გრძნობები შიშის გარეშე (14)
ციხე ეს არის ადგილი სადაც უამრავი დრო გაქვს საფიქრებლად, შეგიძლია განმარტოვდე და იფიქრო რამდენიც გინდა, იფიქრო შენს აქამდე განვლილ ცხოვრებაზე, წარსულში დაშვებულ შეცდომებზე და იცხოვრო მომავლის იმედით, ყველა პატიმრის ოცნებაა დატოვოს ციხის საკანი და ისევ დაუბრუნდეს თავის ოჯახს,მათი ოჯახის წევრები იმ მომენტს ელიან როდესაც კვლავ შეხვდებიან საყვარელ ადამიანს, მაგრამ უკვე ციხის გარეთ, მისი იზოლირებული კედლების მიღმა. ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ციხეს დაუკავშირდა, იქ მყოფ პატიმრებს, რომლებიც როგორც წესი ჩემი იქ მისვლით გახარებულები არიან, მხოლოდ ერეკლეს მიბღვერს და მკაცრად მიყურებს, მაკონტროლებს, თითქოს რამეს ვაშავებდე შაბათი დღე იყო როდესაც ციხის ბიბლიოთეკაში ვიჯექი და ერთ-ერთ პატიმარს ლადოს ვესაუბრებოდი, მისი საქმის ხელახლა შესწავლა ძალიან მომწონდა, ვცდილობდი მისი მონაყოლიდან არც ერთი დეტალი არ გამომპარვოდა და ყველაფერს ვინიშნავდი, მოულოდნელად ერეკლე დაგვადგა თავზე -დეა ორი წუთით გცალია? ცივად მკითხა -მგონი პატიმარს ვესაუბრები და თვითონაც ხედავ რომ არ მცალია. მეც მას მივბაძე და ცივად ვუთხარი -კარგი მაშინ აქვე დავჯდები და სანამ შენ საუბარს დაასრულებ წიგნს წავიკითხავ. მშვიდად მითხრა და ჩვენგან ცოტა მოშორებით დაჯდა -იცნობთ თქვენ ერთმანეთს? ლადომ გაკვირვებულმა მკითხა -დიახ.მშვიდად ვუპასუხე -აი უბედურებაც ამას ჰქვია. ჩაიჩურჩულა -უკაცრავად? გაკვირვებულმა ვკითხე - რაც აქ არის მის შესახებ რამე იცით? თუ არა და გეტყვით რომ ციხეში უკვე "პალაჟენიები" მიჰყავს. -ოჰო, ეს საინტერესოა, ნეტა როგორ მოახერხა? სიცილით ვკითხე -არ ვიცი და არც ვარ მაგით დაინტერესებული. -კარგი შევეშვათ ერეკლეზე საუბარს და ჩვენი საქმე განვაგრძოთ. -დეა თქვენ ძალიან კარგი გოგონა ბრძანდებით, ამიტომ მოხარული ვიქნები თუ ამას ჩემგან საჩუქრად მიიღებთ. თბილად მითხრა და ვერცხლის ჯვარი გამომიწოდა -კი მაგრამ ის თქვენია და ............................. -გთხოვთ აიღეთ, მინდა რომ ჩემგან სამახსოვროთ გქონდეთ. -მადლობა. თბილად გავუღიმე და გამოვართვი -ახლა კი გავაგრძელოთ,სად გავჩერდით? სიცილით მკითხა გავუცინე და კიდევ დავუსვი რამდენიმე შეკითხვა. სანამ პასუხებს მცემდა, მე დროდადრო ერეკლესკენ ვაპარებდი თვალს რომელსაც წიგნი ხელში ზრდილობის მიზნით ეკავა, ისე კი თვალს არ მაშორებდა,დავიძაბე ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ჩემი მოკვლა ან რაღაც მაგდაგვარი სურდა. უკვე 3ი იყო საათი, პატიმრების განრიგი ზეპირად ვიცოდი, ამ დროს სადილი უწევდათ ამიტომ დავამთავრე საუბარი ლადოსთან, შემდეგ კი ერეკლესკენ წავედი რომელიც მიცდიდა -სადილზე დაიგვიანებ და აღარ შეგიშვებენ. სწრაფად ვუთხარი -მერე რა სულ არ მშია.მშვიდად მიპასუხა -მაგრამ მე მშია და მადლობელი დაგრჩები თუ მეტყვი რა საქმე გქონდა -არ დაჯდები? სავარძელზე მიმითითა -არა მირჩევნია ფეხზე ვიდგე, ისედაც მთელი დღე ვზივარ. -კარგი როგორც გინდა, ახლა კი მომიყევი როგორ ხარ. -რა? ამისთვის მაცდენ? გამიკვირდა -არა ვცდილობ რომ საუბარი წამოვიწყო, მაგრამ არ გამომდის, როგორც ჩანს ჩემგან წასვლის შემდეგ შეცვლილხარ -რისი თქმაც გინდა პირდაპირ მითხარი ნუ მივლი გვერდიდან. გაბრაზებულმა ვუთხარი -მინდა რომ ჩემთან ერთად იმუშავო,ჩემი საქმე დაწვირელებით მოისმინო და განიხილო -შენი საქმე ზედმიწევნით ვიცი, ამიტომ საჭირო არ არის შენს გვერდით დრო უაზროდ დავკარგო. მშვიდად ვუპასუხე, ბიბლიოთეკიდან გამოვედი და სასადილო ოთახისკენ წავედი. ლანგარზე ბევრი არაფერი დამიდია რადგან ძალიან არ მშიოდა, მერე კი ბიჭების გვერდით დავიკავე ადგილი -აბა როგორ მიდის თქვენი სამუშაო პროცესი? ყველას ერთდროულად ვკითხე -ძალიან კარგი საქმე შემხვდა მე. თემომ სწრაფად მიპასუხა -მე კი აუტანელ ტიპთან მიწევს მუშაობა, თან მგონი ცოტა შეშლილია. ირაკლიმ დაიბუზღუნა და ჭამას შეუდგა -შენი საქმე როგორ მიდის? დემეტრეს ვკითხე, რომელიც ერეკლეს საქმე განიხილავდა -მაგარი ბიჭია, ვერ გავიგე აქ რატომ მოხვდა? ვიღაც ტლიკინა გოგოს გატაცების გამო ზის, ეს ხომ სისულელეა. გაბრაზებულმა მიპასუხა -ტლიკინა ასე გითხრა? გამიკვირდა -ხო, მამიკოს გავლენით რომ სარგებლობს. გავბრაზდი ნუთუ ეს უთხრა დემეტრეს ჩემს შესახებ? საზიზრარი თავს როგორ იმართლებს,მაგას ჰგონია რომ ასე იოლად დაარწმუნებს ხალხს თავის უდანაშაულობაში, ცდება ძალიან ცდება. -ის ტლიკინა გოგო რომ მენახა, ჩემი ხელით დავახრჩობდი, ბიჭი ციხისთვის გაწირა 7ი წლით. დემეტრემ გაბრაზებულმა თქვა. ნერვები უფრო მომეშალა ამიტომ მათგან გადავჯექი და სასადილოს ბოლოში, განმარტოებით მჯდომი მოხუცი კაცის გვერდით დავიკავე ადგილი. მისი აქამდე გაცნობის შანსი არ მომცემია, მხოლოდ პირველ დღეს გავიცანი, თუ იმასაც გაცნობა ერქვა -გამარჯობა. თბილად გავუღიმე -გამარჯობა დეა. -ჩემი სახელი იცით? გამიკვირდა -დიახ, ციხეში ყველამ ყველას სახელი და მათზე ყველაფერი იცის. გამიცინა -მაგაში მე ვერ დაგეთანხმებით რადგან თქვენი სახელი არ ვიცი. -ვანო. -სასიამოვნოა ბატონი ვანო თქვენი გაცნობა. -ჩემთვისაც. თავაზიანად მიპასუხა -უზრდელობაში ხომ არ ჩამომართმევთ რომ გკითხოთ აქ მარტო რატომ ზიხართ? -აქედან ყველაფრის გაკონტროლებაა შესაძლებელი -დიახ აქედან ყველაფერი კარგად ჩანს. დავეთანხმე -ყველა და ყველაფერი. მშვიდად თქვა და ჭამას შეუდგა -შეიძლება რაღაც გკითხოთ? პატარა ბავშვივით მორცხვად შევხედე -დიახ რათმაუნდა. ჩემს ასეთ საქციელზე გაეცინა -აქ რატომ ხართ? -ოჰ ძალინ გრძელი ამბავია,9წელი ხდება უკვე. სიცილით მითხრა -მალე გადიხართ?ინტერესით ვითხე -დიახ, ორ თვეში.ისეთი სახე მიიღო თითქოს არ უხაროდა -არ გიხარიათ? -კი, მაგრამ აქაურობას ძალიან შევეჩვიე და წასვლა გამიჭირდება, თან ახალი ბიჭი რაღაც არ მომწონს. ერეკლესკენ მიმითითა -არა მარტო თქვენ როგორც გავიგე ბევრს არ მოსწონს. მშვიდად ვუპასუხე -მგონი თქვენც არ ხართ დიდად მისით მოხიბლული. სიცილით მითხრა -დიახ, ნამდვილად არ ვარ მოხიბლული -სამაგიეროდ ის კი თქვენით დაინტერესებულია. კვლავ გაიცინა -არამგონია, ჩვენ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ -მე კი პირიქით მგონია, თითქოს ერთმანეთს დიდი ხანია იცნობთ, მაგრამ არ გინდათ ამის აღიარება, გამოვიცანი? -დიახ. მორცხვად ვუპასუხე მხოლოდ გამიღიმა მერე კი ჭამა განაგრძო. ვერ გამეგო საიდან იცოდა მან რომ ერეკლეს ვიცნობდი, ან ის საიდან იცოდა რომ ამის აღიარება არ მინოდა, ცოტა არ იყოს დამაბნია, უფრო სწორად ძალიან გამაკვირვა, მინდოდა რომ რაც იცოდა ყველაფერი ეთქვა, მაგრამ ვიცოდი რომ უზრდელობა იყო ასე ჩაცივება ამიტომ გავჩუმდი. სადილის შემდეგ ისევ ბიბლიოთეკაში შევბრუნდი, ოღონდ ამ ჯერად მე მსურდა წიგნის წაკითხვა, ციხე ხომ ის ადგილია სადაც წიგნი ძალიან ფასობს,მგონია რომ წიგნი უკეთ არსად იკითხება "დორიან გრეის პორტრეტი" ეს წიგნი ბევრჯერ მქონდა წაკითხული, მაგრამ მაინც ძალიან მომწონდა და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი, ახლაც ვაპირებდი წაკითხვას მაგრამ ერეკლემ არ დამაცადა და გვერდით მომიჯდა -თუ წიგნის წაკითხვა გსურს გეტყვი რომ სხვა ადგილები თავისუფალია -მეგობარის გვერდით დაჯდომა აკრძალულია?სიცილით მკითხა -როდის აქეთია ვმეგობრობთ? ირონია გავურიე ჩემს კითხვაში -ტლიკინა და ლამაზი გოგონები რომ მიზიდავენ იცი? სიცილით მკითხა -მაშინ მისამართი შეგეშალა, მე არც ტლიკინა და არც ლამაზი არ ვარ.უხეშად ვუთხარი და წიგნი სახეზე ავიფარე იმ იმედით რომ წავიდოდა და კითხვას დმაცდიდა -"დორიან გრეის პორტრეტი" მოგწონს? -კი და მადლობელი დაგრჩემი თუ წიგნის კითხვას დამაცდი -მე უფრო ფანტაზიის მოყვარული მეგონე. მშვიდად მიპასუხა -ძალიან ცდები, რომანები ძალიან მიზიდავს -ანუ ამითაც მგავხარ. სიცილით მითხრა -დამაცდი რომ წავიკითხო? გაბრაზებულმა ვკითხე -არა. -რა გინდა მითხარი. უკვე ვჩხუბობდი -ან ჩემთან ერთად განიხილავ ჩემს საქმე ან აქედან წახვალ. ბრძანებლური ტონით მითხრა -იოცნებე, აქედან ფეხს არ გავადგამ სანამ ჩემს საქმეს არ დავამთავრებ -დეა!!!!! -რა? გგონია რომ შენ დაგემორჩილები? ნუ გავიწყდება რომ ციხეში ხარ, ამიტომ ვერაფერს ვერ მომთხოვ, თან აქ ჩემი უფროსი არ ხარ და საერთოდ ნუ ფიქრობ რომ ჩემზე რამე უფლება გაქვს! გაბრაზებულმა ვუთხარი და ბიბილიოთეკიდან სწრაფად გამოვვარდი ძალიან არ მომწონდა ერეკლეს ასეთი საქციელი, მისი ბრძანებლური ტონი კი ყველაზე მეტად მაბრაზებდა, ეგონა რომ ჩემზე რამე უფლება ჰქონდა, მაგრამ ეს ასე არ იყო, მე არც მისი და და არც მისი შეყვარებული არ ვიყავი, ის კი ამ ფაქტს არც ითვალისწინებდა და ციხეშიც მოთხოვნებს მიყენებდა. ახლა მივხვდი თუ რატომ არ მოსწონდათ ბევრს ერეკლე, ის ხომ თავის თავზე შეყვარებული იდიოტი იყო, რომელსაც ყველგან "პალაჟენიები" მიჰყავდა. ციხეში საღამომდე ვრჩებოდით შემდეგ კი დაცვის თანხლებით ვტოვებდით ციხეს, სახლში დაღლილი მივდიოდი მაგრამ იმის დრო მაინც მრჩებოდა რომ მშობლებთან მესაუბრა, ან ნიკოლოზთან ერთად ცოტახანი მეთამაშა. ამ ჯერადაც ნიკოლოზს ვეთამაშე ჭადრაკი, მაგრამ იმდენად ვიყავი დაღლილი რომ ყველა ხელი წავაგე, ნიკოლოზსაც მეტი რა უნდოდა მაშინვე გაიხარა და სიცილი დაიწყო -ნუ დამცინი დაღლილი ვარ და ვერ ვაზროვნებ. თავი მაშინვე გავიმართლე -მერე დაისვენე. სიცილით მითხრა და ჩემს ოთახში გამაგდო იმ ღამეს მკვდარივით მეძინა, ისეთი დაღლილი ვიყავი, დილით კი როგორც ყოველთვის ადრე ავდექი,წყალი გადავივლე, ვისაუზმე და წასასვლელად მოვემზადე, გარეთ ციოდა ამიტომ თბილად ჩავიცვი,ყელზე დიდი კაშნი შემოვიხვიე,თბილ მანქანაში მოვკალათდი მერე კი გზას გავუდექი ციხემდე მისასვლელად დიდი ხანი არ დამჭირებია, როგორც ყოველთვის მცველის თანხლებით შევედი, ბიჭები ჯერ კიდევ არ იყვნენ მოსულები,ციხის შენობაში უჩვეულო სიჩუმე იყო. -პატიმრები სად არიან? იქვე დგომ დაცვას ვკითხე -გუშინ ერთ-ერთი პატიმარი მოკლეს, ამიტომ ყველა თავიანთ საკნებში არიან.უემოციოდ მითხრა -მოკლეს? ამის გაგონებაზე დამაჟრჟოლა, გავიყინე, შიშმა ამიტანა,მაშინვე ერეკლე გამახსენდა და მისი საკნისკენ გავიქეცი. საწოლზე მჯდობი რომ დავინახე გამიხარდა, ამოვისუნთქე. -რაო დეაჩკა ისე მოგენატრე რომ ვეღარ მოითმინე და მოხვედი?სიცილით მკითა ერეკლემ -რა დარწმუნებული ხარ რომ შენთან მოვედი? -აბა ასე სად მიდიხარ? -იმ პატირის სანახავად ვის საქმესა განვიხილავ. ოსტატურად მოვატყუე -უნდა გეთქვა მკვდარი პატიმრის სანახავად მივდივარო. -რა? გაკვირვებულმა ვიყვირე -გუშინ მოკლეს, როგორც ჩანდა მტრები ჰყავდა. მშვიდად მიპასუხა დაუფიქრებლად გავიქეცი, კიბეები ჩავირბინე და ციხის გარეთ ეზოში გამოვვარდი. -რატომ ის, რატომ? ღმერთო რატომ. ხმამაღლა ვყვიროდი ვიცოდი რომ გაიგონებდნენ, მაგრამ იმ მომენტში არ მაინტერესებდა, არც იმაზე ვფიქრობდი ვინ რას იფიქრებდა, მხოლოდ იმ ადამიანის მოკვლის სურვილი გამიჩნდა რომელმაც ეს ჩაიდინა, რომელმაც სრულიად უდანაშაულო ადამინის სიცოცხლე შეიწირა. უეცრად თვალებიდან ობოლი ცრემლები გადმომიგორდა, ჩემს სუსტ ლოყებზე დასრიალდა,შემდეგ კი ხელებზე დამეცა, მერე თავისით იმატა ცრემლებმა და ტირილი დავიწყე. მძიმეა როდესაც კლავენ შენთვის ძვირფას ადამიანს, მართალია ის არც ჩემი ნათესავი და არც ჩემი ახლო ნაცნობი არ იყო, მაგრამ ის ჩემთვის ძვირფასი იყო, მინდოდა რომ მას დავხმარებოდი და ციხიდან გაეღწია, მინდოდა რომ თავის შვილები გულში ჩაეკრა, მათ კი ის მოკლეს, მოკლეს დაუნდობლად, მოკლეს და ამით დაასრულეს მისი ოცნებები, მისი და ჩემი სურვილები. ტირილის დროს ვერც კი შევამჩნიე როგორ შეგროვდნენ ჩემს ირგვლივ ხალხი,ბუნდოვნად ვამჩევდი მათ სახეებს, დავცის ბიჭები იყვნენ -დეა რა დაგემართათ? ერთ-ერთმა მკითხა -მოკლეს, ის მოკლეს. ჩუმად ვუთხარი და ძირზრე ჩავიკეცე, თვალებზე ხელები ავიფარე და უფრო ვუმატე ტირილს მიჭირდა დაწყნარება, დაცვის ბიჭებიც ცდილობდნენ რომ რამენაირად ჩემი დაწყნარება მოეხერხებინათ, მაგრამ ამაოდ. ციხის შენობაში მხოლოდ მაშინ შევედი როდესაც დავწყნარდი და ცრემლები მოვიწმინდე, არ მინდოდა ასეთი ვინმეს დავენახე,მაგრამ ბედმა არ გამიღიმა და ყველა პატიმარმა მოახერხა ჩემი დანახვა, მერე ციხის დირექტორმა თავის კაბინეტში შემიყვანა სადაც ვიღაც ქალბატონი და ორი პატარა ბავშვი იცდიცნენ -დეა გაიცანი ესენი ლადოს ცოლ-შვილი არიან გული დამეწვა როდესაც ლადოს პატარა ჟღალთმიანი ლოყებწითელა ბიჭი დავინახე, რომელიც საშინლად ტიროდა. არ ვიცი რატომ მაგრამ მასთან ახლოს მივედი და ჩავიმუხლე, გამახსენდა ლადოს ნაჩუქარი ვერხცლის ჯვარი, რომელიც წინა დღეს მაჩუქა, ეს მის შვილს ეკუთვნოდა, ამიტომ ჯიბიდან ამოვიღე და გავუწოდე -იცი სანამ მამაშენი დაგტოვებდა, ეს ჯვარი მომცა, უნდოდა რომ შენთან ყოფილიყო, ამიტომ გაუფრთხილდი. თბილად ვუთხარი და ხელის გულში ჩავუდე, შემდეგ მაგრად მოუჭირა ხელი და ჩამეხუტა. ის წუთები ძალიან მძიმე იყო ჩემთვისაც და მათთვისაც. დირექტორის კაბინეტიდან გამოსვლის თანავე ერეკლე დავლანდე რომელიც მე მიცდიდა -არ მინდოდა ასე მეთქვა. გულწრფელად მითხრა -არაუშავს, მაინც გავიგებდი. -იცი ციხის დირექტორს ვესაუბრე და თანახმაა რომ ჩემთან ერთად იმუშაო, დღეიდან კი უკვე ჩემი საქმის განხილვას შეუდგები. -მაშინ დავიწყოთ რაღას ვუცდით. მშვიდად ვუპასუხე და ბიბლიოთეკისკენ წავედი, მანაც იგივე გაიმეორა და უკან გამომყვა. ერთ-ერთ მაგიდასთან მოვკალათდით და საუბარი დავიწყეთ -იცი ვინ მოკლა? ერეკლეს მშვიდად ვკითხე -არა. სწრაფად მიპასუხა -მითხარი რომ შენ არ................................................. -დეა ეგ წუთითაც არ გაიფიქრო, ათასჯერ მაინც მაქვს შენTვის ნათქვამი რომ კვლელი არ ვარ. გაბრაზებულმა მითხრა -სანამ ჩხუბი დაგვიწყია,ჯობია შენი ამბის მოყოლა ხელახლა დაიწყო. მშვიდად ვუთხარი და კალამი მოვიმარჯვე კომფორტულად მოკალათდა ერეკლე და დაიწყო ჩემთვის კარგად ცნობილი ამბის ხელახლა მოყოლა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.