შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობები შიშის გარეშე (11)


29-03-2015, 18:08
ავტორი lola
ნანახია 2 394

დილით გაღვიძება ჩემი სტიქიაა, შვიდ საათზე უკვე მღვიძავს,ლოგინში დიდხანს ნებივრობა არ მიყვარს ამიტომ ყოველთვის მალე ვდგები, დღესაც მიუხედავად იმისა რომ სხვის სახლში ვიყავი მალე ავდექი, საქმე არაფერი მქონდა ამიტომ არაფერი დაშავდებოდა თუ სახლს დავათვალიერებდი.
ჩემი ოთახიდან ახალი გამოსული ვიყავი როდესაც ნახევრად მძინარე ერეკლე დავლანდა
-რაო ქალბატონო, უკვე გაიღვიძეთ? დამცინავად მკითხა
-საინტერესოა შენი აზრით საერთოდ მძინავს?
-გუშინ მშვენივრად გეძინათ, ადგომასაც არ ჩქარობდით. ნიშნის მოგერიებით მითხრა
საპასუხოდ მხოლოდ სწერვად გავუღიმე ,ნერვებს მიშლიდა ჩვენი ასეთი საუბარი, ოთახში დაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ ერეკლემ როგორც ყოველთვის ხელი შემიშალა
-მგონი სადღაც მიდიოდით.
-სახლის დათვალიერება მსურდა, მაგრამ უკვე გადავიფიქრე, ერთი აუტანელი ადამიანის გამო. სიმშვიდე შევინარჩუნე და ისე ვუპასუხე
-სახლის დათვალიერება არც ისე კარგი იდეაა, ჯობია სუფთა ჰაერზე გაისეირნო, ჯანმრთელობაა.
-გავითვალინსწინებ თქვენს რჩევას ბატონო ერეკლე.სწრაფად ვუთხარი და სახლიდან გასასვლელად მოვემზადე, ჩემი ქურთუკი და ფეხსაცმელი ჩავიცვი, ქურთუკის შესაკრავი ყელამდე შევკარი და ჩაფუთნული გარეთ გავედი.
ზამთრის მიუხედავად თბილოდა, ნელა მივაბიჯებდი ეზოში, მერე მოულოდნელად ზურგს უკნიდან ფეხის ხმა მომესმა, ვიცოდი რომ ერეკლე იქნებოდა
-ყველგან რატომ დამყვები? ხომ შეიძლება რომ თავისუფლად ვიარო? გაბრაზებულმა ვკითხე ისე რომ მისკენ არც მივტრიალებულვარ
-ჰაერი ყველასია საყვარელო, ამირომ მეც მაქვს უფლევა რომ დილით სუფთა ჰაერზე გავისეირნო. დამცინავად მითხრა
-"ჰაერი ყველასია საყვარელო" გავაჯავრა და გაბრაზებულმა სიარული განვაგრძე. მოულოდნელად თოვლის გუნდა მომხვდა თავში,გავბრაზდი, ვიგრძენი როგორ ამიწითლდა სახე, ვიფიქრე ჩხუბს დავუწყებ მეთქი, მაგრამ ეს ხომ ჩემს დაბალ დონეზე მიუთითებდა, ამიტომ მალევე გადავიფიქრე და გზა ისევ გავაგრძელე.
მეორე უფრო დიდი ზომის გუნდა მომხვდა თავში, მეტკინა, გავბრაზდი, უფრო გავწითლდი, თავი ვეღარ შევიკავე და მისკენ შევტრიალდი
-შენ სულ გააფრინე?
-არ გინდა ვიგუნდაოთ? სიცილით მკითხა და კიდევ ერთი გუნდა მესროლა, ოღონდ ამ ჯერად პირდაპირ სახეში მომხვდა
მთელი ტანი გამიხურდა სიბრაზისგან, სუნთქვა გამიხშირდა,ცოტა მაკლდა კივილს დავიწყებდი, მაგრამ ისევ შევინარჩუნე სიმშვიდე, სახიდან თოვლი მოვიწმინდე და ერეკლეს მივუბრუნდი
-ხვდები რომ გითმენ,თუ კიდევ ერთხელ მესვრი გუნდას იცოდე ავფეტქდები და რაც მოგივა შენს თავს დააბრალე. ჩემი რჩევა არ გაითვალისწინა და ისეც მესროლა გუნდა
ამაზე კი ავფეთქდი, ჩხუბი დავუწყე და თოვლი ავიღე, პირდაპირ სახეში ვესროლე და სახლისკენ გავბრუნდი, მაგრამ ვინ მაცადა? მეცა და თოვლში ჩამაგდო.
-გამიშვი, იდიოტო გამიშვი. კივილი დავიწყე
თოვლში გორაობას ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი, ის კი სწორედ ამას აკეთებდა,ძალები არათანაბარი იყო, ამიტომ მე მომიწია ძირზე გორაობა,მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ის გადარჩა, რამდენჯერმე ისიც ჩავაგდე თოვლში და რაც ძალა მქონდა ზედ ვაყარე
-რას აკეთებთ? ლილეს ყვირილი მომესმა ზურგს უკნიდა, ყველაზე საშინელი მომენტი მაშინ იყო, როდესაც ერეკლეზე შემდგარი დამინახა.
-რა ხდება აქ? მაშინვე მომვარდა
ფეხზე მშვიდად წამოვდექი, ტანსაცმლიდან თოვლის გასუფთავება დავიწყე, მაგრამ არ მაცადა
-გოგო რადღეში ხარ? კიოდა ბოლო ხმაზე
-შენს საქმროს კითხე, თვითონ დაიწყო ყველაფერი. ერეკლესკენ მივუთითე რომელიც ჯერ კიდევ ძირზე იწვა და იცინოდა
-ერეკლე რა საქციელია ეს? რამ გადაგრია ამხელა კაცი? გაჰკიოდა ლილე ბოლო ხმაზე
-ნუ წიკვინებ რა, ჯერ ისე მტკივა ყველაფერი, ახლა შენი წივილიღა მაკლია. გაბრაზებული წამოდგა ფეხზე.
-მეტის ღირსი ხარ შე არაადამიანო. ჩავიჩურჩულე ჩემთვის
-რამე მითხარით ქალბატონო?
-ბატონო თქვენ მოჩვენებები დაგეწყოთ უკვე? ისე გასაკვირი არც იქნება. გასამწარებლად ვუთხარი
ტანსაცმელს გასუფთავებას შევუდექი ისევ, ამ დროს კი ერეკლემ ფეხი წამომიდო და ისევ თოვლში ჩამაგდო, ეს კი უკვე მეტისმეტი იყო.
-ადამიანო ასეთი საზიზრარი რატომ ხარ? მიზანთროპს არაფრით ჩამოუვარდები,აუტანელო.კივილი დავიწყე და ფეხზე წამოვხტი
-მეტიჩარა ნუ იქნები და არაფერი არ მოგივა.მშვიდად მიპასუხა და სახლისკენ წავიდა
-შეშლილი ხარ, მეზიზღები. დავუყვირე
-არც მე მეხატები საყვარელო გულზე. სიცილით მითხრა
ლილე გაბრაზებული მიყურებდა, თითქოს ჩემი ბრალი იყო რამე.
მისი საქმროს უაზრო გამოხტომებზე პასუხი მე არ მომეთხოვებოდა,ამიტომ არაფერი მითქვამს მისთვის.
სახლში შესვლისას ფეხსაცმელიც არ გამიხდია ისე შევედი ჩემს ოთახში, არც ლილემ დააყოვნა, მაშინვე შემომყვა
-გამოცვლის უფლება აღარ მაქვს?
-სანამ არ ამიხსნი ყველაფერს არა. ბრძანებლუნი ტონით მითხრა
-იცი რა თუ რამის გაგება გსურს შენს ბიჭს კითხე, მე არაფრის თქმას არ ვაპირებ.
-მოგიწევს . ისევ ბრძანებლური ტონით მითხრა
-ოჰო, უკვე ბრძანებლობთ კიდეც? ვინ მოგცათ მაგის უფლება? გაბრაზებულმა ვკითხე
-ახლავე ამიხსენი რაც მოხდა. გაჰკიოდა ბოლო ხმაზე
-უკვე გითხარი რომ შენს ბიჭს უნდა ჰკითხო, მე კი თავი უნდა დამანებო. მეც მასავით დავიწყე კივილი
-ვინ მოგცა ჩემთან ხმის აწევის უფლება?
-შენ თვითონ ვინ მოგცა? თავი ვინ გგონია? არც მე ჩამოვრჩი მას
-მალე მოგიწევს ამ სახლიდან წასვლა.
-თუ დამეხმარები დღესვე წავალ, სულ გავქრები შენი და ერეკლეს ცხოვრებიდა, რაც ყველასთვის სასარგებლო იქნება.
-დახმარებაზე არც იოცნებო. ზიზღით მითხრა და ჩემი ოთახი დატოვა
-როგორც გინდა, შენ გქონდა იმის შანსი რომ დამხმარებოდი, მაგრამ არ მოისურვე, ამიტომ ჩემი ატანა მოგიწევს. მშვიდად ვთქვი და ტანსაცმლის გახდას შევუდექი
სულ სველი ვიყავი, დიდი ალბათობა იყო იმის რომ გავცივდებოდი, ცოტა ხანში ერეკლემაც მომაკითხა
-კიდევ ბედავ და მოდიხარ?
-ცნობისთვის შენზე პასუხისმგებელი მე ვარ.
-ახლა გაგახსენდა ხო ეგ, მაშინ რას ფიქრობდი როდესაც თოვლში მაგუნგლავებდი? არ იფიქრე რომ შეიძლებოდა გავცივებულიყავი?
-ოოოოო დეაჩკა ასეთი მშიშარა რატომ ხარ? რას გიზამს ერთხელ თოვლში გორაობა?
-რას მიზამს? გავცივდები. გაბრაზებულმა ვუყვირე
-არ გაცივდები. მშვიდად მიპასუხა და ჩემსკენ წამოვიდა
-ხომ შეიძლება ფილტვების ანთება დამემართოს?
-არ დაგემართება.
-სიცხეს მომცემს. არ გავჩერდი
-არ მოგცემს. უკვე ძალიან ახლოს იყო ჩემთან
-ასთმის შეტევა რომ დამეწყოს?
-ინქალატორს გამოიყენებ. მშვიდად მითხრა და ერთი ნაბიჯით კიდევ უფრო ახლოს მოიწია ჩემთან
-უკვე ძალიან ახლოს ხარ, ხვდები?
ხმა არ გაუცია კიდევ მოიწია
-უკვე ზედმეტად ახლოს ხარ, გირჩემვ შენს ადგილას დარჩე. თვალები დავუბრიალე
-რა იყო შეგეშინდა?დამცინავად მკითხა და გამიღიმა
-არა, უბრალოდ რაც უფრო ახლოს მოდიხარ მით უფრო მიჩნდება იმის სურვილი რომ მოგკლა
-მოკვლის თუ სხვა რამის სურვილი? ტუჩები აათამაშა
-აი ახლა უფრო მინდა რომ მოგკლა და თუ არ შეწყვეთ ამ უაზრობას იცოდე რომ ....................
წინადადების დასრულება ვეღარ შევძელი, ერეკლემ მის ხელებში მოიქვცია ჩემი თავი და ჩემს ტუჩემს დაეწაფა

"ზიზიღი"-ეს იყო პირველი რამ რაც ვიგრძენი, აუტანელი შეგრძნებაა როდეას ვიღაც ძალით გკოცნის, მისი ტუჩები მწარე გეჩვენება, გინდა რომ მისგან თავი დააღწიო, მაგრამ არ გამოგდის, ყველანაირად ცდილობ, ურტყამ, კბენ მაგრამ ის მაინც არ განებებს თავს. გეზიზღება არა ის არამედ შენი თავი, რომ ხარ ასეთი უმწეო, რომ არ შეგიძლია თავის დაღწევა და ძალაუნებურად ნებდები.

ბოლოს როგორც იქნა დამთავრდა , თვალები ორივემ მშვიდად გავხილეთ, მიღიმოდა თითქო ელოდა რომ რამეს ვეტყოდი, მე კი საპასუხოდ სახეში მაგრად გავრტყი
-ეს რისთვის? სიცილით მკითხა
-იმისთვის რომ ჩემს ტუჩებს უკითხავდ შეეხე, მეორედ თუ კიდევ გაბედავ, გეფიცები........................
არც ამ ჯერად დამამთავრებინა საუბარი ისეც ჩემს ტუჩებს დაეწაფა
თავის დაღწევა მოვახერხე და მეორედ კიდევ გავარტი სილა, ოღონდ ადრინდელზე უფრო მწარედ
-სანამ მკითხავ გეტყვი, ეს იმისთვის რომ იდიოტი ხარ. ვუყვირე
-ტკბილი ტუჩები გაქვს. მშვიდად მიპასუხა
-ვერ გიტან. ზიზიღით ვუთხარი და სააბაზანოში შეევარდი, არა იმიტომ რომ მეტირა, არამედ იმიტომ რომ პირი დამებანა, ალბათ ნახევარი საათი ტუჩებს ვიხეხავდი, რომელსაც ერეკლემ ტკბილი უწოდა. ბოლოს როგორც იქნა დავამთავრე და აბაზანიდან გამოვედი
ოთახში ჩემდა გასაკვირად ქალბატონი ლილე დამხვდა, გაცოფებულს ჰქავდა, არ ვიცი საიდან გაიგო ის რომ ერეკლემ მაკოცა, მაგრამ ფაქტი იყო რომ უკვე იცოდა
-არაფერს მეტყვი?
-არა. მშვიდად ვუპასუხე
-არც თავის მართლებას დაიწყებ?გაკვირვებულმა მკითხა
-არაფრის თქმას არ ვაპირებ.
-კარგი მაშინ მაინტერესებ დილით რაც მითხარი ისევ ძალაშია, ისვ გსურს დახმარება?
-დამეხმარები?
-თუ აქედან წახვალ და საერთოდ აღარ გამოჩნდები რათქმაუნდა.
-მაშინ მათხოვე შენი ტელეფონი.სწრაფად ვუთხარი, მანაც მაშინვე მომაწოდა
-ტერეიტორიულად სად ვართ იცი? ლილეს ვკითხე და მამაჩემი ნომერი ავკრიფე
-სამთისში, ონიდან 25 კილომეტრის დაშორებით, პატარა სოფელია, ას კაცამდეც არ ცხოვრობენ.
მამასთან რამდენჯერმე უშედეგოდ დავრეკე, დედასთან არ მინდოდა დარეკვა,როგორც გავიგე მკვდარი ვეგონე, ამიტომ არ მინდოდა მისი შეშინება.
ჩემს დაქალებს ვერ დავურეკავდი, რადგან ვიცოდი როგორი მშიშრები იყვნენ და ჩემი ხმის გაგონებაზე შეიძლებოდა გული წასვლოდათ, მხოლოდ დიმაღა მრჩებოდა
სწრაფად ავკრიფე მისი ნომერი, ტელეფონს მაშინვე უპასუხა
-დიმა, დეა ვარ შენი დახმარება მჭირდება
-დეა? სად ხარ? როგორ ხარ? ხმაში შევატყვე რომ აღელდა, ვიცოდი რომ მისთვის ჩემი ხმის გაგონება მოულოდნელი იქნებოდა.
-დიმა მისმინე, მამას ვერ დავუკავშირდი, ამიტომ უნდა დამეხმარო, დრო ცოტა მაქვს.
-სად ხარ დეა?
-რაჭის ერთ-ერთ სოფელში, სამთისში, ონიდან 25კილომეტრშია. სწრაფად ვუთხარი, მეშინოდა რომ ერეკლეს არ შემოესწრო და ჩემი ნაწვალები წყალში არ ჩაყრილიყო.
დიმას ყველაფერი კარგად ავუხსენი, სახლიც დაწვრილებით ავუღწერე,მერე ჩემი ოთახისკენ მომავალი ვიღაცის ფეხის ნაბიჯების ხმა გავიგონე და ტელეფონი გავთიშე, მეც და ლილესაც სახეზე შიში აღგვებეჭდა
ოთახის კარები ერთ-ერთმა დამხმარემ შემოაღო
-ქალბატონო დეა ხომ არაფერი გჭირდებათ? თავაზიანად მკითხა
-არა გმადლობთ. გავუღიმე
მეც და ლილემაც ამოვისუნთქეთ, როდესაც ქალი ოთახიდან გავიდა
-იმედი მაქვს დღესვე წახვალ აქედან.
-მეც დიდი იმედი მაქვს. ტელეფონი უკან დავუბრუნე

შინაგანად თითქოს ავმაღლდი, მიხაროდა რომ აქაურობას დავტოვებდი და ისევ ჩვეულებრივი ადამიანივით შევძლებდი ცხოვრებას, ისევ ვივლიდი უნივერსიტეტში, ნიკოლოზის მატჩებზე და მამას სასამართლო სხდომებზე.

საღამო იყო როდესაც ლილემ სავახშმოდ დამიძახა,არ მშიოდა, არც ერეკლეს ნახვა არ მინდოდა, მხოლოდ აქედან წასვლა მინდოდა, თავისუფლება, მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლება მინდოდა, რომელიც ძალიან ახლოს იყო უკვე, შეიძლება ითქვას წუთი-წუთზე აქ იქნებოდა.
და აი უკვე მაგიდასთან ვაპირებდით დაჯდობას რომ სახლში ერთ-ერთი მცველი შემოვარდა
-აქ არიან, უკვე მოვიდნენ
-ძალიან კარგი.ერეკლემ მშვიდად უპასუხა და ფეხზე წამოდგა
-რა? გაკვირვებულმა შევხედე ლილეს
-ნამდვილად კარგი ნამუშევარია. ერეკლემ თავის საცოლეს გაუღიმა
-გეგონა რომ იმ კოცნას გაპატიებდი? ლილემ ამაყად მკითხა
-არა, მეგონა რომ ერეკლესგან განსხვავებული და უფრო ჭკვიანი იყავი, მაგრამ შევცდი ზუსტად ერთნაირები ხართ.
-დეაჩკა სწრაფად ჩაიცვი, მამაშენს ნუ ვალოდინებთ. ერეკლემ მშვიდად მითხრა და ჩემი ქურთუკი მომაწოდა რომელიც უკვე გამშრალიყო, ფეხსაცმელი სწრაფად ჩავიცვი და ერეკლეს უკან გავყევი
მის უკან მივდიოდი და ლილეს ქცევაზე ვფიქრობდი
-რატომ მომატყუა?
ამ შეკითხვაზე უამრავი პასუხი მქონდა,მაგრამ ფაქტი ერთია- ადამიანებს უყვართ ტყუილი და მთელი ცხოვრებაც ამაზეა აგებული.
ჩვენი ცხოვრება ხომ გამოგონილი ზღაპარია, რომელიც არასდროს არ არის რეალური და არც ამ ზრაპრის ფინალს არ უნდა ველოდოთ, რადგან არამგონია იყოს საუკეთესო
ერეკლეს უკან მშვიდად მივაბიჯებდი, უფრო სწორად ვცდილობდი რომ მშვიდად მევლო, მეშინოდა, მეშინოდა გასვლის, მეშინოდა იმის რომ შეიძლებოდა რამე ცუდი მომხდარიყო, ვიცოდი რომ გარეთ მამას იქნებოდა, ვინ იცის როგორ მელოდა, როგორ უნდოდა რომ შვილის ერთხელ და სამუდამოდ დაებრუნებინა, ვიცოდი ერეკლე არ გამიშვებდა ასე იოლად, ვხვდებოდი რომ რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული,რაღაც არც თუ ისე კარგი.
როგორც კი გალავანს გავცდი და ფეხი ზღურბლს გადავაბიჯე უფრო შემეშინდა, თავბრუ მეხვედოდა, ალბათ ემოციების ბრალი იყო.
მამას დანახვაზე მისკენ გავიწიე, მაგრამ არ გამიშვეს,მცველები გადამეღობნენ და წასვლის საშვალება არ მომცეს, ერეკლემ საუბარი დაიწყო, მაგრამ გონებით ჩემს მეორე მესთან ვიყავი და არ მესმოდა რას ამბობდა,
-თავისუფლება ასე ახლოსაა, შენ კი რას აკეთებ ამ დროს? დგახარ და ელოდები როდის გაგიშვებს ან გაგიშვებს ერეკლე საერთოდ?ჩემს თავს ვეკითხებოდი
მამას და ჩემს შორის მანძილი თვალით გავზომე, არც ისე შორს იდგა თავისუფლად შემეძლო გაქცევა და მასთან მისვლა,მაგრამ შეიარაღებული მცველების მეშინოდა, არა იმიტომ რომ შეეძლოთ ჩემი დაჭრა ან მოკვლა, არამედ იმიტომ რომ შეეძლოთ უდანაშაულო ადამინისთვის რამის დაშავება, არ აქვს მნიშვნელობა მამა იქნებოდა თუ სხვა ნებისმიერი.
-დეა გაქცევაა მხოლოდ ერთადერთი საშვალება თავის გადასარჩენად, მხოლოდ ამით შეგეძლება შენს ცხოვრებასთან დაბრუნება, არაა რთული, უბრალოდ გაიქეცი. ჩემი მერე მე მკარნახობდა
ცოტახანი მშვიდად ვიდექი, მხოლოდ მამას სახეს ვარჩევდი ნათლად, სხვა ყველაფერი კი ბუნდოვნად მოჩანდა, ერეკლე არ წყვეტდა საუბარს,არ ვიცოდი რაზე ლაპარაკობდა, რადგან სმენა დახშული მქონდა, მხოლოდ გულს და გონებას ვუსმეენდი, რომელიც მკარნახობდა იმას რომ უნდა გავქცეულიყავი
-დაე მოხდეს რაც მოსახდენია.ბოლოს ისევ ჩემი თავი გავამხნევე და გავიქეცი, გაციქეცი უკან მოუხედავად,ვგრძნობდი რომ შიში იპყრობდა ჩემს სხეულს, მაგრამ მაინც გავრბოდი, ვგრძნობდი როგორ მიმიზნებდნენ იარაღს მცველები, მაგრამ არ მეშინოდა, ვიცოდი სამშვიდობოს მალე მივაღწევდი, ვიცოდი რომ გადავრჩებოდი, ღმერთი ასე არ გამწირავდა , თვალები დავხუჭე არ მინდოდა რომ დამენახა, დამენახა თუ როგორ მესვროდნენ ტყვიას, მხოლოდ მაშინ შევჩერდი როდესაც ვიღაცას ძლიერ დავეტაკე
-მადლობა ღმერთს. მამას ხმას მომესმა, რომელიც გულში მთელი ძალით მიხუტებდა და ცოტა აკლდა იტირებდა
-მე ცოცხალი ვარ, მამა დამმშვიდი მე აქ ვარ. მის მკლავებში თავს დაცულად ვგრძნობი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს თავიდან დავიბადე, ყველაფერი დამთავრებული მეგონა, მაგრამ არა ყველაფერი მაშინ დაიწყო, საშინელი სროლის ხმა გაისმა, ცის ჩამოქცევას ჰგავდა, ბუღი დადგა, ყვირილის ხმა ყველაფერს ფარავდა, შიშმა ამიტანა, გავიყინე, თვალები დავხუჭე და ყურებზე ხელი ავიფარე.
მამამ ჩემი გაყვანა მოახერხა, დიმას მანქანაში ჩამსვა და იქაურობას გამარიდა,შიშისგან კანკალი დავიწყე,სუნთქვა გამიჭირდა, მეგონა ასთმის შეტევა მეწყებოდა, მაგრამ ეს ასთმის კი არა პანიკური შეტევა იყო, რომელიც გამოწვეული იყო უძლიერესი ემოციურ-ფსიქიური შოკით და 30წამს გრძელდებოდა, მასთან გამკლავება თითქმის შეუძლებელია იყო.
დაწყნარება ძლივს მოვახერხე, რისთვისაც დიდი ძალიასხმევა დამჭირდა, დიმას მგონი ჩემზე მეტად შეეშინდა, სულ გაფითრებული იყო. მგზავრობის დროს არ ამომიღია ხმა, წყნარად ვიჯექი, დიმაც ცდილობდა რომ შეკითხვები არ დაესვა.
არ მახსოვს რამდენი ხანი ვიყავით გზაში, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ მშვიდობით დაბრუნებულიყო მამა სახლში
თბილისში ჩასვლისას ყველაფერი დამავიწყდა, მხოლოდ ნიკოლოზი და დედა მახსოვდნენ, რომლებიც სახლში მიცდიდნენ, არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდათ ჩემს დანახვაზე, ამიტომ სახლის კარებთან ცოტა ხანი შევყოვნდი.
-მოუთმენლად გელიან. დიმამ თბილად მითხრა და კარებზე დააკაკუნა
-მომენატრა ჩვეულებრივი ადამიანივით ცხოვრება.
-მე კი შენ მომენატრე. მშვიდად მითხრა და კარებზე ხელ მეორედ დააკაკუნა
რამდენიმე წამში ისევ დავუბრუნდი ჩემს ძველ ცხოვრებას, ისეც მოვახერხე დედასთან და ნიკოლოზთან ჩახუტება, ისევ ვიგრძენი თავისუფლება, გაციებული გული სითბოთი აივსო და სიძულვილი რომიც ჩემს გონებას დაპატრონებოდა გაქრა, მისი ადგილი კი სიყვარულმა ჩაანაცვლა, ყველაზე დიდმა და გულწრფელმა გრძნობამ დედამიწაზე.

---------------------------------------------------------------
ესეც სანატრელი წუთები, მგონი რომ კარგად აღვწერე, მაინტერესებს რას ფიქრობთ, შემიფასეთ love
ყველანაირად ვეცადე რომ კარგი გამომსვლოდა



№1  offline წევრი ფსიქო.13

ვუა,მაგარი ხარ,მე შენი ერთგული კითხველი,დავრეგისტრილდი :დდ
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№2  offline მოდერი MyLove

ვიტირე :( რა მატირებდა არ ვიცი, მაგრამ ვიტირე.. ვიცი, შემდეგი თავი უფრო ემოციური იქნება და კარგი გამოგივა, რადგან მოგიწევს ერეკლეს რეაქცია და გრძნობები აღწერო. ისე გამახარა ახლმა თავმა, რომ ვერ წარმოიდგენ.. love ხვალ დადე, თუ შეგიძლია დადე რა.. რატომღაც ერეკლე შემეცოდა..
უიჰ, ის სულ გადამავიწყდა რომ აკოცა wink request არადა მაგის თქმა მინდოდა პირველად ;დდდ "ქუულ" იყო.. ნიზლავი, სიძულვილი არ უგრძვნია უბრალოდ გაბრაზდა.. ეგ იყო და ეგ.. მე კიდევ ვგიჟდები ერეკლეზე.. მიყვარს მისი პიროვნება ძალიან, ყველაფრისდამიუხედავად..
ველი შემდეგს და კარგი ხარ რომ არ დააგვიანე.
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№3 სტუმარი nino

Ddzaaaaaliiiann mommewoonnnaaa. Raggaccc dadzabulobaaaa igrdznoba racarunda iyoos ar gvalodino didxans gtxoovv(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent