ღრუბლებში [6]
იმაზე მეტად გაუჭირდა დაცარიელებულ სახლში შესვლა,ვიდრე მას წარმოედგინა.ამდენი ემოციისაგან დაღლილი ძლივს მილასლასდა სავარძლამდე.თავი აკანკალებულ ხელებში ჩარგო და არაადამიანური ბგერები ამოუშვა.კარგად ხვდებოდა,რომ მისი ასეთი გამოხტომა ჭირვეული ბავშვის საქციელს წააგავდა,მაგრამ გულს ამას როგორ აუხსნიდა?!ჰაერივით სჭირდებოდა სანდროს გვერდში დგომა,ერთი მარტივი მიზეზის გამო...თანადგომა და სითბო უნდოდა.არ არის მარტივი შენი ცხოვრება მთლიანად ამოატრიალო,რადიკალურად შეცვალო და იმის გააზრება,რომ შენს არეულ ცხოვრებაში ახალი სიცოცხლე გაჩნდა ეს საერთოდ ყველაფერს ცვლიდა.ისევ შვილის არსებობამ მოიყვანა გონს.ოდნავ ჩაეღიმა და სამზარეულოში გავიდა.ასეთ რთულ მომენტშიც კი ზრუნავდა ჯერ არ დაბადებულ სიცოცხლეზე...ორი მწვანე ვაშლი აიღო და წვენი გააკეთა.სანდრო გაახსნედა,მისი მზრუნველობით.გულში საოცარი ჩხვლეტა იგრძნო,მაგრამ შეეცადა აღარ ეტირა.ხვდებოდა,რომ ტირილი მხოლოდ და მხოლოდ მის სისხლს და ხორცს ავნებდა. დიდი ძალა იგრძნო მომენტალურად და ბედნირებისაგან გაეღიმა.და მაინც რა უცნაურია ეს ცხოვრება?არ არსებობს აბსოლიტურად ბედნიერი ან უბედური ადამიანი.რაღაც დოზით მაინც ყველას ანიჭებს ამ ორი გრძნობის შეგრძნების უფლებას.განა შეიძლება ერთსა და იმავე წუთს ბედნიერიც იყო და უბედურიც?! მწვანე სითხით სავსე გამჭირვალე ჭიქა მაგიდაზე დადო და საწოლზე წამოწვა.საწოლზე არსებული სანდროს სურნელი კიდევ ერთხელ შეიგრძნო და კენტად არსებული ცრემლი მოიწმინდა.გაზაფხულის მზიან ამინდშიც კი იგრძნო მომაკვდინებელი სიცივე.სულის სიცივე...ინსტიქტურად წამოდგა და კარადამდე ლასლასით წავიდა.დაკეცილი პლედი აიღო,მაგრამ ძირს დავარდნილა ბლოკნოტმა გააშეშა.იმის წარმოდგენამ,რომ შეიძლებოდა ეს სანდროს დღიური ყოფილიყო უფრო მეტად აანერვიულა.სადღა ახსოვდა სიცივე?!საწოლზე უსულოდ დაეცა და აკანკალებული ხელი ჩამოუსვა შავ ყდას.ინსტიქტურად გადაშალა პირველი ფურცელი და შავი კალმით დაწერილმა მისმა სახელმა გააოგნა.''ლილეკოსთვის''...ამ ერთმა სიტყვას გაშტერებული უყურებდა რამდენიმე წუთის განმავლობაში.ვეღარც იმას გრძნობდა,რომ ცრემლები ინსტიქტურად სდიოდა.შვილისადმი მიცემული პირობაც კი დაავიწყდა. აცახცახებულ სხეულზე პლედი შემოიფარა და კითხვა დაიწყო. ''ლილეკო შენ თუ ამას კითხულობ,ესე იგი ჩვენს სახლში ხარ.იმაზე ბედნიერი ვარ ვიდრე შენ წარმოგიდგენია.ახლა ზუსტად ვიცი,რომ ტირი,მაგრამ სატირალი არაფერი გაქვს.რა მნიშვნელობა აქვს მანძილს ან დროს,როდესაც სიყვარულია.სადაც არ უნდა ვიყო ხო იცი,რომ თქვენ ორი ყოველთვის მეყვარებით.მხოლოდ თქვენს გამო ვცდილობ შეცვლას და ყველაზე მეტად შენი სიძლიერე მჭირდება.ცრემლები მოიწმინდე ლილეკო! გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა? როდესაც დაგინახე მაშინვე ვიგრძენი რაღაც ამოუცნობი.რომ გითხრა ერთი ნახვით შემიყვარდი-თქო,ვიცი გაგეცინება.უბრალოდ მომეწონე.შენმა გრძელმა თმამ,რომელსაც წამდაუწუმ ისწორებდი დამადებილა.გაოგნებული გიყურებდი,მიკვირდა დედამიწაზე უფრთო ანგელოზის არსებობა.რა არ ვიფიქრე...ისიც კი წარმოვიდგინე,რომ უხეში იქნებოდი...უჟმური და თვითკმაყოფილი...მაგრამ შენმა დაბნეულმა სახემ და აწითლებულმა ლოყებმა ყველაფერი არია.იმაზე მეტად დამაბნია შენმა ბავშვურობამ,რომ ისიც კი გავიფიქრე ამას სპეციალურად აკეთებდი. და ჩვენი მეორე შეხვედრა? თხელი სიფრიფანა კაბა გეცვა.ქერა თმა ისევ უსწორ-მასწოროდ გეყარა ზურგზე. შემთხვევით შეგეხე თმაზე და ჩემს სხეულზე არსებულმა ბუსუსებმა მიმახვედრა,რომ ცუდ დღეში ვიყავი... გინდა პატარა საიდუმლო გაგიმხილო?სახლში მისული რამდენიმე დღე იმ ხელს დავყურებდი,რომლითაც თმაზე შეგეხე.არ დამცინო რა ლილეკო! უბრალოდ ჩემთვის ეს ყველაფერი პირველი იყო და იმაზე ტკბილი აღმოჩნდა ვიდრე წარმოვიდგენდი. პირველად შენზე იცი როდის გავბრაზდი? ალექსანდროვის ბაღში იყავი ისე ჩამიარე არც კი შემომხედე.ღიმილიანი სახე უცბად სიმწრით შემეცვალა,გაოგნებული ვიდექი შუაგულ სკვერში და ისევ შენს მოფრიალე თმას ვუყურებდი...ისე გავბრაზდი მახსოვს მთელი ერთი კვირა შენზე ფიქრიც კი ავუკრძალე საკუთარ თავს. გაბრაზება მალევე გაქრა,მაგრამ შენი მონატრება არაფრით არ ქრებოდა.ვეღარსად გნახე,სად აღარ დავდიოდი.მოსიარულე ზომბი ვიყავი,რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ შენი ნახვა უნდოდა.მაგრამ ხო იცი ჩვენი ბედი ცაში,რომ არის დაწერილი?!ხოდა ამიტომ ჩვენმა მფარველმა ანგელოზმა შეგვახვედრა ზაფხულის ბოლოს...ისეთი ლამაზი იყავი რამდენიმე წამი გაოგნებული გიყურებდი.მაგრამ შენი გარეგნობა რა მოსატანი იყო შენს სულის სილამაზესთან?!შენი დაბნეული თვალები სულ მთლად მაგიჟებდა და შედეგიც გამოიღო შენმა თვალების ცეცებამ...ხედავ რა მაგრად შემაბი?'' ყველა ემოციამ იხეთქა ლილეს გულში.ყველა ის მომენტი გაახსენდა,როდესაც სანდრო ნახა.ვერასდროს წარმოიდგენდა თუ სანდროზე თავიდანვე ასეთი გავლენა მოახდინა.ალექსანდროვის ბაღში კი მართლა არ შეუმჩნევია.იმდენად მოუნდა სანდროსთვის ბოდიში მოეხადა,რომ გული შეეკუმშა.იმის გააზრება,რომ ამ ინციდენტზე ასე გაბრაზდა ოდნავ გაეღიმა.თავი მძიმედ დადო ბალიშზე და სანდროს მომღიმარე სახე წარმოიდგინა.იმდენად უნდოდა ჩახუტებოდა და კოცნით დაეხრჩო,რომ ინსტიქტურად ბალიშს შემოხვია ხელები.საკუთარ საცოდაობაზე უფრო მეტად აუჩუყდა გული.არ უნდოდა ტირილი,მაგრამ როდის იყო ემოციები ადამიანებს რამეს ეკითხებოდნენ?ისე უცბად ამოხეთქავენ,როგორც ვულკანი-ლავას. იმდენად იყო დაუძლურებული ამდენი ემოციისაგან,რომ ერთ ადგილას ვეღარ ჩერდებოდა.სანდროს სიტყვები უტრიალებდა თავში ''შენი სიძლიერე მჭირდება''...მაგრამ იმაზე უფრო მეტად ატირდა,რომ სანდროს დანაპირებს ვერ უსრულებდა.ხელები ოდნავ დასცხო ლოგინს და მთელ ხმაზე დაიკივლა. -სანდრო მინდა! იმედი ჰქონდა,რომ მოვიდოდა. ან უბრალოდ დიდი რწმენა...მაგრამ რწმენა ხო უმთავრესია.მადლობა უფალს,რომ ადამიანებს რწმენის მცირე დოზა მაინც შემოგვრჩა! *** მარტოობის და მონატრების მეხუთე საათი იწყებოდა. მოკუნტული იწვა საწოლზე,სანდროს მაისური ჰქონდა მიხუტებული და სივრცისკენ უაზროდ იყურებოდა.აღაც იმის ძალა ჰქონდა,რომ დღიურის წაკითხვა გაეგრძელებინა.ზედმეტი იყო ამდენი ემოცია ერთი დღისთვის. მთელი ღამე ტირილში გაატარა.იმდენად იყო ემოციურად დამძიმებული,რომ ნერვიულობისაგან კანკალი დაიწყო.ცრემლებით დაბინდულ თვალები სულ მთლად ჩაშავდა და ბოლოს იგრძნო თბილი ხელების შეხება.გაეღიმა და უმალ იგრძნო შვება.ჩაეძინა... მონატრება ძალიან ბევრ რამეს ცვლის. იმდენად დიდი იყო იმის სურვილი,რომ სანდრო მოსულიყო წარმოსახვითაც კი იგრძნო მისი თბილი ხელები.რა მნიშვნელობა აქვს იმას მართლა მივიდა თუ არა?!რაც მთავარია იგრძნო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.