შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვარჯულოთ ჭირვეული ანუ შენ ჩემი გახდები!! (6 თავი)


3-04-2015, 16:51
ნანახია 4 461

#6
-შეეენ? შენ აქ რა გინდაა??
იმხელა ხმაზე ვიღრიალე, ყველა განცვიფრებული სახით მიყურებდა.
რატომ მქონდა ასეთი რეაქცია? იცით ვინ დამხვდა სკამზე წამოსკუოებული? და ვის ქონდა "ჩემი მომავალი ქმრის " იარლიყი?? ვის და ბატონ ალექსანდრეს. ისევ ისეთი იყო, ხუთი წლის შემდეგაც. და ისევ ისეთი თვალებით მიყურებდა, როგორითაც ადრე, ისევ დაჟინებული მზერით, ოღონდ თვალებში უკვე ფრაზას ვხედავდი : "ვსო, უკვე ჩემი ხარ! "
და სახეზე ცინიკური ღიმილი ჰქონდა.
-სალიტა, გაიცანი შენი მომავალი ქმარი, ალექსანდრე ჯავახიშვილი. (მამაჩემი)
-ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ. (ნაზი ხმით მიუგო ალექსანდრემ, ასე მეგონა საცოლე ის იყო, ისე ენაზებოდა მამაჩემს)
-ვიცნობთ კი არა დავაი ძუძგე ეხლა აქედან !! (მკაცრად მივუგე)
-გოგონა რას კადრულობთ! (დედამისი ჩაერთო)
-ქალბატონო, თქვენ არავინ არაფერს არ გეკითხებათ, დაბრანდით ადგილზე და მიირთვით "მადონას სერვიზით" ყავა. (და გავებადრე)
-ეს გოგონა ჩვენი რალი არ გახდება. (ისევ დედამისი, ამჯერად მის ქმარს გადახედა)
-დედა, ეს ჩემი გადასაწყვეტია (ალექსანდრემ გააჩუმა)
-ვაიმე, ქალბატონო, არც მე მსურს თქვენი რძლობა. ამიტომ შეგიძლიათ წაბრძანდეთ.
კარი გავუღე.
-სალიტა, ეხლავე დაჯექი!! (დაიყვირა მამაჩემმა)
-რა გენაღვლება. შენ კი არ გათხოვებს მამა ძალით. (დავეკრიჭე)
უსიტყვოდ დავჯექი, მივხვდი აზრი არ ქონდა. ალექსანდრემ წარბი აწია, გაუკვირდა რა უცბად დანებდაო. მთელი საღამო თვალს არ მაშორებდა, გამუდმებით მიყურებდა. ხანდახან სურვილი მიჩნდებოდა მივსულიყავი და გემოზე ამომეცხო ფეხი, ისე რომ სამიდამოდ უშვილო დარჩენილიყო. უნამუსო. ხანდახან კი ისე მიყურებდა მინდოდა მივვარდნოდი და მეკოცნა. მაგრამ მერე ისევ ზიზღი იღვიძებდა ჩემში. მათ ლაპარაკს ყურადღებას არ ვაქცევდი, როგორც ჩანს არ ალექსანდრეს არ აინტერესებდა მათი ლაპარაკი. როგორც იქნა დაუბარი დაასრულეს.
-მორჩით? (მე)
-კი დავასრულეთ, ქორწილი ერთ თვეში იქნება.
-ოჰ, ანუ სარფიანი გამოვდექი?
-ისევ დაიწყე? (მამაჩემი)
-აჰამმ.. (გავიბადრე)
ყურადღება არ მომაქცია სტუმრების გაცილება დაიწყო.
-ნახვამდის. (გამიღიმა ალექსანდრეს მამა)
-ნახვამდის.
ზრდილობიანად დავემვიდობე.
-ნახვამდის დედიკო.(ალექსანდრეს დედას მივაძახე)
-უზრდელი.
მედიდურად გადმომხედა და კარისკენ გასწია.
-ოხ, ტრ*** არ გამცხო (ჩავიბუტბუტე და განეცინა)
-კარგად ჩემო მომავალო მეუღლევ!! (ალექსანდრე)
-აუუ, მარშ ეხა კარისკენ რა!!
როგორც იქნა ისენი მოვისორე. მერე ნინის დავურეკე და ჩემთან ამოვიდა, თან ანასტასიაც ამოიყვანა (მისი შვილი და ჩემი ნათლული) ყველაფერი მოვუყევი, ალექსანდრეზე, მის სწერვა დედაზე.... ნუ აფსოლიტურად ყველაფერი.. ნინის გაოცებისგან "ყბა მოძვრა".
-და ეხლა, რას აპირებ უნდა გათხოვდე? (ნინი)
-არა, არა და არა.
-აბა, რას აპირებ?
-რავი, გავიპარები, იქნებ გადაიფიქრონ.
-ხო იცი მამაშენი გიპოვნის და მაინც გაგათხოვებს.
-აუ აბა სხვა იდეა არ მაფიქრდება და..
ის საღამოს ბევრი ვიფიქრე მაგრამ ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, გარდა იმისა რომ ამ სახლიდან უნდა გავპარულიუავი.
ღამე ნინის დავურეკე:
-ნინი, გადავწყვიტე გავიპარო, რაც იქნება იქნება.
-კარგი ჩემთან მოდი და მერე მოვიფიქროთ რამე.
-კარგი.
საჭირო ნივთები ჩავალაგე და კარისკენ გავეშურე. მგონი იატაკზეც არ ვაბინებდი ფეხს ისე ჩუმად გავედი. მაგიდაზე წერილი დავტოვე. :"მე მას ცოლად არ გავყვები, მაპატიეთ!" და გავედი. ჩვენ კორპუსთან რაღაც უცხო მანქანა იდგა, ყურადღება არ მივაქციე. როგორც კი მანქანას გავცდი, ვიგრძენი როგორ მომეპარა ვიღაც, მაგრამ გავითიშე და მეტი არაფერი აღარ მახსოვს.

გონს რომ მოვედი, უცხო ოთახში ვიყავი. ჯერ ერთი თვალი გავახილე და თვალი მოვავლე უცხო ოთახს, მერე მეორეც გავახილე და უკვე კარგად აღვიქვი ყველაფერი. საწოლიდან რომ ავდექი თავბრუ დამეხვა ვეცემოდი, როდესაც ვიღაცის მკლავები ვიგრძენი. დამიჭირა, რომ არ დავვარდნილიყავი, მერე დამაჯინა, თავიდან მისი სახე ვერ დავინახე, ბუნდოვნად ვხედავდი.
-ალბათ რომ გაგთიშეთ იმ წამალმა იმოქმედა ასე. (ის)
-რაა? გამთიშეთ?
-ხო.
-სად ვარ?
-ვერ გეტყვი.
-ვინ ხარ?
-ვერ მცნობ?
ვერ ვხედავდი, მაგრამ მერე ყველაფერი დავინახე.
-ალექსანდრე!!
-ხო, ხო მე ვარ.
-აქ რა მინდა? სად ვარ?
-მე მოგიტაცე (გაიცინა)
-რატო?
-გავიგე გაპარვას აპირებსო, ამიტომ ვამჯობინე აქ მომეყვანე სანამ ქორწილი გვექნებოდა.
-ვაიმე, როგორ მეზიზღები.
-მე მიყვარხარ.
-საიდან გაიგე, რომ გაპარვას ვაპირებდი?
-სანდო წყაროდან. (თვალი ჩამიკრა)
-....
-ეხლა მე გავალ, საჭმელს მოგიტან.
-საჭმელი არ მინდა სახლში მინდა.
-არა.
გავიდა. მე ნერვები მომეშალა და კარებს იქვე მდგომი ლარნაკი ვესროლე. ვბრაზობდი, როგორ გაბედა და მომიტაცა? რომელ საუკუნეში დარჩა ეს დებილი. ცოფებს ვყრიდი. მალე ალექსანდრე თავისი მომზადებული გემრიელობებით შემოვიდა.
-არ შია ჩემ გოგოს?
არადა როგორ მინდოდა საჭმელი.
-არა.
-დარწმუნებული ხარ?
-კი.
-ვიცი გშია, შენ თუ არ შეჭამ მე გაჭმევ.
სანამ მართლა თვითონ მაჭმევდა დრო ვიხელთე და მის მიერ გაკეთებული წვნიანი მალევე მისივე თავზე აღმოჩნდა.
-გოგო, შენ სულ გააფრინე? მგონი არ გაზრდილხარ ისევ ისეთი დარჩი.
-დიახ. (ცხვირი ავიბზუე)
-კარგი. მაშინ დღეს უჭმელი დარჩები.
მითხრა და გავიდა. მთელი დღე მართლა არაფერი არ მიჭამია. არადა საშინლად მინდოდა ჭამა.



№1  offline წევრი talaxadze133

Kargiaa cota emocia shemate danarcheni super male dade <33კომენტარი

 


№2 სტუმარი anka

Auuu shen ra dzaan agvianeb arada rogor mkomwons male ro dado araa davitanje

 


№3  offline წევრი ruti

კაია... ცოტა დიდი თავები დადე რა♥

 


№4  offline წევრი gobozashvili

dzaan magaria mara cota male dade xolme raa .....

 


№5 სტუმარი vaxo_123

ძააან კაიაა... მალე დადე შემდეგი ნუ აგვიანებ რააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent