებ. უი, კაი გამახსენე უნდა დავურეკო-გაუცინა და ცოტნეს ნომერი აკრიფა. სახლში მისულებს ჟივილ-ხივილით შეეგებნენ ნანოს. ყველა მათი ახლობელი ელენესთან იყო ნანოს დასახვედრად მისული. ნანო ძალიან ბედნიერი იყო ახლობლების გარემოცვაში და მიხვდა თუ როგორ აკლდნენ ისინი. საოცრად კარგი საღამო გამოუვიდათ. გვიან დაღლილები ელენეს საწოლზე გაიშხლართნენ -ცოტნე როდის უნდა გამაცნო?-კითხა ნანომ -ხვალვე გაგაცნობ. აი ნახავ როგორ მოგეწონება. *** მეორე დღეს ელენემ ნანოს ცოტნე გააცნო. -ცოტ, ეს არის ჩემი ნანო. ნანო ეს არის ჩემი ცოტნე-სიცილით გააცნო ერთმანეთს -სასიამოვნოა-ორივემ ერთდროულად თქვა და ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. ელენე ცოტნეს გვერდით იჯდა და თავი მის მხარზე ქონდა მიდებული და ბედნიერი იღიმოდა. მართლაც რომ საოცარი გრძნობა აკაბშირებდა ელენეს ცოტნეს მიმართ. ის არის მისი პირველი სიყვარული. თითქმის 4 წელია რაც ერთად არიან. უნივერსიტეტში მეორე კურსზე იყო ელენე ერთმანეთი რომ გაიცნეს და მთელი სტუდენტობის პერიოდი ერთად აქვთ გატარებული. მართლაც რომ საუკეთესო შეყვარებულობის წლები ქონდათ და აქვთ -მომენატრე ელ-ყურში ჩუმად უჩურჩულა ცოტნემ -მე ისედაც სულ მენატრები-ელენემაც ჩუმად უჩურჩულა და ყელზე აკოცა -მე ხომ არ გავიდე?-სიცილით უთხრა ნანომ -არა, ხელს არ გვიშლი-გაუღიმა ცოტნემ-უი ხო,მართლა ჩემი ბავშვობის მეგობარი დიმა ხომ იცი?-ელენეს მიუბრუნდა. -კი როგორ არ ვიცი, თქვენი ბავშვობის ფოტოებიც მაქვს ნანახი-გაეცინა ელენეს -ხოდა ეგ ჩამოვიდა გუშინ ამერიკიდან და უნდა გაგაცნო -მართლა? წარმომიდგენია როგორი გახარებული ხარ -ძალიან. 5 წელი არ მყავდა ნანახი და ეს მართლაც რომ დიდი დროა. ეხლა აქ მოვა და გაგაცნობ-უთხრა და ეხლა ცოტნემ აკოცა ელენეს ყელზე. ელენეს დაბურძგლა. სულ ასე ემართება,როცა ცოტნე ეხება. ცოტა ხანი ლაპარაკობდნენ. ხან რაზე ილაპარაკეს და ხან რაზე. ამასობაში მათ მაგიდას ელენესთვის უკვე ნაცნობი სახე მიუახლოვდა. ცოტნე ფეხზე წამოდგა და ახალმოსულს გადაეხვია. ელენემ გაოცებულმა შეხედა -ელენე, ნანო გაიცანით ჩემი ძმა და საუკეთესო მეგობარი დიმა დადიანი-მხარზე ხელი გადახვია დიმას და ღიმილით წარუდგინა მათ. ელენე სასიამოვნოდ გაკვირვებული უყურებდა დიმას. დიმასაც ეღიმებოდა -მე და ელენე უკვე შევხვდით ერთმანეთს გუშინ აეროპორტში-ღიმილით უთხრა ცოტნეს დიმამ -რა სასიამოვნო დამთხვევაა- წამოდგა ელენე და დიმას მიესალმა-სასიამოვნოა შენი გაცნობა დიმა. შენზე გადმოცემით უამრავი რამ ვიცი -ჩემთვისაც სასიამოვნოა შენი გაცნობა ელენე-გაუღიმა დიმამ და თვალი ჩაუკრა ელენეს. ოთხივემ ძალიან კარგად გაუგო ერთმანეთს. ელენე მალევე შევიდა დიმასთან კონტაქტში და ძალიან მოეწონა. დიმა მართლაც რომ კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა და გოგოების კეთილგანწყობაც დაიმსახურა. აი, დიმას კი იმაზე მეტად მოეწონა ელენე ვიდრე საჭირო იყო. ცოტნემ გოგოები სახლში მიიყვანა და თვითონ ბიჭებთან დაბრუნდა დასალევად. დიმას ჩამოსვლას აღნიშნავდნენ. -ძალიან მაგარი არჩევანი გაგიკეთებია ცოტნე-ხელი გადახვია დიმამ-მართლა მაგარი გოგოა ელენე-ცოტა ალკოჰოლი მორეოდა დიმას და გაილექსა ელენეს დახასიათებით-ცოლად როდის მოგყავს? -ჯერ არ ვჩქარობთ, უფრო სწორად ელენე არ ჩქარობს,თორემ მე დღესვე მოვიყვანდი-ჩაეცინა ცოტნეს-მართლა საოცარი გოგოა. ვგიჟდები მასზე-დიდი სიყვარულით საუბრობდა ცოტნე ელენეზე და ბედნიერებისგან გააკანკალა. *** -ჩემი ცხოვრება, რომ იცოდე როგორ მენატრები ხოლმე-კარებშივე გადაეხვია ცოტნე ელენეს და მხურვალედ აკოცა -მეც მომენატრე-ხელები არ მოუშორებია ელენეს ცოტნეს კისრისთვის ისე უთხრა და ოთახში ჩახუტებულები შევიდნენ. დივანზე ჩამოსხდნენ და ერთმანეთზე მიხუტებულები საუბრობდნენ და დღის ამბებს განიხილავდნენ და თან ყოველი წინადადების დასრულების მერე ერთმანეთს კოცნიდნენ. -ყავას დალევ?-კითხა ელენემ როცა მოწყდა ცოტნეს ტუჩებს -რა უდროო დროს აგიტყდა ყავის ხსენება-გაეცინა-თუ გააკეთებ დავლევ მეც.ელენესაც გაეცინა და ყავის მისახარშად გავიდა სამზარეულოში. -როდის დადგება ის დრო შენ რომ იტრიალებ ამ სამზარეულოში -კარებთან იყო მიყრდნობილი ცოტნე და უყურებდა მოფუსფუსე ელენეს,რომელიც ჭიქებში ყავას და შაქარს ანაწილებდა -აბა ეხლა რას ვშვები?-ვითომ ვერ მიხვდა ელენე -მე ვიგულისხმე რომ სულ იტრიალო. ყოველდღე-უკნიდან მიუახლოვდა ცოტნე ,მუცელზე ხელები შემოხვია და ყელზე აკოცა. ელენეს გაეღიმა -მაგის დროც მოვა-უთხრა და ჩაიდანი გამორთო. ჭიქებში ჩაასხა ადუღებული წყალი და მისაღებ ოთახში გავიდა ფინჯნებიანად. ცოტნე გვერდით მიუჯდა და ელენე მიიხუტა. დიდხანს ისხდნენ ჩუმად და ჩუმად სვამდნენ ყავას. ცოტნემ ცარიელი ფინჯანი მაგიდაზე დადო და ელენეს მიბრუნდა. ერთხანს უყურა თვალებში და მერე გაშმაგებული ეძგერა ტუჩებზე. ელენეც აყვა კოცნაში. დიდ ხანს და ვნებიანად კოცნიდნენ. მერე ცოტნემ ყელზე გადაინაცვლა, ყელიდან მკერდისკენ,მერე ისევ ყელზე, მერე ისევ ტუჩებზე და ასე მონაცვლეობდა ელენეს სხეულზე. ელენეც ვნებამორეული თითებს ცოტნეს თმებში ხლართავდა და კოცნაზე კოცნით პასუხობდა.ცოტნემ ელენეს ზედა გააძრო და ვნებიანად დააცქერდა მის მკერდს. ელენე დივანზე გადააწვინა და ზემოდან მოექცა. ორივეს გონება არეული ქონდათ. ცოტნემ ელენეს შარვლის ელვა გახსნა და გახდა დაუწყო. ამ დროს ელენე გონს მოეგო. ცოტნეს ხელი კრა და ელდანაკრავივით წამოხტა. -ეს.. ეს არ შეიძლება-ლუღლუღებდა ელენე და მაისურს იფარებდა -ელენე, რას ვაშავებთ?-ჯერ კიდევ სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა ცოტნე და ისე საუბრობდა -ხომ იცი რომ ასე არა, ასე არ მინდა.. ჩვენ ხომ შევთანხმდით-ძლივს ლაპარაკობდა ელენე-ასე არა.არ მინდა ეგრე-ერთსა და იმავეს იმეორებდა -ჩვენ ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან ელენე,რომ ეგ რომ მოხდეს გამორიცხული არაა. მალე მაინც ჩემი ცოლი გახდები და რა მნიშვნელობა აქვს ეს ეხლა მოხდება თუ მერე? -ჩემთვის აქვს ცოტნე, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაპატიე რომ ამის საბაბი მოგეცი. მეც დამნაშავე ვარ. არ უნდა აგყოლოდი-დამანშავედ ჩაილაპარაკა და ზედა გადაიცვა -რას მებოდიშები ელ. ყველაფერი რიგზეა. ვცდილობ გაგიგო. მართლა-ცოტნე ელენეს დამშვიდებას შეეცადა და თავზე აკოცა -მე წავალ ხო? მერე დაგირეკავ -გაგიყვან -მანქანით ვარ-ცოტნეს ლოყაზე აკოცა. დაემშვიდობა და მისი სახლი ჩქარა დატოვა. მანქანაში ანერვიულებული ჩაჯდა. ,,რა სულელი ხარ ელენე. რატომ გამოიჩინე სისუსტე და ცოტნეს ამის საბაბი მიეცი?შენ რომ არა ცოტნე ასე ღრმად არ შეტოპავდა’’-თავის თავს ლანძღავდა ელენე. მიუხედავად იმისა,რომ დიდი ხანია ელენე და ცოტნე შეყვარებულები არიან და ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ,მალე დაოჯახებასაც აპირებენ, ელენე სასტიკი წინააღმდეგია ქორწინებადმე სქესობრივი კავშირის,თუნდაც საყვარელ მამაკაცთან. ასეთი პრინციპულია ელენე და მას თავისი ფასეულობები და ღირებულებები გააჩნია. ადრეც ქონდათ მსგავსი მცდელობა. ცოტნეს ხშირად გაკვრითაც უსაუბრია ამ თემაზე,მაგრამ ძალიან კარგად გაიგო ელენეს დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და ბევრად აღარ ჩაჯინებია და დაუძალებია არაფერი,რადგან ელენე უყვარს და მის გადაწყვეტილებებს პატივს სცემს. ამ დღის შემდეგ ეს ამბავი არც ერთს არ გაუხსენებია. ჩვეულებრივ გააგრძელეს ურთიერთობა,ვითომც არაფერი მომხდარიყოს. ელენე, ცოტნე, ნანო და დიმა ხშირად დადიოდნენ ერთად. ელენე ძალიან დაუახლოვდა დიმას და შეიძლება ითქვას რომ მას საუკეთესო მეგობრად თვლის. მარტო ეს ორიც ხშირად ხვდებოდა ერთმანეთს და საუბრობდნენ ძალიან ბევრს. -ძალიან მაგარია. გილოცავ დიმ-გახარებული ჩაეხუტა ელენე დიმას,რომელმაც აუწყა ელენეს რომ ერთ-ერთ საადვოკატო ფირმაში გამოსაცდელი ვადა დაუმთვრდა და სამსახურში აიყვანეს -მადლობა ელი, მაგრამ მთავარი აწია. იმედია თავს გავართმევ ამ ყველაფერს -აუცილებლად გაართმევ თავს. დარწმუნებული ვარ-უთხრა ელენემ და კიდევ ერთხელ გადაეხვია-აუ როგორ მიხარია-აჟიტირებული იყო ელენე დიმას ამბით-ძალიან მაგარი ამბავია. ცოტნეს უთხარი უკვე? -ჯერ არავისთვის არ მითქვამს. პირველი ხარ შენ-გაეცინა-დღეს ვეტყვი ბიჭებს -რა პატივია პირველი მე მხვდა წილად ამ ახალი ამბის გაგება-გაუღიმა ელენემ და დიმას რაღაცამ გაკრა გულში. ელენეს ღიმილზე სულ ასე ემართება,რაც ძალიან არ მოსწონს. *** -დღეს სამსახურის მერე მნახავ ცოტ?-დაურეკა ელენემ -დღეს არ შემიძლია ელუს. უამრავი საქმე მაქვს. შეგეხმიანები მერე -კარგი მაშინ. დროებით-უხალისოდ უპასუხა ელენემ და ტელეფონი გათიშა. ,,ასეთი რა საქმეები აქვს 5 წუთითაც რომ ვერ მნახავს’’-გაბუტულმა ჩაილაპარაკა ელენემ და გული დაწყდა რომ დღეს ცოტნეს ვერ ნახავდა. საშინლად მოენატრა.დღე მასთან ჩახუტების გარეშე ჩაივლის.ხასიათი გაუფუჭდა *** -ელ, ცოლად როდის უნდა გამომყვე?-კითხა ცოტნემ,როცა მის მანქანაში ისხდნენ და უბრალოდ საუბრობდნენ.ელენეს სახე შეეცვალა -ცოტ, ჩვენ ხომ ვილაპარაკეთ არა ამაზე?-დაიწყო ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ-ხომ იცი,რომ სანამ მაგისტრატურას არ მოვრჩები მანამ გათხოვება არ მინდა -ვიცი და ბევრჯერ გითქვამს,მაგრამ არ შემიძლია ამდენი მოცდა. კიდევ ერთი წელი ძალიან დიდი დროა ჩემთვის.თანაც ვერ გამიგია რაში შეგეშლება ხელი?გათხოვება სწავლაში ხელს შეგიშლის? -შემიშლის ცოტ, შემიშლის. ორივეს ერთად სათანადო ყურადღებას ვერ დავუთმობ და ამ შემთხვევაში სანახევროდ დათმობილი ყურადღებისთვის არც ერთი არ მინდა. 1 წელიც და ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა -კარგი რა ელ. ერთი წელი როგორმე გაიჭირვე. გეფიცები ყველაფერში ხელს შეგიწყობ. შევეცდები რომ ოჯახის სიმძიმე არ დაგაწვეს მხრებზე,ოღონდ გამომყევი რა. მიყვარხარ -მეც მიყვარხარ და იცი ეს შენც მშვენივრად,მაგრამ გემუდარები მეც გამიგე და არ დამაძალო რა-მუდარით უთხრა ელენემ -კარგი,როგორც გინდა. არ დაგაძალებ არაფერს-ცივად უთხრა ცოტნემ და მანქანა დაქოქა. მთელი გზა არც ერთს არ უთქვამს არაფერი. ელენე გადახედავდა ცოტნეს,მაგრამ ცოტნე ჯიუტად გზას უყურებდა. -ხვალამდე ცოტ-უთხრა ელენემ როცა სადარბაზოსთან მივიდნენ -ხვალამდე-მისკენ არც შებრუნებულა ისე უთხრა ხოტნემ -ნუ მებუტები. ვერ ვიტან როცა ასე მექცევი ცოტნე-ლოყაზე მიეფერა _ღამემშვიდობის ელენე-რეაქცია არ ქონია ელენეს სიტყვებზე -ღამემშვიდობის-ნაწყენმა მოაშორა ხელი ცოტნეს და მანქანიდან გადავიდა. *** -ხომ უნდა ესმოდეს არა ჩემიც? რამდენჯერ ავუხსენი სიტუაცია დიმ. მაინც თავისას იმორებს-შეწუხებულმა უთხრა დიმას ელენემ, როცა ყავას სვამდნენ კაფეში -მასაც გაუგე ელი, უყვარხარ და ვერ ითმენს -მეც მიყვარს,თანაც ძალიან-თავი ჩახარა ელენემ. დიმას ელენეს ნათქვამი გულზე მოხვდა და უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა.თვითონაც ვერ ხვდება რა ჭირს. -ყველაფერი მოგვარდება ელი, აი ნახავ-ლოყაზე მიეფერა და ანუგეშა -2 დღეა არ ვუნახივარ და არც დაურეკავს-ცრემლები ჩაუდგა თვალებში -ოღონდ ეხლა არ იტირო გემუდარები-მისკენ გადაჯდა და ჩაეხუტა-აი ნახავ, დღეს აუცილებლად დაგირეკავს -იმედია,თორემ უკვე ძალიან მიჭირს მის გარეშე-ამოისლუკუნა ელენემ. *** იმ დღესაც არ დაურეკავს ცოტნეს ელენესთვის. ელენე უკვე სერიოზულად ნერვიულობდა. მის ზარებსაც არ პასუხობდა ცოტნე. ბოლოს გადაწყვიტა მასთან სახლში მისულიყო. სამსახურის მერე ცოტნეს სახლისკენ აიღო გეზი. მისდა გასაკვირად კარები ღია დახვდა და ბინაში შევიდა. მისაღებში ტელევიზორი ჩართული იყო და ცოტნე არ ჩანდა. ჯერ სამზარეულოში ნახა, არ იყო. მერე სააბაზანოშიც მიუკაკუნა,მაგრამ ხმა არავინ გასცა. ბოლოს გეზი საძინებელი ოთახისკენ აიღო. კარებს რომ მიუახლოვდა გაშეშდა. ოთახიდან უცნაური ხმები გამოდიოდა. ელენემ დაუფიქრებლად შეაღო საძინებლის კარი და ადგილზე გაშეშდა. გაქვავდა. მეტყველების უნარი დაკარგა. სრული შოკი მიიღო ნანახისგან. ცოტნე და თამთა. მისი კურსელი. ერთად. საძინებელში. შიშვლები. იმ წამს სიკვდილი ინატრა ელენემ. გაოგნებული უყურებდა მათ და ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა. წამიერად კივილმა გამოაფხიზლა ის. თამთას შეემჩნია ელენე და განწირულმა იკივლა. თამთას კივილზე ცოტნემაც უკან გამოიხედა და თვალთ დაუბნელდა. ელენეს ნახვამ ბოლო მოუღო. სწრაფად დაფაცურდა ცოტნე და თამთა და ტანსაცმლის ძებნა დაიწყეს. ელენე ადგილიდან ვერ იძვროდა და თვალდაუხამხამებლად უყურებდა მათ მოქმედებას. იმ მომენტში ელენე გათიშული იყო და ვერ აზროვნებდა.თამთამ ხელი დაავლო თავის ტანსაცმელს და უკანმოუხედავად გაიქცა ბინიდან. ცოტნემ შარვალი ამოიცვა და ელენეს მიაშტერდა,რომელიც გაუნძრევლად იდგა ერთ ადგილას. -ელ, მე...-სიტყვებს ვერ უყრიდა-მისმინე აგიხსნი-დაიწყო რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ. ელენე სწორედ ამ დროს მოეგო გონს და ჩასისხლიანებული თვალებით შეხედა ცოტნეს. ნელ-ნელა აზროვნების უნარი უბრუნდებოდა -ამ სიტუაციასაც აქვს ახსნა?-ხმაჩახლეჩილმა კითხა,ისე რომ თავისი ხმა თვითონაც ძლივს გაიგო -მართლა ელ... მე.. ამახსნევინე გთხოვ-არეულად საუბრობდა ცოტნე -ამდენი ხანი სათქმელს იტყოდა კაცი-შედარებით მშვიდი იყო ელენე. არანაირი ისტერიკები არ გაუმართავს. ცდილობს ყველა სიტუაციაში სიმშვიდე შეინარჩუნოს,მაგრამ ვინ იცის რის ფასად უჯდება ეხლა სიმშვიდის შენარჩუნება -შენზე ძალიან ვიყავი გაბრაზებული-დაიწყო ცოტნემ და ლოგინზე ჩამოჯდა -ამიტომ არ მეხმიანებოდი ეს დღეები რომ თამთასთან გართობაში ხელს გიშლიდი?-ირონიულად უთხრა ელენემ -დამაცადე გთხოვ-თვალებში შეხედა ცოტნემ და მერე თავი დახარა-ძალიან გაბრაზებული ვიყავი და ვცდილობდი როგორმე ჩემს თავს მოვრეოდი. ამიტომ არ გიკავშირდებოდი,რადგან ვიცოდი რომ რამეს უკმეხად გეტყოდი და ეს არ მინდოდა. თამთა კი-აქ ხმა გაუწყდა-თამთას მხოლოდ დღეს შევხვდი. ნასვამი ვიყავი, ვარ ელ, ხოდა სახლში მომადგა. სისულელეები დამიწყო. მერე მეარშიყებოდა. მერე თავისი ქალური ხრიკების გამოყენება დაიწყო და მეც ვერ გავუძელი ცდუნებას...-აქ სიტყვა გაუწყდა -გამოდის თამთას შეუცდენიხარ-მწარედ ჩაეცინა ელენეს-მაგას რომ მოწონდი სულ ვამჩნევდი,მაგრამ არ ვიმჩნევდი. ვიცოდი რაც არ უნდა ეცადა, შენთან არაფერი გამოუვიდოდა. მე შენი იმედი მქონდა და გენდობოდი,მაგრამ თურმე მწარედ შევმცდარვარ ცოტნე-დანანებით ჩაილაპარაკა ელენემ. ნახევრად მკვდარი იყო ამ სიტყვებს რომ ამბობდა-როგორ გამიცრუე იმედი ცოტნე -მაპატიე გემუდარები. ვიცი დავაშავე,მაგრამ ეს ერთი შეცდომა მაპატიე გთხოვ ელ-მისკენ წავიდა ჩასახუტებლად მაგრამ ელენე განზე გახტა -არ შემეხო, მაგ ხელებით,რომლითაც თამთას ეფერებოდი არ გაბედო და არ შემეხო-განწირულმა იკივლა. ცოტნემაც უკან დაიხია.ელენე ცოტა დამშვიდდა. -შენ ვერ მაპატიე, ვერ აიტანე ჩემი უარი. რომ არ დაგთანხმდი და შენთან არ დავწექი ვერ მოინელე. -ასე არ არის ელ...-ელენემ თითის აწევით გააჩუმა - ვერ მოინელე ის რომ ჯერ ცოლად არ მოგყვებოდი და სამაგიერო ამით გადამიხადე-ჰაერი არ ყოფნიდა ელენეს. ცოტა ხანი დადუმდა _ალბათ ხვდები რომ ამით ყველაფერს წერტილი დაესვა ჩვენს შორის ცოტნე-უთხრა ელენემ და ცოტნეს პასუხს არ დალოდებია ისე წავიდა მისი ბინიდან. როგორც კი მანქანაში ჩაჯდა ისტერიული ტირილი აუვარდა. გაუჩერებლად და ხმით მოთქვამდა. გული მოუკლეს. იმედები გაუცრუეს. ოცნებები დაუმსხვრიეს. ვარდისფერი სათვალე მოხსნეს და რეალობას მთლი სიმძაფრით მიახეთქეს. სრულ აგონიაში იყო ელენე. გაუაზრებლად მართავდა მანქანას და ისიც არ იცოდა სად მიდიოდა. ერთი ის იცოდა, რომ ამ მდგომარეობაში სახლში ვერ წავიდოდა. ასე თავისიანებს ვერ დაენახვებოდა. დედამისს გულს გაუხეთქდა. ვერც მიხვდა ისე მიადგა დიმას სადარბაზოს და უკვე მის კარზე აზარუნებდა ზარის ღილაკზე ხელაუღებლად.დიმამ კარები რომ გააღო და ელენე დაინახა თანაც ასეთ მდგომარეობაში,თვალებჩაწითლებული, თვალები შუბლზე აუვიდა -ელენე? ხომ კარგად ხარ?-კითხა შეშფოთბულმა და სახლში შემოუშვა.ელენე ხმაამოუღებლად შევიდა მასთან. ცრემლები ახრჩობდა,სადაცაა წასკდებოდა. დიმამ კარები მიხურა და ელენესკენ წავიდა.ელენე მიტრიალდა,მთელი ძალით ჩაეხუტა და ცრემლები ღაპაღუპით გადმოსცვივდა. დიმა გაოგნებული იყო.ვერ ხვდებოდა თუ რა სჭირდა ელენეს. ხელები მოხვია მანაც -ჩუუ,დამშვიდდი ელ. რა მოხდა?ხომ მშვიდობაა?-კითხა და თან თმებზე მოეფერა დამშვიდების მიზნით -მიღალატა. შენმა ძმაკაცმა და ჩემმა სიყვარულმა მიღალატა,თანაც ჩემს კურსელთან. გესმის დიმ?მიღალატა-თითქმის ბღაოდა ელენე და დიმას კისრიდან თავი არ აუწევია-მეზიზღება. ვერ ვიტან! ასე დამამცირა, ჩემი გრძნობები ფეხქვეშ გათელა, ამდენხნიან ურთიერთობას წერტილი ასე დაუსვა-ნაწყვეტ-ნაწყვეტ,ძლივს ლაპარაკობდა ელენე თან ისტერიულად ტიროდა. დიმამ ელენეს ნათქვამი რომ გაიგო თვალები გაუფართოვდა და ელენე ფრთხილად მოიშორა. გაოგნებული უსმენდა მას და ჯერ კიდევ ვერ ჩაწვდომოდა წესიერად ელენეს სიტყვების აზრს -მოიცა... ცოტნემ?არ არსებობს!-უჭირდა ელენეს ნათქვამის გააზრება -ჩემი თვალით ვნახე. მასთან, მის საძინებელში, ერთად...-სიტყვა გაუწყდა და კვლავ წამოუვიდა ცრემლები-მიღალატა,თამთასთან მიღალატა. ვერ გავუძლებ ამას დიმ. ვერ გადავიტან. მე ხომ ასე მიყვარდა.რატომ? რა ჭირდა მას საიმისო რომ ასე მომქცეოდა?რატომ მაინცდამაინც მასთან? -ელი, დამშვიდდო გთხოვ. მოდი ჩამოჯექი და დამამშვიდებელს მოგიტან. ასე ნუ ნერვიულობ თორემ შეიძლება გული გაგისკდეს-ნერვიულობისგან არ იცოდა რა ექნა დიმას. საოცრად იმოქმედა მასზე ამ სიტუაციამ.ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რომ ცოტნემ ელენეს უღალატა. მას ხომ ასე უყვარდა ელენე. -მიდი დალიე-წყალში გაუხსნა ვალერიანის წვეთები და ელენეს მიაწოდა-დაგამშვიდებს ცოტას-ელენემ ჭიქა გამოართვა და სულმოუთქმელად გამოცალა ჭიქა. ერთ ხანს დუმილი ჩამოვარდა. ელენეს მზერა ერთი ადგილისთვის გაესწორებინა და თვალს არ ახამხამებდა. ცოტა დამშვიდდა,აღარ ტიროდა.დიმა ხმას არ იღებდა. ან რა უნდა ეთქვა. წარმოდგენა არ ქონდა ასეთ დროს როგორ უნდა მოქცეულიყო. ერთ მხარეს მისი ძმაკაცი იდგა,რომელიც მისთვის ძმასავით იყო და რომელმაც უღირსი საქციელი ჩაიდინა და მეორე მხარეს ელენე იდგა, მისი საუკეთესო მეგობარი. ჰმ! საუკეთსო მეგობარი? ეგ ჯერ კიდევ საკითხავია. დიმას გონებაში ქაოსი იყო.მაგრამ ერთი იცოდა, რომ ორივე მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იდგა ორ სხვადასხვა მხარეს და თვითონ შუაში გახლეჩვა მოუწევდა. ამას გრძნობდა. -მადლობა დიმა. ცოტა დავმშვიდდი-ხმა ამოიღო ელენემ და დიმას შეხედა -რა სისულელეა ელი. სამადლობელი რა არის. როგორ ხარ? -სულგაყინული! -მე, არ ვიცი რა ვთქვა..მართლა... მიჭირს ამის დაჯერება-არეულად დაიწყო დიმამ -დიმ, მაპატიე რომ შეგაწუხე და შენთან მოვედი გულის მოსაოხებლად კარგი? ვიცი რომ ის შენი ძმაკაცია და მასზე ცუდის თქმა არ გესიამოვნება,მაგრამ გეფიცები მეც ვერ მივხვდი აქ როგორ მოვედი. ერთი ის ვიცოდი რომ სახლში ვერ მივიდოდი-დამნაშავესავით უთხრა ელენემ და თავი ჩახარა. ის ძალიან კარგად ხვდებოდა,რომ დიმა ეხლა ორ ცეცხლშუა იყო -ელი,მისმინე. მართალია, ცოტნე ჩემი ძმაკაცია და ძალიან მიჭირს მასზე ასეთი რამის გაგება.მიუხედავად ამისა შენ ხარ ჩემი და-ამ სიტყვაზე ოდნავ შეკრთა დიმა-და მეორეჯერ არ გაიფიქრო რომ შენ რამე საბოდიშო გაქვს ჩემთან. ხომ იცი როცა გინდა და რა დროსაც შეგიძლია ჩემი იმედი სულ გქონდეს. ძალიან მიყვარხარ-უთხრა და საფეთქელზე აკოცა -მეც ძალიან მიყვარხარ.სწორედ ამიტომ გამოვეშურე შენკენ რომ შენი იმედი ყოველთვის მაქვს-მხარზე თავი მიადო და ცალი თვალიდან ცრემლი გადმოუვარდა. მართლაც რომ ძალიან ძვირფასი ადამიანია ელენესთვის დიმა. მას როგორც ძმას ისე უყურებს, ძმას რომელიც არასდროს არ ყოლია და დიმაში ხედავს მას. ნებისმიერ დაქალზე მეტად შეუძლია მას ენდოს და თავისი გასაჭირი თავისუფლად გაუზიაროს. სწორედ ამიტომ, გაუაზრებლად წამოვიდა მისი ბინისკენ,რადგან იცოდა რომ დიმა ზედმეტი კითხვების და თავის მობეზრების გარეშე მოუსმენდა მას და დაამშვიდებდა. არადა დიმა ისე იყო, თავადაც არ აწყენდა დამშვიდება. *** -შენ მთლად გამო*ირდი ბიჭო? არა ხვდები მაინც რა გააკეთე?-გამწარებული უყვიროდა დიმა ცოტნეს, რომელიც თავჩახრილი უსმენდა ძმაკაცს-არა,ვერ ვიჯერებ. ესე როგორ მოექეცი ელენეს? -მეც ძალიან ვნანობ. გეფიცები ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა, ისიც ნასვამი ვიყავი. მერე ეს მომადგა, დამიწყო არშიყი.თავიდან ვერ მოვიშორე,ბოლოს მეც ვეღარ გავუძელი და ავყევი. დანარჩენი შენც იცი-თქვა და თავი ხელებში ჩარგო-არ მაპატიებს. ელენე ამას არ მაპატიებს. ვინმე ბო*თან რომ წაესწრო შეიძლება კიდევ რამე შანსი მქონოდა,მაგრამ თამთასთან ღალატს არ მაპატიებს-თავს აქნევდა ცოტნე -შენ დაელაპარაკე! აუხსენი ყველაფერი. ესე სი*ივით არ დაეგდო და ხელი გაანძრიე მის დასაბრუნებლად გესმის? მას უყვარხარ, არაა გამორიცხული რომ დროთა განმავლობაში გადახარშოს და გაპატიოს. ხელი არ ჩაიქნიო- უთხრა დიმამ და ცოტნე მარტო დატოვა. *** ელენეს სახლში არაფერი უთქვამს.ვერ იტყოდა, სახლში თავისიანებს ვერ ეტყოდა რომ ცოტნემ უღალატა თანაც ვისთან? არა! გამორიცხული იყო! მან უბრალოდ მოკლედ და კონკრეტულად უთხრა რომ ცოტნეს დაშორდა და მიზეზი არ აუხსნია. სრულ გაურკვევლობაში დატოვა მშობლები და მათ შორის ნანოც,რომელიც შოკირებული იყო ამ ამბით. -ისეთი რა მოხდა კი მაგრამ ასე რომ ასრულებთ თქვენს ურთიერთობას?-ნანო ზედმეტად გაოგნებული იყო მათი ამბით -ასე მოხდა ნანო! ძალიან გთხოვ, არ მინდა ამაზე საუბარი, გემუდარები რა-მუდარით უთხრა ელენემ -კი ბატონო, რახან არ გინდა თქმა ნუ მეტყვი-ხელები ასწია დანებების ნიშნად ნანომ და მას მერე აღარ ჩასძიებია ელენეს,რადგან იცოდა რომ თუ მას თქმა არ უნდოდა არაფერს არ ეტყოდა. *** -დამელაპარაკე ელ, გთხოვ. ამახსნევინე რა-სამსახურთან დახვდა ცოტნე ელენეს -უკვე ხომ ვილაპარაკეთ და ყველაფერი გასაგებად ამიხსენი ცოტნე?კიდევ დარჩა რამე ასახსნელი?-უემოციოდ კითხა ელენემ,მაგრამ მაინც უჭირდა ცოტნეს გვერდით თვის შეკავება, რომ არ მისულიყო მასთან და არ მოხვეოდა, მაგრამ ამის უფლება უკვე აღარ ქონდა, ცოტნეს წყალობით -გემუდარები მაპატიე რა ელ, ხომ იცი რომ მიყვარხარ და მხოლოდ შენ ხარ ერთადერთი ქალი ვის გვერდითაც ცხოვრება მინდა? ერთ შეცდომას ყველა ვუშვებთ. მაპატიე რა-საოცრად სევდიანი ეუბნებოდა ცოტნე,ლამის ტირილი დაეწყო მთასავით კაცს. ელენეს არ შეეძლო ცოტნეს ასეთ მდგომარეობაში ნახვა. დროზე უნდა გაცლოდა,კიდევ დიდხანს რომ ესმინა მისთვის შეიძლება ეპატიებინა კიდეც -ტყუილად მთხოვ ცოტნე. ჩვენს შორის ყველაფერი მორჩა-უთხრა ელენემ და გვერდი აუარა. იმ დღის მერე ცოტნე თითქმის ყოველდღე დადიოდა ელენესთნ და ცდილობდა შემოერიგებინა და ელენეს ეპატიებინა. ელენე ცდილობდა თავი აერიდებინა,მაგრამ ვერ ახერხებდა, ყველა ნაბიჯზე ცოტნე ხვდებოდა. არ შეეძლო,მართლა არ შეეძლო ამის პატიება. უყვარდა ცოტნე,მაგრამ ღალატს ვერ პატიობდა. უნდოდა რომ ცოტნეს თავი დაენებებინა და მშვიდად ცხოვრების საშუალება მიეცა. -როდემდე უნდა მდიო ცოტნე? -სანამ არ მაპატიებ და არ დამიბრუნდები ელ -ეს არ მოხდება ცოტნე. შენზე უკეთ არავინ იცის ჩემი პრინციპების შესახებ -ჯანდაბაში გაგზავნე შენი პრინციპები და გულს მიენდე ელე, ორივეს ერთმანეთი გვიყვარს და რატომ უნდა დავიტანჯოთ ამ ერთი შეცდომის გამო? -ერთი შეცდომა, რომელიც ათას შეცდომაზე მაღლა შეიძლება იდგეს ჩემთვის. ჩემს მეგობართან მიღალატე გესმის? მეგობარი დამაკარგვინე,შენი თავი დამაკარგვინე-ბოლო სიტყვები ხმადაბლა ჩაილაპარაკა -ელ-მისკენ წაიწია და მხრებზე ხელები მოკიდა.ელენეს მის შეხებაზე ჟრუანტელმა დაუარა და სწრაფად მოიშორა მისი ხელები. მასთან ასე ახლოს თავს ვერ ერეოდა-რა გავაკეთო რომ მაპატიო? -არაფერი ცოტნე, ვერაფერს ვერ გააკეთებ სამწუხაროდ-დანანებით ჩაილაპარაკა -ამის დედა შევე*ი ადამიანის მკვლელებსაც კი პატიობენ, მოძალადეებსაც პატიობენ და მე რაღა დამასამარე და ამომძირკვე შენი ცხოვრებიდან ელე? _ეხლა რაღაცას გკითხავ და გულწრფელად მიპასუხე. შენ რომ შენს მეგობართან მსგავს სიტუაციაში წაგესწრო ჩემთვის, მაპატიებდი მე რომ შენთვის პატიება და ჩემთან დაბრუნება მეთხოვა?-გამომცდელად ჩახედა ელენემ თვალებში. ცოტნე შეკრთა. ამ კითხვას არ მოელოდა-მითხარი,მაპატიებდი? -შენ ამას არ იზამდი, შენ ასეთი არ ხარ -წარმოიდგინე, უბრალოდ წარმოიდგინე.ვთქვათ და მსგავსი რამ ჩავიდინე -არ ვიცი-ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ უპასუხა და თავი ჩახარა-წარმოდგენა არ მაქვს და ამ სიტუაციის წარმოდგენაც არ მინდა ელე-ნაღვლიანმა უთხრა. -მაშინ მოგიწევს წარმოდგენა. მე და დიმა ერთად ვიწექით!- ვერც გაიაზრა ისე აჯახა ცოტნეს. ცოტნეს თვალები გაუფართოვდა. ყბა აუკანკალდა, თვალები ჩაუსისხლიანდა -რა... რა თქვი?-შოკირებული იყო ცოტნე -რაც გაიგე- უკან დახევას არ აპირებდა ელენე. იცოდა რომ ეს ერთადერთი გზა იყო ცოტნეს მოსაშორებლად -მატყუებ! -დეტალებში მოგიყვე როგორი იყო?-ირონიულად უთხრა ელენემ და თქმაც ვერ მოასწრო რომ გიჟივით მოწყდა ცოტნე ადგილს და უსწრაფესად გააქროლა მანქანა. სწორედ ეხლა გაიაზრა ელენემ თავისი ნათქვამის სიმძაფრე და ლამის გულმა დაარტყა -ღმერთო, ეს რა ვუთხარი?ეს რატომ ვუთხარი? რაა ჩერჩეტი ვარ?-მთელი სხეული აუკანკალდა ელენეს-რაღა მაინცდამაინც დიმა. რა დებილი ვარ. ნეტავ მიწა გაიხსნას და შიგ ჩამიტანოს-გულმა გამალებით დაუწყო ცემა-ეს რა ჩავიდინე? ნამდვილი დეგენერატი ხარ ელენე-თავის თავს ლანძღავდა.ასეთი შტერი რატომ ვარ? ესეთი რამ როგორ ვუთხარი?-გრძნობდა რომ მალე გონებას დაკარგავდა. მანქანაში ჩაჯდა და დიმას სახლისკენ დაიძრა,რადგან დარწმუნებული იყო,რომ ცოტნე მასთან წავიდა. *** დიმა კომპიუტერში მნიშვნელოვან დოკუმენტს ამზადებდა კარზე ბრახუნი რომ ატყდა. გაკვირვებული წამოდგა და კარების გასაღებად წავიდა. როგორც კი კარი გააღო გააფთრებული ცოტნე შემოვარდა და სიფათში მუშტი ატაკა.დიმა წაბარბაცდა -შენ მე კაცი მეგონე, ძმად გთვლიდი და ეს რა ჩაიდინე?ეს რატომ გამიკეთე?-ღრიალებდა ცოტნე და კვლავ დასარტყმელად წავიდა. მეორე მუშტიც გაუქანა და დიმა კვლავ წაბარბაცდა. გაოგნებული იყო ცოტნეს ქმედებით და ხმას ვერ იღებდა. ვერ მიხვდა მის ძმაკაცს რა დაემართა -შენ შ*გ ხომ არ გაქვს ბიჭო?გააფრინე?-უღრიალა დიმამაც და ტუჩიდან წამოსული სისხლი ხელით მოიწმინდა _მე გავაფრინე ხო? არაკაცი ხარ! . ძმად მიმაჩნდი და ეგ როგორ გამიკეთე ა? ესე როგორ მომექეცი? ზურგს უკან დამცინოდი არა? ახვარი ხარ-კიდევ ერთხელ გაიწია მისკენ მუშტის დასარტყმელად,მაგრამ ამჯერად დიმამ გაუკავა. ცოტნემ მეორე ხელი წამოიღო დასარტყმელად და მოარტყა კიდევაც. მერე დიმამაც დაარტყა და შეიქმნა ერთი ამბავი -გამაგებინე რას მერჩი ადამიანო? რა დაგიშავე?-უღრიალა დიმამ, როცა კისერში წაავლო ხელი ცოტნემ,თითქოს მის დახრჩობას აპირებდა. თითქოს? ცოტნე აფექტურ მდგომარეობაში იყო და ვერ იზარებდა რას შვებოდა. ამ წამს მას დაუფიქრებლად შეეძლო დიმას მოკვლა.დიმამ ცოტნეს მუშტი მუცელში ამოარტყა და შეეცადა ცოტნე მისი სხეულიდან გადაეგდო და ყელში წაჭერილი ხელები მოეშორებინა. გამოუვიდა კიდეც -ამიხსნი თუ არა რა ჯანდაბა გეტაკა?-უყვირა დიმამ და თან ყელზე ხელები მოისვა -ახვარი ხარ დიმა! მოღალატე ახვარი!-მის წინ დაიფურთხა ცოტნე და დიმას სახლიდან გავარდა. დიმა რამდენიმე წუთი გაშტერებული იდგა ძმაკაცის ქმედებით -ამან მგონი გააფრინა-გაოცებულმა ჩაილაპარაკა ბოლოს და ის იყო კარები უნდა დაეხურა, რომ ელენე შემოვარდა ბინაში -დიმა-წამოიყვირა ელენემ და პირზე ხელები აიფარა დიმას ჩალურჯებული სახის და ცხვირიდან და ტუჩებიდან წამომსკდარი სისხლის დანახვაზე-ცოტნე იყო? _შენ რა იცი? -ვაიმე დიმა, მაპატიე, გემუდარები მაპატიე რა-ცრემლები წასკდა ელენეს-ჩემი ბრალია ყველაფერი. გეფიცები ვერც გავიაზრე ისე ვუთხარი. ვერ ვხვდებოდი რას ვეუბნებოდი. ისე იყავი მასზე გამწარებული და მინდოდა შური მეძია, ყველაზე საზიზღარი მეთოდი ვირჩიე. მაპატიე რა-სლუკუნებდა ელენე -ელენე, ამიხსენი რა ხდება? ჯერ იყო და ის მომვარდა გიჟივით და ცემა დამიწყო,თან მიმალანძღა. ვერ მივხვდი რა დაემართა, ეხლა კიდევ შენ მოდიხარ და პატიებას მთხოვ. გამაგებინე რა ჯანდაბა ხდება?-გაბრაზებული იყო დიმა -ცოტნეს ვუთხარი რომ ერთად ვიწექით-პირდაპირ უთხრა ელენემ და მოსალოდნელი რეაქციის გამო თვალები დახუჭა. -რა თქვი?-თვალები ლამის გადმოკარკლა დიმამ -რა..რა უთხარი ცოტნეს?-ელენეს ნათქვამისგან დამბლადაცემულივით იყო -მაპატიე დიმა, ვიცი რომ სისულელე ჩავიდინე,მაგრამ იმ წამს ისეთი გამწარებული ვიყავი, რაც ენაზე მომადგა ეგ ვუთხარი-დამნაშავედ ჩახარა თავი ელენემ და ცრემლები წამოუვიდა -აზრობ მაინც შენი ნათქვამის სიმძიმეს?ელენე გააფრინე?ეს..ეს რამ გათქმევინა?-ემოციებში იყო დიმა და ლამის ყველაფერი დაელეწა -ნათქვამის მერე გავიაზრე რაც წამოვროშე. ჩერჩეტი ვარ. მაპატიე რა-ცრემლები ნაკადულივით მოსდიოდა-მივალ ცოტნესთან და ყველაფერს ავუსხნი. ვეტყვი რომ მოვატყუე. ესე...ესე მეც არ შემიძლია. წარ..წარმოდგენა არ მაქვს რატომ მოვჩმახე მსგავსი რრრამ-სიტყვებს ვერ აბამდა ერთმანეთს -აუ ჩემი...-თავზე ხელები შემოიწყო დიმამ-მე მის ადგილას მართლა შემომაკვდებოდა ჩემი თავი. ვაიმე ელენე...რატომ ელენე? რატომ? რაღა მაინცდამაინც ეს ტყუiლი ჰა?-საშინლად განერვიულებული იყო დიმა -მაპატიე. გემუდარები მაპატიე. ეხლავე წავალ ცოტნესთან და ყველაფერს ავუხსნი-თქვა და უკანმოუხედავად გავარდა დიმას სახლიდან.პირდაპირ ცოტნეს სახლისკენ წავიდა. კარებზე დიდი ხანი აბრახუნა,მაგრამ არავინ გაუღო. ტელეფონზეც ტყუილად ურეკა.მშვენივრად იცოდა რომ არ აიღედა,მაგრამ მაინც ცადა. -აუცილებლად დაგელაპარაკები ცოტნე. ვერ მოვისვენებ სანამ სიმართლეს არ გეტყვი-თავისთვის ჩაიბურტყუნა და სახლში წავიდა,რადგან გადაწყვიტა რომ გვიან კვლავ მოსულიყო ცოტნესთან და რადაც არ უნდა დაჯდომოდა სიმართლე ეთქვა მისთვის. სახლში უგუნებოდ მივიდა და ყველამ შეამჩნია მისი ცუდ გუნებაზე ყოფნა.დედამისს არაფერია უბრალოდ დავიღალეო უთხრა და თავის ოთახში შევიდა. ნანომ რა თქმა უნდა არ დაიჯერა და უკან მიყვა ელენეს -რა მოხდა ელ?-შეწუხებული სახით მიუჯდა გვერდით საწოლზე -ცუდად ვარ ნანო.ძალიან ცუდად-ამოიოხრა ელენემ -არ მომიყვები რა გჭირს?-უთხრა და თავზე მიეფერა. ელენეს არაფერი უთქვამს,ცრემლები წასკდა. ნანო ამშვიდებდა და გულში იკრავდა. ცოტა რომ მოიოხა გული და დამშვიდდა, ვეღარ გაძლო ამ საიდუმლოს შენახვა და ნანოს ყველაფერი მოუყვა ცოტნეს ღალატით დაწყებული თავისი საქციელით დამთავრებული. ნანო ყბადაღებული უსმენდა და სიტყვას ვერ ამბობდა -ცოტნემ გიღალატა? თამთასთან...? აუ არ მჯერა ელ-გაოგნებული იყო ნანო -ჩემი თვალით რომ არ მენახა არც მე დავიჯერებდი,მაგრამ პირადად შევესწარი ამ სცენას -ეხლა რას აპირებ?შენს საქციელს ვგულისხმობ-ცოტა მკაცრად კითხა ნანომ,რადგან საშინლად არ მოეწონა ელენეს საქციელი, ცოტნეზე რომ აღარაფერი ვთქვათ. -მასტან ვიყავი სახლში რომ სიმართლე მეთქვა,მაგრამ არ დამხვდა. დღეს საღმოსაც წავალ და აუცილებლად ვეტყვი რომ მოვატყუე. ძალიან ვნანობ ჩემს მონაროშს. საღამოს ელენე კვლავ წავიდა ცოტნესთან და მანამდე აკაკუნა კარებზე სანამ ნახევრად მთვრალმა ცოტნემ არ გაუღო კარები. ფეხზე ძლივს იდგა, კედელს ეყუდებოდა. პერანგის ცალი მხარე ამოჩაჩვოდა შარვლიდან.მის თვალებში საოცარი სევდა და ტკივილი დაინახა ელენემ და თავისი თავი დაწყევლა ცოტნეს ამ მდგომარეობაში ნახვის გამო.ცოტნემ ცივად შეათვალიერა ელენე -აქ რა ჯანდაბას აკეთებ?-აგრესიულად მიმართა -შენთან სალაპარაკო მაქვს, ოღონდ შემომიშვი-ხმჩახლეჩილმა უთხრა ელენემ და ოთახში შეაბიჯა. მისაღებ ოთახში ჟურნალის მაგიდაზე სხვადასხვა ალკოჰოლური სასმლის ცარიელი ბოთლები ეყარა, მხოლოდ ბოთლები და მეტი არაფერი. რაოდენობამ ელენე შეაცბუნა -ამდენი როგორ დალიე ცოტნე?-შეშფოთებული მიუბრუნდა მას -შენი საქმე არაა. რისთვის მოხვედი თქვი და აქედან მიბრძანდი-ცდილობდა მტკიცედ ეთქვა ცოტნეს და ენა არ არეოდა, რადგან სასმელი უკვე მოკიდებულიყო -მე..მე აქ..იმის სათქმელად მოვედი რომ...-ენა დაება ცოტნეს შემხედვარეს,რომელიც ცივ მზერას არ აშორებდა მას-მე მოგატყუე-უთხრა დ ამოისუნთქა -რა?-ვერ მიხვდა ცოტნე რას ეუბნებოდა -ხო,მოგატყუე რომ... რომ მე და... რომ მე და დიმა.. ნუ ხომ ხვდები-თავი დახარა,რადგან თვალებში ვერ იხედებოდა.ცოტნეს თვალები გაუფართოვდა -რრა თქვი?ანუ...ანუ ის.. არ ყოფილა თქვენს შორის?-გაოგნებულმა ამოილუღლუღა.ელენემ თავი დაუქნია -არაფერი ყოფილა. შენზე გამწარებულმა რაც ენაზე მომადგა ის გითხარი,რადგან მინდოდა შენც დატანჯულიყავი ისევე როგორც მე-უთხრა და ეხლა თვალებში შეხედა. ცოტნეს სახეზე სხვადასხვა ემოციები მონაცვლეობდნეს.სიხარული,ბრაზი, სევდა, ზიზღი.ელენე შეკრთა. ვერ გაეგო ცოტნეს რა რეაქცია ქონდა, რადგან სახის გამომეტყველება უამრავჯერ შეეცვალა და ხმის ამოღებასაც არ აპირებდა ჯერჯერობით.უბრალოდ იდგა და ელენეს თვალებში უყურებდა ჩასისხლიანებული თვალებით -შენ-თითი მისკენ გაიშვირა-შენ მომატყუე მე-ეხლა მისკენ მიაბრუნა თითი-რომ...რომ ჩემს ძმაკაცთან, საუკეთსო მეგობართან, რომელიც ჩემთვის ძმასავითაა სექსი გქონდა?-ხმაჩახლეჩილმა კითხა. ელენემ უბრალოდ თავი მსუბუქად დაუქნია -შენ გოგო ნორმალური არ ხარ?ეს..ეს..ასეთი რამ როგორ მომატყუე? ეს როგორ მოიფიქრე?-მასთან მივარდა,მხრებში ხელი ჩაავლო და შეანჯღრია. დასაშვებზე მეტად უჭერდა მკლავებში ხელს და მთელს ხმაზე ღრიალებდა-მითხარი რა ადამიანი ხარ შენ?ა? მიპასუხე მეთქი გოგო ეს როგორ მომატყუე? ხომ იცოდი დიმა ჩემთვის ვინც იყო ჰა?რაღა მაინცდამაინც დიმა გოგო?-ღრიალს განაგრძობდა ცოტნე -ცოტნე..მეტკინა-ამოიტირა ელენემ და შეეცადა მისი მკლავებიდან თავი დაეღწია -მე? მე არ მეტკინა შენი აზრით ასეთი რაღაც რომ მომიჩმახე?რანაირი ადამიანი ხარ ელენე? მე შენ ასეთს არ გიცნობდი. ასე როგორ დაეცი?საერთოდ რატომ გაივლე გონებაში რომ მსგავსი რამ გეთქვა? მაკვლევინებდი გოგო ადამიანს ,რომელთან ერთადაც გავიზარდე? მიპასუხე მეთქი?-უკონტროლო იყო ცოტნე -ცხელ გულზე რომ შემომკვდომოდა დიმა მერე სად მიდიოდი? -ვიცი და მესმის რაც ვთქვი,მაგრამ მაშინ მართლა გაუაზრებლად გითხარი. იმ წამსვე ვინანე როგორც კი გაცხარებული გავარდი-ტიროდა ელენე. -შენ რომ იცოდე რა ვიგრძენი იმ წამს და საერთოდ მაგის მერე...-ხელები გაუშვა ელენე და ცოტა დამშვიდებულმა უთხრა-მე იმ წამს სულიერად მოვკვდი,დავცარიელდი.ვიგრძენი რომ მხოლოდ ხორცი ვიყავი,უსულო არსება. რატომ ელენე?რატომ?-ერთი და იგივეს იმეორებდა-შენ სხვანაირი იყავი. ეგეთი ბოღმა არ ყოფილხარ არასდროს -ეხლა ის ენუ მოიქცევი რომ დამნაშავედ მხოლოდ მე გამომიყვანო ცოტნე.შენი ბრალია. შენ დაიწყე. შენ მაიძულე ასე მოქცევა. ისე მინდოდა შენც გამემწარებინა, დაუფიქრებლად მოგახალე მსგავსი ტყუილი -წადი ელენე! აქედან წადი სანამ რამე ცუდი მითქვამს შენთვის. რომ მახსენდება რაც მითხარი...-სიტყვა გაუწყდა-თანაც ვიგებ რომ მომატყუე...-პაუზა გააკეთა და ამოისუნთქა-შენსას მიაღწიე. ხომ გინდოდა მოგშორებოდი? ხოდა მიიღებ. არ ვაპირებ შეგეხვეწო. მიყვარხარ და შენც მშვენივრად იცი,მაგრამ მეც მაქვს თავმოყვარეობა და ნახვეწნი და ნათხოვნი სიყვარული არაფერში მჭირდება. შენი საქციელით მივხვდი რომ ჩემთან დაბრუნება არ გინდა. რომ გნდომოდა ასეთ რამეს არ იტყოდი. ისე გინდოდა თავიდან მოგეშორებინე, ამაზრზენ ტყუილზეც არ თქვი უარი-ტკივილიანი ხმით ლაპარაკობდა ცოტნე -მე ხომ აგიხსენი რომ დაუფიქრებლად.... -მთავარია რომ მოგაფიქრდა. ისიც არ ვიცი დიმას თვალებში როგორ შევხედო ჩემი საქციელის მერე _დიმას ყველაფერი ვუთხარი. შენ არაფერში გადანაშაულებს. აქ დამნაშავე მხოლოდ მე ვარ -რა გულისხმიერი ხარ მაინც ელენე-ირონიულად უთხრა. -ცოტნე... -ნახვამდის ელენე. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, არ ვაპირებ შენთვის ვიბრძოლო, რადგან შენი მხრიდან არანაირ სურვილს არ ვხედავ რომ ჩემთან დაბრუნება გინდოდეს. კარგად იყავი-ელენეს გული მოუკლა ცოტნეს სიტყვებმა. მას ძალიან უყვარდა და უყვარს ცოტნე, მაგრამ რა ქნას რომ თავის პრინციპებს ვერ ღალატობს და არ შეუძლია ცოტნეს პატიება. ცრემლიანი თვალები მიანათა ცოტნეს. ერთხანს უყურა. მერე კი უხმოდ დატოვა მისი ბინა. მიუხედავად იმისა,რომ ელენე და ცოტნე ერთმანეთს დაშორდნენ,მაინც მძიმე მოსასმენი იყო ელენესთვის ცოტნეს მიერ ნათქვამი ,,წადი ელენე’’, ,,არ ვაპირებ შენთვის ვიბრძოლო’’. გამუდმებით ეს სიტყვები უტრიალებდა თავში და ცრემლებს ვერ აჩერებდა. კიდევ ერთხელ განადგურდა. *** მეორე დღეს ცოტნე დიმას მიადგა სახლში და დამნაშავესავით თავი ჩახარა. დიმა ელოდა კიდეც რომ მოვიდოდა ცოტნე,ამიტომ თვითონ მას არ დაურეკავს და არც მისულა, რადგან დაფიქრების საშუალება მისცა. -ბოდიშის მოსახდელად მოვედი-დაიწყო ცოტნემ და დიმას თვალი გაუსწორა-დამნაშავე ვარ შენს წინაშე -მესმის შენი ცოტნე. უბრალოდ არც მკითხე რამე ისე მომვარდი და მუშტი-კრივი გამიმართე. მაგრამ,ალბათ შენს ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი. -როგორც კი ეგ მითხრა ელენემ,გონება გადამეკეტა. ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი და ჩემს საქციელებზე პასუხისმგებელი არ ვიყავი. მადლობა ღმერთს უფრო ღრმად არ შევტოპე,თორემ წარმოდგენაც არ მინდა რა შეიძლება მომხდარიყო-ხმა გაუწყდა ცოტნეს -როგორ იფიქრე რომ შეიძლება ეს მართლა მომხდარიყო? -ეგრევე ვიფქრე რომ მატყუებდა,მაგრამ ისე დარწმუნებით მითხრა რომ მერე კონტროლი დავკარგე. მაპატიე რა-თავი დახარა -დავივიწყოთ ცოტნე. მესმის შენი,მართლა-მხარზე ხელი დაკრა-აღარ გავიხსენოთ ეგ ამბავი -მადლობა დიმა. ძმა ხარ. -შენ და ელენე რას აპირებთ?-ცოტა ხნის მერე შეეკითხა -რას უნდა ვაპირებდეთ? მორჩა უკვე ჩვენს შორის ყველაფერი-ტკივილიანი ხმით ამოილაპარაკა ცოტნემ -ასე უბრალოდ? -რა ვქნა დიმა? მას არ უნდა მაპატიოს, მე კიდევ არ შემიძლია სიყვარული ვიმათხოვრო რამდენადაც არ უნდა მიყვარდეს. ერთხელ ვცადე მასთან დალაპარაკება და მისი შემორიგება, ორჯერ ვცადე,სამჯერ,ოთხჯერ.. მაგრამ არაფერმა არ გაჭრა. ჯორზე ზის.ხოდა იყოს როგორც მას უნდა. აღარ შევაწუხებ ჩემი არსებობით -კი მაგრამ ცოტნე... -არაუშავს დიმა, არაუშავს. როგორმე გავუძლებ-სევდიანად გაუღიმა და ფეხზე წამოდგა-მოკლედ, კიდევ ერთხელ მაპატიე. ძალიან მრცხვენია ჩემი საქციელი -მეორედ აღარ დამელაპარაკო მაგაზე-მკაცრად გააფრთხილა დიმამ -კაი აბა მაგრად -აბა შენ იცი ცოტნე-ცოტნე გააცილა და კარები დამწუხრებულმა დახურა -მე მაინც არ ვიცოდე როგორ დაიტანჯები ელენეს გარეშე-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა დიმამ და საძინებლისკენ წავიდა. *** -ცოტნესთან ვიყავი-პირდაპირ უთხრა ელენემ ნანოს,რომელიც მის ოთახში იჯდა და ელენეს ელოდებოდა -მერე?-სულმოუთქმელად ელოდა ნანო ელენეს -სიმართლე ვუთხარი და მორჩა.გაგიჟდა.გადაირია. ესეთი რამ როგორ მომატყუეო. მოკლედ,ძალიან გაცოფდა -თქვენზე რა ილაპარაკეთ? -რა უნდა გველაპარაკა, ჩვენს შორის ისედაც ყველაფერი მორჩა -არ გთხოვა შერიგება? -ნწ. პირიქით, მითხრა რომ ჩემთვის აღარ იბრძოლებს და არ შემაწუხებს მისი არსებობით,რადგან ჩემგან საპასუხო რეაქცია არ ექნება-ხმა გაუწყდა ელენეს და ცრემლი ჩამოუვარდა -კარგით რა. ასე უბრალოდ?-სევდიანი იყო ნანო -რა ასე უბრალოდ ნანო? მიღალატა ნუთუ არ გესმის? ესაა უბრალოდ?-ნერვებმა უმტყუვნა ელენეს -ელენე ეხლა რაღაცას გკითხავ და არ გაგიჟდე,რადგან შენი ამბავი ვიცი-ერთ ხანს დადუმდა-ცოტნეს და შენ სექსი გქონდათ?-მოურიდებლად კითხა და თვალებში ჩააშტერდა -რა კითხვებს მისვამ ნანო?-გაბრაზდა ელენე-რა შუაშია ეხლა ეს? -შუაში კი არა თავშია. მიპასუხე,გქონდათ რამე თუ არა? -არა რა თქმა უნდა. შენ მაინც არ მიცნობდე როგორი ვარ-შეშფოთდა ელენე -მერე? არ გეწყინოს ელე,მაგრამ რა პრეტენზიები გაქვს ცოტნესთან? ცოტნე კაცია და ბუნებრივია სჭირდება ვნებების დაკმაყოფილება, რადგან შენთან ამის საშუალება არ ქონდა სხვა გზა მონახა და აქ გასაგიჟებელს რას ხედავ?-ელენეს თვალები გაუფართოვდა -მოიცა.. რა გინდა თქვა, რომ ცოტნეს საქციელს ამართლებ?-ხმამაღლა კითხა -მე უბრალოდ მისი მესმის. -მე ხომ ვუყვარდი არა? ხოდა დამლოდებოდა-მტკიცე იყო ელენე -რას ბავშვობ ეხლა? შენც ხომ იცი რომ აბსურდია ეს ყველაფერი? იმპოტენტი გინდოდა ქმრად? -რაღა მაინცდამაინც თამთასთან ნანო?რაღა მაინცდამაინც ჩემს მეგობართან..უკვე ყოფილ მეგობართან?დავიჯერო ბო*ი ვერ ნახა ვერსად? -და ეგ შენი თამთა წმინდანია? ეგეც ერთი უთავმოყვარეო გოგოა,რომელსაც პრინციპები და სინდის-ნამუსი არ გააჩნია. აბა სხვა შემთხვევაში მეგობრის შეყვარებულთან რატომ მივიოდა სახლში შესაბმელად? უსირცხვილო და გათახსირებული გოგოა ეგ შენი თამთა. რაღა ცოტნეს გადაატეხე მთლიანი ჯოხი თავზე? მე თუ მკითხავ ყველაფერი მაგის ბრალია.სპეციალურად გააკეთა ყველაფერი,რადგან როგორც შენ მითხარი ამჩნევდი,რომ ცოტნე მოწონდა -ვინ თქვა რომ თამთა არაფერ შუაშია? ზუსტადაც რომ შუაში,კი არა თავშია,მაგრამ ცოტნეს არ უნდა გამოეჩინა სისუსტე და ასე ადვილად არ უნდა დანებებოდა თამთას. რა გარანტია მაქვს რომ ყოველ ასეთ სიმთვრალეზე ვინმე ქალი რომ მივიდეს შესაცდენად ისევ არ შეცდება და მასთან არ დაწვება?მითხარი ნანო? სად მაქვს გარანტია? -როცა მისი ცოლი გახდებოდი,მას ყველაფერი ექნებოდა რაც სჭირდება და სხვა ქალთან არ დაიწყებდა ვნებების დაკმაყოფილებას ელენე. იქნებ დაფიქრდე ცოტა?-აშკარად გაღიზიანდა ნანო -რაც არ უნდა იყოს, მე მაინც ვერ ვპატიობ და რა ვქნა ნანო? არ შემიძლია. რომ ვიხსენებ მასთან ერთად რომ ვნახე...-სიტყვა გაუწყდა და ცრემლები წამოუვიდა-ძალიან მძიმე სანახავი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის -შანსს არ მისცემ?-ცოტა ხნის მერე კიითხა -არა.ვერა. თანაც უკვე მასაც აღარ უნდა ჩემთან. მობეზრდა ხვეწნა და მუდარა. მას რომ ისე ძალიან ვუყვარდე, ხელს არ ჩაიქნევდა და ყველანაირად დამიმტკიცებდა თავის სიყვარულს.ეხლა თავისუფალია და ვისთანაც უნდა იმასთან გაერთოს როცა მოუნდება მაშინ.ხელის შემშლელი არ ვეყოლები -გამაგიჟებ მე შენ ელენე-ხელები ზემოთ აღმართა ნანომ-უარს ეუბნები, ცდილობ თავიდან მოიშორო, ამის გამო ისეთი საზიზღრობა უთხარი ლამის მეგობარი მოაკვლევინე ადამიანს და ამის მერე კიდევ მაგას გაიძახი რომ ვუყვარდე არ დანებდებოდაო? რა ქნას გეკითხები და მიპასუხე? პატიებას რომ გთხოვდა და სულ კუდში დაგსდევდა არ მოგწონდა და თავიდან იშორებდი.ეხლა როცა თავს განებებს ეგეც არ გინდა.იძახი რომ ვუყვარდე თავს არ დამანებებდაო. მაპატიე ელენე მაგრამ ვერ გიგებ.შენ თავადაც ვერ გარკვეულხარ შენს თავში, რა გინდა. -ნანო ვერ ვხვდები ასე ძალიან რატომ იცავ ცოტნეს?-გაღიზიანდა ელენე,რადგან ნანოს სიტყვებმა მასზე იმოქმედეს -მე უბრალოდ ვცდილობ რეალურად დაგანახო ყველაფერი -მოვრჩეთ ამაზე. აღარ მინდა ამ საუბრის გაგრძელება. ჩვენს შორის ყველაფერი დამთვრდა-კატეგორიულად თქვა ელენემ. ნანომ თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ხელი ჩაიქნია. *** ამ ამბებიდან 3 კვირა გავიდა. ცოტნე არ გამოჩენილა ელენეს სიახლოვეს. ელენე ძალიან დარდობდა და განიცდიდა უცოტნეობას. ერთი სული ჰქონდა შორიდან მაინც მოეკრა თვალი,მაგრამ ცოტნე ჯიუტად არ ჩანდა. -დიმ, ის როგორაა?-კითხა ერთ დღეს ელენემ დიმას,როცა ვეღარ მოითმინა ცოტნეს გაუჩინარება -ცოტნე საფრანგეთში წავიდა 2 კვირაა-ვითომ არაფერიო ისე უთხრა -რა?-ელენეს ლამის ნერწყვი გადასცდა-რატომ?რამდენი ხნით? -1 წლით. კვალიფიკაციის ასამაღლებლად-მოკლედ მოუჭრა დიმამ -არც კი დამემშვიდობა ისე წავიდა-საოცარი ტკივილით თქვა ეს სიტყვები ელენემ -1 წელში დაბრუნდება-თავისებურად დაამშვიდა დიმამ -არ მაინტერესებს. რაც უნდა ის უქნია.თუ უნდა საერთოდ არ დაბრუნდეს-გაბრაზებულმა თქვა და დიმას არც კი დაემშვიდობა ისე გავარდა ბარიდან. 1 თვე გავიდა მას შემდეგ,რაც ელენემ ცოტნეს წასვლის შესახებ გაიგო. სულ მოწყენილი დადიოდა. ცხოვრების ხალისი ჰქონდა დაკარგული.ერთფეროვნება სუფევდა მის გარშემო და ცხოვრებას შავ-თეთრ ფერებში უყურებდა. ძალიან უჭირდა ცოტნეს გარეშე. -ვერ ხედავ ელენე მოსიარულე მკვდარს რომ დაემსგავსე? არ ჭამ, აღარ იღიმი,თითქმის არც ლაპარაკობ. როდემდე უნდა იყო ეგრე?-უსაყვედრა ერთ დღეს ნანომ-ან შენი მშობლები არ გეცოდებიან ასეთს რომ გიყურებენ?თან ვერ გაუგიათ რა გჭირს. როდემდე უნდა გააგრძელო ეგრე? -რა გავაკეთო ნანო? თავს ვერ ვერევი.არ მაქვს არაფრის ხალისი-უემოციოდ უპასუხა ელენემ -ასე რომ არ გაჯიუტებულიყავი და პრინციპები ცოტა ხნით უკანა ფლანგზე გადაგეწია,ეხლა ბედნიერი იქნებოდი და ასე აღარ დაიტანჯავდი თავს-არ ინდობდა ნანო და ყველაფერს პირში ეუბნებოდა -შენ მაინც შემეშვი რა ნანო. რატომ მიმძიმებ მდგომარეობას? ხომ ხედავ რომ ისედაც ცუდად ვარ? სულ რატომ დამჩხავი თავს რომ ჩემი ბრალია? მე ვარ დამნაშავე რომ მიღალატა?მას რომ არ ექნა ეს,არაფერიც არ მოხდებოდა. ისე რატომ გამოგყავს ყველაფერი თითქოს მე ვიყო დამნაშავე?რატომ ამიხსენი ნანო?-ნერვებმა უმტყუვნა და აყვირდა -რა ხდება ელენე დედა. ხომ მშვიდობა გაქვს?-აფორიაქებული შემოვარდა დედამისი ელენეს ოთახში -არაფერია დედა, ყველაფერი რიგზეა-ჩანთას ხელი დაავლო და სახლიდან გავიდა. -რა ეშველება ამ გოგოს ნანო?-გულისტკივილით კითხა ეკამ ნანოს. ნანომ ნაღვლიანად გააქნია თავი. სახლიდან წამოსული,მარკეტში გავიდა და რამდენიმე ბოთლი არაყი იყიდა. ეხლა რომ არ დაელია და გული არ გადაეყოლებინა არ შეეძლო. ოღონდ მარტო არ უნდოდა დალევა. რა თქმა უნდა სხვა ვინ გაუწევდა პარტნიორობას სმაში თუ არა დიმა. ხოდა პირდაპირ მასთან წავიდა. დიმა სახლში იყო. ელენეს დანახვა კი გაუკვირდა პარკებით ხელში და თვალებით კითხა ეს რა არისო. ელენემ ცელოფნები მაგიდაზე დადო და ბოთლები ამოალაგა. დიმამ გაოცებულმა შეხედა -ეს რად გინდოდა ელენე? -უნდა დავლიოთ მე და შენ-კატეგორიულად უთხრა -ელენე სიცხე ხომ არ გაქვს?-გაეცინა დიმას -სიცხე არ მაქვს,მაგრამ გული მტკივა და რომ არ დავლიო შეიძლება გამისკდეს.ხომ გამიწევ პარტნიორობას? მარტო არ დამალევინო ლოთივით რა-შეეხვეწა-შენს იქით გზა არ მაქვს ხომ იცი-გაუცინა,მაგრამ ამავე დროს ამ სიტყვების თქმაზე გული შეეკუმშა. გაახსენდა ცოტნე როგორ ეუბნებოდა ხოლმე ,,ჩემს იქით გზა არ გაქვსო’’,მერე გაუცინებდა და მაგრა აკოცებდა. კვლავ საშინელი ტკივილი იგრძნო გულის არეში. -კარგი რა ელე,მე და არაყი?-სახე დამანჭა დიმამ -ამ ერთხელ გამისწორე რა. ან თუ გინდა შენ არ დალიო. უბრალოდ დაისხი ჭიქაში.მთავარია კომპანიონობა გამიწიო და მელაპარაკო. დღეს უნდა გავილეშო-თითი მაღლა ასწია ელენემ და გაეცინა -როდის იყო შენ რომ სვამდი ელე?-თბილად კითხა დიმამ -გამონაკლისებსაც ვუშვებ ხოლმე დიმ. ასე რომ მოდი დავსხდეთ და დავიწყოთ,თორემ ვეღარ ვუძლებ ამ მდგომარეობას. დიმას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ჭიქები და თეფშები გამოიტანა სამზარეულოდან,თან მისაყოლებელი რაღაცებიც. მარტო ისე რომ დაელია ელენეს,მისი ორგანიზმი ამდენს ვერ გაუძლებდა,რადგან სმას მიჩვეული არ იყო და უცებ დათვრებოდა. დიმა არ სვამდა. მხოლოდ ჩამოისხა ერთი ჭიქა და უბრალოდ ელენესთან ერთად სადღეგრძელოებს ამბობდა.სმით კი მხოლოდ ელენე სვამდა. -ამ ჭიქით სიყვარულს გაუმარჯოს,რომელსაც დიდ ბედნიერებასთან ერთად ბევრი ტკივილი მოაქვს ადამიანებისთვის,-მოკლედ თქვა ელენემ და არაყი გადაკრა -გაუმარჯოს-დიმამ უბრალოდ ჭიქა ასწია -შენ ვაფშე არ დალევ?-უთხრა სახედაჭმუხნულმა ელენემ და მჟავე კიტრი ჩაიდო პირში -ვერა მართლა ელ. ხომ იცი რომ კუჭი მაწუხებს და რა არაყი დამილევია და რა შხამი. ორივე ერთი და იგივე იქნება ჩემთვის-გაუცინა.ელენემ უბრალოდ ხელი აიქნია და ჭიქა გაუწოდა დიმას ჩამოსასხმელად. მოკლე სადღგრძელოებს ამბობდა და პირდაპირ სვამდა. უკვე სათვალავიც აერია მერამდენე ჭიქა დალია,მაგრამ ფაქტი ერთი იყო,რომ ერთი ბოთლი არაყი გამოცალა,და ეხლა მეორეს მიადგა -ელე, საკმარისია მგონი-მის ჭიქას ხელი დააფარა დიმამ -კაი რა. ნუ ჟმოტობ ეხლა-ენაარეულმა უთხრა-მე გალეშვამდე უნდა დავლიო-თითი ჰაერში ასწია და დიმას ხელი მოაშორა ჭიქას -ისედაც ზომაზე მეტი დალიე უკვე ელენე -მე ვიცი რამდენიც უნდა დავლიო-გაჯიუტდა ელენე-არ დამიწყო ეხლა რა. სანამდეც შევძლებ ვსვამ და გაჩერება არც იფიქრო-ჭიქა აიღო და თვითონ ჩამოისხა,რადგან დიმა ამას არ აპირებდა კიდევ ერთი გადაკრა, ორი,სამი...უკვე საკმაოზე მთვრალი იყო ელენე.ფეხზე წამოდგა.დაბარბაცდა,მაგრამ მაინც გადადგა ნაბიჯი დიმასკენ და გვერდით მიუჯდა -საშინელი სანახავი ვარ ხომ მთვრალი?-ჩაიბურტყუნა ელენემ და თავი მხარზე მიადო -არც ისე-გაეცინა დიმას-უბრალოდ ძალიან სასაცილო ხარ -უფრო ჩერჩეტი ალბათ-ენას პირში ძლივს აბრუნებდა ელენე -რა სუნი გაქვს დიმ?-ცოტა ხნის შემდეგ კითხა და ცხვირი ყელში გაუხახუნა-მმმ, ვგიჟდები ამ სუნამოზე. ცოტნეს სუნს მაგონებს-თქვა და თვალები მილულა-ვაიმე,რატომ გაქვს ცოტნეს სუნი დიმა?-ძლივს ამოთქვა და ყელში აკოცა.მერე ყელიდან ლოყაზე გადავიდა -ელენე რას შვები?-ელენეს ქცევისგან გაოგნებულმა უთხრა დიმამ და შეეცადა ელენე მოეშორებინა -მონატრებას ვიკლავ-უთხრა და არაფრის თქმა არ აცალა დიმას ისე ეძგერა ტუჩებში-დიმას თვალები შუბლზე აუვიდა.წამით ისიც აყვა,მაგრამ რომ გაიაზრა რას შვებოდა წამში გამოფხიზლდა და ელენე მოიშორა -ელენე გონება გათიშული გაქვს და აზრზე არ ხარ რას აკეთებ-მკაცრად უთხრა.მიუხედავად იმისა,რომ ელენე ძალიან მთვრალი იყო,მაინც გაიაზრა რაც ჩაიდინა და ცრემლები წამოუვიდა -მე...მე..მაპატიე დიმა-ენის ბორძიკით უთხრა. სულელი,ვარ. ქარაფშუტა-თავისი თავის ლანძღვას მოყვა -მეტჯერ აღარ დალევ ელენე ამ დონემდე. ეხლა კი საკმარისია-კატეგორიული იყო დიმა. ელენე წამოაყენა და თავის ოთახში შეიყვანა, რომ დაეწვინა,რადგან უკვე ფეხზე ვერ იდგა. ძლივს მიიყვანა ოთახამდე და ლოგინზე დააწვინა.ფეხსაცმელი გახადა და საბანი მოაფარა. -მიდი და დაიძინე ეხლა-გააფრთხილა დიმამ,მაგრამ ელენეს არ გაუგია,რადგან უკვე თვალები დაეხუჭა და ძილს მიეცა. დიმა გონებაარეული გამოვიდა საძინებლიდან და ტახტზე ჩამოჯდა.სახეზე ხელები მოისვა და თავი ხელებში ჩარგო. მასზე ძალიან იმოქმედა ელენეს საქციელმა. ძალიან ძნელია კაცისთვის თავის შეკავება ასეთ დროს,როცა საყვარელი ქალი თავისი ნებით გკოცნის,მიუხედავად იმისა რომ ის აზრზე არაა რას შვება და მითუმეტეს შენი ძმაკაცის მონატრებას იკლავს ამ კოცნით და თითქოს მას კოცნიდეს. დიმას მაინც რაღაცნაირმა,სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და უნებურად გაეღიმა. იცოდა რომ მსგავსი რამ არასდროს არ განმეორდებოდა,არასდროს მისცემდა თავს მისი ძმაკაცის შეყვარებულზე მსგავსი რამეები ეფიქრა და განეხორციელებინა,რომ არა ელენეს წამიერი გამოხტომა.ამიტომ იმ წამით დატკბა,რომელიც მეტჯერ აღარასდროს განმეორდებოდა თავის ცხოვრებაში.მას შეუყვარდა, მართლა შეუყვარდა ელენე და ამის გამო თავის თავს წყევლის,მაგრამ რას იზამს როცა გულს ვერ უბრძანა და ის შეუყვარდა ვინც არ უნდა შეყვარებოდა?ის გულში ჩუმად,თავისთვის იკლავს ამ გრძნობას და იცის რომ ელენე მისთვის აკრძალული ხილია,რომ ის მისი არასოდეს არ იქნება და ამაზე არც ოცნებობს,რადგანის მისი საუკეთესო მეგობრის, მისი ძმის შეყვარებულია. მერე რა რომ ყოფილია? მათ ერთმანეთი უყვართ და ეს დიმასთვის საკმარისი მიზეზია რომ თავის გრძნობებს გამომზეურების საშუალება არ მისცეს. მისაღები მიალაგა.მერე ნანოს გადაურეკა და გააფრთხილა რომ ელენე მასთან იყო და გათიშულს ეძინა. საუბარს რომ მორჩ პლედი და ბალიში აიღო და დივანზე დაწვა. ბევრი ფიქრის შემდეგ მასაც მიეძინა. დილით ძლივს წამოიზლაზნა დიმა. პლედი დაკეცა და ბალიშზე დადო. აბაზანაში შევიდა.მოწესრიგდა და მერე ელენესაც შეაკითხა,რომელსაც კვლავ ეძინა. ფრთხილად გამოიხურა კარები და მისაღებში გამოვიდა. ამ დროს კარებზე ზარი დარეკეს. -კიდევ ძინავს?-პირდაპირ კითხა ნანომ და დიმა გადაკოცნა -ჯერ არ გაუღვიძია.ეხლა შევაკითხე და გათიშულს ძინავს-გაეღიმა -ბევრი დალია ხო?-შეწუხებულმა იკითხა ნანომ -საკმაოდ-არ დამალა დიმამ -ვერ ვცნობ ამ გოგოს საერთოდ. სულ სხვანაირი გახდა-დივანზე ჩამოჯდა. -მასაც გაუგე. ძნელია მის მდგომარეობაში ყოფნა ნანო.ძალიან მეცოდება-ნაღვლიანმა ჩაილარაპაკა დიმამ -დიმა-ცოტა ხნის დუმილის შემდეგ მიუბრუნდა კითხვით დიმას-ერთ რაღაცას გკითხავ, ოღონდ დამპირდი რომ არ გეწყინება თუ ეს სიმართლე არაა,კარგი?-უთხრა მორიდებით ნანომ. -გისმენ აბა ნანო,რა უნდა მკითხო ასეთი? -დიმა,ელენე გიყვარს?-პირდაპირ აჯახა და თვალები გაუსწორა. დიმა ადგილს მიეყინა. არ მოელოდა ნანოსგან მსგავს შეკითხვას. ნანოსგან კი არა არავისგან. საიდან მიხვდა?თავის თავს დაუსვა ეს შეკითხვა -სა..საიდან მოიტანე ნანო?-ხმა ჩაეხლიჩა დიმას და შეეცადა მზერა აერიდებინა მისთვის -მივხვდი.საერთოდ ადამიანის ამოცნობა კარგად მეხერხება.ასე არ არის?-ურცხვად არ აშორებდა დიმას თვალს -ნუთი ვერ ხვდები რომ სისულელეს ამბობ ნანო?-ანერვიულებულმა მიუგო -რატომ ანერვიულდი დიმა? მე ხომ უბრალოდ გკითხე?-გამომცდელად მიაჩერდა -უაზრობას მეკითხები და იმიტომ -შენც მშვენივრად იცი რომ უაზრობა არაა.შენ ელენე გიყვარს!-ჯიუტად იმეორებდა თავისას ნანო- შენს ყველა მზერაში მისადმი ჩანს დიდი სიყვარული. შენ ვერ ამჩნევ,ვერც სხვა,მაგრამ მე მშვენივრად ვამჩნევ როგორი სიყვარულით სავსე თვალებით უყურებ ხოლმე ელენეს და მასზე როგორ ზრუნავ. სულ მის გვერდით ხარ და ცდილობ მხარში დაუდგე, იმის მიუხედავად რომ ცოტნეს ძმაკაცი ხარ, ელენეზე უფრო შეგტკივა გული და მას ამხნევებ, როცა ცოტნეს გვერდით უნდა იყო და მას ემხრობოდე და ცდილობდე ელენე ცოტნეს მხარეზე გადაიყვანო,მაგრამ შენ ამას არ აკეთებ დიმა,რადგან შენ გაწყობს რომ ელენე ცოტნესთან არ იყოს!-მონოლოგი დაასრულა ნანომ და დიმას გაოგნებულ-გაბრაზებულ-გაცხარებულ სახეს შეხედა -აქედან მხოლოდ ერთი რამეა სიმართლე.ის რომ ელენე მიყვარს-ექოსავით გაისმა მისი ხმა ოთახში და ნანოს თვალები გაუფართოვდა. მიუხედავად იმისა რომ ხვდებოდა დიმას გრძნობებს, მაინც არ ელოდა ასე მალე თუ აღიარებდა დიმა ამას-მე ელენე დანახვისთანავე შემიყვარდა,მაშინ არც ვიცოდი რომ ცოტნეს შეყვარებული იყო. იქ, აეროპორტში ვიგრძენი მის მიმართ რაღაც უხილავი. როგორც კი გავიგე რომ ელენე ცოტნეს შეყვარებული იყო, მაშინვე უარი ვთქვი ჩემს გრძნობებზე და ჩემთვის,გულშ ვიკლავდი და ვიკლავ. ცოტნე ჩემი ძმაა ნანო. მე ის ძალიან მიყვარს და ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ რომ ელენესთან რამე სხვანაირად გავაკეთო და სხვანაირად მოვექცე. ყველანაირად ვცდილობდი ჩემი გრძნობების დამალვას და წარმოდგენა არ მაქვს შენ როგორ მიხვდი. რაც შეეხება შენს მიერ წარმოთქმულ ბოლო ბრალდებას,რომ მე მაწყობს ელენე ცოტნესთან არ იყოს ეგ აბსურდია-კატგორიული ხმით უთხრა დიმამ- მართალია მიყვარს ელენე,მაგრამ არასდროს გამივლია გულში რამე ცუდი რომ მე მაწყობდა ელენე და ცოტნე დაშორებულიყნენ და მერე ელენე ჩემთან ყოფილიყო. არა! ეს სისულელეა. პირიქით, ყველაზე მეტად მინდა რომ ელენე და ცოტნე შერიგდნენ და ერთად ბედნიერები იყვნენ. მე ამაზე მეტად არაფერი გამიხარდება. მშვენივარდ ვიცი რომ ელენე ჩემი არასდროს იქნება, თუნდაც ცოტნესთან აღარასდროს დაბრუნდეს. ის ყოველთვის ჩემი ძმაკაცის შეყვარებული იქნება და მე მას ისე შევხედავ როგორც ჩემს დას,მიუხედავად ჩემი გრძნობებისა!-მონოლოგი დაამთვრა დიმამ და ყბადაღებულ ნანოს მიაჩერდა. არანაკლებ შოკირებული და ყბადაღებული იდგა ელენე მისაღები ოთახის კართან და მათ დიალოგს ისმენდა,რომლებსაც საერთოდ არ ქონდათ იმის აზრი, რომ შეიძლებოდა მათი დიალოგი ვინმეს მოესმინა და მითუმეტეს ეს ვინმე ელენე ყოფილიყო. ელენე გაშტერებული ერთ ადგილს მიყინვოდა და ვერ იძვროდა. მოსმენილისგან შოკში იყო. ფეხები ძლივს აამოძრავა და ისევ საძინებელში დაბრუნდა.არ უნდოდა შეემჩნიათ ნანოს და დიმას,რომ მათი საუბარი მოისმინა. ოთახში დაბრუნდა და საწოლზე ჩამოჯდა.უჭირდა იმის გააანალიზება რაც მოისმინა. ვერასდროს წარმოიდგენდა დიმას მის მიმართ რამე გრძნობები თუ გააჩნდა,მათ ისეთი ურთიერთობა ქონდათ,როგორც კარგ და-ძმას, ან საუკეთესო მეგობრებს აქვთ ხოლმე.არასდროს შეუნიშნავს დიმას მხრიდან რამე სხვანაირად.ეტყობა კარგად გამოსდის გრძნობების შენიღბვა,თუმცა ნანოს მახვილ თვალს და ინტუიციას ვერაფერი გამოაპარა დიმამ და ნანომაც სააშკარაოზე გამოუტანა მას თავისი გრძნობები -ნანო,იმედია იმის თხოვნა არ დამჭირდება,რომ ეს ყველაფერი ჩვენს შორის უნდა დარჩეს?-გამაფრთხილებლად და ოდნავ სასოწარკვეთილმა კითხა დიმამ -ნუ ღელავ დიმა. სამარე ვარ. ეს ყელაფერი ჩვენს შორის დარჩება-ტუჩზე თითები გადაიჯვარედინა იმის ნიშნად,რომ არაფრის მთქმელი არ იყო. დიმამ ოდნავ ამოისუნთქა -ნანო?-როგორც იქნა ელენე გამოვიდა საძინებლიდან და ვითომც არაფერი ისე დაჯდა მათთან,თითქოს რამდენიმე წუთის წინ მას არ მოესმინა დიმას აღიარება. მიუხედავად ამისა,მაინც ცდილობდა დიმასთვის თავი აერიდებინა და ხშირად არ ჩაეხედა თვალებში -რას გავხარ გოგო?-უსაყვედურა ნანომ-ამდენი რამ დაგალევინა ელენე? -რანაირი გოგო ხარ მაინც ნანო?-წარბები უკმაყოფილოდ შეჭმუხნა ელენემ-თავი მისკდება ისედაც და დილიდან და შენი საყვედურებიღა მაკლია-ხელი მობეზრებულმა აიქნია -ყავას გაგიკეთებ ელე-დიმა წამოდგა-შენც ხომ დალევ ნანო?-ეხლა ნანოს მიუბრუნდა.ნანომ უბრალოდ თავი დაუქნია. ყავა დალიეს. ცოტა ხანი ისაუბრეს და მერე ელენე და ნანომ დიმას ბინა დატოვეს.ცოტა მორიდებულად დაემშვიდობა ელენე დიმას.დიმამ იფიქრა ეტყობა გუშინდელი საქციელის გამოო,აბა რას წარმოიდგენდა რატომ არიდებდა ელენე თავს.ელენეს კი გუშინდელი არაფერი ახსოვდა,გარდა იმისა,რომ უგონოდ მთვრალი იყო. 2-მა თვემ თვალის დახამხამებაში ჩაიარა. საინტერესო არც ერთის ცხოვრებაში არ მომხდარა,თუ არ ჩავთვლით იმას,რომ ნანომ თავისი სამხატვრო აკადემია გახსნა,როგორც ოცნებობდა ყოველთვის. ძირითადად ამ საქმეში იყო ჩართული.რაც შეეხება ელენეს და დიმას,ისე ხშირად არ კონტაქტობდნენ,უფრო სწორად ელენე არიდებდა თავს ყველანაირად,რადგან რცხვენოდა დიმასთვის თვალებში ჩაეხედა.უჭირდა მასთან სიმართლის გაგების შემდეგ ისევ ისეთი ურთიერთობა დაეჭირა. დიმას კი უკვირდა ელენეს ასეთი ცვლილება,მაგრამ ყველაფერი მაინც იმ კოცნას დააბრალა და აღარც ის არ გამოჩენილა ზედმეტად მის ცხოვრებაში. მხოლოდ თუ მოიკითხავდა ან 2 კვირაში ერთხელ შეხვდებოდა ცოტა ხნით.ეგ იყო და ეგ. ამ დროის განმავლობაში კი ელენეს ძველმა ნაცნობმა შეახსენა თავი. ტატო. ელენეს უნივერსიტეტელი. ტატოს ელენე იმ დღიდან მოწონდა,როცა ელენემ პირველად შეაბიჯა უნივერსიტეტში ფეხი და ერთ-ერთ კონფერენციაზე შემთხვევით მოკრა თვალი.ამ დროისთვის ელენე თავისუფალი იყო და ცოტნე არ არსებობდა მის ცხოვრებაში. ტატო ელენეს დაუახლოვდა. ყველანაირად ცდილობდა ელენეს გულის მოგებას. ელენესაც მოწონდა ტატო, მხოლოდ მოწონდა. მოწონდა ის ყურადღება,რომელსაც მის მიმართ იჩენდა. ყველასთვის სასიამოვნოა როცა თაყვანისმცემელი გყავს,მითუმეტეს ისეთი,როგორიც ტატო იყო. ნამდვილად ვერ დაუწუნებდით ამ ბიჭს ვერც ფიზიკურობას და ვერც გემოვნებას. ყოველთვის საოცრად გემოვნებით შერჩეული სამოსი ეცვა და ძალიან მაგარ სუნამოს ხმარობდა. განსაკუთრებით,რამაც ელენე ტატოში მოხიბლა,მისი ზრდილობა და გაწონასწორებულობა იყო. ვერ იტყოდით რომ უყვარდა,არა. მას უბრალოდ სიამოვნებდა ტატოს გვერდით ყოფნა.მაგრამ...მაგრამ მერე გამოჩნდა ცოტნე, რომელმაც სრული ქაოსი დააყენა ელენეს ცხოვრებაში.თავგზა აუბნია და ელენე მის მეტზე ვერავიზე ფიქრობდა.მიუხედავად იმისა თუ როგორი კარგი და მაგარი ბიჭი იყო ტატო,ცოტნეს გვერდით ელენესთვის ის უფერულდებოდა. ტატო განზე გადგა. უფრო სწორად იძულებული იყო განმდგარიყო. მანამდე, რამდენჯერმე შელაპარაკება მოუწიათ ცოტნეს და ტატოს. ცოტნე ვერ იტანდა ტატოს მზერას ელენესადმი მიმართულს და რომ ცდილობდა სულ მის გვერდით ეტრიალა. ერთხელ ისიც კი უთხრა ცოტნეს მისთვის ვიბრძოლებო. ამ დროს ამოასხა ცოტნეს ტვინში და გვარიანად შეალამაზა. იმ დღეს იჩხუბეს. ძალიან მაგრა. ელენემ ძალიან განიცადა. ტატოს თვიდან ქონდა მცდელობები ელენე ,,დაეკერა’’,მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბოლოს ბედს შეეგუა და მათ ცხოვრებაში აღარ გამოჩენილა მანამდე,სანამ არ გაიგო რომ ცოტნე და ელენე დაშორდნენ. ელენე სადარბაზოდან გამოდიოდა,როცა მოულოდნელად თვალები გაუფართოვდა. არ ელოდა. ვერ წარმოიდგენდა, რომ ამდენი ხნის მერე კვლავ მოუწევდა ტატოს ნახვა. ტატო ღიმილით დაიძრა მისკენ და გადაკოცნა -როგორ ხარ ელენე? -ტატო? შენ როგორ ხარ?-აშკარად გაოცებული მზერა ქონდა ელენეს -მე კარგად. გცალია?-პირდაპირ კითხა-მინდა რომ ცოტა დავილაპარაკოთ,თუ რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ ხარ-გაუღიმა.ელენემ საათს დახედა -საათნახევარში უნივერსიტეტში უნდა ვიყო ლექციაზე -მოვასწრებთ. სადმე ყავა დავლიოთ. ელენეს უნივერსიტეტთან ახლოს მდებარე კაფეში შევიდნენ და ყავა და ნამცხვარი შეუკვეთეს -გავიგე შენ და ცოტნე დაშორებულხართ-ურცხვად მიახალა პირდაპირ.ელენეს ლამის ყავა გადასცდა.ყავის ფინჯანი თეფშზე დადო და ტატოს შეხედა -ხო,დავშორდით-მოკლედ უპასუხა. -სერიოზულადაა საქმე? -საკმაოდ-მოკლე-მოკლე პასუხებს ცემდა,რადგან არ უნდოდა დაეკონკრეტებინა თუ რატომ დაშორდნენ და საერთოდ არ სურდა ვინმესთნ მასზე და ცოტნეზე საუბარი -მოდი არ გვინდა ჩემზე და ცოტნეზე კარგი?შენზე მოყევი.რას შვები?რას საქმიანობ?-შეეცადა თემა გადაეტანა -ვარ რა,ძველებურად. პირადში ყველაფერი ისევ ისეა,როგორც იყო.ძირითადად სამსახურზე ვარ გადართული -ტატო,პირდაპირ გკითხავ, რატომ მომაკითხე?-ტატო უცებ დაიბნა -არ დაგიმალავ.შენი და ცოტნეს დაშორების ამბავი დიდი ხანია გავიგე. მერე ბევრი ვიფიქრე მენახე თუ არა და აი შედეგიც, გნახე. იმედია წინააღმდეგი არ ხარ გნახო ხოლმე?-შეაპარა ტატომ.ელენე ცოტა ხანი დადუმდა,შემდეგ -არაა პრობლემა ტატო-უთხრა და გაუღიმა. ამ დღის შემდეგ,ხოლმე კი არა ძალიან ხშირად ხვდებოდა ტატო ელენეს.ზოგჯერ ვითომ შემთხვევით,ზოგჯერ გააზრებულად ურეკავდა და ისე თხოვდა შეხვედრებს. მოკლედ, ელენე და ტატო ძალიან ხშირად ჩნდებოდნენ ხალხში ერთად,რამაც ჭორები ააგორა,თითქოს შეყვარებულები იყვნენ -მართალია რასაც ამბობენ ელენე?-გაბრაზებულმა ნანომ კითხა ერთ დღეს-შენ და ტატო ერთად ხართ?-ელენემ გაოცებისგან წარბები მაღლა აწკიპა -არა,ერთად არ ვართ.უბრალოდ ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს -აბა სულ ერთად რატომ მოძრაობთ?-არ ეშვებოდა ნანო -რა დაკითხვებს მიწყობ ნანო?-გაბრაზდა ელენეც-ხო,ერთად ვმოძრაობთ,მაგრამ შეყვარებულები არ ვართ -ტატოს მიმართ რამეს გრძნობ ელენე?სიმპათიები გაგაჩნია მის მიმართ?ამას რატომ გეკითხები, მაინტერესებს მართლა გინდა მაგასთან ყოფნა თუ უბრალოდ ცოტნეს ჯინაზე ხვდები მას? -არ არის გამორიცხული რომ ჩემი ჭკუით ცოტნეს ,,დასჯა’’ იყოს ეს საქციელი. ისე უნდა ვაღიარო ტატოსთან თავს კარგად ვგრძნობ,მასთან მშვიდად ვარ და ვცდილობ ცოტნეზე არ ვიფიქრო.ეს ძალიან კარგი საშუალებაა ცოტა ხნით მაინც ცოტნეზე ფიქრს თავი დავანებო და ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. მარტო რომ ვიყო სულ ცოტნეზე ვიფიქრებ,მთელი ღამე ისედაც სულ ამას ვაკეთებ ნანო და მინდა დღისით მაინც,ცოტა ხნით მაინც არ ვიფიქრო მასზე.ძალიან ძნელია ჩემთვის-ნაღვლიანად უთხრა ელენემ-მენატრება-თქვა და ცრემლები წამოუვიდა -შენი სიამაყის გამო ხომ დაკარგე ცოტნე ელენე?-არანაკლებ ნაღვლიანმა მიუგო ნანომ-რომ არა შენი პრინციპები ეხლა ერთად იქნებოდით. უკვე ერთი წელი გავიდა,რაც დაშორდით და შენს თვალებში ის სიხარულის ნაპერწკალი ამდენი ხანია არ შემიმჩნევია.მესმის, რომ შეიძლება ტატო კარგი პიროვნებაა და მასთან თავს კარგად გრძნობ,მაგრამ მის გრძნობებზე მაინც არ ითამაშო და თუ მის მიმართ არაფერს გრძნობ, იმედი არ მისცე ელე,დაიცავი დისტანცია მასთან -რატომ არ უნდა ვცადო სხვასთან ურთიერთობა?იქნებ ეს არის შანსი რომ ბედნიერი ვიყო? ისევ რატომ ვკრა ხელი ბედნიერებას -შენი აზრით ტატოსთან ბედნიერი იქნები?-გამომცდელად შეეკითხა ნანო -არ ვიცი.მაგრამ ცდას არაფერი უდგას წინ-ცრემლები შეიმშრალა -არ ინანო ელე. მე გაგაფრთხილე-თავზე ხელი დაუსვა და მარტო დატოვა. მთელი ერთი წლის განმავლობაში ელენე სულ ნაღვლიანი იყო. მიუხედავად იმისა,რომ ცდილობდა გარეგნულად არ შეემჩნია,მის თვალებში დიდ ტკივილს ამოიკითხავდით. ცოტნეს მონატრების ტკივილს.თითქოს ცდილობდა და ცდილობს,რომ ტატოსთან ურთიერთობა ააწყოს. ტატომ შესთავაზა კიდევაც ერთად ვიყოთო,მაგრამ ელენემ დრო მჭირდებაო. ხოდა ეხლა სწორედ მაგას ფიქრობს,რომ შანსი მისცეს და სცადონ ურთიერთობის აწყობა. რაც შეეხება დიმას, ისე ხშირად აღარ ეკონტაქტებიან ერთმანეთს. ისევ ცდილობენ თავი აარიდონ ურთიერთობას ზედმეტად. დიმა ხშირად მიდიოდა მივლინებით სხვადასხვა ქალაქებში და ესეც ხელს უწყობდათ რომ ხშირად არ ენახათ ერთმანეთი.ტატოს და ელენეს ერთად სიარულის ამბავი რომ გაიგო,მაშინ კი შეეხმიანა და მის ხმაში საყვედური გამოსჭვაოდა. -მოგწონს ელენე შენი საქციელი?-უთხრა ერთ დღეს დიმამ -რას გულისხმობ?-ვითომ ვერ მიხვდა -თავს ნუ ისულელებ. ტატოს ვგულისხმობ. რა საქციელია შენი მხრიდან მასთან ერთად რომ ჩნდები ასე ხშირად?-გაბრაზებული ელაპარაკებოდა -და შენგან უნდა ავიღო ნებართვა დიმა?-ირონიულად უთხრა. დიმას არ ესიამოვნა ელენეს ტონი -ჩემგან ნებართვის აღება არ გჭირდება ეს მშვენივრად იცი და იმასაც მშვენივრად ხვდები ამას რატომ გეუბნები. შენი ჭკუით ცდილობ ცოტნეს სამაგიერო გადაუხადო. დარწმუნებული ხარ რომ ცოტნე გაიგებს და გული ძალიან ეტკინება. გინდა რომ ის გაამწარო. ამის მიღწევას ცდილობ შენი საქციელით-მტკიცედ უთხრა დიმამ -რასაც არ უნდა ვცდილობდე, მე თავისუფალი ქალი ვარ და რასაც მინდა იმას გავაკეთებ და ვისთანაც მინდა იმასთან ვივლი.ეგ არავის საქმე არაა. მე და ცოტნე დავშორდით ერთმანეთს და სრული უფლება მაქვს ახალი ურთიერთობა დავამყარო,თუნდაც ტატოსთან. ეგ უკვე მხოლოდ ჩემი საქმეა -არ იქცევი სწორად ელენე. ორივე ძალიან დაიტანჯებით,შენც და ცოტნეც. არ გინდა რა-დაღლილი ხმით მიუგო დიმამ -მადლობა რომ ასე ზრუნავ ჩვენზე დიმა,მაგრამ არ ვარ ვალდებული შენი რჩევა გავითვალისწინო -ვერ გცნობ, სულ სხვანაირი გახდი. მე ესეთი ელენე არ გამიცვნია-დანანებით ჩაილაპარაკა დიმამ -შენს ძმაკაცს უმადლოდე-გაღიზიანებულმა მიუგო -ის იქ იტანჯება,შენ აქ.როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? -სულ ესე იქნება -არ იქნება თუ მოინდომებ და შეურიგდები -არამფერსაც არ მოვინდომებ. რაც წავიდა საერთოდ ერთხელაც არ შემხმიანებია. ალბათ უკვე დავავიწყდი კიდევაც. ვინმე ფრანგ ნაშას იპოვიდა და მაგასთან გაერთობოდა.ეგ არ გაუჭირდებოდა-ირონიულად თქვა ელენემ -ასე არაა ელენე -როგორც არ უნდა იყოს,არ მაინტერესებს. აღრ მინდა დიმა ცოტნეზე ლაპარაკის გაგრძელება-ასე დამთავრდა იმ დღვანდელი ელენე და დიმას საუბარი.მაგის ემრე დიმას აღარც უხსენებია ელენესთან ცოტნე და მითუმეტეს ტატოს და მისი ურთიერთობა. ცოტნე სულ კითხულობდა ელენეს და დიმასგან გებულობდა ახალ ამბებს. ტატოზე რომ გაიგო კონაღამ გადაყვა ამ ამბავს.რამდენიმე დღე სრულ დეპრესიაში იყო და დარეკვითაც აღარ ურეკავდა არც თავის ოჯახის წევრებს და არც დიმას. ასეა თუ ისე ტატო და ელენეს წყვილი შედგა. ელენე დათანხმდა. ყველა შოკში იყო მისი გადაწყვეტილებით,როცა გამოაცხადა რომ ტტო და ის ერთად არიან. ეხლა უკვე მათაც დაუდასტურეს ხალხს და ჭორები რეალობად აქციეს. -ხვალ შეგეხმიანები-უთხრა ტატომ,როცა ელენე სადარბაზოსთან მიიყვანა და მსუბუქად აკოცა -ხვალამდე-უთხრა ელენემ და მანქანიდან გადმოვიდა. სადარბაზოში შევიდა და გამოძახებულ ლიფტს ელოდებოდა -დავიჯერო ამხელა ქალაქში ტარიელის მეტი კაცი ვერ ნახე?-მოესმა ზურგს უკან მისთვის ასე ნაცნობი, ირონიული ხმა,რომელმაც ადგილს მიაყინა. მუხლები აუკანკალდა და შებრუნება ძლივს გაბედა. როგორც კი მის თვალებს გადააწყდა, გულმა ბაგა-ბუგი დაიწყო. ამდენი ხანი არ უნახავს. ამდენი ხანი ელოდებოდა მის თუნდაც ერთხელ ნახვას ან ხმის გაგონებას, ყველაფრის მიუხედავად საშინლად ენატრებოდა. თვალები აუწყლიანდა -ცოტნე...-ძლივს ამოიღო ხმა -გამარჯობა ელენე-ირონიულ ტონს არ იცვლიდა ცოტნე-არ გკითხავ როგორ ხარ, ისედაც გეტყობა-წარბი მაღლა ასწია და ირონიულად გაიცინა,მერე კი მზერა ელენედან სადარბაზოს კედლებზე გადაიტანა -როდის ჩამოხვედი?-სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა,პირდაპირ ეგ კითხა -დღეს დილით -სიჩუმე ჩამოვარდა.ორივეს უჭირდა ლაპარაკი -რაღა მაინცდამაინც ის ელენე?რაღა მაინცდამაინც ის?-დიდი გულისტკივილით კითხა ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ -ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს შენთვის ეს ტატო იქნებოდა თუ სხვა?-ცოტა გაბრაზებულმა მიუგო ელენემ.წესით ცოტნე ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაბრაზებულიყო,როცა ელენეს სხვა კაცის გვერდით დაინახავდა,მაგრამ ტატოს გვერდით დანახვა ორმაგად უშლიდა ნერვებს ცოტნეს. -ზოგადად მიჭირს შენი წარმოდგენა ჩემს გარდა სხვა კაცთან,მაგრამ ეს ფაქტი ასმაგად მტკივნებულია ჩემთვის -რას ვიზამთ ცოტნე. ეს ცხოვრება ასეა. არავინ იცის ვის რას გვიმზადებს ბედი -სისულელეა! ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია. ჩვენ თავად ვქმნით ჩვენს ბედისწერას -შენთან ბედზე საუარს არ ვაპირებ,ძალიან დავიღალე და სახლში უნდა ავიდე-უთხრა და ლიფტის ღილაკისკენ მიბრუნდა და თითი მიაჭირა.ლიფტის კარი გაიღო -აღარ გიყვარვარ?-ხელით გააჩერა ლიფტისკენ მიმავალი ელენე.ელენე ამ ისტყვებმა შეაკრთო და თვალები აუბრჭყვიალდა -აღარ!-მისკენ არ შებრუნებულა ისე შევიდა ლიფტში და მე-7 სართულის ღილაკს მიაჭირა თითი. კარი დაიკეტა. ცოტნემ ერთ ხანს უყურა ლიფტის დაკეტილ კარებს და შემდეგ უკანმოუხედავად დატოვა ელენეს სადარბაზო. *** -რომ იცოდე როგორ გამიხარდა რომ ჩამოხვედი-გადაეხვია დიმა ცოტნეს -იგივეს ვერ ვიტყოდი-ამოიხვნეშა ცოტნემ-აქ არც თუ ისე კარგი ამბები დამხვდა-დიმა მაშინვე მიხვდა რასაც გულისხმობდა -არ ვიცი რა გითხრა -შენ რა უნდა მითხრა? რაც არის,არის-ხელი გაიქნია.ამ დროს დიმას ტელეფონმა დარეკა -ბოდიში ცოტნე, დედაჩემია,უნდა ვუპასუხო-ცოტნემ რაზეა ლაპარაკიო და დიმამ ტელეფონს უპასუხა და ცოტა ხნით გარეთ გავიდა. ცოტნემ მიმტანს შეკვეთა მისცა.შეკვეთა რომ მოიტანეს, მანამდე დიმაც დაბრუნდა შეწუხებული სახით -რა სახე გაქვს? მოხდა რამე? -ნუ მკითხავ-ტუჩები უკმაყოფილოდ დაპრუწა დიმამ-დედაჩემი ხომ არ შეგარგებს ბედნიერად ცხოვრებას რა-დაიწუწუნა _რა მოხდა?-გაეცინა ცოტნეს -მაგის დაქალია რა ერთი. ჩვენთან ცხოვრობს ამერიკაში-დაიწყო დიმამ-მაგის შვილი ცხოვრობს აქ თბილისში. სტუდენტია. ხოდა ეხლა ბინაში რემონტი გადაწყვიტა ქალბატონმა და არ იცის სად წავიდეს.დედაჩემმა დაიჟინა რა პრობლემაა ჩვენთან იცხოვროსო დროებითო,სასტუმროში ფულს ტყუილად რატომ გადაყრისო-თვალები გადაატრიალა-ხოდა შემჭამა რა.სამ დღეში გადმოვა შენთან და იცოდე წესიერად მოექეცი და ბავშვი არ გამინაწყენოო.არც უკითხავს ჩემთვის მინდა თუ არა ვიღაცასთან ერთად ცხოვრება. მინდა ეხლა მე სიმყუდროვის დამრღვევი?-ჩაიცინა და ხელი აიქნია -კაი შენც რა ავარდი.სამუდამოდ ხომ არ გადმოდის არა? 1-2 თვე გაიჭირვე შენც რამენაირად-უთხრა და ვისკი მოსვა -2 თვე სახლში მისვლა მეზარებოდეს იქნება-გაეცინა და გაზიანი სასმელი მოსვა,რადგან ალკოჰოლს ვერ სვამდა -ნუ აწიკვინდი ეხლა შენც ქალივით რა-ხელი აიქნია ცოტნემ-ჯერ არც გაგიცვნია ისე აითვალწუნე ადამიანი,ესე გაგონილა? -ზუსტად ვიცი რა კატეგორიაც იქნება. ვითომ სვეტები,თავში ავარდნილები, ძაან ,,დონე’’ გოგოები რომ არიან,მხოლოდ ჩაცმა-დახურვასა და გართობაზე რომ ფიქრობენ,ტვინის მაგივრად ჩალა რომ უდევთ თავში აი მაგ ტიპის გათამამებული, გამეტიჩრებული გოგო იქნება ეგეც და უკვე მეშლება ნერვები -ხმა დაიწვრილა დიმამ ქალივით და თვალები გადაატრიალა-შემიძლია ეხლა მე ასეთთან ცხოვრება?-ნუ მოკლედ,ხოაზრზე ხარ არა?-გაეცინა.ცოტნე თვალებგაფართოებული უსმენდა დიმას,რომელმაც უცნობი ადამიანი ისე დაახასიათა და როლში შეიჭრა,თითქოს მისთვის ყველაზე საძულველ არსებას ახასიათებდა. სიტყვის ჩაკვეხებაც ვერ მოასწრო ისე მიაყარა დიმამ სათქმელი -საიდან დიმ ამდენი აგრესია?-სიცილით კითხა.დიმამ ხელი აიქნია კაი ერთიო და წვენი დალია. ბევრი ილაპარაკეს. ცოტნე იქაურ ამბებს უყვებოდა დაწვრილებით,დიმა აქაურს. ბოლოსკენ ცოტნე ისევ მოიღუშა.დიმამაც შეამჩნია მისი ეს ცვლილება და შეეცადა როგორმე გამოეკეთბინა ცოტნესთვის ხასიათი,თუმცა ამაოდ. ელენე სახლში როგორც კი ავიდა,ეგრევე თავის ოთახს მიაშურა, თავი ბალიშში ჩარგო და აბღავლდა. არ ელოდა ასე მოულოდნელად ცოტნეს ჩამოსვლას და მითუმეტეს მასთან შეხვედრას. ჯერ კიდევ უჭირს მასთან ასე ახლოს ყოფნა და გრძნობების მოთოკვა. მართალია ერთი წელია არ უნახავს,არ შეხმიანებია, მის შესახებ არაფერი გაუგია და თითქოს უძლებდა უმისობას,თუმცა ფიქრებით სულ ცოტნესთან იყო. როცა ამდენი ხნის მერე კვლავ დაინახა,თან თვითონ მან მიაკითხა, გული აუფრთხიალდა და ლამის საგულედან ამოუხტა. წარმოდგენა არ აქვს რა მოხდება მის ცხოვრებაში და როგორ განვითარდება მოვლენები -ელენე,ტატოსთან მართლა აპირებ სერიოზული ურთიერთობის გაგრძელებას? -აბა ვითომ?-გაკვირვებულმა კითხა -რავიცი, მაინც ცოტნე დაბრუნდა და..-მხრები აიჩეჩა ნანომ -რა შუაშია ცოტნეს დაბრუნება. მე და ტატო ერთად ვართ და ცოტნე ხელს სულაც არ მიშლის-გაღიზიანებულმა უპასუხა -ნეტავ ვის ატყუებ? მე,ტატოს, ცოტნეს თუ შენს თავს?თუმცა რას გეკითხები. შენ ყველას ატყუებ ელენე,შენი თავის ჩათვლით.ტატოს ატყუებ რომ მისი შეყვარებული ხარ,სინამდვილეში კი მხოლოდ მოიაზრები და მეტი არაფერი შენ ის არ გიყვარს,მასაც ტყუილ იმედებს აძლევ, ცოტნეს ატყუებ რომ მის მიმართ არაფერს არ გრძნობ და ამას მიმტკიცებ მეც,ცოტნესაც და შენს თავსაც. დაფიქრდი და ისე მოიქეცი ელენე. მე გირჩევ რომ ბედნიერების შანსი არ გაუშვა ხელიდან.დაშორდი ტატოს და თუ ცოტნე ისევ მოვა შენთან წინადადებით,ხელი არ კრა-მონოლოგი დაამთავრა ნანომ.ელენე გაშტერებული უსმენდა -პირდაპირ არ გითქვამს,მაგრამ მეუბნები შტერი ხარო-გაღიზიანებულმა დაიწყო-გგონია მე არ ვიცი რას და როგორ ვგრძნობ? რა არის ჩემთვის უკეთესი და რა არა? -რომ არ იცი მაგიტომ გეხმარები რომ უკეთ გაერკვიო რა ხდება შენს ირგვლივ. ცხელ გულზე ნუ მოქმედებ ელენე. აწონ-დაწონე ყველაფერი და ისე მოიქეცი. ხომ იცი როგორ მიყვარხარ და შენთვის კარგი მინდა,ამიტომ გეუბნები პირში ყველაფერს და ხელს არ გისვამ თავზე და არ გეუბნები ყოჩაღ ელენე, კარგი გადაწყვეტილებაა,იყავი ტატოსთან და ერთად ბედნიერები იქნებით მეთქი. ეგ რომ გითხრა იქნება ტყუილი და მე ვიქნები ყალბი. ასე არ შემიძლია. ჩემი აზრი იცი და იმედია შენც მიხვალ სწორ დასკვნამდე. ერთხელ ყველა უშვებს შეცდომას. ცოტნეს კი ისეთი შეცდომა დაუშვია,რომლის გამოწორებაც და პატიებაც არ შეიძლება. რომ იცოდე როგორ მინდა რომ ისევ ერთად იყოთ-ელენეს პასუხი არ გაუცია.ნანოს ნათქვამმა დააფიქრა და ცრემლები წამოუვიდა. **** დიმა ტელევიზორს უყურებდა, კარზე ზარი რომ დარეკეს. საათს დახედა,10 საათი იყო. ძლივს წამოიზლაზნა ფეხზე და კარების გასაღებად წავიდა. კარი რომ გააღო წარბები გაკვირვებულმა აზიდა მაღლა.კარებში 20 წლამდე,ქერა გოგო იდგა 2 ჩემოდნით. ერთხანს გაოცებულმა უყურა.მერე გაიაზრა რომ ეს გოგო ალბათ დედამისის დაქალის შვილია,რომელმაც მასთან უნდა იცხოვროს რამდენიმე ხანი.საერთოდ არ ახსოვდა რომ ამ დღეებში უნდა გადმოსულიყო. ,,დაერეკა მაინც? ან ასეთ დროს ვის გაუგია სტუმრობა?’’-უკმაყოფილოდ გაიფიქრა გონებაში -გამარჯობა დიმა, მე რუსოს გოგო ვარ-გაუღიმა-ბოდიში რომ ასეთ დროს და გუფრთხილებლად დაგადექი თავზე,მაგრამ მთელი დღე ვალაგებდი-მიაყარა სათქმელი.დიმა ერთ ხანს მიაჩერდა -გამარჯობა და არაუშავს-მიუგო მკვახედ,მერე კარებიდან გამოიწია,რომ სტუმარი შეეტარებინა. წესის გამო ჩემოდნების შემოტანაშიც დაეხმარა,თორემ სულაც არ ეპრიანებოდა ამ უპასუხისმგებლო გოგოს ჩემოდნების თრევა. ხომ იცოდა რომ უნდა გადმოსულიყო? წინა დღეს ვერ ჩაალაგა ბარგი?ქარაფშუტა-გემრიელად გამოლანძღა გონებაში-თუმცა რას ვერჩი?ქერაა-დაასკვნა. არ მოწონს ქერა გოგოები. ყველა იმ ქერა გოგოსთან,ვისთანაც შეხება ქონია,ყველა ბატი და ჩერჩეტი იყო. სწორედ ამან გაუმყარა არსებული სტერეოტიპები ქერებზე. ამ გოგოზეც ეგეთი შთაბეჭდილება შეექმნა-გადასარევია. მომიწევს ამის სიშტერეების ყურება გარკვეული პერიოდი-თვალები შეუმჩნევლად გადაატრიალა -წამომყევი,შენს ოთახს გაჩვენებ...-აქ ცოტა შეყოვნდა,რადგან სახელი არ იცოდა -ელენე, ელენე მქვია-მიხვდა რომ სახელით უნდოდა მიემართა დიმას და ამის გამო გააკეთა პაუზა. ,,ჰმ, კიდევ ერთი ელენე’’-უსიამოვნოდ გაიფიქრა გონებაში -შეგიძლია ელენიკო დამიძახო, ან ელე,ელუსა,ელო,ელი ნუ მოკლედ, როგორც გაგიხარდება-მიაყარა სათქმელი და გაუღიმა -კარგი ელენე, ეს იქნება შენი ოთახი-სტუმრებისთვის განკუთვნილ საძინებელში შეიყვანა და ჩემოდნები იქვე კუთხეში მიალაგა-იმედია კარგად მოეწყობი-უთხრა და ოთახიდან გავიდა.ელენეც უკან მიყვა.დიმამ გაკვირვებულმა შეხედა -დღეს მაგეების ამოლაგების თავი არ მაქვს,ისედაც მთელი დღეა ვალაგებ. ცოტა ხანი აქ ვიქნები,თან გაგიცნობ-უთხრა და დივანზე ჩამოჯდა -რამდენი წლის ხარ დიმა?-პირდაპირ კითხა. ეტყობა რომ ძალიან გახსნილი გოგოა და ადვილად შედის კონტაქტში. აბა სხვანაირად ჯერ მხოლოდ 5 წუთია,რაც დიმა გაიცნო და პირდაპირ დიმაზე ინფორმაციის შეგროვება გადაწყვიტა -26-მოკლედ უპასუხა და მის გვერდით სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა -5 წლით დიდი ყოფილხარ ჩემზე-ტუჩები გააწყლაპუნა-მუშაობ? -კი ვმუშაობ-მშრალად უპასუხა -სად? -ადვოკატი ვარ -ოჰო, კარგი პროფესიაა. ბავშვობაში მე მინდოდა იურიდიულზე ჩამებარებინა,მაგრამ მერე ჟურნალისტიკაზე გადავწყვიტე,რადგან მივხვდი რომ ეს ჩემი მოწოდებაა-აიკრიფა ელენემ და პირი არ გაუჩერებია ,,ნეტავ ეს გოგო სულ ამდენს ლაპარაკობს?’’-შეწუხებულმა გაიფიქრა დიმამ -ხო,გეტყობა რომ ჯურნალისტი ხარ-ირონიულად მიუგო-ეგრევე კითხვები მომაყარე-ტელევიზორისთვის თვალი არ მოუშორებია ისე უპასუხა. ელენე მიჩვეულია რომ ხალხს თავს აბეზრებს თავისი ლაპარაკით,მაგრამ იმდენად უყვარს ლაპარაკი,რომ უჭირს გაჩუმება. ეგ კი საკმაოდ მუდო ტიპი ჩანს ელენეს გადმოსახედიდან ,,არადა ფიზიკურად რა შოკია’’-გაიფიქრა და ტუჩი კბილებშუა მოიქცია -მე ძალიან მომწონს ჩემი პროფესია.ჯერ მხოლოდ მე-3 კურსზე ვარ,მაგრამ ტელევიზიაში პრაქტიკებს გავდივარ და ძალიან მომწონს-მაგარი ტიპია ეს გოგო, რაში აინტერესებს ეხლა დიმას რას აკეთებს და სად გადის პრაქტიკებს? ჯერ არ გადმოსულა და უკვე თავი მოაბეზრა -ხოო,კარგია-ისევ მოკლედ უპასუხა. არ უნდოდა ზედმეტად უხეშად გამოსვლოდა,რადგან მაინც სტუმარია და არ უნდა ეუხეშოს.თან ახვედრებს რომ ბევრს ლაპარაკობს,მაგრამ ეს გოგო მაინც არ ჩერდება -ყავა გაქვს?-მოილოდნელად სულ სხვა რამ კითხა -მხოლოდ ხსნადი -მე ნალექიანი მიყვარს-ტუჩები უკმაყოფილოდ დაპრიწა ელენემ-ეხლავე ამოვიტან-საძინებლისკენ გაიქცა და საფულე აიღო.დიმამ გაკვირვებულმა შეხედა ელენეს,რომელიც თვალისდახამხამებაში გავარდა სახლიდან და 5 წუთში ამოვალო მიაძახა დიმას. დიმა აზრზე ვერ მოვიდა რა მოხდა. ისიც კი ვერ მოასწრო ეთქვა რომ ის ამოიტანდა და ამ დროს გოგოს არ ჩაუშვებდა მარკეტში,მაგრამ მოასწრო რამე? ქარბორბალასავით გავარდა. -ეს ვინ არის?-სიცილით ჩაილარაკა და თავზე ხელები მოისვა. ზუსტად 10 წუთში ელენე პარკებით ხელში დაბრუნდა. -სად გაიქეცი ერთი? მე ვერ ჩავიდოდი?-უსაყვედურა დიმამ -ჩემს საქმეზე შენ რატომ უნდა ჩასულიყავი? ყავა მე მინდოდა. პლიუს კიდევ მოვაყოლე ტკბილეულობა,რადგან დარწმუნებული ვარ შენ ესენი არ გექნებოდა-სხარტად უპასუხა და ცელოფნიდან ტკბილეულის ამოლაგება დაიწყო -შენ არ დალევ ყავას? -არა მადლობა-უთხრა დიმამ და ელენე სამზარეულოში მარტო დატოვა ,,მიხედავს თავის თავს,არ გაუჭირდება’’-ჩაიბუტბუტა თავისთვის და კვლავ ტელევიზორთან მოკალათდა. მალევე ელენეც მიყვა უკან ყავით და ტკბილეულით ხელდამშვენებული ,,ასე უცებ როგორღა მოასწრო ყავის მოხარშვა’’? -დასვა გონებაში შეკითხვა -ვგიჟდები ყავაზე. დღეში უამრავჯერ ვსვამ-კვლავ დიმას გვერდით მოკალათდა,ფეხები დივანზე აიკეცა და შოკოლადის ნატეხი გააქანა პირში და ტელევიზორს მიაჩერდა ,,გაძლება მომცეს ღმერთმა’’-კვლავ გონებაში გაიფიქრა დიმამ და ერთი მაგრად ამოიხვნეშა. *** ცოტნე ელენეს დაყვებოდა ჩუმად. მისი ყოველი ნაბიჯი იცოდა.როდის გადიოდა სახლიდან,რა დროს ისვენებდა,რა დროს ხვდებოდა ტატოს და ა.შ. ბოლო მოქმედებაზე ნერვები ასკდებოდა ხოლმე.უნდოდა მანქანიდან გადასულიყო და გემრიელად ეცემა ტატო,მაგრამ ხვდებოდა რომ ამის უფლება არ ქონდა.რამდენჯერმე წამოადგა კიდევაც თავზე,მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. ერთს დაგესლავდა და ტოვებდა წყვილს. ელენესაც ნერვები ეშლებოდა ცოტნეს საქციელზე,რბილად ახვედრებდა რომ ზედმეტი იყო და არ უნდა ჩარეულიყო მისი და ტატოს ურთიერთობაში. -3 დღით სიღნაღში მივდივარ სამსახურის საქმეზე ელე-უთხრა ერთ დღეს ტატომ-შენც ხომ არ წამოხვიდოდი?- -სიამოვნებით,მაგრამ სამსახურს ვერ გავაცდენ ტატო -კარგი,არაუშავს.სხვა დროსაც ვნახავთ ერთად სიღნაღს-დაიმშვიდა თaვი ტატომ. მან მშვენივრად იცოდა ელენე უარს რომ ეტყოდა წaყოლაზე,მაგრამ მაინც ცადა და კითხა -როდის მიდიხარ? -ზეგ დილით-მოიღუშა ტატო -ძალიან მომენატრები-უთხრა ტატომ ცოტა ხნის დუმილის შემდეგ -3 დღით მიდიხარ,მთელი წლით კი არა-გაეცინა -ჩემთვის ეს 3 დღეც უსაშველოდ ბევრია უშენოდ-ელენე ამ სიტყვებზე დასევდიანდა. კარგად ხვდება რომ ტატოს გრძნობებზე თმაშობს და მისი საქციელით იმედს აძლევს,მაგრამ რა ქნას? ტატოსთან თავს კარგად გრძნობს და მოსწონს მასთან ურთიერთობა.არადა არ შეუძლია მანაც უთხრას მსგავსი სიტყვები,როგორსაც ტატო ეუბნება ,,მომენატრები’’, ,,უშენოდ მიჭირს’’, ,,ვგიჟდები შენზე’’ და ა.შ. ამებს მხოლოდ ცოტნეს ეუბნებოდა და მეტი არავისთვის არ უთქვამს. უჭირს ისე უბრალოდ უთხრას ეს სიტყვები ადამიანს,რომლის მიმართაც მხოლოდ სიმპათიები გააჩნია. ,,არა,უნდა დაელაპარაკოს ტატოს. ნანო მართალია,ასე გაგრძელება არ შეიძლება. ასე მეც დავიტანჯები და ტატოსაც დავტანჯავ’’-გაიფიქრა ელენემ -აბა შეხვედრამდე ტატო-დაემშვიდობა ელენე და გადაჭრით გადაწყვიტა რომ ტატო როგორც კი დაბრუნდება სიღნაღიდან აუცილებლად დაელაპარაკება და ურთიერთობას გაარკვევს. მერე რა რომ ცოტნესთან აღარ არის? ტატოს მოტყუებას ვერ გააგრძელებეს და მის გრძნობებზე ვერ ითამაშებს. ტატოც მშვენივრად ხვდება რომ ელენეს ის არ უყვარს,მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს და ელენე ყველანაირად ასიამოვნოს. *** -რა სახით ხარ?-როგორც კი კარი გაუღო,ეგრევე ეგ კითხა ცოტნემ -შემო-შეწუხებული სახით უთხრა-ტვინახდილი ვარ -რა ხდება?-ინტერესით კითხა -ჩემი ხიზანი-თვალები უკმაყოფილოდ აატრიალა-3 დღეა რაც გადმოვიდა და ლაპარაკით დამღალა -ოოოჰ-გაეცინა-კაი გოგოა? -ბავშვია რა-მხრები აიჩეჩა-მაგრამ იმხელა ენა აქვს რას შევადარო არ ვიცი.სახლში თუა ვერ მოიწყენ -რა გინდა მერე,გამრთობი და ხმის გამცემი გყოლია -ხმის გამცემიცაა და ხმის გამცემიც-გაეცინა-რამეს დალევ? -არაფერი არ მინდა,დაჯექი. ცოტა ხნით გამოვედი. არ ვიცი რა ვქნა-მოიღუშა -ელენესთან არაფერი ხო?-ფრთხილად კითხა,რადგან იცის რამდენად მტკივნეულია ეს თემა ცოტნესთვის.ცოტნემ თავი გააქნია -აზრი არ აქვს-ხელი ჩაიქნია და დადუმდა -ეხლავე მოვალ-კარზე ზარის ხმა გაისმა და დიმა კარის გასაღებად წავიდა -საღამომშვიდობისა-მიესალმა ელენე დიმას და დივანზე მჯდომ ცოტნეს გახედა და მასთან მივიდა მისასალმებლად -გამარჯობა-გაუღიმა ცოტნეს -გამარჯობა-ცოტნემ გაკვირვებულმა აათვალიერა და მიხვდა ვიცნ იქნებოდა -მე ელენე ვარ, დიმას მდგმური-გაეცინა-მეგობრები ელოს მეძახიან-უთხრა და დივანზე ჩამოჯდა. სახელ ელენეს გაგონებაზე ცოტნეს ისევ შეეცვალა გამომეტყველება და მოიწყინა.ელოს გაუკვირდა მისი ცვლილება,მაგრამ არ გაუმახვილებია ყურადღება -მე ცოტნე ვარ,დიმას მეგობარი-ცოტნემაც შეძლებისდაგვარად გაუღიმა -ყავა მინდა და თქვენ არ დალევთ?-უცებ ფეხზე წამოდგა -არ შეწუხდე,მადლობა-უთხრა ცოტნემ -რა შეწუხებაა. რომელი გაგიკეთოთ?-ორივეს გადახედა. დიმა და ცოტნეს ხსნადი გაუკეთა და თვითონ როგორც ყოველთვის ნალექიანი გაიკეთა. მერე საძინებელში გავიდა თავის ყავიანად,რადგან არ უნდოდა ძმაკაცებისთვის ხელი შეეშალათ -სხარტი გოგოა-უთხრა ცოტნემ დიმას,როგორც კი ელო გავიდა -ნამეტანი-გაეცინა დიმას -რას ერჩი,მშვენიერი გოგოა -ბავშვი-შეუსწორა დიმამ -ნუ რაც არის-ცოტნესაც გაეცინა. დიდ ხანს აღარ გაჩერებულა,მალე დატოვა დიმას ბინა. ელომაც აღარ დააყოვნა და საძინებლიდან ტანსაცმელგამოცვლილი დაბრუნდა. თავისუფლად ეცვა. ძალიან მოკლე შორტი,შლოპანსები და თავისუფალი სტილის ზედა. დიმამ ფეხებიდან დაუწყო თვალიერება და წარბები მაღლა აზიდა. ელოს მართლაც რომ უნაკლო ტანი აქვს.საოცრად გრძელი ფეხები და მიმზიდველი მკერდი და საჯდომი. -საჭმელს შეჭამ?-გამოსძახა სამზარეულოდან -არ მინდა, შენ ჭამე ელენემ სალათის ფურცლები გამოიღო, დაჭრა, ბულგარული,პომიდორი და ხახვი გაუკეთა და ერთმანეთში აურია მაიონეზთან ერთად. ვეგეტარიანელია და მხოლოდ ბოსტნეულს ჭამს. პირველად რომ მოვიდა და დიმას მაცივარში მხოლოდ ნახევარფაბრიკატები ედო,ისიც ხორციანი ლამის ცუდად გახდა მათ დანახვაზე. მეორე დღესვე ჩაცუნცულდა მარკეტში და სხვადასხვა სახის ბოსტნეული ამოიტანა.დიმას ამდენი ბოსტნეულის დანახვა კი გაუკვირდა,მაგრამ ელომ გაკვირვების დროც არ მისცა ისე ატაკა რომ ვეგეტარიანელია და ხორცი ეზიზღება.დიმამ ხელი აიქნია და ელო თავის ბოსტნეულთან ერთად დატოვა. -ისე რომ იცოდე ამ ბინაში მარტო არ ხარ და ტრუსით ნუ იმოძრავებ-უკმაყოფილოდ უთხრა დიმამ-თანაც გაითვალისწინე რომ კაცთან ერთად ხარ-ირონიულად დაასრულა წინადადება.ასეთ დროს არ შეუძლია პირდაპირი არ იყოს დიმა და არ უთხრას ადამიანს,რასაც ფიქრობს. ელენეს ცოტა ეწყინა დიმას ასე პირდაპირობა,მაგრამ რა ქნას,მართლა ძალიან მოკლეა ეს შორტი,თანაც კომფორტულად გრნობს მასში თავს. თავის ბინაში სულ ასე მოძრაობს -მიჩვეული ვარ ასე სიარულს-მხრები აიჩეჩა -მაშინ მეც ტრუსით ვივლი და გეტყვი ასე ვარ მეთქი მიჩვეული და მოგეწონება? -ეს შორტია და არა ტრუსი-გაბუტულმა მიუგო -რა მნიშვნელობა აქვს რა არის? ტრუსზე გრძელი მაინც არაა-მხრები აიჩეჩა დიმამ და ლეპტოპი ჩართო -დიმა შეყვარბეული არ გყავს?-სრულიად შეცვალა თემა და პირდაპირ აჯახა დიმას. დიმამ წარბაწულმა შეხედა -სადაც არ გეკითხებიან იქ ცხვირს ნუ ყოფ-მიახალა და ლეპტოპს ჩააჩერდა -უიმე, რა უტაქტო ბიჭი ხარ მაინც დიმა.-ტუჩები დაპრუწა ელომ-რა გკითხე ეხლა ისეთი? -არ მყავს-მოკლედ მოუჭრა,რადგან მიხვდა რომ ამ კითხვაზე ასე გამოკიდება არ იყო საჭირო -არც არავინ არ გიყვარს?-არ მოეშვა ელო -მიყვარს-მკვახედ მიუგდო -მას? -ელენე,შემეშვები?-მობეზრებულმა კითხა და ცოტა გაღიზიანდა,რადგან ეს მეტიჩარა გოგო ძალიან პირადულ თემას ეხებოდა -უჟმურო-უთხრა და საძინებელში წავიდა.თან დიმას ლანძღავდა გულში. -მეტიჩარა-ჩაიფრუტუნა დიმამ თავისთვის და ლეპტოპს მიუბრუნდა. 2 კვირა გავიდა რაც ელო გადმოვიდა დიმასთან და დიმას სიმყუდროვე დაურღვია ყველანაირი გაგებით. ერთ დღში ცუმანივით დაატყდა თავს და ასე გრძელდება. ხშირად წაიკამათებენ ხოლმე, მიუხედავად იმისა,რომ ელო სტუმარია დიმა მაინც არ იკავებს თავს შენიშვნებისგან.მერე არც ელო არ უთმენს და სულ კამათობენ ხოლმე. დიმას ზოგჯერ საშინელი სურვილი აქვს ეს გოგო გატყიპოს როგორც პატარა ბავშვი და თავისი ადგილი მიუჩინოს,მაგრამ კიდევ თავისი მშობლების გამო იკავებს თავს,რადგან მათი ახლო მეგობრის შვილია და უწევს აიტანოს გამეტიჩრებული გოგო. არადა ელო ძალიან კარგი გოგოა. გახსნილი და ლაღი. ერთი ისაა რომ ბევრი ლაპარაკი უყვარს,მაგრამ მომაბეზრებელი არაა რაც მთვარია,მაგრამ აბა დიმას რას შეაგნებინებს კაცი? -ძალიან მაგარი ბიჭია,რომ იცოდეთ პირს დააღებთ,მაგრამ წაიუჟმურებს ცოტა-დაუხასიათა ელომ დიმა თავის დაქალებს -ანუ სიმპათიურია?-კითხა თათამ და წვენი მოსვა -ძალიან, თან ძალიან მომწონს. აი ისეთი ტიპისაა როგორებიც მომწონს რა. ძალიან თავშეკავებულია,მაგრამ ნერვებს ვუშლით სულ ერთმანეთს. -მოიცა.სერიოზულად მოგწონს?-ეხლა კესომ კითხა -პირველივე დანახვისთანავე ვიზუალმა მომხიბლა საოცრად,მერე რომ გავიცანი როგორც პიროვნება ისედაც მომეწონა -აბა შენ იცი, დრო გაქვს და დაკერე რა-სიცილით მისცა რჩევა თათამ -ეგრე ადვილი რომ იყოს-მოიღუშა ელო-სხვა უყვარს -შეყვარებული ყავს? -არა, ამას უყვარს -მერე რა. თუ შეყვარებული არ ყავს მიდი და მიაწექი. იქნებ გამოიხედოს შენკენაც-მსგავსი რჩევა-დარიგებები მისცეს ელოს დაქალებმა. მერე ბევრი იჭორავეს,ბევრიც გაჭორეს. გული რომ მოიოხეს ჭორაობით ერთმანეთს დაშორდნენ და თავიანთ გზაზე წავიდნენ ერთ დღესაც ჩვეულებრივ მოუვიდათ წაკამათება დიმას და ელოს. ტელევიზორში რაღაც რეალით შოუს უყურებდნენ,სადაც ერთ-ერთი მონაწილე გოგოს საქციელმა უკმაყოფილება გამოიწვია დიმაში -არა რა,მართლა ყველა ქერა ეგეთი შტერი რატოა?-გაღიზიანებულმა წამოიძახა.ელენემ გაბრაზებულმა შეხედა -რას ერჩი ქერებს? -რას და იმას რომ ყველა ერთმანეთზე უტვინოა-ისე მიალანძღა ქერები წარბიც არ შეუხრია და არც ის გაუაზრებია იმ წამს რომ ელოც ქერა იყო -ანუ მე უტვინო და შტერი ვარ?-გაცხარებულმა კითხა.დიმა უცებ შეკრთა,ეხლა მიხვდა თვის ნათქვამს და მიხვდა რომ ელოს შეურაცხყოფა მიაყენა -ნუ მთლად არა,მაგრამ შენც მოშტერო ხარ რა-მხრები აიჩეჩა და უდარდელად მიუგო მერე -სისულელეა. სისულელეა რასაც ზოგადად ქერებზე ლაპარაკობენ.იდიოტური სტერეოტიპები აქვს ხალხს შემუშავებული,თითქოს ყველა ქერა უტვინოა. ვინ დაასკვნა ეგ? განა უტვინოები და შტერები შავგრემნები ან რიჟები არ არიან?თმის ფერს რა მნიშვნელობა აქვს-გაცხარდა ელო. ვერ იტანს როცა ზოგადად საუბრობენ მსგავს თემებზე და ყველას ერთ ქვაბში ყრიან.ამიტომაც ღიზიანდება როცა მსგავსი რამე ესმის. მითუმეტეს დიმასგან ეწყინა. არ ეგონა რომ დიმასნაირი შეგნებული ადამიანი შეიძლება ასე ფიქრობდეს და სტერეოტიპულად აზროვნებდეს.თანაც ელო სულ არ თვლის თავს სულელად და შტერად,პირიქით,თავის ასაკთან შედარებით ძალიან ჭკვიანია და თავის სფეროში დიდ წარმატებასაც მიაღწევს -კარგი,რამ გაგაღიზიანა ასე?მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი. -უაზრო იყო რაც თქვი-გაბრაზებულმა თქვა ელომ და თავის ოთახში წავიდა. *** ამ ორი კვირის განმავლობაში ელენეს ცხოვრებაშიც მოხდა ცვლილებები. როგორც ჩიფიქრა და გადაწყვიტა, ტატოს დაბრუნებისთანავე ელაპარაკა და გაარკვია მასთან ურთიერთობა. ტატო ყველანაირად ეცადა ელენეს გადარწმუნებას,რომ დრო სჭირდებათ და უკეთ გაუგებენ ერთმანეთს,მაგრამ ელენე იმდენად კატეგორული იყო ამ საკითხში,თავადაც უკვირდა. მიხვდა რომ სისულელე იყო მსგავსი ურთიერთობა.როცა გიყვარს სხვა და არაი შენი პარტნიორი,სამაგიეროდ შენს პარტნიორს უყვარხარ, ასეთ შემთხვევაში შენ თავსაც იტანჯავ და მაგასაც ტანჯავ. ასეთ ურთიერთობას დროზე უნდა დაუსვა წერტილი,სანამ უფრო ღრმა ფაზაში არ გადავა.ელენეც ასე მოიქცა. პირველად ვუწონებ ამ გოგოს საქციელს. ნანომაც ამოისუნთქა ელენეს გადაწყვეტილება რომ გაიგო,მაგრამ ის რომ ცოტნესთან დაკავშირებით არაფერს აპირებს,ამან ისევ ცუდ ხასიათზე დააყენა. -ელე,ვილაპარაკოთ რა-სამსახურთან დახვდა ცოტნე-ძალიან გთხოვ-დაამატა,როცა ელენეს ყოყმანი შეატყო -მხოლოდ 10 წუთი-მკაცრად უთხრა. იქვე ახლოს სკვერში ჩამოხსდნენ. ხმას არ იღებდნენ -როდემდე უნდა ვიყოთ ასე?-დაიწყო ცოტნემ -შენ გისმენ -ამ სიტუაციას არ ვგულისხმობ,ზოგადად ვამბობ. ასე შორიდან როდემდე უნდა ვუყუროთ ერთმანეთს?რით ვერ ახტები ამ შენს პრინციპებს?ვცდილობ რომ შენკენ გადმოვდგა ნაბიჯები,შენ კი სულ გამირბიხარ. დავიჯერო არ გიყვარდი ისე ძალიან როგორც ამბობდი რომ ეს ერთი შეცდომა ვერ მაპატიო?-ოდნავ გაღიზიანებულმა უთხრა ცოტნემ -ასეთ რამეს როგორ მაბრალებ? რას ნიშნავს არ მიყვარდი ცოტნე? რომ მიყვარდი იმიტომ ვერ გპატიობ და მიწირს მაგის დავიწყება-გაღიზიანდა ელენეც. ნუთუ ეჭვი ეპარება ცოტნეს რომ ელენეს ის უყვარდა? რა სისულელეა.ასეთი უსაბუთო ბრალდება ჯერ არ მოუსმენია -მაშინ დამიბრუნდი რა. მენატერბი-ხმა გაუწყდა.ელენეს ცრემლები ჩაუდგა თვალებში. სიჩუმე ჩამოვარდა. -მეც მენატრები-სიჩუმე ცრემლნარევი ხმით დაარღვია ელენემ-მაგრამ თავსაც ვერ ვერევი. გგონია მე მომწონს რომ ასეთი პრინციპული ვარ?არა! მართლა ვერ გადავხარშე მომხდარი-თავი ჩახარა ელენემ -რა გავაკეთო? მითხარი რა გავაკეთო რომ დამიბრუნდე და გავაკეთებ? ასე როდემდე უნდა ვიტანჯოთ ელე? ოდესმე ხომ უნდა მოეღოს ბოლო ჩვენს ამ მდგომარეობას? -არ ვიცი-მისუსტებული ხმით ჩაილაპარაკა-როცა ვფიქრობ,რომ შევძელი დავიწყება იმ ამბის და მინდა გაპატიო,მაშინვე ის სცენა მიდგება თვალწინ და ისევ იმ სიმძაფრით განვიცდი. გგონია მე მომწონს და მინდა ასე? -თავი მოვიკლა? მითხარი სიცოცხლით გამოვისყიდო დანაშაული თუ რა ვქნა ელენე რომ მაპატიო?-გაბრაზებულმა უთხრა-ჯანდაბა-გაცხარებული წამოდგა და ელენე მარტო დატოვა. ელენეს ცრემლები ღაპაღუპით გადმოსცვივდა. -მიყვარხარ ცოტნე-თავისთვის ამოისლუკუნა და თავი ჩახარა. *** ელოს მეორე დღეს დიმასთვის ხმა არ გაუცია ისე წავიდა უნივერსიტეტში. მაინც ნაწყენია ჩერჩეტად და შტერად რომ მოიხსენია.თვითონ ლამის ცამდე აიყვანოს დაქალებთან,სულ მის ქებაშია.დიმა ესეთია,დიმა ისეთია. დიმა ამას ასე აკეთებს,დიმა იმას ისე აკეთებს.დიმას ეს უყვარს,დიმას ის უყვარს. მოკლედ, სულ მასზე ელაპარაკება ხოლმე დაქალებს.ამან კიდევ მიალანძღა და შტერი უწოდა. დაანახებს რომ სულაც არ არის შტერი და ყველა ქერა ერთნაირი არაა. დიმა მიხვდა რომ აწყენინა გოგოს,მაგრამ თავი დიდად არ მოუკლავს ბოდიშებით. ჩაის დალევა მშვიდად გააგრძელა. საღამოს რომ დაბრუნდა ელო, პირდაპირ თავის ოთახში შევიდა და ცხვირი არ გამოუყვია მაქედან. ბოლოს დიმა სინდისმა შეაწუხა და ოთახში მიაკითხა. ფრთხილად დააკაკუნა კარზე და მერე თავი შეყო. ელო გულაღმა იწვა ლოგინზე და ჭერს უაზროდ მიშტერებოდა.დიმას შემოსვლაზე რეაქცია არ ქონია.დიმა საწოლზე ჩამოუჯდა.ერთხანს უყურა -ბოდიში უნდა მოგიხადო გუშინდელისთვის-დაიწყო-შენთვის შეურაცხყოფის მოყენება არ მინდოდა,უბრალოდ მართლა ასე ვფიქრობ და რა ვქნა?-მხრები აიჩეჩა. ელოს თავიდან გაუხარდა დიმას ბოდიში,მაგრამ ბოლო წინადადება ისევ მოხვდა გულზე -ბოდიშს მიხდი და ისევ იმავეს მეუბნები-გაბრაზებულმა წამოყო თვი და ლოგინზე წამოჯდა-მე არ ვარ ტიპიური ქერა,როგორებსაც შენ იცნობ ან იცნობდი-დაუბღვირა -მაპატიე კარგი?-საწყლად შეხედა.ელომ ერთხანს უყურა,მერე გაეღიმა -კარგი, გაპატიე.იმედია კიდევ არ მიმალანძღავ-ორივეს გაეცინა. მერე ცოტა ხანი დადუმდნენ -რა ლამაზი თვალები გაქვს-მოულოდნელად კომპლიმენტი უთხრა ელომ -კიდევ ერთხელ ამივარდება თავში-გაეცინა დიმას -ბევრი გეუბნება ალბათ-გაეცინა ელოსაც -თითქმის ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ვისთანაც კი კონტაქტი მაქვს ხოლმე-დაიტრაბახა დიმამ.ელენეს არ მოეწონა დიმას ნათქვამი. ანუ ბევრი თაყვანისმცემელი ქალი ეყოლება-გაკრა გონებაში -ეხლა რაღაც რომ გავაკეთო იმედია არ გამიბრაზდები-უთხრა ელენემ.დიმამ კითხვისნიშნიანი თვალებით შეხედა,მაგრამ ელენემ არ აცალა დიდხანს ფიქრი ახლოს მიიწია და ტუჩებში აკოცა. დიმა გაშეშდა. ისიც ვერ მოიფიქრა რომ მოეშორებინა -საოცრად მიმზიდველი ტუჩები გაქვს და თავი ვერ შევიკავე-უთხრა როგორც კი მის ტუჩებს მოწყდა ელენე და თავი დახარა -ეს არ არის სწორი საქციელი შენი მხრიდან ელენე-მკაცრად უთხრა -არ მითხრა რომ არ მოგეწონა?-თვალებში შეხედა -ეს სხვა საქმეა.ჩვენს შორის ეგეთები არ მოსულა. შენ ხარ დედაჩემის მეგობრის შვილი,რომელიც დროებით ჩემთან ცხოვრობს და ასეთი რამ მეორედ არ განმეორდეს,გასაგებია? -მაგრამ მე რომ მომწონხარ?-პირდაპირ უთხრა ელენემ.დიმას თვალები გაუფართოვდა. ნამდვილად არ მოელოდა ელოსგან ამის თქმას-პირველივე დანახვისთანავე მომეწონე..ძალიან-თვალები არ მოუცილებია დიმასთვის ისე უთხრა -სამაგიეროდ მე არ მომწონს ბავშვები-ირონიულად უთხრა დიმამ და წამოდგომა დააპირა -ბავშვი არ ვარ-კატეგორიული ხმით უთხრა ელენემ -ჩემთან შედარებით ბავშვი ხარ -არ ვარ! 5 წელი არც ისე დიდი სხვაობაა-თავისას არ იშლიდა ელო -მისმინე ელო, მე არ მომწონხარ. გიყურებ როგორც ჩემი მშობლების მეგობრის შვილს და მეტი არაფერი. თანაც სხვა თუ არაფერი,მე ქერები არ მომწონს-ირონიული ტონით წარმოთქვა ბოლო წინადადება.ელოს გული ატკინა მისმა სიტყვებმა -აჰა, ანუ რადგან ქერა ვარ იმიტომ არ მოგწონვარ არა?-დოინჯი შემოირტყა ელომ -რა მნიშვნელობა აქვს რატომ არ მომწონხარ? მთავარი ფაქტია,ფაქტი რომ არ მომწონხარ. არ მინდა რამე მოგატყუო, ამიტომ გეუბნები სიმართლეს პირდაპირ.თანაც მე სხვა მიყვარს-ბოლო სიტყვები ჩუმად,თავისთვის ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა.ელოს თვალები აუწითლდა და მოწოლილმა ცრემლებმა ცხვირი აუწვა, მაგრამ მაინც არაფრის დიდებით არ გადმოუშვა ცრემლი. 2 დღე წესიერად არც დალაპარაკებიან ერთმანეთს. დიმა ცდილობდა ელოს ხშირად არ მოხვედროდა თვალში. ერთ საღამოს ნანო დაადგა დიმას.ელო თავის ოთახში იყო. ნანოს წარმოდგენა არ ქონდა იმის შესახებ რომ დიმასთან კიდევ ვინმე იქნებოდა -როგორ ხარ დიმა?-გადაკოცნა -ვარ რა.შენ როგორ ხარ? -მეც არამიშავს. რაზე მოვედი-დაიწყო პირდაპირ და დივანზე ჩამოჯდა -მანამდე დალევ რამეს? -არა,მადლობა არაფერი მინდა.დიდხანს არ მცალია -გისმენ მაშინ-დიმა ნანოს წინ მოკალათდა -რამე უნდა ვუშველოთ ცოტნეს და ელენეს. დიმა,მესმის რომ ელენე გიყვარს და მასზე და ცოტნეზე ლაპარაკი შენთვის ძნელია,მაგრამ უნდა დამეხმარო რა. როგორმე უნდა შევარიგოთ.ასე ორივე ცალ-ცალკე იტანჯება -ნანო, მე ელენე ჩემთვის, ჩუმად მიყვარს. ამის გამო არასდროს არ მქონია ის მომენტი,რომ მე მინდოდა ცოტნე და ელენე ერთად არ ყოფილიყვნენ,პირიქით,მეც ძალიან მინდა რომ ორივე ბედნიერი იყოს. თუ რამე შემიძლია ყველაფრით დაგეხმარები -ძალიან მაგარი ადამიანი ხარ დიმა. ანუ შენი იმედი მქონდეს? -თავისთავად,ყველაფერში-მტკიცედ უთხრა დიმამ -კარგი მაშინ შეგეხმიანები ამ დღეებში-ნანო ფეხზე წამოდგა. ეხლა უნდა გავიქცეო და დაემშვიდობა. -ესე იგი შენი ძმაკაცის შეყვარებულზე ხარ ცალმხრივად შეყვარებული?-კარები რომ ჩაკეტა დიმამ და მობრუნდა, არკასთან მიყუდებული ელო დაინახა,რომელსაც გაუგია ნანო და დიმას დიალოგი და თვალებგფართოებული მიჩერებოდა დიმას. დიმა გაფითრდა. ადგილიდან ვერ დაიძრა. რას წარმოიდგენდა რომ ვინმე გაიგებდა მათ საუბარს,თან ვინ? ეხლა ამან ხმა რომ ამოიღოს და ცოტნესთან ყველაფერი დაფქვას? არა,ხომ შეიძლება სპეციალურად არა,მაგრამ შემთხვევით წამოცდეს? ესეც რომ არ იყოს ნამდვილად არ სურდა დიმას ვინმეს გაეგო მისი გრძნობების შესახებ. ნანო რომ მიხვდა იმას ლამის გადაყვა და ეხლა ამან გაიგო? ეს რა დღეში ჩავარდა.რითი უნდა იმართლოს თავი? ყველაფერი გაგებული ექნება სიტყვასიტყვით -რეებს ბოდავ?-ხმააკანკალებულმა მიუგო დიმამ და დივნისკენ წავიდა,რომ ჩამომჯდარიყო,თორემ გრძნობდა რომ ფეხზე დგომა უჭირდა -კაი რა დიმა, ყველაფერი გავიგონე.მართალია ქერა ვარ და სულელად მთვლი,მაგრამ არ ვარ მე ეგეთი როგორიც გგონივარ-მისკენ წამოვიდა და მის წინ მოკალათდა-ცოტნეს შეყვარებულზე ხარ ცალმხრივად შეყვარებული?-ისევ გაუმეორა -ხმას ამოიღებ ვინმესთან და ენას ამოგაძრობ იცოდე-მიხვდა რომ სხვა გზა არ ჰქონდა დიმას.ვერ უარყოფდა უკვე ნათქვამს,ამიტომ არჩია სიმართლე ეთქვა-და რაც შენი საქმე არაა მაგაში ცხვირი არ ჩაყო-გაღიზიანებულმა უთხრა.ნერვებს ვერ თოკავდა ისე იყო გაღიზიანებული რომ ელომ ეს ამბავი გაიგო -მართალია ბევრი ლაპარაკი მიყვარს,მაგრამ ჭორიკანა არ ვარ და სხვის პირადულზე საჯაროდ არ ვსაუბრობ-ნაწყენმა მიუგო ელომ.ეწყინა, რა თქმა უნდა ეწყინა დიმას ნათქვამი. მაგი მართლა სულელად მიიჩნევს? გონია რომ მას არ შეუძლია საიდუმლოს შენახვა?ცდება!-არ გინდა მომიყვე?-ცოტა ხნის მერე შეაპარა.დიმამ მკვლელი თვალებით გადახედა -ხო კაი,ნუ დამსერე თვალებით. უბრალოდ მაინტერესებს როდის და როგორ შეგიყვარდა-მხრები აიჩეჩა-როგორი შეგრძნებაა როცა ძმაკაცის შეყვარებული გიყვარს?-მაზოლზე ფეხი დააჭირა ელომ -მოკეტავ თუ რას იზამ ეხლა?-ლამის უყვირა დიმამ-უკვე გითხარი ცხვირს ნუ ყოფ სხვის საქმეში მეთქი. შემიყვარდა, ხო შემიყვარდა. გულმა არ მკითხა ვინ უნდა შემყვარებოდა და ვინ არა. ვიცი რომ ეგ ყველაზე არაკაცური საქციელია ჩემი მხრიდან,მაგრამ განა მე მინდოდა? შემიყვარდა და მორჩა,მაგრამ ამის გამო არავისთვის არაფერი არ მომიწევია და მათ შორის არ ჩავმდგარვარ არასდროს.ჩემთვის,ჩუმად მიყვარს და ვერასდროს ვერ გაიგებს ამას ვერც ერთი. შენ კიდევ ამ ამბავს დაივიწყებ,ვითომ არაფერი გაგიგონია.გასაგებია?-თითქმის ყვიროდა ისეთ ხმაზე საუბრობდა -საჭირო არაა დიმა ყვირილი.სმენადაქვეითებული და შეუგნებელი არ ვარ რომ ვერ გავიგო რას მეუბნები.ხო, და კიდევ ერთხელ გაგიმეორებ,რომ ჭორიკანა არ ვარ-უთხრა და გაბუტული წავიდა თავის ოთახში. დიმას ნერვები ასკდებოდა. უჭირს ემოციების მოთოკვა,როცა მის პირადულს ეხება საქმე და მისი საიდუმლო გამომზეურდება ხოლმე. ეხლა მხოლოდ იმედი ამშვიდებს,რომ ეგ გოგო მართლა არავისთან არაფერს იტყვის. მაგისთვის აჯობებს არ თქვას,თორემ თავის თავს დააბრალოს მერე. *** -მოკლედ, რა ხდება ეხლა-დაიწყო ნანომ და დიმა და ცოტნეს შეხედა-ცოტნე,ელენე უნდა მოიტაცო, სხვა გზა არაა-დიმას და ცოტნეს თვალები გაუფართოვდათ -ხუმრობის ხასიათზე არ ვარ ნანო-სერიოზულად უთხრა ცოტნემ -ვინ თქვა რომ ვხუმრობ?ხომ გინდოდა ელენეს ცოლად მოყვანა? ეგ ისეთია კიდევ კარგა ხანი ვერ გერკვევა თავის თავში და უნდა დაეხმარო ამაში. შენ რა,გადაიფიქრე ელენეს ცოლად მოყვანა?-გამომცდელად კითხა -არა რა თქმა უნდა. ამაზე მეტად არაფერი მინდა ამ ქვეყნად,მაგრამ არ მირიგდება და ისე როგორ? -ხოდა მაგიტო გეუბნები რომ მოიტაცეთქო. სადმე წაიყვანე ისეთ ადგილას, რომ წამოსვლა ვერ შეძლოს.რამდენიმე ხანი დაყავით მანდ ერთად და მერე სხვა გზა არ ექნება. სად წავა რომ არ შეგირიგდება?-ჩაეცინა ნანოს -და რომ არ გაჭრას მოტაცების გეგმამ და ელენე მაინც თავის აზრზე იყოს?-ეხლა დიმა ჩაერთო საუბარში -გაჭრის,აი ნახავ. მინდა რომ ბედნიერები იყოთ,მაგრამ თქვენ ორს რომ გიყურებთ მეეჭვება ეს უახლოეს მომავალში მოახერხოთ. ის იქ იტანჯება შენ კიდევ აქ. მე ყველანაირად ხელს შეგიწყობ -ისე ნანო მართალია ცოტნე-დიმა მიუბრუნდა- ელენე, აქამდე ერთად რომ იყავით რატომ არ მოგყვებოდა ცოლად? უნდოდა ჯერ სწავლა დაემთავრებინა, ხოდა ხომ დაამთავრა? შენც მოკიდე ხელი და რამდენი ხანიც საჭირო იქნება გადაიკარგეთ, სანამ გონს არ მოვა და არ შეგირიგდება-გაეცინა დიმას. -და რომ არ შემირიგდეს და რომ შემიძულოს?-შიშით იკითხა ცოტნემ -ფშშ,-ჩაიფრუტუნა ნანომ-შეძულდე არა ტოროლა.დამიჯერე, მაქსიმუმ ერთი კვირა გინდა ისიც არა და ხელებში ჩაგადნება-გაეცინა ნანოს. ცოტნე ჩაფიქრდა. მართლები არიან. რას კარგავს ამით? მოიტაცებს, სადმე ქალაქგარეთ წაიყვანს ყველანაირი კომუნიკაციის საშუალებას მოუსპობს, ფაქტობრივად გამოკეტავს მანამდე,სანამ ელენე გონს არ მოვა. მშვეიერი იდეაა, რატომაც არა.მართალია 21-ე საუკუნეში რა დროს გოგოს მოტაცებაა,თან როდის იყო ცოტნეს მსგავსი იდეები აწუხებდა? ასეთ რამეს ვერც გაიფიქრებდა რომ ოდესმე გოგოს მოიტაცებდა, პირიქით, თვითონ გმობდა ასეთ საქციელს,მაგრამ ეხლა სხვა გზა მართლა არ აქვს.რა არ ცადა რომ დაებრუნებინა,ხოდა ეხლა ნახოს ელენემ როგორ უნდა გაჯიუტება -როდის ვიტაცებთ?-გაეცინა ცოტნეს -შენ როცა გინდა მოიფიქრე და ჩემთან კოჯორში ადით-შესთავაზა დიმამ. ძაან შორსაც არ მოგიწევთ წასვლა -მე მაქვს იდეა როგორც გავიტყუოთ ელენე მაქეთ-უცებ წამოიძახა ნანომ-დიმა,შენი დაბადების დღე ხომ არის 3 დღეში?-დიმას მიუბრუნდა.დიმამ თავი დაუქნია-ხოდა შენ დაურეკავ ელენეს და ეტყვი რომ დაბადების დღის გადახდა გინდა შენს აგარაკზე,ხოდა უნდა დაპატიჟო. ცოტნე იქნება უკვე კოჯორში მანამდე. მერე მე და ელენე წამოვალთ ერთად. ელენეს იქ დავტოვებ როგორღაც და მე ტეხნიკურად მოვტყდები. მერე უკვე თქვენ იცით-ცოტნეს მიუბრუნდა და გაუცინა-ჰა,როგორი იდეაა?-ხელები გაასავსავა-ხო, რაც შეეხება დაბადების დღეს, არაუშავს მეგობეის ერთი დღეობა გამოტოვო-მხარზე ხელი მიკრა ცოტნეს და სიცილით თვალი ჩაუკრა. *** დიმა სახლში რომ მივიდა,ელო სამზარეულოში იყო და ყავას იხარშავდა. -საღამომშვიდობისა-შევიდა და მიესალმა ელოს -საღამომშვიდობისა-გაუღიმა-ყავას დალევ? -დავლევ,ოღონდ მე ხსნადი მინდა-უთხრა და მაგიდასთან ჩამოჯდა -არ გშია?-კითხა და ყავა და შაქარი გამოიღო კარადიდან. ელო არაფერს იმჩნევდა გუშინ მომხდარს.თითქოს მას არ გაეგოს დიმას საიდუმლო და დიმას არ ეყვიროს მისთვის. -არ მშია. მხოლოდ ყავას დავლევ-უთხრა და საფეთქლები დაიზილა. ელომ წყალი დაასხა ყავას და დიმას დაუდგა წინ.თავადაც აიღო მისი ჭიქა და დიმას მოპირდაპირე მხარეს ჩამოჯდა და ფეხები სკამზე აიკეცა -დაღლილი ჩანხარ-ისე უთხრა თვალი არ მოუშორებია მისთვის -ხო,ცოტა დავიღალე-მოკლედ მოუჭრა დიმამ -დიმა, მე გაღიზიანებ?-კითხა ცოტა ხნის შემდეგ ელომ და თვალებში ჩააშტერდა. დიმა არ მოელოდა მსგავს კითხვას -არც ისე-მხრები აიჩეჩა -ანუ მაინც გაღიზიანებ,მაგრამ რატომ? ბევრს რომ ვლაპარაკობ მაგიტომ?თავს გაბეზრებ ხო? სხვები მიჩვეულები არიან რომ ბევრს ვლაპარაკობ და არ უკვირთ, მაგრამ შენ არ მიცნობდი და არ ხარ შეჩვეული, ამიტომ გაღიზიანებ ალბათ. თან ქერა ვარ-ბოლო სიტყვები ირონიულად უთხრა. დიმას არაფერი უპასუხია.უბრალოდ ყავა მოსვა ფინჯნიდან და მზერა ერთ წერტილს გაუშტერა -დავიჯერო საერთოდ არ გიზიდავ?-ისევ მოულოდნელად კითხა ელომ და დიმას ყავა გადასცდა სასულეში.გულზე ხელი მაგრად მიირტყა და ამოახველა. -ელენე, რამე მოწიე?-გაოცებულმა კითხა -რატო?-მხრები აიჩეჩა ელომ-მე ძალიან მომწონხარ და მაინტერესებს შენში ოდნავ სიმპათიას მაინც თუ ვიწვევ.რატომ გაგიკვირდა ეგ შეკითხვა? პირველი გოგომ რომ გამოიჩინოს ინიციატივა და ბიჭს უთხრას რომ მოწონს ტეხავს?-წარბაწეულმა მიუგო-რასაც ვფიქრობ პირდაპირ ვამბობ ხოლმე და თავს არ ვიფასებ. მე მართლა მომწონხარ -ელენე, მოდი ეხლა გავარკვიოთ ყველაფერი კარგად ხო?-მობეზრებულმა მიუგო დიმამ-შენ ხარ ჩემთან დროებით, ისიც დედაჩემის თხოვნით. რაღა დაგიმალო და სულ არ მინდოდა ვინმე შემოსახლებულიყო და სიმყუდროვე დაერღვია ჩემთვის.კაი, ეგ გავატაროთ. უკვე შევეგუე ამ ფაქტს. ცოტა ხნით აგიტანს კაცი.მერე მეორე, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ,შენ ხარ ბავშვი, რომელსაც მე როგორც ქალს ისე ვერ შევხედავ,ქალად ვერ აღგიქვამ. შენ გჭირდება გაზრდა. რაც შეეხება იმ ფაქტს,რომ მოგწონვარ, ეგეც შენი ერთ-ერთი აკვიატებაა, გატაცება,რომელიც ამ ბინიდან გადასვლისთანავე გაგივლის და მერე ვინმე სხვა მოგეწონება და ესე დამთავრდება ეს ამბავი. და მოდი ნუღარ მეტყვი რომ მოგწონვარ კარგი? -მაგრამ მე რომ მართლა მომწონხარ?-ხმაგამწყდარმა ჩაილაპარაკა ელომ-ჯერ ეს ერთი,მე ბავშვი არ ვარ როგორც შენ აღნიშნავ-სიმტკიცე დაუბრუნდა მის ხმას,როცა დიმას ნათქვამი ,,ბავშვი ხარ’’ გაახსენდა- მერე მეორე, ჩემს თავში გარკვეული ვარ და ვიცი რა მინდა და რას ვგრძნობ ხოლმე. რადგან ვამბობ რომ მომწონხარ, ე.ი მართლა მომწონხარ. -გაგივლის -შენ გაგივლის ელენეს მიმართ სიყვარული?-გაღიზიანებულმა კითხა. -ეს რა შუაშია?-თვალები მრისხანებით აევსო დიმას -შუაში კი არა თავშია. შენ ხომ ვერ გაგივლის ასე უცებ ის გრძნობა რასაც მის მიმართ გრძნობ?ხოდა არც მე გამივლის -მოვრჩეთ ამაზე საუბარს ელენე-ლამის დაიყვირა დიმამ-მე უკვე გითხარი რომ ტყუილი იმედები ნუ გექნება.გირჩევ არ ჩაიციკლო რომ მოგწონვარ, შენთვისვე იქნება ცუდი დამიჯერე. ძალიან ძნელია ცალმხრივი სიყვარული -მოწონებაც-დაამატა ბოლოს და სამზარეულოდან გავიდა -მე მაინც მომწონხარ, კი არადა მგონი მიყვარხარ-თავისთვის ჩაიბურტყუნა გაბუტულმა ელენემ და ყავის ბოლო ყლუპი მოსვა. *** -დიმამ დაგვპატიჟა თავის დაბადების დღეზე, კოჯორში იხდის-უთხრა ელენემ ნანოს,როგორც კი დიმას ტელეფონი გაუთიშა -მართლა?-ეშმაკურად კითხა ნანომ-და რაღა მაინცდამაინც კოჯორში,აქ ვერ დაეტეოდა? -ახლობლები ვიქნებით და ბოლომდე დავიმხოთო თავზე ყველაფერი და ერთი დღით იქ დავრჩეთო-მხრები აიჩეჩა ელენემ-რავი,წავიდეთ?თან უეჭველი ცოტნეც იქნება იქ-თავი შორს დაიჭირა ელენემ -აბა რა უნდა ვქნათ?-შეშფოთდა ნანო-დიმას ხომ არ აწყენინებ? ერთი დღე როგორმე გაუძელი ცოტნეს-,,ერთი დღე რომ იყოს რა გიჭირს’’-ჩაიხითხითა გულში -ხო,კარგი-უინტერესოდ ჩაილაპარაკა-წავიდეთ -ჩემი მანქანით წავიდეთ მაშინ, უფრო კომფორტულად წავალთ -ჩემს მანქანას რას ერჩი ნეტავ? -შენი პატარაა,ჩემი კი უფრო დიდია და კომფორტული-გაუცინა ნანომ -კაი ბატონო,წავიდეთ შენი მანქანით-ხელები დანებების ნიშნად ასწია ელენემ და გაუცინა ელენე და ნანომ საჩუქრები შეურჩიეს დიმას და დაადგნენ კოჯრის გზას. -მანქანები რატომ არ დგას? ადრე ხომ არ მოვედით?-იკითხა ელენემ,როცა სახლს მიუახლოვდნენ -გარაჟში ეყენებათ. ზოგი კიდევ არ მოსულა ალბათ ჯერ-მხრები აიჩეჩა ნანომ-მთვარია ჩვენ მოვედით დროზე -ელე, შენ გადადი და ჭიშკარი გამიღე რა გთხოვ-თვალები აუფახულა ნანომ.ელენემ გაუცინა და გადავიდა. ის იყო ჭიშკრის გაღება დაიწყო, რომ ნანომ მანქანა დაქოქა და უკუსვლით წავიდა -ელე, 5 წუთში დავბრუნდები,მანამდე შედი-მიაძახა ფანჯრიდან და მანქანით ადგილს მოწყდა და ელენე თვალებგაფართოებული დატოვა -ვერაა ეს გოგო-საჩვენებელი თითი საფეთქელთან დაიტრიალა- რა ვქნა ეხლა მე?დაველოდო თუ შევიდე?-ჩაილაპარაკა თავისთვის -შევალ და შემოვდეს მერე-თქვა და სახლისკენ აიღო გეზი. კარზე ზარი დარეკა და დაელოდა. კი გაუკვირდა არანაირი ხმაური არ გამოდიოდა სახლიდან, საერთოდ ვინმე თუ იყო შიგნით ვერ იფიქრებდა კაცი. მალევე კარების გაღების ხმა მოისმა და კარს უკან ცოტნე შერჩა ხელთ -გამარჯობა ელე-გაუღიმა -გამარჯობა-ცივად მიუგო ელენემ და შიგნით შევიდა-სხვები სად არიან?დიმა?-ინტერესით იკითხა -სხვები არ არიან-მხრები აიჩეჩა ცოტნემ და ელენეს გვერდით ჩამოჯდა -რას ნიშნავს სხვები არ არიან?-გაკვირვებულმა შეხედა -იმას რომ არ არიან და მხოლოდ მე და შენ ვართ -ამიხსენი რას ბოდიალობ ცოტნე?-მკაცრად კითხა ელენემ -იმას რომ მოგიტაცე-უდარდელად მიუგო ცოტნემ და ფეხები ჟურნალის მაგიდაზე შემოაწყო. -საერთოდ არ ვარ ხუმრობის ხასიათზე-ტუჩები უკმაყოფილოდ დაპრუწა ელენემ -და საიდან მოიტანე რომ ვხუმრობ?-გაკვირვებულმა შეხედა ცოტნემ და წარბები მაღლა აზიდა -წავალ,გარეთ დაველოდები ნანოს-ფეხზე წამოდგა ელენე და კარებისკენ წავიდა. -ნელა გადი-ცოტნემ ჩაიფხუკუნა.ელენემ ყურადღება არ მიაქცია და გარეთ გასასვლელად გზა გააგრძელა -ცოტნე, კარები რატომაა ჩაკეტილი?-გაბრაზებულმა დაუძახა ცოტნეს,როცა კარები ვერ გააღო -გითხარი უკვე რაც ხდება. არ გჯერა და რა გიყო მე?-უდარდელად დაუბრუნა პასუხი და მხრები აიჩეჩა -ცოტნე მეთქი! -კარგი რა ელე, მორჩი ეხლა და ისტერიკების გამართვა არ დაიწყო.გითხარი რომ მოგიტაცე და უკვე ჩემი ცოლი ხარ-ელენესკენ წამოვიდა ცოტნე-ეს ყველაფერი დადგმული იყო, რომ შენ აქ ამოგვეყვანე -მოიცა....შენ რა მართალს მეუბნები-თითქოს ეხლა გამოერკვაო ელენე და მსუბუქად წამოიკივლა. ის რასაც ახსნა ვერ უპოვა ეხლა ყველაფერი გასაგები გახდა. რატომ დააპირა დიმამ დაბადების დღის კოჯორში გადახდა,რატომ აუჩემა ნანომ აქ წამოსვლა,მერე მისი უეცარი ,,მოტყდომა’’,მერე მარტო ის და ცოტნე და სხვა არავინ, მერე ცოტნეს ,,,მოგიტაცე’’ და დაკეტილი კარები. ყველაფერი გასაგები გახდა.დაჯერება გაუჭირდა.ერთი პერიოდი მართლა იფიქრა რომ ეღადავებოდა ცოტნე,მაგრამ უკვე თავად დარწმუნდა რომ ის არ ხუმრობს და მართლა მოიტაცა. -დაიჯერე ბოლობოლო?-გაუცინა ცოტნემ -გააფრინე?-შეშფოთებულმა უთხრა -აჰა, შენ გამაფრენინე.ხედავ? მოტაცებაც კი ვიკადრე და ავცეტდი ამხელა კაცი-გაეცინა -მოვრჩეთ ამ სისულელეს და წავიდეთ აქედან-დასერიოზულდა ელენე -შენ მე მგონი ვერ გაიგე რა ვთქვი არა?-დასერიოზულდა ცოტნეც-აქედან მანამდე არ წავალთ,სანამ არ შემირიგდები. ჩემი ცოლი უკვე ხარ,მაგრამ მინდა რომ შემირიგდე და აქედან წავიდეთ,როგორც ბედნიერი ცოლ-ქმარი,რომლებსაც ერთმანეთი უყვართ. -ტყუილად გაისარჯე ცოტნე. მე აქ დარჩენას არ ვაპირებ,მითუმეტეს შენს ცოლობას. -გირჩევ მალე შეეგუო ამ აზრს,რადგან შენ აქედან ვერ წახვალ და მეორე,უკვე ხარ ჩემი ცოლი.ასე რომ შენ ნუ გაირჯები ტყუილად წივილ-კივილში და გაქცევის მცდელობაში. ჩვენი მომკითხავი კაციშვილი არაა მინიმუმ 1 კვირა, ამიტომ აქედანვე შეეჩვიე ამ ყველაფერს. -ცოტნე... -არავითარი ცოტნე-გააწყვეტინა ცოტნემ-შეგიძლია უკვე მოირგო დასახლისის როლი და თავი ისე იგრძნო,როგორც საკუთარ სახლში. ჩვენს დროებით საძინებელ ოთახსაც გაჩვენებ,წამო-კიბეებისკენ უბიძგა ცოტნემ -ცოტნე, ხელი გამიშვი-დაეჯაჯგურა ცოტნეს,რომელსაც მკლავში ჩაევლო მისთვის ხელი და კიბეებისკენ მიყავდა -შენი ნივთები აი აქ დევს, ნანომ ყველაფერზე იზრუნა-უთხრა როგორც კი ოთახში შევიდნენ -არანორმალურები ხართ. არა რამ გაგაგიჟათ ამხელა ხალხი? ნანოს რომ ვნახავ მაგრად ვცემ. ესე როგორ მომექცა?-აქოთქოთდა ელენე-არ ვაპატიებ, არ ვაპატიებ ასე რომ გამიმეტა. არც ერთს არ გაპატიებთ-ეხლა ცოტნეს მიუბრუნდა -ნანოს ჩვენი ბედნიერება უნდა და ამიტომ დამეხმარა. კარგი იქნება შენც მალე თუ მიხვდები რომ ჩემს იქით გზა არ გაქვს-ბოლო სიტყვები ღიმილით უთხრა ცოტნემ და თმებზე ხელი ჩამოუსვა. ელენე წამით გაინაბა.ისევ გაახსენდა ძველი დრო ერთად რომ იყვნენ და ყოველი ჩხუბის და შერიგების შემდეგ ცოტნე რომ ეტყოდა ,,ჩემს იქით გზა არ გაქვს’’-ო და ბევრს,ძალიან ბევრს აკოცებდა. ცოტნემაც დრო იხელთა,თმებში ხელი შეუცურა და ელენეს ბაგეებს ეამბორა.მონატრებული ცოტნეს ალერსს,ელენეც აყვა. იმ წამს ვერ იაზრებდა რა მდგომარეობაში იმყოფებოდა და ეხლა რას შვებოდა.ცოტნეს შეხება გონებას უბინდავდა -ცოტნე...რას...რას ვაკეთებთ?...-გამოერკვა ელენე და ცოტნეს მოშორდა -იმას,რაც ორივეს გვინდა. რატომ ჯიუტობ ელე? რატომ მტანჯავ მეც და საკუთარ თავსაც? -ცოტნე,მე დრო მჭირდება -რა დრო ელე,რა დრო? ერთ წელზე მეტი საკმარისი დრო არ იყო? რით ვერ გადახარშე მომხდარი? -მოდი რა აქედან წავიდეთ და ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც იყო-შეევედრა ელენე -ელენე,მორჩი! საკმარისია! მე არ ვხუმრობ. გითხარი რომ უკვე ჩემი ცოლი ხარ და უკვე ისიც იცი როდემდე არ წავალთ აქედან,ასე რომ ტყუილად ლაპარაკობ უაზრობებს. აქედან არსად არ მივდივართ-ლამის დაუყვირა ცოტნემ და ოთახიდან გაბრაზებული გავარდა. არა რა, ნამდვილი ჩერჩეტია ეს გოგო. კაცი რას ეუბნება და ეს რეებს პასუხობს. გააგიჟებს აბა რას უზამს.ელენე საწოლზე ჩამოჯდა -რა ჯანდაბა ვქნა?-თავისთვის ჩაილაპარაკა და თავი ხელებში ჩარგო *** დიმას დაბადების დღე არ აღუნიშნავს.სამსახურის მერე პირდაპირ სახლში წავიდა,რადგან ეხლა დასვენება ყველაფერს ერჩივნა.შინ მისულს ელო სახლში არ დახვდა.ამისთვის დიდად ყურადღება არ მიუქცევია.სულ არ წყენია მისი არ ყოფნა,პირიქით,ცოტას დავისვენებო.გამოიცვალა. ცოტა საჭმელი შეჭამა.მერე ტელევიზორის წინ მოკალათდა და არხიდან არხზე უაზროდ დაიწყო გადართვა. კარზე ზარი დარეკეს.კარების გარაღებად წამოდგა და თან ტელევიზორისკენ ქონდა თვალები.არც უკითხავს ვინ იყო,პირდაპირ გააღო -გილოცააავ-როგორც კი გააღო ეგრევე მიულოცა ნანომ და გადაკოცნა -მადლობა ნანო-გაეღიმა დიმას და ნანო შიგნით შემოიპატიჟა -ვბერდები და არ აღვნიშნავთო?-სიცილით უთხრა და საჩუქარი გაუწოდა -რატომ შეწუხდი ნანო-მართლა შეწუხდა დიმა-მადლობა-საჩუქარი გამოართვა -რა შეწუხებაა.იმედია მოგეწონება,ზომაც მგონი ზუსტად შევარჩიე-უთხრა და დივანზე ჩამოჯდა -ძალიან მაგარია-დიმა ნანოს ნაჩუქარ პერანგს დაყურებდა და თან ტანზე იდებდა და იზომებდა-მართლა ძალიან მომეწონა -ბევრი ვიფიქრე რა მეჩუქებინა. საათების და სუნამოების კოლექცია რომ გაქვს ეგ ვიცი-გაეცინა-ხოდა პერანგზე შევჩრედი -მომწონს-მიანიშნა პერანგზე.დაკეცა და დივანზე პარკს დაადო ზემოდან-რას დალევ? ბევრ ვერაფერს შემოგთვაზებ. ნუ,ჩემი მდგმურის ბოსტნეულს თუ დაჯერდები გაგიმასპინძლდები-გაეცინა დიმას -მართლა არაფერი არ მინდა,უბრალოდ მოსალოცად და საჩუქრის გადმოსაცემად მოვედი.მალე უნდა წავიდე. -ნეტავ ისინი რას შვებიან?-დაიწყო ნანომ -იმედია ყველაფერი კარგად იქნება-იმედიანად თქვა დიმამ -იმედია.დარწმუნებული ვარ ეხლა მაგრა მლანძღავს ელენე,მაგრამ მერე მადლობებს გადამიხდის,როცა გაიაზრებს რომ ბედნიერია-გაეცინა -ძალიან მინდა რომ შერგიდნენ,მართლა მთელი გულით-გულწრფელად თქვა დიმამ -საოცარი ადამიანი ხარ დიმა-არანაკლებ გულწრფელად უთხრა ნანომ-შენს ადგილას ბევრი ეგოისტი და შურიანი გახდებოდა და ყველანაირად ეცდებოდა მათ დაშორებას. შენ კიდევ პირიქით, ხელს უწყობ მათ ბედნიერებას და გინდა რომ ერთად იყვნენ,თანაც არავის არ აგრძნობინებ და საერთოდ არ იმჩნევ როგორ გტკივა,ხო,გტკივა. დარწმუნებული ვარ რომ ძალიან გტკივა,მაგრამ შენ იმდენად მაღლა დგახარ შენი პიროვნულობით რომ ამას ვაჟკაცურად იტან. ერთია რომ არ მომწონს ელენე რომ შეგიყვარდა,მაგრამ ვაფასებ რომ არაფერს იმჩნევ. ძალიან მაგარი ადამიანი ხარ დიმა-დაასრულა მონოლოგი ნანომ და მის ნათქვამში ერთი სიტყვაც არ იყო ტყუილი,გულიდან იყო ყველა სიტყვა წამოსული და მართლა მასე ფიქრობდა დიმაზე -ნეტავ ჩემი ნება ყოფილიყო ვინ შემყვარებოდა და ვინ არა-სევდიანმა თქვა დიმამ-ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ ძმაკაცის შეყვარებული შემიყვარდებოდა-დადუმდა-ნანო,მოდი ნუღარ გამიმეორებ ხოლმე რომ იცი ჩემი გრძნობების შესახებ კარგი? მე ვცდილობ,მართლა ყველანაირად ვცდილობ გეფიცები ყველაზე წმიდას,რომ ელენე დავივიწყო. მჯერა და დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი გამომივა და ამ ყველაფერს დავძლევ. ამისათვის მჭირდება რომ არ შემახსენო და არ მიმეორო ხოლმე ჩემს გრძნობებზე,კარგი? -ამის შემდეგ სამარე ვარ. გპირდები ამ ამბავს დავივიწყებ.ვითომ არაფერი არ ვიცოდი-ტაში შემოკრა და გაეცინა -რაც შეეხება იმას,რომ მაგარი ადამიანი ვარ, აზვიადებ ნანო-გაეცინა დიმასაც -არ ვაზვიადებ,ზუსტადაც ისეთი ხარ როგორც აღგწერე,ასე რომ ნუ მედავებით ბატონო დიმიტრი და მოდი შენს 27-ე დაბადების დღეს ნუ ჩაიმწარებ ცუდი ფიქრებით. ისე დღეს ორმაგად კარგი დღეა,ერთი ის რომ შენი დაბადების დღეა და მეორე ის რომ ბიძაშვილი გამითხოვდა და შენმა ძმაკაცმა ცოლი მოიყვანა-გაეცინა-ასე რომ ეს დღე ისტორიული თარიღია-ხელები გაშალა და გაეცინა ნანოს აცილებდა დიმა,ელო რომ მოვიდა, ზუსტად იმ დროს,როცა დიმამ ნანო გადაკოცნა,კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და გაუღიმა.ელო ცივად მიესალმა ორივეს,რადგან წარმოდგენა არ ქონდა ვინ იყო ნანო(იმ დღეს ელოს ნანო სახეზე არ უნახავს) და წაუეჭვიანა,ეგონა რომ დიმას გოგო ან ნაშა ან კიდევ რა იცის ვინ იყო. შიგნით შევიდა და დივანზე დაჯდა.იქვე პერანგსაც მოკრა თვალი და მერე ტელევიზორს უინტერესოდ მიაშტერდა.დიმამ ნანო გააცილა და მალევე ისიც შემობრუნდა სახლში. -შენი შეყვარებულია?-პირდაპირ მიახალა ელომ -ჩემი მეგობარია-მოკლედ მოუჭრა. -მადლობას რისთვის უხდიდი?-ცოტა ხნის მერე ისევ შეეკითხა,რადგან ვერ მოისვენა ისე აინტერესებდა -საჩუქრისთვის-კვლავ მოკლედ უპასუხა -ეს პერანგი გაჩუქა?-პერანგს გადახედა და ხელში აიღო.დიმამ უბრალოდ თავი დაუქნია-რამე დღესასწაულია?-ინტერესით ჩაეკითხა -ვაიმე ელენე,ჯერ არ მოსულხარ და უკვე რამდენი კითხვა დამისვი-მობეზრებულმა მიუგო-დღეს 27 წლის გავხდი და ეგ მომილოცა-გაარკვია ელო სიტუაციაში.ელო შეკრთა. არ იცოდა დიმას როდის ქონდა დაბადების დღე. ან საიდან უნდა ცოდნოდა,როცა სულ რაღაც 1 თვეა იცნობს -გილოცავ. არ ვიცოდი-ფეხზე წამოხტა და დიმას ჩაეხუტა. მოულოდნელობისგან რა ექნა არ იცოდა დიმას -კიდევ ერთი წლით დაბერდი-მის კისერში თავჩარგულმა ჩაილაპარაკა ელომ და დიმას სურნელი ღრმად შეისრუტა.მისმა უსასიამოვნესმა ოდეკოლონმა ცხვირი აუწვა,რაც ძალიან მოეწონა.კიდევ დიდხანს და სიამოვნებით იქნებოდა ელო ასე,დიმას რომ არ გამოეფხიზლებინა,რომელიც ფეხზე წამოდგა და ელოს ხელები ფრთხილად მოიშორა -მადლობა ელენე-უთხრა,როგორც კი ელო მოშორდა -ცუდია რომ ადრე ვერ გავიგე. საჩუქარს გაჩუქებდი,მაგრამ ეგ არაფერი,აუცილებლად გამოვასწორებ ამ შეცდომას-გაუღიმა -საჭირო არაა, მოლოცვით ხომ მომილოცე?ხოდა ეგეც საკმარისია-გაუღიმა დიმამ და საძინებლისკენ აიღო გეზი -რა უჟმური ხარ მაინც რა-თავისთვის ჩაილაპარაკა ელომ -გავიგონე-მოაძახა დიმამ-მეტიჩარა-არც დიმამ დააკლო და საძინებელში შევიდა -უჟმური კი ხარ,მაგრამ სწორედ რომ ასეთი უჟმური მიყვარხარ-დარწმუნებით თქვა თავისთვის ელომ და გაეღიმა. საოცარი გოგოა რა. ერთი თვეა იცნობს მხოლოდ და უკვე უყვარს.დიმა კი დარწმუნებულია რომ უბრალოდ გატაცებაა ელოსთვის და ამ სახლიდან წასვლისთნავე გაუვლის,მაგრამ ამ გოგოს სათანადოდ ვერ აფასებს და ვაფასებთ. ელოს მართლა ძალიან შეუყვარდა დიმა.აი ასე,უბრალოდ,შეუყვარდა და მორჩა.მართალია ცოტა ქარაფშუტას შთაბეჭდილებას ტოვებს თითქოს,მაგრამ ეგეთი არაა.თავის გრძნობებში 100%-ით დარწმუნებულია.აი დიმას კი რა მოუხერხოს აზრზე არაა. ის ვიღაც ელენე უყვარს და გაუჭირდება მისი დავიწყება,მაგრამ ელო ყველანაირად ეცდება დიმას ელენე დაავიწყოს. ნუ ყოველშემთხვევაში ცდას არ დააკლებს. *** ელენე მთელი დღე არ გამოსულა ოთახიდან და არც ცოტნე ასულა საღამომდე.აცადა დაფიქრება. დრო მისცა რომ თავის თავთან გარკვეულიყო. გვიან კი ააკითხა -რას შვები?-კითხა ელენეს,რომელიც საწოლზე ზურგით იწვა და ჭერს უაზროდ მიშტერებოდა -ბუზებს ვითვლი-ირონიულად მიუგო ელენემ -არ გშია?-ელენეს ცინიზმი გაატარა -დიდი ხანია აქ ხარ,არ მოგშივდა? -არაფერი არ მინდა -იმედია შენც ბანალურად არ დაიწყებ ჭირვეულობას რომ არ გშია, არ გწყურია,არ გეძინება და ა.შ-მობეზრებულად უთხრა ცოტნემ-მგონი უფრო გააზრებულად უნდა მოეკიდო ამ ყველაფერს,ისტერიკების გარეშე-მშვიდად მიუგო -არ ვჭირვეულობ და ისტერიკებს არ გიწყობ. ეგ რომ გამეკეთებინა ეხლა ამ სახლში რაც არის ყველაფერს თავზე დაგალეწავდი,მაგრამ ეგ არ მიქნია,ხომ ხედავ?-გაღიზიანებულმა უთხრა-უბრალოდ მართლა არ მშია. ეხლა მხოლოდ დაძინება და დასვენება მინდა-ლოგინიდან წამოდგა,საბანი გადასწია და ტანსაცმლიანად შეწვა შიგ -ხოდა ძალიან კარგი,მეც ძალიან დავიღალე ფიზიკურადაც და სულიერადაც, დაძინება არც მე მაწყენდა,ხოდა მოდი და დავიძინოთ-საბნის მეორე მხარე გადასწია ცოტნემ,ფეხსაცმელი გაიძრო და ელენეს მიუწვა გვერდით-ელენემ გაფართოებული თვალებით გადმოხედა -რას აკეთებ? -რას უნდა ვაკეთებდე? შენთან ერთად ვიძინებ-უკნიდან ახლოს მიუჩოჩდა ელენეს,მუცელზე ხელები შემოხვია და თავი მის ყელში ჩაყო-მმ,ვგიჟდები ამ სურნელზე-ისე თქვა თავი არ აუწევია. -ცოტნე, გადი და სხვაგან დაიძინე ან მე გავალ,გამიშვი-დაეჯაჯგურა ცოტნეს ხელებს,რომლებიც მარწუხებივით ქონდა შემოხვეული -ნწ, არსად არ გავალთ არც ერთი. ასე უნდა დავიძინოთ,ასე რომ ნუ ფართხალებ და მოისვენე-უთხრა და ყელში აკოცა.ელენეს დენმა დაუარა სხეულში -ცოტნე... -ჩშშ.შენი ხმა არ გავიგო-გააჩუმა ელენე და უფრო მაგრა მიეკრო-მაინც არ გაქვს ჩემს იქეთ გზა-გაუცინა და კიდევ ერთხელ აკოცა ყელში.ელენეს აღარ გაუწევია წინააღმდეგობა,ამის ძალაც არ ქონდა და იცოდა რომ მაინც აზრი არ ექნებოდა ამ შემთხვევაში შეწინააღმდეგებას . უბრალოდ გაჩერდა.თავი ბალიშზე გემრიელად მოათავსა და თვალები დახუჭა. დილით ელენეს ცოტნეზე ადრე გაეღვიძა.პირველი რაც თვალში მოხვდა ცოტნეს შემოხვეული ხელები იყო მუცელზე.სასიამოვნოდ გააჟრჟოლა და გაეღიმა. როგორც არ უნდა იყოს თავს მშვიდად და წყნარად გრძნობს და ყველაფრის მიუხედავად მაინც ბედნიერია რომ მასთან ერთად გაეღვიძა -ასეთ პირველ ღამეზე ვერც ვიოცნებებდი-ნამძინარევი,სიცილნარევი,დაბოხებული ხმით უთხრა ცოტნემ,რომელსაც გაღვიძებოდა და კიდევ უფრო მაგრად მიეკრო მთელი სხეულით-რას ვიფიქრებდი ჩემს ცოლთან ტანსაცმლიანად თუ დავიძინებდი პირველ ღამეს-გაეცინა და ელენეს ზემოდან მოექცა და შეეცადა მისკენ მოებრუნებინა -მეტის ღირსი არც ხარ-შეეცადა სერიოზულად ეთქვა ელენეს,მაგრამ მაინც გაეპარა ღიმილი ტუჩის კუთხეში -რომ არ კივიხარ ხელები მომაშორეო,ეს უკვე პროგრესია-გაეცინა ცოტნეს -რამეს შეცვლის ჩემი კივილი ან ისტერიკები?-დაღლილმა კითხა ელენემ -ნწ,არაფერს-უთხრა ცოტნემ და ელენეს ტუჩებისკენ დაიხარა და მსუბუქად აკოცა.ელენეს კვლავ დაუარა ჟრუანტელმა -რა თავისუფლად იქცევი ვაჟბატონო? მე შენთვის თანხმობა არ განმიცხადებია და არც მიპატიებია-ეშმაკურად უთხრა ელენემ -ეგ არაფერი,მთვარია რომ აქ ხა და ჩემთან ხარ,დანარჩენს მოევლება-მაგრა მოხვია ხელები კისერზე და ცხვირი მის ყელში ჩაყო-რატომ მაგიჯებ ასე,ჰა? მიყვარხარ ელე-თნ ყელზე კოცნიდა და თან ელაპარაკებოდა.მერე ტუჩებსაც მიადგა და კვლავ დაუკითხავად აკოცა -ცოტნე...-ამოილურლუღა ელენემ -მშია-თქვა და სიცილი წასკდა -რა მომენტებს მიფუჭებ რა-უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა ცოტნემ და საწოლიდან წამოდგა-ისე მეც მშია,ოღონდ მე შენ მშივხარ-მაცდურად გაუღიმა და ისევ მისი ტუჩებისკენ დაიძრა.ელენემ თითი დაუხვედრა მის ტუჩებს -ამ დილით გეყოფა-უთხრა და წამოდგომა დააპირა -არაუშავს,ავანაზღაურებთ -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და გაეცინა.ელენესაცშეუმჩნევლად გაეღიმა და მერე საწოლიდან წამოდგა. -როგორც ვიცი ჩემი ნივთები აქ არის ხო?-კითხვით მიუბრუნდა ცოტნეს,ცოტნემ თავი დაუქნია-მაშინ გაბრძანდი ეხლა ოთახიდან და მაცალე რომ გამოვიცვალო,თორემ ამ ტანსაცმლით ვერ ვიმოძრავებ-უკმაყოფილოდ დაპრუწა ტუჩები და ტანზე წოლისგან მიჭმუჭნილ ტანსაცმელს დახედა -ჩემთან რისი გრცხვენია ელ?გაუცინა-სხვა სიტუაციაშიც მომიწევს შენი ნახვა და დამიჯერე ის ბევრად უხერხული იქნება-გადაიხარხარა -გარყვნილი ბიჭი ხარ!-ეცადა მკაცრად ეთქვა-ეხლა გადი რა მართლა,უნდა გამოვიცვალო-შეეხვეწა ელენე. ცოტნემაც დანებების ნიშნად ხელები ასწია ამ ერთხელ დაგითმობო და ოთახიდან გავიდა.სანამ ელენე ჩამოვიდოდა გაზზე ჩაიდანი შემოდგა და ყავა ჭიქებში ჩაყარა. საქმეს წინ წაიგდებს ელენეს მოსვლამდე,ისაუზმებენ და მერე ერთმანეთით დატკბებიან.ნუ თუ რა თქმა უნდა ელენე ისევ არ დაიწყებს გაჯიუტებას და ცოტნესთვის თავის არიდებას,მაგრამ ცოტნე არ აპირებს დაუთმოს და ყველანაირად შეეცდება მაქსიმალურად დატკბნენ ერთმანეთით ამ მცირე დროში,მერე კი ქალაქში როგორც კი დაბრუნდებიან ხელს მოაწერენ და ჯვარსაც დაიწერენ. ამ ფიქრებში იყო წასული ცოტნე,ელენე რომ ჩამოვიდა. სამზარეულოში შემოვიდა და მაგიდასთან მოკალათდა.ცოტნეს უკვე გაეწყო მაგიდა- კარაქი,ყველი,პური, ძეხვი, კრუასანები,რასაც გამზადება არ ჭირდებოდა ისეთი რამეებით -რაც არის იმას დავჯერდეთ საუზმედ და მერე რამე მოვამზადოთ. ამ დილით მეტი ვერაფერი ვნახე-თავი მოიქექა ცოტნემ -ისე მშია, მნიშვნელობა არ აქვს რა არის,მთავარია საჭმელია-გაუცინა ელენემ და პური და ძეხვი აიღო, პურს ზემოდან დაადო და მადიანად ჩაკბიჩა.ცოტნე ღიმილით უყურებდა თუ როგორ ილუკმებოდა ელენე -შენ არ ჭამ? -მე მხოლოდ ყავა-გაუცინა და ყავა მოსვა. გაგიკვირდებათ და ელენეს ნახევარი დღის განმავლობაში არ დაუგესლავს ცოტნე და მკვახედ არ უთქვამს არაფერი,პირიქით,ცოტა მოლბა.ერთად მოამაზადეს სადილი და გემრიელად შეექცნენ. იმედია დროებითი არაა ელენეს სიმშვიდე და ისევ არ წამოუვლის მისებურები. ცოტნე ყურებამდე გაღიმებული იყო ელენეს შემხედვარე. არ ელოდა მის ასე მალე შემობრუნებას და ასეთ ცვლილებას,პირიქით, შიშით გაღვიძება არ უნდოდა,ელენეს რეაქციის გამო,მაგრამ იმაზე უკეთესად იქცევა ელენე,ვიდრე ცოტნეს წარმოედგინა რომ მოიქცეოდა.ეგონა ისევ დაიწყებდა რომ ეს ყველაფერი სისულელეა,რომ მალე უნდა დააბრუნოს ცოტნემ სახლში და მორჩნენ ამ ფარსს,მაგრამ ელენეს ჯერჯერობით მსგავსი რამ არ უთქვამს.ეხლაც დივანზე ცოტნესთან ერთად ზის,მის გულზე აქვს თვი მიდებული და ორივენი ტელევიზორს შესცქერიან უინტერესოდ,ვითომ ორივე უყურებს და აინტერესებთ რა ხდება მანდ,არადა არც ერთი აზრზე არაა ეხლა რა გადის ტელევიზორში.მათი ფიქრები მხოლოდ ერთმანეთს დასტრიალებს. -ელე-ძლივს ამოთქვა ცოტნემ.ელენემ უბრალოდ ახედა კითხვისნიშნიანი თვალებით-მაინტერესებს შენი ასე ყოფა დროებითია და ისვ უნდა ველოდო როდის დაიწყებ ჭირვეულობას,თუ უკვე შეეგუე ამ ფაქტს?-გაუცინა.ელენე ჩაფიქრდა.ერთ ხანს დუმდა -და შენს იქეთ გზა მაქვს?-ბოლოს კითხვითვე უპასუხა და ამით ყველაფერი ნათელი გახდა. ცოტნეს გაეღიმა .ელენე გულში მაგრა ჩაიკრა და მხურვალედ აკოცა ტუჩებზე. *** დიმა სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა.მისაღებში იჯდა ყავის ჭიქით ხელში და თან ტელევიზორს უყურებდა. ყოველ დილით სულ ასე აკეთებს. ყავა აუცილებლად უნდა დალიოს,რო მერე უფრო შემართებით იყოს ხოლმე, ყავის სმის დროს აუცილებლად ტელევიზორს უყურებს.ნახევარი საათი გრძელდება დაახლოებით ეს პროცესი.მერე სამსახურში მიდის. ამ დილითაც დივანზე მოკალათებული ყავას მიირთმევდა,სააბაზანოდან პირსახოცშემოხვეული ელო რომ გამოვიდა.დიმას თვალები შუბლზე აუვიდა ელოს ასეთ მდგომარეობაში დანახვისას -უი,დიმა ჯერ არ წასულხარ?-ვითომ სახლში არ ეგონა -ჯერ არა და როგორ დადიხარ?-წარბაწეულმა კითხა? -მაპატიე,არ მეგონა სახლში თუ იყავი-თვალები სასაცილოდ აუფახულა.მერე მის წინ ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო,დიმას ამინ დანახვაზე ლამის ყავა გადასცდა. მართალია ელოს მიმართ არანაირ ინტერესს არ გრძნობს,მაგრამ კაცია და აბა როგორია ქალი ასეთ მდგომარეობაში რომ გამოგეცხადება,თან ელოსნაირი გოგო. საოცრად მადისაღმძვრელი გოგოა და უნდა აღიაროს დიმამ რომ მართლაც უნაკლო სხეული აქვს,მიუხედავად იმისა თუ როგორ უშლის ელო ნერვებს.დიმა შეეცადა თვალი აერიდებინა და ტელევიზორს მიუბრუნდა,არადა ცალი თვალი მაინც ეპარება. ელოს ჩაეცინა.მიხვდა რომ გამოუვიდა და დიმას ყურადღება დაიმსახურა მისმა სხეულმა. ესეც ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. როგორი თამამი გოგოა. სულ არ რცხვენია დიმას წინ ნახევრად შიშველი რომ მოძრაობს. მხოლოდ ერთი პირსახოცი აქვს შემოხვეული,რომელიც საჯდომსაც ძლივს ფარავს. დიმა ცდილობდა ცხელი ყავა რაც შეიძლება მალე დაელია და მალე წასულიყო სამსახურში.უცებ ელო წამოდგა და დიმას გვედრით მიუჯდა.ჭიქა ხელში გაუშეშდა,როცა ელენეს ხელი მის ფეხზე დაინახა.უცებ ყავის ჭიქა ამოიყირავდა და ყავა ფეხზე გადაისხა.დიმამ უცებ წამოყვირა და ფეხზე წამოდგა -აუ ჩემი-დაიყვირა გამწარებულმა -ჩქარა გაიხადე-დაუყვირა ელომ და მის შარვალს წაეტანა რომ გაეხადა -რას აკეთებ?-გაოცებულმა უყვირა დიმამ -შარვალს გხდი-ვითომც არაფერიო ისე უპასუხა ელომ და ელვაშესაკრავს მიადგა.დიმამ ხელი დაუჭირა -გააფრინე? მე თვითონ გავიხდი-უთხრა და თავისი ოთხსიკენ აიღო გეზი,რომ რაც შეიძლება მალე გამოეცვალა დასვრილი შარვალი,თან ფეხი ეწვოდა, საკმაოდ ცხელი ყავა გადაესხა.თან გულში ელოს ლანძღვდა,ეგ რომ არა,ეხლა მშვიდად დაამთავრებდა ყავის დალევას და სამსახურის გზას დაადგებოდა,მაგრამ ნამდვილი ტუტუცი გოგოა.ელოს ლანძღვაში იყო საძინებელში რომ შევარდა, სასწრაფოდ გაიძრო შარვალი და კარადიდან სხვა შარვალი გამოიღო.ამასობაში ელო შემოვიდა მის ოთახში -ეხლა რაღა გინდა?-თვალებგაფართოებულმა დაუყვირა -დამწვრობის მალამო მოგიტანე,წაისვი და აღარ აგეწვება-უთხრა და მისკენ დაიძრა-მოდი მე წაგისვა-მალამოს თავი მოხადა და დიმას მიუახლოვდა-მიდი ჩამოჯექი-საწოლისკენ მიანიშნა.ტრუსის და პერანგის ამარა დარჩენილი დიმა ინსტიქტურად ჩამოჯდა საწოლზე. ელომ ფრთხილად წაუსვა მალამო და სული შეუბერა -არ იყო საჭირო-მკვახედ უთხრა დიმამ-მაგრამ მადლობა-თქვა და წამოდგომა დააპირა,რომ ელომ გააჩერა.ერთხანს უყურა -ეხლა რომ არ გაკოცო მოვკვდები-ჩქარ-ჩქარა მიაყარა და მოწყურებულივით დაეწაფა დიმას ტუჩებს.დიმა გონს ვერ მოეგო,რა ხდებოდა.მისი გონება იმ წამს ვნებამ მოიცვა,ხელი კისერზე მოკიდა და თვითონაც დაუბრუნა საპასუხო კოცნა.მაინც კაცია და უჭირს ასეთ დროს თვის შეკავაბე,მითუმეტეს როცა ნახევრადშიშველი გოგო დგას მის წინ.რამდენიმე წამი კოცნიდნენ ერთმანეთს,მანამ სანამ დიმა არ მოეგო გონს და გველნაკბენივით არ მოიშორა ელო -ეს..ეს..რა ჯანდაბას ვაკეთებთ?-დაიყვირა ხმამაღლა-აქედან გადი და მეორედ მსგავსი რამ არ გაიმეორო-მკაცრად დაუყვირა -გინდოდა გეთქვა მესამედო-მხრები აიჩეჩ ელომ და გაუცინა,მაგრამ დიმას სახეს რომ გადააწყდა მიხვდა რომ სიცილის დრო არ იყო-კარგი,რა მოხდა მერე,დიდი ამბავი თუ გაკოცე. რა გოგოსავით იქცევი,რომელსაც პირველი კოცნა მოპარეს-ტუჩები უკმაყოფილოდ დაპრუწა ელომ -ელენე გადი-თითით კარებისკენ მიანიშნა -კარგი,კარგი გავდივარ-ხელები მაღლა ასწია-მაგრამ მე მაინც ძალიან მომეწონა,ტკბილი ტუჩები გაქვს-მიაძახა სიცილით და სანამ დიმა რამე სეტყოდა მანამდე გავიდა ოთახიდან. -ამას მაგრა აკლია-ხმამაღლა ჩაილაპარაკა და შარვალს ხელი დასტაცა-სამსახურშიც ვაგვიანებ-უკმაყოფილოდ თქვა და რაც შეეძლო სწრაფად მოწესრიგდა და სამსახურში გავარდა. *** ელენე და ცოტნე იმაზე კარგად გრძნობდნენ თავს,ვიდრე ორივეს წარმოედგინა.ელენე უპრეტენზოდ იყო. მე მგონი ბოლობოლო შეეგუა იმ ფაქტს რომ ცოტნესთან უნდა იყოს და არ აპირებს ბედნიერებას ხელი კრას და თავისი სიჯიუტის გამო მთელი ცხოვრება უბედური იყოს.თანაც ხედავს თუ როგორ ნანობს ცოტნე თავის საქციელს და როგორ უყვარს ელენე.საბოლოოდ დანებდა და გადაწყვიტა დატკბეს ცოტნესთან ყოფნით. -ამდენი დრო რა ტყუილ უბრალოდ დავკარგეთ უერთმანეთოდ ელე-ყურთან ახლოს უჩურჩულა ცოტნემ, როცა დივანზე ისხდნენ და უბრალოდ საუბრობდნენ -მე მჭირდებოდა ეს დრო რომ ყველაფერი გადამეხარშა,ამის გარეშე ეხლა ერთად ვერ ვიქნებოდით-ჩუმად უპასუხა ელენემ.ისე ხმადაბლა საუბრობდნენ,თითქოს ვინმეს უნდა გაეგო მათი საუბარი -აწი ვერ დააღწევ ჩემგან თავს, ვერასდროს-უთხრა და საფეთქელზე აკოცა -არც ვაპირებ შენგან თავის დაღწევას.მინდა რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიყოთ-უპასუხა და ყელში აკოცა.ცოტნეს გაეღიმა -ჩემი ცხოვრება ხარ შენ.უშენოდ ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. ეს 1 წელი იყო ყველაზე მძიმე ჩემს ცხოვრებაში -ჩემთვისაც არ იყო მარტივი ცოტ, გული საშინლად მტკიოდა -ორივე იმაზე მეტად დავიტანჯეთ,ვიდრე ამას ვიმსახურებდით და ეს ყველაფერი ჩემი ბრალია-ნაღვლიანად თქვა ცოტნემ -მოდი აღარ გვინდა ამაზე ხო? დავივიწყოთ საერთოდ ეგ ამბები,გახსენებაც კი არ მინდა-თავი გულზე მიადო და აკოცა -მართალი ხარ. აღარ გვინდა უსიამოვნო თემებზე საუბარი.ვისაუბროთ უფრო სასიამოვნო თემებზე,მაგალითად როგორც კი ჩავალთ ჯვარს დავიწერთ და ხელს მოვაწერთ -ქორწილი არ გვინდა-თითის აწევით გააფრთხილა -ვიცი და არ გაძალებ.უბრალოდ ხელი მოვაწეროთ და ჯვარი დავიწეროთ -ჩვენებსაც გავაგებინოთ რომ ყველაფერი მოგვარდა,დარწმუნებული ვარ ნანო და დიმა ინტერესით კვდებიან აქ რა ხდება-გაეცინა და ტელეფონი ჩართო -ნანო მაინც ვერ გადამირჩება-სასაცილოდ დაიმუქრა ელენე ნანოს მისამართით -რას ერჩი ადამიანო? პირიქით მადლობელი უნდა იყო მაგისი. პირადად მე მთელი ცხოვრება ვერ ამოვალ მისი ვალიდან-გაუცინა ცოტნემ და შუბლზე აკოცა.მერე დიმასთან გადარეკა და ამცნო სიტუაცია.დიმა გაგიჟდა სიხარულისგან მათი ამბავი რომ გაიგო,არც ნანო იყო გამონაკლისი,ლამის ტელეფონიდან გამოძვრა იმდენი იკივლა სიხარულისგან..ელენე და ცოტნეს გაეცინათ მის კივილზე -ამას მგონი ჩვენზე მეტად გუხარდა-როცა ტელეფონი გაუთიშა ნანოს ელენეს მიუბრუნდა -გიჟია გეფიცები,გიჟი-გაეცინა ელენესაც -უეჭველი ნანომ უნდა მონათლოს ჩვენი შვილი.ნანო და დიმა იქნებიან ჩვენი პირველი შვილის ნათლიები-მტკიცედ თქვა ცოტნემ და ელენეს ტუჩებზე აკოცა -არ ვარ წინააღმდეგი.მე ცმინდა რომ ეგ ორი იყოს-გაუღიმა და ეხლა ელენემ აკოცა. პირველი ღამე. ეს იმაზე უფრო სასიამოვნო და უკეთესი იყო,ვიდრე ელენე წარმოიდგენდა ოდესმე. ცოტნე ნაზად და ფრთხილად ეპყრობოდა და ცდილობდა ყველაფერი ისე გაეკეთებინა პირველ ჯერზე,რომ ელენეს ნაკლები ტკივილი განეცადა. მხოლოდ წამიერად ერთი ცრემლი გადმოუვარდა ელენეს ტკივილისგან.მერე კი ეს ტკივილიც გაქრა და ცოტნეს მკლავებში ბედნიერი მიესვენა. ყველაზე დასამახსოვრებელი და ლამაზი ღამე იყო მათ ცხოვრებაში და დარწმუნებულები არიან რომ კიდევ უამრავი ასეთი ღამე ელით წინ, ერთობლივ ცხოვრებაში. *** დიმა ისეთი გახარებული იყო ელენე და ცოტნეს ამბით,რომ სახლში შამპანიურის ბოთლი გახსნა. -ელო, ელო-დაუძახა გახარებულმა ელოს,რომელიც თავის ოთახში იყო. ელომ პირველად გაიგონა დიმას მიერ დაძახებული ელო და ტანში სასიამოვნოდ გაცრა. როგორც კი დაუძახა ეგრევე გამოვარდა საძინებლიდან და კითხვისნიშნიანი მზერა მიაპყრო.დიმამ ელოს ჭიქა გაუწოდა -გამომართვი-აჟიტირებული იყო დიმა.ჭიქა ელოს გაუწოდა და შამპანიური ჩამოუსხა -რას აღვნიშნავთ?-თვალებგაბრწყინებულმა კითხა ელომ,რადგან დიმა ასეთი მხიარული ელოსთან ჯერ არ ყოფილა -ცოტნემ ცოლი მოიყვანა-უთხრა და ჭიქაზე ჭიქა მიუჭახუნა -მართლა? რა მაგარია-მართლა გაუხარდა ელოს,ოღონდ თვითონაც არ იცის რატომ-მაგრამ,მოიცა... მაგას ხომ ელენე... შენ რომ გიყვარს...-აქ გაჩუმდა,რადგან დიმას დასერიოზულებულ სახეს მოკრა თვალი -ხო,ცოტნე და ელენე დაქორწინდნენ და მე ეს საშინლად მიხარია.მათ ერთმანეთი უყვართ და ბედნიერებას იმსახურებდნენ,ასე რომ ზედმეტი კითხვების გარეშე მოდი და დავლიოთ-ცოტა მოლბა დიმა და შამპანიური ერთი მოყუდებით გადაუშვა ყელში. ელომაც მიბაძა და ჭიქა გამოცალა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,ელო და დიმა მშვიდად საუბრობდნენ ერთმანეთში და თან შამპანიურს სვამდნენ. 2 ბოთლი შამპანიური რომ გამოცალეს და მეტი შამპანიური აღარ დარჩათ,ეხლა კონიაკს მიადგნენ და იმის სმა დაიწყეს.სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე ამბობდნენ და თან გიჟებივით იცინოდნენ.რომ გეკითხათ რის სადღეგრძელოს ამბობდნენ,ვერც ერთი ვერ გაგცემდათ ნორმალურად პასუხს. ორივე საკმაოზე მეტად მთვრალი იყო. ერთმანეთს რომ შეხედავდნენ იმაზეც კი ეცინებოდათ. ელო ფეხზე წამოდგა და ბანცალით წავიდა დიმასკენ და გვერდით მიუჯდა,თავი მხარზე დაადო და ჭიქას გაუშტერა თვალი.დიმამ ლოყაზე დაუსვა ხელები.ვერც ერთი ვერ იაზრებდა რას შვებოდნენ. უფრო სწორად დიმა იყო საშინლად მთვრალი და ვერ აცნობიერებდა თავის ქმედებებს.ელოს ისედაც უყვარდა დიმა და სასმელი არ ჭირდებოდა სითამამისთვის. უცებ წამოენთო და ვნებამოერულმა დაუწყო დიმას კოცნა. დიმამაც თმაში ხელი შეუცურა და კოცნა უფრო გააღრმავა.გიჟებივით კოცნიდნენ ერთმანეთს.ალკოჰოლმა ორივეს სითამამე შემატა,განსაკუთრებით დიმას და ცდუნებას ვერ გაუძლო. ასე ჩვეულებრივ თუ გინდათ არაჩვეულებრივ, კოცნა-კოცნით აღმოჩნდნენ საძინებელში და ერთმანეთს ტანსაცმელს აფრცქვნიდნენ.არც ერთის გონება არ მუშაობდა.იმ წამს მხოლოდ ერთმანეთს ხედავდნენ და ერთმანეთის ალერსი ადარდებდათ. მოსახდენი მოხდა და დიმამ და ელომ ღამე ერთად გაატარეს. დილით დიმას თავი უსკდებოდა.თითქოს ვიღაც მთელი ძალით ჩაქუჩს ან მძიმე საგანს ურტყამდა.ცალი თვალი ძლივს გაახილა და ხელი გაშალა,როცა რაღაც სხეული იგრძნო,უფრო სწორად ეს რაღაც ვიღაც იყო. გვერდზე გაიხედა და ელოს რომ მოკრა თვალი მის საწოლში,თან შიშველს,თან...თან...თვალები შუბლზე აუვიდა და სწრაფად წამოხტა საწოლიდან .არეულ ოთახს თვალი მოავლო,სადაც იატაკზე ტანსაცმელი იყო მიყრილი.მერე მზერა ისევ საწოლზე გადაიტანა,სადაც ელო იწვა.იქვე თვალი მოკრა დალაქავებულ ზეწარს .შოკირებულმა თვალი საწოლს გუშტერა და ადგილზე გაიყინა -აუ ჩემი-თავზე ხელი შემოიწყო-ოღონდ ეს არა-ამოიგმინა და თვალები მაგრა დააჭირა ერთმანეთს. დიმა მისაღებში გალასლასდა და დივანზე მოწყვეტით დაეშვა.თავი ხელებში ჩარგო. ჯერ კიდევ უჭირს იმის გააზრება რაც გუშინ მოხდა მასსა და ელოს შორის. არა, მაინც ასე როგორ დათვრა რომ არაფერი არ ახსოვს და მსგავსი რამ ჩაიდინა? დიმა არასდროს გამოირჩეოდა სმით და გუშინ რა ჯანდაბა ეტაკა?რატომ დალია ამდენი? რომ არა მისი დაჟინება რომ დაელიათ,ეს ყველაფერი არ მოხდებოდა.კარგი, დალია,დალია,მაგრამ ამ დონემდე როგორ გამოთვრა რომ თავის ქმედებებს ვერ აკონტროლებდა? რამ გამოაშტერა ასე? ეხლა რა ქნას?როგორ მოიქცეს? ელოს რა პასუხი გასცეს?ამ ფიქრებში იყო გართული და თავი კვლავ ჩახრილი ქონდა, ნაბიჯების ხმა რომ მოესმა. ზეწარშემოხვეული ელო გამოვიდა.თვალებმოჭუტული დაუჯდა დიმას წინ -თავი მისკდება-ამოიკრუსუნა ელომ და თვალები ძლივს გაახილა.დიმამ თავი ასწია და ელოს მზერა გაუსწორა.დაბნეული იყო. არ იცოდა რა ეთქვა-შენ დიდი ხანია გაიღვიძე?-ვითომ არაფერიო ისე ესაუბრებოდა ელო -ელო..-ხმა გაუწყდა-გუშინ...ჩვენ...-სათმელი ვერ დაამთავრა -ოღონდ ეხლა ამ ყველაფრისგან ტრაგედიას ნუ შექმნი და არ მინდა არაფერი-შეწუხებული სახით უთხრა ელომ და თავზე ხელი მიიჭირა-მე არაფერს არ ვნანობ-მტკიცედ თქვა.დიმას თვალები გაუფართოვდა -რა? კი მაგრამ არ ნანობ რომ ესეთი ნაბიჯი პირველად გადადგი თან მთვრალმა,თან მამაკაცთან რომელთანაც არაფერი გაკავშირებს?-გაოგნება გამოსჭვიოდა დიმას ხმაში -მე მიყვარხარ და არაფერს ვნანობ რაც შენთან დაკავშირებით ხდება დიმა-უთხრა და თვალებში ჩააჩერდა -ბოლო დონის არაკაცივით მოვიქეცი.არა,არაკაცივით კი არა, არაკაცი ვარ გუშინდელის მერე-თავის ლანძღვას მოყვა დიმა -გაჩერდი ეხლა, მეც რომ არ მნდომოდა და არ ავყოლოდით ერთმანეთს,არაფერი არ მოხდებოდა,ამიტომ მარტო შენ არ ხარ დამნაშავე -მე უფრო მეტად ვარ დამნაშავე ელო,მე უნდა შემეკავებინა თვი და ასე ლაჩრულად არ მოვქცეულიყავი -მთვრალი იყავი,ისევე როგორც მე-არ ჩამორჩა ელო -ერთი გამოსავალია-ცოტა ხანს პაუზა გააკეთა-ცოლად უნდა მოგიყვანო-უეცრად წამოიძახა ცოტა ხნის მერე დიმამ -რაა?-შეშფოთებულმა წამოიძახა ელომ-რეებს ბოდავ დიმა? -მე მინდა რომ ჩემი საქციელი გამოვასწორო. არ მინდა რომ ჩემს გამო სახელი შეგელახოს. მე შენ ნამუსი აგხადე ელო -ჯერ ერთი, ტყუილად იდანაშაულებ შენს თავს და მეორე,მე შენ ცოლად არ გამოგყვები-დიმამ გაკვირვებულმა შეხედა. განა ელოსთვის უფრო უკეთესი არაა დიმას გაყვეს ცოლად და ამით სახელი არ შეირცხვინოს?მისთვის უკეთესი გამოსავალი არაა?ნამდვილად არაადეკვატურია ეგ გოგო.ჯერ ისტერიკების გამართვას ელოდებოდა რომ გაიღვიძებდა და ყველაფრის თავზე დამხობას,მაგრამ ასე არ მოიქცა,პირიქით,მშვიდად ზის მის წინ და აქეთ ამშვიდებს დიმას. ეხლა კიდევ დიმამ ასეთი წინადადება შესთავაზა და უარი სტკიცა. ვერ არის ეს გოგო ცოტა დალაგებული -რატომ?-მართლა გაკვირვებულმა კითხა დიმამ -მართალია მიყვარხარ და დიდი სიამოვნებით გამოგყვებოდი ცოლად,მაგრამ შენ არ გიყვარვარ და ეგრე არ მინდა. მე შენ მხოლოდ სიყვარულით გამოგყვები ცოლად და არა იმიტომ რომ სახელი არ შემელახოს-კატეგორიულობას არ კარგავდა ელო-დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში,რომ ქალიშვილობა ქორწინებამდე დავკარგე.ამაზე გართულება არ მაქვს. უბრალოდ აქამდე არ გამოჩნდა არავინ,ვისთანაც მიღირდა ამის გაკეთება.აი შენთან კი არაფერს ვნანობ,მიუხედავად იმისა ვიცი რომ ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ. მე მაინც უზომოდ ბედნიერი ვარ რომ ჩემთვის ეს პირველად შენთნ მოხდა-მშვიდად დაასრულა ელომ მონოლოგი.დიმა გულწრფელად გაოცებული იყო ამ გოგოს მსჯელობით და არგუმენტებით. რაღაცნაირად ფიქრობს და უყურებს ყველაფერს,ცოტა უცნაურად,მაგრამ მისთვის ლოგიკურადაც. -ელო,მე მართლა გთვაზობ რომ... -მეტჯერ ასეთი სისულელე აღარ შემომთავაზო რა-მობეზრებულმა უთხრა-მე უკვე გითხარი ჩემი სათქმელი.დავივიწყოთ რაც მოხდა. ნუ ეხლა, მე ვერ დავივიწყებ,ვერასდროს,რადგან ყველაზე სასიამოვნო რამ იყო რაც კი განმიცდია,მაგრამ შენ შეგიძლია დაივიწყო და თავი არ დაიდანაშაულო-უთხრა და საძინებლისკენ ბარბაცით წავიდა. -ასეთი უცნაური გოგო ჯერ არ შემხვედრია-თავისთვის ჩაილაპარაკა დიმამ და თავი დივნის საზურგეს მიადო. *** 1 კვირა სრულ ნეტარებაში გალიეს ელენემ და ცოტნემ.ერთმანეთის მეტზე არავიზე და არაფერზე ფიქრობდნენ. მოწყვეტილები იყვნენ რეალობას.მხოლოდ და მხოლოდ ის ორი,მარტო.ორივე ძალიან ბედნიერი იყო.როგორც იქნა დაადგა ამ ორს საშველი და ეღირსნენ ბედნიერებას. -რა ცუდია ხვალ რომ მივდივართ-დაიწუწუნა ელენემ-არ მინდა აქედან წასვლა -მეც დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი სამუდამოდ აქ,შენთან ერთად,მაგრამ დროა დავუბრუნდეთ სამყაროს-გაეცინა ცოტნეს-თანაც ხელი გვაქვს მოსაწერი და ჯვარი დასაწერი. ამ საქმეების გადადება არ შეიძლება -ეგ ხო,არანაირად არ უნდა გადაგვედოს-სიცილით ჩაილაპარაკა ელენემ. მეორე დღეს დილაადრიან გაუდგნენ თბილისისკენ გზას.უამრავი ემოციით დატვირთული, ბედნიერი დღეებიც თან გაიყოლეს.მათმა მშობლებმა იცოდნენ რომ ჩამოდიოდნენ,ამიტომ დიდი სუფრა დაახვედრეს.ასე ვთქვათ,რძალი შემოიყვანეს ოჯახში.ყველას ერთად ცოტნეს სახლში მოეყარა თავი და სულმოუთქმელად ელოდებოდნენ წყვილის გამოჩენას.ყველა ძალიან გახარებული იყო მათი ამბით. მიიღეს უამრავი მილოცვა,თბილი სიტყვები,ასევე საყვედურებიც მშობლებისგან,რომლებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო მათი დაოჯახება. ნანო ყველაზე გახარებული იყო სტუმრებს შორის.ელენემ ერთი მწარედ უჩქმიტა ასეთი ,,გაჩალიჩებისთვის’’ და მერე მიაყოლა ეგ პრინციპის საკითხი იყო,უნდა მეცემე მაგრამ, ჩქმეტას დავჯერდებიო და გაუცინა. მართლა სასიამოვნო დრო ატარეს.ახლობლების გარემოცვაში.ელენე ყველაზე ბედნიერ ქალად გრძნობდა თავს და თავი სიზმარში ეგონა. ჯვარიც დაიწერეს და ხელიც მოაწერეს.მათი მეჯვარეები თავისთავად დიმა და ნანო იყვნენ. მოკლედ რომ ვთქვა,ყველაფერი ისე იყო მათთვის,როგორც ზღაპარში ,,ჭირი იქა,ლხინი აქა,ქატო იქა,ფქვილი აქა’’. -ელე, რაღაც უნდა გითხრა და არ ვიცი როგორ შეხვდები ამ ამბავს-უთხრა ცოტნემ ელენეს. უკვე 2 კვირა გავიდა რაც თბილისში დაბრუნდნენ. -რა ხდება ცოტნე?-შეშინებულმა კითხა,რადგან წამში უამრავი საშინელი რამ წარმოიდგინა.ცოტნეს ელენეს სახეზე გაეცინა -არც ისეთი საშინელებაა როგორც წარმოიდგინე-უთხრა და გაუღიმა-მოკლედ, საფრანგეთიდან მომივიდა შემოთავაზება სამსახურის თაობაზე.ეხლა რომ ვიყავი მაშინ ძალიან მოეწონათ ჩემი მუშაობა და კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს,მაგრამ მაშინ უარი ვუთხარი.ეხლა ისევ შემომთავაზეს.საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამსახურია. ბინით უზრუნველყოფილები ვიქნებით,მაგრამ გადაწყვეტილებას უშენოდ ვერ მივიღებ,თუ შენ არ იქნები თანახმა რომ საფრანგეთში გადავიდეთ(არა სამუდამოდ,არამედ გარკვეული პერიოდი)მაშინ მე უარს ვიტყვი.რას ფიქრობ?უნდა დავთანხმდე?-შეეკითხა და დაელოდა ელენეს პასუხს.ელენესთვის სრულიად მოულოდნელი იყო ეს ამბავი.ვერც კი წარმოიდგენდა რომ როდესმე საქართველოს დატოვება მოუწევდა,თანაც საკმაოდ დიდი ხნით.რა ქნას,კი უყვარს და მოსწონს საზღვარგარეთ,მაგრამ საქართველოში ცხოვრება მაინც ყველაფერს ურჩევნია. ვერ წარმოუდგენია მათი ახლობლებისგან შორს როგორ უნდა იყოს,მაგრამ ახლა აქ საქმე სხვანაირადაა.უკვე მარტო აღარ არის და მას ყავს ქმარი,რომელსაც ასეთი შემოთავაზება მოუვიდა და ერთად უნდა გადაწყვიტონ როგორ აჯობებს ორივესთვის.მართალია რომ არ უნდა საზღვარგარეთ წასვლა,მაგრამ ეხლა ცოტნეს მდგომარეობაშიც შედის. -ხომ იცი რომ აქ ემც ვმუშაობ,რომ წამოვიდეთ მომიწევს სამსახურის მიტოვება,მაგრამ მე მზად ვარ ამისთვის,თუ ეს შენთვისუკეთესი იქნება. როგორც შენ იტყვი ისე მოვიქცეთ ცოტნე,მე ყველანაირად დაგიდგები გვერდში.სადაც შენ,იქ მე-გაუღიმა -ხო,მაგრამ თუ შენ ძალიან გაგიჭირდება აქაურობის მიტოვება,მე უარს ვიტყვი -ვხვდები შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეგ შემოთვაზება,ამიტომ თანახმა ვარ გადავიდეთ საფრანგეთში სახცოვრებლად-გაუღიმა და ხელი ჩასჭიდა -დარწმუნებული ხარ? -100%-ით.შეგიძლია პასუხი უთხრა მათ. -ყველაზე მაგარი ცოლი მყავს ვაფშე-გაეღიმა ცოტნეს და ტუჩებზე აკოცა-სულ კი არ მივდივართ.მანამდე ხშირად ჩამოვალთ.არ გადავიხვეწებით საფრანგეთში-ანუგეშა ცოლი. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა,გადაწყვეტილება მიიღეს,ცოტნეც დათანხმდა სამსახურზე და წასვლა გადაწყვიტეს.ეხლა აეროპორტში არიან და რეგისტრაციას გადიან.ყველა მათი ახლობელი აქაა და დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან.თავიდან ბევრი ივიშვიშეს,იქოთქოთეს მათმა მშობლებმა,მაგრამ მაინც შეეგუვნენ იმ აზრს,რომ საფრანგეთში მიდიან საცხოვრებლად,დროებით. იყო ბევრი ჩახუტება,კოცნა,ცრემლები. უჭირდათ მათთან დამშვიდობება. თვითმფრინავი აფრინდა. ელენე და ცოტნე საფრანგეთში წავიდნენ. *** დიმა და ელოს შორის საინტერესო არაფერი მომხდარა რამდენიმე დღის განმავლობაში.დიმა ყველანაირად ცდილობდა თავი აერიდებინა.თვალებში შეხედვისიც რცხვენოდა.თავის თავს ვერ პატიობდა ამ საქციელს. ასე როგორ დაეცა?როდის იყო მთვრალზე ასე გაუცნობიერებლად მოქმედებდა?არც არასდროს.პრინციპში არც არასდროს სვამდა იმ ზომამდე,რომ თავისი სახელი დავიწყნოდა. ამ ერთხელ კი შეცდა. -როდემდე უნდა მარიდო თავი დიმა?-ერთ საღამოს დივანზე მოკალათებული დახვდა ელო და დიმას ელოდებოდა. -არ გარიდებ-მშრალად უპასუხა -როგორ არა,მარიდებ და ორივე მშვენივრად ვხვდებით ამას.ამხელა ტრაგედიას რატომ ქმნი ამ ამბით დიმ?-დივნიდან წამოდგა და დიმასთან მივიდა-დავიჯერო ასე ვერ მიტან?-ხელები კისერზე შემოხვია და დიმას კისერი დასუნა.დიმამ განზე გაწია -რა შუაშია რომ ვერ გიტან?უბრალოდ ჩემს საქციელს ვერ ვამართლებ.უსაზიზღრესად მოვიქეცი და მთელი ცხოვრება ვერ ვაპატიებ ამას ჩემს თავს-უთხრა და სამზარეულოსკენ წავიდა.ელოც უკან მიყვა -რა იყო, ქალთან,რომელიც არ გიყვარს სექსი პირველად გქონდა?-ირონიულად კითხა ელომ-თუ უბრალოდ ჩემთან არ მოგეწონა? -მორჩი ელო-დაუყვირა დიმამ-საერთოდ ვერ ხვდები არა რა მაწუხებს და რატომ განვიცდი ამ ამბავს ასე?-საშინლად გაღიზიანებული იყო დიმა -ვერა,ვერ ვხვდები. მართლა არ მესმის ასე რატომ განიცდი-მშვიდად მიუგო ელომ-ისე ხარ გეგონება ქალიშვილობა შენ დაკარგე და მაგას მისტირი-დაცინვით უთხრა და სკამზე ჩამოჯდა -შენთან სერიოზულად ლაპარაკი არ შეიძლება ხო?-მობეზრებულმა მიუგო დიმამ -გააჩნია რა საკითხში-გაუღიმა-აუ როგორ ვგიჟდები შენს სუნზე-თვალები დახუჭა და თითქოს რაღაცას ყნოსავდა ისე ამოისუნთქა-სულ შენი სუნამოს სუნი ტრიალებს ამ სახლში -ელო,ნორმალური არ ხარ?მე სულ სხვა რაღაცას გეუბნები და შენ სულ სხვა რამეს ამბობ-ნერვები მოუშალა დიმას ელოს არასერიოზულობამ -მე მართლა მიყვარს შენი სუნი-გაბუტულმა მიუგო.დიმამ ხელი აიქნია და ოთახიდან გავიდა. რა არასერიოზული გოგოა მაინც?საერთოდ არაფერზე დარდობს.ესეთი არავინ უნახავს.დიმას უკან მიყვა ელო -დიმ-გააჩერა-მართლა არ მოგწონვარ ხო?სულ სულ ცოტათი მაინც?-თვალები მოჭუტა.დიმამ გაკვირვებულმა შეხედა,მერე თავი უბრალოდ გააქნია,რადგან უკვე მიეჩვია ამ გოგოსგან მსგავს უცნაურობებს -უკვე იცი,რომ ქერები არ მომწონს-მოკლედ მიუგო და პულტს დასწვდა -ანუ ქერა თმები რომ მაქვს იმიტომ არ მოგწონვარ?-გვერდით მიუჯდა -ეგეც არის-მხრები აიჩეჩა -უტაქტო ხარ. ვერც კი მალავ რომ არ მოგწონვარ.წესის გამო რამე კომპლიმენტი მაინც მითხარი.უჟმურო-მხარზე ხელი მიკრა და გაბრაზებულმა დაუწყო ტელევიზორს ყურება -ტყუილები არ მიყვარს-უემოციოდ უპასუხა დიმამ,ისე რომ ტელევიზორისთვის თვალი არ მოუშორებია -კაი,ჯანდაბას,თმის ფერი არ მოგწონს გასაგებია,მაგრამ ჩემს ტანს მაინც რას ერჩი?დავიჯერო არ მოგწონს?-გამომწვევად წამოდგა ფეხზე და დიმას წინ დატრიალდა,თან მოკლე კაბა კიდევ უფრო მაღლა აქაჩულიყო და გასწორება არც უფიქრია.დიმამ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.ნუ,რაც არ უნდა არ მოწონდეს ეგ გოგო,შესაშური სხეული აქვს,ისეთი,დორბლებს რომ გადმოგაყრევინებს -ტანს არაუშავს რა-შეეცადა უემოციოდ ეთქვა და თვალი მოაცილა მის სხეულს -არ მიკვირს 27 წლის რომ ხარ და არავინ რომ არ გყავს. შენნაირ უჟმურს ვინ შეხედავს-ტუჩები უკმაყოფილოდ დაპრუწა-ნუუუ..ჩემს გარდა-ბოლო სიტყვები გაწელვით წარმოთქვა და გაეცინა.დიმამაც ვერ შეიკავა ღიმილი -არა,რატომ, არიან გოგოები,რომლებიც სიამოვნებით იქნებოდნენ ჩემს გვერდით,მაგრამ ეს მე არ მინდა არც ერთი-მხრები აიჩეჩა დიმამ -ხო,რა თქმა უნდა.შენ მხოლოდ ელენე გიყვარს-მაინც ვერ მოითმინა და დაბოღმილმა უთხრა.დიმას თვალები მრისხანებით აევსო.ელო მიხვდა რომ ეს არ უნდა ეთქვა,მაგრამ ღირსია. -ენას ამოგაძრობ ერთ დღეს-ძლივს მოთოკა ნერვები დიმამ და ისე მიუგო-კიდევ ერთხელ მიხსენებ ჩემს გრძნობებზე რამეს და ვერ გადამირჩები-თითით გააფრთხილა. პულტი დივანზე მოისროლა და თვითონ საძინებელში წავიდა -უჟმური-ჩაიბურტყუნა ელომ-მაგრამ ძალიან სიმპათიური-გაეღიმა და თავი დივნის საზურგეს მიადო. ასე გრძელდებოდა რამდენიმე დღე.თითქმის არ საუბრობდნენ,მაგრამ თუ საუბრობდნენ,სულ კამათობდნენ ხოლმე.მერე დიმა გაერიდებოდა და მარტო ტოვებდა.ელოს ნერვები ეშლებოდა,უკვე აღარ იცოდა რა გაეკეთებინა,როგორ მოეწონებინა დიმასთვის თავი.ფაქტია,რომ ეს უჟმური ზედაც არ უყურებს,რაზეც ძალიან წუხს ელო.ერთხელ ერთმა იდეამ დაარტყა თავში და კმაყოფილმა ჩაიღიმა. შაბათ დღეს სალონს მიაკითხა და თმები შავად შეიღება. მართალია,თავისი ქერა თმები ძალიან მოწონდა და ძლივს შეელია,მაგრამ ეხლა საქმისთვის ესე აჯობებს.იმედია ეგ გეგმა გაამართლებს და დიმას ოდნავ მაინც მოეწონება. ელენემ კმაყოფილმა გაუღიმა თავის თავს სარკეში და ახალი იმიჯით აღფრთოვანებულმა დატოვა სალონი. ქერა თმები ხომ ძალიან უხდებოდა,მაგრამ შავად რომ შეიღება სულ სხვა ეფექტი აქვს. შავი თმები და მწვანე თვალები. საოცრებაა! მართლა რომ ძალიან მოუხდა. სულ სხვანაირი გახდა.იმდენად მოეწონა ახალი იმიჯი,ნეტავ აქამდე რატომ არ მომაფიქრდა თმის შავად შეღებვაო. სახლში მისულს დიმა არ დახვდა. გადაწყვიტა რამე მოემზადებინა და დიმასთვის ვახშამი დაეხვედრებინა.ასეც მოიქცა. კარტოფილი შეწვა ხორცთან ერთად.მართალია ხორცს ვერ იტანს და ხელით შეხებაც არ შეუძლია,მაგრამ დიმას გამო მზადაა აიტანოს ხორცის უსიამოვნო სუნი. თავისთვის ბოსტნეულის სალათი გაიმზადა როგორც ყოველთვის.მერე მაგიდა გააწყო.დარწმუნებული იყო,რომ დიმა მალე მოვიდოდა. არც შემცდარა.დაახლოებით ნახევარ საათში დაბრუნდა დიმა სახლში.ჯერ შხაპი მიიღო,მერე ტანსაცმელი გამოიცვალა და მერე შევიდა სამზარეულოში.იქ შესულს თვალები გაუფართოვდა ვიღაც,შავგრემანი ქალის დანახვაზე,რომელიც გაზქურასთან იდგა,დიმასგან ზურგშექცევით და რომელიც საშინლად სექსუალური იყო. მოკლე, შავი ტანზე მოყვანილი ქვედაბოლო ეცვა,ზემოთ ყვითელი თავისუფალი სტილის ტოპი,რომელიც ცალ მხარზე გადმოვარდნილი ქონდა.დიმამ უცხო ქალის დანახვაზე ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა.ჯერ ვერ მიხვდა ვინ იყო,მერე რატომ იყო აქ და რას აკეთებდა მის სამზარეულოში.მერე გაიაზრა რომ უკვე კარგა ხანია აკვირდება ქალს და დროა გაიგოს ვინ არის.ხმამაღლა ჩაახველა და ელოს ლამის გული გაუსკდა.არ ელოდა ვინმე თუ იყო სამზარეულოში მის გარდა და შეშინებული მიბრუნდა დიმასკენ.დიმას დანახვაზე უცებ დამშვიდდა.აი დიმას კი ენა პირში ჩაუვარდა,როდესაც ამ,,ვიღაც ქალში’’ ელო ამოიცნო. შენ?-გაოგნებულმა კითხა.ჯერ კიდევ უჭირდა იმის დაჯერება,რომ მის წინ მდგარი მშვენება ელო იყო -რას მომშტერებიხარ,არ მოგეწონა ჩემი ახალი იმიჯი?-დიმას სახის შემხედვარემ ეშმაკურად გაუცინა და თმები ზურგს უკან დემონსტრაციულად გადაიგდო -როგორ გიხდება!-გაოცებულს თავისდაუნებურად აღმოხდა პირიდან ეს სიტყვები.ელოს კმაყოფილს ჩაეცინა -არც ეხლა არ მოგწონვარ?-თვალებში ჭინკები აუთამაშდა ელოს -მოიცა...შენ თმები იმიტომ შეიღებე რომ მე მომწონებოდი?-ჯერ გაკვირვებულმა კითხა და მერე ამის გააზრებისას ისტერიულად ახარხარდა. -ვერ ვხვდები შენნაირი ადამიანი რატომ შემიყვარდა-ელოს ეწყინა დიმას საქციელი და გაბუტულმა ტუჩები დაპრუწა-მე ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთე,რომ შენი ყურადღება ოდნავ მაინც დამემსახურებინა,შენ კიდევ დამცინი-მკლავები გადაიჯვარედინა და დიმას მიაშტერდა. -არა,მართლა ძალიან გიხდება-დასერიოზულდა დიმა-მაგრამ ამხელა მსხვერპლის გაღება არ იყო საჭირო ჩემს გამო-ღიმილი მაინც გაეპარა ტუჩის კუთხეში -თუ შედეგიანი იქნება ჩემი მსხვერპლი,არასდროს არ ვინანებ-მტკიცედ ჩაილაპარაკა ელომ -მე უბრალოდ ვფიქრობ,რომ შენი ახირების გამო არ ღირდა ამის გაკეთება-მხრების აჩეჩვით მიუგი დიმამ და მაგიდას შემოუჯდა -მე გითხარი რომ შენ ჩემთვის ახირება არ ხარ!მე მართლა მიყვარხარ დიმა.როდის უნდა მიხვდე? -ელო,ასეთ სიტუაციაში ჩვენ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება გაგვიჭირდება. ხომ ვილაპარაკეთ უკვე რომ ამაზე არ დაძრავდი სიტყვას? რატომ აიჩემე რომ გიყვარვარ?-მობეზრებულმა უთხრა დიმამ -იმიტომ რომ მართლა მიყვარხარ!შენ გგონია ვხუმრობ?რატომ ფიქრობ რომ როგორც კი აქედან წავალ მაშინვე გამივლის შენს მიმართ გრძნობები?ნუთუ მართლა ასეთი ქარაფშუტა გგონივარ,რომელმაც არ იცის რა უნდა და რას გრძნობს?ცდები დიმა,ძალიან ცდები.მე მართლა მიყვარხარ-გულდაწყვეტილმა უთხრა ელომ და დიმა სამზარეულოში მარტო დატოვა. დიმა სინდისმა შეაწუხა.ასე აშკარად არ უნდა აგრძნობინოს რომ მისი გრძნობები არ აინტერესებს,მაგრამ რა ქნას? სხვანაირადაც არ გამოსდის.თავისდაუნებურად ეთქმევინება სიმართლე. ისე,უნდა აღიაროს რომ ელომ მართლა პირღია დატოვა თავისი ახალი იმიჯით.შავი თმები საოცრად მოუხდა და უფრო მიმზიდველი გახადა.სულ სხვანაირი ელო დაინახა,უფრო ქალური და სექსუალური,მაგრამ ამას არაფრის დიდებით არ იტყვის ხმამაღლა. მიუხედავად იმისა,რომ დიმას ელოს ახალი იმიჯი საოცრად მოეწონა,მაინც არ იმჩნევდა და ცდილობდა ზედმეტად თვალში არ გაჩხერილიყო.არ უნდა რომ ელო დაიტანჯოს ცალმხრივი სიყვარულით.დიმაზე უკეთ ვინ იცის თუ რა ძნელია როცა ცალმხრივად ხარ შეყვარებული.თანაც ის მაინც თავის აზრზეა და ფიქრობს რომ ელოს მისი ბინიდან გადასვლისთანავე გაუქრება ის გრძნობა თუ სიმპათია თუ რასაც გრძნობს მის მიმართ.ამაში რატომღაც ძალიან არის დარწმუნებული.არ ჯერა და რა ქნას რომ ელო მართლა უყვარს? როგორ შეიძლება ასე ჰაერზე შეყვარებოდა.არანაირი საბაბი არ მიუცია დიმას ამისთვის,პირიქით,სულ რაღცნაირად ცივად ექცეოდა ხოლმე. იმედია მალე დამთავრდება ეს ამბები მისთვის და ელო რემონტს მალე მორჩება,რადგან მერე გადავა თავის ბინაში და ყველაფერი ძველ კალაპოტში ჩადგება.ამის დიდი იმედი აქვს დიმას. ელო კვლავ ნერვებმოშლილი იყო,რადგან დიმას გული ვერ მოულბო და ვერ მოაბრუნა მისკენ.რას არ ეცადა,მოკლე საღამურებით იტრიალა,პირსახოცშემოხვეული გამოდიოდა სააბაზანოდან,ძალიან გამომწვევად ეცვა ხოლმე სახლში რომ იყო,თავისი საძინებლის კარს ხშირად ოდნავ გამოღებულს ტოვებდა იმ იმედით რომ შეიძლება შემთხვევით შემოეხედა დიმას. რამე ხრიკი თუ შეიძლებოდა რომ დიმა მოეხიბლა თავისი სექსუალურობით,ყველაფერი გამოიყენა,მაგრამ არა! არაფერმა არ გაჭრა. მართლა რკინის ნერვები აქვს ამ ბიჭს.შეუძლებელია მამაკაცმა იმ ცდუნებას გაუძლოს,რასაც ელო აკეთებდა ,მაგრამ დიმამ გაუძლო იმ ერთ შემთხვევით ღამეს თუ არ ჩავთვლით. სახლში მოსულზე სულ დიმას ირგვლივ ტრიალებდა,ხან რაზე ესაუბრებოდა და ხან რაზე. ყველანაირად ცდილობდა მასთან ახლოს ყოფილიყო. ბოლოს იმედები გადაეწურა და ცხვირჩამოშვებული დადიოდა. ელოს გადასვლის წინა ღამე იყო. ანუ ბოლო ღამე დიმას ბინაში. რემონტი უნვე მორჩა და დრო იყო გადასულიყო აქედან. ძალიან წყდებოდა გული,რომ წასვლა უწევდა.ისე შეეჩვია დიმასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას,მარტო გაუჭირდება,თან დიმას გარეშე. დივანზე მოწყენილი იჯდა. ბარგიც ჩასალაგებელი ქონდა,მაგრამ მისაღებში იჯდა და გამორთულ ტელევიზორს უაზროდ მისჩერებოდა. ვერც კი გაიგო დიმას მოსვლა ისე გაიტაცა ფიქრებმა. -ხომ კარგად ხარ?-კითხა დიმამ,როცა ელოსგან პასუხი ვერ მიიღო -ა,ხო, რა მკითხე?-თითქოს ეხლა გამოერკვაო -რას შვები მეთქი?ტელევიზორის ჩართვა არ გიფიქრია მეთქი ასე რომ ზიხარ და გამორთულს მიშტერებიხარ-გაეცინა დიმას და გვერდით მიუჯდა.ელომ უბრალოდ მხრები აიჩეჩა და არაფერი უპასუხია -მართლა რა გჭირს?-გულწრფელად გაუკვირდა დიმას,რადგან ასეთი მოწყენილი და გაჩუმებული ელო მას არ ახსოვს -ხვალ მივდივარ-ხმადაბლა უთხრა -მორჩა უკვე რემონტი? -კი,ყველაფერი მზადაა,მხოლოდ მე ვაკლივარ ბინას-შეეცადა გაეღიმა -გილოცავ რემონტის დასრულებას-გაუცინა და თმები აუჩეჩა -მე კიდევ სულ არ მიხარია-მოწყენილმა უპასუხა-აწი შენთან ერთად ვერ ვიქნები,მე კიდევ ძალიან მივეჩვიე ამ სახლში ცხოვრებას-გულწრფელად გაუმხილა ელომ რასაც ფიქრობდა-მომენატრები.შენ ისედაც არ გაინტერესებდი აქ რომ ვცხოვრობდი და აწი ვაფშე დამიკიდებ და საერთოდ არ მნახავ-თვალები ცრემლებით აევსო ელოს.დიმას რაღაცნაირად გულში გაკრა ელოს სიტყვებმა და შეკრთა მის თვალებში აბრჭყვიალებული ცრემლები რომ დაინახა. ეს თუ საერთოდ რამეზე ტიროდა წარმოდგენა არ ქონდა.სულ მხიარული და ბევრი ლაპარაკი რომ უყარს ისეთი ელო ახსოვს, ეხლა კი ლაპარაკი უჭირს. ,,ცრემლებიც როგორ უხდება’’-გაიფიქრა თავისთვის აღფრთოვანებულმა დიმამ.რა დროს ამაზე ფიქრია. მგონი ამასაც ელო დაემართა, სულ უცნაურ რამეებს ეტყოდა ხოლმე შეუფერებელ დროს.ისეა ეხლაც დიმა.როცა რაღაც უნდა ეპასუხა,ის იჯდა და იმაზე ფიქრობდა თუ როგორ უხდება ცრემლები. -რა დიდი ტრაგედია ესაა ელო?-ბოლოს გონს მოეგო და სიცილით კითხა -შენთვის ტრააგედია კი არა ,პირიქით სასიხარულო ამბავია.როგორც იქნა მოგშორდები-გაბუტულმა უთხრა-შენ საერთოდ არ გაინტერესებ,მე კიდევ ...-აქ ხმა გაუწყდა და ცრემლები წამოუვიდა.დიმას ამის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა -ეხლა არ იტირო გემუდარები რა-შეწუხებულმა მიუგო,რადგან ვერ იტანს როცა მისი თანდასწრებით ქალი ტირის და მას უხდება რომ დაამშვიდოს. არ გამოდის ეს მტირალა ხალხის დამშვიდება და რა ქნას? -საერთოდ არ დაგწყდება ხომ გული?-სლუკუნით კითხა ელომ -ელო,ელო,ელო-მონოტონურად გაიმეორა მისი სახელი-გემუდარები ნუ ტირი რა,გთხოვ დამშვიდდი.რაზეა რომ ტირი თუ ხვდები მაინც?სხვა პლანეტაზე ხომ არ მიდიხარ არა? ერთ ქალაქში ვცხოვრობთ,თანაც არც ისე შორს ერთმანეთისგან,ხოდა ვნახავთ ხოლმე ერთმანეთს რა-დაამშვიდა თვისი ჭკუით -სულ არ მოგენატრები?სულ სულ ცოტათი მაინც-არ მოეშვა ელო -მეც ძალიან შეგეჩვიე ელ, ამიტომ სულ სულ ცოტათი მეც მომენატრები-თითებით აჩვენა ,,სულ სულ ცოტა’’ და თვალები მოჭუტა.მერე გაუცინა.ელოსაც გაეღიმა -ჩაგეხუტები რა-თხოვა ელომ.დიმამ უბრალოდ თვი დაუქნია და ხელები გაშალა.ელო მთელი ძალით მიეკრა დიმას,თითქოს მის წართმევას უპირებენო.თავი მის კისერში ჩარგო და ღრმად შეისრუტა საყვარელი სურნელი.მერე ყელზე ტუჩები მიაწება და სრუტუნით მოშორდა -ყველაზე კარგი ხარ ვისაც ვიცნობ-უთხრა ელომ და დიმას პასუხისთვის არ დაუცდია ისე გაიქცა საძინებელში. დიმამ ერთი ამოიოხრა და თავი დივნის საზურგეს მიადო. ეს იყო მათი დამშვიდობება. მეორე დილით დიმა ადრე წავიდა სამსახურში და მისდა გასაკვირად ელო არ დახვედრია სამზარეულოში ყავით ხელში,როგორც ყოველ დილით ხვდებოდა. საღამოს დაბრუნებულზე ელო უკვე წასული დახვდა.მის ოთახში შეიხედა და ელოს არც ერთი ნივთი არ იყო. -წასულა-თავისთვის ჩაილაპარაკა და მისაღებში გალასლასდა.სავარძელში მოწყვეტით მოეშვა და ჩაფიქრდა თან ყველაფერზე და თან არაფერზე. მერე ფიქრით დაიღალა. მერე სიჩუმემ მოუშალა ნერვები,რაღაც უჩვეულოდ ხმამაღალი სიჩუმე იყო,რაც საშინლად არ მოეწონა.ოთახში გაიარ-გამოიარა მაგრამ ვერაფერმა უშველა.მერე კიდევ ერთხელ ჩაფიქრდა და უეცრად რაღაც გაიაზრა-მოწყენილი და გაყრუებული იყო სახლი ელოს გარეშე! 1 თვე გავიდა რაც ელო გადავიდა დიმასგან. ამ ხნის განმავლობაში საერთოდ არ შეხმიანებიან ერთმანეთს. ელო შედარებით ნაღვლიანი იყო ,ვიდრე ოდესმე. ეგონა რომ დიმა ერთხელ მაინც დაურეკავდა,მოიკითხავდა ან რამე მსგავსი,მაგრამ არაფერი! არც ერთი ზარი არ განხორციელებულა და ელოც დარწმუნდა რომ დიმასთვის ის არაფერს არ წარმოადგნს,საერთოდ არაფერს და ამის გააზრებამ გული საშინლად ატკინა. ცდილობდა არ შეემჩნია,მაგრამ მისი დაქალები მაინც ხვდებოდნენ ელოს ცვლილებას.მუდამ მხიარული ელო,ძალიან ხშირად ჩაფიქრებული და სევდიანი დადიოდა. ცვლილებები დიმასთანაც იყო. რაღაცნაირად თითქოს დანაკლისს გრძნობდა.სახლში მისული ინსტიქტურად ელოს ოთახისკენ იხედებოდა იმ იმედით,რომ ეხლა გამოვიდოდა და დიმას გაუღიმებდა,ლაქლაქს დაუწყებდა,ყავას შესთვაზებდა და ა.შ. რაღაცნაირად მოენატრა კიდეც მისი გაუჩერებელი ლაპარაკი.აქამდე თუ სიმშვიდეს და სიმყუდროვეს იყო მიჩვეული,ელოს დროებით გადმოცხოვრებამ მასთან სულ შეცვალა.ეხლა ეს სიჩუმე უშლიდა ნერვებს.მიუხედავად ამისა,არც ერთხელ არ დაურეკავს ელოსთვის და მოკითხვითაც არ მოუკითხავს,რა ქნა?როგორ მოეწყო ბინაში?ხომ ყველაფერი რიგზე აქვს? არა! თავი ზედმეტად არ შეუწუხებია. სამაგიეროდ ამ ხნის განმავლობაში ერთი მაგარი ამბავი გაიგო. ელენე და ცოტნეს ელაპარაკებოდა სკაიპში და მას ძალიან სასიხარულო ამბავი უთხრეს. ელენე ფეხმძიმედაა და მათ რამდენიმე თვეში შვილი ეყოლებათ,დიმას კი ნათლული. საოცრად გაუხარდა.მთელი დღეები გაღიმებული დადიოდა ამ ამბის გაგების შემდეგ.გარდა ამ სიახლისა,მან ერთი დიდი აღმოჩენა გააკეთა საკუთარ თავში-ელენეს მიმართ გრძნობები არ გააჩნდა.აღარ უყვარდა ისე,როგორც ქალი,ეხლა უკვე როგორც და,ახლობელი,ნათესავი, მისი მეგობრის ცოლი,მისი მომავალი ნათლულის დედა ისე ფიქრობდა მასზე და ისეთი გრძნობით უყვარდა,როგორც ჩამოთვლილი სტატუსების მქონე ადამიანები უყვართ ხოლმე. ამ აღმოჩენამ ძალიან გაახარა.განთავისუფლდა!მიხვდა,რომ ელენე მისთვის ერთგვარი აკვიატება იყო.თავიდანვე მოხიბლა და მერე ჩარჩა გულში,ეხლა კი საბოლოოდ დარწმუნდა,რომ ელენე როგორც ქალი აღარ აინტერესებს.თავისი აღმოჩენის შესახებ ნანოს რომ უთხრა,იმანაც ცალკე ამოისუნთქა,თითქოს დიდი ლოდი მოხსნეს მხრებიდან.მართლა განიცდიდა ამ მდგომარეობას,ეხლა კი დიმას წილი ბედნიერება ცალკე უხარია,რადგან თუ დიმა ელენეს ვერ დაივიწყებდა,ის სამუდამოდ უნდა დატანჯულიყო,ამისთვის კი ნანოს არ ემეტებოდა დიმა. ასე თუ ისე დიმა დამშვიდდა.სულის სიმშვიდე მოიპოვა,თუმცა...თუმცა...იყო ერთი თუმცა,რომელიც ხელს უშლიდა ბოლომდე მშვიდად ყოფილიყო და ეს ,,თუმცა’’ ელო იყო,რომელზე ფიქრიც აეკვიატა და ვერაფრით მოერია მასზე ფიქრებს.ერთ საღამოს ერთი საინტერესო გადაწყვეტილებით მიადგა სახლში. ელომ დიმა რომ დაინახა ზღურბლზე თვალები ლამის ბუდიდან გამოცვივდა.კარგა ხანი იდგა კარებთან და იაზრებდა მის წინ მართლა დიმა იდგა თუ არა. -გამარჯობა ელო. არ შემომიშვებ?-ბოლოს დიმამ ამოიღო ხმა,რადგან მიხვდა რომ ელო ხმის ამომღები არ კი არა ვერ იყო -ა,ხო, მოდი-დაბნეულმა ჩაილაპარაკა და შიგნით შეატარა-ეხლა დიმას გარდა ნებისმიერს ელოდა.პრეზიდენტი რომ დადგომოდა ამ დროს თავზე ის არ გაუკვირდებოდა იმდენად,რამდენადაც დიმას ნახვა -როგორ ხარ?-მოიკითხა დიმამ,მერე მზერა ოთახს მოავლო და დივანზე დაჯდა -არამიშავს.შენ?-როგორღაც გონს მოეგო და დიმას წინ ჩამოჯდა -მე კარგად. კარგი ბინა გაქვს-კიდევ ერთხელ მოათვალიერა და გაეღიმა.ელო ჩუმად იჯდა -შენ? არაფერს არ მეტყვი?-ეხლა ელოს მიუბრუნდა-რას შვები? რა ხდება შენს ცხოვრებაში ახალი?-ხელები დივნის საზურგეს გადაადო და ელოს თვალებში მიაშტერდა. ელომ მხრები აიჩეჩა -საინტერესო არაფერი.მესამე კურსი დავხურე -ეგ კარგია,ძალიან კარგია-თავისთვის ჩაილაპარაკა-შენთან წინადადება მაქვს-პირდაპირ საქმეზე გადავიდა-მოკლედ, 2 კვირით მივდივარ ბათუმში,ჩემს სახლში,ხოდა მინდა რომ შენც წამოხვიდე, რა თქმა უნდა თუ წინააღმდეგი არ ხარ და სურვილი გაქვს-ელოს პასუხს დაელოდა.ელო დიმას ნათქვამმა გააოგნა. ,,ჩემს წინ მართლა დიმა ზის?’’გაიფიქრა გონებაში.დაუჯერებელია მისთვის რაც ესმის დიმასგან.მგონი სიზმარშია -დიმა,სიცხე ხომ არ გაქვს?ან რამე მოწიე?-გაკვირვებულმა კითხა -რატომ?-არანაკლებ გაიკვირვა დიმამ -რა რატომ? შენ მოდიხარ ჩემთან და მთავაზობ ბათუმში წამოვიდე შენთან ერთად,ეს შენი მხრიდან ნორმალურ საქციელს არ გავს.სულ თავიდან მიშორებდი და ეხლა რაღა მოხდა?-ინტერესით ჩააჩერდა თვალებში -აუ ელო კარგი რა-თავი გააქნია-მე მართლა მინდა რომ წამოხვიდე და თხოვნით მოვედი შენთან,თუ არ გინდა ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია,მე ვერაფერს დაგაძალებ-მხრები აიჩეჩა-თანაც, სულ,სულ ცოტათი მომენატრე-გაუცინა.ელო შეკრთა. ეს დღე ისტორიაში უნდა შევიდეს.დიმა მივიდა მასთან და ბათუმში დაპატიჟა,მერე კიდევ მომენატრეო. ხომ მშვიდობა აქვს ამ ბიჭს ნეტავ? -გიყურებ და კიდევ ვერ ვიჯერებ,რომ შენგან მსგავსი რამ მესმის-ჩაეცინა ელოს -ხდება ხოლმე-გაუღიმა-ჰა და რა გადაწყვიტე?მოდიხარ? -არ ვიცი. რატომ გინდა რომ მაინცდამაინც მე წამოვიდე?სხვა ვინმე ვერ ნახე რომ წაიყვანო?-გამომცდელად ჩაეკითხა -არა,როგორ არ არის,მსურველების მეტი რა იქნება,მაგრამ მე მინდა რომ შენ წმოხვიდე.აი ასე,უბრალოდ,მინდა და მორჩა -დარწმუნებული ხარ რომ არ ინანებ? -არა რა თქმა უნდა!-მტკიცედ უპასუხა.ელო რამდენიმე წუთი ჩაფიქრდა,თითქოს რაღაც უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას იღებდა -კარგი,მაშინ თანახმა ვარ-ბოლოს გადაწყვიტა და გაუღიმა.დიმამ ამოისუნთქა,რატომღაც ეგონა რომ ელო უარს ეტყოდა.ამ ხნის განმავლობაში ხომ ერთხელაც არ დაურეკავს მისთვის და არ მოუკითხავს.ეხლა კი პირდაპირ ამ წინადადებით დაადგა თავზე. -ელო,მეჩვენება თუ კაცის ოდეკოლონი გახსია?-ცხვირით დაყნოსა იქაურობა-მოიცა, ეს tom ford-ის black orchid არაა? მე რომ ვხმარობ ის ოდეკოლონი?-გაკვირვებულმა კითხა დიმამ -კი,ნამდვილად ეგაა-გაუღიმა ელომ -მერე? კაცის ოდეკოლონი რად გინდა?-გაეცინა -შენი სუნია, ხოდა ამას რომ ვისხამ მგონია რომ ჩემთან ხარ.შენს სიახლოვეს ვგრძნობ-ოდნავ დასერიოზულებულმა მიუგო ელომ.დიმას ვერ გეტყვით რა გრძნობა დაეუფლა ამ დროს.თან გაეცინა,თან რაღაცნაირი სითბო იგრძნო,თან...თან...მაგრამ თითქოს რაღაცნაირად ეგოისტურად გაუხარდა,რომ ელო მაინც მასზე ფიქრობს და დარწმუნდა რომ ელოსთვის უბრალო ახირება არ არის.ვერ არის ეს ბიჭი. აქამდე დამივიწყე შენთვის აჯობებსო,ეხლა კიდევ უხარია რომ ისევ ახსოვს. მოკლედ,რას გაუგებ. -რა სასაცილო ხარ ელო-გაუღიმა-ძალიან სასაცილო -არ დამცინო ეხლა-თვალები დაუბრიალა -არა,არა არ დაგცინი-ხელები მაღლა ასწია-ძალიან საყვარელი ხარ -თერმომეტრს მოვიტან. მგონი შენ სერიოზულად ავად ხარ-გაეცინა -შეიძლება,შეიძლება..-თავისთვის ჩაილაპარაკა დიმამ. *** უკვე ოთხი დღეა რაც ბათუმში ჩამოვიდნენ და თავს შესანიშნავად გრძნობენ.დილით ადრე დგებიან და ზღვაზე გადიან.ელომ,მაგრა რომ არ გავირუჯო ისე აქედან ფეხის გამდგმელი არ ვარო.ხოდა ეხლაც პლიაჟზე წევს და ირუჯება. -აუ დიმ, ის კრემი წამისვი რა ზურგზე-თხოვა დიმას.სათვალე გაისწორა და იდაყვებს დაეყრდნო.დიმა მორჩილად დაყვა მის ნებას და კრემი ხელზე დაისხა,მერე ელოს ზურგს გადაუსვა.ესიამოვნა მის ნაზ კანზე შეხება.კრემს ფრთხილად უსვამდა,როცა ერთმა ბიჭმა გაიარა მათ გვერდით და ელოს ხარბი მზერა გამოაყოლა.ელოს ეს არ დაუნახავს,რადგან ზურგით იწვა,აი დიმამ კი მშვენივრად დაინახა და ნერვები მოეშალა -წამოჯექი ელო-მკაცრად უთხრა. -რა?-გაკვირვებულმა კითხა -ხო,წამოჯექი,ან რამე მოიფარე, ან საერთოდ გეყოფა დღეს რუჯის მიღება და წავიდეთ სახლში-გაღიზიანებულმა მიუგო -რა დაგემართა?-ვერ გაეგო დიმას ასეთი გაბრაზების მიზეზი -ხამი მამაკაცები დამემართა-აღრენილი იყო დიმა აშკარად -რას გულისხმობ?-მართლა ვერ მიხვდა -თმები შეიღებე მაგრამ მაინც,,ქერა’’ ხარ რა-ხელი აიქნია დიმამ-წამოდი წავედით-თქვა და უბიძგა ელოს რომ წამომდგარიყო.ელომაც მოფხიკა თავისი ნივთები და დიმას უკან აედევნა -მაინც ვერ მივხვდი რა გეტაკა-სახლში შევიდნენ თუ არა თავისთვის თქვა ელომ -რა მეტაკა კი არა, ისეთ მზერას გაყოლებდნენ მამაკაცები,იქ რომ არ ვყოფილიყავი დაგესეოდნენ ბუზებივით-თვალებდაქაჩულმა უთხრა დიმამ.ელომ ჯერ გაკვირვებულმა შეხედა,მერე კი გულიანად გადაიხარხარა -მოიცა...-თან იცინოდა და თან ხელს მუცელზე იჭერდა-იმიტომ გამომაქციე პლიაჟიდან,რომ მამაკაცების ხარბი მზერა მწვვდა? -დიახ!-კატეგორიული იყო დიმა -მერე რა დიმ, ე.ი მათი მოწონება დავიმსახურე, ეს პირიქით, არაა ცუდი-ეშმაკურად გაუღიმა ელომ -ჩემს ნერვებზე არ ითამაშო ძალიან გთხოვ-ცდილობდა დიმა მშვიდად ეთქვა -რატომ? ცუდი ბიჭები არ დადიან,შეიძლება რომელიმესთან რამე გამომივიდეს-მხრები აიჩეჩა უდარდელად და დივანზე გაიშოტა-არჩევა შესაძლებელია -ელო,მორჩი მეთქი-დაუყვირა დიმამ-სანამ ჩემთან ერთად ხარ წესიერად მოიქცევი,გასაგებია? -და არაწესიერს რას ვაკეთებ? -სხვა მამაკაცებს ნუ ათვალიერებ-მშვიდად მიუგო და სამზარეულოსკენ წავიდა.ელოც უცებ წამოხტა და უკან მიყვა -ვისაც მინდა იმას ვათვალიერებ. პირიქით, ძალიან კარგია. შენ მაინც არ გიყვარვარ და მარტო მე რატომ დავიტანჯო თავი? ვინმესთან ვცდი რამეს-სპეციალურად აღიზიანებდა დიმას,რადგან მიხვდა რომ აშკარად არ სიამოვნებს ეს ფაქტი და გულში ფეიერვერკები დაანთო ამის გააანალიზებისას -შენ მე გიყვარვარ და მაგას ვერ იზამ.სხვას ვერ შეხედავ ისეთი თვალებით,როგორითაც მე მოყურებ-ელოს მიუახლოვდა და თვალებში ჩააჩერდა -მაგას დრო გვიჩვენებს-დაიჩურჩულა ელომ,რადგან ლაპარაკი ლამის დაავიწყდა,დიმას სახე მის სახესთან ახლოს რომ იგრძნო-მთელი ცხოვრება ცალმხრივ სიყვარულს არ შევეწირები -შენ სხვასთან ვერ იქნები ელო-მის ტუჩებთან დაიჩურჩულა და მერე ფრთხილად შეეხო ტუჩებზე-რადგან მე გიყვარვარ-წამით მოწყდა ტუჩებს და კვლავ გაუმეორა იგივე,მერე ისევ აკოცა -ასე...ასე რა...რატომ მექცევი დიმა?-ამოილუღლუღა ელომ-შენ ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ და იმედს რატომ მაძლევ?-ძლივს მოაბა სათქმელს თავი -მართალი ხარ,არ მიყვარხარ,მაგრამ საოცრად მიზიდავ და კიდევ მენატრები ხოლმე-კვლავ მის ტუჩებზე დაიჩურჩულა დიმამ -დიმა...-დიმამ კოცნით გააჩუმა. მართლა ვერ ხვდება დიმა რა ხდება მის თავს.სრული ქაოსი აქვს.ელენე დაივიწყა,ამაში 100%-ით დარწმუნებულია. მერე ელოზე დაიწყო ფიქრი.რაც მისი სახლიდან წავიდა უჩვეულოდ გძნობდა თავს. მერე დროთა განმავლობაში მიხვდა რომ ეს უჩვეულო გრძნობა ,,მონატრება’’ იყო. მიხვდა თუ როგორ კარგად და თავისუფლად გრძნობდა თავს ელოსთან.მოენატრა ელოს სილაღე და სიწრფელე,რომელიც სულ იმას ამბობს რასაც ფიქრობს და გრძნობებს არ მალავს. არ უტყდება პირველი უთხრას ბიჭს რომ უყვარს და მისთვის ყველაფერი გააკეთოს.ელოც ასე იქცეოდა,უბრალოდ მერე დიმასგან საპასუხო რომ ვერაფერი მიიღო იძულებული გახდა ზედმეტად არ შეეწუხებინა,მაგრამ...თურმე ელოს ამდენმა ცდამ შედეგი გამოიღო. ენატრება, დიმას ელო ენატრება და მასზე ფიქრობს ხოლმე. ეს უკვე დიდი პროგრესია. ეხლა სწორედ ამ მონატრების გამო ისვენებენ ერთად ბათუმში და ამ წამს ერთმანეთს კოცნიან -დიმა...რას ნიშნავს შენი საქციელი?-ძლივს კითხა,როგორც კი მის ტუჩებს მოწყდა -იმას რომ მენატრები ხოლმე -მაგრამ მაინც არ გიყვარვარ-დანანებით ჩაილაპარაკა ელომ-ისევ ელენეზე ფიქრობ?-ჩუმად კითხა და თვალებში ჩააშტერდა -კი,ელენეზე ვფიქრობ,მაგრამ ეს ელენე ეხლა ჩემს წინ დგას და მე მეკვრის-გაუცინა და ცხვირზე ხელი მოუჭირა -დიმა.. -გადამიყვარდა-დაიწყო დიმამ-მივხვდი რომ არც არასდროს არ მყავრებია.რომ მყვარებოდა ასე უბრალოდ ვერ გადავიყვარებდი.ეხლა კი ვგრძნობ რომ ის მხოლოდ როგორც და ისე შეიძლება მიყვარდეს.მეტი მართლა არაფერი. -მართლა?-თვალები გაუბრწყინდა ელოს-მართლა აღარ გიყვარს? -არა,როგორ არ მიყვარს-ელოს თვალები ჩაუქრა-მაგრამ,როგორც ახლობელი და არა როგორც ქალი-თვალი ჩაუკრა დიმამ და ელოს სახეზე გაეცინა -საზიზღარი ხარ-მხარზე უჩქმიტა-გსიამოვნებს რომ მტანჯავ და ჩემს გრძნობებზე თამაშობ.ბოროტი ხარ-გაიბუტა და მისაღებში გავიდა.დიმაც უკან მიყვა -კაი რა ელო,ეხლა ამაზე არ გამებუტო -რა მნიშვნელობა აქვს რომ ელენე გადაგიყვარდა?მე მაინც არ გიყვარვარ-მხრები აიჩეჩა და სავარძელში ჩამოჯდა -მაგრამ მენატრები ხოლმე მეთქი,ხომ გითხარი-გაუცინა -ნუ მეღადავები დიმა -არ გეღადავები,მე მართლა რაღაცას ვგრძნობ შენს მიმართ,ოღონდ ჯერ სახელი არ ვიცი რა არის-დასერიოზულდა დიმა -ანუ?აწი რა მოხდება?-ინტერესით კითხა-თბილისში რომ დავბრუნდებით მერე რა იქნება? -დრო გვიჩვენებს.მაგრამ მანამდე ერთი რამ უეჭველი ვიცი,რომ შენ ვერ დაგკარგავ.შენთან თავს ძალიან მაგრა ვგრძნობ ელო,შებოჭილი არ ვარ.მსიამოვნებს შენს გვერდით-ელოს ეს სიტყვები საშინლად გაუხარდა.მერე რა რომ დიმას ჯერ არ უყვარს? მთავარია რომ ენატრება ხოლმე და მის მიმართ რაღაცას გრძნობს.ამ ჯერზე ესეც აკმაყოფილებს მას.გაუღიმა და მაგრა ჩაეხუტა -ჩემს მიმართაც ინტერესი რომ დაკარო როგორც ელენეს მიმართ?-ფრთხილად კითხა -ის სულ სხვა თემა იყო,ეს სულ სხვაა. ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ერთმანეთის მიმართ ინტერესი არ დავკარგოთ-უთხრა და საფეთქელზე აკოცა -არ მეგონა ოდესმე შენგან მსგავს რამეს თუ მოვისმენდი-გულწრფელად უთხრა ელომ-მე მართლა ძალიან მიყვარხარ-მის ყელში ჩაყო ცხვირი და აკოცა-როგორ ვგიჟდები ამ სუნზე-კიდევ ერთხელ აკოცა -ელო, მასეთი გამომწვევი საცურაო კოსტიუმით აღარ გახვიდე რა ზღვაზე-ცოტა ხნის შემდეგ მუდარით უთხრა დიმამ.ელოს გაეცინა-არა,მე პრობლემა არ მაქვს ჩემს წინ მასე იტრიალო,უბრალოდ მამაკაცების ხარბ მზერას რომ ვხედავ ეგ არ შემიძლია უბრალოდ-მტკიცედ მიუგო დიმამ და ელო გულზე მიიკრა -კარგი, აწი მხოლოდ შენს წინ ვიტრიალებ მასე-გამომწვევად უთხრა ელომ და ტუჩზე ფრთხილად აკოცა-ჩვენ რა სტატუსი გვექნება დიმა?-ცოტა ხნის მერე კითხა ის,რაც ას ძალიან აწუხებდა -ერთად ვიქნებით და სტატუსს ჯერჯერობით არანაირი მნიშვნელბა არ აქვს.მაგრამ თუ მაინცდამაინც ვინმეს გაუჩნდა კითხვა და არ მოგასვენეს,უთხარი რომ შეყვარებულები ვართ-მხები აიჩეჩა დიმამ და ყელში აკოცა ელოს. ასე გრძელდებოდა მათი ურთიერთობა. 2 თვე გავიდა რაც ერთად არიან,როგორც შეყვარებულები.დიმა ჯერ არ გამოტყდომია სიყვარულში,მაგრამ თავს ისედაც კარგად გრძნობენ,ზედმეტი სიტყვების გარეშე. საქციელით ამტკიცებენ თუ როგორ სჭირდება ერთმანეთი ამ ორ ადამიანს. ისინი ერთმანეთს ავსებენ. -შენი ქერა თმები მომენატრა-ერთ დღეს უთხრა დიმამ და თმებზე წაეთამაშა-შავ თმებში უფრო სექსუალური ხარ,მაგრამ შენ ქერა ხარ და გიხდება-ტუჩები ლოყაზე გაუხახუნა -შენ რომ ქერები არ მოგწონს? -მართალი ხარ,ქერები არ მომწონდა არასდროს და არც მომწონს,მაგრამ ერთმა ქერამ ძალიან შემაყვარა თავი და ის ერთადერთი გამონაკლისი ქერაა,რომელიც მიყვარს-მტკიცედ უთხრა დიმამ და ტუჩებში აკოცა.ელომ თვალები დაჭყიტა ,,მიყვარს’’-ის გაგონებაზე.რომ გაიაზრა რაც უთხრა დიმამ,თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა -შენ რა,ტირი?-გაოგნებულმა კითხა.ელომ თავი დახარა ცრემლები რომ დაემალა და მის კისერში ჩაყო. -ელო,შემომხედე,შემომხედე მეთი-ნიკაპზე ხელი მოკიდა და თვი ააწევინა-სიყვარული აგიხსენი და რა გატირებს სულელო?-გაუღიმა და შუბლზე აკოცა -ზუსტად რომ ეს მატირებს-ამოისლუკუნა ელომ-შენგან ამ სიტყვის თქმას თუ ოდესმე მოვესწრებოდი არ მეგონა-კვლავ წამოუვიდა ცრემლები -რომ მცოდნოდა ასეთი რეაქცია გექნებოდა,საერთოდ არ გეტყოდი-გაუცინა და შუბლზე ჩამოყრილი თმები უკან გადაუწია -არა, კიდევ გამიმეორე,სულ გამომეორე ხოლმე რომ გიყვარვარ.ამის მოსმენა არასდროს მომბეზრდება შენგან.უსასიამოვნესი მოსასმენია შენი პირიდან წარმოთქმული ეს სიტყვები-ცრემლები შეიმშრალა და გაეღიმა-უზომოდ მიყვარხარ დიმა-ჩაეხუტა და ყელში აკოცა -მეც მიყვარხარ ელო-ელომ გულზე მიადო თავი და გაიტრუნა.ყველაზე სასიამოვნო მელოდიას უსმენდა,დიმას გულის ფეთქვას და ეღიმებოდა -ელო,ცოლად გამომყვები?-მოულოდნელად კითხა.ელომ სწრაფად წამოყო თავი და თვალები დაჭყიტა.ეგონა მომესმაო.ხოლო როცა დიმას სერიოზულ სახეზე ღიმილი შენიშნა,დარწმუნდა რომ ნამდვილად არ მოესმა-ვიცი რომ ძალიან არაორიგინალური ვარ და ასე საშინლად გთხოვ ხელს,მაგრამ მაპატიე,ხომ იცი მე და რომანტიკა როგორ ვართ ერთმანეთთან-გაეღიმა -მოიცა დავფიქრდე-ეშმაკურად ჩაეცინა ელოს -ელო,გულს ნუ მიხეთქავ და ნუ მანერვიულებ-ცხვირზე ხელი დაკრა და თმები აუჩეჩა -არ მჭირდება მე შენი რომანტიკა არაფერში-უცებ უპასუხა ელომ-მე ისეთი შემიყვარდი და მიყვარხარ როგორიც ხარ-ცოტა პაუზა გააკეთა-ამ ქვეყნად ყველაზე უჟმური,არარომანტიკული და არაპროგნოზირებადი ქმარი მეყოლება მე-პაუზის შემდეგ უთხრა დიმას და ჩაეცინა-თანახმა ვარ გამოგყვე ცოლად-დაასრულა წინადადება და დიმას თვალებში აკიაფებული ბედნიერების სხივი ნათლად დაინახა. დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.