შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფულზე ღირებული 11 თავი


29-03-2015, 22:04
ავტორი ელი
ნანახია 4 180

დილით რაღაც უცნაურმა შეგრძნებამ გამოაღვიძა ეკო.ფრთხილად დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს და მის ლამაზ თვალებს მზის სხივებით გაცისკროვნების საშუალება მისცა. მაშინვე წააწყდა ლამაზ,თითქოსდა ამოუცნობ,მაგრამ ბედნიერებისაგან მოკაშკაშე მწვანე თვალებს...ჩაიკარგა.მაშინვე ჩაიკარგა იმ სილამაზეში.
ეკოსაგან განსხვავებით დილაადრიან გაახილა თვალები ყიფიანმა. მძინარე ღვთაებას რომ შეხედა კიდევ ერთხელ გააჟრჟოლა. კიდევ ვერ იჯერებდა რომ ეს საოცრება 2 წლის შემდეგ ისევ მის გვერდით მშვიდად მძინერე წევს...აკვირდებოდა გოგონას თითოეულ ნაკვთს. იხსენებდა 2 წლის წინანდელ მის ნაკვთებს და ხვდება როგორ დაიხვეწა გოგონა.უფრო რომ გალამაზებულა... დაყურებდა ეკოს ლამაზ კურნოსა ცხვირს... გაახსენდა ერთხელ როგორ უკბინა ამ ლამაზ ცხვირზე და ამის გამო ეკო მთელი დღე გაბუტული რომ იყო მასზე,მთელი დღე საცოდავად რომ ისვამდა ხელს და სასაცილოდ რომ ქონდა გამობურცული ტუჩები...ამის გახსენებაზე ეკოს ვარდისფერ ტუჩებს დახედა,რომლებიც ძილისაგან უფრო დაბერილან...რამდენჯერ უოცნები ამ ბაგეებს დაწაფებოდა,ისე როგორც უდაბნოში მწყურვალი კაცი... მაგრამ ეს სურვილი ყოველთვის სურვილად რჩებოდა, თავს ვერ მისცემდა გოგონასათვის ასე ლაჩრულად მოეპარა პირველი ამბორი... რამდენჯერ...ამ 2 წლის მანძილზე რამდენჯერ უნატია გოგონას სასთუმალთანთუნდაც 1 წუთით გაჩენა. რამდენჯერ შეკვრია სუნთქვა მის გახსენაბზე და რამდენჯერ გაუსწორებია დღე და ღამე უძილობაში.დაყურებდა გოგონას ჟღალ თმას,რომლის ცეცხლოვანი სიკაშკაშეც ყმაწვილს თვალს სჭრიდა.ფრთხილად აიღო გოგონას თმის ბოლო ხელში და დიდი მოწიწებით აგემა ფილთვაბს ეკოს თმის სურნელი... ვერ გრძნობდა ვერც წუთებს,ვერც საათებს უბრალოდ ედო ბალიშზე თავი და უყურებდა მძინარე გოგონას თეთრ ფუმფულა ბალიშზე ლამაზად რომ მიმოეფინა დალალები,ცალი ხელი ბალიშის ქვეშ რომ ამოედო. თხელი თეთრი ფერის საბანი მხარზე რომ გადაწევია და ლამაზად მოუჩანდა წვრილი მხრები...მხრებიდან მზერა ლავიწებზე გადმოიტანა ბიჭმა,რომლებიც საკმაოდ კარგად ეტყობოდა გოგონას. არცერთი წამით არ მოუცავს ბიჭის გონება ბილწ ფიქრებს,არცერთი წამით არ გაქცევია თვალი გოგონას მკერდისაკენ. წმინდა იყო ეს გრძნობა... დათოს სიყვარული ისეთი წმინდა და სათნო იყო... კანკალით წაიღო ხელი გოგონას შიშველი მხრისაკენ და საჩვენებელი თითის ბალიში ძალიან ფრთხილად შეახო ეკოს ნაზ კანს... ისევ გააჟრჟოლა. ამხელა ბიჭია და სიცივეზეც კი არ კანკალებს და ამ ერთი გოგოს, ამ მზის,სითბოსა და სიყვარულის მფრქვეველის სულ ოდნავ შეხებაზეც კი რაღაც გიჯური ჟრუანტელი უვლის მთელ სხეულში. სულ აკანკალებს ძვლიან,კუნთიან,კაპილარებ,ვენიან,ფილტვიან,სულიანად... ისე მრცხვენია ახლა მე ამ ყველაფრის დაწერა. მრცხვენია და იცით რატომ?! მე!... მე არ შემწევს ძალა გადმოვცე ის გრძნობა რომელიც ეკოს შეხებაზე ეუფლება დათოს. მე იმის ნახევარსაც ვერ ვამბობ რისი თქმაც მინდა... ეს უბრალოდ უნდა იგრძნო... მე არ შმწევს ძალა,მაგრამ გულშიც ვერ გავაჩერებ გესმით ამას... ვერ დაიტევს ჩემი გული და აქ იმის ნახევარი მაინც უნდა გადმოვანთხიო რაც ჩემს გულშია...
გახსნა მზემ დარაბები და... და გადაეშვა ორივე უსასრულობის მორევში...სიჩუმეს მხოლოდ მონაცვლეობით მფეთქავი გულების ხმა არღვევდა და ეს ორი გული ერთ მთლიანაობას ქმნიდა. ფრთხილად სეახო ეკომ ხელი დათოს ღაწვს და ნაზად დაქუსვა ხელი... თვით მზეც კი კანკალებდა ბიჭის შეხებაზე. გაგიგიათ მზის კანაკალი?! აი ახლა ეკო რომ დაგანახათ მთელი სხეულით კანკალებს.
არაფერი უთქვათ ერთმანეთისათვის იმიტომ რომ ყველაფერი ნათქვამი იყო. ყველაფერი მათმა თვალებმა და გულმა დიდი ხანია უკვე თქვეს.
დღეს... 21-ე საუკუნეში დაიკარგა სიტყვა "მიყვარხარ"-ს ფასი...წაიბილწა ეს სიტყვა... ადრე თუ ამას ადამინი იშვიათად ამბობდა და თუ ამბობდა ისიც მთელი გულითა და სულით ახლა... ახლა 1 წუთის გაცნობილსაც კი ამას ეუბნებიან. მათ ვინც ეზიზღებათ მიდიან და ეუბნებიან მიყვარხარო... ბილწი ფიქრებისა და სურვილების ასასრულებლად ამბობენ მიყვარხარო და... სიყვარული ღვთაებრივი რამა... სიყვარული აუხსნელია. ვერ იტყვი რა არის სიყვარული ისევე როგორც ღმერთი. ის ყველაშია. არ არსებობს ადამიანი სიყვარულის გარეშე...ღვთაებრივი იყო მისი ბგერითი აღნიშვნაც,მაგრამ დღეს...დღეს ეს სიტყვა მიწასთან გაასწორეს. დღეს აღარავის სჯერა ამ სიტყვის. არც მე. მე მჯერა სიყვარულის,მაგრამ არა ნათქვამი "მიყვარხარ"-ის... მე ნაგრზნობი სიყვარულის მჯერა.ყველაზე წმინდა და სუფთა გრძნობის მჯერა. ამ სამ ადამიანსაც ასეთი სიყვარულის სჯერათ და მე მათ ჩემ სიყვარულს ვაგრძნობინებ და არ ვეუბნები დღეს უკვე მრავალჯერ გაყალბებულ,გაცვეთილ და დამცირებულ სიტყვა "მიყვარხარ"ს.
არ უნდა ენდო სტყვებს...მხოლოდ გული ამბობს სიმართეს და დათოს და ეკოს გულებს უკვე დიდი ხანია ნათქვამი აქვთ სიმართე. სიმართლე რომელიც ყველაზე წმინდაა და ძვირფასი მათთვის.
მაგრად მიიკრა დათომ ეკო გულზე და შეწყდა ოთახში სუნთქვა...მთელი ძალით ეხვეოდნენ ერთმანეთს და შეიგრძნობდნენ მათ არა მარტო სხეულებს,არამედ სულების ერთობას.
სასიამოვნო ამბორი და უტოვა მფეთქავ არტერიასთან და იმ წამსვე შეწყვიტა იმ არ ტერიამ ფეთქვაც...
-ვერ ვიჯერებ რომ შენთან ვარ-წართმეული ხმით ჩაილაპარაკა ეკომ.
-აქ ხარ,ჩემთან ხარ და აღარსად აღარ გაგიშვებ-უფრო მაგრად მოხვია ხელები.
-არსად ვაპირებ წასვლას...-ეკო,
ისე იყვნენ ერთმანეთში ჩაკარგულები არც კი გახსნებიათ სანდროს არ ყოფნა...
სანდრომ დილით რომ გაიღვიძა აი,მაშინვე გული სითბოტი და სიყვარულით აევსო... როდის იყო არა მისი გული რომელიმეს მოკლებული,მაგრამ მძინარე დატო და ეკო რომ დაინახა მაგრად,რომ ქონდათ თითები ერთანეთსი გადაჭდობილი და ორივეს ერთანეთის სუნთქვა რომ ეფრქვეოდათ სახეზე სულ სხვა გრძნობა დაეუფლა სანდროს.
როგორ არ უნდადა ახლა წასვლა,როგორი დიდი სიამოვნებით თუნდაც ფეხზე მდგომი თვალმოუშორებლად უყურებდა ამ სილამაზეს.მაგრამ რა უყოს ამ სამსახურის საქმეებს და ისევ წავიდა. წავიდა მაგრამ გული და სული იქ დატოვა. ისეთი გარუნდული მიდიოდა რომ ქუჩაში ვერც კი შეამჩნია როგორ შეეჯახა რაღაც ძალიან სუსტ არსებას,რომელიც რომ სანდროს ძლიერი მკლავები მაშინვე ძირს აღმოჩნდებოდა, პირდაპირ ერთმანეტის თვალებს წააწყდნენ... დაყურებდა მის მკლავებში მოქცეულ დამფრთხალ გოგონას და თვლას ვერ წყვეტდა მის კუპრივით შავ თვალებს... ნაზად გადაუწია ლამაზი კულული სახიდან და უკეთ დაიანხა გოგონას ლამაზი სისხლივით წითელი ბაგეები... ლამაზი კურნოსა ცხვირი,რომელიც უფრო გამალებით აფრქვევდა თბილ ჰაერს.დამფრთხალი სწრაფ-სწრაფად რომ ახამხამებდა იმ გრძელ შავ წარბწებს... არაფერი ენახა ყიფინს ამაზე ამოუცნობი და უძირო ვიდრე გოგონას თვალები.დაკარგა დროის შეგრძნება.
-მაგვიანდება-გაისმა გოგონას მოკანკალე ხმა.
მაშინვე გამოერკვა ფიქრებიდან ყიფიანი. მის გულ-მკერდზე მიკრულ გოგონას ოდნავ შეუშვა ხელები,საფეთქელთან მხურვალე კოცნა დაუტოვა და საბოლოოდ გაანთავისუფლა თავისი მარწუხებიდან.
მაშინვე იგრძნო სიცივე... გოგონას სხეულის სიმხურვალე მაშინვე შემოაკლდა არანაკლებად მხურვალე სხეულს,მაგრამ მაინც სიცივისაგან აკანკალებდა. უკან მიაბრუნა კიდერი და დიანახა როგორ დაბნეულად მიაბიჯებდა გოგონა. ჩამოსხმული ტანისა იყო... წვრილი ფეხები დაბნეულად მიუყვებოდნენ გზას... შავი შავრალი ეცვა,რომელიც მოხდენილად ადგა ტანზე, თეთრი ბრეტელებიანი უბრალო მაისური და ზურგზე დაყრილი საოცრად ხვეული თმა. თვალს ვერ წყვიტავდა ყიფიანი... დაამონეს! იმ ლამაზმა შავმა თვალებმა დაამონეს. საოცრად ეცნობოდნენ,მაგრამ ვერ ხვდებოდა საიდან... ხელმეორედ გააჟრიალა უკან შემობრუნებულმა გოგონამ თვალი თვალში რომ გაუსწორა და სირცხვილიტ უმალ რომ დახარა თავი. ღიმილმა გაუპო სახე ყიფიანს... ახლა ამხელა 23 წლის ბიჭს ისე უნდოდა გაქცეულიყო გოგოსკენ და მაგრად მოეხვია ხელები როგორც არაფერი....
მთელი დღე არ ამოსვლია გონებიდან მისი შავი თვალები და ამხელა ბიჭი სულელივით იღიმოდა.
საღამოსაც გარინდული მივიდა სახლში...კარზე დაუკაკუნებლად შევიდა და დივანზე მჯდომ ეკოს რომ მოკრა თვალი რომლის კალთაშიც დათოს ედო თავი და მშვიდა ეძინა გოგონა კი რიმილიტ უსვამდა თავზე ხელებს უფრო გაეღიმა.
-გამარჯობა-ფიქრებიდან სანდროს ხმამ გამოიყვანა და დამფრთხალმა შეხედა მას.
-გამარჯობა-ღიმილით უთხრა ეკომ და მისკენ გადმოწეულ სანდროს ლოყა მიუშვირა და როდესაც დაჯილდოვდა გემრიელი კოცნიტ ახლა თვითონ ჩაავლო სწრაფად ხელები მის სახე და მაგრად აკოცა ლოყაზე.
-შენ მაიმუნო შენ-ცხვრიზე ჩამოკრა ხელი კმაყოფილ ეკოს და გაუცინა.
-ჩუ ბიჭო არ გააღვიძო -დატუქსა ძმა და კვლავ მძინარე დათოს დახედა სიყვარულთ.
-ეკო....-ჩურჩულით დაუძახა და იქვე მის წინ სკამზე ჩამოჯდა.
ეკომ მაშინვე ახედა ძას და კითხვისნიშნის თვალებით დაუწყო ყურება.,
-რაღაცას გეტყვი,მაგრამ იცოდე მაგას არ უთხრა-თავით მძინარე დატოზე ანიშნა.
-მოდი ჯერ მე გეტყვი რაღაცას კარგი?-უთხრა მის თვალებზე მიშტერების შემდეგ ეკომ.
-გისმენ.-სანდრო,
-შენი თვალები...ისინი სულ სხვანაირად ანათებენ. იცოდე რომ ეგ მიზეზი ისეთი რომ სამუდამო მიზეზი გახდება მაგ თვალების სიკაშკაშის. ისინი ისე ანათებენ როგორც არასდროს... რამდენჯერ მიყურებია მაგ თვალებისთვის,მაგრამ.,..ახლა სულ ხვა რამ ხდება-ეკო.
გაეღიმა სანდროს, იცით რაზე?! კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში რომ ეკო მისი სულის ნაწილია... რომ ეკო უკვე სანდორს სულ ცნობს.
-დღეს... დღეს ისეთი თვალებს წავაწყდი მთელი დღეა გონებიდან არ ამომდის.-გარინდულმა ჩაილაპარაკა სანდრომ.
-ვერც ამოვლენ ჩემო სიხარულო...-გაეღიმა ეკოს.
-ეკო როგორ მივხვდე ადამიანი რომ გიყვარს?-პატარა ბავშვივით ტლიკინებდა სანდორო.
-როგორ? ჩემი აზრით... მის ყოველ დანახვაზე გული გამალებით უნდა ფეთქავდეს... მისი თვალები გონებიდან კი არა, სულიდან ვერ უნდა ამოდიოდნენ, რომ უყურებ მის თვლაბეს შიგ უნდა იკარგებოდე.მის შეხებაზე სულ უნდა გაკანკალებდეს და სუნთქვა გეკვროდეს... რომ შეგეხება ან სეეხები ერთდროულად უნდაგციოდეს და გცხელოდეს...არ ვიცი სან... უბრალოდ საოცრებები უნდა გემართებოდეს-გარინდულმა ჩაილაპარაკა ეკომ.
გარინდულნი უსმენდნენ ყიფიანები და ორივეს გული გამალებით ფეთქვადა იმის გამო რომ ორივეს ზუსტად ეს გრზნობა ქონდათ განცდილი,ისევე როგორც ეკოს.
გონს მოსულმა ეკომ იგრძნო სირცხვლისაგნ როგორ წამოწითლდა მთელ სახეზე...
-შენც მასე მოგდის ხოლმე?-სულეურად და გამომცდელად კითხა სანდრომ.
ეკომ მაშინვე თავისი კალთისკენ დაიხედა,რომელზეც უკვე კარგა ხნის გამოღვიძებულ დათოს ედო თავი და ინტერესის თვალებით შეყურებდა მას.
-მე... მე...-ენა დაება გოგონას...-დიახ!... თქვენ რო მეფერებით და მკოცნით სულ ჟრუანტელი მივლის ხოლმე...-უთხრა ეკომ და გაიღიმა.
არც მოუტყუებია.... მარტაც ჟრუანტელი უვლის ხოლმე,მაგრამ სანდროს შეხებაზე სხვანაირი და დატოს შხებაზე სხვანაირი.
-ადექი ვაჯბატონო ახლა გაჭამოტ თორე დაგხოცეთ მშივრები-გაიცინა ეკო.
დათოც პასუხით მთლად არა კმაყოფილი წამოდგა დივნიდან და ახლა მის საზურგეს მიეყუდა.მაშინვე წააწყდა ძმის თვალებს-
-მასე ხარ ხოლმე?-ეშმაკურად კითხა სანდრომ.
-შემეშვი რა-ბალიში ესროლა სანდროს.
-უყურე ერტ ამას რა... არაფერი შეგეშალოს ბიჭო-სანდრო და ახლა მა გამოუქანა ბალიში.
ერთი კვირა ისე სწრაფად გავიდა ვერც გაიაზრეს... ახლა უკვე სამი სიყვარულს დამონებული იყო ამ სახლში... ისეთი საყვარლები იყვნენ...
სანდრო ყოველ დღე დადიოდა იმ გზაზე იმ იმედით,რომ კიდევ შეხვდებოდა მის გულში ჩავარდნილს... მაგრამ არსად ჩანდა და სანდროც ახლა უფრო ხვდებოდა რას განიცდიდნენ ეკო და დათო მათი განშორებისას.
დილა ადრიან ფუსფუსია ეკოს სახლში...დღეს ხომ 2 წლის შემდეგ ის სახალხოდ გამოჩნდება "ხალხში".მაგრამ ეს ახალი ეკატერინე იქნება,რომელსაც ვერავინ დაამცირებს!...
გადაწყვეტილების თანახმად ეკო პირდაპირ რესტორანში მივიდოდა... მისი კავალერი ამ საღამოს დათო იქნება და მე ხომ ვიცი რომ არა მარტო ამ საღამოს.
უკვე წუთები აკლდა 6-ის შესრულებს და იდგა მის ოთახში სარკის წინ.იყურებოდა შიგ. მის წინ მაღალი ელეგანტური ქალი იდგა. ამაყად თავაწეული და უდრეკი...თითქოს და ცივი,მაგრამ არა... უბრალოდ ის ისეტი ძიერი იყო მის უდიდეს სითბოს მალავდა... უყურებდა პირდაპირ თვალებში და ხედავდა იმთვალებში როგორ კაშკაშებდა სიძლიერე....უცებ მზერა სარკის კუთხისაკენ გაექცა და დაინახა პატარა ჟღალთმიანი გოგონა,მისი თვალები ისეთი ტკივილიანი იყო... სულ ცრემლში დაუთამაშებდა მწვანე და ლურჯი ბურთულები...თეთრი კაბა ეცვა ვარდისფერი პატარა ყვავილებით...მრავალჯერ რომ იყო შეკეთებული...ფეხშიშველი ეყრდნობოდა ეკოს უკან კედელს... და ნაღვლიანი თვალებით შესცქეროდა... ეკომ ახლა უკვე უკან მიაბრუნა თავი და იქ არავინ რომ არ დახვდა გული დაეწვა...
კარზე კაკუნი რომ შემოესმა ფიქრებიდან მაშინ გამოერკვა და კარისაკენ გაიხედა მალე ოთახში სანდრო შემოვიდა,რომელმაც დაინახა თუ არა ეკო ადგილს მიეყინა...
ოთახის შუაგულში იდგა ალვის ხესავით ლამაზი ტანის გოგო, შავი კაბა ეცვა. ყელთან ლამაზი ოთხკუთხედი გულით, მკლავები იდაყვამდე ქონდა...ზურგი დახურული...წელში ლამაზად გამოყვანილი და ტანზე მომდგარი. ნელ-ნელა რომ იშებოდა და უკან დიდი შლეიფით... სადა იყო მისი სამოსი,მაგრამ ამავდროულა დეს სამოსი უძვირფასესი იყო ვინაოდან იგი ღვთაბეის სხეულზე იმყოფებოდა... ლამაზად ქონდა ზემოთ აწეული ჟღალი თმა... ეს შავი კაბა ისე უხდებოდა ეკოს როგორც არაფერი... ზუსტად მისთვის იყო დიახ! მისთვის... ისეთი ლამაზი იყო თვალს ვერ მოწყვეტდი, ისე უხდებოდა ეს შავი კაბა ეკოს თმის ფერს...
მძლივს გონს მოსული სანდრო გოგონაკენ ნელა წავიდა... ახლა ახლოდან დააკვირდა გოგონას პირსახეს და მისი თვალებში ის თავდაჯერებულობა და სიძლიერე ამოიკითხა რომელიც უნდოდა... მოწიწებით გადახსნა ხელში მომარჯვებბული ყუთი და იქედან ეკოსათვის განკუთვნილი საჩუქარი ამოიღო.
ზურგიდან მოუარა გოგონას და ყელსაბამი ფრთხილად შეახო მის გულმკერდს... სათუთად შეუკრა საკრავი და ახლა ისევ გოგონას წინ დადგა. ისე მოუხდა ეკოს ლამაზ ყელს წითელი ლალის თვლებით გაწყობილი მასსავით მედიდური ყელსაბამი...
-მადლობა...-ამოიჩურჩულა ეკომ.
-საოცრება ხარ ჩემო ეკუნა-ეკოს ხელები თავი ხელებშ მოიქცია და ნაზად დაუკოცნა.-მაგრამ ეს ჩემგან და დათოსაგანაა..
სულ გააჟრია ეკოს...
-ახლა კი ჩემო ძვირფასო გელოდებიან...-ხელკავი გამოსდო მანდილოსან და ოთახიდან გავიდნენ...
მისაღებში ნერვიულად მდგომ დათოს სუნთქვა შეეკრა გ=ეკოს დანახვაზე... იმ წამს მზად იყო სამუდამო სიბრმავისათვის... მისმა თვალბმა ისეთი საოცრება იხილეს რცხვენოდა რომ ამ თვალებით სხვა რაიმე დაენახა...
ისეთი სიმპატიური იყო დათო ამ სმოკინგში.... ეკოსაც შეეკრა შუნთქვა,,, ახლა ორივეს ისე ძლიერ უნდოდა ერთმანეთს მოხვეოდნენ...
ეკო ბიჭს წინ გაჩერდა და თვლაბეში ჩააჩერდა... სანდრო კვლავ განზე გადგა და რამოდენიმე კადრი ჩუმად შესძინა მის კოლექციას...
დათომ გოგონას ხელი თავის ხელში მოიქცია და ნელა შეახო მისი ბაგე მთრთოლვარე კანს...
ეს კადრიც დააფიქსირა სადნრომ...ინატრა ახლა ეკოსავით სიყვარულით აღსავსე თვალებით უმზერდეს მისი ხუჭუჭა და წამიერად გულში ტკივილმა გაკრა.
-მაპატიეთ ამ შესანიშნავ წუთებ რომ გირღევთ,მაგრამ გაგვიანდებათ-სადნრო,
ორივე გონს მოეგო და სახლიდან გავიდნენ....
მანქანასთან მისულები სანდრომ გააჩერა და მისკენ მიაბრუნა.
-ჩემო ეკუნა... ახლა დროა, იცოდე თავი მაღლა აღართე და დაანახე მათ ვინაა ეკატერინე ყიფიანი!... იცოდე მე შენთან ვარ მთელი გულით და გახსოვდეს რომ ზურაც შენთანაა... გააკეთე ეს ჩვენი გულისთვის. იყავი ცივი და არ დაუშვა შენ თალებშ სულ მცირე ცრემლმა მაინც რომ დაისადგუროს-ნაზად შეახო ეკოს შუბლზე ტუჩები,
-გეფიცები სან,შენ სუნთვქას და მამას სულს გეფიცები...-ეკო,
მანქანაში ჩასხდნენ და იმ ადგილისაკენ გაემართნენ სადაც დაიბადება ახლა ეკატერინე...
რესტორნის კართან იდგნენ... გამალებით უცემდა ეკოს გული...დათოს ხელი იგრძნო წელზე,რომელმაც სხეულზე აიკრა მთრთოლვარე გოგონა.
-დაწყნარდი ჩემო პრინცესავ...-ეკოს ყურთან დაიჩურჩულა დათომ.
-ვერ ვწყნარდები...-საკუთარი თავით იმედგაცრუებულმა ამოიჩურჩულა ეკომ.
დათომ მარკვენა ხელით სახე ზემოთ ააწევინა...პირდაპირ თვალებში უყურებდა და...ძალიან ნაზად მიუახლოვდა გოგონას ბაგეებს... დიდი მოწიწებით შეეხო მათ და იგრძნო ის რაც არასდროს არვის არ უგრძვნია.
ისევე ფრთხილად მოწყდა გოგონას ბაგეებს და კვლავ თვალებში ჩახედა...
სულ სხვა რამ დაინახეს ერთანეთის თვალებში... ეს რა იყო მეც არ ვიცი,მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი და ღვითიური რამ.
-წავიდეთ...-ამოიჩურჩულა დათომ და გოგონას ხელი ჩასჭიდა.
ისეთი მტკიცე ნაბიჯი გადადგა ეკომ როგორიც არასდროს. ისე თამამად და უშისღად მიაბიჯებდა როგორც არასდროს და გულში ისეთი ბედნეირება ქონდა როგორც არავის არასდროს!...
ფართოდ გაიღო დარბაზის კარი და ჩამოწვა სიჩუმე...
კარში საოცრება იდგა...ისეთი მედიდური,ისეტი დახვეწილი,ელეგანტური... ისეთი სილამაზე იყო... ყველა გაჩუმდა და თვალმოუშორებლად უყურებდნენ კარში მდგომთ...
დამეფიცება ამ წამებში...ყველა იქ მყოფის გული გაჩერდა...
ყველას თვალწინ დაუდგა ყველა ის ბილწი საქციელი,ყველა ის დამცირება,ტკივილი რომელიც წლების წინ ერთ პატარ უმწიკლო გოგონას მიაყენეს...
მაგრამ აკი ვთქვი სინანული გვიანია თქო...
იმ წამს ყველა იმ დამცირებაზე მეტად ვიდრე წელბის მანძილზე ამცირებდნენ ეკოს თითოეული დარბაზში მყოფი და ამ უდიდეს დანაშაულში მონაწილე ასმაგად დამცირებული იყო...
განა რემ თქვა ეკომ? განა სიტყვით ან სამით დასცინა მათ? განა მათსავით მდაბიოდ მოიქცა? არა!...
ამაყად განაგრძო ეკომ გზა... მაგრად უჭერდა საყვარელ მამაკაცს ხელს და ისე მიაბიჯებდა დარბაზის სიღრმეში რომ არცერთი იქ მყოფთათვის არ შეუხედავს... მედიდურად დაიკავა მისთვის განკუთვნილი ადგილი და მამაკაცს ამაყად შეხედა თვალებში...
კვლავ სიჩუმე... ყველა თავჩახრილი იჯდა საკუტარ ადგილას და ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას...
თვალი მოავლო დარბაზს ეკომ და გული ეტკინა იცით რატომ?! აქ ერთი ადამიანიც კი რომ არ იყო...
-რას გაჩუმებულხართ?! დღეს ხომ გამოსაშვები საღამო გაქვთ...ეს დღე არ განმეორედება-დარბაზის სიჩუმე გააპარტახა ქალის საოცრად დამჯდარმა,მიმზიდველმა,ცივმა და გაწონასწორებულმა ხმამ... მაგრამ ძვრა არავის ქონია...დარბაქზში სასიამოვნო სიმღერა გაისმა.კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქ მყოფთ დათოს ხელი ჩასჭიდა.დარბაზის შუა გულში ცეკვავდა მზე...ღვთაება და ისე როგორ მზეს შესცქერის ყველა და ყველაფერი შესცქეროდნენ იქ მყოფები მოცეკვავე ეკოს...
არ იყო იქ ადამიანი რომლის გულშიც სინანული არ იყო. სისნანული და თანაც როგორი?! მაგრამ არავის სჭირდება მათი სინანული...
ცეკვა დაასრულეს...ისევ სიჩუმე და შემდეგ წყვილი გასასვლელისაკენ გაემართა. გასვლამდე ერთხელ კიდევ მიიხედა უკან და წააწყდა უამრავ სინანულით აღსავსე თვალს. ერთი გაიღიმა ეკომ და დარბაზი დატოვა...
მდუმარედ ჩასხდნენ მაქნქანაში და მაშინვე წამოსცვივდა ეკოს თვალიდან ცრემლები...
განა არ იყო ძლიერი,მაგრამ ის არ იყო ისეთი ცივი და უგრძნობი როგორადაც ახლა მოაჩვენა ყველას თაავი...
ტრილად მინდორზე გააჩერა ყიფიანმა ავტომობილი და გადავიდა, გოგონას კარი გამოუღო და ისიც გადაიყვანა...
ტრიალ მინდორზე იდგნენ ყიფიანი და მჭედლური... წელზე ძლიერად ქონდა ხელები შემოცვეული ყიფიანს, ეკოს კი კისერზე მოეხვია ხელები...
-შესანიშნავი იყავი;....-გაისმა ბიჭის ხმა...
-ეს მე არ ვიყავი...-ეკო.
-საჭირო იყო ეს გაგეკეთებინა... -დათო.
-მე იქ ისეთი ვიცი და უგულო ვიყავი...-ცრემლები წამოსცვივდა ეკოს.
დოთომ ოდნავ შეუშვა გოგონას ხლეები. აცრემლიანებულ თვალებში ჩახედა-
-შენ ყველაზე თბილი ხარ გესმის?! ყველაზე სანუკვარი და ჩემი ღვთაება.-ჩაიჩურჩულა ბიჭმა დამზერა გოგონას ბაგეებზე გადაიტანა...
შუბლი მიადო ეკოს შუბლს, მისი ცხვირი ეკოს ცვირს გაუხახუნა... უკვე ორივეს ერთანეთის სუნთქვა ეფრქევეოდათ სახეზე...ფრთხილად შეეხო ეკოს ტუჩებს და უკვე მეორედ მოპარა ამბორი...
ტრიალ მინდორზე უკუნიტ სიბნელეში იდგა მზე... საოცრად გაბრწყინებული და სინათლესა და სითბოს აფრქვევდა ირგვლივ...
ფთხილად დააშორეს ბაგეები... ახლა შუბლზე აკოცა დათომ... ეკომ ნაზად შეახო ხელი სახეზე და კიდევ გადმოვარდა თვალიდან ცრემლი,მაგრამ ახლა ეს უსაზღვრო ბედნიერების ცრემლი იყო... ახლა, ამ წამს , იმაზე ბედნიერი იყო ეკო ვიდრე ოდესმე ვინემ ყოფილა...
სუსტი სიო უბერავდა და ეკოს კაბას ლამაზად აფრიალება...
ტრიალ მინდორში იდგა ეკატერინე საყვარელი მამაკაცის მკერდს აკრული...
არ დანებდე... ერთ დროს შენი ბედნიერბის დროც მოვა...

------------------------------------------------------------------------------------------------
ესეც მე-11 თავი, იმედი მაქვს მოგეწონებათ,მაგრამ აქვე ვიტყვი რომ ეს ის არაა რისი დაწერაც მინდოდა,მაგრამ უფრო რომ დამეგვიანა ვიცი ჩამქოლავდით. და აი ერთი საწყალი გოგოც ყველაზე დიადი გახდა... ეს მინდა ყველასთვის მაგალით იყოს. მიყვარხართ და ველი თქვენს კომენტარს...



№1  offline წევრი Eternity8

კითხვა რომ დავიწყე, მაშინვე ის ვოფიქრე რამხელა სირცხვილი იქნებოდა მათი გრძნობებოსთვის "სიყვარულის" დარქმევა, შემდეგ კი შენი იგივე სიტყვები წავიკითხე და რომ ვერ აგიღწერ ისე გამიხარდა, ჩვენი ერთნაირი შეხედულება ამ თემაზე..
ეკო კი - ანგელოზია! ასეთი ადამიანი ადამიანის წოდებაზე ბევრად მეტს იმსახურებს. ვწუხვარ რომ ამას ვწერ, მაგრამ ასე ვფიქრობ.. ბედნიერი ვარ რომ ამ ისტორიას ვკითხულობ და რომ შენ გაგიცანი! ყველაზე სუფთა (ამაყად ვამბობ!) მწერალი (სწორედაც!) ხარ ჩემო ძვირფასო!

 


№2  offline მოდერი ელი

Eternity8
კითხვა რომ დავიწყე, მაშინვე ის ვოფიქრე რამხელა სირცხვილი იქნებოდა მათი გრძნობებოსთვის "სიყვარულის" დარქმევა, შემდეგ კი შენი იგივე სიტყვები წავიკითხე და რომ ვერ აგიღწერ ისე გამიხარდა, ჩვენი ერთნაირი შეხედულება ამ თემაზე..
ეკო კი - ანგელოზია! ასეთი ადამიანი ადამიანის წოდებაზე ბევრად მეტს იმსახურებს. ვწუხვარ რომ ამას ვწერ, მაგრამ ასე ვფიქრობ.. ბედნიერი ვარ რომ ამ ისტორიას ვკითხულობ და რომ შენ გაგიცანი! ყველაზე სუფთა (ამაყად ვამბობ!) მწერალი (სწორედაც!) ხარ ჩემო ძვირფასო!




ისე მიხარებ გულს შენი სიტყვებით...არც კი ვიცი რა გითხრა... ძალიან მიხარია რომ ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა...ძალიან გამიხარდება თუ უფრო უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს "გულში ჩავარდნილო" ...

 


№3  offline მოდერი MyLove

ჩემი სანდრიკო შეყვარებულია!! იეს!! ხომ იცი როგორ მიყვარხარ ჩემო სუნთქვა და ერთადერთო?? საანდროც მიყვარს, მაგრამის სხვანაირად. :დდ შენ ხარ ჩემი უფროსი დაიკო რომელიც სულ, სულ ჩემ გვერდითაა და მამხნევებს.. სული ხარ შენ ჩემი. აი გულწრფელად არ ვიცი შენს გარეშე ჩემი ცხოვრება რა იქნებოდა. აღმოჩენა ხარ შენ ჩემი!! ისტორიაზე აღარაფერს ვამბობ, ისეთი გრძნობებით მავსებ, თითქოს ყველაფერი ჩემ თავს ხდება. და სანდროს გულის სწორიც მალე გამოგვიჩინე. ისე ცნობისთვის მომწვანო მოყვითალო თვალები მაქ :დდ პ.ს მე ეგოისტი ვარ და სანდრო მარტო ჩემია. და ხო.. მართალი ხარ, რო არ დაგედო ჩაგქოლავდი!! ოღონდ კოცნებით :დდ ჩემი ანგელოზი ხარ შენ!!

შენი ამბავი ვიცი მე და არ შეგვარგებ ამ ბედნიერებას,,რაღაცა ტრაგიკულს მაინც ჩააკვეხებ!! აიი მე კი მომწონს ეგ ტრაგიციზმი.. მივხვდი მაშინვე ამდენ ბედნიერებას რომ არ გვაჩუქებდი ამაოდ. ისე დღევანდელ თავშიც ველოდი რაღაც ტრაგიკულს მარა მშვიდობით ჩაიარა, კიდევ ერთხელ გეუბნები როოო მიყვარხარ ძალიან
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent