შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვარჯულოთ ჭირვეული ანუ შენ ჩემი გახდები !! ( 7 თავი)


4-04-2015, 10:36
ნანახია 4 270

#7
დღეები გადიოდა, მე ისევ ალექსანდრეს ვყავდი გამოკეტილი. მისი ჯიბრით არ ვჭამდი საჭმელს, მაგრამ ვგრძნობდი რომ ნელ-ნელა ძალა მერთმეოდა, ვსუსტდებოდი. ერთხელ ჩემთან შემოვიდა:
-მაინც არ იშლი შენსას?
-არა.
-არ შეჭამ?
-არა.
-რატომ?
-იმიტომ.
- გადაწყვიტე?
-კი, შენ ცოლობას ეგ მირჩევნია.
-რატომ არ გინდა ჩემი ცოლობა?
-რატომ და იმიტომ, რომ......
უეცრად გრძნობა დავკარგე, ვერც კი გავცნობიერე რა მომივიდა, ყველაფერი დაბნელდა და მხოლოდ ალექსანდრეს ხმა გავიგე:
-სალიტა, რა მოგივიდა ნუ მაშინებ.

რომ გამეღვიძა, დავინახე ვიღაც თავით მეჯდა, ალექსანდრე იყო. შეშინებული სახით მიყურებდა, როცა დამინახა თვალები გავახილე, გაუხარდა და თვალები გაუბრწყინდა.
-გაიღვიძე?
-რა, მომივიდა?
-გული წაგივიდა.
-მერე?
-მერე ექიმი გამოვიძახეთ, შეგამოწმა და თქვა რომ უნდა მიიღო საკვები!!
-მარტო ეგ თქვა?
-მისი ლაპარაკიდან მარტო ეგ გავიგე (დამეკრიჭა)
მერე გავიდა და სინით გემრიელობები მომიტანა.
-სანამ არ შეჭამ ოთახიდან არ გავალ!!
სხვა გზა არ მქონდა, მისი გასვლა მინდოდა ოთახიდან და პლიუს მშიოდა ამიტომ გადავწყვიტე მეჭამა..
-ჩემი დამჯერი.
-იყოს, აღარ მშია.
-კაი, კაი ვიხუმრე მიდი ჭამე.
ჭამას რომ მოვრჩი სინი გააცუნცულა. მე გადავწყვიტე დამეძინა. მეორე დღეს ოთახში შემომივარდა.
-გადავწყვიტე სახლში დაგაბრუნო.
-ვაიმეე როგორ გამახარეე. ეხლა ისაც მითხარი ცოლად აღარ მიმყავხარო.
-მაგას ვერ მოესწრები.
-ოოო.
იმ დღესვე სახლში გამაქანა. ალე სახლში მისვლა ჯერ არ გამხარებია.
-ვაიმე სახლიიიიი. (ვიკივლე)
-ალექსანდრე. რატომ მოიყვანე ესე მალე. (სიცილით უთხრა ანდრიამ)
-ხო, რატო? არადა როგორ წყნარად ვიყავით! (გაბრიელმაც არ დააკლო)
-ვაიმეე.
მერე მამაჩემიც შემოვიდა, მე მისკენ გავექანე.
-მამაა, მამა შენმა არჩეულმა სასიძომ საჭმელი არ მაჭამა. ხო აღარ მიმათხოვებ მასზე?
პატარა ბავშვივით მივედი მასთან და "აფერისტობა" დავიწყე.
-ალბათ ღირსი იყავი.
-ვაიმე თქვენ რა პირი შეკარით?
გავბრაზდი და ჩემს ოთახში შევედი. ნერვები მეშლებოდა. მე ისევ სახლში ვიყავი, მამაჩემი ისევ მათხოვებდა, ქორწილი კი სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა. მე კი არანაირი გეგმა არ მქონდა მოფიქრებული.

****************
ალექსანდრე
-არ ვიცი რა ვქნა, შენი ცოლობა არ უნდა (სალიტას მამა)
-ხო, მეც ვიცი. (ალექსანდრე)
-როგორ აპირებ მის "მორჯულებას" ?
-მთავარია ჩემი ცოლი გახდეს და დანარჩენი მე ვიცი.
-ისე როგორ ფიქრობ უყვარხარ? (ანდრია)
-კი, დარწმუნებული ვარ.
-რატო ხარ დარწმუნებული.
-ვარ, მისი თვალები მუდამ მაგას მეუბნებიან.
-რას?
-იმას, რომ ვუყვარვარ.
-ესლხ, ალექსანდრე სულ გადაგრია ჩემმა დამ. (გაეცინა გაბრიელს)
-ხო, ხო, გადამრია. (და სალიტას ოთახისკენ გაიხედა)

*******************
ქორწილამდე დღეები რჩებოდა. ჩემი დათანხმება კი რთული აღმოჩნდა, ისევ უარზე ვიყავი, პატარა ბავშვივით ვჯიუტობდი. მამაჩემმა გადაწყვიდა "განებივრებული გოგო" მოესყიდა და ასეთ ხერხს მიმართა:
-სალიტა, მოტოციკლეტი რომ გიყიდო, რომელიც შენ ძალიან გინდა, ალექსანდრეს ცოლად გაყვები?
მოტოციკლეტი რომ გავიგე ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, მასზე დიდი ხანი ვოცნებობდი, მაგრამ მამაჩემი სულ უარზე იყო, ისეთი გიჟი ხარ დარწმუნებული ვარ თავს მოიკლავო, მე კიდე დასაკარგო გოგო არ მყავსო.,მაგრამ ეხლა სხვა სიტუაცია იყო, მე ალექსანდრეს რომ არ გავყოლოდი ცოლად ჩვენი კომპანია გაკოტრდებოდა, მას კი ეს არ აწყობდა. თან დარწმუნებული იყო ალექსანდრე მოტოციკლეტზე არ ჩამსვავდა, მაგრამ მას ვინ დაუჯერებდა.
-შენ რა, ჩემს მოსყიდვას ცდილობ?
-კი. (არ დამალა)
-თანახმა ვარ.
გაოცებულმა შემომხედა, არ ელოდა ამ პასუხს.
-არ მეგონა თუ.....
-ვიცი ვიცი.
-კაი წავედი.
-შავი.
-რა შავი?
-შავი მოტოციკლეტი მინდა.
-ხო კაი.
"განებივრებული გოგო" მოისყიდეს. ტელეფონმა დარეკა. ალექსანდრე იყო.
-სალიტა, როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-მეც, საღამოს გცალია?
-კი.
-გამოგივლი სადმე წავიდეთ.
-კაი.
-მოიცა, შენ ასე იოლად დამთანხმდი?
-ჰო რა გაგიკვირდა?
-ხო.
ნუ, მოტოციკლეტი რას არ გაგაკეთებინებს ადამიანს.
-ექვსზე გამოგივლი. რესტორანში წავიდეთ.
-კარგი.
გავუთიშე და ტანსაცმელები აგადავაწყვე. მოკლე შავი კაბა, რომელიც ტანზე მქონდა მომდგარი, შავი ფეხსაცმელი, ჩანთა, შანელის სუნამო, გაშლილი თმა და ოლალა რა ლამაზი ვარ. მალე გავემზადე და ალექსანდრეს მოლოდინში ვიყავი. ისიც მალე მოვიდა და მისი შავი ჯიპით გავეშურეთ გზას. გზა უსასრულო აღმოჩნდა, თბილისიდან გავდით.
-ეე, ბიჭო სად მიგყავარ.
-მოითმინე და ნახავ.
მთელი გზა მას ვუყურებდი, მისი შავი თვალები გულს მიჩქარებდა, ღიმილი საერთოდ ჟრუენტელს მგვრიდა. რაღაც ადგილზე მივედით. ლამპიონებით იყო განათებული გზა. მანქანიდან გადმოვედით და იმ გზას ფეხით მივუყვებოდით. მერე ხის სახლს მივადექით, კარი გააღო შევედით, სახლი ცარიელი იყო, მხოლოდ ლამაზი მაგიდა იდგა, რომელზეც უგემრიელესი საჭმელები იყო. ირგვლივ ვარდები იყო მიმოფანტული, სურნელოვანი სანთლები, წყნარი მუსიკა. დავსხედით, წითელი ღვინო დაასხა. უკვე ეს სიტუაცია მომწონდა, თან ვაღიარებ ჩემს წინ უსიმპატიურესი მამაკაცი იდგა, რომელიც ვაღიარებ რომ ისევ ძალია, ძალიან მიყვარდა. პირდაპირ დამიჯდა და მიყურებდა. ისეთი თვალები ქონდა, ისეთი მზერა, სურვილი გამიჩნდა მის ტუჩებს დავწაფებოდი, მაგრამ არ გავაკეთე ეს.
-იცი რომ ძალიან ლამაზი ხარ?
-ვიცი.
-უხეშიც.
-ეგეც ვიცი.
-და რომ მაგიჟებ? ეგ იცი?
-......
-ვიცეკვოთ?
-კარგი.
ვოცეკვეთ. არ მინდოდა ეს ცეკვა დასრულებულიყო. მან ხელები წელზე შეემომხვია, მე კისერზე. თვალი თვალში გამიყარა. და ასე ჩუმად ვცეკვავდით რამდენიმე წუთი. თითქოს თვალებით ვსაუბრობდით. მერე დავსხედით.
-როგორ მოგწონს ეს სახლი?
-ძალიან კარგია.
-იცი ეს ჩვენი მომავალი სახლია, აი ბავშვები რომ გვეყოლება აქ მოვიყვანთ ხოლმე. თან აქ ძალიან ლამაზი ბუნებაა და სუფთა ჰაერია.
მე ხმა არ ამომიღია. მისი ლაპარაკი მსიამოვნებდა. არ მინდოდა ეს საღამო დასრულებულიყო.
-ეხლა წავიდეთ.
-არა, გთხოვ (გაუკვირდა ეს რომ ვთქვი)
-წავიდეთ, და გპირდები მერე ხშირად მოვალთ აქ.
-მპირდები?
-კი.
-მაშინ წავიდეთ.
მანქანაში ჩავსხედით. ორივე ჩუმად ვიყავით. სახლში რომ მივედით მანქანიდან გადმოვიდა კარი გამიღო, მე გადმოვედი, მან ხელზე მაკოცა, მე ვეღარ მოვითმინე და ტუჩებში ვაკოცე. გაოცებულმა გამომხედა.
-ეხლა გაიქცევი ხო?
-რატომ ფიქრობ ასე?
-არ ვიცი, უბრალოდ ძველი დრო გამახსენდა.
მე გავჩუმდი, არაფერი მითქვამს. სახლში ავედი და დავიძინე.

******************
ალექსანდრე:
ხის სახლში რომ მივიყვანე ულამაზესი იყო. გაუხარდა იქ მისვლა, მგონი მოეწონა კიდეც. მერე ვიცეკვეთ. როგორი ჰაეროვანი იყო. სულ მინდოდა მეკოცნა, მაგრამ ვერ ვბედავდი რატომღაც. რომ ვუთხარი წავიდეთო და უარი მითხრა გამიკვირდა, მაგრამ დავპირდი კიდევ მოგიყვან მეთქი. ასეც მოვიქცევი კიდევ მოვიყვან ჩვენს ხის სახლში. სახლში რომ წავიყვანე მაკოცა, გამიკვირდა.. ბანკეტის საღამო გამახსენდა. ..
რატომღაც იმედი მომეცა დარწმუნებული ვარ ვუყვარვარ...


************
სალიტა
დილით, რომ გავიღვიძე უბედნიერესი ვიყავი. გუშინდელ საღამოს ვიხსენებდი. მერე ავდექი და საჭმელი გავაკეთე. ყველამ გაიღვიძა და ერთად მივუსხედით სუფრას.
-რა გემრიელიაა. (ანდრია)
მე არავის არ ვუსმენდი, ისევ გუშინდელ საღამოში ვიყავი ჩარჩენილი.
-რა დამწვრის სუნია? (ანდრია)
-რაა? ვაიმე ჩემი ტოსტები.
ვაიმე ტოსტები სულ გადამავიწყდა. რომ მივედი დანახშირებული დამხვდა.
-ვიღაცას ალექსანდრე უყვარს.
ეშმაკურად შემომხედა გაბრიელმა.
-არა!
დარწმუნებით ვუპასუხე.
-კი (გაბრიელმა "გამომიწვია")
-არა.
-კი
-არა
-არა(გაბრიელი)
-კი (მე)
-ჰაჰააა წამოგაცდინეე.
მივხვდი რომ მართლა წამომცდა, ამაზე გავბრაზდი და გაბრიელს თეფში გავუქანე, მან თავის დაწევა მოასწრო და თეფში პირდაპირ კედელს მიეფშვნა.
-რა ხდება აქ? ამხელა ხალხი რა დღეში ხართ? ბავშვობაში ჩარჩით?
მამაჩემი გამოვარდა გაბრაზებული. მართალიც იყო, არასწორად ვიქცეოდით.
-სალი, კიდევ ერთო თეფში დაამატე, ალექსანდრე მოდის.
-დილა რომ არ ჩამიმწაროთ ისე ხომ ვერ ძლებთ!!
-ოხ, ვითომ არ უხარია. (დაიკრიჭა გაბრიელი)
-იცი, აქ კიდევ ბევრი თეფშია!! ეხლა მიზანს აღარ ავაცილებ.
-კაი, გავჩუმდები.
-კარგს იზამ.
მე თეფში დავამატე და დავჯექი. სიმართლე გითხრათ ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. კარზე ზარიც გაისმა.
-სალი, გააღე. (მამაჩემი)
კარი გავაღე ალექსანდრე იყო, რათქმა უნდა. ჩემსკენ წამოვიდა უნდა ეკოცნა, მაგრამ თავი ავარიდე. ხელში რაღაც ყუთი ეჭირა. მომაწოდა.
-გახსენი.
-რა არის?
-გახსენი და ნახავ.
ყუთი, რომ გავხსენი უულაყვარლესი პატარა თეთრი ლეკვი იყო.
-ვაიმე, რა საყვარელია!!
-ხო, დღეიდან შენია. (ალექსანდრე)
-მადლობა.
გადავიხარე მისკენ და ლოყაზე ვაკოცე. გაუკვირდა.
-რას დაარქმევ?
-ლულუ.
-კარგი სახელია.
მერე მაგიდასთან მივიყვანე, მამაჩემი ელოდა, ალბათ საქმე ქონდა.
-გამარჯობა.
-ალექსანდრე გამომყევი საქმე მაქ.
მამაჩემმა გაიყვანა, მე არავისთვის არ მიმიქცევია ყურადღება, ლულუსთან ვთამაშობდი. ხო, მართლა სულ დამავიწყდა მეთქვა, ქორწილი 3დღეში მაქ, ანუ მალე მოტოციკლეტი მეყოლება, როგორ მიხარიააა.


************
ალექსანდრე და სალიტას მამა ლევანი კაბინეტში:
-ალექსანდრე, სალიტა დავითანხმე ქორწილზე. ოღონდ იმ პირობით, რომ მოტოციკლეტს ვუყიდი, ძალიან უნდოდა სულ მაგრამ არ ვყიდულობდი, ნუ ხო ხვთები შარიანი გოგოა.
-დიახ.
-ეხლა, კი იმიტომ ვყიდულობ რომ ვიცი შენ არ დასვავ მასზე.
-დიახ, არ დავსვავ.
-შენი იმედი მაქვს.
მერე საქორწილო საქმეებზე საუბრობდნენ.



№1 სტუმარი anka

აი ძაან მაგარი გოგო ხარ და ძაან მომწონს ეს ისტოირა არ მინდა რომ მალე დამთავრდეს ყველაფერი აღწწერე ქორწილიც და ყველაფერი მაინტერესებს და მომავალი მათი ცხოვრებაც love

 


№2  offline წევრი talaxadze133

Kargia magram meti emocia da meti gancda ra..danarcheni kvelferi kargia <33კომენტარი

 


№3  offline წევრი dartymuli princesa

Kargia dzalian momwons mara me am gogos adgilas mamachems ar vapatiebdi chaxutebaze da msgavs ragaceebze xom laparaki zedmetia gagyoidian da mogisyidian :/ ar vici es chemia zria da shen dzalian magari gogo xar da yochaag

 


№4  offline წევრი gobozashvili

ძაან მაგარია შენც მაგარი გოგო ხარ ასე გააგრძელეეეეე!!!!!!!!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent