შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიება თუ...?!(თავი IX)


1-04-2015, 00:17
ავტორი Nina))
ნანახია 3 113

***
მხოლოდ ეს აკლდა სრული ბედნიერებისთვის,მხოლოდ ეს.. ჯერ მშობლების სიკვდილი,შემდეგ ბავშვთა სახლი,ახლა დემეტრე და ციხე.. როგორ ეთამაშება ბედი...
აქ მაინც არაფერი აქვს საქმე,მარტოა...ელოდება განაჩენს როდის გამოუტანენ და ფიქრობს..
ასეა,როდესაც უაზროდ გაქვს დრო მაშინ ან ფიქრობ,
ან კედლების ყურებით ხარ გართული...
უსაქმურობის დროს კედლებიც საინტერესოა.

***
-ვიღაც იყო,ვიღაც აშკარად იყო,მაგრამ ვერ გავარკვიეთ,ნატალია იყო თუ ვინმე სხვა.
-ამას რა გარკვევა უნდა,გამომძიებელო,ვერ ხედავთ,ექიმებიც ადასტურებენ რომ შოკი მიიღო,შეუძლებელია ასე ერთი ხელის მოსმით მოკლა შენი მეგობარი,და შემდეგ მკვდარი ზევიდან შემოიხვიო..-თავი გააქნია წარუშლელი კადრების მიმოსაფანტად
-გეთანხმებით,მაგრამ სამხილები ხომ უნდა
-ვერ ხედავთ რომ ის კაცი გარედან შემოდის,მოიცათ კარგად დააკვირდით,აი,ნახეთ-დამიანემ ფანჯრიდან გამოჩენილ ორ ერთმანეთზე ახლართულ სილუეტზე მიანიშნა,ეჭვიანობისგან ლამის კანიდან გადმომხტარიყო,ახლაც გააქნია თავი უაზრო ფიქრების მოსაშორებლად და კონცენტრაცია მხოლოდ მის ხსნაზე გადაიტანა
-მართლაც რომ მოჩანს,ცალკე ისინი,ცალკე ესენი,ვნახოთ სასამართლო ხვალ არის,რას იტყვიან.
-რომ გავუშვათ?
-მთავარ ეჭვმიტანილად რჩება
-ამ კადრების შემდეგ არა!

მანამ არ მოეშვა გამომძიებელს სანამ ნატალიას გამოშვებაზე არ დაითანხმა.

***
უკვე ყველაფერი დაწყობილი ჰქონდა,როდესაც საკნის კარი ჭრიალით გაიღო.რა საშინელებაა,საუკუნეში ერთხელ მაინც გამოცვალონ-გაიფიქრა და წარბებშეკრული დააჩერდა გამომძიებელს

-თავისუფალი ხართ.-პირღიამ შეხედა გამომძიებელს და როდესაც მის გაკვირვებულ სახეს მოჰკრა თვალი წამებში დასერიოზულდა,თავიაღლა აწია და ამაყად დატოვა იქაურობა..

***
რაც უფრო იზრდება მით უფრო კარგავს საკუთარ თავს...
ალბათ ასეც უნდა იყოს...
ან არა...
ფაქტია რომ დღითიდღე სცილდება საკუთარ თავსა და ყოველდღოურ რიტმს..
ყოველდღიური ცხოვრება თუ ასე უფერულად და მოსაწყენად ეჩვენებოდა არასდროს ეგონა..
რა ქნა..
რა ჩაიდინა..
შურისძიების ცეცხლში გახვეულმა და დაბრმავებულმა ისიც დაკარგა,ვინც ცხოვრებამ დაუტოვა..
ვისი სახითაც უფალმა ერთი შანსი მისცა..
ხშირად ხდება ასეც..
რაზეც უფრო მეტი ყურადღებაა გასამახვილებელი იმას არ ვუღრმავდებით..
უაზრობებს კი იცოცხლეთ..სწორედ წვრილმანებშია ბედნიერება..

სწრაფად ჩამოირეცხა ის ჭუჭყი რაც საკანში აიკიდა და მოულოდნელად აეწვა კისერი,ლავიწი,მკერდი...
დემეტრეს ცხელი კოცნა გაახსენდა.. თითქოს სიმხურვალე არც ახლა დაეკარგა და სამუდამოდ დაეტოვებინა მისი კვალი..
ისე მწვავედ გრძნობდა,ეგონდა მთელი სხეული ეწვოდა..
და მაინც როგორი საოცრებაა არა?! ის აღარ არის,
არც აღარასდროს იქნება,მაგრამ მაინც გრძნობ..თითქოსდა შეგისისხლ-ხორცდა..
"და მაინც სისულელეა,არ მინდოდეს ახლა შენს გვერდით..."-გაიფიქრა და წყლის ნაკადს მყისვე შეუერთდა ცრემლის ნაპერკლები...

***
-მადლობა,დამიანე.
-არაფერს-უხეშად მიუგო უფროსმა ერისთავმა,შეცმა ნატალია,თუმცა არაფერი შეიმჩნია
-ბევრი ვიფიქრე,თუ შეიძლებათ ორ საათზე თქვენ და დედათქვენი კონფერენციის დარბაზში კობრძანდით ორ საათზე.
-რამე სერიოზულია,ნატალია?
-უკაცრავად,ბატონო დემეტრე,ქალბატონო ნატალია!-ხაზ-გასმით წარმოსთქვა ბოლო ორი სიტყვა და კაკუნით დატოვა იქაურობა..
თუ ჰგონიათ რომ ამათ რაიმეს შეარჩენს ძალიანაც ცდებიან!
ნატალია ის ქალია,რომელიც აღარვის აღარაფერს პატიობს,მორჩა ჰაერში ფარფატი და ღრუბლებზე ხტომა...სერიოზული ბრძოლა იწყება..

***
-მინდა,მოგასხენოთ,რომ კომპანიით 50%იანი თანამფლობელი ვარ,ეს იმას ნიშნავს რომ აზრების გათვალისწინება მოხდება არა მხოლოდ თქვენი მხრიდან,არამედ ჩემი მხრიდანაც! აზრები აუცილებლად უნდა ერწყმოდეს ერთნანეთს და ორივე მხარე კმაყოფილები უნდა ვიყოთ,მაგალითად აი,ეს ფერები,საშინელი ფერებია,ზედმეტად აჭრელებული,კლოუნებს ვამარაგებთ ტანსაცმლით?! ღმერთო ჩემო,ცოტა მუქი ფერები იცით რას ნიშნავს?!
-თქვენ თუ გლოვობთ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველამ უნდა იგლოვოს!-დაიქუხა უფროსი ერისთავის სიტყვებმა და დარბაზში მყოფთა ყურადღებაც წამებში მიიპყრო,ბგერების შესვლა ყურის ნიჟარაში და სწრაფი რეფლექსი ერთი და იმავე იყო...ხმაურიანად და მძიმედ დაეშვა ნატალიას ხელი მინის მაგიდაზე და ამჯერად რამდენიმე წყვილი თვალი უკვე ნატალიას სხეულსა და სახეზე დაცოცავდნენ
-თქვენ რა გესმით და რა იცით რა არის ტკივილი,რა არის ის გრძნობა,როდესაც უკანასკნელ იმედსაც გართმევენ,როდესაც უღმერთოდ ცხოვრობთ! თუმცა გწამდათ კი როდესმე ღმერთის?! არამგონია თქვენსნაირ ნაგავს როდესმე ვინმესი ეწამოს,არამგონია თქვენ რაიმეს გრძნობდეთ,მე ვგლოვობ იმიტომ რომ მიყვარდა-ეს ცალკე საკითხია,რომლის გემოც არასდროს გიგრძვნიათ და არც არასდროს იგრძნობთ,მაგრამ ვაი რომ ისიც არ იცით რაზეც მუშაობს,შავი! შავი ყოველთვის ელეგანტური ფერი იყო და ასეთად დარჩება! გონდა თუ არა! ამას ვერც ერთი დიზაინერი ვერ შეცვლის,და რაც შეეხება კლოუნების შემოსვას,მაგისთვისაც არსებობს ცალკე ფონდები და შეგიძიათ თანხა გადაურიცხოთ,თუმცა ეს ადამიანური საქციელია და თქვენ მანდ არაფერი გესაქმებათ!-ცალყბად ჩაეღიმა და გვერდულად შეხედა გამწარებულ დამიანეს,რომელსაც სიბრაზისგან ლამის ბოლი ასდიოდა,უხეშად მოისროლა მოდური საყვავილე და ნამსხვრევებად აქცია წამებში
-მამაჩემი!-კბილების ჭრიალით დაიწყო საუბარი-მამაჩემი ამ ყველაფერს წლების მანძილზე აშნებდა,პატიოსნად შრომობდა,აგურს აგურზე ადგამდა და ისე აშენებდა ამ შენონას,წამითაც არ შერცხვენია მუშაობის! პატიოსნად შრომობდა და შენ ვინ ხარ! ვინ ხარ მითხარი რომ ყველაფრის ერთი ხელის მოსმით დაპატრონება გინდა,ვინ ხარ რომ იძლევი ბრძანებებს!
-ვინ ვარ?! მე კი არა თქვენ ხართ,მეგონა ზრდილობა მაინც გაგაჩნდათ,ისე იქნება როგორც მე ვიტყვი! კოლექციას სახელად "Black is always elegant!" დაერქმევა და შესაბამისად შავი და ვერცხლისფერი დომინირენდეს იქნება,ვინ მეთანხმებით,თუ შეიძლება კენჭისყრის მიხედვით ჩავატარაოთ გამოკითხვა,ძალიან დავიღალე კნავილისოსმენით-კაკუნით სცადა იქაურობის დატოვება,თუმცა ძლიერმა მტევნებმა შეაჩერეს
-აქედან ვერ გახვალ-დააგვირგვინა-ყველა გადით! ეს რჩება! სწრაფააად!-მკაცრად იქუხა მისმა ხმამ,ყველამ ქაოსურად დაიწყო მოძრაობა,საბოლოოდ როგორც იქნა გავიდნენ და მარტო დატოვეს წყვილი - ვინ მიგდიხარ?
-წესიერად მესაუბრეთ,და ხელი გამიშვით თუ შეიძლება!-გაკაპასტდა ნატალია
-არ შეიძლება,ციხიდან რომ გიხსენით იმიტომ იმას არ ნიშნავს რომ თქვენი მჯერა,რომ ყველაფრის უფლება გაქვსთ!
-თქვენ მიხსენით?-ისტერიულად ახარხარდა ნატალია-თქვენ,ერისთავმა მიხსენით მე?! რა სისულელეა! გაკომიშვეს იმიტომ რომ გამამართლეს,სამხილები ეყოთ! და არა იმიტომ რომ თქვენ,ერისთავმა მოინდომეთ ეს! ახლა კი,ბატონო მხეცო,თუ შეიძლება ხელი მიშვით,ძალიან მეტკინა,ველური არსება ნუ გგონიათ ყველა,თქვენსავით!- ინსტიქტურად უშვა დამიანემ ხელი და იქაურობა ამჯერად კაკუნით დატოვა..

იქაურობა ამჯერად კაკუნით დატოვა..

***
-მაპატიე,საყვარელო,მაგრამ დარწმუნებული ვარ,ის ქალი იყო...ნამდვილად ის ქალი იყო,ამას არ შევარჩენ...მაპატიე,ეს უნდა გავაკეთო..-ჩუმად უჩურჩულა და ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა...

***
"ააააააა" კივილით გამოაღვიძა დამიანე და თათია მაია ერისთავმა...
-რა მოხდა,დედა?-შეშინებულმა ჰკითხა თათიამ
-ის,ის იყო...
-ვინ,დედა?!-ამჟამად დემეტრეც ჩაერია
-ის,ის იყო..ჩემი მოკვლა უნდოდა..მე არაფერი დამიშავებია,გეფიცები!-დაბნეულად და შეშინებულად ლუღლუღებდა მაია
-ვინ იყო დედა!-ტონს აუწია დამიანემ
-დემეტრე იყო.დემეტრე..-ნახევრად გამოტყდა მაია და როგორცკი მიხვდა რა ჩაიდინა სწრაფადვე გაჩუმდა...


***
-ააააააა-ისევ კივის ერისთავი,უკვე ერთი კვირა გავიდა,მაგრამ ვერაფრით ვერ ისვენებს,დემეტრეს ხედავს ყველგან,დამიანესაც უკვე ეჭვები გაუჩნდა.
თუმცა ნერვიულობს დედაზე, ყოველ ღამით დაპროგრამებულივით უთენებს დედას საწოლთან,როცა იღლება გარეთ გადის და ხედავს როგორ ურტყამს ნატალია ხეზე დაკიდებულ ბალიშს მუშტებს..რამდენჯერმე გადაწყვიტა ეკითხა,მაგრამ არ ან ვერ გაბედა...

***
-პირველი დარტყმა მივაყენე,საყვარელო,ერთი კვირაა მიყოლებით ძილი უტყდება მაიას,ასე თუ გავაგრძელებთ მალე ფსიქიატრიულშიც ამოყოფს თავს! არაფერს შევარჩენ ხომ იცი!-ასრულებს საუბარს და ისევ საკუთარ საქმეა უბრუნდება,როდესაც მხარზე შეხებას გრძნობს მყისიერა ტრიალდება უკან და მოქნეულ მუშტს დამიანე იგერიებს,ცალ წაბს წევს,როდესაც მას ხედავს და უხეშად უგდებს
-შენ აქ რას აკეთებ?!
-უკვე ერთი კვირაა გაკვირდები,ყოველ ღამოთ განწირულად ურტყავ ბალიშს,კარგად ხარ?!
-ოჰ,ერთი ამას შეხედეთ, ბატონ ერისთავს ჩემზე ზრუნვაც გადაუწყვეტია!
-ცინიზმი მოიშორე-უღრიალა დამიანემ
-ერთი შეხედეთ,რა გაყვირებს? შენს სახლში ხარ?
-არა მეზობლად.
-ხუმარაც ყოფილა-თვალები გადაატრიალა ნატალიამ
-კარგად ხარ?-კითხვა გაუმეორა დამიანემ
-არა,იტომ რომ თქვენ გხედავთ და ჰაერს მიბინძურებთ-ცხვირზე ხელი მოიჭირა ნატალიამ,მაგრამ მალევე შეახმა,როდეააც მაჯაზე შეხება იგრძნო ერთიანად დაუარა ცივმა ნიავმა და კანიც მყისვე დაეხორკლა-ხელი! გამიშვი!
-ესე იგი,ჰაერს გიბინძურებ არა?
-დიახ!
-და ეს ბალიში ? მან რა დაგიშავა-უეცრად ბალიშს შეხედა და როდესაც მასზე საკუთარი სურათი დაინახა და მარკეროთ მიხატული სიფრიფანა ტანი,თვალები გაუდიდდა და ყბა ლამის იატაკამდე დაეწელა-ესე იგი ბალიშიც მე გგონივარ არა?
-დიახ!-წელში გასწორდა ნატალია,თუმცა სიამაყე წამებში გამწარებამ შეუნაცვლა,როდესაც მოხვდა რომ გაყინულ აუზში ცურაობდა,სიმწრისგან წამოწითლდა და ხმაურიანად ამოუკურთხა ჯიში მიმავალ ერისთავს,რომელსაც ყველაფერი ესმოდა და ქალის წიკვინზე მხოლოდ ეღიმებოდა...

დიდი ბოდიშით,დამთავრდება გადაღებები და თქვენც მოისვენებთ და მეც.
მადლობა და მიყვარხართ.



№1  offline წევრი niakoo

Isaaa dzaaan velodebi shemdegs axla wavikitxe yvela da plz ra rogorc ki shedzleb dadee <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent