შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობის საღამო(18)


3-04-2015, 20:08
ავტორი april
ნანახია 1 654

პოპკორნს ვიღებ და მაქსის გვერდით ვჯდები..ტელევიზორში როგორც ჩანს რაღაცას უყურებს.
-რას აკეთებ?
-ვამპირულ საგას ვუყურებ.
-რომელს..
-ბინდი ქვია,მგონი.
-ბინდი?
-ხო,რა იყო.
-ცოტა მოძველდა..
-ბოდიში,რაც შენ წახვედი მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი დანაშაული როგორმე გამომესყიდა.
-არამგონია,სულ მთლად სიმართლეს ამბობდე.
-რატომ?ასეთი არაბუნებრივი ვარ?
-უბრალოდ არც კი გიცდია მოგეძებნე.
-მე გეძებდი.
-ბოლოს მაინც მე მოვედი.
-არც კი იცი როგორ განვიცდი ჩემს დანაშაულს,უბრალოდ ამის გამო ჩემი თავი მეზიზღება.არ უნდა გამეწირე,იქ არ უნდა გამეშვე,მაგრამ ეს მოხდა.ამის შეცვლას ვერ მოვახერხებ..თუ ამის გამო დამშორდები,დღესვე შემიძლია თავი მოვიკლა.
-ეგოისტო..
-რა შუაშია ეგ..მე ჩემს თავზე მეტად მიყვარხარ.როგორ დაგიმტკიცო ეს?
-უბრალოდ ჩემს გვერდით იყავი და არასოდეს დამტოვო,მეტს არ გთხოვ.შენგან მხოლოდ სიყვარული მინდა,იმიტომ რომ..
-დაასრულე..
-მრცხვენია..
-კარგი რა..ერთხელ ხომ მაინც უნდა მითხრა.
-როცა დაიმსახურებ მაშინ გეტყვი.
-და როდის დავიმსახურებ?
-როცა შენს ნამდვილ სახელს მეტყვი.
-ასე ძალიან გაინტერესებს?
-ძაან.
-ერეკლე..
-ერეკლე?მაგარი სახელია.
-ალბათ,მაგრამ მირჩევნია მაქსით მომმართო.
-ამას მე გადავწყვეტ.
-ახლა მითხარი..
-რა?
-ის რომ გიყვარვარ.
-ეგ ხომ ისედაც იცი..
-მე მინდა ეს სიტყვები შენგან მოვისმინო.
-ჩემ დაბადებისდღემდე მოგიწევს ლოდინი.
-აუ,კარგი რა..
-რაღა დარჩა,ცოტა მოითმინე..
-ახლა რა გიშლის ხელს..
-მეზარება..
-შენ რომ იცოდე როგორ მაწვალებ.
-არაუშავს,ბიჭები ცოტა უნდა გააწვალო რომ მერე დაგაფასონ.
-ეგ საიდან მოიტანე..
-უბრალოდ ვიცი.
-არ მითხრა რომ შეყვარებული გყავდა.
-მოიცა დავფიქრდე...
-თამთა..
-არ მყოლია,დამშვიდდი.მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო ეს რამეს შეცვლის?
-შენ მხოლოდ ჩემი ხარ..
-უფს..თამამი განცხადებაა.
-აქ მოდი..
ჩემსკენ იწევა..მეც ვუახლოვდები და მის მხარზე თავს მშვიდად ვდებ,არ მეგონა როდესმე თუ შევძლებდი ვინმე ასე მყვარებოდა,მაგრამ რადგან ცხოვრება ასეთი გამოუცნობია ესეც კი მოხდა..
-შენი დების ნახვა არ გინდა?
-არ ვიცი.
-დედაშენი შენზე დარდობს.
-მოვიფიქრებ.
-უბრალოდ მოდი ავდქეთ და მათთან წავიდეთ,როგორ გაუხარდებათ რომ იცოდე.
-ხომ იციან რომ შენთან ვარ.
-ხო მაგრამ,მათ შენი ნახვა სურთ და არა ინფორმაციის გაგება.
-ძალიან დაბნეული ვარ.
-ის შენი ოჯახია,სულ თუ არაფერი ეს მაინც უნდა გაითვალისწინო.
-დედამ ყველაფერი მითხრა.
-რას გულისხმობ..
-ის დღე როცა აქ მოვიდა და გამომიცხადა რომ მე მისი შვილი აღარ ვიქნებოდი..
-ის გაბრაზებული იყო.
-ეს მას არ ამართლებს.
-ადამიანებს პატიება უნდა შეგვეძლოს,შენ მე ხომ მაპატიე.
-შენ რა შუაში ხარ..?
-თუ შეგიძლია მე მაპატიო,დედაშენსაც აპატიებ.
-როგორ ჩანს კარგად არ მიცნობ.
-ცდები,მე შენ ყველაზე კარგად გიცნობ.ამასაც ამიტომ გეუბნები.
-მაპატიე,ეგ არ უნდა მეთქვა.უბრალოდ როცა ვბრაზდები ვერ ვაცნობიერებ რა ვთქვა და რა არა.
-დამშვიდდი,ვიცი რომ გიყვარვარ.ამიტომ გთხოვ წავიდეთ.
-კარგი.
-კარგი?წავიდეთ?
-კი.
-შენ რო იცოდე როგორ მიყვარხარ.
შუბლეზე მკოცნის,ვისუსები..
-წავედით..
ფეხზე ვდგები და მივყვები..
-მანქანის გასაღებს ავიღებ და ჩამოვალ,მანამდე შენ ჩადი მეც 5 წუთში ჩამოვალ.
-კარგი..
ბინიდან გამოვდივარ და მანქანის წინ ვდგები..მაქსი ცოტა ხანში მოჩანს სიბნელიდან,ხელში მანქანის გასაღებით..მანქანაში ვსხდებით..სოფლის მიმართულებით ვიღებთ გეზს.
-აბა,სიტყვა მოამზადე?
-რა სიტყვა.
-რაც უნდა თქვა.
-რომელი საათია.
-მალე გათენდება.
-მშვენიერია..
-მართლა გეკითხები,არაფერზე არ გიფიქრია?
-სპონტანურობა და ლაკონურობა მშვენიერი გამოსავალია.
-დღითიდღე მაოცებ.
-ეს კარგია თუ ცუდი..
-ალბათ კარგი.
-მეძინება..
-დაიძინე.
-არა არ ვაპირებ,მერე შენც რომ დაგეძენოს.?
-მართალია ალბათ მე დამეძინება და ერთად დავიხოცებით,რა რომანტიულია არა?
-ზუსტად რომ რომანტიულია,უკეთეს დასასრულს ვერც კი ვისურვებ.
საუბარს ვწყვეტ..მგონი ცუდი აზრი მართლაც არ იქნება რომ სიტყვა თუ არა ის მაინც მოვიფიქრო,როგორ მივესალმო..-გამარჯობა,დედა...(ძალიან ჩვეულებრივია)-როგორ ხარ დედი?(ასე სულელ ბავშვს ვგავარ,რომელიც ახლახან დაბრუნდა ზაფხულის არდადეგებიდან)-გამარჯობა..(საშინელებაა)ფიქრებში დრო მალე გადის,2 საათში მაქსი მანქანას აჩერებს,უკვე 9საათია.
-ძაან ადრე ხომ არაა.
-წამოდი..
მანქანიდან გადადის და კარს მიღებს..
-გმადლობთ..
მანქანას ვტოვებ და სახლისკენ მივემართები მაქსისთან ერთად.კარის წინ ვდგები და ვაკაკუნებ..გული იმაზე მეტად მიცემს ვიდრე ჩვეულებრივ..კარს ქეთი მიღებს..ჩემს დანახვაზე ყვირილს იწყებს..
-თამთა..
ჩემსკენ მორბის და მეხუტება..ხელში ამყავს და ვიხუტებ..
-დაბრუნდი?
-კი საყვარელო.
-რა ხდება ქეთი..
დედა ხმაურზე გამოდის,ხელიდან ჭიქა უვარდება როცა მე მხედავს..ქეთის ჩემს გვერდით ვაყენებ და დედას ვუახლოვდები..მის თვალებში ჩამდგარ ცრემლებს ვხედავ,რომელსაც გამოჩენა საშინლად არ უნდა..
-დედა..
მხოლოდ ამას ვამბობ..დედა ჩემსკენ მოიწევ და გულში მაგრად მიკრავს..
-შვილო...
-დედა..
-მოხვედი..ყველაფრის შემდეგ მაინც მოხვედი..მეგონა რომ არ მოინდომებდი ჩემს ნახვას.
-შენ დედა ბოლომდე არ მიცნობ..
-ვიცი და ამის გამო ვწუხვარ,მაპატიე რომ ვერ შევძელი გამეცანი ისეთი როგორიც სინამდვილეში ხარ.მაპატიე..
-ბოდიშს ნუ იხდი,მთავარი ისაა რომ ახლა ორივე აქ ვართ..
-მოდი დაჯექი..
სავარძელისკენ მიმითითებ,მეც ადგილს ვიკავებ.
-რამე ხომ არ გინდა?
-არა მადლობა..
-დაფიქრდი..თუ რამე გინდა..
-სიმართლეს გეუბენები არაფერი მინდა..სად არიან ეკა და დათო?
-ეკა აქ არის.დათომ ამოიყვანა,დღეს უნდა წაიყვანოს.
-თავის ოთახშია?
-კი.
ფეხზე სწრაფად ვდგები და მისი საძინებლისკენ მივემართები..კარზე არ ვაკაკუნებ პირდაპირ შევდივარ,როგორც ყოველთვის,ვიცი რომ არ მოწონს,მაგრამ ის ხომ ჩემი დაა,უნდა გამიძლოს..
-აუ,კარგით რა..დედა,ახლა რაღა იყო..
კარადიდან სავარცხლეს იღებს,ჩემი ხმის გაგონებაზე უკან ტრიალდება..
-ეკა..
-თამთა??
-როგორც ჩანს არ დაგვიწყებივარ.
-არ მჯერა..
ჩემსკენ მოიწევს გახარებული სახით,ერთმანეთს ვეხუტებით..
-მომენატრე სულელო..
-მეც ძაან მომენატრე..
-არამგონია,მე ხომ სულ გსაყვედურობდი.
-არაუშავს,ეგ აღარც მახსოვს..
-მიხარია რომ დაბრუნდი..
-ვიცი
-დედა ნახე?
-კი.
-წამო გავიდეთ..
მისი ოთახიდან გამოვდივართ და დივანზე ვსხდებით.
-აბა მოყევი სად იყავი...
მეკითხება ეკა..საშინელი სიჩუმე დადგა ამ სიტყვების შემდეგ.
-ეკა..ხომ იცი რომ იქ არ ერთობოდა..
აწყვეტინებს დედა საუბარს..
-არაუშავს,მოყოლა არ გამიჭირდება.
-ვალდებული არ ხარ..
-ნუ რა იყო ახლა,ბევრი რამ ვისწავლე,მაგალითად იარაღის სროლა,მისი გამოყენება,აგრეთვე ბევრი საბრძოლო ილეთი,მოკლედ ძაან ბევრი რამ.
-მაგარია..
-ისე რა..
-მეც მასწავლი?
-რათქმაუნდა..
კარზე კაკუნი ისმის...მაქსის სახეზე ღიმილი ესახება.დედა კარს აღებს,რიგ-რიგობით შემოდიან სახლში ნია,თაკო,გიო,საბა,დათო,სანდრო და მისი ძმა საბა.ბოლოს ჩვენი მეზობელი მერი შემოდის.
-ეს..
-მაქსიმ დაგვირეკა.იცოდა რომ გაგიხარდებოდა ჩვენი აქ ნახვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent