შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაყიდი სილამაზე [11 თავი]


2-04-2015, 20:14
ავტორი tamro
ნანახია 9 050

-ევა, საყვარელო. _სახლში შესვლისთანავე გადამეხვია ნინო. - როგორ ხარ ძვირფასო? _თბილად გამიღიმა ქალმა.
-მადლობა, კარგად ვარ.
-მოდი საყვარელო, სახლში შემოდი აქ რას დგახართ. _ ხელი მომხვია და სასტუმრო ოთახში ლამის სირბილით შემიყვანა.
-ხომ გეუბნებოდი, გაუხარდება შენი ნახვა მეთქი. _გვერდით მომიჯდა ანა.
-საყვარელო, ნელი როგორაა.
-შედარებით უკეთ. რომ წამოვედით ჯერ კიდევ ეძინა.
-ევა. _ ანას მამა გამოვიდა სამზარეულოდან
-გამარჯობა ლევანი ბიძია. _კაცი თბილად გადამეხვია.
-როგორ ხარ?
-კარგად. თავად?
-მეც არამიშავს. ნინო მიხედე ახლა ვახშამს, თორემ მოკვდენენ ბავშვები შიმშილით.
-ევა წამო, ჩვენ ოთახში შევიდეთ. _ ჩანთა ავიღე და ანას უკან ავედევნე. საუკუნეა რაც ანასთან არ ვყოფილვარ.
-ძველ დროს ვიხსენებთ. დღეს ერთად ვიძინებთ. _ კისკისით დახტა საწოლზე.
მეც გვერდით მივუჯექი.
-უი ხო მართლა! რაღაც გამახსენდა _საწოლოდან წამოდგა და კომოდის უჯრაში ქექვა დაიწყო.
-რას ეძებ?
-მოიცადე. _ბოლოს როგორც იქნა მიაგნო რასაც ეძებდა.
-გამომართვი, შენია. _ხელში დისკი გამომიწოდა.
-რა არის ეს?
-შენი დაბადების დღის ვიდეოა. დიდი ხანია მინდოდა მოცემა მაგრამ იმდენი რამე მოხდა, რომ ეგ სულ არ გამხსენებია.
-მადლობა. _თბილად გავუღიმე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ამ ვიდეოში ბევრი ისეთი მომენტი იქნებოდა რაც გულს დამწყვეტდა მაინც მინდოდა მენახა. სულ რომ არაფერი ჩემი საყვარელი ადამიანების ბედნიერი სახეების ხილვა ხომ მაინც გამახარებდა. განსაკუთრებით მშობლების. ისიც ვიცოდი, რომ ეს სიხარულზე მეტ ტკივილს მომაყენებდა.
-კარგი ვიდეო გამომივიდა. თითქმის ყველაფერი გადავიღე.
-აუცილებლად ვნახავ. _დისკი ჩანთაში ჩავდე.
-გოგონებო მოდით, ვახშამი მზადაა. _ ოთახში ნინომ შემოყო თავი. ჩვენც ფეხზე წამოვდექით და უკან ავედევნეთ. სუფრას ყველანი ერთად მივუჯექით.
-ევა, ნელის როდის გამოწერენ საავადმყოფოდან?
-არ ვიცი ლევანი ბიძია. ჯერ ექიმები არაფერს ამბობებნ.
-მთავარია, რომ ყველაზე ცუდმა უკვე ჩაიარა. დარწმუნებული ვარ მალე კარგად გახდება. _თბილად გამიღიმა.
-იმედია.
******
მეორე დილით ნინოს და ლევანს დავემშვიდობე და ანასთან ერთად წავედი საავადმყოფოში. მაშინვე ლაშას კაბინეტში შევედი და ვთხოვე დედაჩემის ნახვის უფლება მოეცა. მიუხედავად იმისა, რომ მითხრა ძინავსო მაინც დავიჩემე უნდა ვნახო თქო. ბოლოს სხვა გზა, რომ არ დავუტოვე თავისი ხელით გამიღო რეანიმაციის კარი. თავის ჩევეული გაფრთხილებაც არ დავიწყებია, „მხოლოდ ხუთი წუთი!“
ნელის მშვიდად ეძინა. ფეხაკრეფით მივუახლოვდი საწოლს და შუბლზე ფრთხილად ვაკოცე. ჩემს შეხებაზე შუბლი შეიშმუშნა და თვალები გაახილა.
ყურებამდე გაღიმებული ვიდექი საწოლთან და მისი ხელი ჩემს ხელებში მქონდა მოქცეული.
-დე, როგორ ხარ?
-ევა _ძლივსგასაგონად ამოილუღლუღა და ოდნავ გამიღიმა.
-მალე კარგად გახდები დედიკო, აი ნახავ _ თბილი ტუჩები შევახე მის ხელს და სახეზე ჩამოშლილი თმა ფრთხილად გადავუწიე.
-ევა _რეანიმაციაში ლაშა შემოვიდა.
-ლაშა გთხოვ ორი წუთიც, ახლახანს გაიღვიძა.
-ევა არ შეიძლება. ხომ შევთანხმდით, რომ...
-კარგი, მოვდივარ. _ დედას კიდევ ერთხელ ვაკოცე და ლაშას უკან გავყევი.
-როგორ არის? _ანა მაშინვე ჩემსკენ გამოქანდა.
-შედარებით უკეთ. წეღან გონს მოვიდა. _ სიხარულისგან ლამის ფრენა დამეწყო.
-ვაიმე რა კარგია. _ გახარებული გადამეხვია - ძალიან მიხარია. იმედია საავადმყოფოდანაც მალე გამოწერენ.
-მეც მაგის იმედი მაქვს, თუმცა ჯერ ლაშა არაფერს არ ამბობს გაწერასთან დაკავშირებით.
-არაუშავს მთავარია, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.
-მართალი ხარ.
-ახლა რას აპირებ?
-არ ვიცი, ვიფიქრე იქნებ დღეს სამსახურის მოსაძებნად წავსულიყავი.
-თუ გინდა მეც გამოგყვები.
-არა, არ არის საჭირო. შენც უამრავი საქმე გექნება. ისედაც მთელი დღეები ჩემთან ხარ.
-კარგი რა ევა, ეგ რა სათქმელია. ნუ ლაპარაკობ სისულელეებს.
-ანა ძალიან დიდი მადლობა. შენ რომ არ მყოლოდი მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდით ალბათ ჭკუიდან შევიშლებოდი.
-მორჩი ახლა მადლობების ხდას და წავედით. რაც მალე მოაგვარებ მაგ საქმეს მით უკეთესი.
-შენ წადი. მე ჯერ ლაშას ვნახავ, უნდა დაველაპარაკო.
-კარგი. კარგად, ხვალ გნახავ. _ მიუხედავად იმისა, რომ ანა ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო მისი მაინც ძალიან მერიდებოდა. მთელი ეს პერიოდი მუდამ ჩემს გვერდით იყო და რითაც შეეძლო მეხმარებოდა.
ლაშასთან საუბრის შემდეგ პირდაპირ სახლში წასვლა გადავწყვიტე. სირბილით ჩავიარე კიბეები, სწრაფად გავედი შენობიდან და.... ერთ ადგილზე გავშეშდი. ალექსანდრეს სახის დანახვისას ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. თითქოს მე მელოდებოდა. მანქანაზე მიყრდნობილი, მშვიდი სახით მიყურებდა.
-კიდევ ერთი უცნაური შეხვედრა საავადმყოფოში.
-შენ... შენ აქ რა გინდა?
-მეგობარი ავარიაში მოყვა და მის სანახავად მოვედი. და შენ?
-ანა... ცუდად იყო....
-რაღაც ძალიან ხშირად ხდება ცუდად ეგ შენი დაქალი. _ ეჭვის თვალით მიყურებდა. ნერწყვი მძიმედ გადავაგორე.
-მ...მერე შენ რა?! _ ნერვიულად ავლუღლუღდი. შევეცადე ხმისთვის სიმტკიცე შემენარჩუნებია.
-არაფერი. _ მხრები აიჩეჩა -რამე სერიოზულია?
-არა.
-კარგია. სად მიდიხარ? _
-სახლში.
-წაგიყვან.
-ტაქსით წავალ.
-წამოდი! _ მანქანის კარი გამიღო და თავით მანიშნა დავმჯდარიყავი. მეც აღარ გავჯიუტებულვარ და უხმოდ ჩავჯექი.
-რაღაც მაინტერესებს.
-რა?
-შენი მეგობარი ანა, გუშინ, რომ შემხვდა...
-ვიცი ანას სქციელი უცნაურად მოგეჩვენა მაგრამ...
-ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია იმის მისახვედრად, რომ ანამ ყველაფერი იცის ჩვენი ურთიერთობის შესახებ.
-ალექსანდრე არ მინდა მაგ თემაზე საუბარი.
-რატომ? მგონი ისეთს არაფერს არ გეკითხები. _მის მწველ მზერას ვგრძნობდი. არ ვიცოდი ახლა რაღა უნდა მეპასუხა ან რით ამეხსნა ანას გუშინდელი საქციელი. გონებაში შესაფერის სიტყვებს ვუყრიდი თავს.
-დამუნჯდი? _თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. როოგრც კი რაღაცის სათქმელად გავაღე პირი, შემთხვევით თვალი მოვკარი როგორ გადმოხტა შუა ქუჩაში პატარა ლეკვი. ალექსანდრე ნამდვილად დაეჯახებოდა, რომ არა ჩემი ყვირილი.
-გააჩერე! ალექსანდრე გააჩერე! _მოწყვეტით დაამუხრუჭა მანქანა. ჩანთა მუხლებიდან გადამივარდა, თუმცა ახლა მაგას ვინ ჩიოდა. სწრაფად გადავედი მანქანიდან და ბორბლებთან მოცახცახე პატარა ლეკვთან ჩავიმუხლე.
-საწყალი _ ჩემთვის ჩავილაპარაკე და ლეკვი ხელში ავიყვანე. -კინაღამ დაეჯახე! _მანქანიდან გადმოსულ ალექსანდრეს შევუბღვირე.
-ვერ შევამჩნიე...
-რას შეამჩნევდი! გზას უნდა უყურო, რომ რამე დაინახო!!
-შენ, როცა გვერდით მიზიხარ ძნელია მხოლოდ გზას ვუყურო. _ეშმაკურად ჩაიცინა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია. მისი პასუხით გაღიზიანებული რაღაცის თქმას ვაპირებდი, პატარა გოგონა და ვიღაც კაცი, რომ მოგვიახლოვდნენ.
-მამა, ჩვენი ჩაპა! _აჭყიპინდა პატარა.
-უკაცრავად გოგონა, ეს ლეკვი ჩვენია _თავაზიანად გამიღიმა კაცმა და ჩემს ხელში მოქცეულ ლეკვზე მიმითითა.
-მე შემთხვევით დავინახე ქუჩაში და მაგიტომ ავიყვანე. შეშინებულია. _ლეკვი კაცს გავუწოდე.
-გამოგვექცა. კიდევ კარგი მანქანა არ დაეჯახა. გმადლობთ, რომ მიხედეთ.
-არაფრის. _წამით ალექსანდრესკენ გავაპარე თვალი, რომელიც პატარა გოგონას მომღიმარე სახით უყურებდა. სიმართლე, რომ ვთქვა ძალიან გამიკვირდა მისი ასეთი სახის დანახვა. აშკარაა ბავშვები ძალიან უყვარს.
-წავედით? _ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომაფხიზლა. უხმოდ დავუკარი თავი და მანქანაში ჩავჯექი. ამ ლეკვმა, ჩემი პატარა ჩესი გამახსენა. იმდენი რამ მოხდა ჩემს თავს, რომ ძაღლისთვის ვერ მოვიცალე. ბოლოს გამექცა კიდეც და ახლა არავინ იცის სადაა. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ ლეკვი მშობლების ნაჩუქარი იყო, მე კი ვერ გავუფრთხილდი.
-ცხოველები გიყვარს? _ ფიქრებიდან გამოვერკვიე
-კი.
-გყავს რომელიმე ცხოველი?
-არა. ადრე მყავდა პატარა ლეკვი, მაგრამ სამწუხაროდ დავკარგე. საკმარისი ყურადღება ვერ დავუთმე.
-ცუდია.
მთელი გზა არცერთს აღარ ამოგვიღია ხმა. გულში მიხაროდა, რომ ალექსანდრეს, ანას გუშინდელ ქმედებაზე საუბარი აღარ გაუგრძელებია.
მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა. უხმოდ გადმოვედი და სწრაფად ავირბინე კიბეები. სახლის კარს, რომ მივუახლოვდი ნაცნობი ხმა შემომესმა. თავიდან ვიფიქრე ვინმეში ამერია მეთქი მაგრამ როცა იმ ადამიანის სახე დავინახე ეჭვები სრულიად გამიქრა.
-ბექა?
-ევა. როგორ ხარ? _თბილად გადამეხვია.
-კარგად. შენ როგორ ხარ?
-კარგად ვარ. გავიგე ნელი დეიდა საავადმყოფოში დააწვინეს. შენმა მეზობელმა მითხრა.
-ე… ხო. ბოლო დროს თავს ცუდად გრძნობდა.
-ახლა?
-შედარებით უკეთ არის.
-კარგია.
-როგორ გაიგე სად ვცხოვრობ?
-ჩიტმა მომიტანა ამბავი _გაიცინა.
-შემოდი _სახლში შევიპატიჟე. - დაჯექი. როგორც ყოველთვის, ყავა ხო? _გავუღიმე
-კი. _სამზარეულოში შევედი და ყავის მომზადება დავიწყე.
-დიდი ხანია რაც აქ გადმოხვედით საცხოვრებლად? _ზურგსუკან მომესმა ბექას ხმა.
-საკმაოდ.
-სწავლას არ დაუბრუნდები?
-არ ვიცი. არამგონია. ყოველ შემთხვევაში ჯერ მაინც.... _საუბარი ტელეფონის ხმამ შეგვაწყვეტინა.
-გისმენ ანა.
-ევა უკვე იყავი გასაუბრებაზე?
-არა. ჯერ სახლში ვარ. მოგვიანებით ვაპირებ წასვლას.
-კარგი. აუცილებლად დამირეკე და მითხარი რას იზამ.
-კარგი. _ტელეფონი გავთიშე.
-სადმე აპირებ წასვლას? მგონი უდროო დროს მოვედი.
-არა, არა. უბრალოდ მოგვიანებით რამოდენიმე ადგილას უნდა მივიდე სამსახურის თაობაზე.
-მუშაობას იწყებ?
-ხო.
-თუ წინააღმდეგი არ იქნები შემიძლია დაგეხმარო.
-მართლა? _თავლები გამინათდა.
-ხო. ერთ ჩემს მეგობარს რესტორანი აქვს. შემიძლია დაგეხმარო იქ მუშაობის დაწყებაში.
-ძალიან დიდი მადლობა ბექა. ვერ წარმოიდგენ როგორ დამეხმარე.
-რისი მადლობა ევა. პირიქით მსიამოვნებს, რომ გეხმარები. _თბილად გამიღიმა. _ დავურეკავ და ვეტყვი, რომ მოგვიანებით გასაუბრებაზე მიხვალ.
-კარგი.
**************
თვითონაც არ იცის რატომ მოიქცა ასე. ან რისი დამტკიცება უნდოდა თავისი ქმედბით, ევას, რომ საავადმყოფოს შესასვლელში გამოეცხადა.
ხომ იცის, რომ დედამისი საავადმყოფოში წევს და მაგიტომაც დადის ასე ხშირად იქ. მაგრამ გოგონამ სულ სხვა მიზეზი უთხრა. რატომ? ალბათ არ უნდა მის ცხოვრებაზე ხმამაღლა საუბარი.
მაინც ვერ მოისვენა. ეს პასუხები საერთოდ არ აკმაყოფილებდა. უნდოდა ყველაფერი ევასგან გაეგო. უნდა ამ გოგოზე უფრო მეტი იცოდეს. რატომ? არც ეს არ იცის. -რა სულელი ხარ ალექსანდრე _საკუთარ თავზე გაეცინა.-ერთი ჩვეულებრივი გოგოა, სხვა ხომ არაფერი... მაგრამ, ერთი ჩვეულებრივი გოგო, რომ იყოს ამდენს ხომ არ იფიქრებდი მასზე. _კვლავ გაეცინა.
მანქანიდან გადმოსვლას აპირებდა სავარძლის ქვეშ რაღაცას, რომ მოკრა თავლი. დაიხარა და ხელთ დისკი შერჩა. - ალბათ ევას გადმოუვარდა ჩანთიდან. _დასკვნა ბოლოს.
სახლში სრული სიმშვიდე იყო. ან რატომ არ უნდა ყოფილიყო. ამდენი ხანია მარტო ცხოვრობს. მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში და დისკი ხელში შეათამაშა. ბევრი აღარც უფიქრია, დისკის ჩართვა გადაწყვიტა.
-რა ლამაზი დღეა...რა ნათელი მზეა.. იმიტომ, რომ დღეს ევას დაბადების დღეა....სამი, ორი...ერთიიი!!!.. ჩქარა ევა ჩააქრე...! _ ტორტზე ანთებული სანთლები სულის შებერვით ჩააქრო. მეგობრები მაშინვე გარს შემოეხვიენ.
-ევა გიღეებ. _ანას ხმა გაისმა. ალექსანდრეს წამით გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. ევა ისეთი ბედნიერი ჩანდა, ულამაზესი იყო. ეკრანზეც კი გაუჭირდა მისთვის თვალის მოშორება და წარმოიდგინა იქ, რომ ყოფილიყო რა დაემართებოდა. ამ ვიდეოში ყველაფერი სხვანაირად იყო. ევაც სულ სხვანაირი იყო. ისეთი რა მოხდა, რომ ასე შეიცვალა. მთელი ამ ხნის განმავლობაში რაც გოგონა მის გვერდითაა, ევას მხიარული სახე ერთხელაც არ უნახავს. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. მარგრამ რა მიზეზი?
ეკრანზე მომღიმარ ევას თვალს არ აშორებდა. ისეთი მხიარული და ლაღი იყო, მხოლოდ მისი ყურებაც კი სიამოვნებდა. რას არ მისცემდა ახლა, რომ აქ ყავდეს და ისეთივე მხიარულს ხედავდეს, როგორიც ამ ვიდეოშია.
თავში ერთმა აზრმა გაუელვა. ტელეფონი მოიმარჯვა და სწრაფად აკრიფა ნომერი.
-გისმენ სანდრო.
-ერეკლე შენი დახმარება მჭირდება.



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

ეს ალექსი სადღაც ხომ უნდა წასულიყო?! თუ მე გადავახტი და დაბრუნდა უკვე თუ გადაიფიქრა თუ აწი მიდის თუ როგორაა? ღმერთო, რამდენი "თუ"-ა:))

 


№2  offline წევრი nestanuka13

იყო და ჩამოვიდა უკვე :)))

 


№3  offline წევრი S.likuna

auuu ra pataraaa taviaaa sul magas gavidzaxi da male dade xolmee <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Sandrinios vigac sheuyvardao

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent